forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (11) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> „ქართული, როგორც მეორე ენა“ არაქართულენოვანი, სკოლებისთვის
აჯღაბუჯღა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4571
წევრი No.: 89342
რეგისტრ.: 19-April 09

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:29  #21076392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ უმცირესობებმა უნდა ისწავლონ ქართული, როგორც "მეორე ენა". პროგრამას ასეთი სათაური აქვს "შევისწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა"
წყარო: კურიერი



Warning:
ჩასწორება (ახალი ინფორმაცია, რადგან თემების გაერთიანების შემდეგ, მოცემული ინფორმაცია ამოშლილი იქნა, ვამატებ პირველ პოსტში. )

QUOTE
„ქართული, როგორც მეორე ენა“ არაქართულენოვანი სკოლებისთვის

13:28 19.09.2010
[ლელა ჩქარეული]
ქართულ ისტორიულ ტოლერანტობას საზღვარი არ აქვს. ეთნიკური უმცირესობები განათლებას არა სახელმწიფო, არამედ მშობლიურ ენაზე მიიღებენ. მათთვის ქართული „მეორე ენად“ იწოდება.

ეს მაშინ, როცა არცერთ ქვეყანაში (უახლესი სამეზობლოდან დაწყებული) ეთნიკურ ქართველებს ამგვარ ენობრივ უფლებაზე ოცნებაც კი არ შეუძლიათ. რომელ უფლებებზეა საუბარი, როდესაც საინგილოში მცხოვრები ქართველები მუდმივად ქართული სკოლების და სექტორების დახურვის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.

იქ დღემდე შერეულ სკოლებში მხოლოდ აზერბაიჯანული მოსამზადებელი კლასები ფუნქციონირებენ. არაერთი თხოვნის მიუხედავად ადგილობრივი ადმინისტრაცია უარს ამბობს პარალელური ქართული კლასების გახსნაზე. კონფედერაციის პერსპექტივებზე საუბრები კარგია, მაგრამ ქართული ენის და სკოლების შეზღუდვა ამ საქმეს ნადვილად არ წაადგება.

ამ მტკივნეულ თემაზე უფრო დაწვრილებით შემდგომში ვისაუბრებთ.  

თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის ეროვნული სკოლა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება დღემდე მიუღწეველი ოცნებაა. იგივე მდგომარეობაა ისლამისტურ ირანში. ამ ქვეყნებში ქართული ენის შემსწავლელი კერძო წრეების ჩამოყალიბება „დიდ გამარჯვებად“ საღდება. 

თუმცა, რაღა უახლოეს სამეზობლოში გადავდივართ, როცა ხელისუფლებას ორ ათეულ კილომეტრში, ოკუპირებული ახალგორის ქართული სკოლებისთვის ვერ მიუხედია.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ მარნეულის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი ბილინგვური სახელმძღვანელოები გადასცეს.

პირველად საქართველოში, არაქართველი მოსწავლეებისათვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა, სადაც სასწავლო მასალის 35% ქართულ ენაზეა დაბეჭდილი.

სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე VII, VIII, X, XI და XII კლასების ისტორიისა და გეოგრაფიის წიგნები ითარგმნა, რომლებიც მოსწავლეებს უფასოდ გადაეცემათ.

ბილინგვური სწავლება არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენის შესწავლაში დაეხმარებათ.

2010-2011 აკადემიური წლისთვის განათლების სამინისტრო ისტორიისა და გეოგრაფიის ორენოვანი წიგნებით სულ 35 874 არაქართულენოვან მოსწავლეს უზრუნველყოფს.

ამასთან, არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მე-4 კლასის ყველა მოსწავლე  „ქართული, როგორც მეორე ენის“ სახელმძღვანელოს უსასყიდლოდ მიიღებს.

„ქართული ენის პროგრამის“ ფარგლებში აღნიშნული ინიციატივისათვის სახელმწიფომ 2010 წლისათვის 600 000 ლარზე მეტი გამოყო.

მოსწავლეები წიგნებს თავიანთ სკოლებში სწავლის დაწყებამდე მიიღებენ.

მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და მათ გამოყენებას სხვა არაქართულენოვანი მოსწავლეებიც შესძლებენ.

საპარალმენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე განათლების სამინისტროს მოუწოდებს, რომ ოკუპირებულ ახალგორში ქართული ოჯახების ბავშვები ქართული სახელმძღვანელოებით უზრუნველყონ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ფაქტი, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს უფასო სახელმძღვანელოები მიეწოდებათ სწორედ „ქრისტიან-დემოკრტების“ ინიციატივით და მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას რომ ისინი ამ შეთანხმებას ასრულებენ, თუმცა თარგამაძე იმასაც აცხადებს, რომ კიდევ დარჩენილია რამდენიმე კატეგორია, რომელსაც ხელისუფლების დახმარება ესაჭიროება.

ერთ-ერთ ასეთ კატეგორიად კი დაასახელა ახალგორში დარჩენილი ქართული ოჯახები, რომლებსაც არ გააჩნიათ ქართული სახელმძღვანელოები.

როგორც თარგამაძე აცხადებს, ამ ოჯახებმა განათლების სამინისტროს უკვე მიმართეს თხოვნით რომ უზრუნველყონ ისინი ქართული სახელმძღვანელოებით და იმედოვნებს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1002

This post has been edited by Ganeli on 19 Sep 2010, 15:30
IG2006
მიხეილ ათაგურჯი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8897
წევრი No.: 17543
რეგისტრ.: 22-February 06

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:32  #21076437      · პროფილი · პირადი მიმოწერა
გერმანიაშიც ეგრეა გერმანული სომხებისთვის მეორე ენა...



--------------------
მიშიკო ათაგურჯი აგვისტოს ომზე - "... რა აიღო რეალურად რუსეთმა ამ ინტერვენციით შედეგად? რამდენიმე ჩვენი სოფელი... "
მიშიკო ათაგურჯი პოლიციაზე: "...პოლიციას 87%-ი ენდობა და ეს თითქმის იგივეა, რაც ეკლესიისადმი ნდობა..."
რა კეთდება დღეს, ანუ გარს გეფინება ზურმუხრტი ბერიას ხელით ნაქარგი
sindbad-name
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5470
წევრი No.: 46066
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:33  #21076452      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აჯღაბუჯღა


ეს დებილების პოლიტიკაა....

ეს ხო სახელმწიფო არ არის....

უმცირესობებს მაღახიაზე რომ დაუწერ ხლებს ის ხომ ქართულს აღარ ისწავლის...

კრეტინების პარადია მთავრობაში მეტი არაფერი...

საქართველოში ცხოვრობდე და ქართული მეორად ენად ისწავლებოდეს უმცირესობებისათვის -- სად არის ასეთი რამე, რომელ ქვეყანაში?


--------------------
მოსკოვს, სტამბოლს და ისპაანს, მას შიგან მთა და ბარამდი, ჩემის სახელის ძეგლები ყველგან დავასვი განამდი...
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20467
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:34  #21076469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აჯღაბუჯღა
QUOTE
უბრალოდ გაუაზრებლად მოუვიდათ?

იმედს ვიტოვებ რომ ასეა... სახელმწიფო ენის მაგიერ "მეორე" ენა დაწერეს.
და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ უმცირესობებთან ხშირად საკონატქტო ენა რუსულია... აღარ განვავრცობ...

This post has been edited by Natuka NGN on 11 Aug 2010, 15:36


--------------------
http://natalimade.wordpress.com/
http://psiqea.wordpress.com
https://www.facebook.com/TrendyHandmadeBeadsByNatalie
sindbad-name
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5470
წევრი No.: 46066
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:36  #21076493      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
IG2006

გერმანიაშიც ეგრეა გერმანული სომხებისთვის მეორე ენა...


რეებს ლაპარაკობ ერთი...

გერმანელებს ყოველდღე იმაზე ლაპარაკობენ რომ ზუსტადაც გერმანულის ცონდაა სავალდებულო თუკი ამ ქვეყანაში ცხოვრობ და კარგად იციან რომ ეს პრობლემა დიდია და მოგვარება სჭირდება.

სომხური და თურქული გერმანიაში სახელმწიფო ენები როდიდან გახდა?არ არის. არც რუსული კიდევ.

გერმანიაში გერმანულად ლაპარაკობენ და მუშაობენ. ოჯახებში ვინ რას აკეთებს ეგ მათი საქმეა.

