გამოგზავნილია: 13 Sep 2012, 18:06 #32982464 · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · icq · msn
.......................................................................................................................................... და სასულიერო პირების ტანხმობით..
ეს სხვაა და სვეტიცხოვლის ეზოში მიშა მიშას ბღავილი სხვა....
ზნეობის და სულიერების სადარაჟოზე უნდა იდგეს ეკლესია და ეს მისასალმებელია....
სააკაშვილის გობლინების სახეობა უნდა წავიდეს...
საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის გალავანზე "ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს. "”frontnews-თან საუბრისას ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირები პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ სიმპათიებს ღიად გამოხატავენ და გალავანზე დროშის აღმართვაში ეკლესიისთვის მიუღებელს ვერაფერს ხედავენ.
"აქ უკანონო ან მიუღებელი არაფერია. სინოდის გადაწყვეტილება პატივსაცემია, მაგრამ ის, რომ ქვეყანაზე გული შეგვტკივა, არ ნიშნავს, რომ ტაძარი პოლიტიზირებულია. მთლიანად ეკლესია თავისი მრევლით "ქართული ოცნების” მარდამჭერია. ჩვენი მრევლიც ამ პოზიციას იზიარებს და მომავლის იმედი აქვს. ვფიქრობთ, რომ ახალი ცხოვრებისთვის აუცილებელია ხელისუფლების გამოცვლა”,- განუცხადა "frontnews”-ს ტაძარში მოღვაწე მამა გიორგიმ.
რაც შეეხება ტაძრის წინამძღვრის, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილის პოლიტიკურ პოზიციებს და იმას, ახდენს თუ არა იგი ზეგავლენას მრევლზე, მამა გიორგის თქმით, მამა ტარიელს ბიძინა ივანიშვილის აქციებზე დასწრებისკენ მრევლისთვის არასდროს მოუწოდებია.
"მას არასდროს უთქვამს ვინმესთვის, მე აქციაზე მივდივარ და შენც წამოდიო. ამისკენ არავის მოუწოდებს. მას გავლენა მხოლოდ მრევლის სულიერ ცხოვრებაზე აქვს”, აღნიშნა მამაომ და დასძინა, რომ "ეს დროშა დიდი ხანია, აქ არის და საკვირველია, არჩევნების წინ რატომ გაახსენდა ყველას?!”.
ცნობისთვის, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა ტარიელს მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა შესთავაზა, თუმცა ამას პატრიარქი შეეწინააღმდეგა.
თავად მამა ტარიელი "ქართული სიტყვისთვის” მიცემულ ინტერვიუში მსგავს შეთავაზებას უარყოფს.
"ასეთი რამ პირველად მესმის. დამერწმუნეთ, რომ შემოეთავაზებინა, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერ შემოთავაზებას დავთანხმდე! უარს არ ვიტყოდი არა იმიტომ, რომ დეპუტატობა მინდა, ჩავთვლიდი, რომ სამშობლოს სამსახურში ჩადგომა მთხოვეს და ამას რა ფორმით გავაკეთებ, მნიშვნელბა არ აქვს. დეპუტატად კი არა, თუ ქვეყანას დასჭირდა, პრეზიდენტადაც წავალ! ისე კი, მღვდლობა ღვთისაგან ბოძებული ყველაზე დიდი მადლია”,- აღნიშნავს მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, კრძალავს თუ არა დეპუტატობას საეკლესიო კანონი, მამაომ განაცხადა, რომ "ეს უფრო პატრიარქზეა დამოკიდებული”.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისში გამართულ აქციაზე სხვა სასულიერო პირებთან ერთად მამა ტარიელიც იმყოფებოდა.
This post has been edited by შაქროII on 13 Sep 2012, 18:12
--------------------
ეპიზოდები ჯერ კიდევ ბევრია
მეტი ეპიზოდი ხალხს პ.ს.
|