forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (18) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ნიკოლოზ ბარათაშვილი, გენიოსი
Giji-Gogo-Zeppelin
Corpus Hypercubicus


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4509
წევრი No.: 8396
რეგისტრ.: 22-January 05

გამოგზავნილია: 10 Nov 2007, 00:02  #7280289      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
annavita
QUOTE
შენც მაგარი ხარ, ჩემო გიჟო გოგო, ნუ ნათესავი ხარ ჩემი რაა. ჯერ ერთი შენი ავატარი ამბობს მაგას. მერე კიდევ ბარათაშვილი რო გესმის და გიყვარს. გენაცვალე ჯიგარში! აი, პლანტი რო ასწევს ხოლმე მეორე ოქტავის ლა ბემოლზე- ისე!


ჰუჰ user.gif 2kiss.gif


--------------------
LED i ZEPPELIN

A dog is the only thing on earth that loves you more than he loves himself.

"Standing on a hill in my mountain of dreams,
Telling myself it's not as hard hard hard as it seems..."
bato-bato
cvetka


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6578
წევრი No.: 25595
რეგისტრ.: 13-November 06

გამოგზავნილია: 10 Nov 2007, 00:20  #7280488      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
არ იყო ერეკლე კარგი მეფე, ხალხს სჭირდებოდა გამოკვეთილი და ძლიერი მეფე, ძლიერი ლიდერი....

ერეკლე არ იყო ძლიერი მეფეო? spy.gif
ისე ძალიან საინტერესო ფაქტია
რომენტიკოსები ზალიან ადრე კვდებიან sad.gif
ლერმობტოვი 27,ბარათაშვილი 28,ნოვალისი 29

ეს კარგი ლექსია, საოცრად და ზედმეტად კარგი

ვითა პეპელა

არხევს ნელნელა

სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,

ასე საყურე,

უცხო საყურე,

ეთამაშება თავისსა აჩრდილს.


ნეტავი იმას,

ვინც თავისს სუნთქვას

შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!

შენის შერხევით,

სიო-მობერვით

გულისა სიცხეს განიგრილებდეს!


ჰოჲ, საყურეო,

გრძნებით ამრევო,

ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?

მუნ უკვდავების

შარბათი ვინ სვის?

ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?




--------------------
radiatori.blogspot.com
nikala1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4454
წევრი No.: 38026
რეგისტრ.: 10-July 07

გამოგზავნილია: 10 Nov 2007, 00:38  #7280748      · პროფილი · პირადი მიმოწერა
reality

არცერთი no.gif

აი ასე იწყება ის

აი სე ქართულად დავწერ: სტრელოი ნოსეტსა კონ მეჩტი მოიეი...
აი ასე იწყება
ვერსია მინდა
reality
dream is my reality


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1407
წევრი No.: 39929
რეგისტრ.: 13-August 07

გამოგზავნილია: 10 Nov 2007, 15:51  #7286929      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim
QUOTE
აი სე ქართულად დავწერ: სტრელოი ნოსეტსა კონ მეჩტი მოიეი...
აი ასე იწყება
ვერსია მინდა

აი მგონი ამაზე ამბობ tongue.gif
პასტერნაკის
Стрелой несется конь мечты моей,
Вдогонку ворон каркает угрюмо.
Вперед, мой конь! Мою печаль и думу
Дыханьем ветра встречного обвей!

Вперед, вперед, не ведая преград,
Сквозь вихрь, и град, и снег, и непогоду!
Ты должен сохранить мне дни и годы.
Вперед, вперед, куда глаза глядят!

Пусть оторвусь я от семейных уз.
Мне все равно. Где ночь в пути нагрянет,
Ночная даль моим ночлегом станет.
Я к звездам неба в подданство впишусь.

Я вверюсь скачке бешеной твоей
И исповедаюсь морскому шуму.
Вперед, мой конь! Мою печаль и думу
Дыханьем ветра встречного обвей!..

Пусть я не буду дома погребен.
Пусть не рыдает обо мне супруга,
Могилу ворон выроет, а вьюга
Завоет, возвращаясь с похорон.

Крик беркутов заменит певчих хор,
Роса небесная меня оплачет.
Вперед! Я слаб, но ничего не значит.
Вперед, мой конь! Вперед во весь опор!


Я слаб, но я не раб судьбы своей.
Я с ней борюсь и замысел таю мой.
Вперед, мой конь! Мою печаль и думу
Дыханьем ветра встречного обвей!