ამიტომაც საქართველოში თუ უნდა ვინმეს ცხოვრება დიახაც ქართული უნდა იცოდეს და არა მეორად ენად ისწავლოს!

This post has been edited by sindbad-name on 11 Aug 2010, 15:38
I am Georgia
ZEUS


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 181
წევრი No.: 97444
რეგისტრ.: 8-August 09

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:36  #21076498      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ უმცირესობებმა უნდა ისწავლონ ქართული, როგორც "მეორე ენა". პროგრამას ასეთი სათაური აქვს "შევისწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა"

იმედია დეზინფორმაციაა biggrin.gif
ვერ დავიჯერებ biggrin.gif


--------------------
ZEUS
აჯღაბუჯღა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4571
წევრი No.: 89342
რეგისტრ.: 19-April 09

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:36  #21076502      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
IG2006
გერმანიაში ისეა, რომ მუდმივ (რამოდენიმეწლიანს მგონი) ვიზასაც არ მოგცემენ თუ მითელშთუფე 5-ის დონეზე არ ჩაბარებ გერმანულის გამოცდას. მოქალაქეობაზე არც არის ლაპარაკი. ქართული საქართველოში მეორე ენად არ არ უნდა ითვლებოდეს. ჩვენ რომ ვთვლით ასე, იმიტომაც არის, რომ 30 წელიწადია აქ ცხოვრობს მაგ. ზოგიერთი რუსი და ქართულად ხმას არ იღებს. ქართული არ არის მეორე ენა საქართველოში, ქართული სახელმწიფო ენაა. და კეთილი ინებოს განათლების სამინისტრომ და ასე მოიხსენიოს.
IG2006
მიხეილ ათაგურჯი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8897
წევრი No.: 17543
რეგისტრ.: 22-February 06

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:37  #21076508      · პროფილი · პირადი მიმოწერა
sindbad-name
QUOTE
IG2006

გერმანიაშიც ეგრეა გერმანული სომხებისთვის მეორე ენა...

QUOTE
რეებს ლაპარაკობ ერთი...



აჯღაბუჯღა



სულ დაკარგეთ იუმორის გრძნობა ხომ?! gigi.gif

This post has been edited by IG2006 on 11 Aug 2010, 15:37
No Regrets
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12524
წევრი No.: 46934
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:38  #21076525      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისათვის სავალდებულო უნდა იყოს
ქართული ენის ცოდნა ელემენტალურ დონეზე მაინც!!!
... იბადებიან და იმარხებიან ამ ქვეყანაში და იმდენადაც კი არ სცემენ პატივს
რომ ელემენტალური "გამარჯობა" მაინც ისწავლონ ამ ქვეყნის ენაზე

This post has been edited by No Regrets on 11 Aug 2010, 15:38


--------------------
«Так кто же из нас чудовище, Бленак?
Тот, который отдает идиотский приказ,
или тот, который готов безоговорочно его исполнить
и показать всем свой голый зад
из-за боязни потерять работу?».
MikheilSukhiashvili
ზონდერ ალიანსელი (c) napo


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17976
წევრი No.: 48280
რეგისტრ.: 1-December 07

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:39  #21076545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აჯღაბუჯღა
QUOTE
ვიზასაც არ მოგცემენ თუ მითელშთუფე 5-ის დონეზე არ ჩაბარებ გერმანულის გამოცდას.

ეგ ტრუხა ბაზარია. ვიზა მივიღე ისე რომ გერმანულის აზრზე არ ვიყავი და კიდე ერთი 4 წელი არც მისწავლია.

უბრალოდ გერმანიაში არც სომხური/აზერბაიჯანული/რუსული სკოლებია (ნუ საელჩოებთან არ ითვლება) და არც "კომპაქტურად დასახლებული" რეგიონები.

No Regrets
QUOTE
ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისათვის სავალდებულო უნდა იყოს
ქართული ენის ცოდნა ელემენტალურ დონეზე მაინც!!!

კი, რა გვინდა ვიცით, მაგრამ კითხვი იმაშია, ამას როგორ მივაღწიოთ.

