forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (99) « პირველი ... 21 22 [23] 24 25 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩვენი საყვარელი ლექსები, VI ნაწილი
bebera
The Wall


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2807
წევრი No.: 121368
რეგისტრ.: 21-September 10

გამოგზავნილია: 1 May 2013, 02:22  #36244746      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ნამბერ ვან

ნ ო ს ტ ა ლ გ ი ა

უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე,
ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?!
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად,
მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.
როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?!
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.
თქვენს წინაშე თუ კი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმანიშნეთ არ დამზოგოთ
საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ,
სინანულიც გვიანია ქალბატონო?
ეს ცხოვრება ბილიკია, ეკლიანი
ზოგი დარდის ლუკმას ეძებს სამახსოვროდ,
არ მოგბეზრდათ მარტოდმარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.
მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს!
მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც, რომ შეგპარვიათ ქალბატონო.
და დრო დადგა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხრით, მაგ სიტყვების სამახსოვროდ,
გახსოვთ მაშინ, თვალს რო ვეღარ გაშორებდით,
ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო?
თუ გიყვარდით ამიხსენით რატომ დამგმეთ?
ახლა ვინ გყავთ პატრონი ან საპატრონო?
მომიტევეთ, კიდევ ერთხელ პატივს დაგდებთ
და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო



ნამბერ თუ

რატომ გგონიათ ქალბატონო, თითქოს წუხელის
თქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს,
არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის,
თქვენ კი გგონიათ,
ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ,
რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე,
ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია;
მე შემიძლია გიერთგულოთ იმ სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.
მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში,
მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს,
თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით მყუდრო ბინაში,
მე კი სად წავალ, ქალბატონო, როგორ გგონიათ?!
ეს არც ფიცია, არც ღაღადი, არც აღსარება
თუ თქვენი კდემა გავიხადე სიგიჟის ძეგლად...
და ყველა მზერა, თუ უსიტყვო ამკვნესარება
იკმარეთ ჩემი თავხედობის მოსატევებლად...
და ნუ გგონიათ, მარტოოდენ თრობისთვის ვსვამდე,
ან საფეთქლისთვის ჩავარჩინე ლულაში ტყვია;
არა! უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.






--------------------
პრინციპში, მე იგივე ვარ მარად და მარად.. ადამიანების შეურაცხყოფაზე ვრეაგირებ..@irusha
პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და iქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო
vivianna
GDSA ♒


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4092
წევრი No.: 97684
რეგისტრ.: 12-August 09

გამოგზავნილია: 1 May 2013, 14:01  #36248502      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (leni-ko @ 30 Apr 2013, 10:06 )
ისე მშვიდია ეს გაზაფხული



ისე მშვიდია ეს გაზაფხული,
თითქოს, უბრალოდ თამაშობს ბავშვი
და თავის უცხო წარმოსახვებით
კვლავ ინარჩუნებს სიზმართან
კავშირს...
გადახუნებულ დღეთა აკიდო
მოგონებების შემორჩა ხარდანს;
სხვა არაფერი არც გვაბადია,
ამ უსიცოცხლო წარსულის გარდა.
თუმც ხიდი _ უკან დანაღმულია,
მაინც გავრბივართ გულისხეთქებით
და გაზაფხულზე,
ატმის ხესავით,
მოგონებათა ნაღმზე ვფეთქდებით...
და დაფლეთილი ჩვენი სულები
იძირებიან წვიმათა შვავში,
ისე უბრალოდ და გატაცებით,
ისე საშიშად
თამაშობს ბავშვი...











