forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლუგარის კვლევითი ცენტრი ლიკვიდირებულია, დაზუსტებული ინფო ქართულ-ამერიკულ ლაბორატორიაზე
no_one
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17486
წევრი No.: 1250
რეგისტრ.: 15-September 02

გამოგზავნილია: 10 May 2013, 00:16  #36356866      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
მოკლედ, ბევრი ინსინუაციის შემდეგ აგერ დადასტურებული ინფორმაცია ლუგარის კვლევით ცენტრთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობის განკარგულება N422 - 2013 წლის 7 მაისი, თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის და მის საკუთრებაში არსებული უძრავ - მოძრავი ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის გადაცემის შესახებ


წყარო: http://government.gov.ge/index.php?lang_id...5&info_id=36845


--------------------
He who saves a single life saves the entire world
სპორტი
ertyuio


********
ჯგუფი: Members
წერილები: 36951
წევრი No.: 10549
რეგისტრ.: 1-June 05

გამოგზავნილია: 10 May 2013, 00:19  #36356917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
2013 წლის 7 მაისი, თბილისი

ჯერ ორი დღეა გასული.
დარწმუნებული ვარ, ბიბი გადათქვამს და შეაჩერებს ლიკვიდაციას.
user.gif

პ.ს. დეტალებში ვერ ვერკვევი და სახელი "ლუგარი" არ დაევასათ? თუ სხვა რამე მოხდა?


--------------------
ვიშ
ვიშ
ვიშ
SPLIYVI
არ დაგივიწყებ გამზრდელო


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22694
წევრი No.: 311
რეგისტრ.: 15-September 01

გამოგზავნილია: 10 May 2013, 00:21  #36356948      · პროფილი · პირადი მიმოწერა
A-10-მ თქო რომ ეგრე არ არისო
მანდ ვმუშაობო

რას ცენტრავდნენ მანდ?

This post has been edited by SPLIYVI on 10 May 2013, 00:21


--------------------
ოხ შავარდნაძე შენ შთამომავალს არ გაეთბოს ლოგინი უგრელკოდ!

ჯანმრთლობაზე ძვირფასი თუ რამე გეგულება არ ვიცი....ტედათვალიერება ჩეთვის არის პრიორიტეტი...სხვა ყველფერი მოდის შემდეგ...@kvarkvara როდიონოვნა
Geooo
არაამქვეყნიური


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3431
წევრი No.: 85914
რეგისტრ.: 4-March 09

გამოგზავნილია: 10 May 2013, 00:24  #36357001      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
რას ცენტრავდნენ მანდ?


--------------------
"It is difficult to play against Einstein’s theory" - Mikhail Tal
Tal doesn't move the pieces by hand, he uses a magic wand. - Viacheslav Ragozin
ბეჟანბეჟანი
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14483
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11

გამოგზავნილია: 10 May 2013, 00:27  #36357065      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
no_one
ცენტრს პეტრეს დაარქმევ თუ პავლეს, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია ფუნქციონირებს.


--------------------
ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს.
სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს.
/ციცერონი/
ვაშა! მეგობრებო. ოცნება არ მუშაობს
/დავით ბაქრაძე/
fibonacci
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1514
წევრი No.: 15113
რეგისტრ.: 4-December 05

გამოგზავნილია: 10 May 2013, 00:41  #36357327      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ნუ რუსების ზეწოლა იყო,

არამგონია ამერიკამ გადაყროს 150 მილიონი ალბათ სახელს გადაარქმევენ თან რუსებს ასიამოვნებენ თან შეინარჩუნებენ.
seta
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5328
წევრი No.: 12723
რეგისტრ.: 11-September 05

გამოგზავნილია: 10 May 2013, 00:42  #36357362      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რა ხდებოდა მაგ ცენტრში?
საინტერესოა...
ARONDE
Super Russophobe


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 326
წევრი No.: 163473
რეგისტრ.: 13-March 13

გამოგზავნილია: 10 May 2013, 00:50  #36357512      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ფუ რა

პოვერნიწეს 180°-ოვ, ი მარშ ოპიაწ ვ რუსსკიი სვინარნიკ !

