forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> განათლების შესახებ კანონი, ძველი და ახალი ვარიანტები
karlsoni
狸爺


********
ჯგუფი: Members
წერილები: 31406
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 17 Oct 2005, 22:53  #1991555      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
თიანეთის რაიონში გააუქმეს ინტერნატი.
უმუშევრად დატოვეს 40 მდე კაცი, მასწავლებლები და სხვა პერსონალი.
გადაანაწილეს ბავშვები.
დიდია ალბათობა რომ 20-30 ბავშვს სოფლებიდან მოუწიოთ სიარული (10-15 კმ. მაღალმთიან რეგიონში).

ძველ (შევარდნაძის მიღებულ) განათლების კანონში იყო ასეთი პუნქტები.
4. 24 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები.
7.საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოფლებში, დაბებსა და თემებში, თუ არსებობს 3 მოსწავლე დაწყებითი სკოლისათვის, 6 მოსწავლე საბაზო სკოლისათვის და 21 მოსწავლე საშუალო სკოლისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იქმნება დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები.
(ედიკა. თბილისი 1999 წ. 9 ივნისი. 2084-IIს)

ახალ კანონში ანალოგიური ნორმა არ არის.
შედეგად გააუქმეს ინტერნატი, სადაც 30-მდე მასწავლებელი და 200-ზე მეტი ბავშვი ირიცხებოდა.

თქვენი აზრით რომელი უფრო პროგრესული კანონი იყო?


--------------------
- ნადირობა, ბინებზე კი არა. ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.

Et facta est lux!

無名天地之始,
有名萬物之母。

http://iaponia.ge/
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 42455
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 17 Oct 2005, 23:00  #1991595      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ახალ კანონში ანალოგიური ნორმა არ არის.

QUOTE
შედეგად გააუქმეს ინტერნატი, სადაც 30-მდე მასწავლებელი და 200-ზე მეტი ბავშვი ირიცხებოდა.

თუ 200-ზე მეტი ბავშვია, მაშინ რა შუაშია ეგ კანონი, თუნდაც გაუქმებული? სულ სხვა შემთხვევა არ გამოდის?!
ეგეც არ იყოს, ედიკასდროინდელ კანონს რომ ემოქმედა (ახლა), შეიძლება სულ არ მოგროვილიყო მაღალმთიან სოფლებში იმდენი ბავშვი, რომ გახსნილიყო სკოლა და შედეგი გასაგებია, რაც იქნებოდა.

მე მგონი, სხვა მიზეზით აუქმებენ ინტერნატს, თუმცა არა მგონია, ამას კარგი შედეგი მოჰყვეს sad.gif

This post has been edited by Solveig on 17 Oct 2005, 23:02


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
ხორხე
ჩვენ გაკვირდებით


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 60987
წევრი No.: 9889
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 17 Oct 2005, 23:01  #1991600      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim · msn
უპს აბა ახალი თემა შემოვარდა აგორდა გორდა smile.gif
მე ახალი კანონი მომწონს შენ?


--------------------
არსად არ გარბის ის დაკარგული ტერიტორიები (c) ialoni

===
ギギ
ისტერიკა
გამოვრიცხოთ ძალაუფლების პრინციპი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9796
წევრი No.: 13173
რეგისტრ.: 28-September 05

გამოგზავნილია: 17 Oct 2005, 23:04  #1991620      · პროფილი · პირადი მიმოწერა
აჰა, წავა ახლა ძიძგილაობა და ბელა წიფურიას პუტვა biggrin.gif
კარლსონ, გაითვალისწინე, რომ სამწუხაროდ ეგ კონკრეტული ფაქტი არავის აინტერესებს აქ...
karlsoni
狸爺


********
ჯგუფი: Members
წერილები: 31406
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 17 Oct 2005, 23:05  #1991625      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Solveig
QUOTE
თუ 200-ზე მეტი ბავშვია, მაშინ რა შუაშია ეგ კანონი, თუნდაც გაუქმებული? სულ სხვა შემთხვევა არ გამოდის?!
მე მგონი, სხვა მიზეზით აუქმებენ ინტერნატს, თუმცა არა მგონია, ამას კარგი შედეგი მოჰყვეს

ამ ახალ კანონში მაღალმთიანი რეგიონების ინტერესები და თავისებურებანი არ არის გათვალისწინებული, ამ კონკრეტულ პუნქტებში პარლამენტმა აშკარად უარესი კანონი მიიღო. არადა კონსტიტუციის 31 მუხლის მიხედვით მაღალმთიან რეგიონებს შეღავათები უნდა ქონდეს. სხვა ასპექტებში არ ვიცი, მაგრამ ამ ასპექტში ახალი რეკლამირებული კანონი ძველზე უარესია.

