forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (74) « პირველი ... 9 10 [11] 12 13 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ოთარ ჭილაძე
vibla80
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2591
წევრი No.: 46724
რეგისტრ.: 13-November 07

გამოგზავნილია: 7 Jul 2009, 10:58  #14592702      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (bise05 @ 18 May 2009, 17:15 )

"სამშობლოს კომპლექსი" , რაც არაერთი ქართველი ავტორის სენია და ხშირად ქსენოფობიაში გადადის.

სასაცილოა ჭილაძეს ქსენოფობიას რომ აბრალებთ, იმის გამო, რომ ებრძვის მანკიერებებს როგორც იმპორტულს, ისე ადგილობრივს.

სამშობლოს" კომპლექსად" მიჩნევა მონობაში აკიდებული დაობებული სენია, რომელიც, უკიდურესად გაგვიმწვავდა გლობალიზაციის ფონზე.

"როგორც კი განვიწმინდებით მონური ყოფის შლამისგან, ყველას, წასულსაც და დარჩენილსაც, ერთად, ერთდროულად გაგვახსენდება “ვისი გორისანი ვართ” და სულის შემძვრელი სიცხადით დაგვიდგება თვალწინ ჩვენი საერთო დედის, ჩვენი მარადიული, დაულეველი, ამოუწურავი, აუწონავი, გაუზომავი, ფასდაუდებელი, თვალშეუდგამი, ხელშეუხებელი სამშობლოს ულამაზესი და უძვირფასესი სახე"…(ჭილაძე.)


--------------------
http://www.facebook.com/profile.php?id=100000421963353
guriko1991
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 72
წევრი No.: 51362
რეგისტრ.: 13-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 16:56  #15695595      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ოთარ ჭილაძე ჩემი საყვარელი მწერალია.
საბედნიეროდ მისი ექვსივე რომანი წაკითხული მაქვს.
"ყოველმანი" სულ-სულ ცოტათი ყველაზე ძალიან მიყვარს და დანარჩენი 5 ერთ სიმაღლეზეა.
ვერ ვიტყვი ეს იმას სჯობს, ის ამას.

"გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" - ყველაზე ეპიკური, სანახაობრივი, ფანტასტიკური ნაწარმოები.
"ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" - ყველაზე სავსე და პერსონიციფირებული. ბოლო 4 ფურცლეი და განსაკუთრებით ბოლო ფრაზა იმდენად განადგურებს, რომ..
"რკინის თეატრი" - ყველაზე ღრმა და ოჯახური. ციმბირის სცენები...
"მარტის მამალი" - ყველაზე ახალგაზრდული, გამოსაფხიზლებელი, ახლად დამბადებელი ნაწარმოები.
"აველუმი" - ყველაზე თბილი, სასიყვარულო, რომანული, ახალგაზრდული და 9აპრილური. ვგიჟდები სიზმრები რომ აქვს აღწერილი.
"გოდორი" - ყველაზე სასტიკი, უცნაური და საშიში! დრნგ. გენიალლურია!



--------------------
მიამბე აუსტრალიაზე.
ფრენოლოგი
ცასწავალა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7040
წევრი No.: 90445
რეგისტრ.: 3-May 09

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 21:28  #15699402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
რკინის თეატრი

QUOTE
"აველუმი"

მე ბოდიში, ნუთუ ერთი და იგივე არ არის ეს ორი ნაწარმოები?
შეიძლება მეშლება ან თქვენ გვაბოლებთ

:უვიცი:

This post has been edited by frenologi on 25 Sep 2009, 21:29


--------------------
ჩემი სული ჰგავს მკვდარ ზღვას,
რომელსაც ვერცერთი ჩიტი ვერ გადაუფრენს.


მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით...

я на самом деле ни хрена в этой жизни не понимаю!.


"ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა."
janjaluru
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 650
წევრი No.: 28004
რეგისტრ.: 8-January 07

გამოგზავნილია: 26 Sep 2009, 23:11  #15714914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სხვადასხვააა.......................................


--------------------
"რა არ დააბრალეს ადამიანებმა სიკვდილს, ჯოჯოხეთად მონათლეს , სინამდვილეში კი სიკვდილი უდიდესი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვებაა ხორცზე, განვითარების ის საფეხურია, რომელიც აღარ საჭიორებს სიმძიმეს, სხეულის წონას..."
guriko1991
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 72
წევრი No.: 51362
რეგისტრ.: 13-January 08

გამოგზავნილია: 27 Sep 2009, 21:27  #15727765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (frenologi @ 25 Sep 2009, 21:28 )
QUOTE
რკინის თეატრი

QUOTE
"აველუმი"

მე ბოდიში, ნუთუ ერთი და იგივე არ არის ეს ორი ნაწარმოები?
შეიძლება მეშლება ან თქვენ გვაბოლებთ

:უვიცი:


სხვადასხვაა.
ძალიან სხვადასხვაა ^^
მაგათ შორის "მარტის მამალი" დაწერა smile.gif
CladheD
ბიძინ, გაგებით დამეკიდე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3862
წევრი No.: 5137
რეგისტრ.: 15-May 04

გამოგზავნილია: 27 Sep 2009, 22:10  #15728431      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
ძალიან მაგარი ადამიანია ბატონი ოთარი...