Пусть я умру, порыв не пропадет.
Ты протоптал свой след, мой конь крылатый,
И легче будет моему собрату
Пройти за мной когда-нибудь вперед.

Стрелой несется конь мечты моей.
Вдогонку ворон каркает угрюмо.
Вперед, мой конь! Мою печаль и думу
Дыханьем ветра встречного обвей!


--------------------
In heaven that's all they talk about -the ocean - and how
wonderful it is. They talk about the sunsets they have seen.
They talk about how the sun turned blood-red before it set.And
they talk about how they felt,when the sun was loosing its power
fiesta_eterna
De Integro!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6573
წევრი No.: 26402
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 10 Nov 2007, 19:09  #7289149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
bato-bato
,,საყურე" ჩემი უსაყვარლესი ლექსია! როგორ დამასწარი დადება fig.gif biggrin.gif
ესეც ლამაზი ლექსია:

ხმა საკრავისა,
ნელ ნარნარისა,
სულს განახარებს;
და მშვენიერის
ენა ამიშლის
გულისა ჭირებს!
ვჭვრეტდი ლამაზსა,
სევდითა ნაზსა,
და შევეტრფოდი;
ყოველთ გრძნობათა,
ყოვლთ გონებათა
მას მივაპყრობდი.
ღაწვნი ნაცრემლნი,
ტრფიალთ დამწველნი,
უფროს შვენოდენ;
თმანი ნაშალნი,
მკერდზედ დაყრილნი,
ემუქმკებოდენ.
ჟუჟუნა თვალნი,
გულთა მომკვლელნი,
მოცინარობენ;
პაწაწა ტუჩნი,
ვარდებრ ნაფურცლნი,
ლხენას მოჰბერვენ.




--------------------
Life is like a role of toilet paper; hopefully long and useful, but it always ends at the wrong moment. : )))
Rudyh

nikala1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4454
წევრი No.: 38026
რეგისტრ.: 10-July 07

გამოგზავნილია: 10 Nov 2007, 20:42  #7290303      · პროფილი · პირადი მიმოწერა
reality

დიდი მადლობა ეგ არის მაგრამ რატომღაც ეს სტროფი შეცვლილია
იმ ჟურნალში ასე მახსოვს დანარჩენი ყველაფერი სწორია.
ვითომ რა ჟურნალისტმა მიამატა?)))

Стрелой несется конь мечты моей,
Вдогонку ворон каркает угрюмо.
Вперед, мои конь и не о чем не думай,
Вперед все мысли по ветру розвей
reality
dream is my reality


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1407
წევრი No.: 39929
რეგისტრ.: 13-August 07

გამოგზავნილია: 10 Nov 2007, 22:00  #7291449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim
QUOTE
Вперед, мои конь и не о чем не думай,
Вперед все мысли по ветру розвей

ნამდვილად არ ვიცი
თუ ეგაა მარტო შეცვლილი მაგას ეშველება
fiesta_eterna
De Integro!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6573
წევრი No.: 26402
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 28 Jan 2008, 03:36  #8306951      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შესაფერის ტოპიკი ვერ ვნახე და აქ ვდებ ნინო ჭავჭავაძის ფოტოს. თუ გაქვთ ნანახი? : )

user posted image
Ekooo
Snusmumrik


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4882
წევრი No.: 22159
რეგისტრ.: 31-July 06

გამოგზავნილია: 29 Jan 2008, 14:58  #8323196      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
ნიკოლოზ ბარათაშვილი, გენიოსი

smile.gif

აქ იყო აზრი გამოთქმული რომ თანამედროვე პოზიციებიდან ჭირს ცოტათი მისი "შეყვარება"...

ჩემს შემთხვევაშიც ასეა, თუმცა, ვაღიარებ რომ საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი პოეტია და რომ არა უდროოდ გაწყვეტილი სიცოცხლე, ვინ იცის, კიდევ რამდენს მიაღწევდა yes.gif

რომანიზმი საერთოდ არც თუ ისე მიტაცებს, მაგრამ ბარათაშვილი ქართველ რომანტიკოსებში ნამდვილად გამორჩეულია და გასცდა კიდეც რომანტიზმის ზღვრებს. უკვდავია მართლაც "მერანი", "ფიქრნი მტკვრის პირას" და უამრავი სხვა...

