forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (102) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პრობლემები თამაშების გაშვებისას, ყველა ტექნიკური საკითხი აქ
ვახტანგი
Знаешь, почему твоя мечта не сбылась? Ты выбрал не ту мечту


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 9598
წევრი No.: 32602
რეგისტრ.: 6-April 07

გამოგზავნილია: 15 Oct 2012, 23:55  #33499072      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
წინა თემები:

პრობლემები თამაშების გაშვებისას
პრობლემები თამაშების გაშვებისას II
პრობლემები თამაშების გაშვებისას III

გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თემა "ინტერნეტიდან მოქაჩული თამაშების დაინსტალირება" მალე ივსება უკვე დაინსტალირებული თამაშების გაშვების ტექნიკური პრობლემებით, რაც ცდება იმ თემის დანიშნულებას. გარდა ამისა, იხსნება უამრავი ცალკე თემა ამა თუ იმ თამაშის ვერგაშვება-არგაშვება-გამიშვითმოვკლავ შინაარსით.

ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ერთიანი თემა, სადაც ვისაუბრებთ ყველა წამოჭრილ ტექნიკურ პრობლემაზე, ილუსტრირებული ტუტორიალის თანხლებით, რომელშიც შესაძლო პრობლემები და მათთან ბრძოლის მეთოდებია განხილული.

მაშ ასე -- ვქოქავთ თამაშებს ერთიანი ძალებით! user posted image


პრობლემები თამაშების გაშვებისას (და მათთან ბრძოლის გზები)

პრობლემები თამაშების გაშვებისას უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული და ყოველ მათგანზე აქ ვერ შევჩერდებით. მაგრამ არსებობს რამდენიმე უნივერსალური მეთოდი ამ პრობლემების გამოსავლენად და გადასაჭრელად. ამას კომპიუტერულ ენაზე troubleshooting ეწოდება, ანუ ხარვეზების გამოვლენა სხვადასხვა შესაძლო მიზეზების თანმიმდევრული გამოკვლევის გზით.

რა თქმა უნდა, ეს ტუტორიალი ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას, მაგრამ მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ მათი გამომწვევი სავარაუდო მიზეზების გრძელი ნუსხის შემცირებაში.


ვიდეოკარტის დრაივერები

სტატისტიკის მიხედვით, თამაშებთან დაკავშირებული პრობლემების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვიდეოკარტის მოძველებული ან ცუდად მომუშავე დრაივერებია. ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, არის განახლებული დრაივერების მოქაჩვა და დაინსტალირება. კომპაქტ–დისკზე, რომელიც თქვენს ვიდეოკარტას მოყვა, როგორც წესი, უკვე მოძველებული დრაივერია ჩაწერილი, რადგან მათი განახლება ძალიან ხშირად ხდება. ამიტომ, განახლებული დრაივერი უნდა გადმოწეროთ მწარმოებლის საიტიდან.

ვიდრე დრაივერის ძებნას შეუდგებით, უნდა გაარკვიოთ თქვენი ვიდეოკარტის ჩიპსეტის მწარმოებელი ფირმა და ზუსტი მოდელი. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Windows–ის ინსტრუმენტი სახელწოდებით DirectX Diagnostic Tool. გამოიძახეთ Start > Run (კლავიატურიდან Win+R), გამოსულ ფანჯარაში აკრიფეთ dxdiag და დააჭირეთ OK.

user posted image

ახალ ფანჯარაში გადადით ტაბზე Display და წაიკითხეთ, რა წერია Name–ისა და Manufacturer–ის გასწვრივ. იქვე ნახავთ ვიდეოკარტის დრაივერის მიმდინარე ვერსიას, რომელიც მოცემული იქნება ე. წ. "გრძელ ფორმატში" (მაგ.: 6.14.0011.8122). დრაივერის ინტერნეტში მოსაძებნად ფირმის სახელწოდება და კარტის მოდელი სრულიად საკმარისია, მაგრამ თუ ვერსიების შედარება გაინტერესებთ, გაითვალისწინეთ, რომ დრაივერების საინსტალაციო პაკეტებს, როგორც წესი, "მოკლე ვერსიები" აქვთ, რომლებიც "გრძელი ვერსიის" ბოლო ხუთი ციფრისგან გამოითვლება (ანუ, მოცემული მაგალითის შემთხვევაში ეს იქნება 181.22).

