forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მდგომარეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ლექტორთა დისკრიმინაცია და პოლიტიკური დევნა
 
რა გამოსავალს ხედავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში შექმნილი მდგომარეობიდან?
გადადგეს თანამდებობიდან უნივერსიტეტის რექტორი [ 30 ]  [21.43%]
დაინიშნოს ახალი, გაფართოებული აკადემიური საბჭოს არჩევნები [ 15 ]  [10.71%]
ხელისუფლების მიერ დაინიშნოს უნივერსიტეტში დროებითი მმართველობა [ 6 ]  [4.29%]
უნივერსიტეტში შევიდეს ფინანსური პოლიცია და პროკურატურა [ 40 ]  [28.57%]
რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს გამოეცხადოს მადლობა და დაჯილდოვდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით [ 30 ]  [21.43%]
სხვა [ 5 ]  [3.57%]
არ ვიცი [ 14 ]  [10.00%]
Total Votes: 140
  
bochormeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4859
წევრი No.: 36114
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 10:35  #35436900      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩვენ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, თავს ვალდებულად ვთვლით საგანგებო განცხადებით მივმართოთ საზოგადოებასა და რექტორს უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ორშაბათს 4 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სემესტრი იწყება. ჩვენ ვაპირებთ შევიკრიბოთ 13 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და გავაპროტესტოთ თსუს ადმინისტრაციის საქმიანობა.

http://www.facebook.com/events/428345900584274/

http://netgazeti.ge/GE/105/Life/12586/

2012.09.05
ლექტორები აცხადებენ, რომ თსუ–დან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს
განათლება,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილი, მათ შორის ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, ჩატარებული კონკურსის შედეგად, უნივერსიტეტს მიღმა აღმოჩნდა. ლელა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ფაქტს უნივერსიტეტში ანდრო ბარნოვის გამოჩენასა და პოლიტიკური ნიშნით წმენდას უკავშირებს.
"ჩემს ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი შემოატანინეს თავიანთი ბოლშევიკური არმიიდან ერთ–ერთს და გამაგდეს უნივერსიტეტიდან. ჩემს ადგილზე დანიშნეს კახა ქეცბაია, რომელიც ვერანაირი კრიტერიუმით ჩემი კონკურენტი ვერ იქნება. ის იყო ფილოსოფიის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილე და მას იქიდანაც გამოაყრევინეს ფილოსოფოსები. მას უნივერსიტეტის ნაცვლად კერძო კანტორა აქვს დამთავრებული და არა აქვს არანაირი კვალიფიკაცია. ის მოიყვანეს ჩემს ადგილას," – განუცხადა ლელა გაფრინდაშვილმა "ნეტგაზეთს".
როგორც ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, ის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2000 წლიდან მუშაობდა, ბოლო წლებში კი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იყო.

"ჩემი გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზეზით მოხდა. ეს ადამიანი რომ ყოფილიყო ჩემი კონკურენტი, ჩემზე მეტი სტატიები რომ ჰქონოდა გამოქვეყნებული, მეტი სალექციო კურსი ჰქონოდა წაკითხული, მეტი პროექტები ჰქონოდა შესრულებული, ვიტყოდი, რომ ჩემი კონკურენტია", – მიაჩნია ლელა გაფრინდაშვილს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასოცირებულ პროფესორთან, ლელა გაფრინდაშილთან, სამწლიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომელიც მიმდინარე წელს ამოიწურა და აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

"ძველი დეკანი, ეტყობა, ვერ იყო სათანადო ბოლშევიკი, ამიტომ ბარნოვი მოიყვანეს, ეს კი "ჩისტკას" იწყებს," – ამბობს ლელა გაფრინდაშილი. ის ამ ეტაპზე აპირებს უნივერსიტეტის რექტორისგან მოითხოვოს განმარტება, თუ რის საფუძველზე მოხდა მისი დატოვება კონკურსს მიღმა და რა უპირატესობის გამო შეირჩა მისი კონკურენტი. ამის შემდეგ ლელა გაფრინდაშვილი იურისტთან კონსულტაციის გავლას და სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კონკურსს მიღმა დარჩა ჟურნალისტიკის მიმართულების ლექტორი, ასისტენტ პროფესორი ხათუნა ჩარკვიანი. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1994 წლიდან ასწავლიდა და ბოლო დროს კითხულობდა სალექციო კურსს, რომელთა შორის იყო პიარი და მედია, სოციალური საკითხების გაშუქება, ბავშვთა საკითხების გაშუქება, ჟურნალის წარმოება და გაზეთის წარმოება.

ხათუნა ჩარკვიანმა 4 სექტემბერს შეიტყო, რომ მან კონკურსის პირველი ეტაპი ვერ გადალახა და ზეპირ გასაუბრებაზე
ვერ გავიდა. მან უკვე მიწერა წერილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს ანდრო ბარნოვს და მისგან მოითხოვა ოფიციალური განმარტება, თუ რატომ დაიწუნეს ასისტენტ–პროფესორის პოზიციაზე.

"როცა ოფიციალური პასუხი მექნება, ამაზე ღიად მერე ვილაპარაკებ, თუმცა რაღაც ეჭვები მაქვს, რატომაც არ მოხდა ჩემი კონკურსის მეორე ეტაპზე გადაყვანა. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტიურობას", – განუცხადა ხათუნა ჩარკვიანმა "ნეტგაზეთს".

ხათუნა ჩარკვიანი რამდენიმე თვის წინ პარტია "განახლებული საქართველოს" წევრი გახდა, მას შემდეგ კი, რაც აღნიშნულმა პარტიამ არჩევნებზე რეგისტრაცია ვერ გაიარა, ის შეუერთდა "ქართულ დასს", რომელთან ერთადაც მონაწილეობს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ხათუნა ჩარკვიანი სწორედ "ქართული დასის" პარტიული სიით იყრის კენჭს არჩევნებზე.

ხათუნა ჩარკვიანი ამბობს, რომ მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჯერ კიდევ 2012 წლის მარტში შრომითი ხელშეკრულება ცალმხრივად შეუცვალა და გაუნახევრა როგორც სალექციო საათები, ისე ანაზღაურება. ამის შესახებ მან მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა ბანკომატიდან კუთვნილ ხელფასს იღებდა.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის უკვე ყოფილი ლექტორი დამატებითი განცხადების გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, რაც უნივერსიტეტიდან მიიღებს ოფიციალურ პასუხს, თუ რის გამო დაიწუნეს კონკურსზე.

"ნეტგაზეთი" შეეცადა დაკავშირებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ანდრო ბარნოვს და მისგან მოესმინა განმარტებები ბრალდებეზე, თუმცა, მასთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა მამაგულიშვილმა "ნეტგაზეთს" განუცხადა, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ოფიციალური შედეგები არ გამოქვეყნებულა.

"წინასწარ რაიმე განცხადების, ან კომენტარის იმაზე გაკეთება, რისი შედეგიც არ არის ცნობილი, აბსურდულია. თვითონ საიდან იციან, რომ კონკურსი ვერ გაიარეს? საიდან გაიგეს? ხომ არ დაესიზმრებოდათ? შედეგი ჯერ არ დადებულა. შეხვერაზე ვარ და ამდენ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ", – განუცხადა ნანა მამაგულიშვილმა "ნეტგაზეთს".

უნივერსიტში ლექტორთა კონკურსის მიღმა დარჩენას უკვე აპროტესტებს სტუდენტური მოძრაობა "ლაბირატორია 1918".

საკითხის ისტორია
http://live.ge/interview-17
ლელა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ მისი დათხოვნა პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო და მის ვარაუდებს ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენიც, რომელმაც ბათილად ცნო კონკურსის შედეგები. ლელა გაფრინდაშვილი ახალი კონკურსის დანიშვნას სასამართლოს განაჩენის მიხედვით 21 დღის ვადაში ელოდება.

***

http://www.for.ge/view.php?for_id=18294&cat=3

როგორ დააბრუნეს თსუ-ში ნოდარ ხადური და დავით ნარმანია

მარიამ თოდაძე
2012-11-05 11:25:53

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწუნა. მაშინვე ითქვა, რომ პროფესორ-მასწავლებლები პოლიტიკური ნიშნით დატოვეს უნივერსიტეტის გარეთ და ეს თემა სხვათა შორის, მედიაშიც საკმაოდ პოპულარული იყო... რამდენიმე დღის წინ კი აღმოჩნდა, რომ კვიტაშვილის მიერ დაწუნებული ორი მინისტრი, ნოდარ ხადური და დავით ნარმანია უცებ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და სრული პროფესორების თანამდებობებზე დაამტკიცეს.

