forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იაფი შანსი საქართველოსთვის გახდეს ბრენდი, მხოლოდ 10 მლნ წელიწადში.
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21942
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:13  #29338200      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
არის ერთი გლობალური დაჯილდოება, რომელსაც არ მიჰყვება სხვა დაჯილდოება ქვედა დონეზე.



ეს არის ნობელის პრიზი, მას არ ახლავს თავისი სატელიტი "ოქროს გლობუსი".

(ოქროს გლობუსი ოსკარის სატელიტია)




მეცნიერთა, კონსტრუქტორთა, გამომგონებელთა დიდი ნაწილი, რომლებიც რეალურად ქმნიან ხელშესახებ პროგრესს კაცობრიობისაგან სათანადო მადლიერებას ვერ ღებულობენ.


მათ არ აღიარებს ნობელის კომიტეტი.



არადა მათი წარმოებული ინტელექტუალური პროდუქტი შეიძლება შორს იყოს ურთულეს ფიზიკასა და გენეტიკასთან, მაგრამ კაცობრიობის პროგრესს უზარმაზარი ნაბიჯებით აჩქარებდეს.


კაცობრიობამ არ უთხრა სათანადო მადლობა ამ ადამიანებს- ჩვენს თანამედროვეებს:
ბურთულიანი პასტის,
ცელოფნის,
დეზოდორის,
მობილური ტელეფონის,
თვითმფრინავის აპრეხილი ფრთების,
ჰიბრიდული მოტორის,
ქსეროქსის,
ლსდ მონიტორის,
ბეტონის გზის დამგების,
ქაფბეტონის,
ერთჯერადი შპრიცების,
ტუალეტის რულონების,
სერვერების,
ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის,
ბეტონის პომპის,
თაჩსქრინის
თანამგზავრის ტელე რეტლანსლატორის,

და ათასი სხვა უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე გამოგონებათა ავტორებს.




უნდა დაარსდეს გლობალური ყოველწლიური დაჯილდოვების კონკურსი

თბილისში
გლობალპროგრეს ევორდ.


სიმბოლურია,
ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციის მომხმარებელი ქვეყანაა, ისევე როგორც ქვეყანათა 80%.
საქართველოს მიერ ამ პრიზების გაცემა
იქნება;


- განვითარებადი ქვეყნების არაფორმალური, მაგრამ სამართლიანი მადლობა პროგრესული ქვეყნების მიმართ.

- წახალისება არაელიტარული ქვეყნების მეცნიერთათვის,

რომელთათვისაც ნობელის პრემია მხოლოდ ზეგანვითარებული ქვეყნების ექსკლუზიური კლუბური ტრადიციაა.

-მსოფლიოს მოსახლეობა, მასა გაიცნობს უამრავ კარგ ადამიანს და იქნება მათი მადლიერი, მადლიერება კი მასა აამაღლებს, გახდის უფრო მეტად სოციალურად აქტიურს კაცობრიობის პროგრესის მიმართულებით.

- პროგრეს ევორდი იმდენად საინტერესო იქნება თავისი შინაარსით, რომ დაიმსახურებს გლობალური მასმედიის ყურადღებას. ეს თავის მხრივ საქართველოს პრომოცია იქნება.





ნომინაციები:

ეკოლოგია და ეკონომიურობა

კომუნიკაცია

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

ჯანმრთელობა

მატერიალური რესურსი

უსაფრთხოება

დემოკრატიის ხელშემწყობი გამოგონება

მომავალზე ორიენტირებული

ეკო ეფექტური არქიტექტურა

წარმატებული ნგო

საკვების პროდუქცია (აგრო, მელიორაცია, თევზჭერა,კონსერვაცია).

სოციალური





ჟიური:
გლობალური ავტორიტეტები
ჰოკინგსი
ტეტრაპაკის ოჯახი
კემერონი რეჟისორი
მადლენ ოლბრაიტი
კოელიო
მურაკამი
პამუკი
ბუტროს ბუტროს
მანდელა
სანდრა
ალიევა
ლიტვის ექსპრეზიდენტი ქალი
ბრიჯიტ ბარდო
კარლა ბრუნი



+ ინტერნეტ გამოკითხვის სტატისტიკა.
ეტქ.




