forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (21) « პირველი ... 9 10 [11] 12 13 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სალარო-აპარატების საქმე, საპროტესტო გამოსვლები
SedoySedoy
Dissident


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20047
წევრი No.: 8836
რეგისტრ.: 18-February 05

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 01:30  #2666002      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Johnnie Walker
Futurist
QUOTE
ნინო კალანდაძე

ესლი ბი უ გლუპოსტი ბილი კრილია, ონა ლეტალა ბი კაკ გოლუბიცა .............


--------------------
Рожденный сантехником - кончит в канализацию!

http://www.youtube.com/watch?v=Z_bLu3f6BrE

მალე დადგება დრო, როცა ბევრი შემეხვეწება - უკანალზე მაკოცნინეო, მაგრამ ნურას უკაცრავად!
© [b]Chreli Sazogadoeba[/b]

რავუყო დემოკრატიას და აზრის თავისუფალ გამოხატვას? © joao
ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 01:32  #2666012      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
- აბა ვინ, ნათელაშვილი? - კვლავ იტყვის ხალხი და ხმას კვლავ მიშკას მისცემს...


--------------------
obsessed...
-----------------
pirvelad saqartveloshi - pitagoras gatvlebi!
Futurist
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1823
წევრი No.: 12853
რეგისტრ.: 16-September 05

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 01:32  #2666013      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · icq · msn
SedoySedoy

ნუ ხარტ ბოროტები biggrin.gif boli.gif
PFU
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13365
წევრი No.: 12290
რეგისტრ.: 20-August 05

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 01:41  #2666058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ოკლედ ეს ხელისუფლება ვატყობ კატასტროფული სიჩქარით მიექანება უფსკრულისაკენ... მდას... მოსალოდნელი იყო პრინციპში და კაკრაზ კარგად ასხავენ წყალს ჩვენი მტრის წისქვილზე...
კაი ხო კასები კაია, მაგრამ ახლა მართლა სემიჩკის გამყიდველს ხომ არ დაადგმევინებ კაცო... მოვძლიერდეთ ეკონომიკურად როცა 300 ლარი კი არა 30000 ლარი იქნება მოვაჭრის ტავაროაბაროტი და მერე კაი ბატონო დაადგმევინე... გამომიყვანეს ევროპა ახლა... ვერ შეიგნო ამ ხალხმა კიდევ რომ ჯერ ისევე კავკაზიაში ცხოვრობს როგორც Artgeo-მ თქვა უ ნას გორი გორი... sad.gif


--------------------
Absolute zero is cool...

Black hole sucks...
muzabello
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1526
წევრი No.: 7992
რეგისტრ.: 30-December 04

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 02:05  #2666155      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სალარო აპარატები კი არა გარე ვაჭრობაო რომ გაიძახიან და ვერაფერი მოუხერხებიათ ამ ხალხისათვს.
დაასაქმონ ეს ხალხი მთელი ქვეყანა და კუთხე კუნჭული რომ ვაჭრობაზეა გადასული.
დეზერტირების მიმდებარე ტერიტორიაზე რაც ხდება გულის შემაღონებელია პირდაპირ.
საცოდავ ხალხს, მიუშვებენ გალავარეზებს და ეს ხალხიც თავისი მობილური დახლებით ერთმანეთს ეხეთქება. სულ რაღაც
დღეში 2-3 ლარის გულისთვის.
ჩვეულებრივი პატრული ვერაფერს შვრება, საკუთარი თვალებით ვნახე "ვაიმეეე მოდიაან" იხუვლა ხალხმა და პირდაპირ ლამის მათ ჭეჭყვაში მოვყევი. ეს პატრული კიდე ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან ერთ -ერთს თვალებზე ცრემლიც კი მოადგა, მივიდა და წაქცეული ქალი ააყენა. მეორემ კიდე დაინახა ორი სამი გარე მოვაჭრე მანქანის უკან იმალებოდა და თვალი აარიდა. მერე ხალხი იძახდა არა გუშინ სხვები იყვნენო, ალბათ სპეციალური რაზმი დადის ვინც ჯოხებით შლის ხალხს. ისეთი შიში იყო იმ ხალხის თვალებში ვაგზლისკენ გახედებაც აღარ მინდა. ასეთ ხალხს უშველონ და სალარო აპარატებზე არავინ დაიწყებს გამოსვლას, გარე ვაჭრობა რა თქმა უნდა აგდებს შიდა ვაჭრობას.
მოკლედ არ ვიცი რა გვეშველება. ერთადერთი გზა და გამოსავალი ალბათ ის არის რომ ხალხი რაიმენაირად უნდა დასაქმდეს.


--------------------
ძლივს მეღირსა სიგნატურა......................................................
OHO
†ჯვაროსანი†


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13367
წევრი No.: 7707
რეგისტრ.: 9-December 04

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 04:46  #2666513      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Futurist
QUOTE
1. ყველაზე იაფი სალაროს აპარატი, რომელიც იყიდება თბილისში ღირს მინიმუმ 300 ლარი და ის ოდნავ განსხვავდება ჩვეულებრივი სამლარიანი კალკულატორისგან.