user posted image

ვიდეოკარტის ჩიპსეტის შესახებ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ უნდა ეწვიოთ მისი მწარმოებლის საიტს, სადაც უნდა მოძებნოთ თქვენი მოდელის შესაბამისი დრაივერი. დღესდღეობით სათამაშო ინდუსტრიაში ვიდეოკარტის ჩიპსეტების, ანუ გრაფიკული პროცესორების (GPU) ორი ძირითადი მწარმოებელი დარჩა. აი მათი საიტების ლინკები:

NVIDIA
ATI

ეს კი გახლავთ NVIDIA-ს და ATI-ის ჩიპსეტებზე აწყობილი ვიდეოკარტების ყველაზე მსხვილი მწარმოებლების სია:

ASUS
MSI
EVGA
Gigabyte
Sapphire

შენიშვნა: დრაივერები შეგიძლიათ დაქაჩოთ ვიდეოკარტების მწარმოებლების საიტებიდანაც, მაგრამ ამის გაკეთება უმჯობესია თვითონ ჩიპსეტების (გრაფიკული პროცესორების) მწარმოებლის საიტებიდან.

ასევე, არსებობს ვიდეოკარტები, რომლებიც დედაპლატებშია ინტეგრირებული. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ დედაპლატის მწარმოებლის საიტს.

თქვენი დრაივერი შესაძლოა ბოლო ვერსიის იყოს, მაგრამ ეს არ წარმოადგენს 100%–იან გარანტიას, რომ ის ხარვეზების გარეშე მუშაობს. ყოველი შემთხვევისათვის, წაშალეთ არსებული დრაივერი კონტროლ პანელიდან (Add or Remove Programs), გადატვირთეთ სისტემა და ხელახლა დააყენეთ დრაივერი.


ხმის კარტის დრაივერები

პრობლემები თამაშების გაშვებისას ხმის კარტის გაუმართავმა დრაივერებმაც შეიძლება გამოიწვიოს. დარწმუნდით, რომ თქვენი ხმის კარტა გამართულად მუშაობს. ამისათვის შეგიძლიათ ჩაატაროთ DirectSound–ის ტესტი იგივე DirectX Diagnostic Tool–ის მეშვეობით, რომელზეც წინა პარაგრაფში გვქონდა საუბარი. ოღონდ მისი გამოძახებისას ამჯერად Display–ს ნაცვლად გადადით ტაბზე Sound. იქვე ნახავთ ხმის აპარატურული აქსელერაციის დონის გადამრთველსაც (Hardware Sound Acceleration Level), რომელიც თავდაპირველად მაქსიმუმზეა დაყენებული. ზოგიერთ შემთხვევაში ამ გადამრთველის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაწევამ ან საერთოდ გამორთვამ შესაძლოა უშველოს ხმასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებს.

user posted image

ამავე ფანჯარაში შეგიძლიათ დაადგინოთ ხმის კარტის მოდელი და დრაივერის ვერსია. ისევე როგორც ვიდეოკარტის შემთხვევაში, განახლებული დრაივერის მოსაქაჩად ეწვიეთ მწარმოებლის საიტს. აი ხმის კარტების მწარმოებელი რამდენიმე მსხვილი კომპანიის საიტები:

Creative Labs
Realtek
C-Media
M-Audio
Turtle Beach

ვიდეოკარტების მსგავსად, არსებობს დედაპლატებში ინტეგრირებული ხმის კარტებიც. ასეთ შემთხვევაში განახლებული დრაივერები უნდა მოიძიოთ დედაპლატის მწარმოებელი ფირმის საიტზე.


DirectX–ის პრობლემები

ზოგი პრობლემა, შესაძლოა, DirectX–ის გაუმართავ კომპონენტებს უკავშირდებოდეს. ზოგიერთი თამაში ინსტალაციის დროს თვითონ შემოგთავაზებთ DirectX–ის განახლებას. თუ თამაში ახალი გამოსულია, ნება დართეთ გააკეთოს ეს განახლება –– DirectX–ის დისტრიბუტივები ყოველთვიურად უმჯობესდება და მსგავსი განახლება არავის აწყენს, ზოგ შემთხვევაში კი მან, შესაძლოა, სერიოზული სისტემური ხარვეზებიც გამოასწოროს.


