forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა განახლებული  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (46) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> "ჩვენ ვხედავთ მზეს" 2009 მეტი სითბო!, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მზიურში
Ania
"ქალბატონი ანიკო"


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10955
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04

  გამოგზავნილია: 16 Apr 2009, 23:59  #13431835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
„ჩვენ ვხედავთ მზეს“ 2009 ! მეტი სითბო


user posted image

1 ივნისი, დღე როცა მზე გამორჩეულად ანათებს მზურში! დღე როდესაც დიდები ბავშვობაში ბრუნდებიან და ყველგან ბავშვების ჟრიამული ისმის!

ამ დღეს ყველას მზის სითბო აერთიანებს არ აქვს მნიშვნელობა ის მზრუნველობამოკლებულია თუ უნარ შეზღუდული.

საბავშვო ფესტივალი „ჩვენ ვხედავთ მზეს“ ფორუმელების გარეშე წარმოუდგენელია! 2006 წლიდან მოყოლებული, ფორუმელები აქტიურად არიან ჩართულნი ამ ღონისძიებაში.

ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი დღით დაიწყო: ხომ შეიძლება, რომ ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ მზიურ ქალაქში 1 დღე მაინც იყოს ისეთი, როგორზეც დიდი მწერალი ოცნებობდა? ყველა იღიმებოდეს, ბავშვების ჟრიამული ისმოდეს, ყველა უფროსი ბავშვობაში დაბრუნდეს. ყველა ბედნიერი იყოს… თუნდაც ერთი დღით მაინც!

პროექტის მიზანია რამდენიმე საათით მაინც ასრულდეს ნოდარ დუმბაძის ანდერძი და ყველა იქ მომსვლელმა ათასობით ადამიანმა თავი ნამდვილ ზღაპარში იგრძნოს!

ორგანიზატორებისა და პარტნიორების მონდომებით ყოველი წლის 1 ივნისს მზიური მართლაც ოცნების ქალაქია!

user posted image


წლევანდელი ზეიმი 3 ძირითად მიზანს ემსახურება:

1. უდედმამო და ინვალიდ ბავშვთა საზოგადოებასთან ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა;
2. ზრუნვა ბავშვთა ქალაქ “მზიურზე” – ისე, რომ იქცეს ნოდარ დუმბაძის ოცნების ადგილად, ანუ ზღაპრის ქალაქად;

3. მზის ფესტივალის სახელწოდებაა ”ჩვენ ვხედავთ მზეს”, თუმცა, ყოველ წელს იცვლება მისი სლოგანი: ”გაგვიღიმეთ” (2006), ”სიყვარული ყველგან არის” (2007), ”სასწაული ხდება” (2008).

წლევანდელი სოლგანია „მეტი სითბო”!რატომ მეტი სითბო?
ყველა იმ ნეგატიური ამბების ფონზე, რაც ქვეყანაში აგვისტოს პერიოდში მოხდა, აუცილებელია ერთმანეთს მეტი სითბო გავუზიაროთ. ჩვენი ფესტივალი მეოთხე წელია ტარდება და ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანი გვიერთდება.
სლოგანი იბეჭდება დროშებზე, ამ თემაზე ბავშვები ხატავენ და ნახატები გამოიფინება მზიურის ტერიტორიაზე. ერთი სიტყვით, სლოგანი მთელ ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევს.
პროექტის აღწერა

ჩვენი ფესტივალი უკვე ძალიან პოპულარულია, ბავშვები ელოდებიან 1 ივნისს, რომ ჩამოვიდნენ მზიურში, ამიტომ ჩვენს ღონისძიებას უკვე აქვს თავისი სიმღერა, რომლის ავტორი და შემსრულებელი მუსიკოსი სალომე კორკოტაშვილია.
სიმღერა, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაიწერება და ჩაწერისთანავე დატრიალდება სხვადასხვა რადიოარხებზე, ფონად გაჰყვება სატელევიზიო თუ რადიო რგოლებს და იმედია ყველასთვის საყვარელი სიმღერად იქცევა. smile.gif
სიმღერის პრემიერა (ცოცხალი შესრულებით) შედგება 1 ივნისს, მზიურში!

ასევე, თითქმის უკვე მზადაა ფესტივალის ვებ-გვერდი www.1ivnisi.ge სადაც მთელი ფოტო და აუდიო–-ვიდეო არქივის მოძიება შეიძლება. იგი მთლიანად ასახავს პირველ ივნისს „მზიურში“ არსებულ განწყობას .

წლევანდელი ზეიმზე მოწვეული იქნებიან ბოდბის მშობელთა მზურნველობა–მოკლებული ბავშვები (სულ 60 ბავშვი). მათ გადაეცემათ სპეციალურად მომზადებული საჩუქრები. დღის განმავლობაში ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან საკვებით და სასმელებით.

“მზის ფესტივალი” მზიურში გაიმართება 2009 წლის 1 ივნისს 14:00-დან 18:00 საათამდე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

1. გამოფენას თემაზე „მეტი სითბო“ ზალიკო სულაკაურის სამხატვრო სტუდია მოაწყობს. ასევე, ნებისმიერ ბავშვს შეეძლება მოიტანოს ამ თემაზე დახატული ნამუშევარი, რომელიც იქვე გამოიფინება..