თუმცა მე პირადად რატომღაც ყველა მის ლექსს "საყურე" მირჩევნია user.gif

კაცია და გუნება smile.gif


--------------------
Unconditionally and irrevocably...
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
For a lonely soul I'm having such a nice time
Phillip
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 273
წევრი No.: 47149
რეგისტრ.: 17-November 07

გამოგზავნილია: 29 Jan 2008, 19:50  #8326988      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძალიან მიყვარს ბარათაშივილი, უზომოდ.
რუსთაველი
« ♌ ❤ ♑ »


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11111
წევრი No.: 32042
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 8 Feb 2008, 16:24  #8452203      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
QUOTE
"საყურე"


ამ ლექს მურმან ჯინორია კითხულობს ძალიან მაგრად..

ესეც მაგარი ლექსია.
-
ფიქრნი მტკვრის პირას

წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.
იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!

ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..

მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?


თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..


მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!



1837 წელი


--------------------
ქართველი ხალხის ყველაზე დიდი დაავადება: შეუგნებლობა და უცოდინარობაა.
რუსთაველი
« ♌ ❤ ♑ »


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11111
წევრი No.: 32042
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 14 Feb 2008, 02:53  #8521824      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა თბილისში, თბილისის თავადაზნაურობის მარშლის მელიტონ ბარათაშვილის ოჯახში. დედა ეფემია გახლდათ და პოეტ გრიგოლ ორბელიანისა და ერეკლე II-ის შვილიშვილი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827-1835). ნიკოლოზის მასწავლებელი იყო 1832 წ. შეთქმულების ყველაზე რადიკალური ფრთის ლიდერი სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. პოეტმა უსახსრობის გამო ვერ აისრულა პეტერბურგში განათლების მიღების სურვილი, ვერც სამხედრო სამსახურში გამწესებისა (კოჭლობის გამო). 1832 წ. შეთქმულების დამარცხებამ მას განუკურნებელი ჭრილობა მიაყენა. 1835 წლიდან უბრალო ჩინოვნიკად მუშაობდა სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში. 1844 წ. სამსახურის საძიებლად წავიდა ნახიჭევანში, ხოლო 1845 წ. - განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ 27 წლისა გარდაიცვალა ავთვისებიანი მალარიით. 1893 წ. განჯიდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს, ხოლო 1938 წ. დიდუბიდან მთაწმინდაზე.

ნ. ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერებად ვრცელდებოდა. ფართო საზოგადოებისთვის მათ გაცნობაში დიდი წვლილი მიუძღვის ილია ჭავჭავაძეს. პოემა „ბედი ქართლისა“, რომელშიც სამშობლოს ბედზე წუხილია გადმოცემული, 22 წლისამ დაწერა. მისი უპირველესი ოცნება ქვეყნის თავისუფლება და ეროვნული იდეალების განხორციელება იყო.

-

როგორი ქართველი უნდა იყო, რომ არ გიყვარდეს, არ მოგწონდეს ნიკოლოზ ბარათაშვილი.. ანდაც შოთა რუსთაველი..

მაჩვენეთ "ვეფხისტყაოსანზე" დიდი და ძლიერი პოემა.. ვერ მაჩვენებთ, მსოფლიოში არ არსებობს.. აქ ვიღაც ვიღაცეების დასაცინი გახდა ერთი პოეტიც და მეორეც.. არ გრცხვენიათ?

სახუმარი და სასაცილო ცოტა გაქვთ, რომ ქართველ გენიოსებს არ დასცინოთ?

ეხხხ.. რატომ არა ვარ მეფე გიორგი


შეგინდოთ მართლაც ღმერთმა.. შეგინდოთ და გაპატიოთ

რუსთაველი
« ♌ ❤ ♑ »


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11111
წევრი No.: 32042
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 16 Feb 2008, 04:41  #8547738      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
ედი ართლისა

კახთა მიმართ

ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად;

და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის
მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, -
მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად,
ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად.

როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,
ხელთ ჯამის მპყრობნი წარსულსა დროებს მოიხსენებდეთ
და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა,
მოიგონებდეთ ყარიბს მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა
!


კარი პირველი

„მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!
გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს
საქართველოსა ჭირნი მოადგეს!
მრავალ არიან, უფალო, მტერნი
და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!
გვესწრაფე, ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო,
და აღადგინე დღეს საქართველო!“

ასე ილოცვიდა მეფე ირაკლი
ბანაკსა თვისსა გულით მხურვალი.
ცათა წინაშე დიდია მსხვერპლი
მამულისათვის მეფისა ცრემლი!

