forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უმდიდრესი ქართველი პარლამენტარების ათეული, ფული პარლამენტს ანათებს..................
re_vera
Non omnis moriar!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16662
წევრი No.: 104852
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 13:57  #21454425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Commersant.ge–ს რეიტინგი – უმდიდრესი ქართველი პარლამენტარების ათეული

რეიტინგის ლიდერი კობა ნაყოფიაა

Commersant.ge

Commersant.ge ახალ რუბრიკას „commersant.ge-ს რეიტინგს“ გთავაზობთ, რომელიც ყოველ კვირას ქართულ ბიზნესთან და ეკონომიკასთან დაკავშირებულ რეიტინგებს შემოგთავაზებთ. რეიტინგები საიტის რედაქციის მიერ საკუთარი მოკვლევის საფუძველზე, ღია წყაროებზე დაყრდნობით შედგება.
რუბრიკის პირველ თემად საქართველოს პარლამენტართა შემოსავლები შევარჩიეთ. რეიტინგის შედგენისას დეპუტატების მიერ შედგენილი ქონების დეკლარაციებით ვიხელმძღვანელეთ.

შედეგად, ყველაზე მდიდარი ქართველი დეპუტატების სია ასე გამოიყურება:

1. კობა ნაყოფია – ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი.

პარლამენტარი უძრავი ქონების სახით ფლობს ბინას მოსკოვში, მიწის ნაკვეთს და მშენებარე სახლს თბილისში, დიღომში, ბინას ჭავჭავაძის გამზირზე. ასევე საცხოვრებელი სახლსა და მიწის ნაკვეთს გალში. ამასთან, კობა ნაყოფია და მისი მეუღლე 50–50%–იან წილებს ფლობენ ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, ჩაიოფაზე მდებარე აგარაკზე. მეუღლის სახელზე ასევე ირიცხება ბინა მოსკოვში, ორი ბინა თბილისში ამბროლაურის ქუჩაზე, ორი მშენებარე ბინა ჭავჭავაძის გამზირზე. ამავე სახლში ფლობს მშენებარე ბინას დეპუტატის ვაჟი. რაც შეეხება ავტომობილებს, კობა ნაყოფიას მფლობელობაშია მერსედეს „ჯი ელ 500“, მერსედესის მარკის სამი ავტომობილი ჰყავს მის ვაჟს და ერთიც მეუღლეს. დეპუტატი ასევე არის გუდიაშვილის 2 ტილოს მფლობელი. საბანკო ანგარიშებზე კობა ნაყოფიას 263 ათასი ლარი, 15 ათასი დოლარი და 200 ათასი რუბლი ერიცხება. მეუღლეს კი 10 ათასი დოლარი და 2 ათასი ლარი. ნაღდი ფულის სახით დეპუტატს 30 ათასი ლარი აქვს მითითებული.

2. დავით ბეჟუაშვილი – თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი.

იგი უძრავი ქონების სახით ფლობს ბინებს მოსკოვსა და კიევში, მეუღლის სახელზე კი ირიცხება მიწის ნაკვეთი საგურამოში. მეუღლის სახელზეა ასევე 2004 წლის „ლენდ როვერი“. დავით ბეჟუაშვილი საბანკო ანგარიშებზე 2 მლნ 662 ათასი ევრო, 2 ათასი დოლარი, 2 ათასი ბრიტანული ფუნტი და 2 ათას 500 ლარი ირიცხება. ნაღდი ფულის სახით კი 21 ათას დოლარსა და 100 ათს ევროს ფლობს. ნაღდი ფული 5ათასი დოლარია აღრიცხული დეპუტატის მეუღლის, ხოლო ორი ვაჟის სახელზე 50–50 ათასი ლარი.

3. რუსუდან კერვალიშვილი – სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი.

კერვალიშვილი უძრავი ქონების სახით ფლობს ბინას ბოცვაზის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ბათუმში და მიწის ნაკვეთს ურეკში. რუსუდან კერვალიშვილის დედის სახელზე ირიცხება საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი არმაზში, ასევე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ონში. დეპუტატი არის ორი ავტომობილის „ნისან ალტიმასა“ და „აუდის“ მფლობელი, ხოლო დედის სახელზეა „ტოიოტა რავ 4“. რუსუდან კერვალიშვლს დეკლარაციაში ავეჯთან და სამკაულთან ერთად მითითებული აქვს 50 ფერწერული ტილო. იგი ასევე არის ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს 2 ათასი აქციის მფლობელი. საბანკო ანგარიშებზე დეპუტატს თანხა განთავსებული არა აქვს, თუმცა ნაღდი ფულის სახით 600 ათას დოლარს ფლობს. ნაღდი ფულის სახით 500 ათასი დოლარის მფლობელია დეპუტატის დედაც.

