forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (8) « პირველი ... 2 3 [4] 5 6 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მესამე საუკუნეა ''ვმეგობრობთ'', გთხოვთ ისტორიკოსებო და არამარტო
[LoD]-Bagra
* * * * * * * * * * * * *


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6379
წევრი No.: 2053
რეგისტრ.: 12-April 03

გამოგზავნილია: 3 Sep 2004, 20:17  #626943      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
AMSTERDAMMER
მოდი ასე გიპასუხებ ...

პოსტებს ემჩნევა რომ ზოგიერთი ფაქტი უცნობია შენთვის და არა მარტო შენთვის, საზოგადოების ფართო ფენებისთვისაც და ამ ფაქტებს და მის სწორად დანახვას დიდი მნიშვნელობა აქვს.

1. საქართველოს მოსახლეობა XVIII ს-ის ბოლოს ისეთი მცირერიცხოვანი და ფიზიკური განადგურების რეალური საშიშროების ქვეშ არ ყოფილა, როგორც ზემოთ პოსტებში აღინიშნა... (400 000 მოსახლე). საიდან ვიცით საქართველოს მაშინდელი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, როცა აღრიცხვა არ ხდებოდა იმ პერიოდში ? არსებობს ამის დაანგარიშების მარტივი ხერხი. ერეკლე II საფლავამდე 20 000 (!) ქართველმა მეომარმა მიაცილა. ცხადია რომ ყველა ქართველი ვაჟკაცი ამ ცერემონიალში ვერ მიიღებდა მონაწილეობას და რომ ეს იყო ქართლ-კახეთის (ხაზს ვუსვამ ქართლ-კახეთის) სამხედრო პოტენციალის დიდი ნაწილი , უხეშად რომ ვთქვათ 2/3 ... ე.ი. სულ სავარაუდოდ ქართლ-კახეთს შეეძლო 30000-მდე მებრძოლის გამოყვანა.

გვიან შუა საუკუნეებში საშუალოდ 15-20 მოსახლეზე მოდიოდა 1 მებრძოლი ... (გავითვალისწინოთ მაშინდელი ოჯახების მრავალრიცხოვნება). ასე რომ თუ მოვიშველიებთ გამოთვლის ამ ხერხს გამოდის რომ ქართლ-კახეთში 450 000 - 600 000 მოსახლე ცხოვრობდა. უხეშად შევთანხმდეთ 500 000 -ზე.

ქართლ-კახეთის სამეფოს გარდა საქართველო იმერეთის სამეფოსაც მოიცავდა. გავითვალისწინოთ ის გარემოება რომ იმერთს XVII - ში კახეთში დატრიალებული ეთნიკური წმენდის მსგავსი კატაკლიზმა არ შეხებია და ვთქვათ რომ დაახლოებით 500 000 მოსახლე იმერეთის სამეფოსაც ეყოლებოდა.

გარდა ამ ორი სამეფოსი საქართველო მოიცავდა სამცხე-საათაბაგოს, რომლიც ტერიტორია ამ ქართული სამეფოების ტოლი იყო. რაკი სამცხე სტაბილურად თურქეთის მყარ ბატონობის ქვეშ იყო ამიტომ ამ მხარეს ქართული მოსახლეობის გამანადგურებელი თავდასხმები არ განუცდია. ერთი 500 000-მდე ქართველი ამ მხარეშიც ცხოვრობდა.

ამ უხეში გამოთვლით ქართული მიწაზე მცხოვრები ქარტველების რაოდენობა 1 000 000-დან 1 500 000-მდე მერყეობდა !!!

1 000 000 ადამიანის განადგურება რომ ადვილი საქმე არ არის, და მით უმეტეს არ იყო ადვილი მაშინ ფაქტია. ამის რეალური შესაძლებლობა მაშინდელ თურქეთს და ირანს რომ არ ჰქონდათ უდავოა. და ყველაზე მთავარი ისაა რომ ჰოლოკაუსტის სურვილიც კი არ ყოფილა ამ ქვეყნებში ! ამის დამადასტურებელ არც ერთ დოკუმენტს არ ვიცნობ...

ის რომ ეს რეალობა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ საქვეყნოდ დამალა ფაქტია და თუ რატომ ჭირდებოდათ ქართველების მცირერიცხოვნობით სპეკულირება ძნელი მისახვედრი არაა. ასე რომ გამოთქმა - "ქართველები ფიზიკური განადგურების ზღვარზე ვიდექით" - ისტორიული რეალობისთვის შეუსაბამოდ მიმაჩნია.

რუსეთს საქართველო ფიზიკური განადგურებისაგან არ უხსნია. უბრალო მიზეზის გამო - ასეთი საფრთხე არ არსებობდა !

პ.ს. ძაან გრძელი რომ არ გამომივიდეს პოსტი, ამიტომ რამდენიმე ნაწილად დავყოფ და ნელ-ნელა მოგაწვდით...
2. XVIII ს-ის საქართველოს სამხედრო პოტენციალზე დავწერ
AMSTERDAMMER
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5871
წევრი No.: 2650
რეგისტრ.: 5-September 03

გამოგზავნილია: 3 Sep 2004, 21:51  #627053      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
[LoD]-Bagra
QUOTE
ქართლ-კახეთის სამეფოს გარდა საქართველო იმერეთის სამეფოსაც მოიცავდა.

... და სხვა კუთხეები

1) გთხოვ მიპასუხო, რამდენად ერთიანი სახელმწიფო იყო შენგან ჩამოთვლილი საქართველოს კუთხეები ანუ საქართველო მაგ პერიოდში ითვლებოდა ერთიანად? ერთიანი მმართველობის ქვეშ? და სწორედ მისი მოსახლეობა იყო მაგდენი?

თუ არა, გამოდის რომ ფაქტიურად ეს იყო არა ერთიანი სახელმწიფო არამედ რამოდენიმე.

2) შენი აზრით ასეთი სახის საქართველოს საერთოდ არ სჭირდებოდა არავისთან ალეანსი ანუ პატარა ქვეყანა იარსებებდა სრულებით დამოუკიდებად?
არავითარი ორიენტაცია.
თუ გავითვალისწინებთ პატარა ქვეყნების საერთო პოლიტიკურ გამოცდილებას, მე რაღაც არარეალურად მიმაჩნია.

