forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა განახლებული  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (100) « პირველი ... 46 47 [48] 49 50 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Symphonic/Neo Prog, Progressive Rock
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3154
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 3 Jun 2009, 03:32  #14111847      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოდით პირდაპირ რაპიდის ლინკს დავაგდებ... მინდა წარმოგიდგინოთ ჯგუფი Yak. თავიდან, ჯგუფი '82-'84 წლებში იყო აქტიური, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ჩანაწერის გამოშვება ვერ შეძლო (მგონი მხოლოდ რაღაც დემოებია შემორჩენილი) დაახლოებით 20 წლის შემდეგ კი, ამ მივიწყებული ჯგუფის კლავიშნიკმა, Martin Morgan-მა გადაწყვიტა ის ძველი მატერიალი თავისით ახლიდან ჩაეწერა. 2004 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი, რომელსაც საკმაოდ კარგი შეფაება მოჰყვა. შემდეგ Morgan-მა შემადგენლობა შეკრიბა და გასტროლირება დაიწყო რის შედეგადაც საკონცერტო EP და ჯემ-სეიშენების კრებული მივიღეთ. 2008 წელს კი ჯგუფის მეორე სრულფასოვანი ალბომი (თუმცა შეცვლილი შემადგენლობით) ალბომი გამოვიდა. სწორედ ამ ალბომს წარმოგიდგენთ ახლა. მუსიკა ამ ალბომზე კომპოზიციურად უფრო 70'ების სიმფო-პროგზეა ორიენტირებული, თუმცა თანამედროვე ელემენტებითა და ჟღერადობით. (პროგარქივებს ნეო-პროგად გაჰყავთ, ალბათ უფრო მსუბუქი საუნდისდა გამო, მაგრამ მათ ამაში ვერ დავეთანხმები) მთავარი გავლენები ალბათ Camel და Genesis (ზოგი UK-საც წერს, მაგრამ ეგ მეეჭვება). ნამუშევარი დიდი პრეტენზიულობით არ გამოირჩევა, მაგრამ აქვს რაღაც თავისი ოცნებისეული სილამაზე (გამსაკუთრებით ბოლო სიმღერაა მშვენიერი)... მოკლედ, ოთხიანზე გაქაჩავს. ჩემი ჰაზრით smile.gif

Yak - Journey Of The Yak (2008)

ტრეკლისტი:

1. Gates Of Moria (3:12)
2. Entangled In Dreams (10:04)
3. Jadis Of Charn (11:28)
4. March Of The Huorns (12:04)
5. Dearly Departed (3:06)
6. Journey Of The Yak (8:30)

შემადგენლობა:

Martin Morgan - კლავიშები
Gary Bennett - ბასი
Dave Speight - დასარტყამი ინსტრუმენტები

ლინკები:

http://rapidshare.com/files/236305657/Y_-_...e_Yak.part1.rar
http://rapidshare.com/files/236285806/Y_-_...e_Yak.part2.rar

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3154
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 4 Jun 2009, 03:29  #14126715      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ახლა მინდა იტალიურ ჯგუფ Delirium-ის სულ ახლახან ალბომი წარმოგიდგინოთ... ამ ჯგუფმა თავის დროზე სამოცდაათიანების პირველ ნახევარში სამი ძალიან ლამაზი ალბომი გამოსცა (სხვათაშორის, პირველში ცნობილი შემდგომში ცნობილი იტალიელი მომღერალი Ivano Fossati მღერის), მაგრამ ამის შემდეგ კოლექტივი დაიშალა... 1996 წელს ყველასგან მოულოდნელად ჯგუფი ისევ შეიკრიბა და ჩაწერა ალბომი, რომელშიც უმეტესად ძველი სიმღერების ახალი ვარიანტები შევიდა. ჯგუფმა ამ "მეორე" პერიოდშიც სამი ალბომი გამოსცა და სამივე უფრო მეტად ოცი წლის წინანდელ მატერიალით იყო შევსებული... ამ სამ ალბომს თითქმის ერთნაირი სახელი ჰქონდა, რომელიც თავისი მხრივ ჯგუფის სულ პირველი ალბომიდან ერთ-ერთ სიმღერას ერქვა! მაგარია არა? wink.gif biggrin.gif მაგრამ... ისევ მოულოდნელად, 2009 წელს, Delirium-მა ახალი ნამუშევარი გამოსცა, ახალთახალი და რაც მთავარია, ძალიან ძლიერი მასალით! მართლა მიკვირს რას ელოდებოდნენ მუსიკოსები მთელი 35 წელი... ფანტასტიკაა მოკლედ. ეს ნამუშევარი მათ კლასიკურ ალბომებს მოგვაგონებს (უფრო მეტად დრამატიზმისა და ლირიკულობის იდეალური შერწყმით და ძლიერი ვოკალით) თუმცა ჟღერადობა შეიძლება ახლა უფრო დახვეწილიც კი იყოს, ვიდრე მაშინ... მოკლედ, მოუსმინეთ, არ ინანებთ smile.gif ჩემგან გამართული 5!