ისტერიკა
QUOTE
კარლსონ, გაითვალისწინე, რომ სამწუხაროდ ეგ კონკრეტული ფაქტი არავის აინტერესებს აქ...

რა თქმა უნდა, ვის რაში ადარდებს უმუშევრად დატოვებული მასწავლებლები. რა შუაშია ხალხის ბედი, მთავარი მიშას მატარებელი და კონცეფციაა, ჩვენ ხომ ევროპას უნდა დავეწიოთ განათლების დონით. biggrin.gif

არ ადარდებთ კი არა, ფაქტებით საუბარი არ უყვართ.

This post has been edited by karlsoni on 17 Oct 2005, 23:08
SedoySedoy
Dissident


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20040
წევრი No.: 8836
რეგისტრ.: 18-February 05

გამოგზავნილია: 17 Oct 2005, 23:12  #1991660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
karlsoni

ეჰ, გეთაყვა, ვის გინდა შეაგნებინო?!

შენ უმაღლესი განათლების შესახებ გამზადებული კანონპროექტი უნდა გენახა, საპარლამენტო კომიტეტში რომ მომზადდა და საერთოდ მოტეხეს და გააქრეს. ჯერ თავისად ასაღებდნენ (სოროსში მომუშავე ჯგუფს ვგულისხმობ), მერე ურნაში ჩაუძახეს და ეხლა რაცა გვაქვს, კი ვიცით.


ახლა მთას მისდგნენ, იბიომატ!

This post has been edited by SedoySedoy on 17 Oct 2005, 23:13


--------------------
Рожденный сантехником - кончит в канализацию!

http://www.youtube.com/watch?v=Z_bLu3f6BrE

მალე დადგება დრო, როცა ბევრი შემეხვეწება - უკანალზე მაკოცნინეო, მაგრამ ნურას უკაცრავად!
© [b]Chreli Sazogadoeba[/b]

რავუყო დემოკრატიას და აზრის თავისუფალ გამოხატვას? © joao
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 42455
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 17 Oct 2005, 23:13  #1991668      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
karlsoni
QUOTE
ამ ახალ კანონში მაღალმთიანი რეგიონების ინტერესები და თავისებურებანი არ არის გათვალისწინებული, ამ კონკრეტულ პუნქტებში პარლამენტმა აშკარად უარესი კანონი მიიღო. არადა კონსტიტუციის 31 მუხლის მიხედვით მაღალმთიან რეგიონებს შეღავათები უნდა ქონდეს. სხვა ასპექტებში არ ვიცი, მაგრამ ამ ასპექტში ახალი რეკლამირებული კანონი ძველზე უარესია.


არა, ვერ მიმიხვდი-შეიძლება, ვადაროთ განათლების შესახებ კანონის ძველი და ახალი ვარიანტები, მაგრამ მგონი ეგ შემთხვევა სცდება თემას, რადგან არ გამომდინარეობს ამ ცვლილებიდან smile.gif
ისტერიკა
გამოვრიცხოთ ძალაუფლების პრინციპი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9796
წევრი No.: 13173
რეგისტრ.: 28-September 05

გამოგზავნილია: 17 Oct 2005, 23:16  #1991685      · პროფილი · პირადი მიმოწერა
karlsoni
QUOTE
არ ადარდებთ კი არა, ფაქტებით საუბარი არ უყვართ

ნუ პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, როდესაც ფაქტი არ ვიცი და მას ვერ ვამოწმებ, ვჩუმდები. უბრალოდ გაგარფთხილე, რუსთაველზე გამოსული მოჭიდავესავით არ დაგემართოს ამ თემაში - მოვარდებიან ახლა ოპოზიციონერები და შენ რაზეც საუბრობ, ორმოცდამეთხუთმეტე გვერდზე ისტორია იქნება biggrin.gif
ისე როგორა ხარ? მიცანი? biggrin.gif