QUOTE
1 000 000 ადამიანის განადგურება რომ ადვილი საქმე არ არის, და მით უმეტეს არ იყო ადვილი მაშინ ფაქტია. ამის რეალური შესაძლებლობა მაშინდელ თურქეთს და ირანს რომ არ ჰქონდათ უდავოა. და ყველაზე მთავარი ისაა რომ ჰოლოკაუსტის სურვილიც კი არ ყოფილა ამ ქვეყნებში ! ამის დამადასტურებელ არც ერთ დოკუმენტს არ ვიცნობ

ჯერ ერთი არაა აუცილებელი ყველას განადგურება, მეორეც ერთი ეს ძალა არ წარმოადგენდა ერთიანს და ეს ანგარიშგასაწევია და მესამე... რადგან არ არსებობს დამადასტურებელი საბუთი ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, კარგადაა ცნობილი ჩვენი მუსულმანი მეზობლების ამბიციები ჩვენს მიმართ. სხვათაშორის თურქეთი მეფის რუსეთის დროსაც მიმართავდა აქტიურ შპიონაჟს. გარდა ამისა დღესაც კავკასიის რეგიონით დაინტერესებულია არაბული სამყაროც. ამ ყველაფრის ერთი ხელის მოსმით უარყოფა არ იქნება მართალი.

თუმცა ეხლა ერთიმეორეს ვერ დავუმტკიცებთ თუ რა მოხდებოდა მე18 საუკუნის დასასრულს სხვაგვარად რომ წარმართულიყო მოვლენები, მაგრამ ერთი რამ ნათელია:
- რუსეთის იმპერია ყოველგვარი ტრაქტატის გარეშეც მოახდენდა ანექსიას.


--------------------
The God became the person, that the person became the god

მინდა გთხოვოთ, რომ თავი შესაძლებლობისამებრ დაიცვათ განკითხვის ცოდვისაგან.
ეს მადლი უფრო დიდია, ვიდრე ლოცვა და მარხვა. [ილია II]

[LoD]-Bagra
* * * * * * * * * * * * *


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6379
წევრი No.: 2053
რეგისტრ.: 12-April 03

გამოგზავნილია: 3 Sep 2004, 22:32  #627083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
AMSTERDAMMER
QUOTE
1) გთხოვ მიპასუხო, რამდენად ერთიანი სახელმწიფო იყო შენგან ჩამოთვლილი საქართველოს კუთხეები ანუ საქართველო მაგ პერიოდში ითვლებოდა ერთიანად? ერთიანი მმართველობის ქვეშ? და სწორედ მისი მოსახლეობა იყო მაგდენი?

თუ განვიხილავთ საქართველოს როგორც ქართველი ერის პოლიტიკურ წარმონაქმნს, მაშინ უნდა ვთქვათ რომ იგი კარგა 3 საუკუნის განადგურებული იყო... smile.gif ხოლო თუ განვიხილავთ საქართველოს როგორც ქართველი ერის კულტურულ, ენობრივ, სულიერ და სისხლისმიერ ერთიანობას გეტყვი რომ იგი არასდროს არ დარღვეულა და სუ ერთიანი იყო. ერი ფიზიკურად მაშინ ნადგურდება როცა ეს უკანასკნელი ირღვევა... თორემ პოლიტიკურ ასპექტში თუ შევხედეთ გამოვა რომ გერმანიის 300-დე სუვერენული და დამოუკიდებელი სამეფო-სამთავროები ბისმარკამდე "განადგურების" ზღვართან მდგარან. biggrin.gif
რაც შეხება მოსახლეობის რიცხვს ზემოთ ვთქვი რომ ეს იხო ქარტულ მიწაზე მცხოვრები ქართველების რაოდენობა.

QUOTE
2) შენი აზრით ასეთი სახის საქართველოს საერთოდ არ სჭირდებოდა არავისთან ალეანსი ანუ პატარა ქვეყანა იარსებებდა სრულებით დამოუკიდებად?
არავითარი ორიენტაცია.

დიდი და პატარ კაცის თანასწორუფლებიანი ალიანსი პოლიტიკაში დიდი ბლეფი როა ეს უდავოა. რაც შეეხება არათანასწორუფლებიან ალიანნს რა განა არ გვქონდა ? დას.საქართველოს თურქეთთან და აღმ.საქართველოს ირანთან ... მეტსაც გეტყვი რომ ამ ქვეყნებმა სუვერენიტეტის რარაც ნიშნები მაინც დაუტოვეს საქართველოს. მაგ: მეფე დაგვიტოვეს, ეკლესიის ავტოკეფალიას არ შეეხნენ, სახელმწიფო ენა არ მოგვიშალეს, ბოლოს და ბოლოს ოღონდ იომეთ ჩვენს მხარეზეო და ქართული დროშებით გვაომებდნენ. ქართლი და კახეთი რომ გაერთიანდა დასტურიც კი მოგვცეს... კი ჟღერს ეს ყოველივე ცოტა ირონიულად მაგრამ ესე იყო, ფაქტია...
რუსეთმა რა ქნა ? ადგა და მეფობა გააუქმეს, ავტოკეფალია წაგვართვეს, ენა დაგვავიწყეს (ილიას რო წერა-კითხვის საზოგადოება არ შეექმნა ან ვილაპარაკებდით დღეს ქართულად და ან არა), დროშა თავზე დაგვახიეს, არამარტო საქართველოს ტერმინი გააუქმეს, ქართლ-კახეთი და იმერეთი მოსპეს და ტიფლისკოე და კუტაისკოე გუბერნიებად გვაქციეს.

ირანი რას თხოვდა ისეთ უშველებელს ერეკლეს ? ოღონდ რუსებისკენ არ გაიხედოო, ჩემი სიუზერენობა აღიარე და პატარა ხარკი მიხადეო... დანარჩენი როგორც გაგიხარდეს ისე იყავიო, თან ძმა და დოსტი იქნებიო... რა იყო აქ უცხო, აღსაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი ? განა ასე არ ვიყავით საუკუნეების განმავლობაში ? განა ზოგ-ზოგიერთმა წკვიანმა მეფემ ესეთი "ალიანსის" პირობები არ გამოიყენა საქართველოს ეკონომიური და კულტურული მოძლიერება-აღმავლობისათვის ? თუ იყვნენ თურქეთის ქვეშევრდომები საბერძნეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი და სხვები რა მერე ? თავი ვერ დაიხსნეს როცა შესაფერისი დრო დადგა თუ დღეს არიან დაქცეულ-გაპარტახებულები ?

QUOTE
რუსეთის იმპერია ყოველგვარი ტრაქტატის გარეშეც მოახდენდა ანექსიას.

სავსებით შესაძლებელია, თუმცა ეს იქნებოდა ანექსია და რა "მესიანური გადარჩენის აქტი" ... აი ესაა გასათვალისწინებელი.
ისიც არ დაგვავიწყდეს რომ რუსეთის მხრიდან უფრო ადვილად დავიცავდით თავს ვიდრე ირანის და თურქეთის მხრიდან... არ სდომებოდა ერეკლეს და მის ნაშიერს რუსების შემოსვლა, როგორ და როდის გადმოაფრინდებოდნენ კავკასიონს ვნახავდით...