Delirium - Il Nome Del Vento (2009)

ტრეკლისტი:

1. Intro (1:23)
2. Il Nome Del Vento (6:01)
3. Verso Il Naufragio (6:35)
4. L'Acquario Delle Stelle (6:15)
5. Luci Lontane (4:14)
6. Profeta Senza Profezie (4:20)
7. Ogni Storia (5:02)
8. Note Di Tempesta (4:29)
9. Dopo Il Vento (9:40)
10. Cuore Sacro (6:48)
11. L'Aurora Boreale (Bonus) (4:26)

შემადგენლობა:

Ettore Vigo - კლავიშები
Martin Grice - საქსოფონი, ფლეიტა, კლავიშები
Pino Di Santo - დასარტყამი ინსტრუმენტები, ვოკალი
Roberto Solinas - გიტარა, ვოკალი
Fabio Chighini - ბასი
Mimmo Di Martino - ვოკალი (2)

სტრინგ-კვარტეტი:

Chiara Giacobbe Chiarilla - ვიოლინო
Diana Tizzan - ვიოლა
Simona Merlano - ვიოლა
Daniela Caschetto Helmy - ვიოლონჩელი

მოწვეული მუსიკოსები:

Stefano Lupo Galifi - ვოკალი
Sophya Baccini - ფორტეპიანო, ბექ-ვოკალი

ლინკები:

http://rapidshare.com/files/221483828/D_-_...Vento.part1.rar
http://rapidshare.com/files/221472502/D_-_...Vento.part2.rar

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
Levani_8_9
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6200
წევრი No.: 62031
რეგისტრ.: 22-May 08

გამოგზავნილია: 4 Jun 2009, 16:18  #14132810      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თუ გახსოვთ ეს თემა Moon Safari-ს მეორე და ჯერჯერობით უკანასკნელი ალბომით გავხსენი და ეხლა მაგათ პირველ ალბომსაც დავდებ ბარემ...

2005 წელს გამოშვებული A Doorway To Summer სტილისტურად თითქმის მეორე ალბომის იდენტურია, ესეც მთლიანად კლავიშებზეა(პიანინო, ჰამმონდი, მელოტრონი) ორიენტირებული, პლიუს საკმაოდ ვრცელი აკუსტიკური ჩანართები(12 სიმიანი აკუსტიკური გიტარა და Sloppy(ქართულად როგორაა? ჭყაპუნა ხო?biggrin.gif) გიტარა) და ძალიან კარგი ბექ-ვოკალები, რაც მთლიანობაში საოცრად მელოდიურ და ლამაზ ჟღერადობას ქმნის.

მოკლედ რასაც ქვია წყალივით ისმინება biggrin.gif და თითქოს რაღაცნაირი სილამაზე და დადებითი ემოციაც მოაქვს ამათ მუსიკას, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა 3.5 მეტზე ნაღდად ვერ შევაფასებ ამ ალბომს, თუმცა ცალკეულ სიმღერებს თუ ავიღებთ მაშინ გახსნით Doorway-ის დაუნანებლად შემიძლია 5 ვარსკვლავი დავუწერე, მაგრამ მერე სამწუხაროდ დონე ცოტათი ეცემა...