როგორ ტარდება პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსები და ამ კუთხით რა პოლიტიკა ტარდება ამ თემებზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი მაია გიორგობიანი გვესაუბრება.

ქალბატონო მაია, დღეს ბევრს ლაპარაკობენ, რა ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. განსაკუთრებით საინტერესოა კონკურსების თემა, რადგან ფაქტობრივად, ამ კონკურსების შედეგად კომპლექტდება უნივესიტეტი პროფესორ-მასწავლებლებით. შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე?

- უნივერსიტეტში კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე ტარდება და ვინც გაიმარჯვებს, ისინი ხდებიან არჩეული პროფესორები. არსებობს სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ა.შ. ეს საშტატო ერთეულები მიბმული უნდა იყოს საათების რაოდენობაზე - რამდენი საათიცაა თითო საგანში, ამის მიხედვით... თუმცა ეკონომიის მიზნით ნაკლებ ადგილებს აცხადებენ საკონკურსოდ, ვიდრე საჭიროა.

პირველი კონკურსი უნივერსიტეტში გია ხუბუას მოსვლას უკავშირდება. 2006 წელს, ასე თუ ისე, რაღაც პრინციპების გათვალისწინებით ჩატარდა კონკურსი.

როცა ხუბუა უნივერსიტეტში მოვიდა, მაშინ პრორექტორი იყო ავთანდილ სილაგაძე, ხოლო ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი - მიხეილ ჯიბუტი. ავთანდილ სილაგაძემ და მიხეილ ჯიბუტმა მალევე დატოვეს თანამდებობები, რადგან არ დაეთანხმნენ ხუბუას პოლიტიკას.

შემდეგ რა ხდებოდა?

- ხელოვნურად შემცირდა საათები, საგნები ამოიღეს სპეციალურად, რაკი საშტატო ადგილები საათებზე იყო მიბმული. მიუხედავად ამისა, საათებსაც კი აღარ უყურებდნენ, მიკერძოებულად აცხადებდნენ კონკურსებს. 2009 წელს ჩატარდა ისეთი კონკურსი, რომლის მსგავსიც ალბათ არსად არაფერი არ მომხდარა.

კონკურსი გერმანელმა მრჩეველმა იოჰენ ციმერმანმა ჩაატარა. ციმერმანისა და მაშინდელი ადმინისტრაციის ინიციატივით გამოცხადდა ვაკანსიები მხოლოდ და მხოლოდ სიმპათია-ანტიპათიის შესაბამისად. ეს დღემდე დისბალანსს იწვევს სასწავლო პროცსში. იქ, სადაც ნაკლები ადგილი იყო და მეტი პროფესურა მიიღეს, მერე ადგნენ და სხვა სპეციალობებში აკითხებდნენ საგნებს - მათი წაკითხული საგნები, გასაგებია, რამდენად დააკმაყოფილებდა სტუდენტების სწავლის ხარიხს.

როგორც უკვე ვთქვი, 2009 წელს, როდესაც ძალზე სამარცხვინო კონკურსი ჩატარდა, შედეგები სასამართლოში გავასაჩივრეთ. მოსამართლე თინათინ შავერდაშვილმა ოქმის გარეშე ისიც აღნიშნა, თქვენ მართლები ხართო, მაგრამ შემდეგ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოგვიტანა. მაშინ, დაახლოებით, 20-ზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელმა გავასაჩივრეთ კონკურსის შედეგები.

მკითხველს შევახსენოთ როგორ ჩატარდა ეს კონკურსი...

- ორდღენახევარში გამოცხადდა შედეგები, მაშინ, როდესაც მთელი თვე უნდა გაგრძელებულიყო. წარმოუდგენელია, როგორ შეეძლოთ ამ დროში 180-მდე კაცის ნამუშევრის წაკითხვა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თითო ნაშრომი მინიმუმ 80 გვერდიანი მაინც იყო..

არ ვიცი, ციბერმანი იმიტომ დანიშნეს, რომ თავიდან აეცილებინათ პასუხისმგებლობა და მას დაბრალებოდა ყველაფერი თუ – რა მოტივით. თვითონვე აღიარა სასამართლოზე, ვისი გვარებიც ვიცოდით, იმის ნაშრომს წაკითხვა რად უნდოდაო. ერთ-ერთ სხდომაზე რა თქვა იცით ციბერმანმა? - როდესაც ჰკითხეს, რა ენაზე წაიკითხეთ ნაშრომებიო - ვისაც სქელტანიანი ნაშრომი ჰქონდა, ჩავთვალეთ, რომ მას უკეთესად ჰქონდა ნამუშევარიო!

უამრავი დარღვევა იყო და თვითონ წევრებიც აღიარებდნენ, მაგალითად, რომ არ უნდა ყოფილიყო კონკურსანტების საბუთები გახსნილი. ერთმა წევრმა თქვა – გახსნილი გვხვდებოდაო, მეორე ამბობდა – ჩვენ თვითონ ვხსნიდითო და ა.შ...

ვაკანსიები დარჩა მაშინ, როდესაც მთელი რიგი გამოცდილი სპეციალისტები გარეთ დატოვეს.

არსებობს კომისიის მუშაობის წესი. ჩვენ, პროფესორებს შეგვაქვს ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომლის მიხედვითაც უნდა შევფასდეთ. თუ კომისიაში დარგის სპეციალისტი არ გყავს, წარმოუდგენელია, როგორ უნდა შეგიფასოს ნაშრომი. ზოგიერთ პროფესორს სახელმძღვანელო ჰქონდა შეტანილი, ზოგს – მონოგრაფია, ესენი გაცილებით მოცულობითია, 500-800 გვერდზეა ლაპარაკი. ეს ხომ უნდა წაიკითხოს კომისიის წევრმა და დადოს დასკვნა?

კომისიის წევრები ვინ იყვნენ?

- კომისიაში იყვნენ იოსებ არჩვაძე, ქეთევან ლაფაჩი და თამარ ბერუჩაშვილი. ბერუჩაშვილმა ხელი არ მოაწერა და საერთოდ უარი თქვა კომისიის წევრობაზე. როგორც ჩანს, მაშინაც არსებობდნენ ხელისუფლებაში ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე ხელს არ აწერდნენ.

გამოდის, რომ აბსოლუტურად ყველაფერი პოლიტიზირებული იყო?

- რა თქმა უნდა. ორჯერ დავრჩი გარეთ და დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ იცოდნენ არ ვიყავი ხელისუფლების მხარდამჭერი.

დეკანებიც ამ ნიშნით ირჩეოდნენ?

- მაგალითად, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე მოიყვანეს აკაკი ხელაძე და დასვეს ისე, რომ ის უნივერსიტეტელი არ არის - სრულმა პროფესორებმა გამოუცხადეს ნდობა და აირჩიეს. იგივე შეიძლება ითქვას ანდრო ბარნოვზეც...

მარტო ეს პრობლემა კი არ იყო, საგნების „პრივატიზება“ ხდებოდა. მაგალითად, ეკონომიკური ინფორმატიკის კათედრის საგანი წამოიღეს ბუღალტერიის კათედრაზე. შემდეგ ამ საგნის წაკითხვაზე კონკურსი გამოაცხადეს. ხელაძის წინამორბედმა ელენე ხარაბაძემ თავისი ფავორიტი თეა მუნჯიშვილი გაიყვანა კონკურსზე. როდესაც საკონკურსო კომისიის სხდომაზე ხარაბაძეს ვკითხე, ეს რატომ მოხდა, მითხრა - საგანი მაშინდელმა კათერდის გამგემ, მურთაზ მაღრაძემ მომცაო. არ მესმის რას ნიშნავს „საგანი მომცა“! თუ მუნჯიშვილს კათედრასთან კონფლიქტი ჰქონდა, პრობლემა ასე უნდა გადაწყვეტა? მაშინ, კომისიის თავმჯდომარემ იაკობ მესხიამ საკონკურსო კომისიის შემაჯამებელ ოქმში დააფიქსირა, რომ ამ საკითხის დამატებითი განხილვა იყო საჭირო, მაგრამ რა თქმა უნდა, არავის არ განუხილავს.

პრობლემა საიდან დაიწყო, იმის გარდა, რომ ხუბუა მოვიდა უნივერსიტეტში?