დაკარგული D3D ბიბლიოთეკები

ზოგჯერ თამაშმა შეიძლება გამოიტანოს შეტყობინება Couldn't find d3dx9_xx.dll (სადაც xx-ის ნაცვლად სხვადასხვა ციფრები იქნება). ეს ნიშნავს, რომ სისტემაში არაა კონკრეტული D3D ბიბლიოთეკა (.dll), რომელიც თამაშს გასაშვებად სჭირდება. სად იკარგება ეგ ბიბლიოთეკები, ან რატომ არ აყოლებენ საჭირო ფაილებს დეველოპერები თამაშებს, ეს ცალკე თემაა. მთავარი ისაა, რომ ეს პრობლემა ადვილი გადასაჭრელია -- უბრალოდ ჩაიწერეთ თქვენთვის საჭირო ფაილის ზუსტი სახელწოდება და მოძებნეთ იგი ინტერნეტის მეშვეობით. ეს საიტი დაგეხმარებათ:

http://www.dll-files.com/

ამოიღეთ გადმოწერილი ფაილი არქივიდან და ჩააგდეთ ფოლდერში C:\Windows\System32. ამის შემდეგ, წესით, თამაში უნდა ჩაირთოს.


კოდეკების გაუმართაობა

ზოგიერთი თამაში ვიდეორგოლების საჩვენებლად გარეშე კოდეკებს იყენებს და, შესაბამისად, დამოკიდებულია ოპერაციულ სისტემაში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. თუ თამაში ირთვება, მაგრამ ვიდეორგოლების გაშვებისას აქვს პრობლემები (დამახინჯებული გამოსახულება, ხმის არქონა და სხვა) ან საერთოდ დესკტოპზე გამოდის, შესაძლოა პრობლემა საჭირო ვიდეო–კოდეკების არარსებობაში ან მათ გაუმართაობაში იყოს.

კოდეკების განახლება, დრაივერების მსგავსად, ინტერნეტის მეშვეობით ხდება. ვინაიდან ხშირად ძნელია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელი კოდეკი იწვევს პრობლემას, ამიტომ გირჩევთ კოდეკების სრული პაკეტის გადმოწერას. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული პაკეტია K-Lite Codec Pack.

ზოგიერთი ძველი თამაშის შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ სპეციფიური კოდეკი, რომელიც უკვე აღარ გამოიყენება. თუ ასეთი კოდეკი თამაშს არ მოყვა საინსტალაციო პაკეტში, მაშინ ის უნდა მოიძიოთ ინტერნეტის მეშვეობით.


ძველი თამაშები ახალ ოპერაციულ სისტემებზე

თუ თამაში უფრო ადრეა გამოსული, ვიდრე თქვენი ოპერაციული სისტემა, შესაძლოა მისი გაშვებისას წარმოქმნილი პრობლემები პროგრამულ შეუთავსებლობასთან იყოს დაკავშირებული. მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად ხშირად საკმარისია თამაშის გაშვება ე. წ. "თავსებადობის რეჟიმში" (Compatibility Mode). ამისათვის თაგვის მარჯვენა ღილაკით მეშვეობით შედით თამაშის გამშვები ფაილის თვისებებში (Properties), გადადით ტაბზე Compatibility და მიუთითეთ ოპერაციული სისტემის ის ვერსია, რომელზეც მოცემული თამაში იყო გათვლილი.

user posted image

თუ ეს მეთოდი პრობლემას ვერ შველის, ინტერნეტში უნდა მოიძიოთ ინფორმაცია სპეციალური პატჩების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ თამაშის ახალ ოპერაციულ სისტემებთან თავსებადობას უზრუნველყოფს.

DOS–ის თამაშების გასაშვებად შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამა DOSBox, რომელიც MS-DOS–ის სრულ ემულაციას ანხორციელებს XP–ზე და სხვა თანამედროვე ოპერაციულ სისტემებზე.


თამაშების განახლებული ვერსიები (პატჩები)

ზოგჯერ თამაშის წარმატებით გაშვებას ხელს უშლის სპეციფიური პროგრამული ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ თავად თამაშის განახლებით შეიძლება. ამისათვის თამაშის გამომცემელი კომპანიის საიტიდან (ან სხვა წყაროებიდან) უნდა მოქაჩოთ პატჩი, რომელიც თქვენს თამაშს განაახლებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი თამაში შეტეხილია ე. წ. No-CD/DVD კრეკის მეშვეობით, შესაძლოა დაგჭირდეთ ახალი პატჩის შესაბამისი კრეკის მოძიებაც.