MOON SAFARI - A DOORWAY TO SUMMER - 2005

Songs / Tracks Listing

1. Doorway (11:36)
2. Dance across the Ocean (7:30)
3. A sun of your Own (9:19)
4. We spin the world (24:52)
5. Beyond the door (6:40)

Total Time: 59:57

Line-up / Musicians

- Simon Åkesson / lead vocals, backing vocals, piano, Hammond organ, moogs, mellotrons & choir arrangements
- Petter Sandström / lead vocals, backing vocals, sloppy acoustic guitar & harmonica
- Anthon Johansson / 6, 12-string acoustic guitars, electric guitars, backing vocals & various percussions
- Johan Westerlund / bass, backing vocals, and coffeemaking
- Tobias Lundgren / drums, percussion & backing vocals

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=246d4d6d97368e0e

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
Levani_8_9
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6200
წევრი No.: 62031
რეგისტრ.: 22-May 08

გამოგზავნილია: 4 Jun 2009, 16:26  #14132940      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ლინკებია მკვდარია და ბარემ ამათ მეორე ალბომსაც დავდებ, ოლდრაივზეა და იქნება სულ....

MOON SAFARI - [BLOMLJUD] - 2008

Songs / Tracks Listing

CD1: Ka-on I

1. Constant Bloom (1:26)
2. Methuselah's Children (15:42)
3. In the Countryside (5:42)
4. Moonwalk (8:48)
5. Bluebells (10:11)
6. The Ghost of Flowers Past (9:47)

Total Time 51:36

CD2: Ka-on II

1. Yasgur's farm (8:05)
2. Lady of the Woodlands (3:36)
3. A Tale of three and Tree (3:28)
4. Other Half of the Sky (31:42)
5. To Sail Beyond the Sunset (5:18)

Total Time: 50:09

Line-up / Musicians

- Simon Åkesson / lead and backing vocals, keyboards, sfx, choir arrangements
- Petter Sandström / lead and backing vocals, 12 string and electric guitar, sfx
- Pontus Åkesson / lead and backing vocals, guitars, mandolin
- Johan Westerlund / lead and backing vocals, bass
- Tobias Lundgren / drums, percussion, backing vocals

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=66307dc8cbedc800

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3154
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 4 Jun 2009, 22:28  #14137872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Levani_8_9

ლევანს გაუმარჯოს! სად იყავი დაკარგული ამდენ ხანს? smile.gif

Patrick Moraz-ის კიდევ ერთი სოლო ალბომი: ამჯერადაც საფორტეპიანო, თუმცა ჩემს მიერ ამას წინად დადებული ESP-საგან განსხვავებით ეს ალბომი უფრო მეტად მრავალფეროვანი და კლასიკური მუსიკის შედარებით უფრო გვიანდელი სტილისტიკებითაა დატვირთული. რამდენიმე ნაწარმოებში კი გემოვნებიანად ჩართული ჯაზ ინტონაციებიც გვხვდება up.gif ჩემი აზრით, ეს ალბომი კიდევ ერთხელ ამტკიცებს მორაზის კომპოზიტორულ და საშემსრულებლო ვირტუოზობას.

Patrick Moraz - Resonance (2000)

ტრეკლისტი:

1. Vortex Of Life: Movement 1 (2:00)
2. Vortex Of Life: Movement 2 (3:41)
3. Vortex Of Life: Movement 3 (3:56)
4. Vortex Of Life: Movement 4 (4:23)
5. Sundance (6:06)
6. Moondance (3:14)
7. Resonance (8:33)
8. Colloids Bounce Around (3:56)
9. Standing In The Light (6:16)
10. The Light (12:45)
11. Birds On A Wire (5:10)

ლინკი: http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=5c1fadcb1bb046f8

მოკლედ ეს ოლდრაივზი გრაფიკით გვაქვს ხოლმე რა givi.gif

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
Levani_8_9
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6200
წევრი No.: 62031
რეგისტრ.: 22-May 08

გამოგზავნილია: 4 Jun 2009, 23:02  #14138291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Thandrus
QUOTE
ლევანს გაუმარჯოს! სად იყავი დაკარგული ამდენ ხანს?

