forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (104) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები... IX
licemer
გააჩერეთ ფორუმი! ჩავდივარ! ჩავ-დი-ვარ!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 43638
წევრი No.: 48791
რეგისტრ.: 8-December 07

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 02:30  #11581744      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
ბოლო კუპლეტი ტრუხაა licemer

ტრუხა კი არა, მაცანია...Gnida biggrin.gif

QUOTE
არვიცი ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან
თუმცა ჩემგან რა უნდა გინდოდეს..
ვითომ ვერ ვხვდები რა გინდა ან მე რა უნდა მინდოდეს!



პ.ს. ვუი დედა 


გული ღონდება, ვიწყო გოდება:
ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!
დავით გურამიშვილი


biggrin.gif


--------------------
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.

დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.

Gnida
дашь? я возьму!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26826
წევრი No.: 32034
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 02:32  #11581769      · პროფილი · პირადი მიმოწერა · aim · msn
licemer
QUOTE
გული ღონდება, ვიწყო გოდება:
ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!
დავით გურამიშვილი

პლაგიატო tongue.gif

ავატარით მიპაჭუნებს თვალებს
მე კი უნდა ვენდო მის სათვალეს! spy.gif

biggrin.gif


--------------------
Женщина должна уметь делать 70 вещей.
Мыть посуду и 69!!!


ГЛАВНОЕ ЧТОБ СТОЯЛ!!! © Gnida


ГОСПОДИ, ОТПРАВЬ ВСЕ КОЛОРИИ МНЕ В СИСКИ!!!
излечу уходом с форума." )))))))
kalaa
♐ ♐ ♐ Inspire


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9739
წევრი No.: 30295
რეგისტრ.: 21-February 07

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 02:35  #11581796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · aim
რამანწიკა.................... user posted image


--------------------
я достану звезду........... ★

licemer
გააჩერეთ ფორუმი! ჩავდივარ! ჩავ-დი-ვარ!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 43638
წევრი No.: 48791
რეგისტრ.: 8-December 07

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 02:39  #11581837      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
პლაგიატო 

მე ლექსებს არ ვიპარავ!
მე ვიპარავ Gnidaს:
აშკარად არ მივქარავ,
მივდევ ოკრობოკრო


პოსტებით შემპარავით biggrin.gif 2kiss.gif
Gnida
дашь? я возьму!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26826
წევრი No.: 32034
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 02:48  #11581916      · პროფილი · პირადი მიმოწერა · aim · msn
kalaa
QUOTE
რამანწიკა....................

ჩემი და licemerის ლექსები განსაკუთრებით
biggrin.gif biggrin.gif

licemer
QUOTE
მე ლექსებს არ ვიპარავ!
მე ვიპარავ Gnidaს:
აშკარად არ მივქარავ,
მივდევ ოკრობოკრო

lol.gif lol.gif

იპარავ რა ბნელა? spy.gif
(უმოკლესი ლექსი) biggrin.gif biggrin.gif

არადა ბნელა! lol.gif
kalaa
♐ ♐ ♐ Inspire


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9739
წევრი No.: 30295
რეგისტრ.: 21-February 07

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 02:51  #11581935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · aim
Gnida
QUOTE
ჩემი და licemerის ლექსები განსაკუთრებით



ეგენი განსაკუთრებით... biggrin.gif

შედევრია... user posted image
Gnida
дашь? я возьму!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26826
წევრი No.: 32034
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 02:58  #11582001      · პროფილი · პირადი მიმოწერა · aim · msn
kalaa
QUOTE
ეგენი განსაკუთრებით...

შედევრია...


მადლობა user posted image

biggrin.gif
ladylike
freedom


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11653
წევრი No.: 49777
რეგისტრ.: 21-December 07

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 10:52  #11583273      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

ხეობას ჩასდევს მდინარის თვალი
და ყრმობინდელი ქარები ქრიან,
შემოგეყრება ხანდახან ჩავლით
ის, რასაც შენი ბავშვობა ჰქვია.
ხსოვნის ჭალებში ჩამომჭკნარ სიზმრებს
წამოშლის, ჩემო, ფეხის ხმა უმალ,
დღე გითრთის გულის უნაზეს სიმზე
გადავლილ წლების სევდიან სტუმარს
ჩამოიცალა მკათათვის სითბო,
ჩამოაწვიმეს შენს ზვრებს ღრუბლებმა
და ჭირისუფლის შენდობას ითხოვს
ის, რაც წავიდა დაუბრუნებლად.


ალექსანდრე გაბური


user posted image


--------------------
აქ რაღაც ეწერა...

