forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (9) « პირველი ... 3 4 [5] 6 7 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მდგომარეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ლექტორთა დისკრიმინაცია და პოლიტიკური დევნა
 
რა გამოსავალს ხედავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში შექმნილი მდგომარეობიდან?
გადადგეს თანამდებობიდან უნივერსიტეტის რექტორი [ 30 ]  [21.43%]
დაინიშნოს ახალი, გაფართოებული აკადემიური საბჭოს არჩევნები [ 15 ]  [10.71%]
ხელისუფლების მიერ დაინიშნოს უნივერსიტეტში დროებითი მმართველობა [ 6 ]  [4.29%]
უნივერსიტეტში შევიდეს ფინანსური პოლიცია და პროკურატურა [ 40 ]  [28.57%]
რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს გამოეცხადოს მადლობა და დაჯილდოვდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით [ 30 ]  [21.43%]
სხვა [ 5 ]  [3.57%]
არ ვიცი [ 14 ]  [10.00%]
Total Votes: 140
  
მენდოსა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 758
წევრი No.: 140895
რეგისტრ.: 28-December 11

გამოგზავნილია: 5 Mar 2013, 02:41  #35465278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ErK
QUOTE
მეტრეველმა გაყარა ზვიადისტი ლექტორები ჯავახიას ჩათვლით.

მაგალითად ? ჰუმანიტარულ მიმართულებაზე მსგავსი არაფერი მომხდარა.
QUOTE
ბოლოსწინა კონკურსზე? ამ ზაფხულისას არ ვამბობ.
და არც დავასახელებ. არანაირად არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ხალხი მიზანში არ იქნება ამოღებული სამომავლოდ, როგორც არასასურველი.

ერთი რამ არის აშკარა, მიმართულება რომელიც გივი ჟორდანიას და მერე გურამ კუტალიას ხელმძღვანელობით საკმაოდ ძლიერი იყო ბეჟანამ ისტორიის მიმართულებაზე ერთ-ერთ ჩამორჩენილ მიმართულებად აქცია, ბოლო ბოლო 2011 წლის ზაფხულში გივი ჟორდანიას დაბადებიდან 100 წელი გავიდა, ერთი კონფერენცია მაინც ჩაეტარებინა ან საიუბილეო კრებული გამოეცა, გივი ჟორდანიას დამსახურებაა თუ მაგ კაცში როგორც მეცნიერში რამე ღირებულია.
bochormeli
QUOTE
ასე რომ აქტიურობ, დავდოთ ჯავახიას და მისი კონკურენტის, ასევე ეკა ავალიანის და მისი კონკურენტის CV-ები და მერე ვიკამათოთ.
ისე თქვენი ბრალდებები აკადემიურ სფეროს სცდება

არაკადემიური რა დავწერე ? უნივერსიტეტსი "რეფორმის" ამბები ზუსტადაც რომ აკადემიური საკითხია, რაც შეეხება CV-ებს მოდი ჯერ ბეჟანამ ნამდვილი მონაცემები წარმოადგინოს და ტყუილები არ წეროს, გაირჩეს კონცეფციები დარგის განვითარების, ისე სასაცილოა კონცეფცია მოთხოვო ადამიანს რომელსაც 6 წლის მიმართულებისთვის თითი თითიზე არ დაუდია. მაგას გარდა შეფასდეს ნაშრომები, მედიევისტიკის უბრალო მცოდნეც მიხვდება რომ კომისიამ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.


--------------------
"ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა ასეთი სიტყვები - "ენა, მამული, სარწმუნოება", რომელიც ჩვენ ცოტათი გავაფართოვეთ და ასე ვთქვით – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისთვის"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
bochormeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4908
წევრი No.: 36114
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 5 Mar 2013, 05:59  #35465899      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მენდოსა

აი ჯავახიას მონაცემები
http://www.caucasology.com/members/javakhia.pdf
დადეთ მისი კონკურენტის და შევადაროთ

* * *
http://www.gurianews.com/index.php?option=...7-44&Itemid=112

თსუ-ს სტუდენტები და პროფესორები რექტორის გადადგომას ითხოვენ


ქეთი მიქაძე, ორშაბათი, 04 მარტი 2013 19:58



უნივერსიტეტის პირველ კორპუსში თსუ-ს სტუდენტებმა და პროფესორებმა რექტორ ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომის მოთხოვნით ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, უმაღლეს სასწავლებელში დღეს ბევრი პრობლემაა, რაშიც პასუხისმგებლობა რექტორს და ადმინისტრაციას აკისრია.