გამარტულად მომუშავე საკონტროლო სალარო აპარატების 95% შემოდის რუსეთიდან, სამლარიანი კალკულატორისგან საკმაოდ ბევრი რამით განსხვავდება და ასევე წარმატებით შეგიძლია მაშინ პერსონალურ კომპიუტერსაც შეადარო თუმცაღა ეს საკმაოდ უაზრო შედარება გამოვა. ახლანდელი საკონტროლო სალარო აპარატები უზრუნველყოფილნი არიან ფისკალური მეხსიერებით (6 წლის განმავლობაში იმახსოვრებენ მასში შეტანილ ინფორმაციას), აქვთ ალტერნატიული მუშაობის(დენის გარეშე) 48 საათიანი რეჟიმი,შესაძლებელია სალარო აპარატის 5 ჯერ გადაფორმება (ანუ 5 ჯერ გაყიდვა, თუ გადამხდელი შეწყვეტს ეკ. საქმიანობას) ქართულენოვანი მენიუ, ადვილად ასათვისებელი ინტერფეისი (მართვა მართლა არაა კალკულატორზე ძნელი და ნახევარსათიანი ვარჯიშის შემდეგ ბავშვიც კი აითვისებს კარგი მასწავლებლის შემთხვევაში smile.gif),სალარო აპარატი არის მყიდველის საკუთრება და მოპარვის შემთხვევაში პატრონის ნებართვის გარეშე(რეგისტრაციიდან მოხსნის გარეშე) ვერ გამოიყენებ,ასევე სალარო აპარატი კი ღირს 300 ლარი(რუსეთში ოფიციალურად ნაყიდი, განბაჟებული,აქ ჩამოტანილი,ქართულენოვანი ტექსტით აქ უზრუნველყოფილი, ყველა ბუღალტრული წესით დაბეგრილი და შესაბამისი საბუთით(ზედნადებითა და სალაროს ჩეკით ) გაყიდული მემგონი არაა ძალიან დიდი თანხა (თუ არ გჯერათ სალაროების შემოტანა ისეთივე ეკონომიური საქმიანობაა როგორც ყველა და ნებისმიერს შეუძლია ეს გააკეთოს ჩამოიტანეთ რუსეთიდან და ნახეთ რეალურად რა თანხა დაჯდება) ) ამ საქმიანობას თბილისში ერთი 15 ფირმა ეწევა და არცერთი არაა 5 წელზე ახალი გახსნილი მემგონი, რადგან ქართულენოვანი მენიუთი უზრუნველყოფა და შემდეგ ამ სალარო აპარატების მომსახურება, (დაზიანების გასწორება, საჭიროების შემთხვევაში გადამხდელისთვის მოხმარების წასების სწავლება.....) საკმაოდ კვალიფიცირებულ ხელოსნებს მოითხოვს. რაც შეეხება ახალ სალარო აპარატს ნამდვილად დაახლოებით 300 ლარი ჯდება + 30 ლარამდე მომსახურე ფირმის ხელშეკრულება და პირველი თვის მომსახურების გადასახადი, მაგრამ ეს 300 ლარის ღირებულების აპარატი ხდება გადამხდელის საკუთრება და თუ ის შეწყვიტავს ეკ.საქმიანობას დაუშვად 1 წლის შემდეგ და აღარ დასჭირდება სალარო აპარატი ის მოხსნის მას საგადასახადო რეგისტრაციიდან და ოდნავ იაფად დაუშვათ 250 ლარად გაყიდის სხვა ახლადგახსნილ მეწარმეზე (თუნდაც იმაზე ვინც იმ ფართში დაიწყებს საქმიანობას სადაც მანამდე ეს გადამხდელი მუშაობდა, თუ რათქმაუნდა სალარო აპარატს ნორმალურად შეინახავს და არ დააზიანებს smile.gif)ამდენად მისი ხარჯი სალარო აპარატის გამო არის სიტყვაზე 50 ლარი და არა 300 როგორც ამას გაჰყვირიან საქმეში ჩაუხედავი ხალხი, და შენი საქმიანობის მანძილზე დაზღვეული რომ იყო სალაროს ჯარიმისგან 50 ლარი ხარჯი არ გიღირთ? "თელასის" ან "საქგაზის" ან "წყალკანალის" მრიცხველები ამაზე ძვირი არ ღირს? და მგონი მაგათ უქონლობაზე ან არასწორად მუშაობაზე 500 ლარიანზე იაფი ჯარიმებია? ან არ დაუჯარიმებია არავინ მაგ ასევთქვათ "კერძო" ფირმებს (იგივე ვარიანტია რაც მანქანაზე იყიდი და 1 წლის შემდგომ ოდნავ იაფად გაყიდი).
6-7წლის წინ დაშვებული იყო საკონტროლო სალარო აპარატები რომელებიც არ საჭიროებდნენ ფისკალურ მეხსიერებას, ალტერნატულ რეჯიმში (დენის გარეშე) 48 საათი მუშაობის სისტემას, ქართულენოვან მენიუს,აპარატის საგადასახადოსში რეგისტრაციას ..ფიქრობდნენ რომ გადამხდელი ისედაც მოახერხებდა გადასახადის აღრიცხვას.. მაგრამ ისევ ცხოვრებისეული პრობლემებიდან გამომდინარე გადამხდელებს მიზეზები თუ რატომ არ ხერხდებოდა სალაროს ჩეკის გაცემა არ ელეოდათ ... შუქი არ არის და აპარატი ამიტომ არ მუშაობს, რუსული ენა არ ვიცი და ვერ ვარკვევ,მომპარეს სალარო აპარატი, არ ქონდა ფისკალური მეხსიერება და ბუღალტერს პრობლემები ჰქონდა ამორტყმული ჩეკების ზუსტი რაოდენობის დასადგენად და დღიური ნავაჭრის დასადგენად. ამიტომ ყველა პრობლემის გათვალისწინებით და გადამხდელთა დიდი ნაწილის ზემოთაღნისნული არგუმენტების გათვალისწინებით სახელმწიფომ გარკვეულ გადამხდელებზე დააწესეს ალტერნატიული გადასახადი ანუ სწორედ ის "ფიქსირებული გადასახადი" რომელსაც დღეს აქტიურად ახსენებენ და ეს გადასახადი ითვლებოდა საავანსო გადასახადად რომელიც გადაიხდევინებოდა ყოველთვიურად ფიქსირებული თანხით, უმეტესობა გადამხდელებისა არაინფორმირებულობის გამო თვლიდა რომ თუ ის გადაიხდიდა ამ "ფიქსირებულ გადასახადს" სხვა ყველა ვალდებულება ეხსნებოდა , მაგრამ რეალურად "ფიქსირებული გადასახადი" იყო საავანსო გადასახადი, გადამხდელს ან მის მიერ დაქირავებულ ბურალტერს ჩვეულებრივ უნდა ეწარმოებინა ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა გამოეთვალა წლის მანზილზე მიღებული შემოსავალი და დაეანგარიშებინა წლის მანძილზე დარიცხული თანხის ოდენობა და შეედარებინა ამ წლის მანძილზე გადახდილ საავანსო "ფიქსირებული გადასახადის" თანხასთან და თუ კიდევ ეკუთნოდა დამატებით თანხის გადახდა გადაეხადა განსხვავება, ხოლო თუ დაანგარიშბის შედეგად არმოჩნდებოდა რომ ნაკლები უნდა გადაეხადა ვიდრე გადაიხადა მაშინ "ფიქსირებული გადასახადის" ზედმეტადგადახდილი თანხა დაუჯდებოდა ზედმეტობაში და მომდევნო თვეებში არ გადაიხდიდა "ფიქსირებულ გადასახადს" სანამ ამ თანხას არ განაშთავდა.
სამწუხაროდ გადამხდელთა უმეტესობა არაინფორმირებულობის გამო თვლიდა რომ ამ "ფიქსირებული გადასახადის" გადახდის მეტი სხვა არავითარი ვალდებულება არ გააჩნდა, რაზედაც ერთი წლის შემდეგ სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ. ზუსტად ამ გაუთვითცნობიერების გამო, ასევე იმის გამო რომ ფიქსირებული "გადასახადის გადამხდელების" 95% არ ახდენდა არანაირი ბუღალტრერიის წარმოებას(არაფერს ვამბობ დაქირავებული თანამშრომლებზე გაცემულ ხელფასებზე სოცის და საშემოსავლოს ფორმების ჩაბარებას)!!! წამოვიდა უკვე უსამართლობის პრეტენზია: ბევრი გადამხდელი აპროტესტებდა თუ რატომ უნდა გადაეხადა მაღაზიას ზემო ფონიჭალაშიც და "პეროვსკაიაზეც" ერთიდაიგივე გადასახადი როცა ის მაღაზია დღესი ჩემზე 100 ჯერ მეტ მოგებას იღებოს, და აპროტესტებდნენ ისევ გადამხდელები უსამართლო "ფიქსირებული გადასახადის" გაუქმებას.
სახელმწიფომ გაითვალისწინა რა ისევ ეს პრობლემები შეეცადა და ცდილობს დაარეგულიროს ეს პრობლემა ანუ თითოეული გადასახადის გადამხდელი დაბეგროს იმ შემოსავლის (მოგების) მიხედვით რა სუფთა მოგებასაც (ანუ რეალურად მიღებულ შემოსავალს აკლდება ყველა კანონიერი ხარჯი(საბუთიანი რომელიც ადასტურებს რომ ამ გადამხდელმა ეს ხარჯი გასწია სწორედ ამ საქმიანობისთვის და არა დაუშვათ ანტალიაში დასვენებისთვის)) და დაახლოებით ამ დარჩენილი მოგების მესამედი უნდა გადაიხადო ბიუჯეტში(12% საშემოსავლი და 20% სოციალური ინდ.მეწარმეებისათვის). თუ ეს მოწესრიგდა მეწარმე ფონიჭალაში რომლის მოგება თვეში 100 ლარია გადაიხდის ამ თანხიდან 32 ლარს და 68 ლარი დარჩება მოგება. ხოლო პეროვსკაიაზე რომლის მოგება თვეში 1000 ლარია გადაიხდის 320 ლარს და მოგებას წაიღებს სახლში 680 ლარს შესაბამისად (მემგონი სამართლიანია, რადგან პეროვსკაიაზე მაღაზიას დაჭირდება უფრო მეტი შრომა რადგან უფრო მეტი პროდუქცია უნდა მოიტანოს, უფრო მეტი თანხა დააბანდოს საწარმოში, ამიტომ მიიღოს შესაბამისად მეტი მოგება მაგრამ ბიუჯეტსიც ბევრად მეტი გადაიხადოს)
ამიტომ ისევდაისევ მივდივართ ბუღალტერიის მოწესრიგების საკითხთან და სახელმწიფომ ყველა ზემოთჩამოთვლილთან დაკავშირებით მოახდინა საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესის შესახებ კანონის განახლება და დახვეწა შეზლებისდაგვარად და ნელნელა განხორციელებული ცვლილებებით ალბათ დღეისთვის არსებულ ხარვეზებსაც გამოასწორებს,თუმცაღა გავაგრძელოთ რა მივიღეთ დღეისათვის:
1.გადასახადის გადამხდელი ყიდულობს საკონტროლო სალარო აპარატს(თან უნდა მოყვეს ყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი(ზედნადები)),აფორმებს მომსახურე ფირმასთან მინიმუმ 1 თვიან ხელშეკრულებას, მიაქვს საგადასახადო ინსპექციის იმ რაიონულ განყოფილებაში რომელ რაიონშიც აპირებს რომ განახორციელოს ეკ.საქმიანობა(დაჭირდება გადამხდელის მოწმობის ქსეროასლი, მომსახურე ფირმის ხელშეკრულების ქსეროასლი, აპარატის პასპორტის ქსეროასლი და ყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი(სასაქონლო ზედნადები)) და საგადასახადო ინსპექციაში მის სალარო აპარატს მოდელისა და საქარხნო ნომრის მითითებით ატარებენ რეესტრში ანიჭებენ რეგისტრაციიც ნომერს და მიუთითებენ თუ რა მისამართზე იდგმება სალარო აპარატი და ეს ინფორმაცია შედის კომპიუტერულ ბაზაში(ანუ აზრი ეკარგება სალარო აპარატის მოპარვას, მოპარულ აპარატს ვერ დაარეგისტრირებ სანამ პატრონი მას რეგისტრაციიდან არ მოხსნის),რეგისტრაციის ნომრის მინიჭების შემდეგ იქვე საგადასახადოს წარმომადგენელი ახდენს სალარო აპარატის ფისკალიზაციას(ანუ სალარო აპარატში შედის ინფორმაცია მფლობელის შესახებ(გადამხდელის საიდინთიფიკაციო ნომერი და აპარატის რეგისტრაციის ნომერი) და ეს ინფორმაცია ავტომატურად გადაიტანება ამ სალარო აპარატიდან გაცემულ ჩეკზე, ანუ ჩეკით ადვილად დგინდება თუ რომელი გადამხდელის მიერ რა რიცხვში და რომელ საათზე იქნა გაცემული მოცემული ჩეკი)ფისკალიზაციის დასრულებისას საგადასახადოს წარმომადგენელს შეყავს თავისი პაროლი საკონტროლო სალარო აპარატში რაც მას სასვალებას აძლევს ობიექტზე მისვლისას მიიღოს დაწვრილებითი ინფორმაცია სურვილისამებრ თუ რა დროს და რა რიცხვში რა რაოდენობის და რა თანხის ჩეკები იქნა გაცემული ამ სალარო აპარატიდან თუნდაც ეს იყოს 5 წლის წინანდელი ინფორმაცია. ფისკალიზაციის დასრულების შემდეგ სალარო აპარატზე ამოდის ქვითარი სადაც მითითებულია მონაცემები და ის რომ მოხდა აპარატის ფისკალიზაცია. ამ ჩეკს უმეტესწილად აკრავენ სალარო აპარატის ოქმსა და რეგისტრაციის ფურცელზე და მხოლოდ ამ საბუთებთან ერთად მტკიცდება რომ სალარო აპარატი ნამდვილად რეგისტრირებულია(და მფლობელს მხოლოდ ამის შემდეგ აღარ დაეწერება ჯარიმა სალარო აპარატის უქონლობაზე).
ამ ყველაფრის შემდეგ გადამხდელი საჭიროებს ორ ჟურნალს 1. ეგრეთწოდებული მოლარის წიგნი და 2. ხარჯების ჟურნალი რომელტა აღება ზონარის გაყრა და საგადასახადოს მიერ დამოწმება ხდება იქვე.
1.მოლარის წიგნში ტარდება საკონტროლო სალარო აპარატში დღის განმავლობაში ამორტყმული თანხების ჯამი, რომელიც ამოიბეჭდება სალარო აპარატზე სამუშაო დღის დასრულების ბოლოს(ეგრეთწოდებული Z(ზეტ)-ანგარიში) და შეიცავს მთელი დღის განმავლობაში სალაროზე ამორტყმულ ქვითრებზე მითითებული თანხის ჯამს.
ეს ჟურნალი ერთი შეხედვით თითქოს ძნელი შესავსებია რადგან იგი უნივერსალურია და გათვლილია როგორც პატარა თონისთვის ისე დიდი მრავალსექციიანი მაღაზიისთვისაც და თითოეული ავსებს მხოლოდ იმას რაც უშვალოდ ეხება. ანუ იდეალურ შემთხვევაში თუ საწაარმოო პატარაა ივსება მარტო თარიღი, დღის ბოლოს ამორტყმული Zზეტის ნომერი, და იქ დაჯამებული თანხა(დღიური შემოსავალი). მთელი თვის განმავლობაში ხდება ამ ზეტების ყოველდრიური გატარება და თვის ბოლოს მთელი თვის შემოსავლის დაჯამება (ანუ ჟურნალში გატარებული Zზეტების ჯამი).შემდეგ გადამხდელი იღებს სპეციალურ საკონტროლო სალარო აპარატის ყოველთვიურად წარსადგენ ფორმას (რომელიც შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერ საბუღალტრო ჯიხურში ) ავსებს მას ანუ მიუთითებს: გადამხდელის დასახელება, საიდენთიფიკაციო კოდი, მისამართი, რომელი თვის დეკლარაციაა და იწერს ჟურნალიდან მთელი თვის შემოსავალ თანხების ჯამს (Zზეტების ჯამს). და 15 რიცხვამდე აბარებს წინა თვის შევსებულ ამ დეკლარაციას საგადასახადოში. (თუ რეგისტრირებულია ერთი რაიონის საგადასახადოში და მუშაობს სხვა რაიონში დეკლარაციას წარადგენს ორივე ინსპექციაში)
2.რაც შეეხება ხარჯების ჟურნალს, ხარჯების ჟურნალსი ტარდება ყველა ის საბუთიანი ხარჯი რაც ამტკიცებს რომ ეს ხარჯი უშვალოდ გაწეული იქნა ამ საწარმოოს მიერ ამ საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებით(ანუ ანტალიაში დასვენებისას ანაზღაურების საბუთს ხარჯში ვერ გაატარებ wink.gif) ანუ ეს ხარჯი შეიზლება იყოს მაგალითად: ტელესის ქვითარი გაცემული ამ საწარმოოს სახელზე,გაზის და წყლის ქვითრები,ნოტარიულად დამოწმებული იჯარის თანხე, გაცემული ხელფასები თუ საწარმოოს დაქირავებული თანამშრომლები ყავს(მაგრამ მაშინ ყოველთვიურად ამ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების სოციალურისა და საშემოსავლო დეკლარაციების ჩაბარებაც აუცილებელი ხდება,ესენიც 15 რიცხვამდე),თვითონ წარმოებისთვის საჭირო პროდუქციის (მაგ: მაღაზიისთვის კოკო-კოლა, პური .... თონისთვის ფქვილი,მარილი ...) ყიდვის დამადასტურებელი საბუთები (ზედნადები ან შესყიდვის აქტები სალაროს ჩეკთან ერთად ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა)........
აქაც არა გატარება ძნელი მიეთითება რიცხვი თუ როდის იქნა გაწეული ხარჯი (ანუ გამოიწერა საბუთი) მიეტითება საბუთის ნომერი და გადახდილი თანხის ოდენობა.