გაუმარჯოს, რა ვიცი აბა რეფერატებიო, კოლოქვიუმებიო biggrin.gif და მოკლედ არ მეცალა რა ეს დღეები, ეხლა კიდე საგამოცდო სესიაც კარზე მომადგა და ეს თვეც სულ ასე ვიქნები ალბათ sad.gif
QUOTE
მოკლედ ეს ოლდრაივზი გრაფიკით გვაქვს ხოლმე რა

biggrin.gif აბა, ისე გუშინ ღამე იყო ჩართული და მოვასწარი რაღაცეების აყრა
QUOTE
Patrick Moraz

ამის ნორმალურად მოსმენას ვერ დავადგი რა საშველი, სულ 1-2 ალბომი ვნახე, თან მე ქრონოლოგიურად მიყვარს ხოლმე მიყოლა და...

ისე ამ ჯგუფის Isildurs Bane ხო არ მოგეპოვება რამე?



This post has been edited by Levani_8_9 on 4 Jun 2009, 23:31
Levani_8_9
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6200
წევრი No.: 62031
რეგისტრ.: 22-May 08

გამოგზავნილია: 4 Jun 2009, 23:33  #14138780      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
უკვე კარგა ხანია შვედურ და ზოგადად სკანდინავიურ ჯგუფებს ვდებ და ცოტა უცნაურად(უფრო სწორედ დაგვიანებულად) კი მომდის, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და ეხლა მინდა შვედური პროგ-როკის ლეგენდის ჯგუფ Kaipa-ს პირველი სტუდიური ალბომი დავდო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ჯგუფი თანამედროვე შვედური ბენდებისთვის დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობისაა(იდეების აღების თვალსაზრისით), როგორც დავუშვათ ბრიტანული ნეო გრანდებისთვის ჯენეზისი და ქემელი.

ეს გავლენა ბუნებრივიცაა, რადგან სხვა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ჯგუფის გიტარისტი იმ დროს სულ 17 წლის როინე სტოლტი იყო, რომელიც 90-იან წლებში მოდერნული პროგ-როკის ერთ-ერთ მთავარ სუპერვარსკვლავად იქცა, უფრო დეტალურად მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, ამ ჯგუფის სავიზიტო ბარათად კლავიშების მართლაც რომ უნიკალური ჟღერადობაა, რაც ჯგუფის ლიდერის ჰანს ლუნდინის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს, სწორედ ამ ჟღერადობის ქვეშ, ძალიან ოსტატურადაა გაშლილი და შერწყმული შვედური ფოლკ მუსიკის ელემენტები კლასიკური პროგ-როკის თემებთან...

მოკლედ ყველას გირჩევთ მოსმენას და გაგრძელებაც აუცილებლად იქნება, მთელი დისკოგრაფია მაქვს ამათი და თან 320-ში

KAIPA - KAIPA - 1975

Songs / Tracks Listing

1. Musiken är ljuset (Music is light) (7:03)
2. Saker har två sidor (Things have two sides) (4:31)
3. Ankaret (The anchor) (8:38)
4. Skogspromenad (3:39)
5. Allting har sin början (3:09)
6. Se var morgon gry (See the dawn) (8:52)
7. Förlorad I Istanbul (2:22)
8. Oceaner föder liv (Oceans give birth to life) (9:29)

Total Time: 47:43

Line-up / Musicians

- Ingemar Bergman / drums, percussion, vocals
- Tomas Eriksson / bass, vocals
- Hans Lundin / keyboards, synths, harpsichord, glockenspiel, lead vocals
- Roine Stolt / acoustic & electric guitars, vocals

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=68eedd34be3f8125

user posted image

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3154
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 00:40  #14154313      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Levani_8_9

QUOTE
ისე ამ ჯგუფის Isildurs Bane ხო არ მოგეპოვება რამე?


რაღაცეები მაქვს, მაგრამ ამ ოლდრაივზის ხელში რავიცი რა... თუ გინდა, რაპიდის ლინკებს დაგიგდებ.

QUOTE
ამის ნორმალურად მოსმენას ვერ დავადგი რა საშველი, სულ 1-2 ალბომი ვნახე, თან მე ქრონოლოგიურად მიყვარს ხოლმე მიყოლა და...


ჰო, მეც უცნაურად დავიწყე გადმოლაგება, თავიდან და ბოლოდან მოვყვებოდი და ნელ-ნელა "წრეს ვკრავ" biggrin.gif
Levani_8_9
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6200
წევრი No.: 62031
რეგისტრ.: 22-May 08

გამოგზავნილია: 6 Jun 2009, 01:26  #14154974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Thandrus
QUOTE
რაღაცეები მაქვს, მაგრამ ამ ოლდრაივზის ხელში რავიცი რა... თუ გინდა, რაპიდის ლინკებს დაგიგდებ.

