forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (4) 1 [2] 3 4   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კლასიკოსების ცნობილი გამონათქვამები, ლამაზი სიტყვები, ლამაზი ფრაზები
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3405
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 19 Sep 2008, 13:08  #10912776      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.

* * *
საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით.

* * *
შეწყნარება დაჯერებას არ ჰნიშნავს, გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომლითაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს, თუნდაც თქვენს უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგს. პატივით მოქცევა კიდევ იმას ჰქვიან, რომ მთქმელს, თუ გამკითხველს საბუთი გაუჩხრიკოთ, საბუთი აუწონოთ თქვენს საკუთარ სასწორზე, ასე თუ ისე საკუთარი ფასი დასდოთ და მისაწყავი ისე მიუწყათ. ყოვლად საკადრისი საქციელი გონებაგახსნილისა და მართლა განათლებულის კაცისა სწორედ ეს გზაა და სხვა არარა. ვისაც ეს არა სჭირს, ტყუილად თავსა სდებს განათლებაზე, ტყუილად აბრიყვებს თავისთავსაც და სხვასაც, განათლებული ვარო. იგი ყოველ გონებადახშულზედ უარესია.

* * *
ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.

* * *
კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, - ამბობს ჩვენი ერი: - ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა - წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

* * *
ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.

* * *
რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა... მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.

* * *
თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა? დრო გამოიცვლება, დრო მოვა, როცა თავისის ვინაობიდან გადამდგარი კაცი ყველასაგან შერისხული იქნება, როგორც უღირსი, თითონ იმათგანაც კი, ვინც ახლა სიხარულით ამისთანა კაცს შეიკედლებს ხოლმე და ულოლოებს. დრო მოვა, როცა ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ორჯერ-ორი, რომ თუ კაცი თავისას გაუდგა, სხვისას ვერ უერთგულებს. ეს ჭეშმარიტება დღეს ცოტამ იცის და ხვალე ბევრს ეცოდინება, და მაშინ ვაი თავის ვინაობაზედ გულაცრუებულს, გულგრილს და ხელაღებულს!

* * *
რაც კაცს უფრო საკეთილოდ მიაჩნია, უფრო საუმჯობესოდ, უფრო სამართლიანად, მას უნდა მთელის თვისის მხნეობით და ღონით შეეწიოს იმისდა მიუხედავად, ეწყინება ვისმე, თუ არა. იქ წყენა რას მიქვიან, საცა ჩემი რწმენა, ჩემი ადამიანობა მიწვევს სამოქმედოდ და ქვეყნის საკეთილდღეოდ. იქ მამულის-შვილობის ვალი ითხოვს, რომ არაფერს მოვერიდო და ცხარედ ჩავკიდო ხელი მას, რაც ჩემმა კაცობამ, ჩემმა რწმენამ, ჩემმა სინდისმა წინ დამისვა ნიშნად. ამას ითხოვს მოქალაქეობრივი გულადობა, ვაჟკაცობა და ქველობა.

* * *
დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს... ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თვითონ ბრალეული თავის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს.

* * *
რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე, ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია!

ილია ჭავჭავაძე
Harry Potter
კაი საჯადოქრე მასალა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11803
წევრი No.: 11090
რეგისტრ.: 29-June 05

გამოგზავნილია: 21 Sep 2008, 08:40  #10931973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
რა აზრი ქვს იმ ბავშვის ცხოვრებას რომელიც ბარიგებმა გააუპატიურეს! © გოჩა მანველიძე


--------------------
http://chiti.ge

ნომრის დადება და სტრელები არ მოითხოვოთ, ბოზიშვილივიყო არ მოვალ. ამიტომ გაუფრთხილდით ნერვებს!
mamlayinwa25
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 31
წევრი No.: 70457
რეგისტრ.: 4-September 08

გამოგზავნილია: 21 Sep 2008, 10:48  #10932210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შური, ლანძღვა, დავა და კილვა-უბადრუკ ადამიანთა თანამგზავრია...
რასაც კეთილგონიერება და სირცხვილის გრძნობა ახლავს, მუდამ ყვავილობს და ნაზად იფურჩქნება.ღმერთი იყოს ამ სიკეთის მომნიჭებელი!

