forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (38) « პირველი ... 13 14 [15] 16 17 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ნინო დარბაისელი, პოეზია
nino darbaiseli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1690
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08

გამოგზავნილია: 20 Mar 2009, 08:55  #13021746      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ვერა პავლოვა


სვიტერშიც მოჩანს...


სვიტერშიც მოჩანს,როგორ დავფარო
პირველი ლიფი - ნომერ პირველი.
ეზოში ყველა მე შემომცქერის,
რა ნახეს ნეტა გასაკვირველი!
ვიჯვარედინებ მკერდზე ხელებს და
რაც შემიძლია,მხრებში ვიხრები,
მაინც მამჩნევენ სეირნობისას,
ვერაფერს მშველის ხელები,მხრები.
მახრჩობელაა ეს საჩუქარი,
ჰაერს ვიგუბებ შენაწუხები
და ამოსუნთქვას ვეღარც კი ვბედავ,
არადა, დედამ,სულ სხვათა შორის,
ვითომ შემთხვევით,მომცა წუხელი.


Под свитерком его не спрячешь,
мой первый лифчик номер первый,
когда, гуляя по двору,
его ношу, и каждый смотрит,
и каждый видит, несмотря
на то, что складываю плечи
и что крест-накрест руки. Трудно
дышать — затянуто дыханье
подарком, сделанным мне мамой
вчера, как будто между прочим.

ერთ ახლობელს,/გვარს არ დავასახელებ/,მგონი ,ვერა პავლოვა შეუყვარდა. ყველა საიტზე დასდევს,სადაც კი ეს თარგმანი დავდე.ჰოდა ,ეს - ჩემგან!


ძაან მაგარი ქალია,
ვაჟავ,პავლოვა ვერაო.
ბევრი ქართველი პოეტი
ახლო მიუვა ვერაო,
ეროტიკ-ერეტიკოსსა
არ აკრთობს სხვათა ცქერაო,
არც რად მიუჩინს არხეინს
გმობა და თითის შვერაო,
თან იგრე ლამაზი არი,
იგეთი გაიძვერაო,
ყველა მზირალი,მზვერავი,
ვინც თავი ``გაიზვერაო`,
სუ გადარია კაცები,
უწვერული და წვერაო,
თავ-თავის ხიდან მოტეხა,
გააჭოკ-გააჟვერაო,
ქარივით წამაუქროლა,
ყინვაში ანამქერაო.
ნუ გეგონება, ქერქეტა
რუსის ქალია,ქერაო.
გამაგრდი, მტკიცედ დადექი,
ვით შემართული ცერაო,
მალიად ჩამაიცილე
გულიდან ეგ ქიმერაო,
არ ჩაგიხვიოს ბადეში,
გაფრთხილებ,თორე ,მე რაო!

This post has been edited by nino darbaiseli on 20 Mar 2009, 09:43


--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?

http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
nino darbaiseli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1690
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08

გამოგზავნილია: 26 Mar 2009, 17:17  #13114144      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
სადამდე შეიძლება მივიდეს ორიგინალური რითმებით მეტისმეტი გატაცება

როდესაც კონვენციურ ლექსს ვკითხულობთ, ჩვეულებრივ,ვუკვირდებით რითმასაც.ვარკვევთ,რამდენად ახალია,როგორ ერგება ლექსს,როგორც ორგანულ მთლიანობას. არის უამრავი კარგი ლექსი,რომელის სულაც არ გამოირჩევა ორიგინალური რითმებით,არის ლექსებიც,სადაც ორიგინალური რითმების სიჭარბე ვერაფერს შველის.
ზომიერება და კომპოზიციის გრძნობა ასეთ შემთხვევაში ყველაზე სანდო მოკავშირეა.
ორიგინალური რითმებით მეტისმეტი გატაცება საბოლოოდ ირონიულ-პაროდიულ ლექსამდე მიდის და ამის გამოცდილება უკვე არსებობს ქართულ პოეზიაში.
რა იწვევს კომიკურ ეფექტს ასეთ შემთხვევებში? ამ კითხვაზე ,ჩემი ფიქრით,პასუხი ასეთია.
ლექსის ტექსტის ''შესავსებად'' ორიგინალური რითმის მოძიების შემდეგ ავტორს უხდება მუშაობა იმაზე,რომ შინაარსი მოარგოს მას.ეს მოურგებლობა,საგანთა მოვლენათა ,სიტუაციათა შორის,რასაც ფროიდი ანეგდოტის სპეციფიკაზე მსჯელობისას კომიზმის საფუძვლად მიიჩნევს,ქმნის სწორედ კომიკურ ეფექტს ლექსში,რადგან ,ამასთანავე , ბადებს მოულოდნელობის ,უჩვეულობის განცდას მკითხველში ტრადიციული თემებისა და გამოსახვის საშუალებათა ერთფეროვნების ფონზე ახალ თემასთან ან ახალ , წინასწარგამოუცნობ შინაარსთან ,სიტუაციასთან შეხვედრის გამო, მაგრამ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ლექსში შექმნილი მხატვრული კომიკური ეფექტი და კომიზმი,რომელიც წარმოიშობა წარუმატებელი ლექსის შემთხვევაში და მიემართება ავტორის შემოქმედებით უმწეობას,მარცხს.ამაზე ოდესმე ცალკე ვისაუბრებთ,ან უმჯობესია,თავად მოიძიოთ დეიმურაზ დოიაშვილის არც თუ დიდი ხნის წინ გამოცემული წიგნი ''ჭანტუროლოგიური შტუდიები''/,თბილისი,2008/ ახლა კი...