ბიუჯეტი

არანაკლებ 10 მლნ ლარი. ყოველწლიურად.
სარგებელი კონკრეტულად ძნელი დასათვლელია მაგრამ უდავოდ გადააჭარბებს ხარჯს.
სარგებელში იგულისხმება როგორც ფინანსური სარგებელი ( ტურიზმი, ინვესტიციები) ასევე არამატერიალური სარგებელი - ქვეყნის რენომეს მატება, ქვეყნის მიმზიდველობის ზრდა, აგრესიული, არასტაბილური, უწესო ქვეყნის იმიჯი შეიცვლება ნოვატორი, რეფორმატორი, ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ქვეყნის იმიჯით.




პროგრეს ჯილდოს იმსახურებენ ჩემი შეფასებით


ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი
ინტერნეტ გლობალური ქსელი
მპ3
ტაჩსკრინი
ბეტონის პამპი
ბურჯ ხალიფა
კომპ მულტფილმის




ეტქ. პიონერები.





მთავრობა შეიძლება დავაინტერესოთ
იმით რომ, პირველ ხანებში პრიზი იყოს ვთქვათ ბინა ბათუმში, შემდეგ ლაზიკაში.
(ბათუმის და ლაზიკას პრომოცია)
შემდეგ ეტაპებზე ლაზიკას მშენებლობა და პროგრეს ევორდი შეიძლება მჭიდროდაც დაუკავშირდეს ერთმანეთს.
ორმხრივი სარგებელი. ლაზიკა ახალი ტექნოლოგიების მსოფლიო ნოვაციების ქალაქი.





ჰა. განვავრცოთ?


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
Dedi Co
მზეო ამოდი, ამოდი!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15577
წევრი No.: 53238
რეგისტრ.: 13-February 08

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:20  #29338263      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მშვენიალური იდეაა.
up.gif

აი, რა კარგია, როცა არაფრისმაქნისი ფილოსოფიური მსჯელობიდან ბოლოსდაბოლოს
გადავდივართ ყველასთვის სასარგებლო პრაქტიკულ აზროვნებაზე. yes.gif
Shagrent
Fou


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7133
წევრი No.: 78296
რეგისტრ.: 12-December 08

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:20  #29338264      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
საინტერესო იდეაა, ბიძინას რო შევტენოთ ეგ პროექტი და თავისი ხარჯებით ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთოს არ უნდა? user.gif


--------------------
,,le peau de shagrent"
Rafael: rien de souvenir ne cout de mourir!
© Balzak
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:24  #29338293      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მშვენიალური იდეაა.



სანამ არქიფოა პრეზო მანამდის მაგ იდეის განხორციელების დაწყებას აზრი არა აქვს.

არქიფო მოინდომებს იყოს ყველაფერი ახლის გამომგონებელი, შემქმნელიც, ავტორიც, ნოვატორიც, პიონერიც, შემოქმედიც და ა.შ... (და საბოლოოდ ან შეცერდება პროექტი, ან კიდევ გამოვა რაღაც ლეღვობა "შლოპანციანი კვერცხების" პონტში)

იგი შინაგანად ვერ აიტანს საქართველოში მცხოვრებ მასზე წარმატებულ და პოპულარულ ადამიანს... boli.gif


ასე რომ სანამ არქიფო ქეჩოშია
QUOTE
ბიძინას რო შევტენოთ ეგ პროექტი


არ შეიტენის.
კარგად იცნობს მის მოდგმას და ჯილაგს help.gif

This post has been edited by forumeli64 on 23 Jan 2012, 11:26


--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.

გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
ვაინერ ლეო
ბიზნესმენ-პატრიოტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6634
წევრი No.: 18464
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:24  #29338295      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im · aim · yim · msn
არ არის ცუდი აზრი

შეიძლება ეგეთი ფონდის შექმნა და ფულის მოზიდვა მაგ საქმეზე.
* * *
forumeli64
QUOTE
სანამ არქიფოა პრეზო მანამდის მაგ იდეის განხორციელების დაწყებას აზრი არა აქვს.