ანუ რეალურად თუ საწარმოოს არ ყავს დაქირავებული თანამშრომლები ანუ ეკონომიურ საქმიანობას ეწევიან მხოლოდ ოჯახის წევრები (ბიძაშვილი და დეიდაშვილი ოჯახისწევრად არ ითვლება smile.gif) გარდა სალარო აპარატის ფორმისა გახსნიდან მომდევნო წლის 1 აპრილამდე სხვა ფორმებს არ აბარებს და 1 აპრილამდე გადასახადსაც არ იხდის (მხოლოდ ერიცხება), ხოლო ერთი წლის მუშაობის შემდეგ აბარებს წლიურ დეკლარაციას და ერთბაშად ერიცხება წინა წლის მანძილზე ყოველთვიურად კუთვნილი გადასახადი რაც მომენტალურად უნდა გადაიხადოს რომ სანქცია საურავები არ გავრცელდეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ წლიური დეკლარაციის შედეგად წინა წლის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციითვე დარიცხული თანხის მიხედვით ყოველკვარტალურად ერიცხება ამ წლიურით წარმოდგენილი გადასახადის მეოთხედი და სესაბამისად ყოველკვარტალურადაც უნდა დაფაროს იგი რომ არ გავრცელდეს სანქცია საურავი, ხოლო გადახდილი თანხების კორექტირებას უკვე მეორე წლიური დეკლარაციის წარდგენით დაარეგულირებს.