ქართველთა ჯართა კრწანისის მინდვრად
დაებანაკათ სპარსთა საომრად;
პატარა კახი აღა-მაჰმად-ხანს
უპირებს შებმას ძლიერს, რისხვიანს.

ამ დროს გამოჩნდა სამხრეთით მტერი.
ცა მოწმენდილი, ცა მშვენიერი
ზე-დანათლიდა ბრძოლისა ველსა,
და ირაკლიცა ჯარსა ქართველსა
განამხნევებდა მამობრივის ხმით:

„ხედავთ, ვითარის კადნიერებით
შეკრბების ჩვენზედ უსჯულოება!
საქართველოს დღეს გადაუწყდება
თავისი ბედი და უბედობა!
დღეს ეჭირება მამულს მხნეობა!
დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი,
ვითა თქვენგანი ერთი მხედარი;
დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული,
ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!“

„შენი გამჩენის ჭირიმე, შენი,
რომ გაგვაგონე კვლავ ხმა სალხენი!“
შებღავლა მეფეს ჯარმა ერთის ხმით.


„ჩვენ თუნდ სულ ერთ დღეს დავიხოცებით,
ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი!
მტერი რა მტერი, ოდეს ქართველი
ბატონს ირაკლის ნუგეშად ხედავს;
მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს!“

ნეტარ მეფისა გულს მამობრიულს,
ოდეს მოყმენი, ვით მამას შვილნი,
განუცხადებენ თავისს სიყვარულს!

დაჰკრეს ნაღარა, გულნი შეჰზარა
და მტერთ საომრად ჯარნი შეჰყარა.
ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა
ვით არ აღგანთებს, გმირო ქართლისა!
მხდალო, განგამხნევებს, მხნევ, განგაღვიძებს,
და შენც, მიჯნურო, სულს შეგიშფოთებს!

შეექმნათ მწარე, ძლიერი ომი;
ვითა ნადირსა მშიერი ლომი,
ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი
და მტკვარსა შერთეს სისხლისა ღვარნი!
ორნივ იბრძვიან გამწარებულნი,
ორნივ ომებში გაქეზებულნი.

თამაზ, ენისელთ მოურავის ძე,
და იოანე კახთ აბაშიძე,
სომხითის გმირნი ყაფლანიშვილნი
და მათ მომარცხნედ ბარათაშვილნი
განუმტკიცებენ მკლავთა ქართველთა;
მეფის ირაკლის ღვაწლი ყოველთა
შთაუდგამს სულსა ვაჟკაცობისას, -
მაინც ვერ ხედვენ ბოლოს ბრძოლისას.
რა ნახეს ქართველთ, გაჭირდა საქმე,
მყის ჩაიკეცეს ქუდები თურმე,
ხრმალს ხელი იკრეს მამაპაპურად
და დაერივნენ თავისებურად!

ბინდმა გაჰყარა მებრძოლნი მტერნი,
გამარჯვებულნი დარჩნენ ივერნი;
მაგრამ რა მეფე ჯარსა უყურებს,
მას გამარჯვება არღა ახარებს:
ძვირად დაუჯდა იგი ირაკლის!
მრავალთ ყმაწვილ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის,
დასდვეს აქ თავი მამულისათვის!..
აწ საფლავიცა არსად არს მათთვის,
ჰაერში განქრა მათი სახელი
და ჟამთ მოწამე სადამე ძეგლი
არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა;
დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!..
მაგრამ, ჰოჲ გმირნო, ნუ შეშფოთდებით,
თქვენ სახსოვარი გაქვთ თვით განგებით:
რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ გარდაიცემის;
ქართლი თქვენს ღვაწლსაც ვერ დაიდუმებს,
აღა-მაჰმად-ხანს ვიდრე ახსენებს!

მეფემ უბრძანა თვისთა მოხელეთ:
„გვიჯობს, რომ ახლავ ქალაქს მივიქცეთ
და ციხე ჩვენი მსწარფლ გავამაგროთ,
თვარემ ხვალ სიმხნით ვერა გავაწყოთ,
აღა-მაჰმად-ხან რა აქა გვნახავს;
ხომ იცით, ჯარი დიდ-ძალი ახლავს,
და იქნება, რომ ციხეში დავხვდეთ,
ჩვენის ძალისა ფიქრი მიეცეთ.
ძველთაგან ასე ნაამბობია,
რომ ზოგჯერ ხერხი ღონეს სჯობია“.
ყველა ეთანხმა ამაზედ მეფეს;
ქალაქს მოიქცნენ იმავე ღამეს,
და მსწრაფლ ზღუდენი ნარიყალისა
ექნათ საჭურედ ჯართა ქართლისა!