ვისი ლექსიაა ?
ძააან მომეწონაა


--------------------
In time, things will fall right in place..
wuma
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 274
წევრი No.: 152562
რეგისტრ.: 1-August 12

გამოგზავნილია: 1 May 2013, 15:59  #36250111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ავდარი

თქვენი თვალები, ზღვას რომ ბაძავენ,
მე მზის ვიგრძენი გულში ისარი.
დღეს ყველა ქარი ფრენას მაძალებს,
და ეს ავდარიც ალბათ ძრვის არი.
ავგული იყოს და ჯავშნიანი
ფოლადი რეკდეს ქარიშხლის ხმაში,
ზღვის ღელვა _ ლურჯი კაბის შრიალი,
ზღვის მსხვრევა _ თეთრი ხელების ტაში...
ჩემი ხომალდი გადურჩა ავდარს
და საუნჯეთა მფლობელი არის,
მას ვარსკვლავები ტყვეებად ჰყავდა,
მან დაატყვევა ყოველი ქარი.
ჩემი ხომალდის გზა _ სიყვარული,
თეთრი და ირმის ნახტომის მსგავსი...
ჩვენ ვიცით მარტო გულის ფარულის
და დაუხარჯავ ცრემლების ფასი.

ალექსანდრე საჯაია
1938.წ


--------------------
was born to fly
merciamercia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11090
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08

გამოგზავნილია: 1 May 2013, 16:25  #36250475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დაუმთავრებელი ბარათი

ვერ აიტანე უკმეხი ბედი-
მინანქრებს სადღაც სუსხავდა თრთოლვა,
ეხლაც არ მახსოვს, როგორ წავედი,
ან გულმა როგორ გამოგიგლოვა.

შენ რომ გამშორდი, თხელ ნაფეხურებს
დიდხანს უმზერდნენ ხიდან ჩიტები.
და კვლავ ბარდნიდნენ ჩემ მწუხარებას
თოვლი და მკრთალი პანაშვიდები.



ნიკო სამადაშვილი

This post has been edited by merciamercia on 1 May 2013, 16:26


--------------------
"მე კი დავრწმუნდი რომ შენი ხელი
ჩემს დაღლილ ხელზე შეცდომით იდო,
შეცდომით იდო და ნელა-ნელა
თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ.''



“I have the simplest tastes. I am always satisfied with the best.” :chups:
nia-1nia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 445
წევრი No.: 107970
რეგისტრ.: 30-December 09

გამოგზავნილია: 2 May 2013, 02:01  #36258060      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ორბელიანი
ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და…
მეთხუთმეტე კაცად შევიდა…

ცამეტი ლუდოვიკო
კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება
ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება.

ხელმწიფემ
საბას ნაუბარი
მოისმინა რა,
– ოჰ…
ოჰ…
ოჰ…
ოჰო!… –
თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი
არაფერი
გამოვიდა რა
(საბას ხმა
როდი წააგავდა
კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,
ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა
დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი
გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას
აკანკალებს რა?!

– რამ დაასველა?!
რამ დათეთრა?!
რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

…მზე ეთხოვება
ალბათ ახლა
ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა,
სულხან-საბავ,
თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები
ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში
სტირის დედა
შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში
შვილი დედას სტირის, -
ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმიდა ნინოს –
მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა…
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!
merciamercia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11090
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08

გამოგზავნილია: 2 May 2013, 22:31  #36268135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად

ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად,
წარმართ თვალებზედ ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული,
მთვარე დაისით გაგითბია, როგორც დაირა
და ანგელოზებს ულანძღიხარ მუხლებდამზრალი.

ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი,
ღმერთების ჯოგი გოლგოთაზედ გელანდებოდა,
დასწყევლოს ღმერთმა რაღა ნისლებს დაუმეგობრდი,
თუ არ იცოდი სად ინათლა, სად ბნელდებოდა!

რა საოცარი იყო შენი მარადისობაც:
დევნილ სიცოცხლეს, ბნელ სიზმრების ჯანღი მალამდა,
დრო საუკუნის ჯახაჯუხში ჩაისრისება
და ეგ ცხოვრებაც მოთავდება როგორც ბალადა.

ძლივს დარწმუნდები რომ შენ ჯვარცმაც კი არ გწყალობდა,
ბედს ნუღარ ერჩი, თუ ლოდებმა ამოიოხრეს,
იტყვიან: ნეტავ დაგენახათ, როგორ წვალობდა,
სანამ დარდებმა საცოდავი სულ არ გამოხრეს.

ეხლა დადიხარ და ხეებსაც კი ერიდები,
ხან არც კი გინდა რომ ბინაში შემოგყვეს ჩრდილი,
ცოტა ხანს კიდევ... იმის მერე, რო დაბერდები,
ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი.