პ.ს. თუ მოვხვდი ამსტერდამში სალაპარაკო თემა კი გვექნება ბლომად .. gigi.gif
AMSTERDAMMER
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5871
წევრი No.: 2650
რეგისტრ.: 5-September 03

გამოგზავნილია: 3 Sep 2004, 23:12  #627118      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
როგორც თემის დასაწყისში ავღნიშნე მსურს ამ მხვრივ ცოდნა გავიღრმავო და ამიტომ მოგმართეთ თხოვნით ისტორიკოსებს.
ფორუმი ამისათვის კარგი ვარიანტია, რადგან სხვაგვარად არ მიმიწვდება ხელი საჭირო ლიტერატურაზე.
ასევე ფორუმის გარეთაც ვცდილობ ცოდნა შევავსო biggrin.gif
ეხლახან მქონდა ამ თემაზე საუბარი მეგობართან და საინტერესო დეტალები შევიტყვე ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით

XIX ს-ის ბოლოს საქართველო შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. იყოფოდა ორ ნაწილად აღმოსავლეთ და დასავლეთ გუბერნიებად. თურმე აქედან მოყოლებული კავკასიაში არსებობს ერთი საყურადღებო პრობლემა - თურქეთის რელიგიური იდეოლოგიის გავლენა რეგიონში მცხოვრებ მუსულმან მოსახლეობაზე. განსაკუთრებით ეს ეხებოდა ჩრდილო კავკასიას.
ეს იდეოლოგია ცნობილია ''პანისლამიზმი''ს სახელწოდებით.
სულთანის შპიონების მთავარი მიზანი იყო: ხელი შეეწყოთ ყველაფრისათვის, რაც გამოიწვევდა რუსეთის იმპერიის გავლენის შემცირებას კავკასიის რეგიონში.
თურქებისა და სპარსეთის მიერ კავკასიის მომთაბარე ტომების გამოყებება ქრისტიანული საქართველოს წინააღმდეგ მოიცავს მრავალ საუკუნიან ისტორიას. ამ მიზნით იგზავნებოდა საკმაოდ დიდი თანხები.
რელიგიურ ქადაგებას ამოფარებულნი, სულთანის რეზიდენტების საქმიანობას შეადგენდა: მოქალაქეთა პოლიტიკური განწყობის შესწავლა, ინფორმაციის მოპოვებას, გარდა ამისა ქადაგებდნენ ყურანს და შესაბამის დასაყრდენს ამზადებდნენ.
ამ პერიოდში საქართველმ და რუსეთის ჟანდარმერიამ ერთობლივი ღონისძიებებით შეძლო მათი გამოაშკარავება და ხელის შეშლა.
როდესაც საქართველო გამოეყო რუსეთის იმპერიას (1918) თურქებმა სასწრაფოდ დაიწყეს მუსულმანი მოსახლეობით დასახლებული ადგილების ათვისება: - აფხაზეთის მუსულმანობა, პანკისის ხეობა, ქისტი. ლეკები. მესხეთი ( თურქი-მესხები) აჭარა - ხულო, ქედა.
აზერბაიჯანელი მუსულმანობა აღ.საქართველოში.
ნუ შემდეგ რუსეთი დაბრუნდა და სტალინმა თურქეთის ეს ჩანაფიქრიც ჩაშალა.
დაჭერები, რეპრესიები, გადასახლებები... smile.gif
სხვათაშორის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (ამჟამად) თურქების მასობრივი გამოჩენა საქართველოში არ არის მხოლოდ მეზობლობით განპირობებული.
თურქეთს გააჩნია საკუთარი ინტერესები ამ რეგიონში და ეს სავსებით გასაგებია.
როგორც ავღნიშნე კავკასიაში გარკვეული დაიმტერესება არაბებსაც აქვთ.
ჩეჩნეთში მოხდა ''ვახაბიზმის'' (რადიკალურ/ფუნდამენტალური განხრა) ექსპორტი და საკმაოდ წარმატებულად. გახსოვთ ალბათ ბასაევის მიერ ინგუშეთისა და ჩეჩნეთის გაერთიანების სურვილი მწვანე ისლამის დროშის ქვეშ. ამის სურვილი ბევრს დღესაც აქვს.
საუდის არაბეთი საკმაო კრედიტებს უყობს აზერბაიჯანს. ისინი აფინანსებენ ბევრ პროექტებს სხვადასხვა დარგში. შარშან მაგალითად 300 მილიონამდე დოლარის კრედიტი გამოუყვეს.
[LoD]-Bagra
QUOTE
თუ განვიხილავთ საქართველოს როგორც ქართველი ერის პოლიტიკურ წარმონაქმნს, მაშინ უნდა ვთქვათ რომ იგი კარგა 3 საუკუნის განადგურებული იყო...

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია.
ამიტომ მაინტერესებს ერთი რამ:
- რუსეთმა (გასაგებია რომ თავის ინტერესებში) ხელი შეუწყვეს საქართველოს გამთლიანებას?
როგორც ვხედავ ასე გამოდის.

საქართველომ რა გზით შეინარჩუნა სარწმუნოება ჩემზე უკეთ შენ გეცოდინება.
მემგონი თუ გარკვეულ პერიოდში ირანი და თურქები შეეშვნენ ქართველთა გამუსულმანების იდეას, ეს მოხდა არა იმიტომ რომ არ სურდათ, არამედ მიხვდნენ, რომ ამ გზით არ გამოუვიდოდათ.
- - -
შენ თვლი რომ აჯობებდა რომ ერეკლეს ირანთან დაედო ხელშეკრულება და დაემყარებინა ალეანსი?
რა ვიცი... რა ვიცი user.gif ვერ წარმომიდგენია ჩვენი ალეანსი.
- - -
ყოველ შემთხვევაში ერეკლემ იმ დროს მუსულმანს მართლმადიდებელი არჩია. გასათვალისწინებელია ისიც რომ მან არ იცოდა რა მოხდებოდა 1783 წლის შემდეგ, რომ იგივე რუსები დახმარების გარეშე დატოვებდა და სულ მალე კი ანექსიას მოახდენდა.

მაინტერესებს თუ ქონდა ერეკლეს რაიმე საფუძველი რომ რუსებისათვის ნდობა არ გამოეცხადებინა?
ანუ თუ არსებობდა მაქამდე უნდობლობის განმსაზღვრელი პრეცენდენტი?

