forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (17) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მურმან ლებანიძე, ,,მაჯისაცა შემტყობარი''
maklay
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 610
წევრი No.: 48996
რეგისტრ.: 11-December 07

გამოგზავნილია: 9 Jan 2008, 16:40  #8062543      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეს ლექსი სხვა თემაშიც დავპოსტე, მაგრამ აქაც ვწერ, რადგან თემა მურმანს ეხება...და ლექსიც არაა გახმაურებული smile.gif


"თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
რა გიგემია...

თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქნი
თუ ქალის კვნესა ყურთ არ გსმენია,
ქალს ფეხებამდე თუ არ გალოკავ
სხვა უკეთესი რა გიგემია...

თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არა გრძნობ
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს,
სხვა უკეთესი რა გიგემია...

ხომ არ გგონია, შენთვის არ მოთოვს
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა
...
...

და ერთი წუთით მოსულს ამქვეყნად
წუთები უღვთოდ მოგეჩვენება
ჩაგიკრავს გულში ღვთიური ლოცვა
სთქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია..."



ganmuxuri
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 49706
რეგისტრ.: 20-December 07

გამოგზავნილია: 10 Jan 2008, 17:33  #8078671      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ნიჩევო სებე!!! ეს ყოფილა ქართული პორნოს მამა!!! smile.gif
Don Diego
Indulto


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1870
წევრი No.: 52304
რეგისტრ.: 24-January 08

გამოგზავნილია: 27 Jan 2008, 23:15  #8304477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საბჭოეთში მცხოვრებნი კარგად მიხვდებით ამ ლექსის მნიშვნელობას

მაქვს ჩემს რედაქტორთან ჭადრაკის თამაში,
ლაზიერს უნდა მხედარი ჩავაფარო,
ხვალ-ზეგ ჩაიშვება კრებული სტამბაში
რაღაც-რაღაცეები მინდა გავაპარო


--------------------
და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას.

sevaida
:)


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3828
წევრი No.: 43695
რეგისტრ.: 10-October 07

გამოგზავნილია: 27 Jan 2008, 23:25  #8304565      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ლებანიძის ~ციცო~ მიყვარს ძალიან..

უმაგრესი ლექსია smile.gif


--------------------
მდინარე ყოველთვის თავის ნაკალაპოტარს უბრუნდება



აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 29 Jan 2008, 20:06  #8327205      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
ოციან წლების მძაფრი სურნელი
სდის გაყვითლებულს ბიისფრად ფოტოს.
იყო და არის ყოვლისმკურნალი
დრო ჩამოსაყრელს ჩამოჰყრის ფოთოლს.


მე, რა თქმა უნდა, ვიყავი ბავშვი.
მამებს გარდახდათ ბრძოლები ძნელი:
გამოფენილა სასახლის ბაღში
ქართულ მწერლობის ოჯახი ჭრელი.

თვითონ პოეტი - ალყით ძლეულა,
გარშემორტყმულა... ძმებით და მტრებით -
ვაი, სირცხვილო, სად მიმწყვდეულა,
ვინც საუკუნე ასწია, ხმრებით!..

ოციან წლების მძაფრი სურნელი
სდის გაყვითლებულს ბიისფრად ფოტოს.
დრო ჰქრის და, დროა ყოვლის მკურნალი,
დრო ჩამოსაყრელს ჩამოჰყრის ფოთოლს.

გალაკტიონს...


This post has been edited by აღასპერი on 29 Jan 2008, 20:08


--------------------


აღასპერი - ჩემი ოჯახის მოდერატორი © Fall_For_You
>
-
www.zur.ge
Don Diego
Indulto


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1870
წევრი No.: 52304
რეგისტრ.: 24-January 08

გამოგზავნილია: 30 Jan 2008, 12:13  #8334370      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა


დიაცი ჯინსით!
გამოკრული არტახში ტანი!
თვალი გამექცა...
ახალგაზრდას ვარიგებ პოეტს:
_ გახსოვდეს ქალი,
ამ ცხოვრების ანი და ბანი! _
ის იღიმება:
_ ჩვენ ბოდიში, ეტყობა, ჰოეც!
fiesta_eterna
De Integro!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6573
წევრი No.: 26402
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 31 Jan 2008, 01:59  #8345353      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კაცური კაცის ცხოვრება,
გზა, წიგნი სისხლით ნაფერი,
ხელახლა აიწონება
ხელახლა სუყველაფერი!

მედროვის ყალბი დიდება,
მკვახედ და მკუხედ ნამღერი,
ხელახლა გაიჩითება,
ხელახლა სუყველაფერი!

გაზაფხულს წყალი დიდდება
იქნება მწუთხე ნაპირი!
იქნება ჯვარცმა, კირთება
ხელახლა წაიკითხება,
ხელახლა
სუყველაფერი!



--------------------
Life is like a role of toilet paper; hopefully long and useful, but it always ends at the wrong moment. : )))
Rudyh

buzghuntia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 588
წევრი No.: 52103
რეგისტრ.: 22-January 08

გამოგზავნილია: 31 Jan 2008, 21:28  #8355532      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მაგარია, მაგარი... ძალიან მაგარი...