და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს,
არმაზის კერპი, ან ქარების ტიალი დოღი,
სანამ გრიგალებს, შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს,
გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი.

ნიკო სამააშვული

This post has been edited by merciamercia on 2 May 2013, 22:34
kranci



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3468
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11

გამოგზავნილია: 4 May 2013, 11:05  #36284529      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
".... ანგელოსო,
მიტოპავენ წვალებით...
სიყვარული მდინარეში ფონია...
დაირწევა ჯაზი მაწანწალების,
შეწყალების უკვდავი სიმფონია.

ზედ სათიბზე ფეხით მოდის ქალი,
ტერფიც არ დასველებია პურში,
პირჯვარს ვიწერ,
რომ არ ყავდეს ცალი,
პურის ზვირთზე
ფეხშიშველა ქალი..."



დათო მაღრაძე
kranci



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3468
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11

გამოგზავნილია: 4 May 2013, 11:55  #36284944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბაქანი, წეროები, კონიაკი.

ზეცას, თუნდაც მოღუშულს,
მოწყენილს
და წვიმიანს,
ფრთების ჯარს რომ მიანდობს
ყელგაწვდილი ფრინველი,
მისი სულისკვეთება
ამ საკრავის სიმია.
... დრამა ორ მოქმედებად,
მოქმედება პირველი:

-გავა მატარებელი?
ხალხია თუ თხებია,
ზოგი მოკლე კაბით და ზოგი
გრძელი ულვაშით,
რაც ქვეყანას მოვედი,
ამას მეკითხებიან,
მერე უკვირთ, მნახავენ
ადრიანად დუქანში.

ასეთ გზებზე ვათრიე
ჩემი ალფა-ომეგა,
ცაზე მოხვდა პატრიას
ლექსის პწკარი ყანჩებად,
არასდროს მინატრია-სადმე
რამე მომეგო,
რადგან პირჯვარს ვიწერდი
მხოლოდ გასამარჯვებლად.

იყო ბედთან თამაში,
იყო გზაზე დაცემაც,
წუთისოფლის შალაშინს როცა
ტრფობა დანებდა,
რა ვქნა, ვერ მივიცალე
თქვენთვის პატივსაცემად.
რადგან მუხლზე ვიდექი
მხოლოდ სათაყვანებლად.

არსაით არ მეძახდა
საგანძური მეფეთა,
მთვარე მედგა ნაკლული,
სიყვარულის ქომაგი,
შეძახილით კაფეში იყო
ჩემი შეკვეთა:
-კონიაკი ფრანგული
რიჟრაჟამდე ორმაგი!

წუთისოფლის მენიუს
მივაწერე ფასები,
უფრო ხელმისაწვდომი,
ვიდრე სხვაგან ნახავდით,
საფასურად სიცოცხლე,
საკმარია სავსებით,
სიყვარულის მხარგასწვრივ,
როგორც გადასახადი.

ამ ქალაქში, რა ვიცი,
ძველად ვის რა ენება,
ახლა გახდა წრფელობა
ირონიის საბაბი,
სიცოცხლეს იგრძელებენ
გაგრძელებით ენების
და ასაკსაც იკლებენ
დამოკლებით კაბების.

როგორც ჭაღის პეპლები,
ირევიან ნაშები,
თითქმის დავიწყებული
ცოცხლდებიან ქუჩები,
დაბერილი ტუჩებით
ადრე ნაპარპაშები
კვლავ მოდიან
შენ იცი,
თუკი გადაურჩები.

გადარჩენა ერთია,
სიყვარულის წვეთია
ბედი შეუკვეთია,
ამის დამწერს ორმაგი,
აბა ახლა შენ იცი,
შენა ხარ და ღმერთია,
თუ დარჩები პირველი
სიყვარულის ქომაგი.

ზოგი ხალხს თვლის - მოსეა,
ზოგი თავს თვლის მესიად,
მინდა გავქრე მზიანად,
შევერიო უსიერს,
ანდა ვკითხო ფღანგულად,
ძველებური წესია,
თანაც თავაზიანად:
შიგ ხომ აღ გაქვთ, მუსიე!