აი ეს მინიმალური მოთხოვნებია საჭირო იმ მეწარმეთათვის, რათა მათ გამართულად და ყოველგვარი შიშის გარეშე იმუშაონ.

საკონტროლო სალარო აპარატის შეძენა არ ეხებათ იმ საწარმოებს რომლებიც არ ახდენენ ნაღდი ფულის მიღებას (ანუ მუშაობენ გადარიცხვით, ან ანგარიშ ფაქტურებით) და იმ პირებს რომლებიც საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით განთავისუფლებულები არიან გადასახადისგან.

QUOTE
2. ყველა ინდმეწარმემ, რომელიც იყენებს სალაროს აპარატს, უნდა აწარმოოს ბუღალტერია(რამდენი აქვს ბურალტერს ხელფასი?), ესეც დამატებითი ყოველთვიური ხარჯი.

კი უნდა აწარმოოს ის მინიმუმი მაინც რაც ზემოთ ჩამოვთვალე. თუ თვლი რომ ქაოსი და ბარდაგი განავითარებს საქართველოს?
რაც შეეხება ყოველთვიურ ბუღალტრის დამატებით ხარჯებს, ინდივიდუალური მეწარმეის საბუთის აღებისას ხელმოწერა ნიშნავს რომ გადამხდელი იღებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ბიუჯეტის და ნებისმიერი პირის მიმართ, ასე რომ არის რამდენიმე ვარიანტი: 1. თვითონ ინდმეწარმე გაერკვიოს კანონმდებლობაში(რასაც ვერ გაიგებს შეეკითხოს კურატორ ინსპექტორს,ნაცნობ ბუღალტერს ან მოითხოვოს შესაბამისი ორგანოებიდან თავისი წერილობითი განცხადებით კომპეტენტური პასუხი), თუ საკმაოდ დიდი საწარმოა და საკმაოდ დიდი თანხების აღრიცხვა-კონტროზეა საუბარი აიყვანოს კვალიფიცირებული ბუღალტერი,აუდიტი და საჭიროების შემთხვევაში იურისტი ან მატი ჯგუფი(ესეც შენი დამატებითი სამუშაო ადგილები ) ანუ იმ დიდი ბრუნვიდან და დიდი მოგებიდან რაღაც წილი გაიმეტოს კვალიფიციური სპეციალისტებისთვის და დაასაქმოს ისინი(პრინციპში დიდი წარმოებები ისედაც ასე იქცევიან) . და მესამე ყველაზე იდეალური ვარიანტი მცირე მეწარმეებისათვის, შეიკრიბონ ერთ ქუჩაზე არსებული მცირე საწარმოების მეპარტრონეები მოელაპარაკონ ერთ კვალიფიკაციურ ბუღალტერს და თითომ 20-30 ლარის ფარგლებში ან მეტი ან ნაკლები გასაკეთებელი საქმის მიხედვით, აიყვანონ ერტი საერთო ბუღალტერი. (ბუღალტერი ერთი პატარა მარაზიის ბუღალტერიის გაკეთებას 20-30 ლარად თუ უარს იტყვის, თუ იგივე საქმე იმავე ქუჩის და ერთ საგადასახადოში რეგისტრირებული 5 მცირე მეწარმე შესთავაზებს უკვე სიამოვნებით დათანხმდება რადგან ზემოთდაწერილი ბუღალტერია შედარებით ადვილი გასაკეტებელია ხუთივეს ერთდროულად გაუკეთებს და საგადასახადოშიც ერთხელ რომ ავა ხუთივეს ბუღალტერიას მოაგვარებს და 100-150 ლარიც უკვე ნორმალური ანაზღაურება გამოუვა) ასე რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. სხვა ამბავია თუ გვეზარება ბუღალტრის მითითებების შესრულება, ჩეკის ამორტყმა ან პროდუქციის ყიდვისას შესყიდვის აქტის გაფორმება(ანუ ზედმეტი 10 წუთი არ გვინდა დავხარჯოთ).



QUOTE
3. რაც შეეხება შემოსავლის ზრდას ბიუჯეტში: ნებისმიერი მოვაჭრის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, აღრიცხავს თუ არა ამ აპარატით შემოსავალს(რომელი თქვენგანი სთხოვს ჩეკს წინდის გამყიდველს? ეხლა უფრო არ მოვთხოვთ, რომ კაცმა რაღაც ორი თეთრი მოიგოს). ყველა მოვაჭრეს თითო კონტროლიორი დავუყენოთ?