გათენდა დილა მზისა აღმოსვლად;
მაგრამ მნათობმა შუქისა ნაცვლად
ბნელი მოჰფინა ტფილისის არეს:
აღა-მაჰმად-ხან მოადგა ციხეს!
სამი დღე და ღამ ადგა მას ჯარით,
მაგრამ ვერარა ავნო ვერსაით.
დაღონდა სპარსთა მეფე ბორგვნილი,
და თურმე ყოვლით იმედმიხდილი
ქართლითგან წასვლას დააპირებდა;
მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა!
აჰა, მან იგი აწ მოიხელთა
და მუხთალისა ანგართა ხელთა
აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი!
მან მტერთ უმსხვერპლა თვისი მოძმენი!
სცნა რა ირაკლიმ ესე სიმუხთლე,
მოყმეთა თვისთა ესრეთ სიმდაბლე,
მყისვე აღენთო ხელმწიფე-გული,
მტერზედ ამაყად გამზადებული!
მაგრამ ცუდ იყო ყოველი ღონე:
აღა-მაჰამდ-ხან, კვლავ თავმომწონე,
შემოეპარა ციხისა კართა,
და მოევლინა მსწრაფლ ქართველთ ჯართა.
გაფოთებული ეძიებდა მას.
ვინცა ჰერანის ტახტ-ხელმწიფებას
ქართველთა შორის წაართვა ძალა;
მაგრამ ირაკლიმ უკვე გაჰქუსლა
მთიულეთისკენ თავისი ცხენი
და შეუმცირა სპარსთ ტკბილნი დღენი!
charlotta
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 202
წევრი No.: 51132
რეგისტრ.: 10-January 08

გამოგზავნილია: 17 Feb 2008, 13:30  #8559269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სახვაგან დავდე, თურმე აქ უნდა დამედო...

http://onlinetv.ru/catalog.asp?stream=1385...&category=14271
რუსთაველი
« ♌ ❤ ♑ »


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11111
წევრი No.: 32042
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 17 Feb 2008, 13:52  #8559445      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
ედი ართლისა

კარი მეორე

მორბის არაგვი, არაგვიანი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანნი,
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემო თვისსა ატეხილ ჭალებს.
ჰოი, ადგილნო, არაგვის პირნო,
მობიბინენო, შვებით მომზირნო,
ქართველთა გულმან როგორ გაუძლოს,
ოდეს შვენება თქვენი იხილოს,
რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს,
რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს,
როგორ იქნება არ განისვენოს?
სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს,
ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს,
გამოიღვიძებს - შუბლს განიგრილებს,
ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს,
არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს,
და მერმე თუნდაც დაუგვიანდეს,
იგი იმისთვის აღარ დაღონდეს!

მზე დამავალი მოჰფენს სიამეს
მთიულეთისა ხეობის არეს,
და ამ მშვენიერს არაგვის პირებს
ძველი ჩარდახი ზედ გადმოჰყურებს.
მუნ ბრძანდებოდა მეფე ირაკლი,
მოწყენის თვალით გადმომზირალი;
დაფიქრებული, თვისთა ზრახვათა
კრიელესონის ართობს ქარვათა.

თან ახლდა მეფეს თავის მსაჯული,
ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული.
ვის არა გახსვთ სოლომონ ქველი,
მეფის შინაყმა, ყმათ საყვარელი!
სადღა არიან აწ ესე კაცნი,
რომ არ გვალხენენ სულით მამაცნი!

დიდხანს უჭვრეტდა მეფე მდუმარედ
არაგვის წყალთა, მდენთა მჩქეფარედ;
ბოლოს მახვრალმან უბრძანა მსაჯულს:
„შენ იცონობ კარგად, სოლომონ, ჩემს გულს,
შენ უწყი ქართლის აწ ვითარება,
მისი აწ ძალა, ყოფა-ცხოვრება;
ბევრჯერ რჩევანი შენნი, ვითა წყლულს,
მსალბუნებიან მე შეწუხებულს;
აწცა ჩემს სულის ტვირთს, ჩემს გულის წადილს,
შენ გაგიმჟღავნებ, ვით საყვარელ შვილს!

