forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (83) « პირველი ... 65 66 [67] 68 69 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული საბრძოლო ხელოვნება, გავუფრთხილდეთ ეროვნულ ფასეულობებს!!!
gugusha-l
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1580
წევრი No.: 78883
რეგისტრ.: 16-December 08

გამოგზავნილია: 9 Apr 2009, 11:42  #13301859      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
kabo

სად იყიდება თქვენი გაზეთი და რამდენ ხანში ერთხელ გამოდის?

ვიკითხე რამოდენიმე ადგილას და არ ქონდათ.
kabo
მოაზროვნე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 602
წევრი No.: 23438
რეგისტრ.: 20-September 06

გამოგზავნილია: 9 Apr 2009, 18:51  #13308497      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მალე..............

ქართული საბრძოლო ხელოვნების მონაწილეობით


user posted image


უყურეთ ფილმი

"დამოუკიდებლობის 1005 დღე"


user posted image

This post has been edited by kabo on 9 Apr 2009, 18:52
El Historiador
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 28967
რეგისტრ.: 26-January 07

გამოგზავნილია: 9 Apr 2009, 19:06  #13308727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
kabo
როდის გამოვა ფილმი ?
kabo
მოაზროვნე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 602
წევრი No.: 23438
რეგისტრ.: 20-September 06

გამოგზავნილია: 9 Apr 2009, 19:15  #13308881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
1 აპრილს გამოვიდა კავშირის "ქართული საბრძოლო ხელოვნების" გაზეთი "მთავარი"-ის მე-2 ნომერი

user posted image

El Historiador
QUOTE
როდის გამოვა ფილმი ?


მალე, ამ თვის ბოლოს, საზოგადოებრივ არხზე.
* * *



დროშა იკურთხა და გადაეცა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს მიერ ლაშა კობახიძეს, როგორც სრულიად საქართველოს ქართული საბრძოლო ხელოვნების ხელმძღვანელს

This post has been edited by kabo on 9 Apr 2009, 19:21
B A K A R I
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 78
წევრი No.: 79591
რეგისტრ.: 21-December 08

გამოგზავნილია: 14 Apr 2009, 22:20  #13394747      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მე უკვე მქონდა შანსი წაკითხვის და ძალიან საინტერესოა... smile.gif
kabo
მოაზროვნე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 602
წევრი No.: 23438
რეგისტრ.: 20-September 06

გამოგზავნილია: 15 Apr 2009, 23:24  #13413714      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ეჭვიც არ მეპარება smile.gif smile.gif smile.gif bis.gif bis.gif bis.gif

დღეს დამირეკეს, ყველა გაზეთი გაიყიდა, ახალი პარტია მოიტანეთ ... givi.gif tan.gif smile.gif
* * *
alk.gif alk.gif alk.gif bis.gif bis.gif bis.gif

This post has been edited by kabo on 15 Apr 2009, 23:28
B A K A R I
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 78
წევრი No.: 79591
რეგისტრ.: 21-December 08

გამოგზავნილია: 19 Apr 2009, 18:47  #13471280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ფესტივალი არტ გენი 2008 წელი

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
mariri-q
მიზანში ხარ ;)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7807
წევრი No.: 87376
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 19 Apr 2009, 19:04  #13471509      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

მაშ ასე დავიწყოთ რაც ვიცი ამაზე:

არსებობდა ქართველთა საბრძოლო აღზრდის ხალხური სისტემა, რომელიც 4 ასაკობრივ ჯგუფს მოიცავდა.
1. 5-15 წელი _ ბალღი
2. 15-30 წელი _ ვაჟკაცი
3. 30-50 წელი _ კაცი
4. 50 წლის შემდეგ _ ბერიკაცი.

ქართველთა საბრძოლო აღზრდის ხალხური სისტემა პირველი ასაკობრივი ჯგუფისათვის (უძველესი ანდრეზების მიხედვით).
1. 5-15 წელი _ ბალღი

ხევსური ვაჟის ფიზიკური და საბრძოლო აღზრდა 5-6 წლიდან იწყებოდა. და მეომრად ჩამოყალიბების 3 ეტაპს გადიოდა.
1 ეტაპი _ იარაღთ აღება (ხანჯლის შაბმა) 6-7 წლიდან.
2 ეტაპი _ დედათ ჯარზეით ადგომა (პირველი შუღლი და ნაჭრევიანობა) 15-16 წელი.
3 ეტაპი _ დახარება ანუ ვაჟკაცის დაღვინება. 20-25 წლის ვაჟკაცს დახარებული ერქვა.