4. დევი ოვაშვილი – ახალგორის მაჟორიტარი დეპუტატი

უძრავი ქონების სახით პარლამენტარი ფლობს საცხოვრებელ სახლს ბახტრიონის ქუჩაზე, მიწის ნაკვეთს ურეკსა და მცხეთაში. მისი მეუღლის სახელზე ირიცხება საცხოვრებელი სახლი და მიწის ორი ნაკვეთი ორთჭალაში. დევი ოვაშვილი 70 ფერწერული ტილოს მფლობელია. რაც შეეხება ფულს, დეპუტატს საბანკო ანგარიშებზე 635 ათასი ევრო და 2 ათასი ლარი აქვს, ნაღდი ფულის სახით კი 20 ათასი ლარი.

5. არჩილ გეგენავა – მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი.

პარლამენტარი უძრავი ქონების სახით ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ბაგებში, მეუღლის სახელზე კი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბინა ირიცხება. ასევე მეუღლისაა „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ ჯიპი. არჩილ გეგენავა ფლობს „ემ ჯგუფის“ სასტუმროებისა და რესტორნების 15 ათას აქციას, საბანკო ანგარიშებზე კი 150 ათასი დოლარი და 7 300 ლარი ერიცხება, მეუღლეს კი 32 ათასი დოლარი და 780 ლარი.

6. გოგი ლიპარტელიანი – ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი

დეპუტატი უძრავი ქონების სახით ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს გორგასლის უჩაზე და აგარაკს და 2 მიწის ნაკვეთს წყნეთში. გოგი ლიპარტელიანი არის ს/ს „ელექტროავტომატის“ 57 430 აქციის მფლობელი, მისი მეუღლე კი ამავე ს/ს–ს 34714 აქციას ფლობს. საბანკო ანგარიშებზე 5 ათასი ლარი ერიცხება, ნაღდი ფულის სახით კი 90 ათასი ლარი აქვს.

7. ფრიდონ თოდუა – ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი


დეპუტატი უძრავი ქონების სახით ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს დიღომში, ხოლო მისი მეუღლე ბინას მოსკოვში. ფრიდონ თოდუას ჰყავს „მერსედესის“ მარკის მანქანა, საბანკო ანგარიშებზე კი 1500 დოლარსა და 8 ათას 500 ლარს ფლობს. ნაღდი ფულის სახით დეპუტატს 12 ათასი, ცოლს კი 2 ათასი ლარი აქვს.

8. გოჩა ენუქიძე – ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი

უძრავი ქონების სახით ფლობს ბინას ყიფშიძის ქუჩაზე, არასაცხოვრებელ ფართს თბილისში აბაშიძის, ყიფშიძისა და გუდაუთის ქუჩებზე, ასევე არასაცხოვრებელ ფართს მცხეთაში, მიწის ნაკვეთებს თბილისში ყიფშიძისა და გუდაუთის ქუჩაზე, მცხეთაში, ოთხი მიწის ნაკვეთი საგურამოში, ასევე მიწის ნაკვათები ბაკურიანსა და ამბროლაურში. მეუღლის სახელზეა 2008 წლის „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილი. დეპუტატის სახელზე საბანკო ანგარიშებზე ირიცხება 3 ათასი ლარი, 7 ათასი დოლარი, 20 ათასი ევრო, 120 ათასი ბრიტანული ფუნტი, ხოლო მეუღლის სახელზე 160 ათასი ევრო ირიცხება.