This post has been edited by AMSTERDAMMER on 3 Sep 2004, 23:22
საბუნია
Down Is The New Up


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31834
წევრი No.: 2692
რეგისტრ.: 14-September 03

გამოგზავნილია: 4 Sep 2004, 02:01  #627318      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq · yim · msn
QUOTE
ირანი რას თხოვდა ისეთ უშველებელს ერეკლეს ? ოღონდ რუსებისკენ არ გაიხედოო, ჩემი სიუზერენობა აღიარე და პატარა ხარკი მიხადეო... დანარჩენი როგორც გაგიხარდეს ისე იყავიო, თან ძმა და დოსტი იქნებიო... რა იყო აქ უცხო, აღსაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი ? განა ასე არ ვიყავით საუკუნეების განმავლობაში ? განა ზოგ-ზოგიერთმა წკვიანმა მეფემ ესეთი "ალიანსის" პირობები არ გამოიყენა საქართველოს ეკონომიური და კულტურული მოძლიერება-აღმავლობისათვის ? თუ იყვნენ თურქეთის ქვეშევრდომები საბერძნეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი და სხვები რა მერე ? თავი ვერ დაიხსნეს როცა შესაფერისი დრო დადგა თუ დღეს არიან დაქცეულ-გაპარტახებულები ?


ეს ყველაფერი კი, მაგრამ მგონი ესეთი რამე მოხდა აქ, ერეკლემ გაითვალისწინა ის მწარე ისტორიული გამოცდილება რაც ირანთან და საერთოდ მუსულმანურ სამყაროსთან ურთიერრთობაში შეიძინა საქართველომ და რუსეთისკენ სწორედ იმ იმედით გაიხედა რომ ერთ მორწმუნე რუსეთი არ გასწირავდა და დაიფარავდა მას! სწორედ ეს იყო მისი მთვარი მიზანი, ფაქტიურად ერეკლეს უნდოდა გამოეყენებინა რუსეთი საქართველოს გადასარჩენად, ასევე გარანტია ქონოდა იმისა რომ ტახტზე მისი შტო ავიდოდა მის შემდეგ, ყველაფერ ამის გათვალისწინებით კი მოგეხსენებათ მოაქერა ხელი ტრაქტატს, აი პირველი მწარე რეალობა და პრეცენდენტი რუსეთის საქართველოს მიმართ დრაკონობისა სწორედ აქ იყო, თორემ მე დარწმუნებული ვარ რომ პრეცენდენტი რომ ყოფილიყო ასეთი რუსეთ საქართვეოს ურთიერთობაში, ერეკლე კარგად დაფიქრდებოდა და უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა ჩემი აზრით ერეკლემ მაინც სწორი ნაბიჯი გადადგა, მან ხომ არ იცოდა წინასწარ, რას იზამდა რუსეთი!


--------------------
Hello I am Simon, the smart one!
^tekla^
მამა-ძაღლი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 689
წევრი No.: 5761
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 8 Sep 2004, 09:12  #635179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq
კმარა!!! biggrin.gif ახლა დაიწყება ინფორმაციული ნაკადის დინება, რომელიც XVIII საუკუნის ქართლ-კახეთის პოლიტიკურ მდგომარეობას ასახავს biggrin.gif აბა ჰე biggrin.gif
* * *
1771 წლის ელჩობა
1771 წელს რუსეთში ჩასულე რეკლეს ელჩები პეტერბურგში მხოლოდ 1772 წ. მიიღეს (ესეც რუსული სტუმარეთმოყვარეობა wink.gif ) ისინი ერეკლეს სახელით რუსეთის მფარველობაში შესვლის სურვილს გამოთქვამდენე შემდეგი პირობებით:

სამეფო ტახტზე ერეკლე და მისი შთამომავლობა დარჩენილიო, ეკელსიის სათავეში კვლავინდებურად კათალიკოსი უნდა ყოფილიყო, აღ. საქართველოში რუსეთს უნდა ჰყოლოდა 4 ათასიანი ჯარი, რომლის სადლებიც ერეკელს დაემორჩილებოდნენ. ქართლ-კახეთის მეფე ეკატერინე II-ს იმ ქართველების სამშობლოში დაბრუნებას სთხოვდა, რომლებიც ყირიმის აღებისას გათავისუფლდნენ. თავის მხროვ, ერეკლე კისრულობდა ერთ-ერთი ქართველი ბატონიშვილის რუსეთში გაგზავნას, ე. წ. "სარუსეთო გადასახადის" შემოღებას - კომლზე 14 შაურის ოდენობით; საიმპერატორო კარზე ყოველწლიურად 2 ათასი ვედორ ღვინის, 14 საუკეთესო ბედაურის, დაკარგული ისტორიული მიწების შემოერთების სანაცვლოდ კი - 200 ფუთი აბრეშუმის გაგზავნას. ამასთან იგი რუსეთს ქართლ-კახეთის მადნების დამუშავების შემთხვევაში მადნების ნახევარს სთავაზობდა. ასევე, მზად იყორეკრუტის წესით ჯარისკაცი აეწვია არა მარტო იმტერიტორიებიდან, რომლებსაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შესვლამდე ფლობდა, არამედ იქიდანაც, რომლებიც რუსეთის საშუალებით გათავისუფლდებოდა მომავალში. ერეკლე ეკატერინე II-ს სთავაზობდა ჯერ საქართველოს ისტორიული მიწა-წყლის დაბრუნებას, შენდეგ კი - სხვისი, ძირითადად სპარსეთის კუთვნილი ტერიტორიების მიტაცებას, სადაც რისეთიე სასურველი კანდიდატი უნდა გამხდარიუო შაჰი.
ელჩებმა ამ თხოვნაზე წერილობითი უარყოფითი პასუხი მხოლოდ 1772 წ. თებერვალში მიიღეს მაშინ, როდესაც მფარველობის საკითხი რუსეთს ჯერ კიდევ 1773 წ. თებერვალშიჰქონდა დაგაწყვეტილი. მათი უარის მიზეზი იყუო ის, რომ რუსეთი საზავო მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქეთთან, რომლის ჩაშლა საქართველოს გამო არ შეიძლებოდა. თანაც, მაშინ რუსეთის მფარველობაში ქართლ-კახეთის სამეფოს მიღება შეთავაზებული პირობებით არ შედიოდა იმპერიის გეგმებში.
* * *
ქუჩუკ0კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი
მიუხედავად უარისა, ქუჩუკ-კაინარჯის ზავის დადებისას რუსეთმა მანიც "გაითვალისწინა" საქართველოს ინტერესები და 23-ე მუხლით განსაზღვრა თურქეთისა და იმერეთის სამეფოს ურთიერთობები. ეს მუხლი დიდი ზარ-ხეიმით გამოპუგზავნეს ერეკელს, რომელიც კმაყოფლებით შეხვდა ამ ამბავს მიუხედავად იმისა, რომ შეგ ქართლ-კახეთის ხსენება არ იყო: იმერეთის მეფე სოლომონ I ამ დროს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, იმერეთის ტახტის მემკვიდრედ კი ერეკლეს შვილიშვილი დავითი ითვლებიოდა. საქართველოს გაერთიანება გამორიცხული არ იყო... wink.gif

ამ უიღბლოდ დამთავრებული ელჩობის შემდეგ ერეკლესთვის ნათელი შეიქნა, რომ საკუთარი ძალებით უნდა გამკლავებოდა თავის აგრესიულ მაჰმადიან მეზობლებს, ამიტომ მან გაბედული პოლიტიკური ნაბუჯების გადადგმა დაიწყო.