ნაწყვეტი მისი ინტერვიუდან
http://old.kvirispalitra.ge/old/archive/20...zogadoeba-7.htm

შეჩვეულია რუსს და რუსის ჩექმა აწუხებს . . .
Friday, August 7, 2009 at 8:43pm
ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოი-ძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც. მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი – მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურ-თიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს. რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია. მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ…


--------------------
მაზნიაშვილის მოგონებანი
http://www.linkz.ge/file/277497/mazniashvili-mogonebebi.djvu.html
ფრენოლოგი
ცასწავალა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7040
წევრი No.: 90445
რეგისტრ.: 3-May 09

გამოგზავნილია: 27 Sep 2009, 23:15  #15729612      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
janjaluru
guriko1991
მომიტევეთ smile.gif

უბრალოდ რატომღაც მეგონა აველუმი ქვესათაური იყო
ისე რას ნიშნავს თვითონ სიტყვა ვერ მეტყვით?
guriko1991
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 72
წევრი No.: 51362
რეგისტრ.: 13-January 08

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 17:48  #15739584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შუმერული სიტყვაა და ნიშნავს თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეს.
"აველუმი" ავტობიოგრაფიული რომანია და თავის თავზე როცა მესამე პირში წერს აველუმს ეძახის smile.gif
ანუ, აველუმი წავიდა, მოვიდა, დაფიქრდა smile.gif
Scampolo
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 27
წევრი No.: 93318
რეგისტრ.: 10-June 09

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 17:59  #15739763      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
უძლიერესია,რთული მათთვის, ვისაც ტურაშვილი და მანგველაძე მწერლები გონიათ.
aranormaluri
ბუზები მახვევიან კაცებივით


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8635
წევრი No.: 58931
რეგისტრ.: 19-April 08

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 22:48  #15744734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ეხლა ვკითხულობ მარტის მამალს და რასაც ჰქვია ვიზოგავ! ნელა და სიამოვნებით ვკითხულობ.
გენიოსია.
მინდა რომ ითარგმნოს მისი რომანები.

ასეტი კარგი მწერალი საქართველოს არ ჰყოლია.


--------------------
"სხვათაშორის, მანქანა რომ სისხლით მუშაობდეს და არა ბენზინით, ამდენი სისხლი უქმად არ დაიღვრებოდა"

"Alle Welt prostituiert sich. Bezahlen oder bezahlt werden, das ist die Frage"

"როცა შემეძლო არ ვიცოდი და როცა შევიცან აღარ შემილია"
ფრენოლოგი
ცასწავალა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7040
წევრი No.: 90445
რეგისტრ.: 3-May 09

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 22:58  #15744874      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ეხლა ვკითხულობ მარტის მამალს და რასაც ჰქვია ვიზოგავ! ნელა და სიამოვნებით ვკითხულობ.გენიოსია.მინდა რომ ითარგმნოს მისი რომანები.

ასეტი კარგი მწერალი საქართველოს არ ჰყოლია.

2kiss.gif


guriko1991
ვა... მადლობა
ეჰ არ მაქვს ეგ რომანი user.gif

This post has been edited by frenologi on 28 Sep 2009, 22:59
Bruno Dumont
ჰენრი პუშელი


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8270
წევრი No.: 93001
რეგისტრ.: 5-June 09

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 23:02  #15744918      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
ყოელმან ჩემმა მპოვნელმან
რკინის თეატრი(მარტის მამალი არ წამმიკითხავს)
ამის მერე უკვე საქართელოს დამოუკიდებლობის მერე(რომანის თარიღი არ ვიცი მარა დარწმუნებული ვარ ეგრეა) დაწერილი გოდორი მე ეს სულ ბოლოს წავიკითხე და ძალიან მძიე დარტყმა იყო იმედი რომლითაც მთავრდობა ზემოთ ნათქვაი საი რომანი სულ მთლიანად გადალლილი განადგურებული იყო გოდორში,თუმცა კი იმედის სუ ცოტა ნაპერწკალი მაინც დატოვა ბატონმა ოთარმა გოდორის ბოლო ლექსში რომელსაც პატივცეული ლუდოიკო ბოლონიელი ამბობბს...


--------------------
- რას ვერ აპატიებდით დინამოს?
- ტორპედოსთან წაგებას@სპორტი
Roverandom
I'm not here, this isn't happening


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 1 Oct 2009, 12:33  #15781102      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ეეეჰ sad.gif

___________________________________________

This post has been edited by Roverandom on 1 Oct 2009, 12:33
DOLPHIN
Наидельфинейшая


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18806
წევრი No.: 10568
რეგისტრ.: 2-June 05

გამოგზავნილია: 1 Oct 2009, 13:43  #15782244      · პროფილი · პირადი მიმოწერა
sad.gif
პლიტიკის განყოფილებაში მისი სიტყვა დადეს ადრე, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ვეღარ ვპოულობ. ეგებ მაპოვნინოთ...


--------------------
“Life is a lot like jazz. . . It’s best when you improvise. . .”
zazabichi
ImagicussucigamI


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21652
წევრი No.: 13736
რეგისტრ.: 19-October 05

გამოგზავნილია: 1 Oct 2009, 13:48  #15782320      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
მაგრად გატეხა. sad.gif


მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.

(მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს).

სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ჰყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
ჰკიდია შენი ლამაზი კაბა.



--------------------
Success is like pregnancy. Everybody congratulates you but nobody knows how many times you got fucked to achieve it.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (74) « პირველი ... 9 10 [11] 12 13 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.8342 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]