არქიფო მოინდომებს იყოს ყველაფერი ახლის გამომგონებელი, შემქმნელიც, ავტორიც, ნოვატორიც, პიონერიც, შემოქმედიც და ა.შ...

იგი შინაგანად ვერ აიტანს საქართველოში მცხოვრებ მასზე წარმატებულ და პოპულარულ ადამიანს...

პრობლემა იმაშია, რომ მარტო პრეზო არაა ეგეთი.

პრეზო ტიპიური ქართველია, თავისი ღირსებებით და ნაკლოვანებებით.

ტყუილად გამოგყავთ სხვა პლანეტიდან ჩამოსულად.

ეგეთი ნაკლი ქართველების 99,9% აქვს.


--------------------
Never argue with Idiots...First they bring you to their level and then they beat you with experience :)

რეალობა - სოციალიზმის ყველაზე დიდი და მზაკვარი მტერი
analgin
☺ ☺ ☺ ☺ ☺ ☺ ☺


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10154
წევრი No.: 17328
რეგისტრ.: 18-February 06

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:29  #29338339      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia

კარგი იდეაა ნამდვილად, ოღონდ ცოტა შესწორებებით. smile.gif

ჯერ ერთი არ არიან ეგ ხალხი მთლად უყურადღებოდ მიგდებულები. smile.gif

http://web.mit.edu/invent/a-main.html
http://www.epo.org/news-issues/european-inventor.html

და საერთოდაც ა: http://www.inventhelp.com/inventor-awards-...ompetitions.asp

smile.gif

რაღაცა ეჭვი მეპარება ბათუმში ბინის გადაცემა, მითუმეტეს უცხოელისთვის ისეთი კაი პონტი იყოს, როგორც მაგალითად 500 000$.

თუმცა იდეის პლუსი არის ის, რომ შეგვიძლია უფრო მასშტაბური და წარმომადგენლობითი გავხადოთ, შეიქმნას უკომპეტენტურესი ჟიური, რომელშიც მაგალითად მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო საზოგადოებების ლიდერები შევლენ, გაუკეთდეს მაგარი პრომო, მიიღოს შოუს სახე და დაწესდეს გრან-პრი, რომელიც მინიმუმ 1 000 000$ იქნება. smile.gif

შენს მიერ წარმოდგენილ ჟიურის ვერ დავეთანხმები, ტრაკის თამაშს დაემგვანება და სერიოზულ კონკურსად ვეღარავინ აღიქვამს მერე, რადგან ყველა ეგ ადამიანი არაკომპეტენტურები არიან და საკუთარი გემოვნებით და სუბიექტური აზრით მოუწევთ შეფასება და არა ობიექტური კრიტერიუმებით. smile.gif

Shagrent
QUOTE
საინტერესო იდეაა, ბიძინას რო შევტენოთ ეგ პროექტი და თავისი ხარჯებით ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთოს არ უნდა?

თუ მიშა არ მიეთრევა და "ჩვენ გავაკეთეთს" არ დაიწყებს, რატომაც არა? smile.gif

This post has been edited by analgin on 23 Jan 2012, 11:30


--------------------
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey

jangi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3789
წევრი No.: 106616
რეგისტრ.: 4-December 09

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:34  #29338395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მახათის გამომგონებელს არ მივცეთ პრიზი?.........................
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:38  #29338428      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
პრობლემა იმაშია, რომ მარტო პრეზო არაა ეგეთი.

პრეზო ტიპიური ქართველია, თავისი ღირსებებით და ნაკლოვანებებით.



კი მასეცაა
მაგრამ ამ ჩვენს პრეზოს მაინც რაღაც განსაკუთრებული ჭია აქვს შემძვრალი ერთ ადგილზე.... gigi.gif



კაცი უნამუსოდ ხსნის სხვების მიერ აშენებულ ობიექტებს (თან ვის მიერ აშენებულ-დაფინანსაბულის) და გამოგონებებს არ მიითვისებს?