მუზეუმში საკლავით
მისდგომიან ოპიზარს...
საკმეველი გზას იკვლევს,
საპოვნელად ნაკლისა
ეკლესია იქნება
მეკვლე ქრისტეშობისა,
როცა გვირგვინს ეკლისას
კაცი მოისაკლისებს.

რუხი ცა გააცილებს
წეროების ქარავანს
და მოიწყენს ბაქანი,
ცრემლიანი საცოლე...
მგონი, გუნდს გადავყევი,
მგონი, მე აქ არა ვარ,
სულ შენ ეღვენთებოდი
ცისქვეშეთის საწოლებს.

სანამ გადაივლიან
წეროების გუნდები
ცის კიდეზე სტრიქონებს
წეროებით მივაწერ.
დავბრუნდები სიზმრიდან
სანამ გადავბრუნდები
თუ დამხვდები ბინაში,
დაბრუნებულს ბინაზე.
აქედან და შენამდე გზა
ვერ დავაცოტავე.
ვხვდები ალავერდობას
მერამდენედ უშენოდ...
თუ ოცნება ცოდვაა,
ოცნებები სცოდავენ,
უშენობას შენობა
მინდა ამოვუშენო.

შემომყურებს ბოჭორმის
ხატი წმინდა გიორგის,
ოქროსფერი გიორგი
წრფელობაზე მეტია,
გამებზარა ძახილით ყელში
სახმო იოგი
რადგან ზეცის ვარსკვლავი
გულში არ დამეტია.

შემოგყურებ ღამეში
შუქელვარე ლამპიონს,
ძახილით - გალაკტიონ!
ქარი დაგედევნება,
მინდა მთაში გავიქცე,
მწყემსებს გავეკაფიო,
ვთქვა სიტყვები მკაფიო
მწვერვალების მშვენება.

ცის არ გადაშენება,
წეროების ირაო,
მათი ფრთების მარაოს
მოწვდენილი ნიავი,
სიცოცხლით გადავიხდი
გადაუხდელ გირაოს,
ოღონდ მომწყდეს ნიავი,
ფრთებით ნალოლიავი.

ამდგარა და გამქრალა
ფიროსმანის სამარე,
არც აკვანი არა სჩანს,
იქნებ სულაც არ იყო...
თამარ, მიეთამარე,
აღდგომა დღეს გაფრინდა
უკვალოდ, უთარიღოდ.

და ისე არ ჩაივლის
ჩემი წუთისოფელი,
ცის კიდეზე სტრიქონებს,
წეროებით მივაწერ,
დასრულდება მირაჟი
თრობით დაუთრობელი,
დავბრუნდები ბინაში,
თუ დამხვდები ბინაზე.

გადაივლის ზამთარიც
მოწყენილი დღეებით,
ცაზე შეიკლაკნება
აქსელბანდი ოფიცრის,
სატრფოს გაეღვიძება კარის
ერთი შერებით,
მყუდრო საძინებელი სიცოცხლისთვის მოიცლის.

მოიცლის და
მოიცლის მარტოობის არშიას,
ოხშივარი დაგათრობს
ნათბილარი საწოლის,
გამრუდებულ ცხოვრების
გაისწორებ ხვაშიადს,
მერე წვიმა, ბაქანი,
დარჩენილი საცოლე...

და ბაქანის წვიმები
დადგენილი ფოთლიდან
ისაუბრებს ქოლგასთან
მოლოდინს რომ მოება,
ასხლეტილი წუთები, რასაც
ცული მოთლიდა,
ნაფოტებად დასცვივდა
შეჩერებულ დროებას.

აქაფებულ ტალღებში ჯერ
შევდივარ მხარულით
და თუ მეხსიერება მაინც
გახდა არქივი.
მაშინ თუნდაც დაძველდეს ეს
ჩემი სიყვარული,
სიყვარული ძველდება,
ოღონდ კონიაკივით.

P.S.
ხან ჩემივე სიტყვები
უსაშველოდ მაბრაზებს,
ამიტომაც არასდროს ნათქვამს
არ ვიმეორებ
და ძვირფასო მკითხველო,
შეისვენე ანტრაქტზე,
ვიდრე არ დაიწყება
მოქმედება მეორე.