2. ნებისმიერ ბავშვს შეეძლება ფერადი ცარცებით ხატვა პარკის ტერიორიაზე.

3. მოეწყობა სხვადასხვა შეჯიბრებები ბავშვებს შორის. გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან სიმბოლური პრიზებით.

4. 16:00 დაიწყება კონცერტი;

5. ჩატარდება კარაოკე და ბავშვები სიმღერაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს;

6. ფოტოკლუბი ”გრაფ.გე” მოაწყობს ღია გამოფენას სახელწოდებით ”მეტი სითბო ბავშვებს”;

7. მთელი დღის განმავლობაში მზიურის ტერიტორიაზე ბავშვებს გაართობენ უზარმაზარი თოჯინა მზე და კლოუნები.

8. სამხატვრო სკოლის ბავშვებს გადაეცემათ სპეციალური სიგელები.

9. ღონისძიების ბოლოს ბავშვებს დაურიგდებათ ფურცლები და ფანქრები სადაც ისინი დაწერენ თავიანთ სურვილებს. შემდეგ ეს ფურცლები მიებმება ჰელიუმის ბუშტებს და კონცერტის ბოლოს ჰაერში 100 ბუშტი 100 ოცნებასთან ერთად ცაში აფრინდება!

10. ბოდბეს ბავშვთა სახლიდან ჩამოსული 60 ბავშვი დილით მოინახულებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლები ჩაუტარებენ გაკვეთილს თუ როგორ უნდა მოუარონ კბილებს და ასევე გადაეცემთ საჩუქრები.

11. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დახმარებით წელს მზის ფესტივალს 50 დევნილი ბავშვიც დაესწრება. ისინი სხვა ბავშვებთან ერთად გაერთობიან და მიიღებენ კონკურსებში მონაწილეობას.

სხვადასხვა დროს ფესტივალის სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ:

• პროკრედიტ ბანკი
• სახალხო ბანკი
• „ნესტლე“.
• „დიოგენე“,
• „თოლია“,
• ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) .
• UGT
• „მაკდონალდსი“,
• „ნატახტარი“,
• რადიო 106.4
• რადიო ”ფორტუნა
• საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
• ვისოლი
• იოლი
• კაუკაზუს ონლაინი
• ფოტო კლუბი ”ბოკე”
• ვებ პორტალი ევა - www.eva.ge
• თბილისის ფორუმი - www.forum.ge




user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ამ ეტაპისთვის ჩვენი პარტნიორები არიან: საინფორმაციო მხარდაჭერა რადიო უცნობი, რადიო ნაცნობი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ფოტო საიტი გრაფ.გე (www.graf.ge)

და რათქმაუნდა forum.ge რომელიც დარწმუნებული ვარ როგორც წინა წლებში აქტიურად იქნება ჩართული!


www.1ivnisi.ge

user posted image

This post has been edited by Ania on 17 Apr 2009, 00:39


--------------------
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
P.s. მთავარია დაინახო!

www.ania.ge ჩემი გადაღებული ფოტოები...

"ჩვენ ვხედავთ მზეს"-------->>>>> www.1ivnisi.ge <<<<<<<<<<<
Doloress
პირიქით


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 30389
წევრი No.: 15183
რეგისტრ.: 6-December 05

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 00:04  #13431920      · პროფილი · პირადი მიმოწერა · msn
Ania
bis.gif

ყოჩაღი!


))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
* * *
მუცელზე დავიხატავ დიდ მზეს და ვირბენ ტიტველი biggrin.gif



--------------------
სამსართულიან სახლში მეცხრე სართულზე ვცხოვრობ....
mariquita
ჭია-მაია


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1911
წევრი No.: 29415
რეგისტრ.: 4-February 07

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 00:07  #13431995      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვაიმეეე როგორც იქნა როგორ ველოდებოდი ამ თემას smile.gif


--------------------
http://pataramaro.blogspot.com
Ania
"ქალბატონი ანიკო"


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10955
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 00:11  #13432071      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Doloress
QUOTE
მუცელზე დავიხატავ დიდ მზეს და ვირბენ ტიტველი

რა გინდა მომავალ წელს კი მოხვალ შენს ბაღანასთან ერთად biggrin.gif ჰა მიდი გურულო, შეუდექი საქმეს ამ თემას მიმიხედე და აუხენი ის რაც ასახსნელია მე მანამ 8000 ლარს მოვძებნი სადმე იქნება და დაფინანსდება biggrin.gif lol.gif

mariquita
smile.gif მეც მთელი დღე გულაჩუყებული ვარ, დღეს საიტიც გავუშვით და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. აბა დავიწყეთ! bis.gif
mariquita
ჭია-მაია


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1911
წევრი No.: 29415
რეგისტრ.: 4-February 07

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 00:16  #13432141      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Ania
QUOTE
მეც მთელი დღე გულაჩუყებული ვარ, დღეს საიტიც გავუშვით და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. აბა დავიწყეთ! 