ხორხე
ჩვენ გაკვირდებით


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 60987
წევრი No.: 9889
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 17 Oct 2005, 23:16  #1991688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim · msn
რა მნიშვნელობა აქ ძველი და ახალი ვარიანტის შედარებას, ახალი ვარიანტი მიიღეს და მაგას გაატარებენ
ეგაა და ეგ
დიდი მადლობა პატრულს
karlsoni
狸爺


********
ჯგუფი: Members
წერილები: 31406
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 17 Oct 2005, 23:22  #1991719      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ისტერიკა
QUOTE
ისე როგორა ხარ? მიცანი? biggrin.gif

კარგად ვარ, მადლობა. მაგრამ ვერ გიცანი. biggrin.gif

ხ ო რ ხ ე
QUOTE
რა მნიშვნელობა აქ ძველი და ახალი ვარიანტის შედარებას, ახალი ვარიანტი მიიღეს და მაგას გაატარებენ ეგაა და ეგ დიდი მადლობა პატრულს


ფაქტიურად არაფერი, მაგრამ სულ ცოტა "საგანმანათლებლო" მნიშვნელობა ექნება. gigi.gif

This post has been edited by karlsoni on 17 Oct 2005, 23:23
ისტერიკა
გამოვრიცხოთ ძალაუფლების პრინციპი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9796
წევრი No.: 13173
რეგისტრ.: 28-September 05

გამოგზავნილია: 17 Oct 2005, 23:22  #1991721      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ხ ო რ ხ ე
QUOTE
დიდი მადლობა პატრულს

არაფერს გენაცვალე, პირიქით, დიდი მადლობა ზარისთვის user posted image
ხორხე
ჩვენ გაკვირდებით


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 60987
წევრი No.: 9889
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 17 Oct 2005, 23:50  #1991845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim · msn
karlsoni
QUOTE
ფაქტიურად არაფერი, მაგრამ სულ ცოტა "საგანმანათლებლო" მნიშვნელობა ექნება

განათლება ჩვენი პრიორიტეტია yes.gif

ისტერიკა
QUOTE
არაფერს გენაცვალე, პირიქით, დიდი მადლობა ზარისთვის

დროულათ ვითანამშრომლე პოლიციასთან yes.gif
skjnsh
Educator


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1464
წევრი No.: 1684
რეგისტრ.: 29-January 03

გამოგზავნილია: 18 Oct 2005, 00:12  #1991938      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
ინტერნატებთან დაკავშირებით:
1) ინტერნატი გულისხმობდა ა) პანსიონს სადაც ცხოვრობდნენ და სკოლას სადაც სწავლობდნენ. ეს არ არის ბავშვთა სახლი, სადაც "უპატრონო" ბავშვები სწავლობენ და ცხოვრობენ, არამედ სპეციალური სკოლები (მათ შორის მაგ. გაძლიერებული ფიზ-მათემატიკური, ან სქოლიოზით დაავადებულების, ან სოციალურად დაუცველებისთვის მთაში ...
2) ახალი პრინციპით ინტერნატში ცხოვრებით ცხოვრობენ - ანუ გადაკეთდა პანსიონად, ხოლო სწავლით სწავლობენ ჩვეულებრივ სკოლაში - ანუ ლოგიკა აქ მარტივია: რატომ უნდა სწავლობდნენ სოციალურად დაუცველი ბავშვები სპეციალურ სკოლაში და იყვნენ იზოლირებულები სხვებისგან? საცხოვრებელი რომ უნდა იყოს მათთვის ამას არავინ არ დავობს
3) სკოლა ინტერნატები რომლებიც ავადმყოფი ბავშვებისთვის იყო დარჩა ძველი წესით (მაგ. სქოლიოზიანებისთვის ან ტუბერკულოზიანებისთვის) რადგან ისინი ჩვეულებრივ სკოლებში ვერ სწავლობენ.