ნიკოლოზ მეტრეველი (სტუდენტი) –დღეს უნივერსიტეტში შექმნილია უმძიმესი ვითარება, ის ზონდერები, რომლებიც წლების განმავლობაში სტუდენტების ცემით იყვნენ დაკავებულები, დღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში არიან დასაქმებულნი, მაგალითად ბექა ახლაური, ერთ–ერთი გამორჩეული ზონდერი, რომელიც წლების განმავლობაში ავალიანის და ლადო ვარძელაშვილის დავალებით სასტიკად უსწორდებოდა სტუდენტებს. საკმაოდ სერიოზული პრობლემებია ბაზებთან დაკავშირებით, სტუდენტები ვერ ირჩევენ საგნებს, პოლიტიკური ნიშნით უნივერსიტეტიდან განთავისუფლებულები არიან წამყვანი პროფესორები. ბატონ კვიტაშვილს და მის ადმინისტრაციას არ შესწევთ უნარი მართონ უნივერსიტეტი, ამიტომ მოვითხოვთ, რომ უახლოეს დღეებში რექტორმა დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

გიორგი ყიფიანი (თსუ-ს პროფესორი) –პროფესორებს აღარ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მართვის პროცესში. კონკურსები აკადემიურ თანამდებობაზე მიმდინარეობს ტენდენციურად, სოციალურ–პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არის ვაკანტური ადგილები, პროფესორებს, რომლებიც ადრე ამ ადგილებზე მუშაობდნენ აქვთ სურვილი დაბრუნდნენ, მაგრამ მათ იწვევენ მოწვეულებად და სამჯერ მეტ სამუშაოში უხდიან სამჯერ და ოთხჯერ ნაკლებ ხელფასს. ეს ადგილები კი კვლავ თავისუფალი რჩება. ჩვენ ვითხოვთ შეიცვალოს უნივერსიტეტის წესდება, ვითხოვთ პროფესორების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში, გარდა ამისა, მოვითხოვთ განათლების სამინისტროს მიერ გადახედილი იქნეს კონკურსების შედეგები.

სტუდენტების განცხადებით, კვიტაშვილმა ვერ შეძლო დაეცვა სტუდენტთა უფლებები, მოეწესრიგებინა სასწავლო ბაზები, მატერიალურ-ტექნიკური პრობლემები და უზრუნველყო ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნა.

ბრიფინგს უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან პასუხი არ მოჰყოლია.
მენდოსა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 758
წევრი No.: 140895
რეგისტრ.: 28-December 11

გამოგზავნილია: 5 Mar 2013, 20:51  #35474762      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
bochormeli
QUOTE
აი ჯავახიას მონაცემები
http://www.caucasology.com/members/javakhia.pdf
დადეთ მისი კონკურენტის და შევადაროთ

საქმეც იმაშია, რომ ამ ჯავახიას მონაცმებში კომისიამ რამდენიმე უზუსტობა იპოვა, გარდა ამისა კომისია მარტო მაგას არ ითვალისწინებს ვის უფრო მეტი ნაშრომები აქვს, გასათვალისწინებელია ნაშრომების ხარისხი, სამეცნიერო კვლევების და მიმართულების განვითარების კონცეფცია, ისე პარადოქსია ჯავახიას მიმართულების განვითარების კონცეფცია მოთხოვო, როცა 6 წელიწადია მიმართულების ხელმძღვანელია და მიმართულების განვითარებისთვის თითი თითზე არ დაუდია.
gochaj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7773
წევრი No.: 115541
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 5 Mar 2013, 21:04  #35474966      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მენდოსა
QUOTE
ჯავახიას მონაცმებში კომისიამ რამდენიმე უზუსტობა იპოვა


იყო უზუსტობები, მაგრამ არა გადამწყვეტი.
მათი ჩასწორება ადვილად შეიძლებოდა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აკადემიური თვალსაზრისით, ის ჯობდა პაპაშვილს.
მაგრამ იყო ის მიზეზები, რომლებზედაც ზემოთ იყო საუბარი.

უკვე გადაწყდა, სრულ პროფესორად დაამტკიცეს მურმან პაპაშვილი.
bochormeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4908
წევრი No.: 36114
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 8 Mar 2013, 11:16  #35510641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
gochaj
QUOTE
სრულ პროფესორად დაამტკიცეს მურმან პაპაშვილი.