- პრობლემა იმით დაიწყო, რომ 102 კაციანი აკადემიური საბჭო 12 კაცამდე შეამცირეს - თქვეს, რომ თითქოს, უფრო მობილური გახდა, მაგრამ მობილური კი არა, უფრო ადვილად მართვადი გახდა ნაციონალური მოძრაობისთვის. თანაც, ამ საბჭოში გაიზარდა ისეთი წევრების რაოდენობა, ვისაც პარლამენტთან ჰქონდა კავშირი.

აკადემიური საბჭო სამეცნიერო ორგანოა და ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს. აკადემიური საბჭო ირჩევს უნივერსიტეტის რექტორს და წარმოიდგინეთ, სად 12 კაცი რომ აირჩევს და სად 102.

ყველაზე საინტერესო რა არის იცით? უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანეს - გადაწყვიტეს, რომ რექტორს არ სჭირდება სამეცნიერო ხარისხი, მთავარია ის იყოს კარგი მენეჯერი, მაგრამ რექტორი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეც რომ არის, ეს დაავიწყდათ.

დღესაც ასეა, აკადემიურ საბჭოს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც სამეცნიერო ხარისხი არ აქვს, სანდრო კვიტაშვილზე მაქვს ლაპარაკი.

საკონკურსო კომისიის წევრებზე რას იტყვით, მათაც მხოლოდ მენეჯერობა მოეთხოვებათ?

- 2012 წელს ბიზნესისა და ეკონიმიკის ფაკულტეტის საკონკურსო კომისიაში ისეთი წევრებიც შეიყვანეს, რომლებსაც სამეცნიერო ხარისხი არ გააჩნდათ.

კონკურსი როგორ ჩატარდა? იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც მაშინ მედიაში ვრცელდებოდა, მაშინაც მოხდა პროფესორების პოლიტიკური ნიშნით გაცხრილვა...

- კომისიის თავმჯდომარე იყო აკაკი ხელაძე, ამჟამინდელი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი. მაგალითად, კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო ალექსანდრე ჯეჯელავა. აკადემიურმა საბჭომ საკონკურსი კომისიის შემაჯამებელი ოქმი 13 აგვისტოს დაამტკიცა. სექტემბერში კი გაირკვა, რომ ჯეჯელავა დოქტორანტიც კი არ ყოფილა და თსუ-ში დღეს დოქტორანტურაში სწავლობს.

კომისიის წევრმა, რომელიც დოქტორიც კი არ იყო, აირჩია სრული და ასოცირებული პოროფესორები და მხოლოდ ამის შემდეგ გაუჩნდა სურვილი, რომ დოქტურანტურაში ესწავლა. მაშინვე გაავაპროტესტე, მივწერე რექტორსაც ადმინისტრაციის უფროსსაც, მაგრამ, უშედეგოდ.

ეს იმ კონკურსზეა საუბარი, ნოდარ ხადური და დავით ნარმანია, კიდევ სხვები გარეთ რომ დატოვეს?

- ბოლო კონკურსის შემდეგ დარჩა ვაკანსიები. კონკურსის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ხელახალი კონკურსი გამოცხადდა, მაგრამ იმ ვაკანსიებზე კი არა, რაც დარჩენილი იყო, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიეს.

მაგალითად, მენეჯმენტის კათედრაზე არ დარჩენილა ვაკანსია, მაგრამ კონკურსი გამოცხადდა. როდესაც დეკანს ვკითხე, ასე რატომ მოხდა, მიპასუხა, კომისიის წევრებმა იმსჯელეს და დაადგინეს, რომ დავით ნარმანიასა და გია ღაღანიძეს ერთნაირი შეფასება ჰქონდათ და ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ვაკანსიის გამოცხადებაო.

ბუნებაში ორი ერთნაირი დონის მეცნიერი არ არსებობს. თუ მენეჯმენტის კათედრას ორი სრული პროფესორი სჭირდებოდა, მაშინ ეს თავის დროზე უნდა გამოეცხადებინათ. სტატისტიკის კათედრაზე დარჩა ორი ვაკანსია და კონკურსი დღემდე არ გამოცხადებულა. მარკეტინგზეც დარჩა ვაკანსია, იქაც არ არის გამოცხადებული. ინფორმატიკის კათედრაზე კი ყველა ადგილი ვაკანტურია.

როდესაც ბატონი ნოდარ ხადური დატოვეს გარეთ (მიუხედავად იმისა, რომ მას ნამდვილად ეკუთვნოდა სრული პროფესორის პოზიცია. იგივეს ვიტყვი დავით ნარმანიაზეც) და რექტორს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ეს პოლიტიკური დევნის შედეგი იყო თუ არა, მან უპასუხა, რომ ნოდარ ხადური არ აკმაყოფილებდა ამ პოზიციის მოთხოვნებს.

29 ოქტომბერს დასრულდა მეორე კონკურსი ვაკანტურ ადგილებზე და ორივე, ნოდარ ხადურიც და დავით ნარმანიაც დღეს სრული პროფესორები არიან, რასაც გულწრფელად ვულოცავ. თუმცა კითხვა მაქვს, თუ ერთი თვის წინ ამ პოზიციას ვერ აკმაყოფილებდნენ, მაგალითად, ნოდარ ხადური და იაკობ მესხია, რა გააკეთეს ამ ერთ თვეში ისეთი, რომ მისაღებები აღმოჩნდნენ? ასეთი კითხვაც მაქვს - წინა კომისია იყო ტენდენციური თუ ახლანდელი კომისია ტყუის? თუ იმ კომისაიამ კარგად ვერ იმუშავა, მისი თავმჯდომარე ხომ დღესაც ჩვენი დეკანია, პასუხი არავინ არ უნდა აგოს? ან აუცილებელია, მინისტრი გახდე, რომ უნივერსიტეტში შენზე აზრი შეიცვალონ?

გარეთ დატოვეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ავთანდილ სილაგაძე, პროფესორი ბიკენტი გაბიძაშვილი, რომელიც დღევანდელ საქართველოში სტატისტიკის მეტრად შეიძლება ჩაითვალოს, პროფესორი მერაბ ხმალაძე და სხვები.

ასე მოკლე დროში როგორ მოახერხეს, რომ ახალი მინისტრები უნივერსიტეტში დააბრუნეს?

- როდესაც პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, კვიტაშვილს და ხელაძეს გაუჩნდათ განცდა, რომ შეიძლებოდა ქვეყანაში რაღაც შეცვლილიყო. შემდეგ კონკურსზე საბუთების მიღება 5 ოქტომბერს მთავრდებოდა, როდესაც უკვე სრულიად გასაგები იქნებოდა, ვინ მოვიდოდა ხელისუფლებაში. ეჭვი მაქვს, პოლიტიკური სიტუაცია რომ არ შეცვლილიყო, ჩვენი მინისტრები ისევ გარეთ დარჩებოდნენ.

თუ ისევ ასე გაგრძელოდება, უნივერსიტეტში კონკურსების ჩატარებას აზრი არ ექნება. უკვე დიდი ხანია, ვისაც საჭიროდ თვლიან ირჩევენ აკადემიურ თანამდებობებზე, ვისაც არა - არა.

თუ ვერ ვასწავლით და მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებთ, მაშინ რატომღა გვიწვევენ და მოწვეული პროფესორის სტატუსით რატომ გვატარებინებენ ლექციებს, აქვს ამას ლოგიკური ახსნა?

http://maestro.ge/?address=uc&id=43630&page=1

This post has been edited by bochormeli on 3 Mar 2013, 14:24
vaho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6028
წევრი No.: 17198
რეგისტრ.: 14-February 06

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 10:56  #35437031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საქართველოში არსებული ყველა უნივერსიტეტი უნდა დაიხუროს, ჩატარდეს დეზინფექცია - დეგაზაცია, დაქლორვა და შემდეგ გაიხსნას ახალი, კონკურსების საფუძველზე...
tsurkava
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8957
წევრი No.: 58072
რეგისტრ.: 10-April 08

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 10:59  #35437054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
უნივერსიტეტში შევიდეს ფინანსური პოლიცია და პროკურატურა


!!!


--------------------
ამ ყველაფერს ვაჟა ბშაველაზე კაიფობთ ტქვენ ვერ ხართ???? ვაჟა ამხელა კაცი იყო და რა სჭირს თქვენი დასაცინი?? ქართველი ამას არ იკადრებდა რაა!!!!!!!!!! © japman

mandili ikargeba da qartvelebi nelnela vemzgavsebit amerikel chlung cxovelebs © tarxno @youtube.com
უსათა-უროდი © Manchester.
bochormeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4859
წევრი No.: 36114
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 11:03  #35437073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
27.02.2013
კონფლიქტი თსუ-ს პროფესორებსა და საკონკურსო კომისიას შორის
სტატიები

სოფო აფციაური

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი 9 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, მასში მონაწილე პროფესორებმა, რომლებმაც კონკურსის ეტაპები ვერ გადალახეს, უნივერსიტეტის რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს, განცხადებით მიმართეს.