მას სჭირდება მსოფილიო სახელი givi.gif

This post has been edited by forumeli64 on 23 Jan 2012, 11:39
cybervirtual
The Antidote!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1631
წევრი No.: 126055
რეგისტრ.: 16-January 11

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:40  #29338443      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
იდეა კარგია მაგრამ
QUOTE
ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი
ინტერნეტ გლობალური ქსელი
ტაჩსკრინი
ბეტონის პამპი
კომპ მულტფილმის

ამათ არ ყავთ 1 გამომგონებელი, ისევე როგორც კომპიუტერს, თან ამ "გამოგონებების" უმეტესობას საფუძველი 60 იანებში ჩაეყარა
ანუ აი მაგალითად ცელოფნის გამომგონებელი ვინაა? ვინც პოლიეთილების შენაერთი აღმოაჩინა/გააკეთა(სავარაუდოდ 19-20 საუკუნე) თუ ვინც ცელოფანი გააკეთა? ამიტომ ძნელია ასეთი რაღაცეების პერსონიფიცირება... ამასთან ამ ტიპის გამოგონებები ხშირად ბევრი სხვა გამოგონების თავისთავადი შედეგია ....
ძაან ძნელი იქნება ობიექტურობის დაცვა ამ დროს

This post has been edited by cybervirtual on 23 Jan 2012, 11:43
badriany
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4559
წევრი No.: 45580
რეგისტრ.: 3-November 07

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:41  #29338449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესო იდეაა...
თუმცა ვეჭვობ სათანადო რესურსი არსებობდეს ქვეყანაში.
წმინდა ფულად რესურსზე თუ ვილაპარაკებთ - 10 მილიონი საკმარისი არ იქნება. ამასთან არაფულადი რესურსის დეფიციტი უფრო მნიშვნელოვანია...
ცუდი არ იქნება თუ ვინმე კონცეფციაზე დაიწყებს მუშაობას და მერე ვნახოთ რა გამოვა.


--------------------
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)
UMTS
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26937
წევრი No.: 23239
რეგისტრ.: 14-September 06

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:41  #29338450      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საქართველოში არ გამოვა მაი ამბავი,

ჩაწყობებს ვგულისხომობ,
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21942
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:50  #29338541      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Dedi Co
QUOTE
ბოლოსდაბოლოს
გადავდივართ ყველასთვის სასარგებლო პრაქტიკულ აზროვნებაზე.

ვაინერ ლეო
QUOTE
არ არის ცუდი აზრი

Shagrent
QUOTE
საინტერესო იდეაა,

analgin
QUOTE
კარგი იდეაა ნამდვილად, ოღონდ ცოტა შესწორებებით.




მადლობა, შემაქეთ ფაქტიურად.




analgin
QUOTE
არ არიან ეგ ხალხი მთლად უყურადღებოდ მიგდებულები.

http://web.mit.edu/invent/a-main.html
http://www.epo.org/news-issues/european-inventor.html

და საერთოდაც ა: http://www.inventhelp.com/inventor-awards-...ompetitions.asp

ჩვენი ნიშა მოინახება, თანაც სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში კარგა მაღლა იერარქიაში.

QUOTE
შენს მიერ წარმოდგენილ ჟიურის ვერ დავეთანხმები, ტრაკის თამაშს დაემგვანება და სერიოზულ კონკურსად ვეღარავინ აღიქვამს მერე, რადგან ყველა ეგ ადამიანი არაკომპეტენტურები არიან და საკუთარი გემოვნებით და სუბიექტური აზრით მოუწევთ შეფასება და არა ობიექტური კრიტერიუმებით.

რო შევთანხმდეთ?
მეცნიერებიც და ფეისებიც.

აი უყურე, თუკი პრიზი გადაეცემა ავტორს "კაცობრიობის სახელით" მაშინ აქ აკადემიურობა მეორე პლანზე უნდა იყოს გადაწეული, და შესაბამისად ტაჩსკრინის მომგონს უპირატესობა უნდა მიენიჭოს პლაზმურიბეტატრონის კვაზარების აღმრიცხველის გამომგონებელთან შედარებით.