სამაგიეროდ სრული პროფესორი გახდა თემურ თოდუა
http://www.google.ge/url?sa=t&rct=j&q=%E1%...2Wnu0YYQoKowliw

რომელიც ერთდროულად ორი დარგის პროფესორი ყოფილა გპი-ში, 12 წელი სახემწიფო მართვას კითხულობდა, ეხლა ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულებას უხელმღვანელებს, უნდა ერთ დარგში იმუშავებს – უნდა მეორეში:

ბიოგრაფიიდან:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის მიმართულების სრული პროფესორი _ 2009-2012;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სრული პროფესორი 2009-2013

რა კადრი დაკარგა პოლიტექნიკურმა და რა იშოვა თსუ–მ!
Geooo
არაამქვეყნიური


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3431
წევრი No.: 85914
რეგისტრ.: 4-March 09

გამოგზავნილია: 8 Mar 2013, 11:28  #35510731      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
უნივერსიტეტში შევიდეს ფინანსური პოლიცია და პროკურატურა  [ 24 ]  [29.27%]


ეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ძალიან ცუდი შედეგები მოყვება .....
მაგრამ
თუ ერთხელ და სამუდამოდ მკაცრად არ გადაიჭრა პრობლემა, ისევ ასეთი პოლიტმართველური სიტუაცია იქნება ყოველთვის


--------------------
"It is difficult to play against Einstein’s theory" - Mikhail Tal
Tal doesn't move the pieces by hand, he uses a magic wand. - Viacheslav Ragozin
Gambino
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2208
წევრი No.: 153051
რეგისტრ.: 17-August 12

გამოგზავნილია: 8 Mar 2013, 11:34  #35510777      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა


--------------------
* * * * * * * * * *

მასტებს აზროვნება და ცივილიზაცია მინეტი გონიათ © SPLIYVI
gochaj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7773
წევრი No.: 115541
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 8 Mar 2013, 11:35  #35510790      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
bochormeli
QUOTE
სამაგიეროდ სრული პროფესორი გახდა თემურ თოდუა


შარშან ზაფხულში თოდუა გახდა ასოცირებული პროფესორი. მას შეეძლო, დებულებით, სხვაგანაც ემუშავა და მუშაობდა. რატომ? მამლის ყივილზე, როგორც ერთ ქართულ ფილმშია, ერბოკვერცხს ვერ გააკეთებ.

გავიდა დამსახურებულად და ცოტა ხნის შემდეგ ჩაება მეორე კონკურსში ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულებით, სრული პროფესორის თანამდებობაზე. მაშინ კონკურსი ჩაიშალა და ახლა გაიმარჯვა. დებულებით, სრულ პროფესორს სხვაგან მუშაობა არ შეუძლია. ეს უნდა იცოდე. ამდენად, იძულებული გახდება დატოვოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

This post has been edited by gochaj on 8 Mar 2013, 11:37
bochormeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4908
წევრი No.: 36114
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 8 Mar 2013, 12:10  #35511066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
gochaj

QUOTE
შარშან ზაფხულში თოდუა გახდა ასოცირებული პროფესორი. მას შეეძლო, დებულებით, სხვაგანაც ემუშავა და მუშაობდა. რატომ? მამლის ყივილზე, როგორც ერთ ქართულ ფილმშია, ერბოკვერცხს ვერ გააკეთებ. გავიდა დამსახურებულად


რა დამსახურებულად?
სად "სახელმწიფო მართვა" და სად "ძველი მსოფლიოს ისტორია"? ერთი დარგია?

მე მგონი საერთოდ სხვადასხვა მეცნიერებაა

This post has been edited by bochormeli on 8 Mar 2013, 12:11
gochaj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7773
წევრი No.: 115541
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 8 Mar 2013, 19:17  #35515952      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
bochormeli
QUOTE
რა დამსახურებულად?
სად "სახელმწიფო მართვა" და სად "ძველი მსოფლიოს ისტორია"? ერთი დარგია? მე მგონი საერთოდ სხვადასხვა მეცნიერებაა



კონკურსში მის გამარჯვებაში ასოცირებულ პროფესორად, ეჭვი არავის შეუტანია.
თუ ეჭვი გეპარება, ჩახედე მის ანკეტურ მონაცემებს. შედი ინტერნეტში და ნახე აქვ თუ არა შრომები ძველ ისტორიაში.

This post has been edited by gochaj on 8 Mar 2013, 19:19
bochormeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4908
წევრი No.: 36114
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 10 Mar 2013, 08:28  #35535912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კართაგენად ქცეული კვიტაშვილი ანუ რა ხდება ჯავახიშვილის უნივერსიტეტში

09-03-2013
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას ითხოვს. როგორც ”თავისუფალ სტუდენტთა კავშირის" თავმჯდომარე, ნიკოლოზ მეტრეველი აცხადებს, რექტორი უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით გაცემული დაპირებების შესრულებას და სტუდენტთა უფლებების დაცვას ვერ ახერხებს. პარალელურად, უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდნენ კვალიფიციური ლექტორები. მისივე თქმით, თსუ-ს ადმინისტრაციაში თანამდებობებზე ”ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ნიშნავენ.