განცხადებაში საუბარია, კომისიის თავმჯდომარისა და მისი წევრების მიერ არაობიექტურ და უსამართლო ქმედებებზე, რის გამოც, პროფესორებმა რექტორს სთხოვეს, რომ აკადემიურ საბჭოს არ დაემტკიცებინა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება.

„კონკურსში მონაწილე პროფესორები აღშფოთებული ვართ კომისიის თავმჯდომარის, მაია მარგველაშვილის, და კომისიის ზოგიერთი წევრის მიზანდასახული დანაშაულებრივი ქმედებებით. აშკარად გამოხატულია უსამართლობა, მიკერძოებისა და სრული განუკითხაობის ფაქტები“- წერია განცხადებაში და პუნქტობრივადაა ჩამოთვლილი ის პროცედურული დარღვევები, რასაც, პროფესორების აზრით, კონკურსის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

კერძოდ, საუბარია, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაზე, რომელიც, კონკურსის მონაწილეების თქმით, დაკომპლექტებული არ იყო ყველა საკონკურსო პოზიციაზე შესაბამისი დარგის სპეციალისტებით.

მაგალითად, საერთაშორისო ბიზნესის კათედრიდან მონაწილეობდა კათედრის გამგე, სრული პროფესორი თეიმურაზ შენგელია და იაშა მესხია, ხოლო მარკეტინგისა და ინფორმატიკის მიმართულებით შესაბამისი დარგის სპეციალისტები არ მონაწილეობდნენ: „მესხია კონკურსანტებს მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, სტატისტიკის, ინფორმატიკის და სხვა საკონკურსო პოზიციებზეც აფასებდა, რაც უხეშ დარღვევად მიგვაჩნია“, - აღნიშნავენ პროფესორები.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კომისია დაკომპლექტებული უნდა იყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებითა და ექსპერტებით.

განცხადებაში ასევე წერია, რომ კომისიის ერთ-ერთი წევრი, მარკეტინგის სრული პროფესორი ნუგზარ თოდუა, თავმჯდომარე მაია მარგველაშვილმა იმის გამო მოხსნა, რომ ის თოდუამ კონკურსანტ ნანა კაციტაძის მიმართ განსაკუთრებულ ლობირებაში დაადანაშაულა.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ნუგზარ თოდუას კონკურსიდან მოხსნა ინტერესთა კონფლიქტის გამო მოხდა, რადგან კონკურსში მისი მეუღლე მონაწილეობდა.

გარდა ამისა, პროფესორების განცხადებით, იურისტი ვასილ ბარამიძე, რომელიც პროცედურული დარღვევებისა და არასამართლიანობის აღკვეთის მიზნით მონაწილეობდა კომისიაში, პარალელურად ხმის უფლებითაც სარგებლობდა: „მიგვაჩნია, რომ მის ხმას საკმაოდ „ეფექტიანად“ გამოიყენებდნენ დაინტერესებული კომისიის თავმჯდომარე და ზოგიერთი კომისიის წევრი „სასურველი“ კონკურსანტების მხარდასაჭერად“,- აღნიშნავენ განცხადების ავტორები.

პროფესორები ასევე გასაუბრების დროს გამოვლენილ ხარვეზებზეც საუბრობენ, მათი თქმით, მაია მარგველაშვილი, კომისიის წევრი იაშა მესხია და კომისიის მდივანი მათ ბუნდოვან და დაუზუსტებელ შეკითხებს უსვამდნენ.

„გასაუბრების დროს მაია მარგველაშვილმა ბოლომდე საუბარიც არ მაცადა, როგორც კი ჩემს სამეცნიერო კონცეფციაზე დავიწყე ლაპარაკი, გამაჩერა და მითხრა, რომ ჩემ მიერ მიტანილი 3 სილაბუსიდან, 2-ში ლიტერატურა ერთმანეთს ემთხვეოდა. არადა, შემიძლია დავამტკიცო, რომ ეს ცრუ ბრალდებაა“, - აღნიშნავს თსუ-ს სრული პროფესორი ლალი ხიხაძე „ლიბერალთან“ საუბრისას.

განცხადებაში ასევე საუბარია, რომ ლალი ხიხაძესა და კომისიის წევრს, იაშა მესხიას შორის ინტერესთა კონფლიქტი არსებობდა, რის შესახებაც ხიხაძემ უნივერსიტეტის რექტორს კონკურსის დაწყებისთანავე აცნობა.

„იაშა მესხიას მიმართ უამრავი პრეტენზია მქონდა, რის შესახებაც ალექსანდრე კვიტაშვილმა კარგად იცოდა.

2012 წელს რექტორთან შრომითი ვალდებულებების დარღვევაში ვამხილე და, შესაბამისად, ეჭვი მიჩნდება, რომ მესხიას კომისიაში დანიშვნა, ჩემთვის ანგარიშსწორების მიზნით მოხდა“,- ამბობს ლალი ხიხაძე.

აღსანიშნავია, რომ კომისიის დაკომპლექტებისას, კომისიის წევრებსა და კონკურსანტებს შორის ინტერესთა კონფლიქტის არსებობა დაუშვებელია. გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ შემაჯამებელ ოქმს ხელს არ აწერს კომისიის 2 წევრი: სრული პროფესორი სიმონ გელაშვილი და თემურ შენგელია. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესის 22–ე პუნქტის მიხედვით კი აკადემიური საბჭოს დასამტკიცებლად შემაჯამებელ ოქმს ხელს უნდა აწერდეს კომისიის ყველა წევრი. ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნული განცხადება წაიკითხა, თუმცა კონკურსის შედეგები მაინც დადებითად შეაფასა.

„ლიბერალი“ კონკურსში დამარცხებულ რამდენიმე პროფესორს გაესაუბრა. ლამარა ბერიძე თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში(თეუსუ) მისი დაარსების დღიდან კათედრის გამგედ მუშაობდა. როდესაც მთავრობის დადგენილებით თეუსუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა, ლექტორებს განუცხადეს, რომ ზაფხულში კონკურსი ჩატარდებოდა და მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ.

თუმცა, კვიტაშვილის რექტორად დანიშვნის შემდეგ, ლამარა ბერიძეს ასოცირებული პროფესორის სტატუსი შეუწყდა და უნივერსიტეტში ლექციების მხოლოდ რამდენიმე საათი დაუტოვეს. „დავკარგე სტატუსი, საგრძნობლად შემიმცირდა ხელფასი, იქამდე 2000-2500 ლარს ვიღებდი, საათობრივად კი 750 ლარი მქონდა. სწორედ ამიტომ, ჩემი ხელმძღვანელობით, 100-კაციანი ხელმოწერები შევაგროვე, კონკურსის გამოცხადებამდე სტატუსისა და ხელფასის შენარჩუნების მოთხოვნით, თუმცა რექტორის მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია. მეტიც, მეორე სემესტრიდან გამოგვიცხადეს, რომ ჩვენ მიმართ ვალდებულება მხოლოდ ერთი სემეტრი ჰქონდათ აღებული და საათების მოცემაზეც უარს მეუბნებოდნენ“,- ამბობს ბერიძე, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა ასევე თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი ღაღანიძესთან. ბერიძე მას საგანმანათლებლო პროგრამის მითვისებაში ადანაშაულებს და პროკურატურაში უჩივის.

„დარწმუნებული ვარ, რომ სანდრო კვიტაშვილის დავალებით ისეთი კომისია შეიქმნა, რომ გარანტირებული ყოფილიყო ჩემი დამარცხება. ეს არის დევნა, რექტორისა და ღაღანიძის მხრიდან“- ამბობს ბერიძე და აპირებს, რომ კონკურსის შედეგები პროკურატურაში გაასაჩივროს.

შედეგების გასაჩივრებას აპირებს კონკურსის კიდევ ერთი მონაწილე გაგა გაბრიჩიძე, რომელიც კონკურსს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

„კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პირდაპირ კავშირშია კომისიის წევრ ლევან ალექსიძის ჩემ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის თვითნებური ხასიათის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპი არის სრულიად იგნორირებული. კონკურსის შედეგებს აუცილებლად გავასაჩივრებ,“- აღნიშნა „ლიბერალთან“ საუბრისას გაბრიჩიძემ.