This post has been edited by MikheilSukhiashvili on 11 Aug 2010, 15:40


--------------------
აღარაფერი მესაქმება ამ ფორუმზე...
sindbad-name
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5470
წევრი No.: 46066
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:40  #21076555      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
IG2006


რა ვიცი იმ პოსტს იუმორისა არაფერი ეტყობოდა... wink.gif

ხო, ესეთ ხუმრობებზე ძაან ცუდად ვრეაგირებ ხოლმე აბა რა გიყო cry.gif
lulalu
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 247
წევრი No.: 95689
რეგისტრ.: 13-July 09

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:40  #21076565      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეროვნული უმცირესობისთვის ქართული ენა პირველი როგორ იქნება
აშკარად გრამატიკული თერაპიაა აქვს ჩასატარებელი ერს
თვითონ არ გესმით რას ლაპარაკობთ და ამას ეროვნული უმცირესობებისგან მოითხოვთ

სახელმწიფო ენა არის საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის ქართული ენა
მაგრამ მათი მშობლიური ენა არის სხვა

This post has been edited by lulalu on 11 Aug 2010, 15:41
აჯღაბუჯღა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4571
წევრი No.: 89342
რეგისტრ.: 19-April 09

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:40  #21076567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
IG2006
მაპატიე smile.gif

აქ ისეთებს წერენ, რომ არც ეგ გამიკვირდება ვინმემ ეგ რომ დაწეროს.

პარდონ იშჩო რაზ biggrin.gif
gioalhaz
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2497
წევრი No.: 1238
რეგისტრ.: 12-September 02

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:41  #21076572      · პროფილი · პირადი მიმოწერა
sindbad-name
სანამ წიოკს დაიწყებ, ჯერ გაერკვიე მეორე ენა რას ნიშნავს.
მეორე ენა მეორეს მნიშვნელობით არ ნიშნავს.

ადამიანს ყოველთვის აქვს ძირითადი პირველი ენა და დანარჩენი რომლებიც ასევე იცის - მეორე, მესამე და ა.შ.
პირველი ენა არის ენა, რომელსაც შენ ჩვილობიდან ოჯახში სწავლობ. ვერ დააძალებ სომეხს დაბადებულს სომხურ ოჯახში სადაც საურთიერთობო ენა არის სომხური რომ პირველი ენა მაგისათვის იყოს ქართული.
იგივეა, რაც რუსეთში, თუ ქართული ოჯახია და სახლში ქართულად ლაპარაკობენ, ბავშვი ქართულს სწავლობს და მერე უკვე რუსულს.

მთავარია ენა ვასწავლოთ, თან ყველანაირად ხელი შევუწყოთ ენის სწავლებაში. ანუ ერთი მხრიდან მიწოლა უნდა და მეორე მხრიდან გზა აჩვენო რა უნდა გააკეთოს.
თუ უბრალოდ მივაწექით, პროტესტის გრძნობა გაუჩნდება, თანაც სამართლიანი.

ასეა.


--------------------
კომპიუტერი ადამიანი არ არის, ამიტომ შეცდომებს უშვებს ხოლმე
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22861
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 11 Aug 2010, 15:42  #21076581      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ყოველთვის უნდა ამოვიდეთ რეალობიდან.

მთელ მსოფლიოში ეთნიკური უმცირებობების პრობლემა ის არის, რომ მშობლიურ ენას ჰკარგავენ ან დაკარგული აქვთ უკვე. ამიტომ ზრუნავენ თავის ენებზე, სკოლებში შეაქვთ და არიან მთელ ამბავში.

პოსტსაბჭოთა საქართველოში ეთნიკური უმცირებობების პრობლემა საპირისპიროა. მათ მშობლიური ენის სწავლების საკითხი მოგვარებული აქვთ და მისი დაკარგვის საფრთხე არ უდგათ. პრობლემა სახელმწიფო ენის არცოდნაა. ჩვენი მიზანია, მათ ქართული ენაც ვასწავლოთ. სულ ესაა.
QUOTE
"მეორე" ენა

ეს ტერმინია, რომელიც სასწავლო გეგმებში ენის პოზიციას აღნიშნავს და საერთო არაფერი აქვს ენის სტატუსთან ქვეყანაში.

"ხანდახან მაინც ნუ ჩავიჯვამთ რა, ხანდახან მაინც" ©

This post has been edited by Geronti on 11 Aug 2010, 15:43


--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (11) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0541 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]