forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სულხან-საბა ორბელიანი, ვინ იყო იგი და რა უნდოდა მას
onavara
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3463
წევრი No.: 23715
რეგისტრ.: 27-September 06

  გამოგზავნილია: 21 Nov 2006, 20:46  #4204447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საბჭოთა ისტორიოგრაფიამ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ მიჩქმალა და დაამახინჯა საბას პიროვნებაზე. თუმცა იყო გამონაკლისი ნაშრომები მასზე.

თქვენ რას ფიქრობთ მის მოღვაწეობაზე, მის გადაწყვეტილებებზე და ორიენტაციაზე და მაშინდელი და დღევანდელი საქართველოს რეაქციაზე ?
BEKO
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10214
წევრი No.: 6543
რეგისტრ.: 24-September 04

გამოგზავნილია: 21 Nov 2006, 23:29  #4204809      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საქართველო მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა.
საწუხ არს ესე.


--------------------
Кто делает, тот не понимает. Кто понимает, тот не делает. Он занимается пониманием.
А. П.
onavara
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3463
წევრი No.: 23715
რეგისტრ.: 27-September 06

გამოგზავნილია: 22 Nov 2006, 02:29  #4206227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ალ. ბარამიძის ცნობილი წიგნის მიხედვით სულხან-საბა ორბელიანზე:

"- 1710-1711 წელს თბილისში, ვახტანგის სტამბაში, დაიბეჭდა სულხან -საბას მიერ გამოსაცემად მომზადებული ქართული ბიბლიის ერთი ნაწილი. მალე ტექსტის დაბეჭდვა შეწყდა... ბეჭდვა არ განახლებულა საბას ევროპაშიდან დაბრუნების შემდეგაც. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს იყო გამოწვეული საბას დევნით. პ. ინგოროყვას სიტყვით " ... (მართლმადიდებელმა) კლერიკალურმა წრეებმა საეჭვოდ ჩასთვალა ქართული ბიბლიის ტექსტი, რომლის რედაქცია ჩატარებული იყო კათოლიკობისადმი მიდრეკილი საბას მიერ, და ბიბლიის დაბეჭდილ ნაწილს აუტოდაფე გაუმარტა, (ანუ) დასწვა."

sad.gif
inana
ERDE


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2807
წევრი No.: 15098
რეგისტრ.: 3-December 05

გამოგზავნილია: 22 Nov 2006, 06:52  #4206644      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
,,ჩემს უკან, ღმერთმა ქნას, ჩემს ქვეყანაში უკეთესობა შეიქნას!" ,,მოგზაურობა ევროპაში".

This post has been edited by inana on 22 Nov 2006, 07:04


--------------------
,,Каждый возвращается домой, как может."
onavara
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3463
წევრი No.: 23715
რეგისტრ.: 27-September 06

გამოგზავნილია: 22 Nov 2006, 17:13  #4209374      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
"მეფისათვის მოვკვდი, ვერა სცნა, არც ვინ აუწყა შორითა,
ჩემნი ერთგულნი სარჯელნი ბოროტად უთხრეს ჭორითა."
medichi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 441
წევრი No.: 9613
რეგისტრ.: 21-March 05

გამოგზავნილია: 22 Nov 2006, 17:16  #4209398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან....


აი სად წაიყვანა კაცი ქვეყნის სიყვარულმა biggrin.gif

gogilord
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6399
წევრი No.: 83335
რეგისტრ.: 26-January 09

გამოგზავნილია: 20 Jan 2010, 18:29  #17533612      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებიტი ლექსიკონი "სიტყვის კონა", თუ გაქვთ ვინმეს ელ-ვერსია ან თუ იცით საიტი სადაც დევს ეს ლექსიკონი


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება!!!
ShotaSB
Forza Roma


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13991
წევრი No.: 15097
რეგისტრ.: 3-December 05

გამოგზავნილია: 22 Jan 2010, 09:13  #17563406      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim
medichi
QUOTE
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან....

აჰა
პასუხიც მაგაშია ზუსტად თუ ვინ იყო იგი.
====================================
ამონაწერი ვიკიპედიადან:

სულხან-საბა ორბელიანი (დ. 24 ოქრომბერი/4 ნოემბერი, 1658 (ტანძია) ახლანდელი ბოლნისის რაიონი — გ. 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725 (მოსკოვი, რუსეთი), ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი: მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი — ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.