თოფის სროლის შესწავლა 10-12 წლის ასაკიდან იწყებოდა.

1. საერთო ფიზიკური განვითარება
2. ნებისყოფის, სიმტკიცის, სიმარჯვის, სისწრაფის, გულადობისა და ღონის განვითარება.
3. რბენის ხტომის, ტყორცნის, მთიდან მოკლე სამთო თხილამურებით დაშვების, ცხენზე ჯდომის და სხვა გამოყენებითი ჩვევების შეძენა.
4. იარაღის ცალკე სახეების ხმარების ხერხთა შესწავლა.

სიარული: მთაში, ციცაბო აღმართ-დაღმართზე, ოჩოფეხით (სწორზე, ტალახში, წყალში)

რბენა: სისწრაფეზე _ 60-80 მ; დათქმულ ადგილამდე. სოფლიდან - სოფლამდე.

სრიალი თოვლზე: ციგებით და მოკლე თხილამურებით.

ცოცვა ამხანაგის დახმარებით და დაუხმარებლად: კლდეზე, ხეზე 5-8 მ-ის ძელზე.

ცხენოსნობა : უბელო და შეკაზმული ცხენით.
ხტომა თავისუფალი: ადგილიდან და გამოქანებით; ორი მჯდომი ამხანაგის ფეხებზე და ა.შ. (სიგრძის გაზომვა სხვადასხვა მდგომარეობაში მჯდომი ბავშვებით ხდებოდა); ბუნებრივი და ხელოვნური დაბრკოლების გადალახვა (რუ, ჯირკვი, ქვიდან-ქვაზე, ა.შ. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), ჭოკით ხტომა.
ტყორცნა: წვრილი ქვისა ადგილიდან და გამოქანებით, ნიშანში სროლა, შურდულით.
ეხლა მოვყვები კონკრეტულ ვარჯიშებს:

ფუნდრუკი

ვარჯიშისა და სამხედრო მომზადების გარდა საჩვენებელ-სანახაობრივ მხარესაც შეიცავდა.
ფუნდრუკის საუკეთესო მაგალითია ხართან ჭიდება. სამეგრელოში დიდი ღმერთის სახელზე იმართებოდა სანახაობა "კურულობა" (სიტყვიდან კურო). ამ დღეს გამოჰყავდათ საგანგებოდ არჩეული ხარი, აბამდნენ პალოზე და ორი კაცი გარკვეული ხნის განმავლობაში ახელებდა, რის შემდეგაც ხარს აუშვებდნენ კაცთან დასაჭიდებლად. მორკინეს იგი შიშველი ხელით უნდა დაეთრგუნა და გაეკოჭა. ამის შემდეგ ერთმანეთს დარჩეული მორკინალნი ეპაექრებოდნენ.
სვანეთში კი, `უფლიშიერის~ დღესასწაულზე, რომელიც აღდგომისშემდგომ კვირას იმართებოდა, ლასკარებს, ანუ სამეზობლოებს გამოჰყავდათ დარჩეული ხარები და ერთმანეთთან აჭიდებდნენ.
ამასთან ჩვენში ენობრივად გამიჯნულია ცხოველის ცხოველთან, კაცის ცხოველთან და კაცის კაცთან ორთაბრძოლა. პირველ ამათგანს ბუღრაობა, მეორეს ჭიდება და მესამეს რკინება ჰქვია