პროგრამული დაცვის სისტემები

თანამედროვე თამაშების დიდი უმეტესობა იყენებს პროგრამული დაცვის სხვადასხვა სისტემებს, რომლებიც სწორედ იმისთვისაა მოწოდებული, რომ არალეგალური გზით მოპოვებული თამაშების გაშვების საშუალება არ მოგცეთ. ამიტომ, ვიდრე ამ თემაში დაპოსტავთ, დარწმუნდით, რომ პრობლემა, რომელიც თამაშის გაშვებისას შეგექმნათ, დაცვის სისტემასთან არაა დაკავშირებული. ეს ადვილი დასადგენია –– დაცული თამაში სპეციფიურ შეტყობინებას იძლევა, რომელშიც ორიგინალური დისკის ჩადებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა მოიპოვოთ შესაბამისი კრეკი (Crack). ეს შეიძლება იყოს გამშვები ფაილის შეტეხილი ვერსია, დაცვის მოსახსნელი პატჩი და ა. შ. კრეკი, როგორც წესი, პირატულ რელიზს მოყვება თან. ის შეიძლება ცალკე ფაილის სახით ახლავდეს ISO იმიჯს, ან პირდაპირ თამაშის დისკზე იყოს ჩაწერილი ფოლდერში Crack –– თუმცა, ამ ფოლდერს შეიძლება ერქვას თვითონ იმ ხაკერული ჯგუფის სახელიც, რომელმაც თამაში დაარელიზა: DEVIANCE, HATRED, HOODLUM და სხვა. თუ კრეკი არ მოყვა რელიზს, მაშინ ის უნდა მოიძიოთ ინტერნეტის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თემა "სერიული ნომრები, კრეკები ..."


უვარგისი ან შეუსაბამო კრეკის მიერ გამოწვეული პრობლემები

თამაშის გაშვებისას (ან უშუალოდ თამაშის პროცესში) სხვადასხვა სახის პრობლემებს შეიძლება იწვევდეს უვარგისი, ნაჩქარევად გაკეთებული კრეკი. ასეთ შემთხვევაში უნდა მოიძიოთ კრეკის ალტერნატიული, გასწორებული ვერსია (ე. წ. Crackfix). გარდა ამისა, უნდა დარწმუნდეთ, რომ კრეკი ზუსტად შეესაბამება თამაშის ვერსიას.


Google!

არის უამრავი სპეციფიური პრობლემა, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტულ თამაშს უკავშირდება. მათ გადაჭრაში ეს ტუტორიალი, სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებათ. სამაგიეროდ, არსებობს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერი სათამაშო პრობლემის გადაჭრა შეუძლია -- Google. გისურვებთ წარმატებებს!

მარად თქვენი,
7th Guest

This post has been edited by ვახტანგი on 16 Oct 2012, 00:01


--------------------
Слава!
Слава Чубакке!
Слава гениальному трахарю!
Слава генитальному инопланетному утешителю!
Слава потомку чистокровных обитателей Кашиика!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ანას მამა ვარ, მე გოგი მქვია, უბრალოდ ანუსით ვარ შემოსული
gega_996
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 120
წევრი No.: 149290
რეგისტრ.: 20-May 12

გამოგზავნილია: 18 Oct 2012, 11:02  #33530534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობათ

არ ვიცი აქ უნდა დავწერო თუ არა მარა მაინც ვიკითხავ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ესეიგი გადავწერე ინტერნეტიდან თამაში FIFA 13 ,ყველაფერი დავაყენე დავაინსტალირე,ახლა კი არ ირთვება,ანუ როდესაც ვრთავ გამოაქ ლოგო , შემდეგ მთელ ეკრანზე თითქოს ირთვება თამაშიო ,მერე კი ითიშება :X

მონაცემები ასეთი მაქ
RAM 2GB

VGA 1GB 9400GT -არ არის ძლიერი კარტა ::X

პროცესორი dual core E2160

windows XP sservice pack 3

დამეხმარეთ რა რა უყო ? :X

კრეკი ჩაკერებული იყო,მაინც გადავწერე ინტერნეტიდან კრეკი და მაინც არ გაუშვა

სხვა კრეკიც გადავწერე მაინც ასე შვრება :X
GreeNBulla
Король


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6803
წევრი No.: 114137
რეგისტრ.: 18-April 10

გამოგზავნილია: 18 Oct 2012, 12:27  #33531444      · პროფილი · პირადი მიმოწერა
gega_996
სხვა გადმოწერე
gega_996
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 120
წევრი No.: 149290
რეგისტრ.: 20-May 12

გამოგზავნილია: 18 Oct 2012, 19:21  #33536499      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
GreeNBulla
200 ით იწერს ჩემი ინტერნეტი biggrin.gif:D
Cp Price
Think Different


