forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტურისტული აღჭურვილობა, ყველაფერი სამთო, საველე და სხვა ტურისტულ აღჭურვილობაზე
tours in georgia
მინდია


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 300
წევრი No.: 94837
რეგისტრ.: 1-July 09

გამოგზავნილია: 15 Jan 2011, 11:39  #23470342      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
1. თუ ვინმეს გესაჭიროებათ ინფორმაცია ნებისმიერი სახის ტურისტულ აღჭურვოლობაზე.

2. თუ ვინმეს გაქვთ ახალი ტიპის აღჭურვილობა, უკვე გამოცდილია და გსურთ რეკომენდაცია გაუწიოთ ამ საქონელს,

3. თუ ვინმეს შეგიძლიათ, რომ სხვებს ათხოვოთ საკუთარი აღჭურვილობა (თუნდაც მიაქირავოთ),

4. თუ ვინმეს უბრალოდ გაიტერესებთ აღჭურვივილობის მახასიათებლები, ხარისხი, გამოყენების პირობები,

5. თუ ვინმე მიდიხართ სამოგზაუროდ სადმე და არ იცით თან რა წაიღოთ და რა გამოადგება და რა არა

ეს თემა სწორედ თქვენთვისაა


--------------------
ნახე საქართველო
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22601
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 15 Jan 2011, 11:52  #23470449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
იყოს აქაც, იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს.
http://karavi.ge/viewforum.php?f=5&sid=e48...dbaadb0491de436


--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
Z@G@NTi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6472
წევრი No.: 63957
რეგისტრ.: 9-June 08

გამოგზავნილია: 15 Jan 2011, 13:10  #23471301      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეს კარავი.გე ზე ეწერა
დავიწყოთ მთავარით

1) ზურგჩანთა 65-80 ლიტრი
2) საძილე ტომარა. სეზონის მიხედვით მარა მჩატე უფრო სასურველია ზაფხულში. 1-1.5 კილოიანი
3) კარავი. წვიმას უძლებს 2000 მმ და მეტი გამძლეობის კარავი. სასურველია 3 კაციანი რადგან ჯამში ნაკლებს იწონის 3-ზე რო გაყო. გაშლაზეც ნაკლები დრო წავა. ვინც ატარებს ამ კარავს მისი ტვირზთის ნაწილს სხვები გაინაწილებენ.
4) პარალონი.
ცეცხლის პრობლემა ალპურ ზონაშია ხოლმე და სასურველია ან პრიმუსი ბენზინით ან გაზის ბალონი.
ასევე ვინმემ აუცილებლად უნდა წამოიღოს ქვაბი ან სხვა ჭურჭელი წყლის ასადუღებლად.

ახლა დანარჩენი

ტანსაცმელი:
1) ფეხსაცმელი. სასურველია ტრეკინგის ბათინკები. იდეალურია თუ წყალგაუმტარი იქნება. ბოტასები ნაკლებად გამოსადეგია. სამწუხაროდ 2 წყვილის წაღება შეუძლებელია ხოლმე წონისა და ზომის გამო.
2) შარვალი. 2 ცალი. ერთი ისეთი რომელიც წვიმაში ადვილად სველდება და შრება. მეორე თბილი (ზაბასში)
3) სასურველია ჯემპრის წამოღება. თუნდაც ის საერთოდ არ დაგჭირდება.
4) საწვიმარი აუცილებლად.
5) წინდები 2-3 წყვილი.
6) კეპკა ან უმჯობესია პანამა. პანამა იცავს კისერს დამწვრობისგან.

ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს მთელი ტანსაცმლის მეორე ნაკრები რომელიც ზურგჩანთაში ცელოფანის პარკებში ინახება.


პირადი ნივთები
1) ჭიქა (კრუშკა)
2) მისკა
3) კოვზი, დანა, ჩანგალი. დანა დასაკეცია სასურველი
4) ტუალეტის ქაღალდი/ხელსახოცები
5) კბილის ჟაგრისი/პასტა
6) ფანარი. უმჯობესია სვეტადიოდებიანი.
7) ასანთი+მშრალი სპირტი
8. 1.5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი წყლისთვის.
9) წამლები: ბინტი ან ლეიკო და ა.შ.
10) UV კრემი დამწვრობების ასარიდებლად. (სასურველია მარა არა სავალდებულო, მე არ ვხმარობ)