ჯილდაობა, რაც საჯილდაოდ დათქმული ქვის აზიდვას გულისხმობს. განსაკუთრებით მოწონებას იმსახურებდა ამ ქვის გადაგდება ცხენის ან ხარის ზურგსმიღმა, აგრეთვე თავსუკან. ზოგი ვარჯიში წელამდე აზიდვას მოითხოვდა, ზოგი – ადგილიდან დაძვრას (ქვეშ `ქარის გატარებას~). ზოგგან შეჯიბრი ქვის მანძილზე კვრასა და სროლაში იმართებოდა. აზიდული ქვის მანძილზე გადატანაც ერთ-ერთი სახეობა იყო. სვანეთში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა უშუალოდ აწევის ხერხს. იყო სამი თითით ასაწევი ქვებიც. თავისი საჯილდაო ქვები ქალებსაც ჰქონიათ.
ამ სახეობის პოპულარობაზე მეტყველებს შემდეგი თქმულებაც: - მორიგე ცის გამგებელმა ჯილდაობაში ღვთისშვილთა შორის შეჯიბრი მოაწყო. მსაჯულად კვირია დადგა. იახსარს სხვებზე ორჯერ მეტი წონა აუტაცნია და სამჯერ მეტი დაუძრავს.

ქართული ჭიდაობა

ქართულ ჭიდაობაში შერკინება მიმდინარეობს ტრადიციული ჩოხითი. მოქმედება ხდება მხოლოდ დგომში, ჩოქბჯენში ბრძოლის გაგრძელება დაუშვებელია.
დაუშვებელია აგრეთვე ხელებით ქვედა კიდურებზე რაიმე საჭიდაო მოქმედება. აკრძალულია მტკივნეული ილეთები და გაგუდვა. არსებული წესები ქართულ ჭიდაობას გამორჩეულ, დახვეწილ იერს აძლევს, რის გამოც ის ჭიდაობის ერთ-ერთ ულამაზეს სახეობადაა მიჩნეული.

ქართული კრივი
ქართულ კრივში მებრძოლები ქართული ტრადიციული ჩოხით იბრძვიან. ძველ დროს უხელთათმანოდ, ახლა სპეციალური ხრიდოლის ხელთათმანებით. ხრიდოლის ხელთათმანი თითებს არ ფარავს და საშუალებას აძლევს მებრძოლს მეტოქის ჩოხაზე ან ქამარში ხელის ჩავლებით ილეთი შეასრულოს. ბრძოლის დროს დასაშვებია დარტყმების მიყენება მუშტით და ფეხით სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში, აკრძალული ადგილების გარდა.
დასაშვებია თავით, მუხლით და იდაყვით სხეულის ნებისმიერ ადგილას შეტევის განხორციელება. დასაშვებია საჭიდაო ილეთების გამოყენება. როგორც დგომში, ასევე ჩოქბჯენში. ასევე დასაშვებია დგომში და ჩოქბჯენში მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების გამოყენება.
აკრძალულია დარტყმები საზარდულში, ყელში, კეფაში, ზურგისა და ხერხემლის მიდამოებში, დგომიდან წაქცეულის ცემა.

ხევსურული ჭიდაობა
ხევსურულ ჭიდაობაში შერკინება მიმდინარეობს ტრადიციული ჩოხით. მისი ერთ-ერთი სახელწოდებაა `მოშ და მოშ~, რაც მთის კილოზე ხელების შემოხვევით მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების შესრულებას გულისხმობს. დასაშვებია ნებისმიერი ილეთის შესრულება, რომელიც ქართულ ჭიდაობაში ან ჭიდაობის საერთაშორისო სახეობებში არ იკრძალება. ხევსურულ ჭიდაობაში შერკინება გრძელდება ჩოქბჯენში. გარდა ამისა, დასაშვებია როგორც დგომში ასევე ჩოქბჯენში მახრჩობელა და მტკივნეული ილეთების შესრულება, რომლებიც კისრისა და კიდურების მეყსეულ მოტეხვას არ იწვევს. ძველი საბრძოლო წესებით ამ ტიპის ილეთების შესრულება დასაშვები იყო. ქულებით ფასდება შებოჭვაც.