ნიკოლოზ მეტრეველი:

- ნეპოტიზმის სრულიად კონკრეტული მაგალითები არსებობს. სულ ბოლოს, ადმინისტრაციაში დაინიშნა ბექა ახლოური, რომელიც ”ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" წევრი და ”ნაციონალების" აქტიური მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ”ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა, თსუ პარტიული კადრების სამჭედლოდ გადაიქცა, ამ საქმის ორგანიზება სპორტის სამინისტრომ და სტუდენტურმა თვითმმართველობამ შეითავსეს. ბოლო წლებში მოდად იქცა სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტების ცემა, რასაც პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. რექტორი არაერთხელ შეგვპირდა მოძალადეების გარიცხვას, მაგრამ არ გაუკეთებია. პირიქით, როგორც გაირკვა, მოძალადე თვითმმართველობის წევრები დღეს უნივერსიტეტში სპეციალისტის თანამდებობებს იკავებენ. ამის გაგრძელება არ შეიძლება და გამოსავალიც აშკარაა - რექტორი უნდა გადადგეს!

- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რექტორი თქვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს?

- მაშინ მას საზოგადოებრივ-სტუდენტური აქტივობის წევრები დაუპირისპირდებიან და მას მაინც მოუწევს თანამდებობის დატოვება... საქმე ის არის, რომ ბატონ კვიტაშვილს აკადემიური ხარისხიც არ აქვს, რაც გამაოგნებელია იმ უნივერსიტეტში, სადაც მსოფლიო მასშტაბის არაერთი მეცნიერი მოღვაწეობდა და დღეს უნივერსიტეტს მართავს "უხარისხო" ადამიანი... მით უმეტეს, რომ მის ამ "უხარისხობას" კანონიც კი მოარგეს.... ამის მერე რომ თეა წულუკიანს შეედავებიან რამეს, ეს უკვე სასაცილოა...

ნიკოლოზ მეტრეველის ეს განცხადება ჩვენთან საუბარში პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმაც დაადასტურა:

-ნიკოლოზ მეტრეველი მართალია, დანამდვილებით ვიცი, კანონი იმიტომ შეცვალეს, რომ კვიტაშვილს არ ჰქონდა პროფესორის წოდება და შესაბამისად რექტორიც ვერ გახდებოდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ დაამკვიდრა ტენდენცია, რომ უნივერსიტეტის რექტორი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც პროფესორის სტატუსი არ გააჩნია, რაც, ჩემი აზრით, გაუმართლებელი და სულელურია, რადგან არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების ასე ხელაღებით მიღება.

სტუდენტების მოთხოვნას, რექტორის გადადგომასთან დაკავშირებით, ის ლექტორებიც უერთდებიან, ვისაც, მათი თქმით, უნივერსიტეტი პოლიტიკური ნიშნით დაატოვებინეს.

გიორგი ყიფიანი, ყოფილი ლექტორი:

- ამ ეტაპზე დაახლოებით 15 ლექტორს დაატოვებინეს სამსახური, მათ სასამართლოსაც მიმართეს, ორმა მოიგო კიდეც პროცესი, დანარჩენის საქმე მიმდინარეობს. ბოლო დროს უნივერსიტეტის მიერ შეცვლილი რეგულაციების თანახმად, შიდა საპრეტენზიო საჩივრის დაწერაც კი არ შეიძლება, მომჩივანმა პირდაპირ სასამართლოს უნდა მიმართოს... საქმე ის არის, რომ "ზემდგომებმა" ერთობ საინტერესო სისტემა შეიმუშავეს: უნივერსიტეტში თავისუფალი ადგილები არის, მაგრამ მათ ამ ადგილებზე არ იღებენ, მოწვეულის სტატუსს აძლევენ და სამჯერ ნაკლებ ხელფასს უხდიან. მაშინ, როდესაც ლექტორებმა ლექცია 4 საათი უნდა წაიკითხონ, სამჯერ მეტს აკითხებენ და სამჯერ ნაკლებ ანაზღაურებას აძლევენ. არადა, მათთვის თანხა გამოყოფილია, მაგრამ ვის ჯიბეში მიდის და რაში იხარჯება, გაურკვეველია. მაქვს ინფორმაცია, თუ ვინ ისარგებლა ამ თანხებით და მოგვიანებით ამაზეც ვისაუბრებ.

- თქვენ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობდით, კონკრეტულად ვის შეეხო ეს?