ვიცი ვნახე უკვე!! ძალიან მაგარიაა !! ყოჩაღ!!
Doloress
პირიქით


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 30389
წევრი No.: 15183
რეგისტრ.: 6-December 05

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 00:16  #13432153      · პროფილი · პირადი მიმოწერა · msn
Ania
თეთრი ქვის ქვეშ დადო იმან, ჩვენ რომ ვიცით და ეგება დაასწრო, სანამ აიღებს ისევ biggrin.gif

Kessso
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 948
წევრი No.: 42391
რეგისტრ.: 21-September 07

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 00:19  #13432197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Ania


2kiss.gif

სუულ ვფიქრობდი სადაათქვა ამდენ ხანს ...

მე შენთან ვარ,არა მხოლოდ სულიერად ისე როგორც ადრე..
მინდა ისევ საკუთარი თვალებით დავინახო ბევრზე ბევრი გახარებული ბავშვი ერთად...







--------------------
X_Lady
"მეშინია ისეთი არ ვიყო,როგორიც მგონია რომ სინამდვილეში ვარ"
kosheen
bu


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4361
წევრი No.: 7685
რეგისტრ.: 5-December 04

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 00:25  #13432315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Ania
წარმატებები ანა, აუცილებლად იპოვი სპონსორს

მეც დაგეხმარები რამეში თუ დაგჭირდი smile.gif


--------------------
ორთოგრაფია ჩავასწორე, მხოლოდ.
jeijei
never say never


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 935
წევრი No.: 14747
რეგისტრ.: 21-November 05

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 00:28  #13432369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · msn
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif დაიწყო უკვე მზადებაა?


მე აქა ვარ ჩემი ფუნჯებით biggrin.gif
2kiss.gif


--------------------
in love with life

love can not be perfect, love is just love
Chill_Out
არა რა სვანი :boli:


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1374
წევრი No.: 46647
რეგისტრ.: 13-November 07

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 00:29  #13432384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Ania
QUOTE
ჩვენ ვხედავთ მზეს“ 2009 ! მეტი სითბო


ჩეეეემი უსაყვარლესი თემა,თემის ავტორი და დღე love.gif
გენაცვალე ლომო აბა შენ იცი და მე აქ ვარ chest.gif


--------------------
Fuck your rules, I have mine!!!
.........................................................
I'll Resurect From Ash As A Phoenix
.........................................................
ჩემი ლურსმანა ხარ შენ...ხანდახან,რომ გარტყამენ იჭედები (c)teonala
Ania
"ქალბატონი ანიკო"


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10955
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 00:29  #13432397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Kessso
QUOTE
სუულ ვფიქრობდი სადაათქვა ამდენ ხანს ...

გაიხარე!!!! თებერვლის ბოლოდან ამ ამბებს ვაგვარებ mo.gif უბრალოდ არ ვხსნიდი თემას, აქ ვარ მეც ვაკეშია მზიური და ის ბავშვები ელოდებიან 1 ივნისს რომ თბილისში ჩამოვიდნენ ასე რომ ეგება გონს მოეგონ და მორჩნენ მიტინგობანას...


jeijei
QUOTE
მე აქა ვარ ჩემი ფუნჯებით 

წელს სამხატვრო აკადემიიდანაც შემოგვიერთდებიან smile.gif


kosheen
2kiss.gif

Chill_Out
ჩემი ლომი ქალი!


This post has been edited by Ania on 17 Apr 2009, 00:30
თაკა
yes, I'm a Bitch


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2818
წევრი No.: 70896
რეგისტრ.: 12-September 08

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 03:11  #13434497      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
მიმიღეთ რა მეც რამეში იქნება და წაგადგეთ..
mo.gif


--------------------
oh wow... but fuck you :D



განთქმული ფორუმელი ^^
ყვავ
-ის ბახალა


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 800
წევრი No.: 51340
რეგისტრ.: 13-January 08

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 03:15  #13434525      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Doloress
QUOTE
მუცელზე დავიხატავ დიდ მზეს და ვირბენ ტიტველი

მოვდივარ bis.gif bis.gif givi.gif


--------------------
Emzariada.Wordpress.com

[ ემზარიადას კომიქსები ]
Iasamnisferi
ma boy


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 454
წევრი No.: 58559
რეგისტრ.: 16-April 08

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 03:36  #13434659      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
-----------------------------------------------------------------

This post has been edited by Iasamnisferi on 17 Apr 2009, 03:36


--------------------
iuhuuuuuuuuuuuuuuuuuuu
-----
სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა..
სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა

გოდერძი ჩოხელი :love:
Harry Potter
კაი საჯადოქრე მასალა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10496
წევრი No.: 11090
რეგისტრ.: 29-June 05

გამოგზავნილია: 17 Apr 2009, 03:36  #13434660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Ania

2kiss.gif წარმატებები ან smile.gif


--------------------
http://fazanda.wordpress.com/ - ჩემი ბლოღი.


http://ni2.ge - საინფორმაციო სააგენტო, რომელიც რუსეთის წისქვილზე აფსამს!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:

Topic Options Pages: (46) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.3603 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]