ხევსურული ფარიკაობა
ხევსურულ ფარიკაობაში მეტოქეები იბრძვიან ხმლით და პატარა წრიული ფორმის ფარით. ძველ დროში უმცროსი ასაკის მებრძოლები სწავლების პროცესში ხმარობდნენ ხის იარაღს, თანამედროვე სპორტული შეჯიბრებების დროსაც ხრიდოლის მებრძოლები ასევე იყენებენ ხის ფარ-ხმალს. აკრძალულია ხმლის მხრიდან მოქნევა, რადგან, ქართული ადათით, თუ მეტოქე მოსისხლე მტერს არ წარმოადგენს, მებრძოლმა მაჯიდან უნდა მიაყენოს მსუბუქი ჭრილობა და მის სიცოცხლეს გაუფრთხილდეს. თანამედროვე ფარიკაობისას ტრამვის თავიდან აცილების მიზნით ხმლის პირი დარბილებულია სპეციალური დამცავით.

მესხური ჭიდაობა.
ეს ჭიდაობა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ჭიდაობად. აქ არის ყელში წავლებით მოგვერდი, მტვრევები და მტკივნეული ილეთები. ჭიდაობენ წელზემოთ შიშვლები.

საერთოდ ქართული ჭიდაობის ოცდაათამდე სახეობა არის ცნობილი.
არასრული სია:

თუშური ჭიდაობა
მთიულური იღლიღორა
სვანური ჭიდაობები (ლიბრგიელ და ლიბუნძგვალ)
მესხური ჭიდაობები (ჩოხით და უჩოხოდ)
ფშაური ჭიდაობა
გურული ჭედობა
რაჭული ღოჯური
მეგრული რკინება
აჭარული მატეკრობა
იმერული საბეჭურიდან ჭიდაობა

არამარტო საქართველოს მთიანეთში ექცეოდა დიდი ყურადღება ბავშვობიდან სამხედრო მომზადებას.
აი, რას წერს ”სამეგრელოს აღწერაში” არქანჯელო ლამბერტი -
”ბავშვები ისე ატარებენ იარაღს, ფარსა და მშვილდს, თითქოს დაბადებიდან იყვნენ შეჩვეულნი ბრძოლას. ყველანი ისე გულმოდგინედ ეკიდებიან ამ საქმეს, რომ მუდამ მზად აქვთ ყოველივე, რაც საჭიროა ლაშქრობაში; საუკეთესო ცხენს, თუ არა ლაშქრობაში, არ დაღლიან; ასევე ლაშქრობისთვის აქვთ გადანახული საუკეთესო სურსათი. ყოველი იარაღი ისე აქვთ გაწყობილი, რომ მთავრის პირველივე დაძახილზე შეძლონ ლაშქრად გასვლა. გარდა ამისა, დასვენების დროსაც კი მშვილდ-ისარი, ფარ-ხმალი, აბჯარი და სამაჯეები სასთუმალთან ულაგიათ, რათა საჭიროებისამებრ საბრძოლველად მზად იყვნენ...
პატარებსა და ნორჩ ახალგაზრდებს სასტიკ ზამთარშიაც კი ფეხთ არ აცმევენ და აჩვევენ თოვლში ფეხშიშველ სიარულს. საშინელ პაპანაქებაში სანადიროდ მიდიან. ხშირად შიშვლები გავლენ ხოლმე უდიდეს მდინარეებში. ამას იმიტომ ჩადიან, რომ ცქვიტები და მარდები შეიქმნენ და შეეჩვიონ იმ გასაჭირს, რომელიც ომიანობას მოაქვს.”

საქართველოში სასულიერო სასწავლებლის მოწაფენიც საერო პირების მსგავსად გადიოდნენ ფიზიკურ მომზადებას.
გიორგი ათონელს წესად ჰქონია მოწაფეთა ”ველად გასვლისა მღერად” (იგულისხმება სამხედრო მომზადების შემცველი თამაშობანი).
ხოლო დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიაში საგანგებოდ მოიწვია, თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე და ამასთან პედაგოგიც იოანე პეტრიწი, რომლის აღმზრდელობითი სისტემა ოთხი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: გონებრივი, ფიზიკური, ესთეტიკური და ზნეობრივი აღზრდა.
ალბათ, ამ ტრადიციის გამო, გრემის მონასტრის ორმოცმა ბერმა გზა გადაუჭრა მოულოდნელად მოვარდნილ მტერს და მედგარი წინააღმდეგობაც გაუწიეს, რათა ერეკლე მეფეს ლაშქრის შეკრება მოესწრო.
ფეოდალურ საქართველოში (რუსეთთან შეერთებამდე) არსებობდა შესაბამისი წყობისთვის დამახასიათებელი ჯარის ფეოდალური წყობა.