ცდები მეგობარო არავითარ მოვაჭრის კეთილ ნებაზე აღარაა დამოკიდებული და არც თითო მოვაჭრეს არ დაჭირდება თითო კონტროლიორი.
პირველ რიგში პირველ აპრილამდე არის ვადა ყველა მოქმედი საწარმოოს პერერეგისტრაციისათვის ანუ ხდება ყველა არსებულ გადამხდელზე ინფორმაციის განახლება, გადამოწმება, შესაბამისი დოკუმენტებით უზრუნველყოფა და ამ ყველაფრის კომპიუტერული გატარება. ამასთან ახლად დარეგისტრირებისას იგივე პროცედურა ტარდება რომ არ მოხდეს მერე გადამხდელის დაბარება ხელახლა პერერეგისტრაციის გასაკეთებლად.
ეხლა რას ითვალისწინებს ეს ახლებური რეგისტრაცია. ანუ ხდება საწარმოოს მესაკუთრის მაგ:ინდ. მეწარმის ან მესაკუთრეების შ.პ.ს ს/ს ... შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება ანუ მინიმუმ: ცნობები საწარმოს იურიდიული და ფაქტიური მისამართების შესახებ, საპასპორტო მონაცემები,საცხოვრებელი მონაცემები, საქმიანობის ზუსტად განსაზღვრული სახე და ადგილი, სალარო აპარატის კუთვნილება და რეგისტრაციის ნომერი,მომსახურე ბანკების ხელშეკრულებები და ანგარიშები.
მაგ; გჭირდება ინდივიდუალური საწარმოოს დარეგისტრირება ან პერერეგისტრაცია, გჭირდება პირველ რიგში პირადობის მოწმობა მისამართთან ერთად (ქსეროასლი), შემდგომში იმ ადგილის მესაკუთრეობის მოწმობა(ქსეროასლი) სადაც აპირებ რომ იმუშაოს შენმა საწარმოომ,თუ ასეთი ადგილი იჯარითა გაქვს აღებული ნოტარიულად გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება მოცემულ ფართზე იმ პიროვნებისგან ვისიცაა ეს ფართი, შემდგომ შენი პირადობის მოწმობასი მითითებული მისამართის ან საკუთრებაში არსებული სახლის მფლობელობის შესახებ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ქსეროასლი) ან იმ საბინაო წიგნის ქსეროასლი სადაც მითითებული იქნება რომ ამ ფართის მესაკუთრე შენ ხარ,თუ მესაკუთრე მშობელი ან მეუღლეა მაშინ მისგან ამ საბუთებთან ერთად საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომ მფლობელი უფლებას გაძლევს რომ ამ მისამართზე დაარეგისტრირო ინდივიდუალური საწარმო.
ეს ყველაფერი ეხლა რატო დავწერე დაუშვად მოვაჭრე თვეების განმავლობაში არ ურტყავს ჩეკს და ერთი წლის მანძილზე რეიდების ან გეგმიური შემოწმების შედეგად ამ ინდმეწარმეს გაუფორმდა რამდენიმე ოქმი სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე, ეს ოქმები დაჯარიმების დღესვე იგზავნება იურიდიულ განყოფილებაში სადაც ხდება ამ ოქმების შევსების სისწორის გადამოწმება(არანაირი მნიშვნელობა არააქვს მოაწერა ხელი მეწარმემ თუ არა ოქმს,არ მოწერის შემთხვევაში კეთდება ჩანაწერი რომ უარი განაცხადა ხელ მოწერაზე), ასევე ხდება მეწარმის ბარატის გადამოწმება თუ ერთი წლის მანძილზე მერამდენე ოქმი იქნა დაწერილი და პირველ შემთხვევაზე იწერება ბრზანება მეწარმის 500 ლარით დაჯარიმებაზე, მეორე შემთხვევა 1500 ლარი და ყოველიშემდგომი განმეორებული წლის განმავლობაში 2500 ლარი (ეს ყველაფერი ჩეკის გაუცემლობაზე,სალარო აპარატის უქონლობაზე 500. 5000 და 10000 სესაბამისად) და ინდივიდუალურ მეწარმეს საგადასახადოს კომპიუტერულ ბაზაში აღნიშნული ბრზანების საფუძველზე ავტომატურად ერიცხება ეს დავალიანება. დავალიანების არ გადახდის შემთხვევაში საგადასახადო ამ ინდ მეწარმეს ან ხელზე აბარებს ან თუ ასეთი რამ არ მოხერხდა აგზავნის ფოსტით რეგისტრაციიის დროს მითითებულ მისამართზე პირველ შეტყობინებას დავალიანების შესახებ, ასევე ბანკის მოქმედი ანგარიშების არსებობის შემთხვევაში ახდენს ამ ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენას(ანუ ამ ანგარიშებზე გადარიცხული თანხები ავტომატურად გადაერიცხება საგადასახადოს სანამ დავალიანება არ დაიფარება ან სანამ არ მოხდება საინკასო დავალების გამოთხოვა), შემდგომ თუ თანხა მაინც არ დაიფარა უკვე მეორე შეტყობინება საგადასახადო გირავნობის შესახებ ეგზავნება გადამხდელს და მეორე ეგზემპლიარი იგზავნება საჯარო რეესტრში ანუ რას ნიშნავს ეს საჯარო რეესტრი არ მოახდენს ქონების გადაცემას,ან პრივატიზაციას,ან ჩუქების .... რეგისტრაციას სანამ მოქალაქე არ წარადგენს ცნობას რომ საგადასახადო ვალი არ გააჩნია. (ანუ ვალის დაფარვამდე ვერ ყიდულობ ან ყიდი ვერ იკანონებ ვერავითარ ქონებას ან მიწას და იგივე შემთხვეევაა ავტომობილებზეც), და მესამე უკიდურესი შემთხვევა როცა ვალი არცერთ წინა შემთხვევასი არ დაიფარება ხდება მოცემული მეწარმის საკუთრების(ქონების) მოძიება და ამ ქონების დაყადაღება და აუქციონის წესით გაყიდვა სანამ ვალი არ დაიფარება (ინდივიდუალური მეწარმე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით) და სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმსრულებლების მიერ ამ ქონების ძალით ამოღებაც კი საჭიროების შემთხვევაში.
ერთი პრობლემა რომელიც ექმნებათ ხოლმე გადამხდელებს და ეხლა ნელნელა მოგვარდება არის ის რომ ფართის იჯარით გამცემ ფიზიკურ პირი ცდილობს არ დააფიქსიროს რომ ფართი აქვს იჯარით გაცემული, რადგან ჰგონია, რომ იოლად გამოვა და თავს აარიდებს იმ მცირედ გადასახადს რომელიც ეკუთვნის მას ანუ თუ დაუშვათ თვეში 100 ლარად აქვს ფართი გაქირავებული, იბეგრება როგორც ფიზიკური პირი მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით და ყოველ თვე უნდა იხადოს 12 ლარი როგორც ფიზიკურმა პირმა ბიუჯეტში. შესაბამისად არ აფიქსირებს რა იჯარას ნოტარიულად ასევთქვათ თავს არიდებს ამ გადასახადს. მაგრამ მოდი განვიხილოთ ამ ფაქტის პლიუსები და მინუსები როგორც გამქირავებლის ისე მოიჯარის:
1 დამალა გადასახადი 12 ლარი ყოველ 100 ლარზე, რადგან არ დააფიქსირა დოკუმენტალურად(ნოტარიუსით) რომ იმ ფართიდან მას აქვს იჯარით გაცემული და იღებს შემოსაცვალს. ანუ ამ ფართზე ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება ისევ ისე მეპატრონეს.
ესაა ერთადერთი პლიუსი რასაც იღებს გამქირავებელი ამ დამალვის შედეგად.
ეხლა რას ზარალობს:
1. არა აქ რა დოკუმენტალურად(ნოტარიულად) გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, ამ ფართში განხორციელებურ ნებისმიერ კანონდარღვევაზე პასუხს აგებს ფართის მესაკუთრე და არა ვიღაც მოჯარე რომელიც უცებ ჯარიმის მომენტში უცებ დაიკარგა wink.gif (ან არ დადგინდა მისი ვინაობა)(ფართის მესაკუთრის ვინაობა დგინდება და ჯარიმა ფორმდება მასზე და პროტესტის შემთხვევაში უნდა უჩივლოს იმ პიროვნებას ვისაც იჯარით იმიცა ფართი მაგრამ დოკუმენტალურად არ გააფორმა ამიტომ ის მოიჯარე სასამართლოზე ამას იჯარის ფაქტს თუ უარყოფს და ჯარიმას ნებაყოფლობით თვიტონ არ გადაიხდის, გამქირავებელი ვერ დაამტკიცებს რა იჯარის ფაქტს დაჯარიმდება თვითონ და ამოქმედდება უკვე ზემოთაღნიშნული დავალიანების ამოღების მექანიზმი) დაჯარიმება შეიძლება როგორც არარეგისტრირებულ საქმიანობაზე,სალაროს უქონლობაზე,ჩეკის ამოურტყმელობაზე(სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ) ....... ასევე თელასის,გაზის, წყლის .... შემთხვეშაში(კერძო ორგანიზაციების მიერ) და იჯარის ხელშეკრულების დოკუმენტის(ნოტარიულად დამტკიცებულის) არარსებობის შემთხვევაში დაჯარიმდება გამქირავებელი.
2. ისევ იგივე მიზეზებით ამ ფართში ხანძრის შემთხვევაში რომელმაც დაუშვათ მეზობლის შენობაც აზარალა, ან რაიმე იმ ფართში კანონდარღვევის შემთხვევაში(მკვლელობა,ნარკოტიკების რეალიზაცია.....)თუ ვერ დადგინდა დამნაშავე პასუხს აგებს მეპატრონე.