ორბელიანი ჭაბუკიბიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და გიორგი XI-ისა და, მოგვიანებით, ვახტანგ VI-ის ახალი პოლიტიკური პრიენტაციათა ძიების ერთგული თანამდგომი. 1688 წელს, როცა ირანის შაჰმა გიორგი XI-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს. ერთხანს იმერეთში, შემდეგ სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წელს, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1703 წლიდან, ქართლის ახალი გამგებლის ვახტანგ VIის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში (1713-1716).

გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით ორბელიანმა მიიღო კათოლიკური აღმსარებლობა. ირან-ოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის ორბელიანს სურდათ მოესინჯათ ნიადაგი დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირისათვის. ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, რათა ეთხოვა აგრეთვე ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI-ის გამოსახსნელად. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში.

1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს ვსესვიატკოეში.

ორბელიანის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი“ („სიტყვის კონა“, 1685-1716), რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხშობით; მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძიოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები. ორბელიანი არ იფარგლებოდა მწიგნობრული ენით და ლექსიკონში გაბედულად შემოჰქონდა ცოცხალი, სასაუბრო მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.

ორბელიანის ორიგინალური თხზულებისაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“ („წიგნი სიბრძე სიცრუისა“, 1686-1695). მსოფლიოში გავრცელებული ამ ტიპის კრებულებისაგან განსხვავებით, ფავულა აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სიმკვრივეს ანიჭებს თხზულებას, იგავ-არაკთა მკაცრ ჩარჩოში აქცევს და ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება. ავტორმა მიმართა ცალკეული იგავ-არაკებისათვის მოარული სიუჟეტების დასესხების გზას, ზოგი სიუჟეტი ეროვნულ ფოლკლორიდან გამოიყენა, რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. მთელი მასალა შეზავებულია ეროვნული იუმორითა და კოლორიტით, გამდიდრებულია მხატვრულად ზუსტი დეტალებით. თხზულებაში სრულად იძენს თავს ავტორის განმანათლებლური იდეალები. იგავ-არაკების ფორმით გაშლილი სიუჟეტი თავს იყროს სწავლა-აღზრდის საკითხების გარშემო. ორბელიანი ქადაგებს აღზრდის დემოკრატიულ პრინციპებს მის საფუძვლად შრომასა და როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ გაწვრთნილებას მიიჩნევს; აკრიტიკებს ცხოვრების მანკიერ მხარეებს, ზნეობრივ და სულიერ დაცემულობას. ამ დროს იგი, სამეფო კარიდან მოკიდებული, არც ერთი ფენის წარმომადგენელს არ ინდობს. მისი მამხილებელი სიტყვა ხშირად სატირიკოსის სიმძაფრეს აღწევს. ჰუმანიზმი, მეგობრობის მაღალი ოდეალები, ადამიანის პირად ღირსებათა პატივისცემა მსჭვალავს მთელს თხზულებას. ნაწარმოებს გასდევს ღრმა ეროვნული სულისკვეთება, ზრუნვა იმ კონკრეტილ საკითხების მოგვარებაზე, რაც ხელს უშლიდა იმდროინდელ საქართველოს თავი დაეღწია პოლიტიკური თუ სოციალური უკუღმართობისაგან. ავტორი თავს არიდებს მშრალ მორალისტიკას, მიმზიდველად მოთხრობილ ამბებში ბუნებრივად აქსოვს ამა თუ იმ ბრძნულ აზრს, შეგონებას.

„სიბრძნე სიცრუისა“ აღადგენს ქართული როზის დიდ ტრადიციებს, რომლებიც იმ ხანებში საკმაოდ დაქვეითებული იყო. ორბელიანმა ძველი ქართული მწერალთაგან ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ხალხურ, სასაუბრო ენას და ამ მხრივ ნაყოფიერი გავლენა მოაზდინა ქართული პროზის შემდგომ განვითარებაზე. თხზულება თარგმნილია რუსულ (1878), ფრანგულ (1888),ინგლისურ (1895), გერმანულ (1933) და სხვა ენებზე.

ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. თხზულებამ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. დაკარგულია პირველი თავები, სადაც, ალბათ, აღწერილი იყო საფრანგეთის ქალაქები, მათ შორის პარიზი. შემორჩენილია მხოლოდ იტალიის და თურქეთის ქალაქთა აღწერილობანი. „მოგზაურობა ევროპაში“ საყურადღებოა დეტალური აღწერებით, ავტორის მრავალმხრივი ინტერესებით, მისი პიროვნული განცდებითა და შთაბეჭდილებებით.

ორბელიანმა წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც. ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული მის სასწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების თხზულებაში „სამოთხის კარი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორბელიანის ქადაგებათა კრებულს, ე. წ. „სწავლანს“, რომელიც მიუხედავად სასულიერო შინაარსისა, გარკვეულ იდეურ კავშირს ამჟღავნებს იგავ-არაკთა კრებულთან „სიბრძნე სიცრუისა“. ორბელიან ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის მას სასულიერო მწერლობის ძეგლების, განსაკუთრებით ბიბლიის შესწავლა-რედაქტირებაში. ორბელიანმა ფაქტობრივად გაასრულა ვახტანგ VI-ის წამოწყებული საქმე და მოგვცა „ქილილა და დამანას“ საბოლოო, ამჟამად კანონიკურად აღიარებული ქართული რედაქცია. მანვე გალექსა ამ კრებულში ვახტანგ VI-ის მიერ პწკარედის სახით გადმოღებული სპარსული ლექსები. ორბელიანის პოეტური თარგმანები გამოირჩევა მაღალი კულტურით და სალექსო ფორმათა მრავალფეროვნებით. ამ შემთხვევაში იგი ქართული ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართული ლექსის რეფორმაციას.

===================================

სულხან-საბას

დიდო მოხუცო, სამშობლოსათვის
იბრძოდი სულის ამოხდომამდი:
გეჩვენებოდა, რომ საქართველო
იძირებოდა, თითქოს ხომალდი.

და როს ღრუბელი გულს გიბნელებდა,
სამშობლოს ცაზე გამოხლართული,
შენ სამკურნალო ბალახებივით
მოგიკრეფია სიტყვა ქართული, -

რომ იავარქმნილ სამშობლოს ნაშთად
სიტყვები მაინც გადაგერჩინა...
ვარდსაც და თაფლსაც და პურის მადლსაც
მშობლური სიტყვის მადლი გერჩივნა.

მე მიყვარს სიტკბო შენი სიბრძნისა,
შენს ჭაღარაზე გადმომწვეთარი...
მე მიყვარს შენი სიტყვის მარილი,
შენი ხალხისთვის დღესაც მწეთ არი.

ახალნაშენი სამშობლოს შვილი
შენს მხცოვან აჩრდილს ვეალრესები;
შენის ცრემლის რწყვით, შენის ამაგით
გამოკვებულა ჩემი ფესვები...

გ.ლეონიძე 1928წ.


--------------------
'''Forza I.T.A.L.Y!'''

hattrick.org: S.B.MegreLee (1903207)

_____*რომაელი*______
Romina
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 709
წევრი No.: 50382
რეგისტრ.: 30-December 07

გამოგზავნილია: 23 Jan 2010, 23:39  #17594415      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეხლა ვკითხულობ "მოგზაურობა ევროპაში"-ს და აღფრთოვანებული ვარ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ შეუდარებელი დოკუმენტური მასალაა. რომი ასე კარგად ალბათ იტალიელებსაც არ აქვთ აღწერილი :-) ნაბიჯ-ნაბიჯ მოგზაურობ, ეცნობი მის შტაბეჭდილებებს და თან ძალიან საინტერესო ნიუანსებს აწყდები, რაც იმდროინდელ პოლიტიკურ საკითხებს ეხება. საერთოდ ასეთ ნაწარმოებებში მიგნებული ფაქტები უფრო ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე ვთქვათ გამიზნულად დაწერილი ისტორია, რომელიც თითქმის ყოველთვის შელამაზებულია და ტენდენციური smile.gif

საინტერესოა თუ არის ნათარგმნი სხვა ენებზე.


--------------------
Cause the future's uncertain and the end is always near!
Nirvana11
Палата № 6


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5668
წევრი No.: 107440
რეგისტრ.: 24-December 09

გამოგზავნილია: 29 Jan 2011, 16:40  #23716916      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ორბელიანის ორიგინალური თხზულებისაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“ („წიგნი სიბრძე სიცრუისა“, 1686-1695). მსოფლიოში გავრცელებული ამ ტიპის კრებულებისაგან განსხვავებით, ფავულა აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სიმკვრივეს ანიჭებს თხზულებას, იგავ-არაკთა მკაცრ ჩარჩოში აქცევს და ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება.