არსებობდა შემდეგი სამხედრო - სახელმწიფო იერარქია: მეფე _ უმაღლესი მთავარსარდალი, საჭიროებისდა მიხედვით შესაძლებელი იყო შემცვლელი მთავარსარდლის დანიშვნა.
ჯარი შედგებოდა პროვინციებიდან , საერისთაოებიდან და მთიელთა საერთო შენაერთებიდან წარმოდგენილი ლაშქრებით, რომელთაც ერისთავები, სადროშოთა წინამძღოლები და ხევისბერები ედგნენ სათავეში. ქართლში სადროშოს სათავეში მსხვილი ფეოდალი ედგა, კახეთში _ ეპისკოპოსი.
რიგითებში შედიოდნენ მსახურები, აზნაურები ან თავისუფალი მთიელნი.
განსაკუთრებულ შემთხვევაში ცხადდებოდა საყოველთაო მობილიზაცია _ ”ქუდზე კაცი”, რომელიც აერთიანებდა როგორც ყმა, ასევე აზატ გლეხობას და ქალაქის თავისუფალ მოსახლეობას.
ძველი ქართული საბრძოლო იარაღები მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად: საბრძოლო, კომბინირებული და საჩვევი ანუ სავარჯიშო.
საბრძოლო, მათ შორის მალულად სატარებელნიც იყოფა შემტევ და საფარ ჯგუფებად.

შემტევი _ თეთრი იარაღი _ ქარქაშში სატარებელი (ხმალი, დაშნა, ხანჯალი ა. შ.); სატყორცნი (შურდული, კუდბაწარა, მშვილდისარი, კაპარჭი...); ცეცხლსასროლი (კაჟიანი თოფი, დამბაჩა, მაჭახელა...).

საფარი იარაღი იყოფა 2 ჯგუფად _ აქტიური დაცვის (ფარები, დიდი ფარი - დელამ-ფარი და პატარა ფარი პელტი, მალული - უბის ფარი...) და პასიური (ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, სამკლავენი, გირგოლიანი ქუდი...)

კომბინირებული იარაღია _ ხმალ-ჯოხა - ყავარჯენში ჩამალული ხმალი, ჯოხ-დანა - ჯოხში ჩამალული დანა, შუბ-ჯოხა და ა.შ.

საჩვევი იარაღი საბრძოლო იარაღის ასლი იყო და მას აკეთებდნენ ან ხისგან ან რბილი ლითონისგან.

მთაში ვაჟკაცი იარაღს არასდროს შორდებოდა. მაგრამ იყო გამონაკლისიც, მაგ. ტაძარში, ტუმცა ხშირად აქაც კი მთიელი დამალული იარაღით შედიოდა. ძირითადად დამცავი იარაღით - უბის მალული ფარით და ქუდში ჩამალული ლითონის ფირფიტით _ ქუდის გირგოლით.

უბის ფარი ოვალური ფორმისაა და დამცავის გარდა, შემტევ იარაღადაც გამოიყენება გამკაწრავი დარტყმების განსახორციებლად.. ფარზე დამაგრებული ლურსმნები - მოქლონები უფრო მაღალი ქუდებით უკეთდებოდა.

თუ იარაღით ცოდვა იყო ჩადენილი, ამ იარაღს ხატს სწირავდნენ, რითიც ჩამდენი ცოდვებს ინანიებდა.

იარაღს საკულტო მნიშვნელობაც ჰქონდა. მშობიარე ქალი თავქვეშ ხანჯალს იდებდა, რათა ახალშობილთან ავსულები არ მისულიყვნენ. აკვანსაც ჰკიდებდნენ იარაღს, ხოლო ახალდაქორწინებულებს, ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ შემართული იარაღით აცილებდნენ.

როცა ვაჟი 15 წლისა ხდებოდა, საზეიმოდ გადაეცემოდა იარაღს და დრო დგებოდა ”ვაჟს აესხა იარაღი” ანუ საომარ მოქმედებებშიც მიეღო მონაწილეობა.