„არ მითვისებდა ქართველთა გული,
რომ ვიყავ მათი მეფე ეული;
ჩემი მეფობა ზედ დავასრულე,
რომ ძლივს იგინი გავიერთგულე!
და ახლა, ოდეს ჩემს ხელმწიფობას
განუმზადებდი ჟამ-კეთილობას,
აი, მის ნაცვლად მე რა მომაპყრეს
ჩემმა შვილებმა და ვინ ახარეს!..

„ამიერითგან გაქეზებული
მაჰმად-ხანისა მოსისხლე სული
არ დაგვაწყნარებს ამაყობითა:
მას ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა;
ეს ხმა ლეკთაცა აგვიყაყანებს;
ოსმალი მხოლოდ დროს შემოჰყურებს,
და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ,
როს ყმანი ჩემნი ურთიერთს ბძარვენ!
მე თუმც კიდევ ვგრძნობ სულის სიმტკიცეს,
გარნა ღონენი წელთ წარმიტაცეს;
შენი ირაკლი ის აღარა ვარ,
პატარა კახად რაც გინახივარ!

მარქვი, რომელს შვილს ჰხედავ ღირსეულს,
რომ ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს?..
ღმერთო, ამაზედ მეტთა სატანჯველთ
ნუღა მოუვლენ საწყალთა ქართველთ!..

„აბა, რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო?
კარგად იფიქრე, შვილო ერთგულო:
აწ განთქმულია რუსთა სახელი,
ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი,
დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,
მტკიცე კავშირი, - სარწმუნოება, -
მას მინდა მივცე მემკვიდრეობა,
და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!“

ამის გამგონი ჩვენი მსაჯული
უჭვრეტდა მეფეს განცვიფრებული:
მას არ სჯეროდა, რომ ირაკლის გულს
ხედვიდა იგი ესთ შეცვალებულს.
„რასა მიბრძანებ“, ჰკადრა მან მეფეს,
„ბატონო, ღმერთი გადღეგრძელებდეს,
ნუ გააგონებ მაგ ხმას ქართველთა,
ესდენ შენზედა მსასოებელთა!
ჯერ სამაგისო რა გვემართება,
რომ განვისყიდოთ თავისუფლება!

„იცი, მეფეო, რომე ივერნი
იქმნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?
სახელმწიფოსა სჯულის ერთობა
არარას არგებს, ოდეს თვისება
ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს.
ვინ იცის, მაშინ როგორ მოუხდეს
რუსეთის ძალი ქართლს აწინდელი:
ვით შეითვისოს რუსმა ქართველი,
ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა,
რაც მოისურვოს ქართველობამა?
მაშინ, მეფეო, რამდენ კაცთ მართალთ
მოუკლან გული ტანჯვათ იდუმალთ!
მაშინ ირაკლის სახსენებელი
ვინღა ახსენოს აწ საქებელი?
ნუ, ხელმწიფეო, მას ნუ ინებებ;
შენგან კი მაგას ნუ გაგვაგონებ,
და მერმე ქართლი ვინც ვერ განაგოს,
მაშინ მან უწყის, რაც მოაგვაროს,
ხოლო ირაკლი ვიდრე ჰყავთ ქართველთ,
უბედურებაც ბედნიერ აქვნდეთ!“

„ჩემო სოლომონ“, მეფემ უბრძანა,
„მე ეგ ყოველივ არ ვიცი განა?
მაგრამ კეთილთა დღეთათვის ქართლის
რა მოვაგვარო უმჯობეს ამის?
მე არა ვფიქრობ, ვითარცა მეფე,
თვისს დიდებითვის სისხლთა აღჩქეფე,
არამედ ვითა მამა კეთილი,
რომელსა სურს, რომ თავისი შვილი
თვის სიცოცხლეშივ დაასახლკაროს.
ძნელ არს ცხოვრება სამეფოსი, როს
უჭვრეტდეს იგი ომსა დღე-დღითი!
აი, ხომ ნახე აწ მაგალითი,
რა ქმნა ამ ერთმან დამარცხებამან!
კარგი, რომ კიდევ აღა-მაჰმად-ხან
ქალაქს დასჯერდა განძვინებული,
სხვით არ აღივსო მან საწყაული!