კაცი და გველი

ერთი კაცი მოვიდოდა გზადედა. ნახა, ერთს ძეძვს ცეცხლი შემოჰზნებია და ზედ გველი გასულა. წასასვლელი გზა არა აქვს, ღონობს და წივის. ნახა მან კაცმან, შეეწყალა და თქვა:
- ამ გველს მოვარჩენ, მადლია ჩემთვისაო.
მივიდა, შუბის წვერი მიუშვირა. გველი ზედ შემოეხვია, მხარზე შეახტა და ყელზე შემოეღვლარჭნა. მაგრა მოუჭირა. ჰკითხა მან კაცმან: - რა გაწყინე, რატომ მიზამ? სიკვდილს მოგარჩინეო!
გველმა უთხრა:

- კარგისათვის კარგი არავის უქმნია და მეც ასრე გიყავო.
კაცი შეეხვეწა:
-ამდენი მაცადე, იგი ჭანდარი რომ დგას, მუნამდის მივიდეთ და მას ვჰკითხოთ. თუ ჩემის ცოდვით ხემაც ხმა ამოიღოს და დაგიშალოს, გამიშვი, თუ არა და, რაც გინდა, მიყავიო.
ცოტა მოუფონა გველმან და მივიდნენ ჭანდართან.
ჰკითხა მან კაცმან:
- ეს გველი სიკვდილს მოვარჩინე, აწ ესე მიზამსო.
მან ჭანდარმან ეგრე უთხრა:
- ამ ცხელს მინდორში მარტო ერთი ხე ვდგავარ; მგზავრი, თუ არა ჩემს ჩრდილში, ვერ განისვენებს. მოვლენ, მოიგრილებენ, დავაჩრდილებ, შემდეგ შტოებს დამამტვრევენ, ზოგს დასწვენ, ზოგს კოლოფებად აკეთებენ:რა კარგი ხეაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო!
მოუჭირა ყელსა გველმან.
კიდევ შეეხვეწა კაცი გველსა:
- ცოტა მოუშვიო, აგერ ხარი სძოვს, მას ვჰკითხოთო!
წავიდნენ, ხარს ჰკითხეს.
ხარმან უთხრა:
- მოვხნავ, დავფარცხავ, გავლევ და ზაფხულ-ზამთარ სულ კაცთათვის ვმუშაობ, დამაწვენენ და დამკლავენ:რაოდა სტუმარი მომივიდაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო!
მოუჭირა კიდევ ყელსა.
შეეხვეწა კაცი:
- ცოტა კიდევ მაცადე, აგერ მელია არის და მასაც ვჰკითხოთო!
მივიდნენ, მელს ჰკითხეს. კაცმან- თავისი საჩივარი და გველმან ხისა და ხარის მოწმობა მოახსენა.
მელმან უთხრა თავის ხერხიანის სიტყვითა გველს:
- ლომ-ნადირთ-ხელმწიფისაგან დასმული მდივანბეგი ვარო. ყელზე შემოჰხვევიხარ და ისე მესამართლები, როგორ იქმნებაო? შემოეშვი და შენც დამიჩოქე და ამ კაცმანცაო!
რა გველი შემოეშვა და დაბლა ჩამოვიდა, დაჰკრა მელმან ტოტი თავში. გველი მოკლა და თქვა:
- გველის სამართალი ეს არისო!
მერმე მან კაცმან ის მელა აღარ დაინდო და შუბის ცემა მოინდომა კარგი რამ ბეწვი აქვსო.
შეუტყო მელმან. გაექცა და თავსა აბრალა:დავაშავე მოვარჩინეო!
love.gif
* * *
2006 წელს გახსნილ სულხან საბას თემაში, რომ 9 პოსტზე მეტი არ იქნება... pop.gif


--------------------
მე ვარ ნაწილი მთელის იმ ნაწილისა...
pam pam
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 125866
რეგისტრ.: 12-January 11

გამოგზავნილია: 10 Feb 2011, 18:06  #23935106      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ორბელიანი
ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და...
მეთხუთმეტე კაცად შევიდა...

ცამეტი ლუდოვიკო
კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება
ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება.