აღარ გინდა ტორენტზე ვიპოვე მთელი დისკოგრაფია და ზუსტად ეხლა ვქაჩავ ერთ ნაწილს, ისე ჩვეულებრივი ლინკები კი მირჩევნია, მაგრამ იყოს რა biggrin.gif
QUOTE
თავიდან და ბოლოდან მოვყვებოდი და ნელ-ნელა "წრეს ვკრავ"

biggrin.gif

ისე კაიპა იცოდი? 70-იანების ალბომები ყველა ძალიან ძლიერია, რე-უნიონის შემდეგაც უკვე ახალ საუკუნეში არა უშავთ, ის მომღერალი გოგოც მაგარი ვინმეა up.gif
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3154
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 9 Jun 2009, 00:57  #14194230      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოკლედ, მთელი დღე ვცდილობდი დღეს ჯეჯეზე ამ 30მბ-იანი ალბომის ატვირთვას და როგორც იქნა გამომივიდა, ჰა ახლა, ნუ ჩამიყრით წყალში ამდენ შრომას biggrin.gif მოკლედ, მინდა წარმოგიდგინოთ ფრანგული ჯგუფი Arrakeen. ჯგუფმა 90'ების დასაწყისში ორი ალბომი ჩაწერა, რის მერეც ჰორიზონტიდან გაქრა. ეს ძალიან დასანანია იმიტომ რომ, ორივე ალბომი უმაღლესი კლასის ნეო-პროგია, ქალის (Maïko - რავიცი, შეიძლება ქართველიცაა biggrin.gif)ძალიან ორიგინალური სოპრანო-ვოკალით. ჯგუფი მერილიონთან ერთად 1990 წლის ფრანგულ ტურნეზე გამოდიოდა. მუსიკალურადაც, ყველაზე ახლო პარალელები ამ ჯგუფთან (ფიშის პერიოდთან, რათქმაუნდა) შეგვიძლია გავავლოთ... ისეთივე ემოციური პასაჟები... მართალი გითხრათ, ამ ნამუშევრებზე შეიძლება მერილიონსაც კი მოეწერა ხელი! ახლა მათ პირველ ალბომს გთავაზობთ, ალბომი მოკლეა, სულ ნახევარსაათიანი, თან ოთხი სიმღერიდან ბოლო კონცერტზეა ჩაწერილი. ამ სიმღერაში გიტარის მეორე სოლოს თვით მერილიონის გიტარისტი Steve Rothery უკრავს, ამიტომ ეს ალბომი ამ ჯგუფის კოლექციონერებისთვისაც მისწრებაა smile.gif ჩემგან ამ ალბომს 5.

Arrakeen - Patchwork (1990)

ტრეკლისტი:

1. Le Monde Du Quoi (5:35)
2. Differences (11:25)
3. L'ent'aluve (4:30)
4. Folle Marie (Live Version) (9:15)

შემადგენლობა:

Mejanel Gauthier - დასარტყამი ინსტრუმენტები
Yves Darteyron - ბასი, ბექ-ვოკალი
Maïko - ვოკალი
Eric Bonnardel - კლავიშები
Sylvain Gouvernaire - გიტარა, ბექ-ვოკალი
Steve Rothery - გიტარის მეორე სოლი (4)

ლინკი: http://up.jeje.ge//download.php?id=BB8B523B9

QUOTE
ისე კაიპა იცოდი? 70-იანების ალბომები ყველა ძალიან ძლიერია, რე-უნიონის შემდეგაც უკვე ახალ საუკუნეში არა უშავთ, ის მომღერალი გოგოც მაგარი ვინმეა


კი ვიცოდი, როგორ არა, მაგრამ პირველი რამდენიმე ალბომი მაქვს მოსმენილი, სტოლტის წასვლამდე... ახალ ალბომებამდე ვერ მივედი ჯერ smile.gif პირველი ორი ალბომი უძლიერესია მართლა... დღეს ერთ ადამიანს გავუგზავნე მათი პირველი ალბომი, იმედია მოეწონება! თავიდან ეგრევე რომ გიტევს ორღანი ბაროკოს პასაჟით. რასაც ჰქვია goosebumps!