ამას წინათ ერთ საიტზე ასეთი ლექსი დაიდო:


X X X


ხელები მძიმე, როგორც ტორები,
ალბათ შეჩვეულ ტკივილს ვტოვებდი,
მაქვს სიმსუბუქე მონაპოვები.

ახლა ბევრი ვარ, ალბათ შენ მეტი.
ცა - დედამიწის ლურჯი ბერეტი,
სხეული როგორც რაღაც ზედმეტი...


ამ ლექსმა ვერსიფიკაციული თამაშის ხასიათზე დამაყენა.
გამომივიდა მონორითმული,/ჩვიდმეტერთეულიანი/ ლექსი.
ეს თავისებური რეკორდია, მაგრამ რად გინდა!
ასე ხომ დაუსრულებლად შეიძლება თამაში,თუკი არ დაიზარებ.
საქმე - სათქმელის ქონაა!

მილიტარული სალაღობო რატის და რიტას

თავზე - ბერეტი,ხელში -' 'ბერეტა''.
ტიპი რაღაცამ გააბოროტა...
ამ სანახავმა განაბა როტა,
როგორ აუღონ მას აბაროტი!
მოდი და გული გაუთბე,რიტა,
თორემ მის ტვინში ჩქარდება რეტი,
მიუხმატკბილე:-''ჩიო სტაბოი,რატი?'
თამამად უთხარ ,''და უბირი, ტი!''
ან შეაშინე, ''ნაშიხ ბირუტო''!
შენ ხომ რუსი ხარ,ან ბურიატი,
მაგრამ საბარე ,საკაბარეტე,
ხარ მექსიკური, სავსე ბურიტო,
რადგან გიხდება ეგ გაბარიტი.
შემოგხვევია ეგ კაბა,რიტა...
/ნეტა ამდენი ვილაყბე რატო?/

გაკვირვებული ამბობს ბორატი:
- ეს თუ ლექსია, მართლა ,ბარო,ტო!

- - - - -- - - - - - -
ბორატი - გახმაურებული ფრივოლური დოკუმენტურ-კომედიური კინოსერიალის მთავარი პერსონაჟი.

This post has been edited by nino darbaiseli on 26 Mar 2009, 17:19
nino darbaiseli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1690
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08

გამოგზავნილია: 1 Apr 2009, 11:35  #13187177      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ირმა მებურიშვილი,თამაზ ბაძაღუა და ...სალიერი


ბავშვობის მეგობრები...
ისინი შეიძლება დაშორდნენ რაღაც გაუგებრობის გამო,ან იმის გამო,რომ დიდობაში შესულები იგრძნობენ ან აღმოაჩენენ,რომ საერთო დიდი არაფერი ჰქონიათ.
შეიძლება არც არასოდეს შეწყვიტონ ურთიერთობა ან ყოფით -რიტუალურ დონეზე მაინც შეინარჩუნონ, ულოცონ ერთმანეთს დაბადების დღეები,შობა-ახალი წელი - ტელეფონით ან პირადად, ერთად იარონ,შეხვდნენ საერთო ნაცნობ-ახლობლების დღეობებსა და პანაშვიდებზე.
შეიძლება ჩანათელმირონდნენ...
ბევრი რამ შეიძლება , სიკვდილი - არა!
...მაგრამ სიკვდილს ეს არ სჯერა.

ირმა მებურიშვილი და თამაზ ბაძაღუა ერთმანეთს მე გავაცანი.ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო,მეორე - თითქმის ბავშვობისა.უჩემოდაც ისე დაახლოვდნენ,ცოტა არ იყოს,ვეჭვიანობდი და კიდევაც ვუბრაზდებოდი,როცა გამომტოვებდნენ რაიმე ''კაი ამბიდან''.
მთავარ უბედურებად მაინც ის მექცა,რომ ირმა,რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობაზე სწავლობდა და, ჩემგან განსხვავებით, ნებისმიერ დასავლურ თუ აღმოსავლურ უცხო ენას ღრუბელივით ისრუტავდა,თამაზს გადაეკიდა,მეგრული მასწავლეო...მოკლედ,ერთად ყოფნისას ნერვებს კიდევ იმით მიშლიდნენ,რომ სულ მეგრულად ლაპარაკობდნენ და არაფერი მესმოდა.
ეს ყოველივე იმით დასრულდა,რომ ადგა ირმა და ერთ დღეს,სრულიად მოულოდნელად ...მეგრელზე გათხოვდა.
სიძე კარგი გამოგვადგა. მე მეჯვარე ვიყავი,თამაზი - მაყარი .
როცა თამაზის სადღეგრძელო დალიეს, სამადლობელში იხუმრა:
- მეტი რა მექნა ჯიმა,რძალი მეგრულში მოგიმზადეთ აბაშელებსო.
მერე ოჯახებით მეგობრობდნენ...
ეს ყველაფერი ირმას ლექსმა გამახსენა:



ირმა მებურიშვილი

თამაზ ბაძაღუას ხსოვნას

წუხელ სიზმრად იყავ ჩემი მეინახე,
ორცეცხლშუა ვიდექ,
ნეტავ არ მენახე.
სადღეგრძელო შენი მწარედ გამოვცალე.
ცოცხლად გიდრეგრძელე ასული და ცოლი...
რომ არა ხარ,
დიდხანს,
დიდხანს გიმალავდი,
ამ წარმავლის შვილი
გახდი იმ მარადის.
მე ვერ გავიხარე შენი ნახვით, ჯიმა,
სულში ჩაწყვეტილო სიჭაბუკის სიმად.