საქართველოს რუსეთ-თურქეთის ომში ჩარევით უკმაყოფილო იყო როგორც ირანი, ასევე ოსმალეთი. ქარიმ ხანის დაჟინებული თხოვნის საფუძველზე რუსეთმა საქართველოდან ჯარი გაიყვანა, რითიც გაიუარესა მასთან ურთიერთობა.
* * *
1774-მორიგე ჯარი

1774 წლდან ქართლ-კახეთში შეიქმნა მორიგე ჯარი. ყველა ბრძოლისუნარიან მამაკაცს წელიწადში 1 თვე მაინც უნდა ემსახურა თავისი სურსათითა და იარაღით. ამის შედეგად ერეკლეს მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდა 5.000 კაციანი ჯარი.

1776წ. ელჩობა სტამბულში
1776წ. ერეკლემ სტამბულში გააგზავნა ელჩი, გურგინა ენაკოლოფაშივილი, რის შედეგადაც ქართლ-კახეთის დასარბევად გამნზადებული ლეკთა ჯარი დაიშალა და ახალციხიდან მოტაცებული ქართველი ტყვეები დააბრუნეს. ენაკოლოფაშვილი 1778წ. დაბრუნდა სამშობლოში.

1779-ერევნის სახანის დამორჩილება
ამ პერიოდისათვის ერეკლეს პოზიციები ამიერკავკასიაში საკმაოდ განმტკიცდა. 1779წ. დაიმორჩილა ერევნის სახანო, სადაც ხანის თანაგანმგებლად თავისი სიძე- იოანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი დასვა,მაგრამ მომდევნო (1780) წელს ხელახლა მოუხდა მისი დამორჩილება. ამის შემდეგ ერევნის ხანს ერეკლესთვის აღარ უღალატია.

1779-შინაომები ირანში
1779წ. ირანში ქერიმ ხანის გარდაცვალების შემდეგ შინაომები დაიწყო ამიტომ აქ ქართლ-კახეთისთვის აღარავის ეცალა.
gioalhaz
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2497
წევრი No.: 1238
რეგისტრ.: 12-September 02

გამოგზავნილია: 8 Sep 2004, 10:39  #635378      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ყველაზე კარგი იქნებოდა ისტორიული საბუთები დადებულიყო ინტერნეტში. ანალიზის გარეშე.
მარა მაგას ვინ გააკეთებს?


--------------------
კომპიუტერი ადამიანი არ არის, ამიტომ შეცდომებს უშვებს ხოლმე
^tekla^
მამა-ძაღლი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 689
წევრი No.: 5761
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 8 Sep 2004, 11:22  #635483      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq
gioalhaz
რა საბუთები გინდა? ინფორმაციას დავდებ და მერე თუ გინდა წყაროებსაც მიგითითებ biggrin.gif მაგრამ ეს ინტერნეტწყაროები არ არის, სამწუხაროდ, ინტერნეტში ამ საკითხის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა... ასე რომ, ახლა გავაგრძელებ wink.gif


* * *
80-იანი წლების "გარღვევა"
80-იანი წლების დასაწყისში ერეკლემ ევროპის სახელმწიფოებთან სცადა ურთიერთობის დამყარება და კათოლიკე მისიონერების ხელით წერილები გაუგზავნა ვენეციის სენატს და ავსტრიის იმპერატორს. მაგრამ ორივე ელჩI გზაში გადაიცვალა და წერილებმა იწამდე ვერ ჩააღწიეს. (არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ელჩები მოწამლსე. ვინ? ... wink.gif ) როგორც ჩანს, ერეკლე მათგან სესხის მიღებას ვარაუდობდა ჯარის ევროპულად მოსაწყობად. მან ევროპაში გასაგზავნი წერილების შინაარსი რუსეთს აცნობა.

"საბერძნეთის პროექტი"
XVIII საუკუნის 80-იან წლებში ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის ინტერესთა სფეროში კიდევ ერთხელ მოექცა. ეკატერინე II0ის საიმპერატორო კარზე შემუშავდა ე. წ. "საბერძნეთის პროექტი", ახლო აღმოსავლეთის ათვისების გრანდიოზული გეგმა, რომლის მიხედვითაც რუსეთის პროტექტორატის ქვეშ უნდა შექმნილიყო ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო ერეკლე II-ის მეთაურობით. ამიტომაც ქართლ-კახეთის მეფის ევროპასთან დაკავშირების მცელობამ რუსეთის უკმაყოფლებე გამოიწვია.


* * *
ევროპისაკენ ერეკლეს ელჩობით იმის საშიშროება იქმნებოდა, რომ მომძლავრებული აღ. საქართველო ურუსეთოდაც იოლად იარსებებდა. ეკატერინე II-ის იმპერიალისტურ ინტერესბში კი... უკაცრავად, მაგრამ ეს ნამდვულად არ შედიოდა! gigi.gif

შემთხვევითი როდი იყო, რომ რუსეთში არსებული სომხური ეკლესიის მეთაური, იოსებ არღუთინიანი, რომელიც მაშინ პავლე პოტიომკინთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, შეკითხვაზე, თუ როგორი ურთიერთობა აქვს ერეკლე მეორეს სომხებთან და, საერთოდ, რამდენად ძლიერია ქართლ-კახეთის მეფე, აღნიშნავდა, რომ ერეკლე ირანის ყველა ხანსა და მფლობელზე ძლიერია და შაჰის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებააო; მისი ძალაუფლება საქართველოს გადრა განჯაზე, ერევანსა და ნახიჩევანზე ვრცელდება; ირანის ხანები დაწყებული თავრიზიდან ყოველწკიურად ერეკლეს მდიდარ ძღვენს უგზავნიან პატივისცემისა და მოწიწების ნიშნად. ერეკლეს 50 ათასი კაცისაგან შემდგარი ჯარის გამოყვანა შეუძლიაო,- დასძენდა არღუთინიანი. დასასრულა, იგი განუმარტავდა რუსეთის მთავრობას - ერეკლე მეორის გადმობირებით რუსეთს აღარ ეყოლება მოწინააღმდეგე მთელს აზერბაიჯანში თავრიზამდე, რადგან ერეკლეს პატივისცემით ეპყრობა ყველა იქაური მფლობელი