9. გია გოგუაძე – ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი

დეპუტატი უძრავი ქონების სახით ფლობს ბინას შატბერაშვილის ქუჩაზე, ორ მიწის ნაკვეთსა და ორ ავტოფარეხს მცხეთის ქუჩაზე და მიწის ნაკვეთს გარდაბანში. ხოლო მისი მეუღლის სახელზე მცხეთის ქუჩაზე მდებარე ბინა და მიწის ნაკვეტი ირიცხება. გია გოგუაძეს ჰყავს „ბე ემ ვე“–ს მარკის ავტომობილი, საბანკო ანგარიშზე კი 10 ათასი დოლარი ერიცხება. ამდენივე თანხის მფლობელია მისი მეუღლე. ნაღდი ფულის სახით დეპუტატი 20 ათას, მეუღლე კი 25 ათას დოლარს ფლობს.

10. გოდერძი ბუკია – ხობის მაჟორიტარი დეპუტატი

დეპუტატის მეუღლე უძრავი ქონების სახით ფლობს საცხოვრებელ სახლს მუხაძის ქუჩაზე, ბინას ფალიაშვილზე და მიწის ნაკვეთს წავკისში. მის სახელზევე ირიცხება 2005 წლის „ფოლკსვაგენი“. საბანკო ანგარიშებზე გოდერძი ბუკია ფლობს 20 ათას დოლარს, მეუღლის სახელზეა 2 ათასი დოლარი, ხოლო შვილის სახელზე 2 ათსი დოლარი და 2 500 შვეიცარული ფრანკი. ნაღდი ფულით დეპუტატის მეუღლე 5 ათას დოლარს ფლობს. --http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=19389&ct=18 ----რა ეპარლამენტარებოდათ ამათ ნეტა, ჰა??? rolleyes.gif


--------------------
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?

ანუნაკი
bill evans


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5144
წევრი No.: 89227
რეგისტრ.: 18-April 09

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 13:59  #21454474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ერთი ვინმემ თუ იცის დეკლარაციაში არასწორი ინფორმაციის მითითებისთვის რა სანქციებია ?...


--------------------
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!
anna1001
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 345
წევრი No.: 114284
რეგისტრ.: 20-April 10

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 13:59  #21454475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
100 ეული უნდა გაგეკეთბინათ ყველაზე რორი ჩინოვნიკების


--------------------
ქართველმა ლიბერალმა მამაკაცებმა დაკარგეს კაცობა, ახლა საკუთარი ცოლის განათხოვრება და საკუთარი ტრ...ის მიცემა არის მოდაში....

ლიბერალებო :ძალიან დიდი პუკე თქვენ:


სწორია ქართველმა ქართველს არ უნდა ესროლოს..

სწორია ქართველმა ფსევდო ლიბერლ ქათველი უნდა მოკლას
Takimasxara
არსებით პატრიოტი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 862
წევრი No.: 118575
რეგისტრ.: 19-July 10

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 14:01  #21454502      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეგენი ედიკას დროს გამდიდრდნენ, 2003 წლის შემდეგ ჩინოვნიკი ფულს ვეღარ იშოვიდა იმიტორო კორუფცია ბიზმესები აღარაა

This post has been edited by Takimasxara on 6 Sep 2010, 14:01


--------------------
მე თქვენ გკლავთ!
Junge19



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14121
წევრი No.: 37336
რეგისტრ.: 28-June 07

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 14:03  #21454547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ახალგორის მაჟორიტარი დეპუტატი


QUOTE
დეპუტატს საბანკო ანგარიშებზე 635 ათასი ევრო და 2 ათასი ლარი აქვს, ნაღდი ფულის სახით კი 20 ათასი ლარი.


ეტყობა დევნილების ხარჯზე სერიოზულად გამდიდრდა...

და ეს ბინები მოსკოვში მათ პატრიოტობაზე მიუნიშნებს?
ალასანია ამერიკაში ცხოვრობდა და მოღალატედ შერაცხეს,ვინმე ოპოზიციონერს ბინა რომ ჰქონდეს მოსკოვში,ალბათ ჩამოახრჩობდნენ...



--------------------
მ ა თ ქ მ ე ვ ი ნ ე თ!
მ ა თ ქ მ ე ვ ი ნ ე თ!
მ ა თ ქ მ ე ვ ი ნ ე თ!
მ ა თ ქ მ ე ვ ი ნ ე თ!
SwissArmy
22


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3890
წევრი No.: 38783
რეგისტრ.: 24-July 07

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 14:10  #21454638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ეგენი ედიკას დროს გამდიდრდნენ, 2003 წლის შემდეგ ჩინოვნიკი ფულს ვეღარ იშოვიდა იმიტორო კორუფცია ბიზმესები აღარაა

ვაბშე!