საჭმელი:
1) პური. დღეში 0.5-0.75 ცალი "ბატონი" ადამიანზე. 3 დღიანში 2 პური კაცზე საკმარისია.
2) ახოტნიჩი ძეხვი (რაოდენობა ინდივიდუალურად). მშვენიერია მიკოიანის ძეხვი მარა ძვირია.
3) მოხარშული კვერცხი (საკმაოდ კალორიულია)
4) სნიკერსი/მარსი/ტვიქსი ან მამაპაპური ჩურჩხელა. კალორიული საჭმელი უცებ თუ მოგშივდა
5) შემწვარი ქათამი (სიცივეში უძლევს ხოლმე თუ არა და პირველ დღეს შეიჭმევა)
6) კატლეტი (მე ყოველთვის მიმაქ ხოლმე)
7) ყველი (სასურველია არა ჭყლინტი) უფრო მჩატეცაა და არ დაგისვრის ზურგჩანთას. იდეალურია ვიოლას ყველები.
8. ჩაი/შაქარი/ყავა.
9) სწრაფი მომზადების სუპი "ანაკომი" ან მსგავსი.


სასურველია სასიარულო ჯოხი. თუ არა და ადგილზე ტოტისგან დამზადდება.

+ ამას დავამატებდი პატარა ზომის ნაჯახს biggrin.gif ძალიან საჭირო რამეა.
აქ წეია რომ 2 წყვლისი წაღება ფეხსაცმლის ძნელიაო მაგრაამ სულაც არა, ზაფხულში ორი წყვილი მქონდა წაღებული ერთი შედარებით მსუბუქი იყო და საჰაერო ჰქონდა, ზაფხულში კარგია ფეხი არ ჩაგეხარშება, + მკონდა მეორე ბოტასი რომელსაც წვიმაში ვიყენეებდი.


--------------------
.
Same
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 137
წევრი No.: 117116
რეგისტრ.: 14-June 10

გამოგზავნილია: 15 Jan 2011, 13:21  #23471455      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ფეხსაცმელი

მე ვფიქრობ რომ 2 წყვილის წაღება აუცილებელიც კია ლაშქრობაში წასასვლელად! ზაფხულში საჰაიკინგე სანდლები არის ძალიან გამოსადეგი, ფეხი არც იხარშება და არც იღლება!
ზამთარში ალბათ ერთი წყალგამძლე და თბილი და მეორე რაიმე შედარებით მსუბუქი ფეხსაცმელი წავა!

Nacisti08
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4314
წევრი No.: 106893
რეგისტრ.: 8-December 09

გამოგზავნილია: 15 Jan 2011, 13:52  #23471882      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tours in georgia
QUOTE
1. თუ ვინმეს გესაჭიროებათ ინფორმაცია ნებისმიერი სახის ტურისტულ აღჭურვოლობაზე.

2. თუ ვინმეს გაქვთ ახალი ტიპის აღჭურვილობა, უკვე გამოცდილია და გსურთ რეკომენდაცია გაუწიოთ ამ საქონელს,

3. თუ ვინმეს შეგიძლიათ, რომ სხვებს ათხოვოთ საკუთარი აღჭურვილობა (თუნდაც მიაქირავოთ),

4. თუ ვინმეს უბრალოდ გაიტერესებთ აღჭურვივილობის მახასიათებლები, ხარისხი, გამოყენების პირობები,

5. თუ ვინმე მიდიხართ სამოგზაუროდ სადმე და არ იცით თან რა წაიღოთ და რა გამოადგება და რა არა

ეს თემა სწორედ თქვენთვისაა

bis.gif bis.gif


გაიხარე ამ თემის გახსნისათვის, 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
QUOTE
2) მისკა

ეს რა არის? თეფში არ წერია მანდ და მგონი თეფშია ხო?

QUOTE
6) ფანარი. უმჯობესია სვეტადიოდებიანი.

სვეტადიოდებიანი რომელია დინამო ფარნები?