* * *
ბარონ ფონ რაინეგსი
გაგიგიათ რამე მის შესაზებ? wink.gif ეს ბატონი გერმანელი ავანტიურისტი ბრძანდებოდა. მრავალმხრივ განათლებულკი ადამიანი ყოფილა. სცოდნია მედიცინა, ალქიმია. რაღაც ბნელი საქმეების გამო სამშობლოდან გადმოხვეწილი თავს "ბარონ ფონ რაინეგსად" ასაღებდა. უცხოვრია ვენეციასა და ვენაში. 1776წ. კონსტანტინეპოლში გაუცვნია ერეკლეს საგანგებო დავალებით მყოფი გურგინა ენაკოლოფაშვილი. აქედან 1778 წ. ეჯმიაწინის მონასტერში მოსულა და მცირე ხნით სომხეთის პატრიარქთან გაჩერებულა. მომდევნო (1779)წელს კი თვით ერეკლეს მოწვევით აღ. საქართველოში ჩამოსულა. ერეკლესთან მალე გამოუნახავს საერთო ენა, მას სამსახურში აუყვანია და რაინეგსიც თავდაუზოგავად ცდილა თავისი ერთგულების დამტკიცებას: თავის ალქიმიურ ცოდნას უზიარებდა თბილისელ ზარაფხანის ხელოსნებს და რჩევა-დარიგებას აძლევდა ძვირფასი ლითონების შენადნობთა დამზადების დროს. ხელმძღვანელობდა სტამბის საქმეს და ვენეციიდან სასტამბო მანქანების გამიწერაც მოუხერხებია.

რაინეგსს ქართული ენაც შეუსწავლია. დიდი ნდობა მოუპოვებია ერეკლესი, რომელსაც მისთვის 1781 წლის 25 აპრილის ბრძანებით სოფელი ქვემო ბოლნისი უბოძებია. მაგრამ ამავე წელს რაინეგსს ქართლ-კახეთის მეფესთან უსიამოვნება მოსვლია და სომხეთში მიდიოდა საცხოვრებლად, მაგრამ გრიგოლ პორიომკინის მოწვევამ ვითარება შეცვალა: იგი რუსეთში წავიდა.

როგორც ჩანს, კონფლიქტი ერეკლესთან არც ისე სერიოზული ყოფილა, რადგან 1782 წლის შემოდგომაზე აღ. საქართველოში დაბრუბული რაინეგსი ისევ სამეფო კარზე ჩნდება. იგი ძველებური გავლენით სარგებლობს და ერეკლეს ჩააგონებს, რუსეთის მფარველობა ფორმალურად ითხოვოს. ამ პერიოდისათვის ერეკლე დარწმუნდა, რომ თავისი სამეფოს მაჰმადიანური სახელმწიფოებისაგან დასაცავად მხოლოდ რუსეთის გამოყენება შეეძლო და სიამოვნებით დაეთანხმა რაინეგსის რჩევას. როგორც ჩანს, მაშინ არ იცოდნენ, რომ რაინეგსი რუსეთის საიდუმლო მინდობილობით ყოფილა აღჭურვილი


* * *
"ახალი სათხოვრის პუნქტები"
მოკლედ, რაინეგსის რჩევის საფუძველზე 1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლე II-მ რუსეთის საიმპერატორო კარზე "ახალი სათხოვრის პუნქტები" გააგზავნა.

"ახალი სათხოვრის პუნქტებში" იგი ითხოვდა ქართლ-კახეთის სამეფოს ირან-ოსმალებისგან დაცვას. თავის მხრივ, რუსეთის სამსახურზე მზადყოფნას აცხადებდა.

რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში იგი რუსეთის მხარწს იბრძოლებდა, ოღონდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვდა - მშვიდობიან შემთხვევაში ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე რუსეთის 2 პოლკი უნდა ყოფილიყო განლაგებული, რომელთაც სურსათით ერეკლე უზრუნველყოფდა, ჯამაგირით კი- რუსეთის იმპერატორი, რადგან დაქირავებული დაღესტნელების ჯამაგირზე რეკლეს ბევრი ეხარჯებოდა.

ერეკლე II მიეკუთვნებოდა ბაგრატიონების კახურ შტოს, მაგრამ ვახტანგმეექვსის რუსეთში წასვლის შემდეგ ნადირ შაჰმა ქართლში გაამეფა, რამაც ამ კუთხის დიდებულთა უკმაყოფლება გამოიწვია. ზოგიერთმა მათგანმა მხარიც დაუჭირა 70-იანი წლების ბოლოს რუსეთიდან ქართლში გასამეფებლად ჩამოსულ ვახტანგ VI-ის შვილიშვილს, ალექსანდრე ბაქარის ძეს, მაგრამ ერეკლემ იგი დაამარცხა. ამიტომ ამ "ახალ სათხოვრის პუნქტებში" ჩამოთვლიდა რა თავის დამსახურებებს, თავის წვლილს ქვეყნის გაძლიერებისა და აღორძინების საქმეში. რუსეთისაგან მოითხოვდა, რომ მისი :ძველთაგან პაპების სამკვიდრო და მისგან ამდენის გარჯით და ღვაწლით აშენებული ქუეყანა" მის შვილებსა და შთამომავლობას დარჩენოდა სამემკვიდროდ "და ეს მათის დიდებულების ჩვენზე და ჩუენის ჩამომავლობაზედ მოწყალება გამოცხადებული იყოს, რომ უჭკუოს ბაქარიშ შვილს ალექსანდრესავით ამოჩნდეს ვინმე უმეცარი და ხალხი არ აჰყუეს".
ანუ, ერეკლე რუსეთისაგან ითხოვდა იმის გარანტიას, რომ ქართლიცა და კახეთიც მისი შვილებისა და შთამომავლობის სამკვიდრებელი ყოფილიყო და ამით გზას უჭრიდა ქართლის ტახტის კანონიერ მფლობელთ.

* * *
რუსეთის "უზენაესი მითითებანი"
დაახლოებით 1783წ. თებერვალ-მარტში პავლე პოტოიმკინს გაეგზავნა "ეზენაესი მითითებანი საქართველოსთან ხელშიკრულების დასადებად". ამ დოკუმენტს ხელს აწერდა კანცლერი ა. ბეზბოროდკო და მასში მოცემული იყო ეკატერინე II-ის შეხედულებები საქართველო-რუსეთის მომავალ ურთიერთობათა შესახებ.