ამას წინათ ერთმა ახალგაზრდა პოეტმა პირადად რომ გამიცნო, მითხრა:
- ქალბატონო ნინო, ცხოვრებაში რა კარგი ადამიანი ყოფილხართ, პორტალზე ყველას ჰგონია, ძალიან მკაცრი ხართ ,პოეზიას ვერ იტანთ და ნიჭიერ პოეტებს არ ახარებთო.
თავიდანვე ასეთი ჩვევა მქონდა : ახლობელიც კი,თუნდაც ჩემდამი მოძღვნილ ლექსს რომ წამაკითხებდა ,დავიწყებდი,ეს ასე აჯობებდა, აქ ეს ზედმეტია, ეს სახე არაზუსტია... და საერთოდაც, არ ვარგა! ...
ამის გამო ხუმრობით,ჯერ ''სალიერი'' შემარქვეს,მერე ჩემს გვარს შეურწყეს და მეგრული აქცენტით ''დარბაისალიერს'' მეძახდნენ.
სულ სხვანაირი იყო თამაზ ბაძაღუა .ცუდი ლექსიც რომ წაგეკითხა ,დაუყოვნებლივ გეტყოდა:ბეთხოვენი ხარ ჯიმა,ბეთხოვენი!
ირმა მებურიშვილმა მაშინ ასეთი ლექსიც დაწერა :''ბეთჰოვენის შეხვედრა მოცარტთან'',ცხადია,ბეთჰოვენად და მოცარტად საკუთარი დიადი თავი და თამაზი ჰყავდა გამოყვანილი ,მე საწყალს კი აბა, მზაკვარი სალიერის სახელს რა ამაცილებდა!
გულისკანკალით წამიკითხა ლექსი .ვიხალისე,შენიშვნებიც არ დავინანე და ვურჩიე,გამოექვეყნებინა კიდეც ,თან მიეწერა,ვის ეძღვნებოდა .
ირმასი ხომ მართლა ბევრი რამ მშურდა და არც ვმალავდი.მშურდა რომ ულამაზესი იყო, რომ მამა ცნობილი პოეტი ტაგუ მებურიშვილი ჰყავდა,რომ ყველა პოეტს,მე რომ მორიდებით ვესალმებოდი , დაბადებიდან ახლო იცნობდა,ბოლოს და ბოლოს ,ანა კალანდაძის ხელში იყო გაზრდილი,მერე როგორ კითხულობდა საკუთარ ლექსებს,როგორი ხმა ჰქონდა!
დიდხანს იყოყმანა ,დაებეჭდა თუ არა ეს ლექსი და ბოლოს ასეც მოიქცა.

ბეთჰოვენის შეხვედრა მოცარტთან

ნინო დარბაისელს

ბეთხოვენი უკრავს ისე,მუსიკაა იმდარი.
ირხევიან,შრიალებენ ფრთენი სერაბიმთანი,
აღფრთოვანდნენ მუსიკოსნი,საღამოზე წვეულნი,
წამოუდგნენ ფეხზე ტაშით,თურმე აღტაცებულნი,
მაგრამ ყველას გასაოცრად,მოცარტმა არ ინდომა
მისი ქება:'' ბატონებო,ვიცი,ცუდმედიდობად
ჩამეთვლება,მაგრამ თქვენგან ქება მიკვირს ძალიან
შემსრულებლის,ვისაც ჰანგი კარგად დაუსწავლია''.
ყმაწვილ ლუდვიგს,თუმცა წყენით წამოწითლდა,აენთო,
მორიდებით უთხოვია:''რამე დამავალეთო,
რაც ახლახან მოისმინეთ,ჩემი გულის ხმა იყო,
ასე მკაცრი შეფასება ,ეგებ უკან წაიღოთ.''
''შემისრულეთ მაშინ ესო''- უთხრა ამადეუსმა
და თითები კლავიშებზე ჯადოსნურად მოუსვა.
ბეთხოვენი თითებს მისას მიჰყვა,არ დაერიდა
და დარბაზი საოცარი ხმებით გადაირინდა.
როიალის კი არა და,სულის კლავიატურას
ეხებოდა ხელით თითქოს...მყისვე წამომართულა
მოცარტი და ბეთხოვენი განა გაუკილია,
შენიშვნისთვის ბოდიშის თქმაც კი არ უთაკილია.
ო,რა წრფელი იყო ჟესტი,ჟესტი გვირგვინოსნისა,
თაყვანს რომ გამოხატავდა ყმაწვილ მუსიკოსისა.
''სიამაყე იქნებიო,-უთქვამს - ჩვენი ქვეყნისა'',
თუმც,თვით მოცარტს უნიჭოთა ოდენ მტრობა ეღირსა,
ის,ბავშვივით უშურველი,ავი ბედისწერისა,
რატომ იყო,რად იმსხვერპლა ზაკვამ სალიერისა.


ეს ,ბოლო ლექსი კი თამაზის სიკვდილის მერე დაიწერა.მაშინ უკვე გვესმოდა მეგობრობის ფასი:

ირმა მებურიშვილი

ნინო დარბაისელს

მოვიჩქარი შენკენ ,
სახეს ვუშვერ ფიფქებს,
ბედმა შენი ნახვა ასე გამიძვირა,
ადრე გაზაფხულით მოტყუებულ ნუშებს
ჰგვანან ქარში ხენი ...
მომეახლა ცხადად სიქალწულე ჩემი
და ხუნდები ახლა უფრო შევიძულე,
ისე მინდა შენთან,
ისე მომენატრე!
მოვალ თავშიშველი და ქარს სახეს ვუშვერ,
ისე,როგორც მაშინ,ამ ათი წლის წინათ...
დაემგვანენ ხენი მოტყუებულ ნუშებს
და ქარს სახეს ვუშვერ,
და თოვლს სახეს ვუშვერ,
და სველი მაქვს სახე
და არ ვიცი უკვე,
ცრემლია თუ წყალი,-
-ჩემს ცხელ სუნთქვას ფიფქთა წყება შეეწირა.