+ მაგ ყველაფერს --- დასაკეცი ბარი, მე ბარის ერთი მხარე ალესილი მაქვს და ნაჯახადაც მშვენივრად ვხმარობ.
QUOTE
7) ასანთი+მშრალი სპირტი

მშრალი სპირტი კაია, ცეცხლის მოსანთებად ან ბოლობოლო ექსტრემ.სიტუაციაში კონსერვის ერთ ბანკას თავისუფლად ყოფნის შესაცხელებლად.
ასანთი კიდე რამდენი წავიღე ან სანთებელა იმდენი დაინამა და გამოუსადეგარი გახდა.
ამას წავაწყდი აქ თან იაფად ( 3 ევროდ) იყო, თავი ეხრახნება და შანსი არაა დასველება/დანამვის. ზიპოში რომ ბენზინი მიდის იმას 2 გრამს ჩაასხამ და კი ყოფნის 50 და მეტ გაკვრას. გვერდით მაგნეზიუმი აქვს მიწებებული ეგ მაგნეზიუმი 1000 გაკვრას უძლებსო ეგრე ეწერა, მე არ ავსულვარ ჯერ 1000მდე smile.gif

user posted image

Uploaded with ImageShack.us

QUOTE
სანდლები

ჯობია ასეთები იყოს წინ დახურულია და თითს იცავს, მე მეორენაირი ღიაცხვირიანი მაქვს და ვინ მოთვლის რამდენჯერ გამმწარებია სული ქვაზე წარტყმისას ანდა ხიწვ/კენჭის ფეხქვეშ შეგორებისას

user posted image

Uploaded with ImageShack.us


--------------------
saqartwelo upirveles yovlisa.

nj23
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 120980
რეგისტრ.: 13-September 10

გამოგზავნილია: 16 Jan 2011, 20:55  #23495106      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ერთი რამე დაგავიწყდათ ბატონებო რაც ყველაზე საჭიროა კარგი ხარისხის საშუალო ზომის არადასაკეცი დანა ! მემგონი ეს ერთ ერთი მთავარი ატრიბუტია

* * *
და პლიუსები დავუწეროთ კვეს აბედს (ქართულად) ანუ მაგნეზიუმის ასანთს ,რამდენჯერმე გამოვცადე სხვადასხვა მეტეო პირობებსჰი და მშვენიერი საშვალებაა ,არც სველდება და ბევრი მოფრთხილება არ უნდა.

* * *
რაც შეეხება ტანსაცმელს დავამატებ
1.სასურველია შალის ან ფლისის თბილი ქუდი + ხელთათმანი თუ მთაში მიდიხართ ან სიცივეებია დაწყებული
2. ჯემპრიც ტუ არის საშვალება ჯობია იყოს ფლისი , ან რომელიმე ტექნოლოგიური მასალისგან დამზადებული. რადგანაც ის მალე შრება დასველების შემთხვევაში , ზალიან თბილია და მსუბუქი

This post has been edited by nj23 on 16 Jan 2011, 21:27


--------------------
A NEW ADVENTURE IS WAITING[SIZE=7][COLOR=red]
Nacisti08
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4314
წევრი No.: 106893
რეგისტრ.: 8-December 09

გამოგზავნილია: 17 Jan 2011, 00:30  #23499388      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nj23
QUOTE
ერთი რამე დაგავიწყდათ ბატონებო რაც ყველაზე საჭიროა კარგი ხარისხის საშუალო ზომის არადასაკეცი დანა

არ დაგვვიწყნია wink.gif უბრალოდ არ მეგულება ადამიანი ლაშქრობაში მიდიოდეს და დანა არ წაიღოთს თან.
დანა ერთი კიარა რამოდენიმეა საჭირო. და აი რისთვის.
ერთი მყარტარიანი რომელსაც გაჭირვებისას საპობ-საჩეხადაც გამოიყენებ.
დასაკეცი ოღონდ პატარა დანა იმ კოლოფში უნდა ჩადოთ სადაც ექსტრემალური სიტუაციებისთვის გამოსადეგი ნივთები გაქვთ. მაგ: ძუა,კავი,
მოკლედ ესეთი რამე
user posted image

Uploaded with ImageShack.us
user posted image

Uploaded with ImageShack.us

და ერთი დასაკეცი დანა ყოველი შემთხვევისთვის შარვლის ან ზურგჩანთის ჯიბეში.