--------------------
ჩვენი ცხოვრების პირობებს გარემო განაპირობებს..
----------------------------------------

IF Tupac was alive 90% of todays rappers would work in McDonalds
Waters
ooo, DATOOOOOOOOOOOO


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15548
წევრი No.: 4682
რეგისტრ.: 23-March 04

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 14:16  #21454733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მერე ეს და მესტნი ღლეები კორუფციის დამარცხებაზე დამიწყებენ ლაპარაკს.

არ არსებობს აყვავებული ქვეყანა სადაც ბიზნესმენები პარლამენტში მიძვრებიან ერთადერთი მიზეზით. პარტიისადმი ერთგულების დასამტკიცებლად, ხელშეუხებლობის გარანტიის მისაღებად და მთელი საპარლამენტო ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ პულტებზე თითების დასაჭერად.


--------------------
თქვენ არაფერი შეგცვლით, თქვენ ხელახლა თუ დაიბადებით

visoki, krasivi, ne goderdzi ne maxarashvili.
barkly
SUPER MEMBER


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2444
წევრი No.: 50818
რეგისტრ.: 6-January 08

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 14:19  #21454786      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
1. კობა ნაყოფია – ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი.

პარლამენტარი უძრავი ქონების სახით ფლობს ბინას მოსკოვში, მიწის ნაკვეთს და მშენებარე სახლს თბილისში, დიღომში, ბინას ჭავჭავაძის გამზირზე. ასევე საცხოვრებელი სახლსა და მიწის ნაკვეთს გალში. ამასთან, კობა ნაყოფია და მისი მეუღლე 50–50%–იან წილებს ფლობენ ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, ჩაიოფაზე მდებარე აგარაკზე. მეუღლის სახელზე ასევე ირიცხება ბინა მოსკოვში, ორი ბინა თბილისში ამბროლაურის ქუჩაზე, ორი მშენებარე ბინა ჭავჭავაძის გამზირზე. ამავე სახლში ფლობს მშენებარე ბინას დეპუტატის ვაჟი. რაც შეეხება ავტომობილებს, კობა ნაყოფიას მფლობელობაშია მერსედეს „ჯი ელ 500“, მერსედესის მარკის სამი ავტომობილი ჰყავს მის ვაჟს და ერთიც მეუღლეს. დეპუტატი ასევე არის გუდიაშვილის 2 ტილოს მფლობელი. საბანკო ანგარიშებზე კობა ნაყოფიას 263 ათასი ლარი, 15 ათასი დოლარი და 200 ათასი რუბლი ერიცხება. მეუღლეს კი 10 ათასი დოლარი და 2 ათასი ლარი. ნაღდი ფულის სახით დეპუტატს 30 ათასი ლარი აქვს მითითებული.


მოკლედ 2012 წელს საპრეზიდენტო კანდიდატად ნაყოფიას ვასახელებთ, ტიპი აშკარად მაძღარია თან მეგრული გვარიცა აქვს smile.gif



--------------------
არც ერთი იყო ვენეციელი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ..
azdaki
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4662
წევრი No.: 111461
რეგისტრ.: 4-February 10

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 14:21  #21454813      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რუსუდან კერვალიშვილი გეგენვა გოგუაძე , ასევე თოდუა გასაგებია პარლამენტში არ გამდიდრებულან დანარჩენი ?
Waters
ooo, DATOOOOOOOOOOOO


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15548
წევრი No.: 4682
რეგისტრ.: 23-March 04

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 14:24  #21454862      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საქმე იმაშია რომ არცერთი მათგანი პარლამეტში ყოფნით არ გამდიდრებულება.
ხოლო უბედურება იმაში რომ პარლამენტში სწორედ იმიტომ შევიდნენ, რომ ეს სიმდიდრე შეინარჩუნონ.
სხვა ახსნა ამას არ აქვს.
ესეთი ქვეყანა სადაც სიმდიდრის შენარჩუნებზე ზრუნავენ და არა ამ სიმდიდრის გამრავლებაზე, ან გამრავლებაზე მხოლოდ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობის წყალობით. ვერასოდეს განვითარდება.