“ლიბერალმა“ კონკრეტული შეკითხვებით უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს მიმართა. მაგალითად, ჰქონდა თუ არა იურისტ ვასილ ბარამიძეს ხმის მიცემის უფლება, თუმცა რადგან ალექსანდრე კვიტაშვილი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება, კომისიის ახსნა-განმარტება დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოგვაწოდა, სადაც აღნიშნულია, რომ ნებისმიერ პროფესორს, რომელსაც კომისიის მუშაობის ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს, შეუძლია სრული დოკუმენტაცია გამოითხოვოს და მიმართოს შესაბამის ინსტანციებს.
http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114112/

საკითხის ისტორია
http://www.pirweli.com.ge/?menuid=23&id=19676
თსუ პროფესორი რექტორს, დეკანსა და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს კონკურსის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს
თარიღი: 14:53 - 25.02.13

თსუ პროფესორი რექტორს, დეკანსა და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს კონკურსის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს
თსუ მოწვეული პროფესორი ლამარა ბერიძე უნივერსიტეტის რექტორს სანდრო კვიტაშვილს, უნივერსიტეტის დეკანს ავთანდილ ხელაძეს და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს მაია მარგველაშვილს კონკურსის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბერიძემ განაცხადა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გამოცხადებული კონკურსი არაკანონიერად ჩატარდა.
,,ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აგვისტოს თვეში გამოცხადებული კონკურსის შემდეგ ვაკანსიები დარჩენილი იყო და დეკემბრის თვეში ხელახალი კონკურსი გამოაცხადა. კონკუსრის შედეგებს აყალბებენ და რამდენიმე ადამიანს მათ შორის მეც გვბლოკავენ და გაყავთ ის ადამიანები ვინც უნდათ. მე არ სურთ, კონკურსში გავიმარჯვო, რადგან ასეთია რექტორის ბრძანება, რადგან ყველას ვაჯობე და საუკეთესო შედეგები ვაჩვენე კათედრაზე ვაკანსია დატოვეს", -განაცხადა ლამარა ბერიძემ და აღნიშნა, რომ აგვისტოში გამოცხადებული კონკურსიც არაკანონიერად ჩატარდა და საქმე სარჩენი პროკურატურაში თავად შეიტანა რის შემდეგაც დაკითხვაზე იმყოფებოდნენ უნივერსიტეტის დეკანი და კომისიის მდივანი.

,,აქამდე გაჩერებული ვიყავი, რადგან იმედი მქონდა, რომ ახალი კონკურსის გამოცხადების შემდეგ მაინც გონს მოეგებოდნენ და კონკურსში გავიდოდი, მაგრამ იმავეს აკეთებენ. იცით რამხელა შეურაცხყოფაა ეს ჩემთვის ,,თბილის ეკონომიკის ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში", 15 წელი კათედრის გამგე, სრული პროფესორი ვიყავი. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი თსუ შეუერთდა კვიტაშვილმა პირობა მოგცვა, რომ შეგვინარჩუნებდა სტატუსს, ხელფასს, თუმცა როგორ კი შევუერთდით ყველაფერი დაივიწყა და უმუშევარი დაგვტოვა ყველა", _ განაცხადა ლამარა ბერიძემ და აღნიშნა, რომ გაყალბებული კომისიის შედეგები არ უნდა დამტკიცდეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 16:00 საათზე აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც კონკურსის შედეგები უნდა დაამტკიცონ.

http://www.ghn.ge/print-84151.html

This post has been edited by bochormeli on 3 Mar 2013, 11:27
FRIDRIX
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12535
წევრი No.: 135242
რეგისტრ.: 29-August 11

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 11:08  #35437095      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს გამოეცხადოს მადლობა და დაჯილდოვდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით  [ 2 ]



--------------------
თქვენზე დესტრუქციული და ავანტიურისტი ქართულ პოლიტიკაში მეორე არ არის © Moor

Fედერალნი ოკრუგ გრუზია გუბერნატარ ბორის ივანიშვილი

"მივმართავ ყოველ ჩეჩენს რომელსაც შეუძლია ხელში იარაღის აღება მოკლას იმდენი რუსი რამდენსაც შეძლებს"

ახმად კადიროვი
ლივერმენ
صلاح الدين‎‎


********
ჯგუფი: Members
წერილები: 74298
წევრი No.: 108214
რეგისტრ.: 3-January 10

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 11:10  #35437105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მკიდია ჩაამატეთ პოლში....
mister-X
100% - ვორნი მაქვს!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1986
წევრი No.: 17808
რეგისტრ.: 3-March 06

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 11:10  #35437106      · პროფილი · პირადი მიმოწერა
წულუკიანის დიპლომის გაჟღერებასთან ხომ არ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული ? biggrin.gif


--------------------
"მკვლელებს ცოცხები გამოაძრო ივანიშვილის მთავრობამ და პატიოსან მშრომელ ხალხს გაუკეთა" @
bochormeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4859
წევრი No.: 36114
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 11:16  #35437132      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
http://live.ge/interview-17

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პროფესორ-მასწავლებელი გაათავისუფლეს. უმეტესობა მიიჩნევდა, რომ მათი დათხოვნა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტი პროფესორის, ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილის გათავისუფლება გახდა, რომელმაც, საკონკურსო კომისიის განმარტებით, კონკურსი ვერ გაიარა. ლელა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ მისი დათხოვნა პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო და მის ვარაუდებს ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენიც, რომელმაც ბათილად ცნო კონკურსის შედეგები. ლელა გაფრინდაშვილი ახალი კონკურსის დანიშვნას სასამართლოს განაჩენის მიხედვით 21 დღის ვადაში ელოდება.

ინტერვიუ ლელა გაფრინდაშვილთან
თქვენ ამბობთ, რომ უნივერსიტეტიდან თქვენი დათხოვნა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. კონკრეტულად, რა მიზეზი შეიძლება ჰქონოდა ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ამგვარ ნაბიჯებს: ანგარიშსწორება პოლიტიკური შეხედულებების გამო თუ საფრთხე, ლექტორის შეხედულებებს გავლენა არ მოეხდინა სტუდენტებზე?