დათო მაღრაძე

მიმაგრებული სურათი
photo_128556.jpg
-Beka-
ვითომ?


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2946
წევრი No.: 122273
რეგისტრ.: 8-October 10

გამოგზავნილია: 5 May 2013, 01:58  #36294675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მარიამ მაღლაკელიძე - მე...


არასდროს ყოფილა ჩემში კეისარი,
არც მოცარტობას ვიჩემებ დღეს
მუდამ მიტაცებდა შოპენის აკორდები,
მაგრამ მის ჰანგებსაც ვერ ვუძლებ დღეს.

ვიტყვი, რომ ვერასროს დავიპყრობ ევერესტს,
თუმცა კი ვეტრფოდი მე დიდად მთებს.
შევიგრძნობ ჩარკვიანს, მუსიკის აკორდებს
იცით? მე მაინც ვერ ვცურავ ზღვებს.

პრომეთედ, ამირანად ჯაჭვში გავები,
ყვავმაც კი დამცინა, მატირა მე.
შექსპირად გადვიქეცი, აზრებად დავიღვარე,
როცა მე წერასაც ვერ ვფლობდი ჯერ..

არასდროს ყოფილა ჩემში კეისარი,
გაიგეთ,სიმტკიცე სიმცირეს მძენს,
მახსოვს, მიყვარდა ჰანგებში ხეტიალი,
ლომის ბოკვრებთან არ ვზრდილვარ მე...

ოდესღაც გრანელმა სიჩუმე მიწოდა,
როცა ზღვის ტალღებში ვბღაოდი მე
ახლა მომიწოდებთ, ვიქცე ბარბაროსად
მე ვერ შევიცვლები, გაიგეთ , ვერ !

სიჩუმის ამბორში, შავ ნისლში გავგორდი
(კენ კიზის ბელადი მალავდა თმებს),
მოცარტის რექვიემში ტრაგიზმით გავოგნდი,
მინორულ პროცესიას ვერწყმოდი მეც...

იცით – კეისრობა ბრალდებად მომესაჯა?!
მე დღეს ეს ცხოვრება სიკვდილზე მდებს
თუ ვერ გამიცანი, თუ ვერ გაგიცანი,
გრანელთან სიჩუმეში მეძიეთ მე..

ზღვა უკვე მშვიდი არის...
გრძნობები დიდი არის...
კეისრის მუხლებთან,
დავობლდი
მე...

http://gpoets.blogspot.com/2013/03/blog-post_6609.html
merciamercia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11090
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08

გამოგზავნილია: 5 May 2013, 15:17  #36298403      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სააღდგომო აღსარება