QUOTE
პლიუსები დავუწეროთ კვეს აბედს (ქართულად) ანუ მაგნეზიუმის ასანთს

მაგნეზიუმი კი კარგია რადგან თვითონ ნივთი რომ დასველდეს ან დაინამოს მაინც ყრის ნაპერწკალს.
მაგრამ მარტო მაგნეზიუმით თუნდაც ხმელი ხისთვის ცეცხლის მოკიდება პრაქტიკულად შეუძლებელია,
მე თან დამაქვს ბაბმა რომელიც მაგნეზ.ნაპერწკლის მოხვედრისას იოლად აალდება.
მაგრამ ბოლო რამოდენიმე ლაშქრობისას დამენამა, ბამბაც და ფუჩეჩიც (ეგეც კაია ცეცხლის მოსანთებად) და კი დავრჩებოდი უცეცხლოდ მშრალი სპირტი და ის ხრახნიანი სანთებელა რომ არ მქონოდა ზედა პოსტში რომ სურათი მიდევს.
მე ერთი ხერXი ვიცი კიდე ცეცხლის დასანთებად, მაგრამ ცოტა სარისკოა. (სარისკოათქო იმიტომ დავწერე რომ შეიძლება ხელზე თმა შეგეტრუსოთ თორე ბალონის აალების და გასკდომის შანსი არაა, რადგან წნევა გაზს გარეთ აწვება და ალის ბალონში შეღწევა წარმოუდგენელია. ამდენად არც ბალონი გასკდება.)
გაზქურას მოვუშვებ ისე რომ გაზი ცოტა გამოდიოდეს და გავკრავ მაგნეზიუმს, და ცეცხლი კოცონისთვის მაქვს
tours in georgia
მინდია


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 300
წევრი No.: 94837
რეგისტრ.: 1-July 09

გამოგზავნილია: 17 Jan 2011, 11:05  #23503207      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
2. ჯემპრიც ტუ არის საშვალება ჯობია იყოს ფლისი , ან რომელიმე ტექნოლოგიური მასალისგან დამზადებული. რადგანაც ის მალე შრება დასველების შემთხვევაში , ზალიან თბილია და მსუბუქი


ჯემპრი რომ არ დაგისველდეთ ამისთვის საწვიმარი უნდა გქონდეთ აუცილებლად. გახსოვდეთ, რომ კარგი საწვიმარი ყველაზე მნიშვნელოვანია მთაში მოგზაურობისას. მე ერთხელ, კიდეგანას (4270 მ. მწვერვალია არხოტში) მყივნარზე დამაღამდა - გზა ამერია ბურუსში, საწვიმარი არ მქონდა და მხოლოდ ცელოფანმა გადამარჩინა გაყინვას.
* * *
QUOTE
და ერთი დასაკეცი დანა ყოველი შემთხვევისთვის შარვლის ან ზურგჩანთის ჯიბეში.


დანას ეცადეთ რომ გაუკეთოთ მისაბმელი და შარვლის ქამარზე ან ზურგჩანთაზე მიაბათ წვრილი თოკით. თოკი უნდა იყოს ხელის სიგრძე.

QUOTE
მე ერთი ხერXი ვიცი კიდე ცეცხლის დასანთებად


ცეცხლის დანთების ყველაზე კარგი ხერხი არის მონადირული ხერხი - მე ჯიხვზე და არჩვზე მონადირეებზე მაქვს საუბარი. ყველა მონადირეს თან მიაქვს ჯოხი
ხმელი და გამძლე ხისგან. გაჭირვების შემთხვეაში დანით ძალიან მცირე ნაჭრებს ათლით, ერთად აგროვებთ და ძალიან ადვილად ეკიდება ცეცხლი. ერთი კაცის სიმაღლე და 1,5 სმ დიამეტრის ჯოხის ნათალი დაახლოებით 2-3 საათი გყოფნით იმ შემთხვევაში, როცა სხვა ცეცხლმოსაკიდებელი მასალა არ გაქვთ.

This post has been edited by tours in georgia on 17 Jan 2011, 11:15
gixoni
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1094
წევრი No.: 120394
რეგისტრ.: 2-September 10

გამოგზავნილია: 17 Jan 2011, 11:18  #23503288      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობათ, კარგი თემაა, სიამოვნებით შემოგიერთდებით..
Nacisti08
ქვემო სურათზე, დახვეული "კალცოებით" ხერხია ხომ? მქონდა და გამიწყდა, კარგი ნივთია _)
მე უნივერსალური ჩაქუჩი მაქვს smile.gif
მოკლედ ჩაქუჩი, მეორე მხრიდან პატარა ნაჯახი, ასევე გასაშლელი დანა, ხერხი, სადგისი და ატვიორტკა აქვს თან... ძაან მოსახერხებელი ნივთია.
კიდევ მცირე ზომის (დაახლოებით 1.5 სიგარეტის კოლოფის ზომა) გასაშლელი "კამფორკა" მქონდა მშრალი სპირტითურთ ... დავკარგე სამწუხაროდ. ისიც პრაქტიკული იყო, მცირე ზომის ჭურჭელში წყლის ასადუღებლად ან სუპის მოსამზადებლად ვხმარობდი...
Tobuldar
-