ასე რომ მემგონი გამქირავებლის ინტერესში უფრო უნდა შედიოდეს ის ფაქტი, რომ მოიჯარე წაიყვანოს ნოტარიუსთან და სულ გააფორმოს პუნქტ პუნქტად თუ რაზეა ის პასუხისმგებელი და რაზე მეიჯარე და იჯარის თანხაც ზუსტად აჩვენოს და შეელიოს იმ 12 ლარს ბოლოს შეიძლება ეკონომია კი არა ბევრად მეტი ზარალი მოუვიდეს თუ ასე არ მმოიქცევა.

ეხლა განვიხილოთ რას ზარალობს მეიჯარე:
1. ზარალობს იმას რომ ყოველ 100 ლარს რომელსაც გადაუხდის გამქირავებელს და ეს არ მისცემს დოკუმენტალურად(ნოტარიულად) გაფორმებულ ხელშეკრულებას ის ამ თანხას ხარჯში ვერ გაატარებს და ჩაეთვლება როგორც მირებული მოგება ეს 100 ლარი და ამიტომ მოუწევს დამატებით ამ ას ლარზე 32 ლარის (32% -ის აქედან 12% საშემოსავლო, 20% სოციალური) გადასახადების გადახდა დამატებით ყოველ 100 გაუფორმებელ ლარზე!
2. ასევე ექმნება პერერეგისტრაციისას პრობლემები იჯარით რომ აქვს ფართი აღებული იმის დამტკიცება.
ხოლო ასევ თქვათ პლიუსები ისაა რომ ჯარიმის შემთხვევაში თუ თავის ვინაობა არ დამტკიცდება და უარყოფს იჯარის ფაქტს ჯარიმა გაფორმდება ფართის მესაკუთრეზე, თუმცაღა ამ მესაკუთრესთან შემდგომში სერიოზული პრობლემები შეექმნება.

ასევე ბაზრობების ამბავი, მაღაზიათა უმეტესობა ბაზრობაზე ყიდულობს პროდუქციას და მერე თავის მარაზიაში ყიდის. ბაზრობაზე თუ საბუთი არ გაუწერა დაჩეკი არ მისცა იმ საქონლის მფლობელმა უკვე მაღაზია იჭედება: იყიდა დაუშვათ 100 ლარის პროდუქტი და გაყიდა 120 ლარად, რეალურად მაღაზიამ ამოარტყა სალაროზე 120 ლარი(დაუშვად ეშინია რომ არ დააჯარიმონ და ურტყავს ყველაფერს) მას თუ 100 ლარის საბუთი ექნება თავის ჩეკით ბაზრობიდან წამოღებული გაატარებს ხარჯის ჟურნალში და როგორც ზემოთ დავწერე მისი შემოსავლიდან დაიბეგრება ანუ 120ლ-100ლ=20ლარს და ამ თანხის 32%(12%+20%) მიახლოებით 6 ლარი ექნება ბიუჯეტში გადასახდელი და 68%=მიახლოებით14ლარი მაგის სახლში წასაღები მოგება იქნება, ხოლო თუ ბაზრობაზე ჩეკი და სესხყდვის აქტით ვერ აიღო საქონელი და სალაროში 120 ლარი ამოარტყა, ხოლო ხარჯს 100 ლარს საბუთით ვერ ადასტურებს იბეგრება უკვე 20 ლარის ნაცვლად 120 ლარის 32%-ით ანუ 40 ლარით რაც უაზრობაა რეალურად 20 ლარი მოიგო და 40 ლარს საიდან გადაიხდის ამიტო იმის გამო რომ ბაზრობაზე ვიღაცას ამ მინიმალური მოთხოვნის(სალაროს ჩეკი და შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი) გაცემა არ აწყობს ან ეზარება, მაღაზიის გამყიდველი იძულებულია 120 ლარის ჩეკი არ ამოარტყას (ანუ რისკავს ძალიან დიდი ჯარიმით) და ამიტომ არ დართავენ არც ბაზრობებს იმუშაონ სალაროს გარეშე. და ისედაც მაღაზიათრა უმეტესობა ერთხელ რომ დაჯარიმდება 500 ლარით და გადაახდევინებენ მერე 1500 ლარის შიშით თვითონ მოსთხოვს ბაზრობაზე საბუთს, და თუ არ გასცემს მაინც საბუთს სხვასთან შიძლება ოდნავ ზვირად მაგრამ საბუთით იყიდის და ბოლოს კლიენტებს რომ დაკარგავს და თან საგადასახადო ბაზრობის გამყიდველსაც დააჯარიმებს დარეგულირდება ეს ყველაფერი.

* * *
QUOTE
4. ჯარიმა არის მინიმუმ 500 ლარი და მიდის ზემოთ გეომეტრიული პროგრესიით. ამ ტანხის გადამხდელია მზესუმზირის გამყიდველი? - რა თქმა უნდა, არა. ამიტომ იზულებულია, თავი დაანებოს ვაჭრობას და მოკვდეს მშიერი.

გეთანხმები რომ საკმაოდ დიდი ნახტომებით იზრდება თანხა . თუმცა მზესუმზი

This post has been edited by OHO on 2 Mar 2006, 04:47


--------------------
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile

Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs
k86v
KOK : 013


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4397
წევრი No.: 9463
რეგისტრ.: 15-March 05

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 05:17  #2666561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საროლ შენ ნდაააააა ეს რა ამბავია ნეტა ვინმე წაიკითხავს ჯერ სად ხართ II ნაწილიც იქნება biggrin.gif


--------------------
:spy:
OHO
†ჯვაროსანი†


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13367
წევრი No.: 7707
რეგისტრ.: 9-December 04

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 05:18  #2666562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
4. ჯარიმა არის მინიმუმ 500 ლარი და მიდის ზემოთ გეომეტრიული პროგრესიით. ამ ტანხის გადამხდელია მზესუმზირის გამყიდველი? - რა თქმა უნდა, არა. ამიტომ იზულებულია, თავი დაანებოს ვაჭრობას და მოკვდეს მშიერი.