ხის იარაღი

წარმართული დროიდან საქართველოში საბრძოლველად და სასწავლად ასევე გამოიყენებოდა ხისგან გამოთლილი იარაღი. განსაკუთრებით საჩვევი იარაღი იყო ხის, რათა მიუჩვეველ მოსწავლეებს ერთმანეთი არ დაეზიანებინათ. მთის ხალხში ყველაზე მეტად სარგებლობდნენ მუჯირა ჯოხით, რომლისთვის მრავალი შემტევი და თავდაცვითი ილეთი არსებობდა.
ქვემოთ არის მცირერიცხოვანი ჩამონათვალი ხის იარაღებისა:

აზარმაცი – დიდი კეტი;
არნადი – კალოს ხის იარაღი;
ბაჭკა – ბოჯოჯღი, ბორჯღლიანი სარი
ბიგა - ჯოხი (მეგრ.)
გარა – გრძელი ორკაპი
გოგუთი - თავმრგვალი კეტი
გორგონი – დიდი ჯოხი
თავხრილი – კომბალი, კოპაჭური
კავკომბალი – კაკვიანი კომბალი
კაკუჩა – მცირე კავკომბალი
კვერთხი – მომცრო არგანი
კობალი – კომბალი, თავკორძა კეტი
ლაბაშა - ხის გრძელი ჯოხი (მეგრ.)
ლენგერა – მსხვილი კეტი
საჩვევი – საწვრთნელი იარაღი
ძალაყინი – ძელი კართა საძგერებელი
წერაყანი – მუჯირასავით

სხვათა შორის მორიგე ცის გამგებლის მიერ ღვთისშვილისათვის გადაცემული ოქროს ჭიგუნიც ხის იარაღს მიეკუთვნება.

7 წლიდან ბავშვს უკვე ჰქონდა ხისგან გამოთლილი საჩვევი იარაღი.

სახელი "სათითე" აერთიანებს მცირე ზომის, ბეჭდის მაგვარ კასტეტთა საცემ, სასერ და საჩხუტ ნაირსახეობებს. ეს იარაღი მეტწილად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში იყო გავრცელებული

ცალ თითზე წამოსაცმელი ხევსურული სათითე საკმაოდ მრისხანე იარაღია მჭიდრო შერკინებაში. მორკინალი მას საკუთარი ხელწერისა და ოსტატობის შესაბამისად. მარტო ხევსურეთში მოძიებულია სათითის 12-ზე მეტი ნაირსახეობა.

ხევსურულისგან განსხვავებით მთიულეთში ვხვდებით ორთითიან (საჩვენებელ და შუა თითზე წამოსაცმელ) `საჯიჯგველაებს~. თუკი ხევსურული სათითე უაღრესად შეუზღუდავია და რკალურ მოძრაობაზე გათვლილი, "საჯიჯგველას" პირიქით, ძირითადად `ჯიჯა~, სწორხაზოვან დარტყმებში ხმარობდნენ.

თუშური ოთხთითა "ღაჯიები". "ღაჯიად" ერთ-ერთი ხევსურული სათითეც იწოდება, ოღონდ იგი, თუშურისაგან განსხვავებით, ცალთითაა. ოთხთითა სათითე გვხვდება გურიაშიც.

ზოგიერთი სათითის შემტევი კბილები 3-4 სმ სიმაღლისაა და ილეთთა სისწრაფის გამო სავარჯიშო შერკინებაც კი უაღრესად სახიფათოა, მაგრამ წესები, რასაც მეტოქენი მკაცრად იცავდნენ დროს, სერიოზულ დაზიანებას არსებითად გამორიცხავდა. ამასთან, ხევსურები ადრეული ასაკიდან ეუფლებოდნენ ამ იარაღს, რისთვისაც არსებობდა საჩვევი სათითე - "ნესტარი".