Anie
სადღაც შორს


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3186
წევრი No.: 41609
რეგისტრ.: 11-September 07

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 14:25  #21454873      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
უმდიდრესი ქართველი პარლამენტარების ათეული,



მე ჩვენი პარლამენტარები უღარიბესები მეგონენ
ეს რა ათასებზეა საუბარი biggrin.gif



QUOTE
ეგენი ედიკას დროს გამდიდრდნენ, 2003 წლის შემდეგ ჩინოვნიკი ფულს ვეღარ იშოვიდა იმიტორო კორუფცია ბიზმესები აღარაა


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


--------------------
ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა, ხოლო მეგობარი ჩვენი სულისა!
********************************
თქვი რასაც ფიქრობ, ოღონდ იფიქრე იმაზე რასაც ამბობ!
********************************
sweet dreams ...
Waters
ooo, DATOOOOOOOOOOOO


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15548
წევრი No.: 4682
რეგისტრ.: 23-March 04

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 14:28  #21454931      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეჰ, მეც რა ნერვებს ვიშლი, წავედი რა.

აზრი არ აქვს არაფერს. ქვეყნის სრული აფრიკიზაცია - სახეზეა.
seriamin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5114
წევრი No.: 79111
რეგისტრ.: 18-December 08

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 14:30  #21454964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
პარლამენტარი უძრავი ქონების სახით ფლობს ბინას მოსკოვში, მიწის ნაკვეთს და მშენებარე სახლს თბილისში, დიღომში, ბინას ჭავჭავაძის გამზირზე. ასევე საცხოვრებელი სახლსა და მიწის ნაკვეთს გალში. ამასთან, კობა ნაყოფია და მისი მეუღლე 50–50%–იან წილებს ფლობენ ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, ჩაიოფაზე მდებარე აგარაკზე. მეუღლის სახელზე ასევე ირიცხება ბინა მოსკოვში, ორი ბინა თბილისში ამბროლაურის ქუჩაზე, ორი მშენებარე ბინა ჭავჭავაძის გამზირზე. ამავე სახლში ფლობს მშენებარე ბინას დეპუტატის ვაჟი. რაც შეეხება ავტომობილებს, კობა ნაყოფიას მფლობელობაშია მერსედეს „ჯი ელ 500“, მერსედესის მარკის სამი ავტომობილი ჰყავს მის ვაჟს და ერთიც მეუღლეს. დეპუტატი ასევე არის გუდიაშვილის 2 ტილოს მფლობელი. საბანკო ანგარიშებზე კობა ნაყოფიას 263 ათასი ლარი, 15 ათასი დოლარი და 200 ათასი რუბლი ერიცხება. მეუღლეს კი 10 ათასი დოლარი და 2 ათასი ლარი. ნაღდი ფულის სახით დეპუტატს 30 ათასი ლარი აქვს მითითებული.


ღადაობთ ? biggrin.gif ეს რომ წაიკითხოს ნაყოფიამ ინფარქტი დარტყამს, ვაი დედა გავკოტრებულვარო biggrin.gif
სად არის მის მფლობელობაში მყოფი კომპანიების სია ?

კორექტირება მის მფლობელობაში, კი არა მის ახლო მახლო მფლობელობაში მყოფი კომპანიები biggrin.gif

This post has been edited by seriamin on 6 Sep 2010, 14:32
ანუნაკი
bill evans


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5144
წევრი No.: 89227
რეგისტრ.: 18-April 09

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 14:33  #21455000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ღადაობთ ?ეს რომ წაიკითხოს ნაყოფიამ ინფარქტი დარტყამს, ვაი დედა გავკოტრებულვარო
სად არის მის მფლობელობაში მყოფი კომპანიების სია ?

და მეც მაგიტო ვიკითხე დეკლარაციების შევსების თაობაზე ...ამ დეკლარციებით ბეჟუაშვლს თავი ჩამოსახრჩობი აქვს
GEORGIERz



****
ჯგუფი: Registered
წერილები: 911
წევრი No.: 100507
რეგისტრ.: 21-September 09

გამოგზავნილია: 6 Sep 2010, 14:33  #21455003      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვაიმე შვილებო მოგიკვდეთ იდიოტი მამა რო ვერ გაძღა დედათქვენის მუცელი ამდენი მაყვლისა და ასკილის კრეფითო... biggrin.gif
ამ შემთხვევაზეა ნათქვამი : )


--------------------
12SD44FGK1541D
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0433 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]