"უზენაესი მითითებანის" მიხედვით, სრულიად საქართველო (დასავლეთიც და აღმოსავლეთიც), რსეთის მფარველობაში ინდა შესულიყო არა როგორც ქვეშევრდომი, არამედ მოკავშირე. საქართველოში მეფობა უცვლელად რჩებოდა. "უზენაეს მითითებებში" ასევე, გათვალისწინებული იყო ერეკლე მეორისათვის ფულადი დახმარების აღმოჩენის, ასევე, მისი სამეფოს ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობის გადაწყვეტის საკითხი; ქართველი კათალიკოს-ოატრიარქის პრობლემა (იგი უქვემდებარდებოდა რუსეთის სინოდს და ირიცხებოდა რუსეთის პირველი რანგის მღვდელთმთავრებში), იგი საერო ხელისუფლებას დაექვემდებარებოდა.

"უზენაეს მითითებებში" ნათქვამი იყო, რომ რუსეთს საქართველოში უნდა ჰყოლოდა 2 ათასეული 4 ზარბაზნით და მათ ყოველწლიურად შეცვლიდნენ. ომიანობის შემთხვევაში ჯარის რიცხვი გაიზრდებოდა. ამასთან ერთად, უნდა მომხდარიყო ადგილობრივი ქართულიძალების რაციონალური გამოყენება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ისე იყო გადაწყვეტილი, რომ ხეწლშეკრულება მთელ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსთნ უნდა ყოფილიყო დადებული და ამ ხელშეკრულების შავად დაწერილი დედანი ასეც არის შედგენილიო: ყველგან იქ ერეკლე მეფის სახელის გვერდით და ქართლ-კახეთის სამეფოს მოხსენიების დროს დამატებულია იმერეთის მეფე სოლომონ, ან იმერეთის სამეფო.

მაგრამ რუსეთს იმ ოპერიოდის საგარეო პოლიტიკური ვიტარება ზწელებს უბორკავდა დასავლეთ საქართველოს შესაერთებლადაც, რადგანაც იგი ერთგვარ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა თურქეთთან ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულების ძალით. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და ხელსაყრელ შემთხვევამდე გადაიდო. მით უმეტესა, რომ რუსეთის მფარველკობაში შესვლის სურვილს იმერეთის მეფე სოლომონ I-იც გამოთქვამდა.
gioalhaz
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2497
წევრი No.: 1238
რეგისტრ.: 12-September 02

გამოგზავნილია: 8 Sep 2004, 14:22  #636018      · პროფილი · პირადი მიმოწერა
^tekla^
ხოდა მაგას ვამბობ, რომ ძალინ ცოტაა ინტერნეტში. საქართველოს საწინააღმდეგო ინფორმაცია კი ოხრადაა.
აბა აკრიფე ”осетия 1774” და ნახავ.
^tekla^
მამა-ძაღლი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 689
წევრი No.: 5761
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 8 Sep 2004, 14:38  #636083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq
gioalhaz
ვიზრუნოთ, ბატონო, ინფორმაციის გამრავლებაზე, განა მარტო ერის გამრავლებაა პრობლემა wink.gif
* * *
1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი

ესეც-ტრაქტატი!!! smile.gif ბოლოს იმასაც მოვუკაკუნე biggrin.gif ეს ის ლინკებია, რამდენიმე ხნის წინ რომ დაგიტოვეთ smile.gif ტრაქტატის რუსული ტექსტი:) მაგრამ ორიოდე სიტყვით ქართულადად მოგაწვდით მის შინაარსს smile.gif

http://www.hrono.ru/dokum/1700dok/1783georgi.html
http://www.nasledie.ru/bibliot/kniga8/adjar6.htm
http://www.georgievsk.ru/georg/histor3.htm

მოკლედ smile.gif

1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკში "მეგობრობისა და მფარველობით: ტრაქტატს ხელი მოაწერეს: რუსეთის მხრიდან- პავლე პოტიომკინმა და ქართლ-კახეთის სამეფოს მხრიდან- ერეკლეს სრულუფლებიანმა წარმომადფგენლებმა- თავადებმა: იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ.

გეორგიევსკის ტრაქტატი შედგებოდა 13 ძირითადი და 4 სეპარატიული (საიდუმლო) არტიკულისაგან, ანუ მუხლისაგან.

ტრაქტატის პირველი არტიკულის ძალით, ერეკლე უზენაეს მფარველად მხოლოდ რუსეთის ხელისუფგლებას აღიარებდა. მესამე არტიკულის მიხედვით, ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრე ვალდებული იყო, თავისი აღსაყდრება რუსეთის საიმპერატორო კარისთვის ეცნობებინა, რომელსაც იგი ტახტზე უდა დაემტკიცებინა :ინვესტიტურისა წერილით", ანუ დროშით, ხმლით, ამნტიით, ანუ ყარყუმის მოსასხამოთ. რუსეთის მინისტრების თანდასწრებით ქართლ-კახეთის მეფეს სადღესასწაულოდ უდა დაეფიცა იმოპერატორის ერთბგულებაზე.

ტრაქტატის მეოთხე მუხლით რეგულირდებოდა ქართლ-კახეთის საგარეო ურთიერთობების საკითხი. რუსეთის მფარველობის მიღების შემდეგ მის მეფეებს იმპოერატორის თანხმობის გარეშე უცხო სახელმწიფოს მფარველებტან მიმოწერის უფლება ერთმეოდათ. მასთან ერთადვე უნდა გადაეჭრათ სხვათა დესპანების გასტუმრებისა და სათანადო პასუხის შეთვლის საკითხი - ქართლ-კახეთის სამეფო საგარეო ურთიერთობებში იზღუდებოდა.

მეშვიდე არტიკული აღ. საქართველოს მეფეებს ავალდებულებდა რუსეთის ერთგულ სამსახურს, რისთვისაც მუდამ მზად უნდა ყოფილიყვნენ (!!!). თანაც, ევალებიდა "მთავართა რუსეთისათა" თხოვცნების დაკმაყოფილება და მისი ქვეშევრდომების დაცვა ყოველგვარი განსაცდელისაგან.

მეათე მუხლი ქართველ მეფეს ავალებდა ტყვეობიდან სხვადასხვა საშუალებით გამოხსნილ რუსეთის ქვეშევრდომთა სამშობლოში დაბრუნებას.

მეთერთმეტე მუხლი ეხებოდა სავაჭრო ურთიერთობებს და ითვალისწინებდა შერავათებს როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის. ერეკლეს რუს ვაჭართათვის ხელი უნდა შეეწყო და გზა მიეცა სხვა ქვეყნებში.