........................
ხიდზე ვდგავარ და მზის ყვავილებს ღიმილით ვუმზერ...
მათხოვარი ვარ, წინ ქუდივით მიგდია სული...
ჩაყარეთ სითბო...
kamikadze32
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2447
წევრი No.: 49347
რეგისტრ.: 16-December 07

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 11:18  #11583546      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Gnida
licemer

მაგრები ხართ ორივე, განსაკუთრებით ლიცემერს ჩემგან პაკლონი smile.gif ალბათ გაუკვირდება ჩემგან, მაგრამ თითს ვკაკვავ და ვაღიარებ ფორუმის მარგალიტია biggrin.gif

ან როგორ ასწრებს ამდენი თემის გახსნას და ამდენი პოსტის წერას და ყველა თემა და მიმართულება აქვს მოცული biggrin.gif

ლიცემერ ჩემო, დავივიწყოთ ჩვენი ადრინდელი კონფლიქტი და შევქმნათ საერთაშორისო მოლაპარაკებების მწარმოებელ მედიატორთა ჯგუფი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

This post has been edited by kamikadze32 on 20 Nov 2008, 11:19


--------------------
ომი! სუმო! საკე!
badboy
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 102
წევრი No.: 54183
რეგისტრ.: 23-February 08

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 11:44  #11583849      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სვანეთში მივდივარ, მთებში და...
მიყვარხარ,
ვინ იცის, რარიგად...
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია.
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე,
მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად...
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი.


სიმონ ჩიქოვანი
enagrdzeli
ой не могууууу!!!!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9825
წევრი No.: 37614
რეგისტრ.: 3-July 07

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 11:52  #11583939      · პროფილი · პირადი მიმოწერა
სიცოცხლე მართლაც ერთი წამია,
წამში ეტევა ალბათ რაც არის,-
სულ ერთი წამის სითამამეა
სიყრმე,სილაღე,ცეცხლი,ნაცარი...
წამია,მე რომ დამღლის და დამწვავს,
ტკივილის მაინც არ ღირს გამხელა,-
ერთი წამია,ო,მაგრამ ამ წამს
ბედნიერება ჰქვია სახელად!
badboy
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 102
წევრი No.: 54183
რეგისტრ.: 23-February 08

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 11:58  #11584036      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ირგვლივ წყვდიადი იდგა ღამის,როგორც ტიხარი,
გეძებდა თვალი,გაურბოდა მზერა ობლობას,
მე თითქოს ვსვამდი შენი სუნთქვის შხამს და სიხარულს,
ჩემი ხელები შენს ფეხებთან კვლავ მეგობრობდა
ირგვლივ წყვდიადი იდგა ღამის,როგორც ტიხარი.

მე შემიძლია აღვადგინო ის დრო თავიდან,
დღე ბედნიერი,რომ გართხმულა შენს თეთრ მუხლებთან,
მშვენიერების საძებნელად სადღა წავიდე,
ის შენს სულში და სხეულშია კვლავ ხელუხლებლად!
მე შემიძლია აღვადგინო ის დრო თავიდან...


ბოდლერი
teonala
Rainbowmaker


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14540
წევრი No.: 20013
რეგისტრ.: 29-May 06

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 18:33  #11589119      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim · msn
შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგავხარ სალი კლდის ავაზას,
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები კოცნიან შენს ნავალ შარაგზას.
რამდენჯერ შევთხოვე ლაშარს და კოპალას,
რომ დავიბრუნებდი აპრილებს გაფრენილს,
რომ მოგიტაცებდი ანცსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაწვენილს.
აწი კი მიფრთხილდი, არ შემხვდე მზე-ქალო,
ვაჟი არ მაცდინო მაგ თვალთა მშვენებით,
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
გორს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.
და როგორც ყივჩაღი არწივთა ნაბუდარს,
მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,
ჭიუხში დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს, დამიჯერეთ, განშორება აღარ იქნებოდა ...
Verbringe deine Zeit nicht mit jemandem, der sie nicht mit dir verbringen möchte
I like being a mess. It's who I am.
ის, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს...
Gulvardisa
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 27
წევრი No.: 72502
რეგისტრ.: 28-October 08

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 22:18  #11591971      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
. . .
აქ ყოფნის ნიშნად დავტოვო რამე,
ღუ არაფერი არის საჭირო,
თუ გაგაღვიძო ხანდახან ღამით
და უჩემობით მწარედ გატირო.

ეს სიყვარული ღირს ნეტავ იმად,
რომ ყველაფერი მისთვის გავწირო,
რომ გავუმკლავდე ლექსების წყურვლს
და შენი ხვედრი გავინაწილო.

აქყოფნის ნიშნად დავტოვო რამე,
თუ არაფერი არის საჭირო,
თუ გაგაღვიძო ხანდახან ღამით
და უჩემობით მწარედ გატირო!
ნინი_85
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 253
წევრი No.: 36081
რეგისტრ.: 6-June 07

გამოგზავნილია: 20 Nov 2008, 22:44  #11592305      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · msn
სიტყვა “სიმშვიდე”

რა უცნაურად შევიჩვიე სიტყვა “ სიმშვიდე”,
ხელთათმანებად წამოვიცვი,
კაშნედ მოვირგე,
მასში დავიგე ქვეშაგები,
სასთუმალი და სურვილები ავიფუმფულე,
სამოცვოლტიან ნათურასაც ვითვინიერებ,
ტკივილის თხრილით შემოვფარგლე ჩემი კარავი
და კართან შიშის მგელიც დავაბი. . . .
რა უცნაურად შევეჩვიე სიტყვას “სიმშვიდე”
და მაინც,
შფოთვის ალვის ხეზე თვალღიას მძინავს.

დიანა ანფიმიადი


--------------------
no risk no fun...
siamo fatti della stessa sostanza dai sogni...
happiness only real when shared...
goditi potere e bellezza della tua gioventù...
მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (104) 1 [2] 3 4 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0468 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]