QUOTE
საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოფლებში, დაბებსა და თემებში, თუ არსებობს 3 მოსწავლე დაწყებითი სკოლისათვის, 6 მოსწავლე საბაზო სკოლისათვის და 21 მოსწავლე საშუალო სკოლისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იქმნება დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები.

ამ მუხლში ცვლილება იმაში მდგომარეობს რომ დღეს 1 ბავშვზეც და მითუმეტეს (21-ზე ნაკლებზეც) შეიძლება სკოლის გახსნა - სხვათა შორის არის ასეთი სკოლები. პრობლემა აქ არის სულადობრივად გათვლილი დაფინანსება - ანუ ვთქვათ 5 მოსწავლის ვაუჩერი არ ეყოფა 5 მასწავლებელს. ამაზე კი კანონში წერია, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო სპეციალურად გამოყოფს დამატებით დაფინანსებას.
ასე, რომ პანიკა უსაფუძვლოა, რადგან
QUOTE
დიდია ალბათობა...
ვერაფერი არგუმენტია
karlsoni
狸爺


********
ჯგუფი: Members
წერილები: 31406
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 18 Oct 2005, 00:25  #1992008      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
skjnsh
ის ინტერნატი ჩვეულებრივი სკოლა იყო. ერთი გამონაკლისის გარდა, სოფლიდან ჩამოსული ბავშვები ღამე საძინებელში რჩებოდნენ რომ სოფელში არ ეარნათ. (სხვათა შორის ეს საძინებელი ვერ გააუქმეთ, იმიტომ რომ იმ გაჭირვებულ რაიონში, ვერ გამონახეთ ხალხი, ვინც ფულის გულისთვისაც კი მაგ ბავშვებს სადგომს მისცემდა.) რაც შეეხება მასწავლებლებს ჩვეულებრივი მასწავლებლები იყვნენ და თქვენ ისინი უმუშევრად დატოვეთ.
იმ "სპეციალურ სკოლაში" მშობლებიანი, რაიონის ბავშვებიც სწავლობდნენ და აქედან გამომდინარე შენი არგუმენტი იმის შესახებ, რომ სხვა ბავშვებისგან იზოლირებულნი იყვნენ ჩამოსულები, რბილად რომ ვთქვა უსაფუძვლოა.

QUOTE
ამ მუხლში ცვლილება იმაში მდგომარეობს რომ დღეს 1 ბავშვზეც და მითუმეტეს (21-ზე ნაკლებზეც) შეიძლება სკოლის გახსნა - სხვათა შორის არის ასეთი სკოლები. პრობლემა აქ არის სულადობრივად გათვლილი დაფინანსება - ანუ ვთქვათ 5 მოსწავლის ვაუჩერი არ ეყოფა 5 მასწავლებელს. ამაზე კი კანონში წერია, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო სპეციალურად გამოყოფს დამატებით დაფინანსებას.

ძველი კანონი პირდაპირ მიუთითებდა სკოლის გახსნის აუცილებლობაზე, მე პირდაპირ ნორმა დაგიდე. შეიძლება მე ვცდები და ახალ კანონში უკეთესი ნორმა ვერ დავინახე. კეთილი, დადე ის მუხლი და ჩემს შეცდომას ვაღიარებ.


QUOTE
ასე, რომ პანიკა უსაფუძვლოა, რადგან QUOTE დიდია ალბათობა... ვერაფერი არგუმენტია

ჯერჯერობით ეგ არ მომხდარა, გეთანხმები. მაგრამ იმ შენობას პატრონს რომ უპოვნით. ვნახოთ. . . . აღდგომა და ხვალეო.

P.S.გათავისუფლებულ მასწავლებლებზე არ გაქვს არავითარი მოსაზრება?