„ახლა კი დროა, სოლომონ, რომა
მშვიდობა ნახოს საქართველომა.
მან საფარს ქვეშე მხოლოდ რუსეთის
ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის,
და მხოლოდ მაშინ უეჭვოდ გვრწამდეს
რომ ქრისტეანთ ხმა მარად ისმოდეს
საფლავთ ზედ ჩვენთა მამა-პაპათა,
და განისვენონ აჩრდილთა მათთა!“

ვეღარ გაუძლო მსაჯულსა გულმან
და ჰკადრა მეფეს აღშფოთებულმან:
„განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს
არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!“

- „სულ მართალია, ჩემო სოლომონ,
მაგრამ, აბა, თქვი, ქართველთა რა ჰყონ
ამ უბედობის და დარღვევის დროს?
აბა, ირაკლიმ რა მოაგვაროს
მშვიდობისათვის საყვარელ ყმათა?..
აი, მივიღებ მე შენთ რჩევათა
და დავიდუმებ ჩემსა გულის-თქმას;
ნუ დაივიწყებ მაგრამ ჩემს სიტყვას,
რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,
ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!“

ასე ირაკლი და მის მსაჯული,
მამულისათვის გულ-მტკივნეული,
ქართლისა ბედსა განსამართლებდნენ,
ხოლო ქართველნი მამულს ჰგლოვობდნენ!

ამ დროს აღმოხდა ბადრი მთოვარე
და სიამითა მოჰფინა არე.
ცამ, მოჭედილმა ვარსკვლავებითა,
მთისა ჰაერმან, სავსემ შვებითა,
და მთვარის შუქზე არაგვის წყალთა,
თავისუფლებით ჩამომჩხრიალთა,
გულს აუშალეს დარდები ბატონს,
ოხვრა დამართეს, ვით კაცსა ლიტონს:
მას მოაგონდა დრო ყმაწვილობის,
განტარებული თვისთა კახთ შორის,
როს ჯერ არ ეღო ტვირთი მეფობის,
როს ჰქონდა ჟამი უზრუნველობის,
და საყვარელი კახეთის გმირი
იყო ნიადაგ მტერთა გამგმირი!

დიდხანს დაჰყოფდა ბატონი ჩუმად,
დაფიქრებული მწუხარედ და ღრმად,
შემდეგ უბრძანა სოლომონ მსაჯულს:
„ახლა კი დროა ჩვენს გაოხრებულს
ქალაქს ჩავხედოთ; მაგრამ ჯერ ერთი
მინდა ვიხილო კვალად კახეთი,
შევიტყო კახთა საჭიროება,
ვსცნა აზრთა მათთა აწ ვითარება;
შენ კი აქეთგან ქალაქში ჩადი
და დამახვედრე ჩემი სამზადი“.

დილაზე ადრე მოვალს მსაჯული
ქსნის ხეობაში, დაფიქრებული.
ვიდრემდის იყო შიშიანობა,
მას აქ ესახლა თავის სახლობა,
და მომავალმან აწ ქალაქისკენ
გამოიარა თავის სახლისკენ.

მეფის აზრთაგან სულით ღელვილი,
ზრახვიდა გულში მამულის შვილი:
„მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას!
ერთ კაცს მოჰმადლებ ყოვლთა უფლებას,
და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი,
განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,
და იგი მათს ბედს ისე განაგებს,
ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!
მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება -
სხვას განუბოძო შენს ყმათ ცხოვრება,
მისდევდე შენსა გულისკვეთებას
და უთრგუნვიდე თავისუფლებას?
შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება,
რათა დაუცვა ყოფა-ცხოვრება,
და რად ივიწყებ, რომე მარადის
მეფის გულის-თქმა ერსა ეკუთვნის!..

„იქნება მეფე ციხის გატეხას
აბრალებს მოყმეთ მუხანათობას?
იქნება ამან აჰყარა გული
ბატონს ქართლზედა შეუორგული?..
მაგრამ ირაკლიმ უკეთეს უწყის,
თუ ვით საყვარელ არს ქართველთ შორის.
მაშ, რამ უცვალა მას გული მყარი,
ქართველებისთვის ესთ თანამკვდარი?..
მაგრამ, ვინ იცის! იგი იქნება
უკეთ ფიქრობდეს, რაც გვეჭირვება:
ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის
გონება ყმათა ვერა მიხვდების!“

ამ ფიქრში იყო მსაჯული, ოდეს
მოადგა თავის სახლისა არეს.
წინ მოეგება მას თავის ცოლი,
სათნო სოფიო, სულისა ტოლი;
ახლაც ბევრს ახსოვს მისი ზრდილობა,
მშვენიერება, გულკეთილობა.
რა დაინახა მან თავის ქმარი,
სახეშეცვლილი, მონაწყინარი,
ამბავი ჰკითხა მყის ირაკლისა, -
ასე საყვარელ იყო ყოვლისა!