გეთანხმები რომ საკმაოდ დიდი ნახტომებით იზრდება თანხა . თუმცა მზესუმზირის გამყიდველზე კი ცდები, მზესუმზირის გამყიდველი ითვლება გარემოვაჭრედ და ამდენად საგადასახადოს კომპეტენციაში არ ექცევა არც მეწარმე შეიძლება გახდეს და არც სალარო ჯირდება. გარე მოვაჭრეობა აიკრძალა თუ არ ვცდები და ამის რეგულირება საპატრულო პოლიციას დაევალა. თუ არ ვცდები საპატრულოს თანამშრომლებს ევალებათ გარე მოვაჭრის საპატრულოში მიყვანა და პიროვნების დადგენა რის შემდეგაც პირველ შემთხვევაზე 20 ლარით აჯარიმებენ და განმეორების შემთხვევა თუ დადგინდა საპატრულოში მიყვანის შემდეგ უკვე 15 დღიანი სასჯელია მემგონი. რას იზავ ზოგჯერ კანონი მორალს ეწინაამღდეგება.
რაც შეეხება მზესუმზირის გამყიდველმა დაანებოს ვაჭრობას თავი და მშიერი მოკვდესო რომ იძახი,აქ რათქმაუნდა სახელმწიფოცაა დამნაშავე, მაგრამ შვილი,ნათესავი, გულისხმიერი მეზობელი დაილია ბოლო-ბოლო საქართველოში მოხუც ქალს ერთი თეფსი სუფი რომ მიაწოდოს? და ვისაც ეს არ ყავს იმას რომ სახელმწიფო დაეხმაროს სასადილოები აუშენოს, პენსია გაუზარდოს, უფასო სამედიცინო დახმარება ან სულაც მოხუცთა თავშესაფარის მშენებლობა დააფინანსოს ამისთვის ბიუჯეტის გაზრდა და თანხების მობილიზაცია და ჭკვიანურად განკარგვაა საჭირო, ხოლო თუ საგადასახადო სისტემა არ მოწესრიგდა და თვითონ ხალხი არ ეცადა უფრო კანონმორჩილი იყოს (ხალხში მთავრობასაც ვგულისხმობ) ისე ისევისე ქაოსი და განუკითხაობა იქნება. ნორმალურ ქვეყანაში მზესუმზირა მაღაზიასი იყიდება გასუფთავებული, დაფასოებული და ჩეკებით, ხოლო უპატრონო მოხუცები კი პანსიონის სტილის მოხუცთა სახლებში ატარებენ უზრუნველად სიბერეს (სახელმწიფოს ხარჯზე სოციალური ანარიცხებიდან შემოსული ფულით) და არა ყინვაში მზესუმზირის ყიდვით როგორც შენ მოუწოდებ. გადახედე მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებს და დარწმუნდები!

QUOTE
და საერთოდ, ვინც ამას აკანონებს, არის აბსოლუტური პრაფანი და აზრზე არ არის, რა ხდება ქვეყანაში.

პრაფანი შეიზლება ყველა არაა უბრალოდ თეორიტიკოსები დავარქვათ, რომლებიც უბრალოდ თარგმნიან ევროპულ კანონებს და მერე ხვდებიან რომ საჭირო იყო ამ კანონის დახვეწა რათა ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს,გეოგრაფიას, პოლიტიკურ სიტუაციას ....... სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს კარგად მორგებოდა.
თუმცაღა ნელნელა სწავლობენ იგივე სალაროს კანონის კარგი მხარე წარმოვადგინე მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი არაა, პირიქით ისინი საკმაოდაა და ნელნელა ალბათ გაასწორებენ.
მაგალითად კარგია რომ სალაროს კანონში ზუსტად განისაზღვრა თუ ვინ განთავისუფლდა სალარო აპარატის დადგმისგან ანუ იგივე 168-ე მუხლის ჩარჩოებში მოქცეული გადამხდელები ...
მაგრამ იგივე პრესის ჯიხურები გაურკვევლად იყო საკმაოდ და დაჯარიმდნენ კიდეც, ანუ გაზეთებს ამ ნაწილში არ ეკუთვნის სალარო მაგრამ თუნდაც დამატებით იქ მეწარმე რომ დგას და პასტასაც და მონოსაც ყიდის ნაღდ ფულზე იმის აღრიცხვა ხომ უნდა მოხდეს? რადგან რეალურად განთავისუფლებული მარტო გაზეთებით ვაჭრობაა.
რომ არ აუხსნეს არაფერი გამომცემლებმა თავის ყოფილ თანამშრომლებს (ჯიხურების გამყიდვლებს) უთხრეს აიღეთ ინდ მეწარმეს მოწმობებიო და ხელშეკრულებები გაუფორმეს იჯარის და სხვა პასუხისმგებლობა მოიხსნს, მაშინ აეხსნათ ბატონო ვიხსნით თქვენზე პასუხისმგებლობასო(არ უნდოდათ ზედმეტი პასუხისმგებლობა,იცოდნენ რომ ძნელი იქნებოდა გაზეთის გამყიდველი თანამშრომელის კონტროლი რომ ან მონო არ გაეყიდა ან რამე) (თუმცაღა არც მაგის ვალდებული არ იყვნენ "იცოდე კანონი და იქნები დაცულიო" გეტყვის აკი თვითონ მაცნეს წარმომადგენლობა კი არ დაჯარიმდა არამედ ჯიხურის გამყიდვლები)
ისე არცერთ გაზეთს საქართველოში კაი ხანია (ალბატ კომუნისტების მერე) ტირაჟს არ აწერენ, ნეტა რატომ აბა თუ მიხვდებით?

კარგია რომ გაშიფრეს რომ იქ სადაც ნაღდი ფულის მიღება ხდება სპეციალიზირებული ავტომატური აპარატების საშუალებით(კოკა-კოლის და ყავის აპარატები,ფულის ჩასაყრელი სათამაშო აპარატები,ხურდით დასარეკი ტელეფონის აპარატები და გაზიანი სასმელების აპარატები რომლებიც ხურდით მუშაობს) არ საჭიროებს სალარო აპარატს, მაგრამ ასევე გაურკვეველია ამ კანონით თუ როგორ უნდა მოხდეს იგივე სამარშრუტო და კერძო ტაქსებში ნაღდი ფულის მიღება,ასევე მეტროში რადგან ადრე მეტროში ხურდა ფულით სარგებლობდი და პირდაპირ ყრიდი გამავალ აპარატში და მოლარე საერთოდ არ გჭირდებოდა უბრალოდ ხურდის დასახურდავებელი აპარატები იდგა და ეგაა, ახლა კი მოლარე ირებს შენგან ნაღდ ფულს და გაძლევს ჟეტონს მაგრამ რადგან მოხდა ნაღდი ფულის მიღება და ახალ კანონში არსად არაა სალარო აპარატებისაგან მეტროების განთავისუფლების შესახებ ზუსტი განმარტება, მოქმედებს პრინციპით რაც განთავისუფლებული არაა ე.ი საჭიროებს და ესეც პრესის კანონთან ერთად ალბათ გადასახედია.(ან მეტროს ხელმზღვანელობამ უნდა გააუქმოს ჟეტონები და დააბრუნოს აპარატები ხურდებზე).
იგივე პრობლემა აქვთ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებსა და ბანკებსაც რომლებიც ვალუტას ახურდავებენ, ანუ არაა ზუსტად მითითებული რომ სავალუტო ოპერაციები ნარდი ფულიტ განთავისუფლებულია. და რადგან ხდება ვალუტის ყიდვა გაყიდვა ამ შემთხვევაში "საქონელი" არის "ვალუტა" ვალუტას როცა იყიდის პუნქტი გაატარებს ხარჯში და როცა გაყიდის და ლარი სემოუვა სალაროში უნდა გასცეს ჩეკი. ეხლა როგორც ვიცი მიდის განხილვა ამ საკიტხის ეროვნულ ბანკტან ერთად და ალბათ ან ცვლილება შევა ან სავალდებულო იქნება მათთვისაც სალარო.

ასე რომ ეს კანონი იდეალური არაა მაგრამ ძველს აშკარად ჯობია, და ნელნელა ალბათ დაიხვეწება.