ანუ გამოგონების პრაქტიკული ასპექტი პრიორიტეტული უნდა იყოს.
Starsailor
Golden Brown Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11522
წევრი No.: 15245
რეგისტრ.: 9-December 05

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 11:52  #29338552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნიჟარაძის მეტი ვერავინ მოიგებს. ასე რომ დაივიწყეთ ეგ იდეა


--------------------
We could plant a house
We could build a tree
I don't even care
We could have all three

axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21942
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 12:02  #29338627      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
cybervirtual
QUOTE
იდეა კარგია მაგრამ
QUOTE
ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი
ინტერნეტ გლობალური ქსელი
ტაჩსკრინი
ბეტონის პამპი
კომპ მულტფილმის

ამათ არ ყავთ 1 გამომგონებელი, ისევე როგორც კომპიუტერს,


ობიექტური პრობლემაა. მაგისთვის გვჭირდება კვალიფიციური ჯგუფი, ვინც ღირსეულს აღმოაჩენს.


QUOTE
ანუ აი მაგალითად ცელოფნის გამომგონებელი ვინაა?

აი, კამათში ჭეშმარიტება იბადება. ცელოფნის როგორც ქიმიური ნაწარმის ავტორს ვერ მივაგნებთ, მაგრამ კაცი, რომელმაც ცელოფნის თარგი და დაზგა მოიგონა შვედია, ცნობილია. იქნებ ცოცხალიც არის, სურათი მაქვს ნანახი, 10 წლის წინ მოხუცი იყო.
badriany
QUOTE
საინტერესო იდეაა...
თუმცა ვეჭვობ სათანადო რესურსი არსებობდეს ქვეყანაში.
წმინდა ფულად რესურსზე თუ ვილაპარაკებთ - 10 მილიონი საკმარისი არ იქნება. ამასთან არაფულადი რესურსის დეფიციტი უფრო მნიშვნელოვანია...
ცუდი არ იქნება თუ ვინმე კონცეფციაზე დაიწყებს მუშაობას და მერე ვნახოთ რა გამოვა.

QUOTE
ცუდი არ იქნება თუ ვინმე კონცეფციაზე დაიწყებს მუშაობას და მერე ვნახოთ რა გამოვა.

შენ დაიწყე კონცეფციაზე მუშაობა, მიდი.


UMTS
QUOTE
საქართველოში არ გამოვა მაი ამბავი,

ჩაწყობებს ვგულისხომობ,

გამოვა.
1. ჟიური იქნება საერთაშორისო
2. ბიუჯეტი იქნება წინასწარ მკაცრად გაწერილი
3. ქართველების მონაწილეობა იქნება მხოლოდ ორგანიზაციული.
* * *
QUOTE
წმინდა ფულად რესურსზე თუ ვილაპარაკებთ - 10 მილიონი საკმარისი არ იქნება.

რატო.
ვთქვათ
5 მლნ ორგანიზება
5 მლნ საპრიზო ფონდი
10 ნომინაცია
ყველა გამარჯვებულს 500000


გლობალური ყურადღება გარანტირებული გაქვს.




Categories
Awards are presented in five categories:

Industry
SMEs
Research
Non-European countries
Lifetime achievement


The jury
After an EPO panel has narrowed the entries down to a shortlist for each category, carefully checking that the related patents are still valid and all the other competition criteria are met, a high‑profile international jury nominates three inventions from each shortlist.
http://www.epo.org/news-issues/european-in...or/about-1.html
კარგი მაგალითი. მადლობა ანალგინს.

This post has been edited by axalirevolucia on 23 Jan 2012, 12:19
ElGeorgia
Ancient user


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9715
წევრი No.: 6204
რეგისტრ.: 30-August 04

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 12:17  #29338765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia
შემოსავალი რა იქნება მარტო ტურისტები?


--------------------
I dreamt all my future and relieved my past.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0307 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]