ჯეკ ლემონი
ლემონი დაიბადა 1925 წლის რვა თებერვალს, საავადმყოფოს ლიფტში, ბოსტონის გარეუბანში.
პირველად გამოჩნდა კინოში 1949 წლის ფილმში, The Lady Takes a Sailor, ეპიზოდური როლში. პირველი წარმატება მოუტანა ფილმმა "ეს უნდა დაგემართოთ თქვენც" (1954). 1955 წელს ლემონმა ითამაშა ჯონ ფორდის "მისტერ რობერტსში" და პირველი ოსკარიც დაიმსახურა.
1959 წელს ეკრანებზე გამოვიდა ბილი ვაილდერის " ზოგიერთს ცხელი ურჩევნია" (Some Like It Hot (ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან)). ამ როლმა ვაილდერი ნამდვილ ჰოლივუდურ ვარსკვლავად და ერთერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კომიკოსად აქცია კინოს ისტორიაში.

1960 წელს ლემონი გამოჩნდა ვაილდერის "აპარტამენტში"(The Apartment) შირლი მაკლეინთან ერთად. ფილმმა 5 ოსკარი მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმი.

ლემონმა და მაკლეინმა კიდევ ერთხელ ითამაშეს ერთად ვაილდერის ფილმში, "Irma la Douce" ნაზი ირმა 1963 წელს.
1973 წელს ფილმ "გადაარჩინეთ ვეფხვ"-ში (Save the Tiger) შესრულებული როლისთვის ლემონი კიდევ ერთხელ იღებს ოსკარს.
მან ორჯერ მიიღო პრიზი კანში, 1979 წელს ფილმისთვის ჩინური სინდრომი და 1982 წელს ფილმისთვის "დაკარგული" (Missing )
შესრულებული აქვს 98 როლი კინოსა და ტელევიზიაში
ყავდა ორი ცოლი და სამი შვილი
ოსკარზე ნომინირებული იყო რვაჯერ
იყო თვითნასწავლი პიანისტი და კომპოზიტორი
Empire-მა 97 წელს დაასახელა #47-ეთ ყველა დროის უდიდესი ვარკსვლავების სიაში.
დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი
პირველი მსახიობია, რომელმაც ორჯერ მოიგო კანის კინოფესტივალზე "საუკეთესო მსახიობი"
კევინ სპეისიმ მას მიუძღვნა საკუთარი ოსკარი
ვინგ რეიმსმა კი საერთოდ აჩუქა საკუთარი ოქროს გლობუსი
ლემონი გარდაიცვალა 2001 წელს, სიმსივნით.

IMDBWikipedia This post has been edited by b@rtolomeus on 7 Jul 2013, 15:34