ბერძენი საზოგადო მორვაწე

ვუძღვნი ზოგიერთ ფორუმელს
aniaa
Nothing's Gonna Change My World


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1218
წევრი No.: 43282
რეგისტრ.: 4-October 07

გამოგზავნილია: 21 Sep 2008, 11:07  #10932296      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
რა აზრი ქვს იმ ბავშვის ცხოვრებას რომელიც ბარიგებმა გააუპატიურეს! © გოჩა მანველიძე

ხო აბა რა givi.gif
loza
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2653
წევრი No.: 29697
რეგისტრ.: 10-February 07

გამოგზავნილია: 24 Sep 2008, 22:54  #10973636      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
"... დიდები ვერასოდეს მიხვდებიან, რა საოცარი რამაა ეს!.."
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3405
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 24 Sep 2008, 23:29  #10974045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
loza

QUOTE
"... დიდები ვერასოდეს მიხვდებიან, რა საოცარი რამაა ეს!.."


ეს რომელი კლასიკოსის გამონათქვამია?
biggrin.gif
Survivor
Thinker


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2255
წევრი No.: 50555
რეგისტრ.: 3-January 08

გამოგზავნილია: 24 Sep 2008, 23:32  #10974082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
რა აზრი ქვს იმ ბავშვის ცხოვრებას რომელიც ბარიგებმა გააუპატიურეს! © გოჩა მანველიძე

up.gif love.gif

loza
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2653
წევრი No.: 29697
რეგისტრ.: 10-February 07

გამოგზავნილია: 24 Sep 2008, 23:38  #10974160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
RENE_Z
QUOTE
ეს რომელი კლასიკოსის გამონათქვამია?

სენტეკზიუპერის.
chorven:)
___________


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3719
წევრი No.: 51640
რეგისტრ.: 16-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2008, 00:09  #10974592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მეზობლის ბიჭს ცხვირი მოხოცე და სხლში შემოიყვანეო,- სერვანტესი, დონ კიხოტი
kukuruku
Get real!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10868
წევრი No.: 61050
რეგისტრ.: 13-May 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2008, 00:10  #10974603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
chorven:)
QUOTE
მეზობლის ბიჭს ცხვირი მოხოცე და სხლში შემოიყვანეო,- სერვანტესი, დონ კიხოტი


biggrin.gif biggrin.gif


--------------------
საქართველოში ყველაფერს პატიობენ...გარდა ნიჭისა. შალვა ნუცუბიძე
humanoidi
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 37385
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04

გამოგზავნილია: 25 Sep 2008, 00:11  #10974614      · პროფილი · პირადი მიმოწერა
chorven:)
Harry Potter
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
chorven:)
___________


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3719
წევრი No.: 51640
რეგისტრ.: 16-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2008, 00:13  #10974651      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
humanoidi
მალე შენ რომ წიგნი მათხოვე, იქედან ავკრეფ რაცხეებს biggrin.gif biggrin.gif 2kiss.gif
ის დრო გამახსენდა კითხვა რომ მიყვარდა 2kiss.gif
kukuruku

2kiss:
humanoidi
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 37385
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04

გამოგზავნილია: 25 Sep 2008, 00:17  #10974690      · პროფილი · პირადი მიმოწერა
chorven:)
ოოო, მაგ წიგნიდან მართლა ბევრი მაგარი რამის აკრეფა შეიძლება. biggrin.gif 2kiss.gif
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3405
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2008, 09:58  #10976798      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
გოჩა მანველიძე

მისი კლასიკოსებში ჩაწერა ცოტა ნაადრევი მგონია biggrin.gif
QUOTE
მეზობლის ბიჭს ცხვირი მოხოცე და სხლში შემოიყვანეო,- სერვანტესი, დონ კიხოტი

ეს კი ნამდვილად აღარ მახსოვდა, დიდი მადლობა,რომ შემახსენე biggrin.gif
syd604
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 37
წევრი No.: 44657
რეგისტრ.: 23-October 07

გამოგზავნილია: 25 Sep 2008, 15:05  #10979950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სიტყვები, სიტყვები, სიტყვები.

შექსპირი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) 1 [2] 3 4  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0355 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]