--------------------
Obama!
რუსთაველი
« ♌ ❤ ♑ »


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11111
წევრი No.: 32042
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 8 Feb 2008, 03:01  #8447243      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსია ამ კაცის..

სხვაგანაც დევს, მაგრამ აქაც მინდა იყოს..

ავტობუსში

სომეხი
ქართველს უამბობდა, პიტალო სახით
უსმენდათ ფრანგი,
ამრეზილი წვრილ-წვრილი ხალხით...
„რა ვიხარეო, -
თქვა სომეხმა, - რაფრად დანაყა,
რა ჩხუბს ვუყურე,
ერთმა კაცმა ოთხი გალახა,
რომელსაც მოსდო,
სათითაოდ ადგილზე დასვა,
მიაწყ-მოაწყო
და თავის გზით გასწია კაცმა...“
„ვენაცვალეო
შიგ ჯიგარში! - (სომეხი იდგა)
სად უყურეო,
თუ კაცი ხარ?!“ - ქართველმა ჰკითხა.
ფრანგს გაეცინა:
„რა ხალხია, ეს რაებს ბლანდავს!
არ კითხულობსო
დალოცვილი მტყუანს და მართალს!“
„ამას უყურე! -
თქვა სომეხმა, - რა ბრძანეთ აქო!
ვაჟკაცობისა
რა გესმისო, შე მართლა ფრანგო!“
და თქვა ქართველმაც
იდეური თანხმობით დოსტთან:
„ერთი - ყოველთვის მართალია
ათთან და ოცთან!“
„ცოტანი ხართო!
ვერ გასულხართ, ვერც გახვალთ გაღმა! -
რიცხობრიობის
გაწუხებთო საკითხი!“ -
ფრანგმა.

1984


--------------------
ქართველი ხალხის ყველაზე დიდი დაავადება: შეუგნებლობა და უცოდინარობაა.
არჩიბალდ
Memento Mori


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 240
წევრი No.: 43463
რეგისტრ.: 7-October 07

გამოგზავნილია: 9 Feb 2008, 06:00  #8460595      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვერ ვიტყვი, რომ მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული ვარ.

არასდროს მომწონდა და არც ახლა მომწონს.

მიზიდავს მისი რამდენიმე ლექსი ისიც იმიტომ, რომ ლექსის 'პერსონაჟები' არიან საინტერესოები.

მის ციკლს ვგულისხმობ, 'ცისფერყანწელებს' რომ ეძღვნებათ.


ეს კი gorjestan - ს, იმედია ისიანოვნებს smile.gif

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო -
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე - ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში
ციცო ისეთია.

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!


--------------------
ეს 1917 წლის 15 მარტია. საათის ისარი დილის ცხრას უჩვენებს და ის ადგილი, სადაც ყველა მკითხველზე პუნქტუალური მკითხველი დღენიადაგ ზის ხოლმე, ცარიელია.ამიერიდან აღარც მოვა, რადგან ბიბლიოთეკაში მომავალს გზაში ერთი რუსი მეგობარი გადაეყრება და ხელდახელ ახალ ამბავს მიახლის: მოსახზდენი მოხდა.
რუსთაველი
« ♌ ❤ ♑ »


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11111
წევრი No.: 32042
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 9 Feb 2008, 06:38  #8460633      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
არჩიბალდ

ყველა ლექსი არც მე მომწონს, მაგრამ ბევრი კარგი ლექსი აქვს. smile.gif

* * *

არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვეფერები ბალახებს,
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.

კუბოს ვაგებ, ეს მეშვიდე წელია,
სისხლი მწვეთავს, ვკვდები კარგა ხანია;
ეს სიკვდილი - ძველისძველისძველია,
ეს გაქცევაც - ვიცი, არახალია.

ყრუ ღამეში შერკინულმა მხედრებმა
გადუქროლეს ჩემსას მთა-ბარს ჭენებით,
იყო ჯვარცმა, იყო კვნესა-ვედრება,
რკინის დროში ვბრძოდით ლამანჩელები...

მე მინდოდა შეცვლა ქვეყნიერების,
(გულუბრყვილო ბიჭი მახვილს ლესავდა!),
კაცთა შორის ძმობა - ძმობა, ბედნიერება,
ხალხთა შორის - სათნოება მეწადა.

რაც ყოფილა - ცისქვეშ ისი იქნება,
ის ოცნება - ჟამმა დაასამარა,
შავ ჯინჭველად მეხვევიან ფიქრები,
სიკვდილის წინ ვრჩები კითხვის ამარა:

გაჩენილა კაცთა მოდგმა ღვთისაგან, -
მძვინვარებდეს, ბრძოდეს, კვნესდეს, ჰგოდებდეს.
სატალახო გზებით სრულყოფისაკენ!
მაგრამ ჯვარცმა ოჰ, როდემდის, როდემდის!

არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვკოცნი, ვკოცნი ბალახებს;
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.