1990

This post has been edited by nino darbaiseli on 1 Apr 2009, 12:31
anthro
luzid


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3203
წევრი No.: 14928
რეგისტრ.: 28-November 05

გამოგზავნილია: 1 Apr 2009, 17:17  #13192007      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nino darbaiseli
QUOTE
რომ არა ხარ,
დიდხანს,
დიდხანს გიმალავდი,

გული ჩამწვა... მეც მქონია ასეთი სიზმრები გარდაცვლილებზე sad.gif


--------------------
adamiani
nino darbaiseli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1690
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08

გამოგზავნილია: 2 Apr 2009, 15:08  #13204825      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ასეთი დალილა


''სიყვარული თვითონ გვირჩევს,მეგობრობას ჩვენ ვირჩევთ'' - ეს რომაული სიბრძნე დიდი ხანია მაფიქრებს.
პოეტებს რომ ჩვენში მეგობრობა ძალზე უჭირთ,ეს ხომ ყველამ იცის,ახლა წარმოიდგინეთ,რა ძნელია პოეტ ქალთა მეგობრობა!
ამ ათიოდე წლის წინ ერთმა ჟურნალმა ინტერვიუ მთხოვა.რაკი ჩემს ლექსებში დედაშვილობისადმი მიძღვნილი მცირე ციკლიც არის,ერთი კითხვა ამასაც შეეხებოდა.
პასუხის გაცემისას გამახსენდა,რომ რამდენიმე ახალგაზრდა პოეტი ქალი ბიოლოგიურად დედა ჯერ არ გამხდარიყო, მაგრამ მათ ლექსებში გარემოსადმი,სამყაროსადმი დედობრივი სიყვარული იმგვარი სიძლიერით იყო გამოვლენილი,რომ ეს მათ ყველა დედაზე უფრო დედად აქცევდა.
ჩვეულებისამებრ,როცა რამეს დავწერ,ვიდრე დავბეჭდავდე, ჯერ ახლობლებს ვუკითხავ,მაშინაც ასე მოვიქეცი.ერთ არაჩვეულებრივ პოეტს,/რომელსაც , სხვათა შორის , სწორედ ამგვარ დედათა შორის ვგულისხმობდი/,ტექსტი ტელეფონით წავუკითხე. შემიქო და მეც არხეინად წავიღე რედაქციაში.
ნომრის დაბეჭდვის წინა დღეს კი ჩვენმა საერთო ახლობელმა დამირეკა და მითხრა,რომ თურმე ეს დღეები ტირილში გაუტარებია,რადგან სწორედ იმავე ჟურნალის მომდევნო ნომერში უნდა დაბეჭდილიყო მისი ახალი ლექსი და ამ ლექსში ცენტრალური სათქმელი ზუსტად ეს იყო : ''ყველა დედაზე უფრო დედა'' და რაც მთავარია,სიტყვებიც ზუსტად ემთხვეოდა.
ვაი,შენს ნინოს! როგორია დღის ბოლოს ქალაქის ბოლოდან რუსთაველზე გავარდნა ,''ტუდა-აბრატნი'' ტაქსის ფული! მაგრამ რას ვიზამდი.
იმ რედაქციაში პოეზიის განყოფილებას აწ. გარდაცვლილი პოეტი ბორენა ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა.
-არიქა,ბორენა,მიშველე რამე,დაუყოვნებლივ უნდა შევცვალო ეგ ერთი წინადადება- მეთქი.
ბორენამ აუღელვებლად დამიდო წინ ლექსი.წავიკითხეთ ერთად, კონტექსტი სრულიად სხვა იყო,მაგრამ მე მაინც დაბეჯითებით მოვითხოვე ამ სიტყვების ამოღება.
მეორე თუ მესამე დღეს ნომერიც გამოვიდა.
დალილა ბედიანიძე და მე ლიტერატურის ინსტიტუტში გვერდი-გვერდ ოთახებში ვმუშაობდით და
ნომერი ვუჩვენე თუ არა,ეს ამბავიც მოვუყევი.
ყურადღებით მომისმინა,/სხვანაირად მოსმენა არც სჩვევია./
არ ვიცი . რას ველოდი მისგან. იქნებ მინდოდა ეთქვა,რომ ის ძალიან კარგი პოეტი ამ შემთხვევაში მართალი არ იყო? ან რომ მე კარგი,სულგრძელი ადამიანი ვარ,რაკი ,ყველაფრის მიუხედავად , არ დავიზარე ჩემი ინტერვიუს შეცვლა?
დალილამ თავი ჩახარა და ერთადერთი სიტყვა ჩაიჩურჩულა ისე ჩუმად,რომ ძლივს გავარჩიე: ''ძნელია!''.
ცოტა ხანს კიდევ იჯდა ჩემს ოთახში .მერე წყნარად დაგვემშვიდობა და გავიდა.