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1042
წევრი No.: 140501
რეგისტრ.: 17-December 11

გამოგზავნილია: 18 Oct 2012, 20:35  #33537352      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოკლედ, Max Payne 3 - ის ჩართვისას loading ეწერება და ამის მერე აღარაფერს აკეთებს.
დაახლოებით 3-4 საინსტალაციო გადმოვწერე და ყველა ესე შვება, კრეკებიც
მოვსინჯე და მაინც არ უშველა, რა ვუყო? user.gif
ResuscitateMe
ბერლუსკონი bigg poppa :kiss:


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1059
წევრი No.: 154097
რეგისტრ.: 16-September 12

გამოგზავნილია: 19 Oct 2012, 16:11  #33546628      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოკლედ რა ხდება ბიჭებო.

გადმოვწერე დარქსაიდერ ორი, ბინ ფაილებია და დაემონში არ მანახებს. ტორენტიდან გადმოწერე და ხალხი წერდა მუშააო, ამიტომაც არამგონია ვერსიის ბრალი იყოს
ვახტანგი
Знаешь, почему твоя мечта не сбылась? Ты выбрал не ту мечту


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 9598
წევრი No.: 32602
რეგისტრ.: 6-April 07

გამოგზავნილია: 19 Oct 2012, 17:06  #33547228      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ResuscitateMe
Setup ფაილიც უნდა მოყვეს და მაგით უნდა გაუშვა
Closera
PokerFace


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6300
წევრი No.: 112830
რეგისტრ.: 15-February 10

გამოგზავნილია: 19 Oct 2012, 20:23  #33549433      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვინმემ temple run მასწავლეთ კომპზე როგორ ვითამაშო რა sad.gif


--------------------
ენრიუ მარის რო #####ან დედის ტრაააკი!
მაგის ჩამომთრევს!
(c) Masetkat
ASUS-TEK
ადმინისტრატორი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5267
წევრი No.: 92182
რეგისტრ.: 25-May 09

გამოგზავნილია: 20 Oct 2012, 01:18  #33553881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · icq
მიშველეთ რა, ქაუნთერის გახსნისას ამას მიწერს უკვე დავიტანჯე რა

user posted image


--------------------
 © დედამიწას სამი რამე აკლია: ცას კიბე, ზღვას ხიდი და ადამიანს სამართალი. ...
ვახტანგი
Знаешь, почему твоя мечта не сбылась? Ты выбрал не ту мечту


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 9598
წევრი No.: 32602
რეგისტრ.: 6-April 07

გამოგზავნილია: 20 Oct 2012, 01:46  #33554179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ASUS-TEK
ეს ქენი

user posted image

hl.### ზე

This post has been edited by ვახტანგი on 20 Oct 2012, 01:47
ASUS-TEK
ადმინისტრატორი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5267
წევრი No.: 92182
რეგისტრ.: 25-May 09

გამოგზავნილია: 20 Oct 2012, 02:14  #33554439      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · icq
QUOTE (ვახტანგი @ 20 Oct 2012, 01:46 )
ASUS-TEK
ეს ქენი

user posted image

hl.### ზე

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
Parijanka
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 43
წევრი No.: 120430
რეგისტრ.: 2-September 10

გამოგზავნილია: 20 Oct 2012, 18:14  #33560758      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image
მიშველოთ ეგებ

This post has been edited by Parijanka on 20 Oct 2012, 18:16
speed
#Designer


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7345
წევრი No.: 21650
რეგისტრ.: 14-July 06

გამოგზავნილია: 20 Oct 2012, 18:20  #33560826      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Parijanka
http://www.youtube.com/watch?v=IyKMnpKHGg8
smile.gif) აი ამის მიხედვით გააკეთე
ika0900
rebel member !


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1899
წევრი No.: 118867
რეგისტრ.: 27-July 10

გამოგზავნილია: 23 Oct 2012, 19:15  #33601105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
გტა 4ის სერიალი სად ვიშოვო? ან როგორ გავააქტიურო?


--------------------


ErreWay Fun Club
deutscha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1133
წევრი No.: 84371
რეგისტრ.: 10-February 09

გამოგზავნილია: 26 Oct 2012, 00:01  #33632221      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image

ამას რა ვუშველო დამეხმარეთ კრეკიც ჩაგდებულია და ყველაფერიც . რო ვრთავ ამას აგდებს Medal of Honor Warfighter: Limited Edition ეს თამაშია .

This post has been edited by deutscha on 26 Oct 2012, 00:04
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (102) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0524 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]