მურმან ლებანიძე - 1977 წ

This post has been edited by რუსთაველი on 9 Feb 2008, 06:39
Don Diego
Indulto


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1870
წევრი No.: 52304
რეგისტრ.: 24-January 08

გამოგზავნილია: 9 Feb 2008, 13:53  #8462361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სოსო იორამაშვილის ხსოვნას

ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო -
მახსოვს!
შენი დათვისისხლა შავი ღვინო-
მახსოვს!
შენგან მოძღვნილი არყის ბოცო -
მახსოვს!
შენგან მოწვდილი ტახის ხორცი -
მახსოვს!
იორ-მუღანლოში სადილობა -
მახსოვს!
შენ რომ შემაყვარე ნადირობა -
მახსოვს!
შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე-_
მახსოვს!
შენ არ ესროლე და მე რომ მასროლინე-
მახსოვს!
მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე -
მახსოვს!
შენ რომ დაიხარე და აიყვანე -
მახსოვს!
ივრის ჭალები აქოჩრილი -
მახსოვს!
ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი -
მახსოვს!
მზისგან დამწვარი გორმახები -
მახსოვს!
შენი თათარი ყონაღები -
მახსოვს!
ბოლო ხანებში გვეღლებოდი -
მახსოვს!
მახსოვს, ხელიდან გვეცლებოდი -
მახსოვს!
,,მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო", -
მახსოვს!
,,ჰაუ, რანაირად თენდებაო!"-
მახსოვს!
ლექსებს მიკითხავდი კოცონთან -
მახსოვს!
ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა -
მახსოვს!

,,გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი,
რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.
გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,
ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი"...
რუსთაველი
« ♌ ❤ ♑ »


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11111
წევრი No.: 32042
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 9 Feb 2008, 14:03  #8462461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
მაგარი ლექსია ეს smile.gif

* * *

- 1 -

ენავ - მოსაჭრელო ძირში,
ტუჩო - პასუხს თქვენგან ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„სიტყვა - ისარივით სწორი!
ლექსი - ხანჯალივით მჭრელი!
ქალი - რა თქმა უნდა, სხვისი!
ცოლი - რა თქმა უნდა, ჩვენი!“

- 2 -

ენავ - მოსათხრელო ძირში,
ტუჩო - მარგალიტებს ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„კერა - მშობლის ნაბუდარი!
ენა - ლაჟვარდებით მსვლელი!
მიწა - ჩვენი საკუთარი!
ხალხი - რა ვუყოთ, რომ ჭრელი!“

- 3 -

ენავ - მოსაჭრელო ძირში,
კიდევ, კიდევ პასუხს ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!

„კაცი - კლდედ დამდგარი სჯულზე!
სული - ანთებული, წრფელი!
გული მართალი და გულზე
მართლად დადებული ხელი!“

1983 წელი
რუსთაველი
« ♌ ❤ ♑ »


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11111
წევრი No.: 32042
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 14 Feb 2008, 04:15  #8522259      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
* * *
„არ იყავიო
ვაჟას დღეზე ამ ზაფხულს ჩარგალს!“ -
ვინ, ვინ მიბედავს?! -
ხელფასს იღებს
ეს კაცი მაღალს

მხოლოდ იმაში,
რომ ესწრება თავშეყრებს ჩვენსას,
გვადევნებს თვალყურს,
მწერლუკანა
მწერლობას მწყემსავს...

მე წამოვწითლდი
და ხელახლა გავთეთრდი რისხვით:
„რაო, რა ბრძანეთ?! -
ჩავეკითხე
არაკაცს ზიზღით, -

ჩემთვის ყოველდღე
ვაჟას დღეა! - ვუთხარი მკაცრად, -
და ილიასიც, სხვათაშორის!“ -
შებრუნდა
გაშრა...

რად პირს არ გახსნი,
დედამიწავ, თან არ ჩამიტან,
ათას თახსირთან
რომ პურს მაჭმევ
ერთი ჯამიდან!

1983

This post has been edited by რუსთაველი on 14 Feb 2008, 04:16
რუსთაველი
« ♌ ❤ ♑ »


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11111
წევრი No.: 32042
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 15 Feb 2008, 21:13  #8542653      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
* * *

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა...
უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით, -
ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა...

გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა, -
ანაზდად თვალი ჰკიდა საყვარელ ჭაღარას...
პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა -
გისმენო, შვილო ჩემო, და თავი დახარა...

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ის აღარ მალავდა...
უფსკრულებს დაჰფრენდა მუქლურჯი მწვერვალებით, -
და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა...

სული, მომწყვდეული იმ ხორცის დილეგში,
თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო;
იცოდა გოგონამ - რაც იყო იმ ლექსში
და ისიც იცოდა - ლექსში რაც არ იყო...

ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდარა,
ის - სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული,
იყო - რა დიდი და იყო - რა პატარა!
და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული...


P.S. გზას მისდევს პოეტი კლდოვანი ფერდობებით,
მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით -
არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობით,
კაცისგან, ბალღისგან, ხალხისგან გაგებით!

მურმან ლებანიძე
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (17) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0421 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]