„ვეჭვობ, სოფიო, რომე ირაკლი
ქართველებზედა იყოს გულნაკლი;
მას ზედ ეტყობა, რომ მისი სული
ძლიერად არის აღელვებული!
მწარედ უპირებს ბატონის დასჯას
თავის შვილების ამა ურჩებას;
ვეჭვობ, რომ იგი სამეფოს ქართლის
აძლევს საფარს ქვეშ რუსთა ხელმწიფის.
მაშინ უყურე შენს დედაკაცებს,
როს საცხოვრებლად დიდკაცთა ცოლებს
პეტრეს ქალაქში გარდაასახლვენ!
მაშინ, სოფიო, რაღა გინდათ თქვენ:
ხელმწიფეს ჰპოვებთ მამად კეთილად
და დედოფალსა დედისა ნაცვლად;
არ მოგაკლდებათ თავისუფლება,
განცხრომილება, ფუფვნეულობა
მათთა სიმდიდრის პალატთა შორის!
ვერ გაიგონებთ მუნ ხმასა მტერის.
მრავალთ სიამეთ იხილავთ კვალად
ბანოვანთათვის გულთ გასართობად.
მაშინ ვისაღა მოესურვება,
ნახოს ქართლისა კვლავ ამბოხება!“

- „უწინამც დღე კი დამელევა მე!
უცხოობაში რაა სიამე,
სადაცა ვერ ვის იკარებს სული
და არს უთვისო, დაობლებული?
რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვევებული!
და ველად იგი, ამხანაგთ შორის,
ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!
ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,
თუ მოაკლდება თავისუფლება?
თავის მამულში მას გაჭირვება
სხვადასხვა რიგად ენუგეშება:
მუნ სულსა სული თვისად მიაჩნის
და გულსა გულის პასუხი ესმის!
რად დაგვრჩომია სხვაზედა თვალი,
ოდეს მეფეცა და დედოფალი
გვყვანან კეთილნი და ღირსეულნი,
და ვართ მათთანა შვილებ ჩვეულნი?
ჩვენის დედოფლის გულისა ნაცვლად,
მწუხარებათა სანუგეშებლად,
რასა ვიპოვით ჩვენს სიცოცხლეში?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მსაჯულს ეგონა, რომე იგი გულს
დედაკაცთაცა ჰპოვებს ცვალებულს,
და აწ რა ნახა ცოლი ამ აზრით,
გარდაეხვია მას მხირვალებით.

ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო!
რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ!
ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი
მამულს ასული ახლა თქვენგვარი?
ქარმან ჩრდილოსმან ყველაზედ პირველ
გარდაუცვალა მათ გული ცხოველ!
„ჯანი გავარდეს აწ შვილსაც, მამულს,
ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარ გულს;
რის ქართველობა, რა ქართველობა!
მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა მოახლოვდა ქალაქსა მეფე,
დიდხანს უჭვრეტდა ცრემლთა აღმჩქეფე!
პალატნი მისნი გარდმონგრეულან,
სახლნი-სამშობლო დანაცრებულან;
მიდამო ხედავს უპატრონობას,
აღოხრებასა და ნატამლობას!
დუმილი სუფევს მის არემარე!
მხოლოდ ბუტბუტებს მტკვარი მწუხარე,
შემრთველი მრავალთ სისხლთა ქართველთა:
იგი გადარჩა მხოლოდ სპარსელთა!

აღივსო კვალად ერით ტფილისი,
რა მობრძანება სცნეს ირაკლისი.
ქალაქი ისევ ჩქარად აშენდა,
თუმცა ადრინდელს მრავალი აკლდა!

წარვიდენ წელნი მოსვენებისა
და კვლავ ირაკლიმ ხრმალი ბრძოლისა
აღიღო ლეკთა შესამუსვრელად!
არც სპარსნი მორჩნენ დაუმარცხებლად.
სიბერის ჟამსა მოიცა ძალი
და შეაძრწუნა კვალად ოსმალი;
კვლავ ასახელა თავის სახელი;
მაგრამ ამაო იყო ყოველი:
დიდი ხანია გულს ირაკლისა
გარდუწყვეტია ბედი ქართლისა!

ფილისი

1839

This post has been edited by რუსთაველი on 17 Feb 2008, 13:53
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (18) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0587 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]