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3711
წევრი No.: 26685
რეგისტრ.: 8-December 06

გამოგზავნილია: 17 Jan 2011, 11:27  #23503384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი თემა გახსინალა (მადლობა ავტორს და თემაში მონაწილეებს)
კარგი რჩევა საქმის ნახევარიაო, ამბობენ. ასე რომ ძალიან გააზრებულ და ფრთხილ-მოზომილ პოსტებს გისურვებთ ყველას.
gixoni
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1094
წევრი No.: 120394
რეგისტრ.: 2-September 10

გამოგზავნილია: 17 Jan 2011, 13:16  #23504726      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კარგი, პრაქტიკული ნივთია..... ასეთზე ვამბობდი ზემოთ, ოღონდ ჩემსას ჩვეულებრივი ნაჯახი აქვს ....

მიმაგრებული სურათი
41zWzYE_P4L.jpg
Nacisti08
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4314
წევრი No.: 106893
რეგისტრ.: 8-December 09

გამოგზავნილია: 17 Jan 2011, 16:03  #23507317      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tours in georgia
QUOTE
საწვიმარი ყველაზე მნიშვნელოვანია

+1000000000000

QUOTE
ცეცხლის დანთების ყველაზე კარგი ხერხი არის მონადირული ხერხი - მე ჯიხვზე და არჩვზე მონადირეებზე მაქვს საუბარი. ყველა მონადირეს თან მიაქვს ჯოხი
ხმელი და გამძლე ხისგან. გაჭირვების შემთხვეაში დანით ძალიან მცირე ნაჭრებს ათლით, ერთად აგროვებთ და ძალიან ადვილად ეკიდება ცეცხლი. ერთი კაცის სიმაღლე და 1,5 სმ დიამეტრის ჯოხის ნათალი დაახლოებით 2-3 საათი გყოფნით იმ შემთხვევაში, როცა სხვა ცეცხლმოსაკიდებელი მასალა არ გაქვთ

ანუ ბურბუშელას აკეთებ ხო იმ ხისაგან? და ნაპერწკალს რითი აძლევ?
gixoni
გაგიმარჯოს
კეთილი იყოს შენი ფეხი smile.gif
QUOTE
ქვემო სურათზე, დახვეული "კალცოებით" ხერხია ხომ

კი ხერხია, მე ორადორჯერ ვიხმარე და ჯერ გაწყდომის არაფერი შემიმჩნევია, ისე კი გახურდა ძაან, რო არ შემესვენა და გამეგრილებინა შეიძლება ჩემიც გამწყდარიყო Tobuldar
QUOTE
კარგი რჩევა საქმის ნახევარიაო, ამბობენ

ასპროცენტიანია.

შენი სოლო მოგზაურობა გადაკითხული მაქვს,
მანდ სურათების ნახვის მერე დავიწყე ფეხსაცმლისთვის ყურადღების მიქცევა,
არ მინდა ისეთ დღეში ვიხილო ჩემი "11 ნომრები" smile.gif

gixoni
QUOTE
კარგი, პრაქტიკული ნივთია

კი კაია მარა ბევრი გამოუსადეგარი ნივთიცაა მანდ. და მგონია რომ მძიმეც უნდა იყოს.
მაგალითად ჩაქუჩად შეგიძლია ნაჯახის ყუა გამოიყენო,
"პლოსკო" და ლურსმნის ამოსაღები (ჩაქუჩის უკანა მხარეს ხო ეგაა?) არ დაგჭირდება.
ხოლო ქვედა მხარეს რაცაა ანუ დანა/ხერხი/გასახსნელი ეგ სხვა უფრო მსუბუქ დასაკეც დანებზედაცაა.