ახლა დალილას ძველ ლექსებს ვათვალიერებდი, ხუთ აპრილს,კვირას,ორ საათზე '' ამირანის'' ლიტერატურულ კაფეში მისი ახალი წიგნის განხილვა და პოეზიის საღამოა , ორიოდე სიტყვა მეც ხომ უნდა ვთქვა და ...აი!
.... ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოქვეყნებული მისი ლექსი,სადაც სიტყვა-სიტყვით იგივე წერია '' ყველა დედაზე უფრო დედა''.
მე ვიცი,დალილას ლამის ყველაფერი თავისი მრავალრიცხოვანი ლექსებიდან - ზეპირად ახსოვს.
ახლა უკვე ისიც ვიცი,რას ნიშნავდა მაშინ მისი ერთადერთი სიტყვა: ''ძნელია!''
აი,ასეთია დალილა.

This post has been edited by nino darbaiseli on 2 Apr 2009, 15:10
dro
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1889
წევრი No.: 70820
რეგისტრ.: 12-September 08

გამოგზავნილია: 2 Apr 2009, 16:56  #13206315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რამდენი ხანია ასეთ სხივს არ შევხვედრივარ!
დღევანდელ დღეს თვალს ისე ჭრის ეს სხივი, რომ ვერც გაუსწორებ...
nino darbaiseli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1690
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08

გამოგზავნილია: 9 Apr 2009, 23:22  #13312712      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ნინო დარბაისელი

ცხრა ძმისა


მამას თუ ჰქონდა ისრის კონა გადანახული,
დედას - უბეში
მთელი ცხოვრება
ედო ერთი თხილის გული,
ხილაბანდში გამოხვეული .

და როცა ჟამმა მოაწია
და ცხრავე ვაჟი
იმის საწოლთან შეიყარა,
იხმო უფროსი...

უფროსი რატომ?!
პირველი იყო ,
პირველობას არც ვის უთმობდა,
მეორე შვილი დინჯი ჰყავდა,მორიდებული,
მესამე - ცოტა აბეზარი,
ხოლო მეოთხე და მეხუთე - ტყუპები იყვნენ,
ყველას შველოდნენ,აშველებდნენ შუათანანი,
მეექვსე - გარეთ ხათრიანი,შინ კი - თამამი,
მეშვიდეს - ცოტა ხრიკიანი ჰქონდა ბუნება
და მერვეს ხშირად აცურებდა...
ნაბოლარა კი მუდამ ყველას ეტოქებოდა.

ჩამწკრივდნენ ძმები -
- მომაკვდავის წინ გაიჭიმა ჩანგის ცხრა ძალი.

პირველმა თხილი ხელისგულზე დაანამცეცა.
და გაუწოდა ძმას მომდევნოს,
მაგრამ მომდევნომ
რაწამს იხილა წილი თვისი ,
ეცვალა სახე.
დანარჩენებმა -
- დედის უჩუმრად დამუწეს პირი.
ზოგს შეუბღვირა ძმამ პირველმა
ზოგს - ემუდარა,
ზოგმა ჩაყლაპა თავისი წილი,
ზოგმა კი - არა,
ნაბოლარამაც იუარა.

ხედავდა დედა,
ხელისგული
ვერ გაიცალა...

- თქვენ შემოგევლოთ დედათქვენი!
მადლობა უფალს!
ნეტა მეათეც მომცემოდა ...
უკრთოდა ცრემლი,
მერე თვალები დახუჭა და ნავმაც გაცურა.

ჰო,იმ გამოწვდილ ხელისგულზე
დარჩა სამყოფი
ყველასთვის,
ვისაც ისევ ახსოვს
ძველი ამბავი,
მაგრამ არ სჯერა,
რომ
არის დრო და არის ნაყოფი.

მძაღეა თხილი -
- დედის უბეში შემონახული!



-----
1. ჩანგის ძალები - ძველი ქართული ტრადიციით,ჩანგის სიმები ,ანუ ძალები გამომშრალ- დამუშავებული ნაწლავისგან მზადდებოდა.არსებობდა ცხრაძალიანი ჩანგი./ივ.ჯავახიშვილი/.
რაკი ლექსის თემა - პატრიოტიზმია.ამ სახეში თავისებური ალუზიაცაა აკაკის სიტყვებისა'' ჩანგური საქართველოა,სიმები ჩვენ ვართ ყველაო''.

This post has been edited by nino darbaiseli on 10 Apr 2009, 00:25
levan63
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 113
წევრი No.: 83785
რეგისტრ.: 2-February 09

გამოგზავნილია: 15 Apr 2009, 12:56  #13403468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
QUOTE (სექსტეტი @ 16 Apr 2008, 17:44 )
ეჰ, ხომ ვამბობდი, მოსაშთობია ეს პიონერთა სახლის ჟურნალისტური წრეები, მწერლობის სახელოსნოები და პოვეტობის შრომაგამასწორებელი ორგანოები-მეთქი...

შენ გეტყობა მიშას იდეოლოგიით მძიმედ ხარ დაავადებული, ასე რომ გძულს ყველაფერი ტრადიციული და ქართული. ისე მაგ შენი ბელადის სმენას, პატარა წიგნიც, რომ გადაგეფურცლა ზედმეტი არ მოგივიდოდა! vik.gif
strixnina
Пилите, Шура, пилите!


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1719
წევრი No.: 58585
რეგისტრ.: 16-April 08

გამოგზავნილია: 15 Apr 2009, 13:52  #13404461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
levan63
QUOTE
ისე მაგ შენი ბელადის სმენას, პატარა წიგნიც, რომ გადაგეფურცლა ზედმეტი არ მოგივიდოდა! 