QUOTE
პ.ს. ერთ-ერთი კანონმდებელი(ნინო კალანდაძე) ცხვირით შეეჯახა ამ პრობლემას ჩემს თვალწინ ერთ-ერთ ნოტარიუსთან, როცა ამ უკანასკნელმა ბანკში გააგზავნა საბუტის საფასურის გადასახდელად სხვათა შოერის ძალიან არ მოეწონა და თავის თანმხლებს გადაულაპარაკა, ეს კანონი მგონი, გადასახედიაო

გადასახედი კანონი კი არაა ნოტარიუსი უნდა გაუშვა "გ ჩორტუ", რა ვალდებული ვარ ბანკში ვიარო? თუ მარტო ორგანიზაციებს ემსახურება და გადარიცხვით მუშაობს მაშინ ფიზიკურ პირებს ნუ მიიღებს, და კლიენტები რომ შემოაკლდება ეგეთ ნოტარიუსს მერე იფიქრებს რომ დაიდგას სალარო აპარატი და მიიღოს ადგილზე ნაღდი ფული.

irakly019
QUOTE
ზუსტად იმისთვის შემოიღეს ეს სალარო-აპარატები, რომ ხალხს ფული აახიონ

ცდები მეგობარო და აი რატომ:
დავიწყოთ იმით რომ საქართველოში დაახლოვებით 4 500 000 ადამიანია ანუ დაახლოებით 3 კაციან ოჯახს თუ ჩავთვლით 1.5 მილიონი ოჯახი
აქედან დაუშვათ 400 000 მოქმედი საწარმოა რომელსაც სალარო აპარატი ეკუთვნის. ერთ მეოთხედს მაინც ედგა სალარო ანუ გდეტა 100 000 საწარმოს.
ერთი 100 000 არც ეხლა უდგას და დაუშვათ 200 000 გაიყიდა(გაბერილი ციფრია ძალიან მარა მაინც).
სალარო აპარატი საქართველოში საშუალოდ ღირს 170$ დააკელი ამ ღირებულებას რუსეთში ქარხანაში გადახდილი ღირებულება, ტრანსპორტირება საქართველოში, განბაჟება (ყველა ოფიციალურად ბაჟდება),მერე აქ მის გადაქართულებაზე დახარჯული თანხები გდეტა 25$ , ოფიციალურად დაბეგრე ყველა გადასახადით და რამდენი დარჩება ერთ სალარო აპარატზე? 15$? 20$? კაი ეხლა რამდენ ფირმას შემოჰქონდა საქართველოში სალარო აპარატი? მე ერთი 15 მაინც ვიცი და თუ დაინტერესდები სახელებს დავდებ (არცერთი ეგ ფირმა 5 წელზე ახალი შექმნილი არაა) კაი მასინ ვიანგარიშოდ საშუალოდ აბა რა მოგება დარჩათ 200 000(ძალიან გაზვიადებული რიცხვია)აპარატი X 20$ (დაუშვათ მოგება აპარატზე) / 15 ფირმა ვისაც შემოაქვს = 500 000 ლარი. ეს ბუმი არის დეკემბრიდან და სამ თვეში 500 000 ერთ ფირმაზე რომელიც თვეში დაახლოებით 200 000აპარატი/15ფირმა/3თვეზე=4500 აპარატს ყიდის და ამდენივე კაცს უხსნის მისი გამოყენების წესს რამდენი თანამშრომელი უნდა ყავდეს მერე იმათი ხელფასებიც დააკელი მაგ მოგებას და თუ მაინც მიიჩნევ რომ სასწაული ბიზნესია, მგონი მაგ ბიზნესს ლიცენზია არ ესაჭიროება მოქცემ რუსეთში მაგ ქარხნების მისამართებს და ააწყვე შენც ეგ ბიზნესი wink.gif (არც ეგრე ადვილია შორიდან როგორც ჩანს)
ისე მაგ 200 000 აპარატის საქართველოსთვის მოყიდვით რუსეთის ქარხნებმაც ნახეს საკმაოდ ნორმალური მოგება... ხოდა ეგება პუტინმა ჩააწყო ეგ კანონი რომ მიეღოთ საქართველოში ა wink.gif


აუფ რამდენი მიწერია დისერტაცია დავიცავი რა ამ თემაზე wink.gif იმედია ვინმეს მაინც დავეხმარე და ცოც-ცოტა რაღაცაში გავარკვიე, და ვისაც არ გაინტერესებთ უბრალოდ ნუ წაიკითხავთ.


პ.ს როგორც ჩემს ერთერთ წერილობით შეკითხვას "თუ როგორ უნდა გაგვეგო ერთ-ერთი კანონი" უპასუხეს ერთ-ერთ საკანონმდებლო ორგანოში იმ სიტყვებით დავასრულებ "ეს ჩემი პირადი აზრია და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს არგუმენტად" smile.gif

This post has been edited by OHO on 2 Mar 2006, 05:32

მიმაგრებული სურათი
podbor39_29.jpg
nantes
vive la musique


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2911
წევრი No.: 9071
რეგისტრ.: 27-February 05

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 06:22  #2666589      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ bordel de merde.


--------------------
the Guitarist.
ხორხე
ჩვენ გაკვირდებით


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61376
წევრი No.: 9889
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 09:20  #2666635      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim · msn
ნუ გუშინ კიდე გავიარე მიტინგთან და ცოცხალი შალვა ვნახე, ეხლა ლომკა მაქ user.gif


--------------------
არსად არ გარბის ის დაკარგული ტერიტორიები (c) ialoni

===
ギギ
ისტერიკა
გამოვრიცხოთ ძალაუფლების პრინციპი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9796
წევრი No.: 13173
რეგისტრ.: 28-September 05

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 09:47  #2666647      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ხ ო რ ხ ე
წუხელის დამესიზმრა, ყვავ-ყორნებს და ქვითრებს ეომებოდა გმირულად user.gif
რამ გამაღვიძა მე უბედური user.gif
nantes
vive la musique


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2911
წევრი No.: 9071
რეგისტრ.: 27-February 05

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 09:53  #2666655      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ისტერიკა
არა მე ხო არა და არა მძინავვს? მაგრამ შენ ბრავო ფორუმში ცხოვრობ მალადეც.
geonini
Depeche Model


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2225
წევრი No.: 14597
რეგისტრ.: 16-November 05

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 10:16  #2666682      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · yim · msn
.სიზმრებშიც თუ ნათელასვილი გესიზმრებათ, არ ვიცი რას ნიშნავსsmile.gif,"კაკ მინიმუ " თუ საქართველოს არ დაერხა დამსიზმრებელს ნამდვილად დაერხევაsmile.gif

This post has been edited by geonini on 2 Mar 2006, 10:19


--------------------
Courage doesn't always roar. Sometimes courage is the quiet voice at the end of the day saying, "I will try again tomorrow.”
ხორხე
ჩვენ გაკვირდებით


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61376
წევრი No.: 9889
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 10:27  #2666696      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim · msn
ისტერიკა
შალვა ჩემი ტკივილია yes.gif
SedoySedoy
Dissident


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20047
წევრი No.: 8836
რეგისტრ.: 18-February 05

გამოგზავნილია: 2 Mar 2006, 10:38  #2666717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ისტერიკა
QUOTE
წუხელის დამესიზმრა, ყვავ-ყორნებს და ქვითრებს ეომებოდა გმირულად 
რამ გამაღვიძა მე უბედური


შენ კიბეებზეც ხომ არ ადი-ჩადიოდი სიზმარში?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (21) « პირველი ... 9 10 [11] 12 13 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1004 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]