ბოლოს პოლიტიკური სიტუაცია ყველას გვახსოვს, როგორი იყო: ნებისმიერი განსხვავებული აზრი აღიქმებოდა მტრულ აზრად. უნივერსიტეტშიც იყო ანალოგიური სიტუაცია. ის გარემოება, რომ მე ვიყავი, ფაქტობრივად, ერთადერთი ლექტორი, რომელიც ღიად, საჯაროდ აკრიტიკებდა ე.წ. “იუგენდების” არსებობას უნივერსიტეტში, რომელთაც ძალადობრივი, აბსოლუტურად უკანონო ქმედება განახორციელეს იმ თანატოლების მიმართ, რომლებიც ითხოვდნენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შესრულებას (კულუარებში, შეიძლება, სხვებსაც არ მოსწონდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა უკმაყოფილო იყო იმით, რაც ხდებოდა უნივერსიტეტში). მე 80-იან წლებში ვსწავლობდი და ამ ტიპის კომკავშირელებს არ მოვსწრებივარ; მაგრამ ბევრი რამ წამიკითხავს 20-30-იანი წლების კომკავშირელებზე და ეს იყო ტიპური, აგრესიული პარტნომენკლატურის ინსტრუქციებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფი უნივერსიტეტში, რომელიც ძალადობრივ, ღია, აბსოლუტურად დაუფარავ აგრესიას ახორციელებდა იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც, როგორც გითხარით, ითხოვდნენ სწავლას, სახელმძღვანელოებს, არაფერს განსხვავებულს და ისეთს, რაც ნონსენსი იქნებოდა. ეს გარემოება, რომ მე ღიად ვაკრიტიკებდი და ასევე ამას ვუკავშირებდი პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში, ბუნებრივია, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაზეც მოქმედებდა გამაღიზიანებლად. მე კონტრაქტი დამიმთავრდა თებერვალში; ეს არის პერიოდი, როცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. უკვე თებერვლიდან შევამჩნიე, რომ დაიწყეს ჩემი დევნა. ფაქტობრივად, კონტრაქტი დამიმთავრდა და აღმოჩნდა, რომ მე ხელფასს ვეღარ მივიღებდი; არაფერი ფაკულტეტმა არ გააკეთა იმისათვის, რომ მე კონტრაქტი გამგრძელებოდა; ამისთვის ფაკულტეტს უნდა ეზრუნა, ხომ? ამიტომ, მე იძულებული გავხდი, რექტორისთვის მიმემართა. რექტორთან შეხვედრა რამდენჯერმე ვერ მოხერხდა. შემდეგ გაეროსთან ერთად გავაკეთე ქალებთან დაკავშირებული გამოფენა და ეს გამოფენა უნივერსიტეტშიც გაიხსნა; სწორედ აქ მობრძანდა რექტორი; სრულიად შემთხვევით მომეცა საშუალება, მისთვის მიმემართა და დაველაპარაკე. იგი შეწუხდა ძალიან (გარეგნულად, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა) და არ ვიცი, რა მექანიზმებით, რა მოხდა, მაგრამ გამიგრძელეს კონტრაქტი ივნისამდე _ როდესაც უკვე სასწავლო პროცესი დამთავრდებოდა. შემდეგ უკვე კონკურსი იწყებოდა ჩვეულებრივ, როგორც _ დანარჩენებისთვის, ისე _ ჩემთვის და უნდა მიმეღო მონაწილეობა.
კონკურსის ძველი წესი იყო ასეთი: დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ მოგვეთხოვებოდა, იყო ჩამოწერილი ფურცელზე. ამიტომ ადამიანს, ვისაც ვაბარებდით ამ საბუთებს, ედო ეს ჩამონათვალი და, აი, მაგალითად, გეკითხებოდა: პირველი დოკუმენტი გაქვს? აბარებ... მეორე, მესამე და ა.შ. სასწრაფოდ შევიტანეთ საბუთები ძველი წესით. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ეს საბუთები ედოთ, მაგრამ ივლისში შეიცვალა საკონკურსო წესი, ჩვენ საბუთები გამოვიტანეთ უკან და ისევ შევიტანეთ.
ახალი წესები _ ეს იყო აბსოლუტურად ბოლშევიკური მეთოდები. დარწმუნებული ვარ, თქვენც ბევრი წაგიკითხავთ და მკითხველიც, რომელიც ამ ინტერვიუს ნახავს, მიხვდება, რომ ეს მეთოდოლოგია არის ტიპური ბოლშევიზმი. შეცვალეს საკონკურსო წესი, სადაც ჩამონათვალში არ იყო ერთ-ერთი დოკუმენტი _ ეს არის სილაბუსები, ანუ სალექციო კურსის გეგმა. მაგრამ დაემატა ერთი დოკუმენტი, _ანკეტა (სადაც ჩვენ ვწერთ, რა დროიდან ვმუშაობთ უნივერსიტეტში, რა სალექციო კურსს ვკითხულობთ, რა სამეცნიერო კვლევები გვაქვს, სტატიები და ა.შ.). ანკეტა რამდენიმე ბლოკისგან შედგებოდა და თითოეული ბლოკი ფასდებოდა. იქ, სადაც მე სილაბუსები ჩამოვთვალე, იმ პუნქტში იყო მინაწერი, რომ დაგვერთო კიდევაც ისინი, რასაც მე არ მივაქციე ყურადღება, რადგან ჩამონათვალში არ იყო ეს სილაბუსები; იქ ეწერა მხოლოდ ანკეტა. და იმ ჩამონათვალშიც არ არის მინიშნებული _ გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ანკეტაში მითითებული დოკუმენტები მოგეთხოვებათ. არადა, ხომ შეიძლებოდა, ყოფილიყო? ეს იყო სპეციალურად გაკეთებული, რომ ადამიანებს, რომელთა გაგდებაც უნდოდათ, ათპროცენტიანი, ოცპროცენტიანი ვარაუდით, შეიძლებოდა, გამორჩენოდათ ეს. საკონკურსო წესი ასევე ითვალისწინებდა, რომ თუ მიმღები კომისია აღმოაჩენს, რომ კონკურსანტს რაღაც დოკუმენტი აკლია, მან უნდა გააფრთხილოს კონკურსანტი და ის ვალდებულია, რაღაც ვადაში ეს საბუთები წარადგინოს. ასეთი გაფრთხილება არავის მოუცია. პირიქით. მე ძველი საქაღალდე მქონდა, რომელსაც, უბრალოდ, დავამატე ეს ანკეტა, რაც ახალი წესით მომეთხოვებოდა და სილაბუსები მეწყო ამ ანკეტაში; იმ ქალის თვალწინ, რომელიც საბუთებს იბარებდა, ეს სილაბუსები მე წამოვიღე უკან. მან არც კი მითხრა, რომ ეს სილაბუსები მე უნდა წარმედგინა. ძალიან გახარებული ჩანდა და იმისათვის, რომ ჩემი კეთილგანწყობა დაემსახურებინა, ერთ-ერთ დოკუმენტზე (რომელზეც სრული სათაური არ მეწერა) მითხრა, ისე, განდობილად, რომ დამეწერა სრული სათაური და ისე გადამეგზავნა. 26 ივლისს ხდება ეს ყველაფერი. მე იმავე დღეს მოვდივარ სახლში, ვუგზავნი მას დოკუმენტს და დამთავრდა ამით ჩემი კომუნიკაცია ამ ქალთან. შეიკრიბა კომისია, ნახეს ჩემი საბუთები და არ არის სილაბუსი. ერთი საბუთი რომ არ არის, ეს მექანიკურად გხსნის კონკურსიდან. ასევე საკონკურსო კომისიის დასკვნაში არის, რომ, თურმე, ვერ წაიკითხეს ჩემი სტატია, რომელიც ერთ-ერთი საერთაშორისო პუბლიკაციაა. ამობეჭდვის მომენტში ხომ იმეორებს ზოგჯერ პრინტერი გვერდებს? და სამი გვერდი იყო გამეორებული. ეს ჩათვალეს მიზეზად, რომ “ვერ წაიკითხეს” სტატია. ანუ, წარმოუდგენელი არგუმენტები მოვისმინე და მთავარი მათ შორის იყო სილაბუსი. ამ საკონკურსო კომისიის წარმომადგენლებს არანაირი კითხვა არ გასჩენიათ ჩემს აკადემიურ დონესთან; სილაბუსები არ იყო და მომხსნეს კონკურსიდან, არ გამიშვეს გასაუბრებაზე. გარდა ამისა, ის ანკეტა, შეფასების კითხვარი, რომ ნახოთ, იქიდანაც ცხადი ხდება ყველაფერი: პირველ ბლოკში, სადაც, ვთქვათ, 6 კრიტერიუმია, მე მაქვს 20, ჩემს კონკურენტს აქვს 3... რატომღაც მას ამ ბლოკში აქვს უმაღლესი შეფასება, მე _ საშუალო ან დაბალი. აი ასეთი რაღაცები ხდებოდა. მაგრამ მთავარი აქ მაინც არის ის ყბადაღებული სილაბუსი, რომელიც მე, თითქოს, არ მქონდა. არადა, წარმოუდგენელია უნივერსიტეტში ვინმე მუშაობდეს დღეს და არ ჰქონდეს სილაბუსი. გარდა ამისა, ეს სილაბუსები კომისიაში მყოფ რამდენიმე ადამიანს თავისი თვალით აქვს ნანახი; ისინი ასევე იდო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. პირველი, რასაც ვაკეთებ, როცა ლექციაზე შევდივარ, სტუდენტებს ვუგზავნი სილაბუსებს და იმ მასალას, რაც მე მჭირდება სალექციო კურსისთვის. ანუ, ეს არ იყო აკადემიური კონკურსი, ეს იყო პოლიტიკური კონკურსი, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩემი აკადემიური დონე არავის აინტერესებდა, მათ ჰქონდათ ინსტრუქცია, რომ მე არ უნდა გავსულიყავი კონკურსში და მათ ეს ინსტრუქცია შეასრულეს წარმატებით.


რის საფუძველზე გააუქმა სასამართლომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება?