დღეს ოლდრაივზმა რასაც ჰქვია გადამაგდო biggrin.gif მორაზის პირველ სოლნიკს ვტვირთავდი და ვითომ ატვირთა, მაგრამ ფოლდერში ვეღარ ვიპოვე... საკვირველ არს გზანი ოლდრაივზისაი...


მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
Pendragon
Progressive Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4285
წევრი No.: 14382
რეგისტრ.: 9-November 05

გამოგზავნილია: 9 Jun 2009, 22:25  #14207125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მეგობრებო, მიუხედავად ჩემი ნიკნეიმისა ნეო პროგის დიდი მოტრფიალე არ ვარ, თუმცა ამჯერად მინდა ორი სიტყვით შევეხო Pendragon-ის უახლეს ალბომს - 2008 წელს ჩაწერილ Pure-s

მე ვიტყოდი, ესაა ჯგუფის საუკეთესო ნამუშევარი და თუ Masquerade Overture-ში მაინც გვხვდება გარკვეული "ჩავარდნები", 2008 წლის ალბომი ამ მხრივ წუნგარეშეა... არ მინდოდა ნაუცბათევად გამეკეთებინა ამ ალბომზე კომენტარი და ამიტომ პირველი მოსმენებისას მიღებული შთაბეჭდილება დაწვრილებით არ დამიწერია. ხოლო ახლა, მრავალგზის მოსმენის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა - ყოჩაღ ბარეტს და მის მეგობრებს რომ 2008 წელი მთლად უღიმღამოდ არ დატოვეს მელომანებისთვის.

პირველივე თრეკი (Indigo) შეიძლება თავისუფლად მივაკუთვნოთ ნეო პროგის შედევრთა არც თუ მრავალრიცხოვან სიას. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ნიკის ელ. გიტარის და ნოლანის ორღანის პასაჟები თავის სოლოებით, ამ ბიჭებს აშკარად უყვართ თავის საქმე და ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალზედ გულიანად უკრავენ smile.gif. ასევე აღსანიშნავია აღმოსავლური ელემენტებით გაჯერებული ვოკალის თანხლებით შესრულებული ინსტრუმენტალური პარტია, რაც თავისთავად სიახლეა, რადგან არც ერთ წინა ალბომში ასეთი რამ არ გვხვდება. კომპოზიციის მეორე ნახევარი ყველაზე მეტად მომწონს... ერთადერთ "მცირე", უფრო სწორად "ძალზედ მცირე" ნაკლად შეიძლება დავასახელოთ ვოკალი, რომელიც განსაკუთრებულად არც არასოდეს მხიბლავდა, თუმცა საერთო ფონზე ამას შესაძლოა საერთოდ არც კი მიექცეს ყურადღება.

მომდევნო კომპოზიციას (Eraserhead) ვოკალის მხრივ ნამდვილად ვერ დაიწუნებ და წინა "შედევრს" თუ არ სჯობს, არაფრით ჩამოუვარდება - პირველი ნომრის ყველა დადებითი მომენტი აქაც შენარჩუნებულია და საერთოდ თავისუფლად შეიძლება ვირტუალურად გადაიბას ეს ორი ნომერი (ისევე როგორც მთლიანად ალბომი)... აქ უკვე უფრო მეტად აქტიურობს ნოლანი კლავიშის პარტიებით, ხოლო კომპოზიციას ასრულებს ერთგვარი დუეტი ელ. გიტარის და ორღანის შესრულებით.

მესამე ნომერი იდეაში არის #3, #4 და #5 თრეკებისგან შემდგარი ერთი მთლიანი კომპოზიცია, თუმცა მე პირობითად მხოლოდ მესამეს და მეოთხეს გავაერთიანებ და ვიტყვი, რომ ესაა ალბომის პიკიც. ამ ნაწარმოებით თავისუფლად შეგვიძლია ნეო პროგის საწინააღმდეგოდ განწყობილი ნებისმიერი სკეპტიკოსის ნააზრევები გავაქარყწლოთ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ yes.gif. ორი სიტყვა თავად მუსიკალურ მხარეზე - ამ ნომერს რამდენადაც მონოტონური და ჰარმონიული დასაწყისი აქვს, იმდენად აგრესიულ ჟღერადობაში გადადის სადღაც შუისკენ. ჩნდება მინი მეტალის ელემენტებიც spy.gif ... მაგრამ ეს მხოლოდ ამრავალფეროვნებს ალბომს, არ მოდის დისონანსში სხვა კომპოზიციებთან, არ არღვევს ალბომის სტრუქტურას...