შენ თუ ფურცლავ, რა ხეირი?
შენ არ გასწავლეს, რომ ყველა "რომ"-ის წინ მძიმე არ იწერება?
გნახოს ხაჭაპურიძემ! ტყავს გაგაძრობს.
nino darbaiseli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1690
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08

გამოგზავნილია: 16 Apr 2009, 10:45  #13419489      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
სასაფლაოს გაზაფხული

ერთხელ ანა კალანდაძეს ინტერვიუში ჰკითხეს,თუ შეუცვლია როდესმე რაიმე უკვე გამოქვეყნებული ლექსის ხელახალი დასტამბვისას.
ანამ უპასუხა, რომ მისი ლექსები ჯერ ზეპირად იქმნება და როცა ქაღალდზე გადააქვს, შემდგომ აღარაფერს ცვლის.
დღემდე მეც ასე ვიყავი დარწმუნებული. ახლა გამახსენდა, რომ საჭირო იყო, ''ლიტერატურა.გე''-ს თემაში ''არმაღანი'' ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი მისი ლექსი დამედო.
გადმოვიღე პირველი კრებული, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა /ანა კალანდაძე, ლექსები, სახელგამი, თბ., 1953 / გავემზადე ტექსტის ასაწყობად, გადავათვალიერე და.. მეუცხოვა. ჯერ ჩემი მეხსიერების ცდომილებას დავაბრალე, ახლა ბოლო პერიოდში გამოცემულ კრებულში /ანა კალანდაძე, ლექსები , საბჭ. საქართველო, თბ., 1984, გვ. 74/, მოვიძიე იგივე ლექსი.შევუდარე და...
მოკლედ, ვდებ ორივე ვერსიას:

1.

ანა კალანდაძე


ლადო ასათიანს


„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი


სადმე, ახლოს, მზე კვლავ გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან ... ნანას გეტყვის ნაკადული
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს...
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა...
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
აღდგებიან წლები შენი ჭაბუკობის:
ისევ გინდა,თქვა სიმღერა ჩაუქრობი,
ჩვენს შორის რომ სასოებით იხსენება...
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
მშვიდობაზე შენი ლექსი იწერება...
გაზაფხული...ნახე,რარიგ წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის...

1946



2.


ანა კალანდაძე

სასაფლაოს გაზაფხული

„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი

სადმე, ახლოს, მზეი გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან, იტირებენ და ქართული,
და ქართული,
„უფლის ხელით დახატული“
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს.
და თუ მუდამ შენ მღეროდი ტკბილი ენით,
სასაფლაო? სასაფლაო დუმილს ირჩევს.
ქარი მოვა, მზეც ჩამოვა ხშირად ზენით
და „თბილ საფლავს“
თვის ოქროს ფეხს დააბიჯებს.
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
მუქ ლურჯ ცაზე მტრედისფერი ნისლი ცურავს,
ბრწყინვენ ცვარნი, ცრემლებივით ციმციმებენ...
სასაფალაოს ნაკადულზე ჩამოსულან
„ნამკაშურის წისქვილები“...
მზე, ჩამოვა, ქვის ძეგლებზე სხივებს დაღვრის,
ქვის ძეგლებზე, ჟამთა სვლით რომ დაღარულან...
ცა ირხევა, ვით ერეკლეს ბაირაღი,
და ნაძვები „ნაფიქრალით დაფარულან“,
სასაფლაოს გაზაფხულიც წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის.


ახლა ამ ორ ვერსიას ერთმანეთს ვუდარებ და თქვენი დახმარება მჭირდება,რომ ვუპასუხო რამდენიმე კითხვას:
1.რა ცვლილებები შეიტანა პოეტმა ლექსში.
2.რა მიზეზით?
3.რა მივიღეთ შედეგად ?
4.რომელი ვერსიაა უკეთესი:პირველი თუ საბოლოო ,და რატომ?

This post has been edited by nino darbaiseli on 16 Apr 2009, 10:46
strixnina
Пилите, Шура, пилите!


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1719
წევრი No.: 58585
რეგისტრ.: 16-April 08

გამოგზავნილია: 16 Apr 2009, 13:07  #13421329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nino darbaiseli
QUOTE
ახლა ამ ორ ვერსიას ერთმანეთს ვუდარებ და თქვენი დახმარება მჭირდება,რომ ვუპასუხო რამდენიმე კითხვას:
1.რა ცვლილებები შეიტანა პოეტმა ლექსში.
2.რა მიზეზით?
3.რა მივიღეთ შედეგად ?
4.რომელი ვერსიაა უკეთესი:პირველი თუ საბოლოო ,და რატომ?

რას გვეკითხება ამოცანა? chups.gif
levan63
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 113
წევრი No.: 83785
რეგისტრ.: 2-February 09

გამოგზავნილია: 16 Apr 2009, 17:33  #13425781      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
QUOTE (nino darbaiseli @ 16 Apr 2009, 10:45 )
სასაფლაოს გაზაფხული

ერთხელ ანა კალანდაძეს ინტერვიუში ჰკითხეს,თუ შეუცვლია როდესმე რაიმე უკვე გამოქვეყნებული ლექსის ხელახალი დასტამბვისას.
ანამ უპასუხა, რომ მისი ლექსები ჯერ ზეპირად იქმნება და როცა ქაღალდზე გადააქვს, შემდგომ აღარაფერს ცვლის.
დღემდე მეც ასე ვიყავი დარწმუნებული. ახლა გამახსენდა, რომ საჭირო იყო, ''ლიტერატურა.გე''-ს თემაში ''არმაღანი'' ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი მისი ლექსი დამედო.
გადმოვიღე პირველი კრებული, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა /ანა კალანდაძე, ლექსები, სახელგამი, თბ., 1953 / გავემზადე ტექსტის ასაწყობად, გადავათვალიერე და.. მეუცხოვა. ჯერ ჩემი მეხსიერების ცდომილებას დავაბრალე, ახლა ბოლო პერიოდში გამოცემულ კრებულში /ანა კალანდაძე, ლექსები , საბჭ. საქართველო, თბ., 1984, გვ. 74/, მოვიძიე იგივე ლექსი.შევუდარე და...
მოკლედ, ვდებ ორივე ვერსიას:

1.