როდესაც მე ეს გავასაჩივრე, საბუთების ჩამბარებელ ქალს დააწერინეს ახსნა-განმარტებითი ბარათი, თითქოს მან მე გამაფრთხილა, რომ უნდა მიმეტანა სილაბუსები, მე კი ვუთხარი, რომ არა, არ მოვიტან. ანუ, მე ვმონაწილეობ კონკურსში, ვიღაც ქალი მოდის და მეუბნება, რომ შენ ეს საბუთები თუ არ მოიტანე, ვერ გახვალ კონკურსში, და მე ვეუბნები _ არა, არ მოვიტან! სრულიად აბსურდული, წარმოუდგენელი რაღაც.
როდესაც თანამედროვე საქართველოში აკადემიურ კონკურსში არ არის შენ წინააღმდეგ აკადემიური არგუმენტები, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური არგუმენტები, რის გამოც შენ არ უნდა გახვიდე კონკურსში. ამას ვამტკიცებდი მე მთელი ამ 6 თვის განმავლობაში. პირველი პროცესი წავაგე, მაგრამ მეორე პროცესიდან მოსამართლეს, უბრალოდ, გაუჩნდა კითხვა, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ _ რომ, თითქოს, მე განგებ არ მივიტანე საბუთები, რომლის არმიტანის შემთხვევაშიც კონკურსიდან მოხსნა მემუქრებოდა. მოსამართლე ხომ მხოლოდ კანონების მიხედვით არ იღებს გადაწყვეტილებას; არსებობს ეგეთი ცნება _ მოსამართლის შინაგანი რწმენა, რაც ლოგიკას ექვემდებარება.


ანუ, სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ თქვენი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა?


არა, ეგ არ იყო ჩემი მოთხოვნა. მე ვითხოვდი, რომ გაუქმებულიყო კონკურსის შედეგები და ჩატარებულიყო ახალი კონკურსი. მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ახლა არის 21 დღიანი ვადა; თუ უნივერსიტეტმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაშინ უნდა ჩატარდეს კონკურსი, მე უნდა შევიტანო საბუთები და საკონკურსო კომისიამ უნდა განიხილოს ისინი. თუ გაასაჩივრა, მაშინ ჩვენ იმ საჩივარს უნდა დაველოდოთ, შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება ჩვეულებრივი პროცესი და იქაც წავა ეს შეჯიბრი.


ეს პირველი პრეცედენტია თუ იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც უნივერსიტეტის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა? თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ვითარებაშია ახლა იმ ლექტორთა საქმეები, რომლებიც, მათი თქმით, ასევე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს?


შემთხვევები ალბათ იყო, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი აღსრულება. შეიძლება სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ უნივერსიტეტმა არ აღასრულოს. შემდეგ ამის გასაჩივრებაც ხდება და ა.შ. თანაც, მოგეხსენებათ, ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული. მე საია მიცავდა და ამიტომ არანაირი ფინანსური ხარჯი არ მქონია. ასე რომ, არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ასაჩივრებენ, არიან ასევე, რომლებიც არ ასაჩივრებენ. იმიტომ, რომ ვინც კონკურსში ვერ გადის, უნივერსიტეტი სთავაზობს მათ ხელშეკრულებით მუშაობას და ბევრი თანხმდება. მეც შემომთავაზეს ეს და მე არ დავთანხმდი. ხელშეკრულებით მუშაობაზე წასვლა ნიშნავს, რომ შენ დაეთანხმე იმას, რაც მოხდა. ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე არ ვეთანხმები, რაც მოხდა და ამას განვიხილავ პოლიტიკურ დევნად. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, სანამდე წავალთ. არიან ასევე ადამიანები, რომლებიც ასაჩივრებენ, რომ კომისიის გასაუბრებაზე ესწრებოდა 4 ადამიანი და სხდომის ოქმზე არის 5 ხელმოწერა. ან ესწრებოდა 6 და არის 8 ხელმოწერა. ეს არის დარღვევა და იყო უამრავი ასეთი შემთხვევა.


რა მექანიზმები არსებობს იმისათვის, რომ მართლაც არაკვალიფიციური კადრის სამსახურიდან გაშვებას არ მიეწეროს პოლიტიკური ნიშანი?


აქ და, ზოგადად, დემოკრატიაში მთავარი არის პროცედურა. მე, შეიძლება, არ მომწონდეს ვიღაც. ვთქვათ, ვარ დეკანი ან ლექტორი, აკადემიური საბჭოს წევრი, ან სტუდენტი, და არ მომწონს ეს ლექტორი. მას აქვს ჩამორჩენილი იდეები, სილაბუსი არ ვარგა, მე ფაქტობრივად ვაცდენ დროს, როდესაც შემოვდივარ ლექციაზე, არადა უნდა მივიღო განათლება და ამაში ვიხდი ფულს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის კი არაა, ეს ლექტორი ვარგა თუ არა (რაც, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია), არამედ ის, თუ როგორ გავაკეთებთ ჩვენ ამას. არ შეიძლება ადამიანების გაშვება სამსახურიდან შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი მეთოდით, როდესაც ადამიანს სამსახურიდან უშვებ, ისეთი მეთოდებით უნდა აკეთებდე ამას, რომ ის თანახმა იყოს, კანონი იცავდეს მას, მისი უფლებები არ უნდა ირღვეოდეს _ ეს არის მთავარი. ცხადია, თუ უნივერსიტეტი შეიმუშავებდა სტრატეგიას, იქნებოდა საყოველთაო კონსენსუსი უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა შორის და ეს დაწერილი სახით იარსებებდა, ან სტუდენტების მოთხოვნა იქნებოდა ამასთან დაკავშირებით, ის ლექტორი ან გააუმჯობესებდა სწავლების მეთოდოლოგიას და შინაარსს, ან წავიდოდა უნივერსიტეტიდან. ეს უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესი.


რა მდგომარეობაა ამჟამად უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში?


ახლა არ ვიცი, რა ხდება იქ; მე ვიცი, რომ თვითმმართველობაში პოლიტიკური ნიშნით შედიოდნენ ადამიანები, და სტუდენტი, რომელიც კრიტიკული იყო უნივერსიტეტის, ან ნაციონალური მოძრაობის მიმართ, თვითმმართველობაში ვერ მოხვდებოდა. მოხდა რაღაც ფაკულტეტებიდან გარკვეული რაოდენობის დამოუკიდებელი სტუდენტების შეღწევა, მაგრამ ეს ის რაოდენობაა, რომელიც გადაწყვეტილებებს ვერ შეცვლის. თვითმმართველობა სტუდენტების უფლებებს უნდა იცავდეს; ახდენდეს სწავლების პროცესის სისტემატიზაციას და ანალიზს... ასეთი რამე არ ხდება. ეს არის არა სტუდენტებზე, არა სტუდენტების პრობლემებზე ორიენტირებული რაღაც გაერთიანება, რომელსაც ჩემი (და არამარტო ჩემი) აზრით, სჭირდება სერიოზული გარდაქმნა.


დღეს უკვე ყოფილი ხელისუფლების მომხრეები მსგავს ბრალდებებს უყენებენ სტუდენტურ გაერთიანება “ლაბორატორია 1918”-საც... ვგულისხმობ, პოლიტიკურ მიკერძოებულობას.


მე პოლიტიკური ლოიალურობა ამ ჯგუფისთვის, ყოველ შემთხვევაში, იმ ხალხისთვის, რომელსაც მე ვიცნობ, არ შემიმჩნევია. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი სტუდენტები იყვნენ და ჩართულები იყვნენ “თარგმნეს” კამპანიაში, უნივერსიტეტში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში და რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ გამოკვეთილი სიმპათიები მათ მოთხოვნებშიც არ ჩანდა. რომ იყოს ასეთი პოლიტიკური ლოიალობა და სიმპათიები, მე მგონი, ამ ახალგაზრდებს არაფერი არ შეაჩერებთ, რომ ეს გამოთქვან ღიად. მე დარწმუნებით და გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იქ, სადაც მე ვმონაწილეობდი მათთან ერთად (არა იმიტომ, რომ მათ დამიძახეს, იმიტომ, რომ მე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას და აუცილებლობას) რაღაც განსაკუთრებული პოლიტიკური ლოიალობა არ ყოფილა. კი, ეს არის პოლიტიკური გაერთიანება და ნებისმიერი პროტესტი პოლიტიკურია. ეს იყო პოლიტიკური პროტესტი, მაგრამ არა რომელიმე პარტიისა ან ძალისადმი მიკერძოებული. მსგავსი რამე მე არ შემიმჩნევია და არც მათ გამოუთქვამთ. ისინი ფოკუსირებული იყვნენ შიდა საუნივერსიტეტო პროცესებზე და ყველა მოთხოვნა და პროტესტი, რაშიც მე მათთან ერთად მიმიღია მონაწილეობა, დაკავშირებული იყო სწავლების პროცესთან. ასევე იყო იმ ძალადობის საწინააღმდეგო პროტესტებიც, რაც გარეთ ხდებოდა (26 მაისთან დაკავშირებით, მაგალითად) და ეს პროტესტი უნდა ჰქონდეს კიდეც ახალგაზრდას, ბუნებრივია.