ახლა რატომ გამოვყავი მეხუთე ნომერი (Comatose (III Home and Dry) ) წინა ორისაგან: შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური თვალსაზრისით საერთო თითქმის არაფერი აქვთ - შესაძლოა ტექსტში ფიგურირებს გარკვეული აზრობრივი თანხვედრა, მაგრამ ამ დონეზე არ გამირჩევია. ჩემი აზრით, ეს ნომერი დისკში ყველაზე სუსტია, თუმცა ცუდი ნამდვილად არ არის და დისკის გამორთვას არ მოგანდომებს.

მე-6 თრეკი ( The Freak Show) ისევ ამძიმებს ატმოსფეროს პირველივე რიფებით - თუმცა მალევე ბარეტის ლამაზი სოლოთი გრძელდება და ალბომი ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებულია, თუმცა კომპოზიცია კარგია - მარტივი სასიამოვნო მელოდიით გაჯერებული.

და ბოლოს ალბომის ფინალი (It's Only Me) - ჯგუფის ჩვეული სტილით არანჟირებული კომპოზიცია, როგორებიც მრავლადაა თითქმის ყველა ძველ ალბომში - დადებითი, ლამაზი სიმღერა-ბალადა გამდიდრებული მდედრის ლამაზი საოპერო ვოკალით და ბარეტის თავბრუდამხვევი სოლოთი, რომელსაც გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ სადღაც შორეული გილმორის გიტარის აჩრდილი დაჰყვება..................

სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა - მადლობა ჯგუფს ალბომისთვის yes.gif

This post has been edited by Pendragon on 9 Jun 2009, 22:49

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
Levani_8_9
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6200
წევრი No.: 62031
რეგისტრ.: 22-May 08

გამოგზავნილია: 10 Jun 2009, 03:36  #14210849      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Thandrus
QUOTE
მოკლედ, მთელი დღე ვცდილობდი დღეს ჯეჯეზე ამ 30მბ-იანი ალბომის ატვირთვას და როგორც იქნა გამომივიდა, ჰა ახლა, ნუ ჩამიყრით წყალში ამდენ შრომას

აბა ეხლა ეს რო არ გადავიწერო მაგარი უნამუსო გამოვდივარ biggrin.gif

თან დამაინტრიგებელი შესავალი გაუკეთე ერთობ თუ ფრიად ჯობიაrolleyes.gif

Pendragon

up.gif კარგი რევიუა, მეც დავამატებდი ერთ-ორ სიტყვას, მაგრამ მეზარება ეხლა biggrin.gif

ისე აბელ განცის ბოლო ალბომი მოსმენილი გაქვს? მაინტერესებს მაგ ალბომზე შენი აზრი....
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3154
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 10 Jun 2009, 05:20  #14211165      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Pendragon

კარგი განხილვა იყო smile.gif ხვალ შევეცდები მეც ჩემი აზრი გადმოვცე ამ ალბომის შესახებ... ისე კი, შეფასებაში მეტწილად გეთანხმები, ეს შეიძლება ჯგუფის საუკეთესო ნამუშევარიც კი იყოს (თუმცა ეს მაინც საკამათოა).

Levani_8_9

QUOTE
აბა ეხლა ეს რო არ გადავიწერო მაგარი უნამუსო გამოვდივარ


biggrin.gif

ამ ღამით ჩაირთო ოლდრაივზი და ორი ალბომის ატვირთვა მოვასწარი... ხვალ დავალაგებ smile.gif იქნებ ხვალ დილითაც ჩართული იყოს, რა იქნება... user.gif
Pendragon
Progressive Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4285
წევრი No.: 14382
რეგისტრ.: 9-November 05

გამოგზავნილია: 10 Jun 2009, 11:37  #14212565      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Levani_8_9
QUOTE
კარგი რევიუა

გმადლობ

QUOTE
აბელ განცის ბოლო ალბომი მოსმენილი გაქვს?