- მე სამჯერ მივიღე უნივერსიტეტის შიდა კონკურსში მონაწილეობა და სამივეჯერ უარი მითხრეს, პასუხი იყო კურიოზული: - ასისტენტ-პროფესორის სტატუსზე მითხრეს, თქვენი მონაცემები ამაზე ბევრად მაღლა დგასო და ლექციების წაკითხვაზე მითხრეს, სტატუსის გამო ამ საქმეს ვერ ჩაგაბარებთო. მათ იცოდნენ და ახლაც იციან ჩემი დამოკიდებულება მათი პოლიტიკური ორიენტაციის მიმართ და სწორედ ამას უკავშირდება ეს ფარსი. პოლიტიკური დევნა აშკარაა ლელა გაფრინდაშვილის, ხათუნა ჩარკვიანის შემთხვევაში. ასევე ასოცირებული პროფესორის, ჟურნალისტიკის მიმართულებით, ბატონი ღვინერიას შემთხვევაშიც, რომელიც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გაათავისუფლეს.

- მიგაჩნიათ, რომ ამ ყველაფრის უკან უნივერსიტეტის რექტორატი დგას?

- ეს არის აკადემიური საბჭოს მუშაობის სტილი, რომელშიც მხოლოდ კვიტაშვილი არ მონაწილეობს, ამ სტილის ერთ-ერთი აქტიური წამაქეზებელი იყო ანდრო ბარნოვიც, მისი უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში. ბარნოვი იყო იმ კონკურსის კომისიის მონაწილე, რომელმაც მითხრა, თქვენი მონაცემები ასისტენტ-პროფესორზე მაღლა დგასო...

ანდრო ბარნოვი, შიდა ქართლის გუბერნატორი:

- არც კი ვიცი, რა გითხრათ, სასაცილოა უბრალოდ ეს ყველაფერი. ნახევარ წელზე მეტია რაც უნივერსიტეტიდან წამოვედი და ჩემს შემდეგ იქ მოვლენები როგორ ვითარდება თვალყური არ მიმიდევნებია. იმაზე, რომ მაშინ გათავისუფლებული ლექტორები ახლა აცხადებენ პრეტენზიას და ამაში ჩემს წვლილს ხედავენ, უბრალოდ კომენტარის გაკეთებაც არ შემიძლია...

სანდრო ცაგარელი, თსუ სტუდენტური ჯგუფი ”ლაბორატორია 1918-ის" წევრი, ერთი-ერთი დამფუძნებელი:

- არჩევნებისწინა პერიოდში თქვენი მოძრაობა აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამართულ აქციებში. საზოგადოებას განსაკუთრებით დაამახსოვრდა თქვენი რეპლიკა: გეშინოდეთ ჩვენი, ბატონო ალექსანდრე! რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციებზე კი "ლაბორატორია 1918" უკვე აღარ ჩანდა. რა მოხდა მას შემდეგ უნივერსიტეტში, რა შეიცვალა თქვენთვის?

- ბოლო დროს ისეთი ავტორიტარიზმი აღარ არის, როგორც წინა წლებში იყო, თუმცა კი, ჩვენს მიერ დაყენებული მოთხოვნები ბოლომდე დაკმაყოფილებული არ არის. ისინი ძალაში რჩება, უბრალოდ, ვინაიდან ვითარება შეიცვალა და ისეთი დაძაბული ფონი აღარ არის და განთლების რეფორმაზე აქტიურად მიდის საუბარი, ბრძოლის მეთოდებს ვცვლით. აქციების სახით გამოხატული პროტესტი უკვე აღარ არის აქტუალური, ახლა საგანმათლებლო დისკუსიებით ჯობია პრინციპული საკითხების გადაჭრა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ, იმ ახალაზგრდებს, ვინც ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას ითხოვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ წუთისთვის ეს არ არის ეფექტური, რადგან კვიტაშვილის მოთხოვნაზე მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის მოწყობა, თუნდაც იმიტომ, რომ მერე არ თქვან, რომ პერსონალიების დევნა პოპულარულია...

http://www.kvirispalitra.ge/politic/16075-...ersitetshi.html
ochka
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 157491
რეგისტრ.: 18-December 12

გამოგზავნილია: 10 Mar 2013, 18:42  #35541368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
http://www.versia.ge/index.php/2012-11-27-...ხოვენ

დაინტერესდება თუ არა პროკურატურა თსუ-ს რექტორის საქმიანობით და რას პასუხობს სასწავლებლის ადმინისტრაცია მომჩივნებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების ნაწილი რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. ,,პროტესტანტები'' სასწავლებელში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ და ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ, თუმცა თსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტს ამ მოთხოვნებზე მარტივი პასუხი აქვს: ,,ყველაფერს სასამართლოში გავარკვევთ“.

