ანდერს ფოგ რასმუსენი: მომავალი თქვენს ხელშია, თქვენ გყავთ მეგობარი ნატო-ს სახითსაქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ
ნატო აგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზე დაკვირვებას და მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისათვის. რასმუსენის თქმით, ნატო-ს კარი ღიაა ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა რეფორმების და ინტეგრირების კუთხით.
„საქართველო დგას რეფორმების გზაზე და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს მძიმე და სერიოზული პროცესია. ამან ნატო-სთან დაგაახლოვათ და ეს გზა მიგიყვანთ ნატო-ს წევრობამდე. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების პროცესებისადმი. ვუყურებთ საქართველოს და ვადევნებთ თვალ-ყურს.
ოქტომბრის საპარლამენტო და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბრწყინვალე ტესტი საქართველოს დემოკრატიისათვის. იმედია, ყველა პოლიტიკური მოთამაშე პასუხისმგებლობას იგრძნობს ამ პროცესებში. მომავალი თქვენს ხელშია. თქვენ გყავთ მეგობარი ნატო-ს სახით“, - განაცხადა რასმუსენმა.მისივე თქმით, საქართველოში კიდევ ერთხელ ვიზიტი მისთვის სასიამოვნო იყო.
http://www.for.ge/view_from.php?from_id=55...ri+nato-s+saxiTსწორს ამბობს ადრესი, მომავალი ჩვენს ხელშია. ამიტომ ვალდებულები ვართ, ოქტომბერში ჩავატაროთ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, ის პოლიტიკოსი რომელიც საქართველოს ამ ისტორიულ შანსს მოუსპობს და პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენებს, ყველაზე დიდი მოღალატე და ქვეყნის გამყიდველი იქნება.
ამიტომ მოუხმეთ გონებას და ხელი არ წაგიცდეთ არჩევნების გაყალბებისკენ.
This post has been edited by Georgian_90 on 6 Sep 2012, 19:09
ქართული ენა, მსოფლიოს მერვე საოცრებაა.