პ.ს. მოკლედ რა მაინტერესებს, რუკას კარგად ვკითხულობ და არც ორიენტაციის უნარი მღალატობს. მაგრამ.......
დავუშვათ გვაქვს რუკა და კომპასი, და მოვხვდით ისეთ ადგილზე რომ არ ვიცით სად ვიმყოფებით და უკან დასაბრუნებელი გზაც დავკარგეთ.
როგორ გავიგო მხოლოდ რუკით და კომპასით რა ადგილზე ვარ რუკაზე დატანილ ტერიტორიაზე? მოკლედ GPS ფუნფცია რომ შევათავსებინო რუკას და კომპასს.
შეგიძლიათ ამიხსნათ?
tours in georgia
მინდია


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 300
წევრი No.: 94837
რეგისტრ.: 1-July 09

გამოგზავნილია: 17 Jan 2011, 16:41  #23507959      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
ანუ ბურბუშელას აკეთებ ხო იმ ხისაგან? და ნაპერწკალს რითი აძლევ?


ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით. მე მაგალითად ყველაზე ძალიან მაინც სანთებელებს ვენდობი და რამდენიმე მიმაქვს ხოლმე. ეხლა უკვე აღარ ჭირს ცეცხლის წაკიდება.

QUOTE
როგორ გავიგო მხოლოდ რუკით და კომპასით რა ადგილზე ვარ რუკაზე დატანილ ტერიტორიაზე? მოკლედ GPS ფუნფცია რომ შევათავსებინო რუკას და კომპასს.
შეგიძლიათ ამიხსნათ?


ისე ეს მეც ძალაინ მაიტერესებს. უნივერსიტეტში, სამხედრო კათედრაზე ამიხსნეს, მაგრამ გადამავიწყდა. ინტერესი ვერ ვნახე მაგის ცოდნის

საქართველოში არაა ისეთი დაუსახლებელი სივრცეები, რომ 1 დღის სიარულის შემდეგ დასახლებულ პუნქტს არ მიუახლოვდე , და თუ რუქა გაქვს ხომ, ჩრდილოეთის მოძებნა ყოველთვისაა შესაძლებელი მზის მდგომარეობის, ვარსკვლავბის, ბუნების ნიშნების მიხედვით და შემდეგ მიახლოებითი ორიენტაციის აღებაც იოლად შეიძლება დასახლებული პუნქტისკენ.
დაკარგვისას ერთერთი ყველაზე მირებული ქცევა კი დაბლა დაშვებაა ხეობით და აუცილებლად მიხვალ დასახლებულ პუნქტამდე, ტყეც და წყალიც იქაა და სითბოც და საკვებიც.

nj23
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 120980
რეგისტრ.: 13-September 10

გამოგზავნილია: 17 Jan 2011, 22:35  #23514334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დანა მემგონი ორი სავსებით საკმარისია ერთი მცირე ზომის მულტიტულის ტიპის(,მე მაგალითად ვიკტორინოქს ვიყენებ და სულ ვრწმუნდები შვეიცარიული ხარისხის სანდოობაში ) და მეორე არა დასაკეცი საშუალო ზომის ( გერბერის დანას ).ესეც ფოტოები
gixoni
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1094
წევრი No.: 120394
რეგისტრ.: 2-September 10

გამოგზავნილია: 17 Jan 2011, 22:38  #23514376      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Nacisti08
QUOTE
კი კაია მარა ბევრი გამოუსადეგარი ნივთიცაა მანდ. და მგონია რომ მძიმეც უნდა იყოს.
მაგალითად ჩაქუჩად შეგიძლია ნაჯახის ყუა გამოიყენო,
"პლოსკო" და ლურსმნის ამოსაღები (ჩაქუჩის უკანა მხარეს ხო ეგაა?) არ დაგჭირდება.
ხოლო ქვედა მხარეს რაცაა ანუ დანა/ხერხი/გასახსნელი ეგ სხვა უფრო მსუბუქ დასაკეც დანებზედაცაა.

გააჩნია , მთაში ასეთი ნივთი აბსოლუტურად ზედმეტია, მე სათევზაოდ დავდიოდი ხოლმე და ძაან მოხერხებულად ვხმაროდი, ნუ ჩემსას ნაჯახი აქვს ჩაქუჩის უკანა მხარეს. რაც შეეხება წონას საკმაოდ მსუბუქია, თავისი ქამარზე გასაკეთებელი შალითით 450 გრ.

QUOTE
როგორ გავიგო მხოლოდ რუკით და კომპასით რა ადგილზე ვარ რუკაზე დატანილ ტერიტორიაზე? მოკლედ GPS ფუნფცია რომ შევათავსებინო რუკას და კომპასს.
შეგიძლიათ ამიხსნათ?

http://kombat.com.ua/priroda/priroda3.html ამ გვერდზე არის საინტერესო სტატიები ...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0940 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]