თავისუფალ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარის, ნიკოლოზ მეტრეველის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტში უმძიმესი ვითარებაა და ალექსანდრე კვიტაშვილი სასწავლო პროცესს ვერ მართავს: ,,თითოეული ჩვენგანისთვის შოკისმომგვრელი იყო, როცა შევიტყვეთ, რომ ცნობილი ზონდერი ბექა ახლოური, რომელიც სტუდენტებს, წლების განმავლობაში, ფიზიკურად უსწორდებოდა, უნივერსიტეტში დაბრუნდა და ადმინისტრაციაში დაასაქმეს და ეს მაშინ, როცა თსუ-დან არაერთი ლექტორი, ძალიან დამსახურებული ადამიანი პოლიტიკური ნიშნით განდევნეს. მართალია, მათ სასამართლოები მოიგეს, მაგრამ უნივერსიტეტში მაინც არ აბრუნებენ. ჩვენი მოთხოვნაა, ბატონმა კვიტაშვილმა თანამდებობა უახლოეს დღეებში დატოვოს. მას, ელემენტარულად, აკადემიური ხარისხიც არ აქვს. ამასთან, უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა კრიტიკას რომ ვერ უძლებს და აუდიტორიები გადაჭედილია, პირველ რიგში რექტორის პასუხისმგებლობამდე მივყავართ“.

სტუდენტთა პროტესტს თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი პროფესორებიც უერთდებიან. ეკონომიკის აკადემიური დოქტორი თამაზ ზუბიაშვილი ამ ზაფხულს ჩატარებულ კონკურსში ,,ჩაიჭრა'' და ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტში კონკურსები მიკერძოებით ტარდება: „წინასწარ ამბობენ, ვინ უნდა გავიდეს. კონკურსი ზაფხულში ჩატარდა, განმეორებით _ დეკემბერში. საბუთები ტურიზმის ხაზით შევიტანე, რადგან თავს ღირსეულ კანდიდატად მივიჩნევ: საბაზო განათლება მაქვს _ გეოგრაფიისა და მხარეთმცოდნეობის სპეციალისტ ვარ. სტუდენტობისას, საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე და სტაჟირება დამასკოს უნივერსიტეტში გავიარე. ამის შემდეგ, საერთაშორისო კონკურსებში კიდევ რვაჯერ გავიმარჯვე. სხვადასხვა პროგრამაში ვმონაწილეობდი, ხუთი წელი კი ამერიკულ უნივერსიტეტებში გავატარე. ყველაფერ ამის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც მაქვს, მაგრამ ამით არავინ ინტერესდება. კონკურსში მონაწილეობისას, ამერიკიდან შუამდგომლობის წერილებიც მომივიდა, მაგრამ ყურადღება არც ამას მიაქციეს, რადგან კვალიფიკაციას არაფრად აგდებენ...

უნივერსიტეტში წესრიგი უნდა დამყარდეს და სამართლიანობა აღდგეს, რადგან დღეს სასწავლებელში ანარქია და ქაოსია. თსუ-ს სათავეში ის უნდა მოვიდეს, ვინც საქმეს კარგად და პროფესიულად გაუძღვება. კონკურსებიც თავიდან უნდა ჩატარდეს''.