როს აღესრულა მიმწუხრის წირვა,
ლოცვით ამოველ გზები წნული და
სიტყვის ძარღვებში სისხლად ჩავწურე
მზე მოწყვეტილი ბროწეულიდან.
ეს მე ვარ, მე ვარ – ადამ და ევა
მსურს ჯოჯოხეთის სამოთხედ ქცევა.
ეს მე ვარ მკვლელი ძმისა – კაენი,
ხელდასისხლული ეს მე ვარ, მე ვარ.
ეს მე ვარ, მე ვარ მიღმა განედთა,
სად შენი პირველხატი განათდა.
თვით პირველცოდვის ვნებით შობილი,
ეს მე ვარ, მე ვარ ძე შეპყრობილი.
მე ვარ სირცხვილის შვილი შიშველი,
მე ვიცი ერთი სიტყვა – მიშველე!
და ვთესავ ამა სიტყვის ნიადაგ,
სიცოცხლის თესლად ვურევ ნიადაგს,
რომ სამერმისოდ მოვიმკა ენით
ლამექ, იობალ, თუბალ–კაენი.
ეს მე ვარ, ვქრები, ისევ ვენთები,
ყოველ ნაყოფში ვხორციელდები.
ვკვდები, სიკვდილშიც გმინვას ვუნდები,
ვიდრე გმინვითვე კვლავ დავბრუნდები.
ენუქ, ნოემა, ენოს, იობალ!
ეს მე ვარ, მე ვარ – კაცობრიობა.
ხან ძვირად გყიდი, ხან კი იაფად,
ხან იუდა ვარ, ხან კაიაფა.
ეს მე ვარ, ხეზე თუ ავა ზაქე,
დღეს მეძავი ვარ, ხვალ ავაზაკი.
ვალის ამკრეფი, თავად მოვალე
ეს მე ვარ, მე ვარ – ავკეთროვანი.
კაცობრიობის სნეული ძე ვარ,
კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ.
სამყაროს რიტმულ სუნთქვის გამებში,
შესაქმის პირველ ცხოველ ღამეში
ეს მე ავეშვი გზნებით ველურით,
როგორც პრომეთე და გილგამეში.
ვყვირივარ, ვგოდებ და ვიუწყები,
ეს მე ვარ შვილი შენი უძღები.
დამსმენის ენა – სამარის მთხრელი,
მემრუშეს ხვევნა, ჯალათის ხელი,
ეს მე ვარ მონა ჩემი ბუნების,
ძე მომლოდინე შინ დაბრუნების.
კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ.
მე დავიწყების ბურუსში ვწევარ.
უგულო აზრთა და ფიქრთა ცქერა,
გულის უფიქრო, უაზრო ძგერა,
არათუ ერთი უბრალო სიტყვა,
მე მტკივა ყველა უსულო ბგერა.
თუმცა მრავალი მელის წვალება,
მჯერა ჩემს გახრწნილ წიაღშიც შეხვალ,
ამ ჯოჯოხეთის ფერისცვალება,
სამოთხედ ქცევა – ეს უკვე შენ ხარ.

რატი ამაღლობელი


პ.ს გილოცავთ დღევანდელ დღეს :**
nia-1nia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 445
წევრი No.: 107970
რეგისტრ.: 30-December 09

გამოგზავნილია: 7 May 2013, 19:57  #36323129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გუშინ წვიმდა!
შეგამჩნიე ჩემი სახლის ფანჯრის წინ,
და სად მიგეჩქარებოდა ,
ეხ! ვინ იცის, ვინ იცის,
ვისი დარდი დაგაქვს გულით,
ან ვინ გდარდობს ძილის წინ,
რად მიჩქარებ გულისცემას,
როცა გხვდები პირისპირ,
რატომ მართმევს შენზე ფიქრი,
თუნდ პაწია ძილის წილს,
...
იქნებ ქმარიც გელოდება!
იქნებ შვილიც ვინ იცის,
იქნებ სიზმრის ზმანებაც ხარ!
არც არსებობ
ვინ იცის...


აჩიკო ჯოჯიშვილი
wuma
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 274
წევრი No.: 152562
რეგისტრ.: 1-August 12

გამოგზავნილია: 7 May 2013, 23:00  #36325909      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არაბი ხარ?

დგახარ ქუჩის განაპირას,
ვარდებს ჰყიდი...
- ჩემო კარგო,
არაბი ხარ?
- იეზიდი...
როგორც ია
თავდახრილი ბუჩქის ძირას,
მორცხვი ხარ და
როგორ გშვენის კდემა დიდი...
- თქვი, შავთვალავ,
არაბი ხარ?
- იეზიდი...

ანა
leni-ko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 172
წევრი No.: 142492
რეგისტრ.: 1-February 12

გამოგზავნილია: 8 May 2013, 15:23  #36334163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
vivianna
გიორგი ლობჟანიძის ლექსიაsmile.gif
და კიდევ ერთი რომელიც მიყვარსsmile.gif


მე გჩუქნი თვალებს

მე გჩუქნი ჩემ თბილ, თაფლისფერ თვალებს,

დღეს სულერთია ჩემთვის, ვინა ხარ,

მე თვალებს გჩუქნი,

ეს იმას ნიშნავს,

რომ თვალს აახელ და დამინახავ.

რადგან ვხედავდი, მთელი ქვეყანა

მუდმივად კვალში მედგა მუქარით,

მე თვალებს გჩუქნი,

ნუ გიხარია,

შეჩვენებაა ეს საჩუქარი.

თვალებში მთელი სამყარო მოჩანს

და ის გეყოფა ფიქრად თუ დარდად,

გქონდეს თვალები და ამ თვალებით

ყველას ხედავდე იმ ერთის გარდა.

