არა, ვერ ვიტყვი.
ამბობენ, რომ გარეგნობით ემსაგვსებიან ერთმანეთს შინაური ცხოველი და პატრონი, ან ადამიანი თავის მსგავს ცხოველს ირჩევს თავისდა უნებურად. ოღონდ ეგ მგონი ძაღლების პატრონებზეა ნათქვამი
მოკლედ რას აკეთებდა ჩემი კატა ოჯახში:
სახლს ალაგებდა...
ანუ, სადაც რამე სუნიანს იპოვიდა(მაგ.ყავა დაიღვარა) მიდიოდა და გვიდა, ანუ ფეხით მიწის მიყრის ცერემონიალს უტარებდა
ზაფხულობით ნადირობდა კალიებზე და ბუზებზე!
რატომღაც გადაწყვიტა, რომ ჩემი ძმა უნდა დაეცვა

არ ვიცი რისი მიხედვით ამოარჩია, ასაკის მიხედვით? საიდან მიხვდა, რომ ჩემი ძმა ყველაზე უმცროსი იყო ოჯახში?
რაც ყველაზე სასაცილო იყო, ეს ქალბატონი ამ ვაჟბატონს მაშინაც "იცავდა" როცა ის თვითონ გვესხმოდა თავს
საკმარისი იყო რომელიმე ჩვენგანს გაებედა და მაგის დასაცავ ობიექტზე ხელი აეღო(ხუმრობით, არ გვცემდნენ ოჯახში) მართა მიდიოდა "აგრესორის" კოჭთან, ჩაებღაუჭებოდა მას და ძალადობრივი მეთოდებით მშვიდობის დამყარების მუქარის ხმებს გამოსცემდა
პატარა ტანის ხალხს(ბავშვებს) ისევე ვერ იტანდა, როგორც მე. სანამ ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე იყო აქტიურად ჩაგრავდა მათ. ასაკში შესული უბრალოდ ...გადიოდა იმ ოთახიდან და იმალებოდა ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ მიწვდებოდა
მე ვიყავი მაგის ბაბო. კატებზე ამბობენ, რომ ირჩევენ სახლში "კარგ აურიან" ადგილს და იქ იძინებენ. ვოტ, მართა იძინებდა ყოველთვის იქ, სადაც მე. ყველა სახლში, ყველა ოთახში. და როჩა მიყურებდა მე ვიცოდი, რომ მაგისი აზრით მე ვიყავი ძალიან ლამაზი

და სასაცილო
იცით როგორ იცინიან ფიზუნიები?
ეგოპერფორმანსივით გამომივიდა

გავაოფე
ეს მართას შვილები

მერე დავწერ, დანარჩენს