ხელმწიფემ
საბას ნაუბარი
მოისმინა რა,
– ოჰ...
ოჰ...
ოჰ...
ოჰო!... –
თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი
არაფერი
გამოვიდა რა
(საბას ხმა
როდი წააგავდა
კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,
ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა
დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი
გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას
აკანკალებს რა?!

– რამ დაასველა?!
რამ დათეთრა?!
რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

...მზე ეთხოვება
ალბათ ახლა
ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა,
სულხან-საბავ,
თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები
ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში
სტირის დედა
შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში
შვილი დედას სტირის, -
ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმიდა ნინოს –
მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვახტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!

(მუხრან მაჭავარიანი)


--------------------
- საცალფეხო ბილიკი და საცალფეხო ხიდი;
- ხომ ვერ მეტყვი ძიაკაცო ეს გზა საით მიდის?

- საით მიხვალ თავად,
თორემ გზისა ვინ რა გითხრას,
გზა ყველგან წავა...
Nirvana11
Палата № 6


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5668
წევრი No.: 107440
რეგისტრ.: 24-December 09

გამოგზავნილია: 10 Feb 2011, 18:33  #23935556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

QUOTE
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა...


QUOTE
– რამ დაასველა?! რამ დათეთრა?! რა აკანკალებს?! საქართველოა მისთვის წვიმაც, თოვლიც და ყინვაც!..


ეს ეპიზოდები ასახავს მთელ ტრაგიკომედიას, მთელ სიმძიმეს იმ პერიოდის პასეანსის...
sad.gif
paradise_seeker
We've got the dreamers disease


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5575
წევრი No.: 23604
რეგისტრ.: 24-September 06

გამოგზავნილია: 21 Feb 2011, 00:27  #24107358      · პროფილი · პირადი მიმოწერა
დღეს მომიწია გადახედვა ბავშვს ვეხმარებოდი & სულ სხვანაირად შევაფასე....



დედებს გაფიცებთ :დ "სიბრძნე სიცრუისა" დეგენერატიზმი არ არის????????????????

basic შინაარსი რაც არის იმას ვგულისხმობ - აღმზრდელობითი თემა მეფის კარზე.


ზრდიან უფლისწულს, აშიმშილებენ, ხოცავენ, ებრძვიან, აწამებენ არბენინებენ, ახრჩობენ იმისთვის რომ მერე სამართლიანი იყოს biggrin.gif რა ლოგიკაა? holly crap

ნებისმიერმა გონებაშეზღუდულმა იცის რომ სასურველი ქცევის მით უმეტეს თვისებების ფორმირება ასე ვერ მოხდება.

უსამართლოდ & სადისტურად გაზრდილ ადამიანს უფრო მეტად ექნება ცუდი ქცევის მიმართ მზაობა & დანაშაულის მიმართ ადვილი მიმღეობა. ჩამოყალიბდება ფსიქიკურად გაუწონასწორებელ სექსუალურ მანიაკად ან სერიულ მკვლელად.. მინიმუმ დევიანტურ ქცევებს გამოავლენს უამრავს. & შურს იძიებს მთელ სახელმწიფოზე.. ასეთი მძიმე პირობები & უსამართლო სოციალური გარემო ნებისმიერ კარგ ადამიანს გააფუჭებს..

& ძველად რამდენი დედა გამოიყენებდა სულხან საბას 'სიბრძნეს" & ლოგიკას აღმზრდელობით საკიტხებში.. ფილოლოგები განსაკუთრებით :დ




--------------------
жми на газ, Зоя!
Nirvana11
Палата № 6


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5668
წევრი No.: 107440
რეგისტრ.: 24-December 09

გამოგზავნილია: 15 Apr 2011, 20:00  #24988795      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
paradise_seeker

QUOTE
ზრდიან უფლისწულს, აშიმშილებენ, ხოცავენ, ებრძვიან, აწამებენ არბენინებენ, ახრჩობენ იმისთვის რომ მერე სამართლიანი იყოს  რა ლოგიკაა?

მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიანუგვანთა მეფეთა. მწყემსი ხამს, ცხოვართათვის იჭირვოდეს, კეთილთაბალახთა აძოოს, ამაოდ ატაროს, დაკოდილი შეუხვის და მპარავს არიდოს. ესე თუცა ვერა ყოს, სამწყსო შეუმცირდეს. ეგრევე მეფე ესეთი ხამს: გლახაკთა, მონათა, გლეხთა, მსახურთა, აზნაურთა, თავადთა, დიდებულთა, მეფეთა და ხელმწიფეთა წესი, რიგი , შრომა, ჭირი, მუშაკობა, საქმე, ვაჭრობა, სმა-ჭამა და მიცემა იცოდეს. თუცა ეგოდენ ხანს ფეხზე არა მდგარიყო, რამცა იცოდა მონათა, მსახურთა და მწდეთა ჭირი, თუ ზედგომასა რა გარჯა აქვს? თვით მეფე ზის, უნებს – აღდგება, უნებს – დაჯდება. მათი სამსახური ვითა სცნას, რას მიიჭირვენენ მისთვის? დღე ყოველ ზე დგანან და დაითმენენ. თუცა შიმშილით არ მომყმარიყო, რამცა იცის, გლახაკთა და უღონოთა შიან, ანუ სხვათა ვისმე საჭმელი აკლს? იგი ყველას კეთილსა ჭამს და სვამს, არ მოიმშევს. არაკად თქმულა: მაძღარი კაცი მომყმარს პურს წვრილად უფშვნეტდა და ზედ დაჰყვედროდა: რად ღორულად სჭამო! თუცა უცხენოდ სვლა და ფეხშიშველობა არ გამოეცადა, ბაზიერთა, შიკრიკთა და ყოველთა მკვირცხლთა ჭირნი რითა სცნას, რომლითა სიბრალულითა შეიბრალებდა, - იგი მერენთა ანუ თოხარიკთა ცხენთა ჯდეს, გინა ეტლითა ვიდოდეს? არგნისა სიმწარე არ ენახა, რა გამწყრალიყო მონათა ზედა, ებრძანა ასისა და ორასისა არგნისა კვრა, სხვათათვის – მეტი და სხვათათვის – ნაკლები, თვით მცირე სატანჯველი ეგონებოდა.

,,სიბრძნე სიცრუისა" smile.gif

This post has been edited by Nirvana11 on 15 Apr 2011, 20:02
Unlucky Jonathan
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4068
წევრი No.: 105091
რეგისტრ.: 16-November 09

გამოგზავნილია: 12 May 2011, 23:19  #25431204      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (paradise_seeker @ 21 Feb 2011, 00:27 )
დღეს მომიწია გადახედვა ბავშვს ვეხმარებოდი & სულ სხვანაირად შევაფასე....



დედებს გაფიცებთ :დ "სიბრძნე სიცრუისა" დეგენერატიზმი არ არის????????????????

basic შინაარსი რაც არის იმას ვგულისხმობ - აღმზრდელობითი თემა მეფის კარზე.


ზრდიან უფლისწულს, აშიმშილებენ, ხოცავენ, ებრძვიან, აწამებენ არბენინებენ, ახრჩობენ იმისთვის რომ მერე სამართლიანი იყოს biggrin.gif რა ლოგიკაა? holly crap

ნებისმიერმა გონებაშეზღუდულმა იცის რომ სასურველი ქცევის მით უმეტეს თვისებების ფორმირება ასე ვერ მოხდება.

უსამართლოდ & სადისტურად გაზრდილ ადამიანს უფრო მეტად ექნება ცუდი ქცევის მიმართ მზაობა & დანაშაულის მიმართ ადვილი მიმღეობა. ჩამოყალიბდება ფსიქიკურად გაუწონასწორებელ სექსუალურ მანიაკად ან სერიულ მკვლელად.. მინიმუმ დევიანტურ ქცევებს გამოავლენს უამრავს. & შურს იძიებს მთელ სახელმწიფოზე.. ასეთი მძიმე პირობები & უსამართლო სოციალური გარემო ნებისმიერ კარგ ადამიანს გააფუჭებს..

& ძველად რამდენი დედა გამოიყენებდა სულხან საბას 'სიბრძნეს" & ლოგიკას აღმზრდელობით საკიტხებში.. ფილოლოგები განსაკუთრებით :დ

მეფეს ისე ვერ გაზრდი როგორც თავისუფალი ევროპის მოქალაქეს. სხვადსასხვა უფლებებისა და გამო ძვირფასო. ძალაუფლებისთვის თან აბსოლუტური სულ სხვა რამეა რა.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0404 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]