მე გჩუქნი კეთილ, ნაღვლიან თვალებს,

ვით იის ანდა ენძელას კონას,

შენ ჯერ ვერ ხედავ, რომ ამ თვალთაგან

უკანასკნელი ცრემლები ჟონავს.

დიდი და უხვი სინათლის ნაცვალდ

დამრჩება ორი ბნელი ფუღურო,

ნუ გიხარია,

შენ ამ თვალებით

ხვალ ბრმა ქვეყანას უნდა უყურო.






გათავისუფლებ


ჩემი ბაგისგან,
ჩემი ტანისგან,
ჩემი ხელისგან,
ჩემი მკლავისგან,
ჩემი მხრებისგან,
ჩემი თვალისგან,
ჩემი ფიქრისგან,
ჩემი წყენისგან,
სიძულვილისგან,
სიყვარულისგან,
ჩემი თავისგან -
შენი თავისკენ
გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ!

რატი ამაღლობელი

This post has been edited by leni-ko on 8 May 2013, 15:54


--------------------
"რაკი ვინმეს მოაშინაურებინებ თავს, ცრემლიც უნდა ღვარო"...
საკურა.
• bag-aholic •


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7371
წევრი No.: 122373
რეგისტრ.: 11-October 10

გამოგზავნილია: 8 May 2013, 16:35  #36335354      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ნერვები მაქვს (დ)აწყვეტილი ღილებივით,
(გარეთ ისევ ირევიან ამინდები),
ყრუ დღეები მატარებენ გიდებივით,
ამ ერთხელაც შეძელი და გამიძელი.
ხელის გულზე ვაშოშმინებ ნებისყოფას,
ჩამონგრეულ სულში ისევ ვაგებ იმედს,
გუშინ ცა და დედამიწა ვერ მიყოფდა,
ახლა უარაფრისობა მანებივრებს.
სარკემ შვებით აირეკლა გათენება,
გადახდილი უძილობა ათბობს საწოლს,
დაღლილ მხრებზე ჩამოეყრდნო ქუჩებს მზე და
ჩემს ფანჯრებთან გულწითელა ჯერაც სახლობს.
ჯერაც, რადგან მორიგ ჯერზე გაფრინდება,
მიატოვებს საგიჟეთის ვიწრო სადგომს,
მე კი შენი მიტოვება არ მინდება,
არ მინდება, ამ კედლებში ვრჩები,
ვამბობ:
მერე რა რომ არაფერი შეიცვლება,
ფიქრებიდან მაინც ვეღარ დამიძვერი,
ოცნებებში ყველაფერი შეიძლება,
ამ ერთხელაც შეძელი და გამიძელი...... ^_^

* * *
QUOTE
ჩემი ბაგისგან,
ჩემი ტანისგან,
ჩემი ხელისგან,
ჩემი მკლავისგან,
ჩემი მხრებისგან,
ჩემი თვალისგან,
ჩემი ფიქრისგან,
ჩემი წყენისგან,
სიძულვილისგან,
სიყვარულისგან,
ჩემი თავისგან -
შენი თავისკენ
გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ!

love.gif

* * *
Marco Materazzi
კარგი რა მარკო.... ||| biggrin.gif


--------------------
გიყვართ ბრამსი?.......

an evil dictator of taste.......... ©

don't cry,buy a bag and then get over it..........

Только у баранов послушные овечки. У льва – гордая львица!!! .......

cipo, you are like snow, beautiful but cold...... ©
Marco Materazzi
Marco è il mio eroe !


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16256
წევრი No.: 61755
რეგისტრ.: 20-May 08

გამოგზავნილია: 8 May 2013, 19:12  #36337607      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
საკურა.

რა იყო ? givi.gif

მოძველბიჭო ელემნეტები რო თანამედროვე პოეტები გახდნენ და ესეთ ლექსებს წერენ ეხლა გაიგე ? givi.gif


--------------------
რა ძნელია რუსთაველო,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ფიქრობდე
ეს არ არის საქართველო.
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (2 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (99) « პირველი ... 21 22 [23] 24 25 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0705 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]