არსებობს თუ არა დღესდღეობით იმის პერსპექტივა და შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტი არ იყოს პოლიტიზირებული და არ განიცდიდეს ხელისუფლებისაგან ზეწოლას?

შესაძლებელი, რა თქმა უნდა, არის. მთავარია, რომ ეგრეთ წოდებული “ვოჩდოგური” სიტუაცია იყოს ყოველთვის. პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლება ყოველთვის ეცდება, რომ ახალგაზრდული ფრთა და ინიციატივები მიიმხროს და სიმპათიებით იყვნენ ახალგაზრდები განწყობილი მათი პოლიტიკის მიმართ; ჩემი შეხედულებით, პოლიტიკური პროცესის მიმართ ახალგაზრდებს მგრძნობელობა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ისინი არ უნდა იყვნენ მიკერძოებულები. რაღაც იდეოლოგია მათ შეიძლება ჰქონდეთ _ ან მემარჯვენული, ან მემარცხენული, ან ცენტრისტული, მაგრამ რომელიმე პოლიტიკური მხარის, ძალის და ხელისუფლების მხარდამჭერებად ისინი არ უნდა იქცნენ. იმიტომ, რომ როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე მოწყდებიან რეალობას. კრიტიკაში ვერასოდეს იქნები თავისუფალი, როდესაც ხარ პოლიტიკურად მიკერძოებული. რაღაცაზე მოგიწევს გაჩუმება.



ავტორი: მაგდა კალანდაძე
zura_2107
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8328
წევრი No.: 13750
რეგისტრ.: 19-October 05

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 12:30  #35437728      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ჩვენ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, თავს ვალდებულად ვთვლით საგანგებო განცხადებით მივმართოთ საზოგადოებასა და რექტორს უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ.

დაჩი ცაგურია2? smile.gif

ისე მართალია ეს ხალხი, კიდევაა დასანაწილებელი თანამდებობები და თბილი ადგილები smile.gif


--------------------
«Мы без конца ругаем товарища Сталина, и, разумеется, за дело. И все же я хочу спросить — кто написал четыре миллиона доносов?» (С.Довлатов)
atasss
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3389
წევრი No.: 156937
რეგისტრ.: 11-December 12

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 12:31  #35437743      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
saertod unda gauqmdes universiteti da mis adgilas oficiantebis da ucxoelebis momsaxurebis centri gaixsnas mainc maqetken mivdivart


--------------------
antidoti
bochormeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4859
წევრი No.: 36114
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 13:50  #35438567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან გაუშვეს ჩვენი ლექტორი ბ-ნ ბეჟან ჯავახია. ბ-ნი ბეჟანი არის მედიევისტი და უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულებაზე. ის ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია, რომელიც აღიარებულია ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტების მიერ, სადაც ის კითხულობდა ლექციებს მიწვევით. სწორედ ამ ადამიანს უშვებენ მოტივით, რომ სტუდენტები გაურბიან ლექციიდან, რაც მტკნარი სიცრუეა. უფრო მეტიც, თუ გადავხედავთ სასწავლო პროცესსა და სტუდენტების დასწრების თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელს მივხვდებით, რომ სტუდენტები კი არ გარბიან პირიქით, ინტერესით ისმენენ ბ-ნი ბეჟანის ლექციებს.

ვფიქრობთ, რომ თსუ-ს აკადემიური საბჭო გაგებით მოეკიდება ჩვენს მიმართვას და დააბრუნებს ბატონ ბეჟანს უნივერსიტეტში.

http://www.gopetition.com/petitions/სო...?utm_medium=RSS

http://maestro.ge/?address=uc&id=43630&page=1

This post has been edited by bochormeli on 3 Mar 2013, 14:11
მენდოსა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 749
წევრი No.: 140895
რეგისტრ.: 28-December 11

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 15:27  #35439826      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
bochormeli
QUOTE
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან გაუშვეს ჩვენი ლექტორი ბ-ნ ბეჟან ჯავახია

გაუშვეს არა კონკურსში მონაწილეობა მიიღო და მის კონკურენტს მასზე უკეთესი მონაცემები აღმოაჩნდა. მეტი სიზუსტისთვის, რომ ვთქვათ შუა საუკუნეების ისტორიის მიმართულებაზე წინა კონკურსი ამ ზაფხულს ჩატარდა, რომელშიც ასევე ბეჟან ჯავახიას დამარცხებით დამთავრდა, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის გამო ეს შედეგები არ დამტკიცდა და ახალი კონკურსი დაინიშნა.
QUOTE
ის ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია, რომელიც აღიარებულია ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტების მიერ, სადაც ის კითხულობდა ლექციებს მიწვევით

ეს ინფორმაცია არის ტყუილი, არც ერთ ევროპულ უნივერსიტეტში ბეჟან ჯავახია ლექციების წასაკითხად არ მიუწვევიათ. ერთადერთი იყო ჰუმბოლტის უნივერსიტეტში Visiting scholars-ს სტატუსით მაგრამ კვლევითი პროგრამით არა სალექციოთი.
QUOTE
ვფიქრობთ, რომ თსუ-ს აკადემიური საბჭო გაგებით მოეკიდება ჩვენს მიმართვას და დააბრუნებს ბატონ ბეჟანს უნივერსიტეტში

აკადემიური საბჭო ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერვე დამტკიცებული ჟიურის შედეგები, სტუდენტებს რომლებსაც უნდათ, რომ ბეჟან ჯავახიამ ლექციები წაიკითხონ მიმართონ თხოვნით ფაკულტეტის საბჭოს რომ მოიწვიონ მოწვეულ პროფესორად.

ისე მეტი სიზუსტისთვის 2006 წელიც გავიხსენოთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაწყებულ "რეფორმებს" ვინ ატარებდა და შედეგები მოიტანა თავისუფლების ინსტიტუტის მითითებით ჩატარებულმა "რეფორმებმა".


--------------------
"ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა ასეთი სიტყვები - "ენა, მამული, სარწმუნოება", რომელიც ჩვენ ცოტათი გავაფართოვეთ და ასე ვთქვით – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისთვის"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
miriani1987
ესე იტყოდა ზარატუსტრა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11231
წევრი No.: 24081
რეგისტრ.: 6-October 06

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 15:30  #35439879      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მისახედია ეს უნივერსიტეტი...........................................................


--------------------
. ადამიანის სიცოცხლეში რამდენიმე დღე, ან საათია დიდი სიხარულისთვის გადადებული: ქორწილის ღამე, მემკვიდრის დაბადება და საპატიმროდან გამოსვლა. ყოველივე დანარჩენი უბრალო ღიმილია. დინჯი კმაყოფილება.

მიხეილ ჯავახიშვილი
წიგნიდან "გივი შადური"
http://www.youtube.com/watch?v=m4oUQ1nNCKQ
შიიტი1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1310
წევრი No.: 157120
რეგისტრ.: 13-December 12

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 15:35  #35439946      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეს გიჟი დედაკაცი (ლელა გაფრინდაშვილი) რა ფილოსოფისია. biggrin.gif

გარეკილი აქვს ფემინისტურ იდეებზე და მსგავს სისულელეებზე.


--------------------
IMAM-ALI.RU
AL-KAFI.RU
IM-WERDEN.LIVEJOURNAL.COM
DOVODI.RU
May21
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15119
წევრი No.: 87236
რეგისტრ.: 22-March 09

გამოგზავნილია: 3 Mar 2013, 16:27  #35440601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE

მკიდია ჩაამატეთ პოლში....

არაფერიც არ მკიდია..განათლებას დავიკიდებთ დააა...ისე დაგვიკიდებს ღAმე დღეთ მოგვეჩვენება...
QUOTE

საქართველოში არსებული ყველა უნივერსიტეტი უნდა დაიხუროს, ჩატარდეს დეზინფექცია - დეგაზაცია, დაქლორვა და შემდეგ გაიხსნას ახალი, კონკურსების საფუძველზე...



--------------------
არასოდეს მიაქციოთ ყურადღება ბიძინას პირველ გამოსვლას.
არამედ მხოლოდ მეორეს - სადაც ბიძინა პირველ განცხადების განმარტებას აკეთებს@ჯუდა


[quote]> "ჩვენდა სამწუხაროდ ვიცით, რომ მართლაც კარგი რაღაცეებიგაკეთდა, (ც) კალაძე.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0735 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]