ანა კალანდაძე


ლადო ასათიანს


„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი


სადმე, ახლოს, მზე კვლავ გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან ... ნანას გეტყვის ნაკადული
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს...
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა...
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
აღდგებიან წლები შენი ჭაბუკობის:
ისევ გინდა,თქვა სიმღერა ჩაუქრობი,
ჩვენს შორის რომ სასოებით იხსენება...
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
მშვიდობაზე შენი ლექსი იწერება...
გაზაფხული...ნახე,რარიგ წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის...

1946



2.


ანა კალანდაძე

სასაფლაოს გაზაფხული

„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი

სადმე, ახლოს, მზეი გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან, იტირებენ და ქართული,
და ქართული,
„უფლის ხელით დახატული“
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს.
და თუ მუდამ შენ მღეროდი ტკბილი ენით,
სასაფლაო? სასაფლაო დუმილს ირჩევს.
ქარი მოვა, მზეც ჩამოვა ხშირად ზენით
და „თბილ საფლავს“
თვის ოქროს ფეხს დააბიჯებს.
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
მუქ ლურჯ ცაზე მტრედისფერი ნისლი ცურავს,
ბრწყინვენ ცვარნი, ცრემლებივით ციმციმებენ...
სასაფალაოს ნაკადულზე ჩამოსულან
„ნამკაშურის წისქვილები“...
მზე, ჩამოვა, ქვის ძეგლებზე სხივებს დაღვრის,
ქვის ძეგლებზე, ჟამთა სვლით რომ დაღარულან...
ცა ირხევა, ვით ერეკლეს ბაირაღი,
და ნაძვები „ნაფიქრალით დაფარულან“,
სასაფლაოს გაზაფხულიც წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის.


ახლა ამ ორ ვერსიას ერთმანეთს ვუდარებ და თქვენი დახმარება მჭირდება,რომ ვუპასუხო რამდენიმე კითხვას:
1.რა ცვლილებები შეიტანა პოეტმა ლექსში.
2.რა მიზეზით?
3.რა მივიღეთ შედეგად ?
4.რომელი ვერსიაა უკეთესი:პირველი თუ საბოლოო ,და რატომ?

ისე ფაცია დეიდას სკოლის ჯადოსნურ სამყაროს მეც ვეზიარე. "ჩემს მეზღაპრე ბიჭს მეძახდა", ზღაპრების წერა მიყვარდა, თუმცა მალე მივატოვე ეს ჯადოსნური სამყარო (დღევანდელი გადასახედიდან ასე მეჩვენება) . სკოლა, რა საამაყოა და ცოტა "მობლატავე" ელემენტად დავამთავრე, მერე თითქოს ცხოვრება ავაწყე, მერე ისევ ავრიე და ა.შ.
ეხლა, თითქოს მეხმა დამკრაო, ისევ ფაცია დეიდას დახატულ სამყაროში მომინდა დაბრუნება, მაგრამ ძალიან ძნელი გამოდგა, თუმცა მაინც ვცდილობ და ჩემსას მაინც გავიტან, ოღონდ ძალიან გთხოვ დამეხმარო. ერთი წერილი მოგწერე და გთხოვ დამეხმარო! 2kiss.gif war.gif

რაც შეეხება ამ ამოცანის ამოხსნას შევეცდები უახლოეს ხანში ამოვხსნა!!!!
nino darbaiseli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1690
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08

გამოგზავნილია: 16 Apr 2009, 19:30  #13427562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE (levan63 @ 16 Apr 2009, 17:33 )
QUOTE (nino darbaiseli @ 16 Apr 2009, 10:45 )
სასაფლაოს გაზაფხული

      ერთხელ ანა კალანდაძეს ინტერვიუში ჰკითხეს,თუ შეუცვლია როდესმე რაიმე უკვე გამოქვეყნებული ლექსის ხელახალი დასტამბვისას.
      ანამ უპასუხა, რომ მისი ლექსები ჯერ ზეპირად იქმნება და როცა ქაღალდზე გადააქვს, შემდგომ აღარაფერს ცვლის.
      დღემდე მეც ასე ვიყავი დარწმუნებული. ახლა გამახსენდა, რომ საჭირო იყო, ''ლიტერატურა.გე''-ს თემაში ''არმაღანი''  ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი მისი ლექსი დამედო.
        გადმოვიღე პირველი კრებული, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა /ანა კალანდაძე, ლექსები, სახელგამი, თბ., 1953 / გავემზადე ტექსტის ასაწყობად, გადავათვალიერე და.. მეუცხოვა. ჯერ ჩემი მეხსიერების ცდომილებას დავაბრალე, ახლა ბოლო პერიოდში გამოცემულ კრებულში /ანა კალანდაძე, ლექსები , საბჭ. საქართველო, თბ., 1984, გვ. 74/, მოვიძიე იგივე ლექსი.შევუდარე და...
მოკლედ, ვდებ ორივე ვერსიას:

1.