--------------------
Before you start pointing fingers, make sure your hands are clean!!!
kabo
მოაზროვნე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 602
წევრი No.: 23438
რეგისტრ.: 20-September 06

გამოგზავნილია: 19 Apr 2009, 21:45  #13473418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
mariri-q
მადლობა ინფორმაციასთვის მაგრამ ბევრი რამ სადაო გიწერია, მაგ. ქართული ჭიდაობის სახეობები თუ შეგიძლია მიუთითე წყაროები ან ჩანაწერები, სად გაქვს წაკითხული? (ოღონდმოსმენილი მაქვსო არ არის მტკიცება), ან ხრიდოლის ხელთათმანი საიდან მოდის? ხრიდოლი როგორც ვიცით არის ნახსენი გრიშაშვილის წიგნში http://www.mtavari.ge/krivi.html მაგრამ ხელთათმანი ნახსენი მანდ არ არის, და ისევ მაინტერესებს წყარო, თუნდაც რაც შენ დაწერე ძალიან საინტერესო მომენტებია მაგრამ ჯერ არარის დამტკიცებული. შეგიძლია რომ გვითხრა სად გაქვს წაკითხული?
* * *
ჩვენ საიტზე არის დადებული წიგნები სადაც არის აღწერილი ხევსურული ფარიქაობა, სათითენი, და ა. შ.
http://www.mtavari.ge/ustari.html


This post has been edited by kabo on 19 Apr 2009, 22:12
mamluqi
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 90
წევრი No.: 37185
რეგისტრ.: 26-June 07

გამოგზავნილია: 19 Apr 2009, 22:42  #13474176      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
.................................ხრიდოლის ხელთათმანი???....................................... spy.gif


--------------------
www.mtavari.ge
mariri-q
მიზანში ხარ ;)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7807
წევრი No.: 87376
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 20 Apr 2009, 09:57  #13478855      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
kabo

ეს მასალა რაც აქ დავწერე ინტერნეტით მაქვს მოძიებული და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის წევრი არის ჩემი მეგობარი ბევრიც მისი მონათხრობიდან ავიღე... მე 100% არაფერს ვამტკიცებ შეიძლება მანდ ბევრი უზუსტობაცაა უბრალოდ რაც ვიცოდი ის დავწერე yes.gif

This post has been edited by mariri-q on 20 Apr 2009, 09:58
mamluqi
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 90
წევრი No.: 37185
რეგისტრ.: 26-June 07

გამოგზავნილია: 20 Apr 2009, 15:54  #13481770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის წევრი არის ჩემი მეგობარი


თუ შეგიძლიათ სახელი და გვარი მიუთითეთ smile.gif
kabo
მოაზროვნე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 602
წევრი No.: 23438
რეგისტრ.: 20-September 06

გამოგზავნილია: 20 Apr 2009, 23:12  #13487675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (mariri-q @ 20 Apr 2009, 09:57 )
kabo

ეს მასალა რაც აქ დავწერე ინტერნეტით მაქვს მოძიებული და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის წევრი არის ჩემი მეგობარი ბევრიც მისი მონათხრობიდან ავიღე... მე 100% არაფერს ვამტკიცებ შეიძლება მანდ ბევრი უზუსტობაცაა უბრალოდ რაც ვიცოდი ის დავწერე  yes.gif

გასაგებია yes.gif უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ მოძიებული ყველანაირი ინფორმაცია დავამტკიცოთ ისტორიულად რომ არ დაემსგავსოს ზღაპრს და მითს, ამიტომ ყოველთვის ვუთითებთ წყაროს, და მონათხრობებს დიდი ინტერესით ვუსმენთ მაგრამ თუ არ აქვს წყარო დიდათ ვერ გვავრცველებთ,

This post has been edited by kabo on 20 Apr 2009, 23:16
kabo
მოაზროვნე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 602
წევრი No.: 23438
რეგისტრ.: 20-September 06

გამოგზავნილია: 23 Apr 2009, 17:42  #13531209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
24 აპრილს, პარასკევს კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება" მიიღებს მონაწილეობას ძიუ-დოს ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაში
kabo
მოაზროვნე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 602
წევრი No.: 23438
რეგისტრ.: 20-September 06

გამოგზავნილია: 27 Apr 2009, 00:28  #13584351      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ძიუ-დოს ევროპის ჩემპიონატის გახსნის საჩვენებელი

user posted image



* * *
user posted image
* * *
user posted image
* * *
user posted image

* * *
user posted image

* * *
user posted image
* * *
user posted image

* * *
user posted image
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (83) « პირველი ... 65 66 [67] 68 69 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0551 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]