This post has been edited by karlsoni on 18 Oct 2005, 00:26
skjnsh
Educator


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1464
წევრი No.: 1684
რეგისტრ.: 29-January 03

გამოგზავნილია: 18 Oct 2005, 00:37  #1992058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
karlsoni
QUOTE
ჯერჯერობით ეგ არ მომხდარა, გეთანხმები. მაგრამ იმ შენობას პატრონს რომ უპოვნით. ვნახოთ. . . . აღდგომა და ხვალეო

ერთი სკოლა მაინც დაასახელე რომელიც გასხვისდა - პირიქით, ყველა სკოლას გადაეცემა ქონება უზუფრუქტით.
QUOTE
ის ინტერნატი ჩვეულებრივი სკოლა იყო. ერთი გამონაკლისის გარდა, სოფლიდან ჩამოსული ბავშვები ღამე საზინებელში რჩებოდნენ რომ სოფელში არ ეარათ. (სხვათა შორის ეს საძინებელი ვერ გააუქმეთ, იმიტომ რომ იმ გაჭირვებულ რაიონში, ვერ გამონახეთ ხალხი, ვინც ფულის გულისთვისაც კი მაგ ბავშვებს სადგომს მისცემდა.) რაც შეეხება მასწავლებლებს ჩვეულებრივი მასწავლებლები იყვნენ და თქვენ ისინი უმუშევრად დატოვეთ.

კარლსონ, სკოლა არავის არ გაუუქმებია - გაიყო უბრალოდ პანსიონი და სკოლა. თუ იმავე დასახლებაში არის ჩვეულებრივი სკოლა, რატომ უნდა იარონ ამ პეციალურ სკოლაში ერთად გაჭირვებულმა ბავშვებმა, და მეორე სკოლაში შეძლებულებმა? რაც შეეხება მასწავლებლებს - მეორე სკოლაში რატომ არ გადადიან სამუშაოდ, თუ ამ ბავშვებს მასწავლებლები სადაც გადანაწილდნენ არ ჭირდებათ? დალაგდება კაცო - 200 ბავშვს თუ 40 მასწავლებელი ყავდა ანუ 1/5 ესეც ანომალიაა თავისებური.
QUOTE
ძველი კანონი პირდაპირ მიუთითებდა სკოლის გახსნის აუცილებლობაზე, მე პირდაპირ ნორმა დაგიდე. შეიძლება მე ვცდები და ახალ კანონში უკეთესი ნორმა ვერ დავინახე. კეთილი, დადე ის მუხლი და ჩემს შეცდომას ვაღიარებ.

აბატონო
QUOTE
მუხლი 7. ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მიერ მის
საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს ზოგადი განათლების სახელმწიფო ან
მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების განხორციელება
შეუძლებელია სტანდარტული ვაუჩერის მეშვეობით, სახელმწიფო ასეთ მოსწავლეებს
უზრუნველყოფს გაზრდილი ვაუჩერით.
3. გაზრდილი ვაუჩერის ოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ამ მუხლის
პირველი პუნქტით დაცული უფლების განხორციელებას მცირეკონტინგენტიანი საჯარო
სკოლის, სპეციალური, კორექციული ან ლინგვისტური უმცირესობის სკოლის ან
კლასის ფარგლებში, თუ არსებობს 3 მოსწავლე დაწყებით საფეხურზე, 6 მოსწავლე
საბაზო საფეხურზე და 21 მოსწავლე საშუალო საფეხურზე.

ანუ აქ მაღალმთიანზე აღარ არის შეზღუდვა, რადგან ისედაც არის ბევრი მცირეკონტიგენტიანი სკოლა.
კიდევ ერთი ახალი მიდგომაა სკოლების გაერთიანება. მაგ. არის სოფელში დაწყებითი სკოლა 1-4 კლასი და სწავლობს 20 მოსწავლე - იმისთვის, რომ მოხდეს ერთი მხრივ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და მეორე მხრივ საკმარისი მასწავლებლებით უზრუნველყოფა ის უერთდება უახლოეს საშუალო სკოლას - ანუ კი არ იხურება, არამედ ითვლება რომ არის ერთი სკოლის შენობა მეორე სოფელში. ეს გარკვეულ შესაძლებლობებს იძლევა ფინანსების უკეთესი გადანაწილების და ამასთან ერთად მოქნილი პროგრამების დროს, საშუალებას, რომ მასწავლებელმა 1 სემესტრი ერთ სოფელში ასწავლოს, და მეორე სემესტრი მეორეში ... იყო სკოლები სადაც 10 მოსწავლე და 3 დირექციის წევრი იყო და ა.შ.

This post has been edited by skjnsh on 18 Oct 2005, 00:37
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0652 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]