ანა კალანდაძე


ლადო ასათიანს


„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი


სადმე, ახლოს, მზე კვლავ გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან ... ნანას გეტყვის ნაკადული
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს...
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა...
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
აღდგებიან წლები შენი ჭაბუკობის:
ისევ გინდა,თქვა სიმღერა ჩაუქრობი,
ჩვენს შორის რომ სასოებით იხსენება...
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
მშვიდობაზე შენი ლექსი იწერება...
გაზაფხული...ნახე,რარიგ წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის...

1946



2.


ანა კალანდაძე

სასაფლაოს გაზაფხული

„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი

სადმე, ახლოს, მზეი გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან, იტირებენ და ქართული,
და ქართული,
„უფლის ხელით დახატული“
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს.
და თუ მუდამ შენ მღეროდი ტკბილი ენით,
სასაფლაო? სასაფლაო დუმილს ირჩევს.
ქარი მოვა, მზეც ჩამოვა ხშირად ზენით
და „თბილ საფლავს“
თვის ოქროს ფეხს დააბიჯებს.
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
მუქ ლურჯ ცაზე მტრედისფერი ნისლი ცურავს,
ბრწყინვენ ცვარნი, ცრემლებივით ციმციმებენ...
სასაფალაოს ნაკადულზე ჩამოსულან
„ნამკაშურის წისქვილები“...
მზე, ჩამოვა, ქვის ძეგლებზე სხივებს დაღვრის,
ქვის ძეგლებზე, ჟამთა სვლით რომ დაღარულან...
ცა ირხევა, ვით ერეკლეს ბაირაღი,
და ნაძვები „ნაფიქრალით დაფარულან“,
სასაფლაოს გაზაფხულიც წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის.


ახლა ამ ორ ვერსიას ერთმანეთს ვუდარებ და თქვენი დახმარება მჭირდება,რომ ვუპასუხო  რამდენიმე კითხვას:
1.რა ცვლილებები შეიტანა პოეტმა ლექსში.
2.რა მიზეზით?
3.რა მივიღეთ შედეგად ?
4.რომელი ვერსიაა უკეთესი:პირველი თუ საბოლოო ,და რატომ?

ისე ფაცია დეიდას სკოლის ჯადოსნურ სამყაროს მეც ვეზიარე. "ჩემს მეზღაპრე ბიჭს მეძახდა", ზღაპრების წერა მიყვარდა, თუმცა მალე მივატოვე ეს ჯადოსნური სამყარო (დღევანდელი გადასახედიდან ასე მეჩვენება) . სკოლა, რა საამაყოა და ცოტა "მობლატავე" ელემენტად დავამთავრე, მერე თითქოს ცხოვრება ავაწყე, მერე ისევ ავრიე და ა.შ.
ეხლა, თითქოს მეხმა დამკრაო, ისევ ფაცია დეიდას დახატულ სამყაროში მომინდა დაბრუნება, მაგრამ ძალიან ძნელი გამოდგა, თუმცა მაინც ვცდილობ და ჩემსას მაინც გავიტან, ოღონდ ძალიან გთხოვ დამეხმარო. ერთი წერილი მოგწერე და გთხოვ დამეხმარო! 2kiss.gif war.gif

რაც შეეხება ამ ამოცანის ამოხსნას შევეცდები უახლოეს ხანში ამოვხსნა!!!!

ლევან ძვირფასო! შევამოწმე ჩემი წერილები აქ,ფორუმზე და არაფერია.
სხვაგან ხომ არ დამიტოვეთ პმ?
სექსტეტი
M i s s i s s i p p i


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4807
წევრი No.: 38171
რეგისტრ.: 13-July 07

გამოგზავნილია: 16 Apr 2009, 20:55  #13428775      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
levan63

QUOTE
შენ გეტყობა მიშას იდეოლოგიით მძიმედ ხარ დაავადებული, ასე რომ გძულს ყველაფერი ტრადიციული და ქართული. ისე მაგ შენი ბელადის სმენას, პატარა წიგნიც, რომ გადაგეფურცლა ზედმეტი არ მოგივიდოდა!


პატარა წიგნები რო არ მაქ, სუუ დიდები მაქ user.gif


--------------------
Дети _ лишь оправданье нашей наготе...


მე ახლა მარწყვს ვჭამ
levan63
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 113
წევრი No.: 83785
რეგისტრ.: 2-February 09

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 15:02  #13438978      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
QUOTE (სექსტეტი @ 16 Apr 2009, 20:55 )
levan63

QUOTE
შენ გეტყობა მიშას იდეოლოგიით მძიმედ ხარ დაავადებული, ასე რომ გძულს ყველაფერი ტრადიციული და ქართული. ისე მაგ შენი ბელადის სმენას, პატარა წიგნიც, რომ გადაგეფურცლა ზედმეტი არ მოგივიდოდა!


პატარა წიგნები რო არ მაქ, სუუ დიდები მაქ user.gif

სექსტეტ, შენ სტრიხნინას მაგივრად რად მპასუხობ, რა რამე თუ უნდა ვერ მიპასუხებს თუ?
* * *
QUOTE (nino darbaiseli @ 16 Apr 2009, 19:30 )

ლევან ძვირფასო! შევამოწმე ჩემი წერილები აქ,ფორუმზე და არაფერია.
სხვაგან ხომ არ დამიტოვეთ პმ?

ნინო, წერილი პირადი და ელ.ფოსტით გამოგიგზავნე, წესით კანინეტის ინ ბოქსში უნდა იყოს! თუ მაინც ვერ აღმოაჩინე ჩემს ელ.ფოსტის მისამრთს ვტოვებ და იქნებ უბრალოდ გამომეხმაურო, შემდეგ, რომ მოგწერო!

levan63@posta.ge
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (38) « პირველი ... 13 14 [15] 16 17 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0745 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]