რაც შეეხება სხვა მუხლებს wink.gif

მეორე მუხლი ეხებოდა რუსეთის ვალდებულებებს:იმპერატორი თანასწორად მიიჩნევდა და აიმედებდა ქართველებს, რომ მისი მოწყალება და მფარველობა ქართლ-კახეთის მეფეებს არასოდეს მოაკლდებოდათ, მისი აწინდელი სამფლობელოები უკლებლად დაცული იქნებოდნენ და აღიარებდა ერეკლეს შთამომავლობას ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე.

მეხუთე არტიკული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გასაადვილებლად გულისხმობდა ორივე სამეფო კარზე რეზიდენტების ანუ მინისტრების დანიშვნას.

მეექვსე მუხლით აღ. საქართველოში მცხოვრებთა მტერი რუსეთის მტრად ცხადდებოდა და ისინი (ქართველები) იმპერატორის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ქართლ-კახეთის მეფეს, სამეფო სახლის მემკვიდრეებისა და დიდებულების დაცვის პირობასაც იმპერატორი იძლეოდა. თანაც, შინამმართველობაში ქართველ მეფეს სრული თავისუფლება ენიჭებოდა.

მერვე არტიკული ეხებოდა სასულიერო სფეროს, განსაზღვრავდა ქართველო კათალიკოს-პატრიარქის ადგილს რუსულ სასულიერო იერარქიაში - იგი მერვე ხარისხის მღვდელთმთავრებში ირიცხებოდსა. ამასთან, უწმინდესი სინოდის მუდმივი წევრიც ხდებოდა, ხოლო საქართველოს ეკლესიის მართვისა და რუსეთის ეკლესიისადმი მისი დამოკიდებულების განსასაზღვრავად ახალი არტიკული უნდა დაწერილიყო.

(ალბათ ეს იყო მცდელობა ეკლესიის საერო ხელისუფლებისადმი დამორჩილებისა, მაგრამ ერეკლე II-ს შეეშინდა დაპირისპ[ირება სასულიერო წოდებასთან, რომელიც მნიშვნელოვან პრორუსულ ძალას წარმოადგენდა და რამდენიმე ხნის შემდეგ გაგზავნილ წერილში იგი იმპერატორისაგან ითხოვდა ეკლესიის უცვლელ მდგომარეობაში დატოვებას. იმპერატორმა ეს თხოვნა დააკმაყოფილა. ამიტომ ქართული ეკლესიის სტატუსი ცალკე არტიკულით აღარ განსაზღვრულა და იგი უცვლერლ მდგომარეობაში დარჩა).

"უზენაეს მითითებებში" გათვალისწინებილი პირველი რანგის მწყამსმთავრების მაგივრად ამ მუხლით საქართველოს კათალიკოსი მე-8 რანგის მღვდელთმთავრებში ჩაირიცხა, ოღონდ სინოდის მუდმივი წევრიც გახდა biggrin.gif ეს განსხვავება, რაც პროექტის და დამტკიცებული ტრაქტატის მერვე მუხლებს შორისაა, სხვა მუხ;ლებს არ ახასითებთ.

ტრაქტატის ძალით, ქართლ-კახეთის მეფეების მირონცხების წესი უცვლელი დარჩა, შეუნარჩუნდათ მონეტების მოჭრის უფლებაც.

* * *
დავიღალე ახლა, მგონი ამაღამ ტრაქტატის ხელის მოწერის ცერემონია დამესიზმრება gigi.gif დღეს რაღა და, ხვალ გავაგრძელებ, მოთმინება მოიკრიფეთ wink.gif
[LoD]-Bagra
* * * * * * * * * * * * *


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6379
წევრი No.: 2053
რეგისტრ.: 12-April 03

გამოგზავნილია: 8 Sep 2004, 17:09  #636625      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
^tekla^
მშვენიერი მაგალითები მოიყვანე იმის დასტურად თუ როგორი "ყანა" იყო დიდ პოლიტიკაში ჩვენი სასიქადულო პატარა კახი. მეფემ დიპლომატიური კალმის მოსმაც ისევე უნდა იცოდეს როგორც ხმლის ქნევა. სამწუხაროდ ერეკლეს ხმალში გამოყვა მხოლოდ ნიჭი.
^tekla^
მამა-ძაღლი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 689
წევრი No.: 5761
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 8 Sep 2004, 20:59  #636890      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq
[LoD]-Bagra
შენ გავიწყდება ამ დროს რა ასაკის იყო პატარა კახი... დროს თავისი მიაქვს... და პოლიტიკას ერთი ადამიანი არე ქმნის. არსებობენ ე. წ. ინტერეს-ჯგუფები. ერეკლეს კარზე დიდი გავლენით სარგებლობდა დარეჯან დედოფალი, მას ბარონმა რაინეგსმაც "შეაშველა" ხელი და... ალბათ სხვამაც. რა მივიღეთ , შედეგს დღეს ყველა ხედავს...

to be continued tomorrow wink.gif
Ar-Pharazôn
კევინ, არ დაბერდე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12644
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03

გამოგზავნილია: 8 Sep 2004, 21:27  #636947      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim · msn
ერეკლე მართლაც "ყანა" იყო, მაგრამ მაგის გლეხიზმი რუსეთის ინტეგრაციაში კი არა, შინა პოლიტიკაში აისახა. რატომ არ მიიერთა იმერეთი მაგ კვერცხმა, იმერელი თავადები ეხვეწებოდნენ, გავაერთიანოთ საქართველოო, და ამან აიხირა არაო... სულელი იყო...


--------------------
http://twitter.com/Akatosh86
^tekla^
მამა-ძაღლი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 689
წევრი No.: 5761
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 9 Sep 2004, 08:28  #637419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq
Ar-Pharazon
ერეკლეს არ აუხირებია, არაო smile.gif ძალიან გულიტაც კი უნდოდა იმერეთის მიერეთება , მაგრამ ისევ დარეჯან დედოფლის გავლენის გამო შეცვალა უკანასკნელ საათს გადაწყვეტიოლება. ასაკის ბრალი იყო biggrin.gif ხომ იცით, ადამიანი რომ მოხუცდება, მერე... wink.gif და კიდევ - "დედაკაცმა თუ გაიწია, 9 უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებს" wink.gif
[LoD]-Bagra
* * * * * * * * * * * * *


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6379
წევრი No.: 2053
რეგისტრ.: 12-April 03

გამოგზავნილია: 9 Sep 2004, 19:45  #639163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
^tekla^
ჩინგის ხანმა თქვა თავის დროზე რომ კაცი რომელიც ოჯახს მოუვლის სახელმწიფოსაც მოუვლისო...

ჭკვიანი კაცი იყო ჩინგისი, აი ერეკლეს კი ჭკუა არ ეყო... sad.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) « პირველი ... 2 3 [4] 5 6 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.4375 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]