სამწუხაროდ არ მახსენდება. თუ გაქვს საშუალება ატვირთე სადმე და გადავიწერ.

Thandrus
ასევე მადლობა.

თქვენი აზრიც საინტერესო იქნებოდა... აუცილებლად დაწერეთ smile.gif
Levani_8_9
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6200
წევრი No.: 62031
რეგისტრ.: 22-May 08

გამოგზავნილია: 11 Jun 2009, 16:40  #14232142      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Thandrus
QUOTE
პირველი რამდენიმე ალბომი მაქვს მოსმენილი, სტოლტის წასვლამდე

ოო სტოლტის წასვლის შემდეგ 80-იანებში ჩაწერილი იმ ორი საშინელი ალბომის მოსმენას ნაღდად არ გირჩევ biggrin.gif
QUOTE
ახალ ალბომებამდე ვერ მივედი ჯერ

აი ახალი ალბომები უკვე სხვა საქმეა, მართლა კარგია, თან 70-იანების ალბომებისგანაც განსხვავდება და TFK-ასგანაც, მიუხედავად იმისა, რომ აქ უკვე სტოლტის გარდა ბასზე რეინგოლდიცაა.

ასე რომ ეხლა კაიპას ჯერჯერობით ბოლო ალბომს Angling Feelings დავდებ, ნუ ყველამ ვიცით ეს ხალხი აგერ უკვე 30 წელია რას უკრავს, ასე რომ ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს ალბომი მართლა მაგარი ბომბი გამოუვიდათ, ყველა სიმღერა რაღაცით გამორჩეულია და დასამახსოვრებელი და მთელი დისკის განმავლობში საოცარი ენერგია მოდის, მითუმეტეს დასაფასებელია, იმის გამო რომ სტოლტი აქ უკვე აღარ არის ახალი გიტარისტის სადებიუტო ალბომია.

კაცის და ქალის ვოკალის მონაცვლეობა და ლუნდინის ფოლკ-ელემენტები(მცირე დოზით, მაგრამ მაინც) ძალიან ეფექტურია, პლიუს ამას ახალი ბრწყინვალე დრამერი, ამ ნილსონმაც სტოლტი ძალიან კარგად შეცვალა, ლუნდინზე და რეინგოლდზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია, ნამდვილი ვირტუოზები არიან

ასე რომ HIGHLY RECOMMENDED, ეს ალბომი პროგ როკის ყველა მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოსyes.gif

ისე სანდრო სტოლტი ამ ალბომში კი არ უკრავს, მაგრამ მაინც შენი აზრით რომელ კლავიშნიკს უფრო კარგად ეწყობა ლუნდინს თუ ბოდინს? თუ გინდა მორსიც შეიყვანა ტრანსატლანტიკიდან, მაგრამ მგონი არ ღირს biggrin.gif

KAIPA - ANGLING FEELINGS - 2007

Songs / Tracks Listing

1. Angling Feelings (6:43)
2. The Glorious Silence Within (7:17) (აი რასაც ქვია ვჭედავ რა ამის მისამღერზე და მთლიანად სიმღერაზეbiggrin.gif)
3. The Fleeting Existence Of Time (12:37)
4. Pulsation (4:01)
5. Liquid Holes In The Sky (4:42)
6. Solitary Pathway (4:05)
7. Broken Chords (6:26)
8. Path Of Humbleness (9:29)
9. Where's The Captain? (4:23)
10. This Ship Of Life (4:40)

Total Time: 64:23

Line-up / Musicians

- Hans Lundin/ acoustic & virtual keyboards, vocals
- Per Nilsson / electric guitars
- Morgan Ågren / drums
- Jonas Reingold / electric basses
- Patrik Lundström / vocals
- Aleena Gibson / vocals

http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=5a0eb2d47a9c89d4

This post has been edited by Levani_8_9 on 11 Jun 2009, 16:55

მიმაგრებული სურათი
მიმაგრებული სურათი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:

Topic Options Pages: (100) « პირველი ... 46 47 [48] 49 50 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 6.1245 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]