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ლალი ხიხაძე კონკურსში საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით მონაწილეობდა. ქალბატონი ლალიც ამბობს, რომ კონკურსს ფორმალური სახე ჰქონდა: ,,კონკურსი 9-დან 22 თებერვლამდე მიმდინარეობდა, მაგრამ წინასწარ იყო გადაწყვეტილი, ვის უნდა გაემარჯვა. ვთქვათ, ტურიზმის ხაზით ნანა კაციტაძე უნდა გასულიყო, საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით _ ლარისა ყორღანაშვილი... კომისიის ერთ-ერთი წევრი, იაშა მესხია კანონდარღვევაში ვამხილე _ თუ პროფესორი უნივერსიტეტში კონტრაქტით მუშაობს და ორმაგი დატვირთვა აქვს, სხვა დაწესებულებაში მუშაობა არ შეუძლია. ამ დროს, მესხია ქუთაისის უნივერსიტეტის სრული პროფესორია, თან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მთავარ სპეციალისტად მუშაობს. ჩემზე შური რომ ეძია, კონკურსის კომისიაში შევიდა. ამის შესახებ რექტორს წერილობით ვაცნობე, იაშა მესხიასა და ჩემს შორის ინტერესთა კონფლიქტი არსებობს-მეთქი. რექტორმა მიპასუხა, იაშა მესხიას ხომ უჩივლეთ და ახლა ნახეთ, რა მოგივათო. ოთხი საათი ველოდებოდი რექტორთან შეხვედას, მაგრამ ჩემი პოზიციის დაფიქსირება, კომისიიდან მესხია გამოეყვანათ, მხოლოდ მისაღებში მოვახერხე... ბოლოს, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდოდათ _ ჩემს პოზიციაზე პროფესიით ინჟინერი ლარისა ყორღანაშვილი გაიყვანეს, რომელიც ჯერ კომერციის ფაკულტეტზე იყო, შემდეგ _ საერთაშორისო ეკონომიკის, მერე _ ტურიზმის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. მას აკადემიურ საბჭოში დაქალი, ქეთევან მარშავა ჰყავს და კონკურსშიც სწორედ ამ ხელშეწყობით გაიმარჯვა... თუ რექტორის საახლობლო-სამეგობროდან არ ხარ, კონკურსში ვერც გაიმარჯვებ. ამის გამო, უნივერსიტეტში დარღვეულია სტუდენტების ინტერესები, იგნორირებულია წარმატებული პროფესურა. სტუდენტებისა და პროფესურის უმრავლესობის პოზიციაა, რომ კვიტაშვილი პოსტიდან უნდა წავიდეს. 21-ე საუკუნეში უნივერსიტეტს არ ჰყავს მეცნიერი, მკვლევარი რექტორი _ მას ლექციების წაკითხვაც არ შეუძლია და უნივერსიტეტს ასეთი შემთხვევითი პიროვნება მართავს''.

ლამარა ბერიძე თბილისის ეკონომიკური ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოწვეულ პროფესორად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ამ სასწავლებლის რეორგანიზაცია მოხდა და თსუ-ს შეუერთდა, დაპირდნენ, რომ სტატუსსაც შეუნარჩუნებდნენ და ხელფასსაც, ამასთან, პრობლემები არც სტუდენტებს შეექმნებოდათ, მაგრამ აბსოლუტურად საპირისპირო რეალობის წინაშე აღმოჩნდა: ,,ყველაფერში მოგვატყუეს, ახლა კი, კვიტაშვილი ჩვენთან შეხვედრასაც გაურბის. იმედი გვქონდა, სამართლიანი კონკურსი ჩატარდებოდა, მაგრამ ერთი ადგილიც არ დაამატეს _ გამონაკლისი ჩვენი ყოფილი რექტორი, თუთნაშვილი იყო, რომელიც ახლა კვიტაშვილის მოადგილეა. მეორეც, კონკურსში გამარჯვებულთა სია წინასწარ იყო ცნობილი. ყველაფერ მას ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა. ტოტალური გაყალბების გამო, საქმე პროკურატურაში მაქვს შეტანილი _ კონკურსის ოქმს ხელს მხოლოდ ორი ადამიანი აწერს. აქედან, მდივნის ხელმოწერა გაყალბებულია _ მის მაგივრად, ხელს ჩვენი დეკანი, აკაკი ხელაძე აწერს. სხვათა შორის, დევნილი პროფესორი ვარ და როდესაც თეუსუ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს უერთდებოდა, პროტესტი ღიად გამოვთქვი, ხელმოწერებიც შევაგროვე. დღემდე ამას მახსენებენ და კონკურსში ჩაჭრით ჩემზე, თავიანთი ჭკუით, შური იძიეს. კომისიის წევრებისგან ვიცი, ჩემი დოკუმენტები სხვებზე უკეთესი იყო... კათედრის გამგის, ელგუჯა მექვაბიშვილისადმი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის _ საათები დამიტოვა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან აკადემიურ პერსონალის სიაში არ ვირიცხები და ლექციებს მესამედი და მეოთხედი ანაზღაურებით ხომ არ ჩავატარებდი?.. ალექსანდრე კვიტაშვილის რექტორობა არ შეიძლება, რადგან ყოველი კონკურსის ჩატარების მერე გვაშაყირებს _ ჩვენს დეკანთან ერთად, საზღვარგარეთ მიდის ხოლმე. მაინტერესებს, სადაა ამდენი თანხა? ჯავახიშვილის უნივერსიტეტს რომ შემოვუერთდით, თეუსუ-ს სტუდენტებისგან 5 მილიონი შემოსავალი ჰქონდა და აქედან, 2 მილიონის ეკონომიას ვაკეთებდით. ეს თანხა სად წავიდა, ვისზე განაწილდა? ვინც ამათთან გარიგებაში შევიდა, ახლა კარგადაა, მათ შორის, ჩვენი სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსი გიორგი ღაღანიძე, რომელიც აგვისტოს არჩევნების შემდეგ, სრული პროფესორია. იმის გამო, რომ მოთხოვნები დავაყენე, ვიდევნები. რექტორი კი არც მელაპარაკება, რაღაცებს წერ და არ შეგხვდებიო. ,,მეილზეც'' მივწერე და სოციალურ ქსელშიც, როგორი დარღვევებით ჩატარდა კონკურსი, მაგრამ პასუხი არ გაუცია... აუდიტი შემოვიდეს და დაადგინოს, სად წავიდა ჩვენი თანხა''.

თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ კუკულავა პრეტენზიების მქონე სტუდენტებს სასამართლოსკენ ანუ პრობლემების ცივილიზებული გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული, შეიძლება, ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერი იყოს. კუკულავას განმარტებით, თსუ-ს გარეთ დარჩენილ პროფესორებთან დაკავშირებით გარკვეული დავები სასამართლოში უკვე მიმდინარეობს: ,,უსამართლო და უკანონო ნამდვილად არაფერი მომხდარა. თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ადგილი დარღვევას ჰქონდა _ კონკურსი არასწორად ჩატარდა ან გადაცდომა იყო, უფლებამოსილია, სასამართლოს მიმართოს და ყველაფერი ცივილიზებული გზით გავარკვიოთ. სხვათა შორის, დავები უკვე მიმდინარეობს _ ნაწილს საჩივარი შეტანილი აქვს... მიკვირს, როცა პროკურატურაზე საუბრობენ _ რაში დაინახეს კონკურსთან დაკავშირებით დანაშაული? ყველა ზოგადი ფრაზებითა და ლოზუნგური მოთხოვნებით შემოიფარგლება... რექტორის გადადგომის მოთხოვნაზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებ''. ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო. ჰოდა, ფაქტია, რომ ქვეყნის უპირველეს უმაღლეს სასწავლებელშიც პრობლემებია. პროფესორებთან კონსტრუქციულ დიალოგზე უარის თქმა და მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა დადებითად არავის ახასიათებს. სასამართლოს გარდა, ალბათ, უნივერსიტეტის შიგნითაც უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც მხარეები იმსჯელებენ და მისაღებ გადაწყვეტილებას მოძებნიან.

მერაბ ბერიძე
bochormeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4908
წევრი No.: 36114
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 10 Mar 2013, 19:32  #35542050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ბატონმა კვიტაშვილმა თანამდებობა უახლოეს დღეებში დატოვოს. მას, ელემენტარულად, აკადემიური ხარისხიც არ აქვს.


ისე მიაწერს თავის გვარს პროფესორსაც და დოქტორსაც ალექსანდრე, წარბსაც არ შეიხრის , ეტყობა სცხვენია ბიჭს და რა ქნას, არ ჰქონდა დრო დისერტაციის მოსამზადებლად.
აგერ საბუთებიც, უმეტეს უცხოელ სტუმარს უწერია, რომ პროფესორია ან დოქტორი, იშვიათად ორივე, კვიტაშვილს კი ორივე უწერია, მაააშ, პრაფესორიცაა და კიდო დოქტორიც, ამ დროს არც ლექციებს კითხულობს და არც სამეცნიერო სტატიას არ წერს:

http://aict.info/2012/info/AICT2012-Conference-Program.pdf
http://www.hepi.edu.ge/en/news/news/fz_viz...isi_Dec2011.pdf
http://ictptsu.tsu.edu.ge/data/file_db/fil...(3.11.2011).pdf
http://www.artsmanagement.net/downloads/nl/amnl108.pdf

This post has been edited by bochormeli on 10 Mar 2013, 19:51
ochka
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 157491
რეგისტრ.: 18-December 12

გამოგზავნილია: 10 Mar 2013, 19:35  #35542094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
bochormeli
QUOTE
ისე მიაწერს თავის გვარს პროფესორსაც და დოქტორსაც ალექსანდრე, წარბსაც არ შეიხრის ,


კი მაგრამ ეგ ხომ სიყალბეა, ეგეთი რაღაცის გამო ხალხს ციხეში სვავენ
bochormeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4908
წევრი No.: 36114
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 10 Mar 2013, 19:37  #35542124      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
კი მაგრამ ეგ ხომ სიყალბეა, ეგეთი რაღაცის გამო ხალხს ციხეში სვავენ


რა ქნას აბა უთხრას უცხოელ პროფესორებს მიშამ დამნიშნა და უარი ვერ ვუთხარიო?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) « პირველი ... 3 4 [5] 6 7 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0500 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]