მეტის ღირსი არ ვართ

საღოლ ბიძო !


--------------------
I ❤ G e o r g i a
Boker
Very Old Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4576
წევრი No.: 686
რეგისტრ.: 19-February 02

გამოგზავნილია: 10 May 2013, 01:03  #36357738      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეს რომელი ცენტრია, აეროპორტთან რომ არის?


--------------------
Right Man
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 44723
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 10 May 2013, 01:31  #36358150      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სპორტი
QUOTE
დეტალებში ვერ ვერკვევი და სახელი "ლუგარი" არ დაევასათ? თუ სხვა რამე მოხდა?

ეგ ორი ცენტრი პრაქტიკულად ერთსა და იგივე რამეს აკეთებდა.
შესაბამისად, მიზანშეწონილიც იყო მათი გაერთიანება და ძალიანაც კარგი გააკეთეს.

ახალი დირექტორი ნამდვილი პროფესიონალია, პოლიტიკურად არაანგაჟირებული, კარგი ექიმი და მკვლევარი და იმედი მაქვს, თავიანად გაუძღვება საქმეს.
* * *
QUOTE
ნუ რუსების ზეწოლა იყო,


QUOTE
პოვერნიწეს 180°-ოვ, ი მარშ ოპიაწ ვ რუსსკიი სვინარნიკ !

მეტის ღირსი არ ვართ

საღოლ ბიძო !


რა რუსები. საერთოდ აზრზე ხართ, რა ხდებოდა ან ერთგან, ან-მეორეგან? რა ყველგან ეს რუსები უნდა შესჩაროთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოვალეობა იყო საქართველოში ინფექციური დაავადებების გავრცელების მონიტორინგი და აცილების გზების შემუშავება, იქნებოდა ეს პათოგენების გამოვლენა, მათი გავრცელების შესწავლა, ვაქცინაციის სტრატეგიები თუ სხვა.
სხვათა შორის, ადრე მაგათ "შავი ჭირისა და განსაკუთრებით საშიში სნეულებების" ცენტრი ერქვათ, მოგვიანებით დაერქვათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

აშშ-ში რომ აქტიური მუშაობა დაიწყო ჯილეხის ჩხირზე (ბინ ლადენის ხალხის მიერ ჯილეხის ჩხირის სპორების გავრცელების შემდეგ), მაშინ დაუკავშირდნენ ქართველებს ეგენი, რადგან საქართველოში ბევრი ბუნებრივი კერაა ჯილეხის. მაშინ ჩაატარეს იმნაძის ხელმძღვანელობით სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებულ მასალებზე მუშაობა, ჯილეხის ჩხირის აღმოსაჩენად და შტამების დასადგენად...

ახლა ეს ლაბორატორია რომ აშენდა ალექსეევკაში, პრაქტიკულად იგივე უნდა ეკეთებინა, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აკეთებდა და არ მესმის, რატომ უნდა ყოფილიყო ჩვენნაირ პატარა სახელმწიფოში ორი ერთნაირი და თან, სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრი, თან ერთ ქალაქში.
არ არია აუცილებელი რაღაც საფრთხობელების ძიება ყველგან.

ცენტრის ახლადდანიშნული დირექტორია გიორგი კამკამიძე. ძალიან კარგი ექიმი, ინფექციონისტი და იმუნოლოგიც. მგონი, ერთადერთი ექიმია, რომელიც იმუნოლოგიის აზრზეა საქართველოში. რამდენჯერმეა ნამუშევარი აშშ-ში. ცე ჰეპატიტისა ვირუსსა და აივ-ზე მუშაობდა ადრე.
სკოლის მოსწავლეობის დროიდან ვიცნობ, ჩემი რეკომენდატორიც იყო. ძალიან მიხარია, რომ მაგ საქმეს ჩაუდგა სათავეში და იმედი მაქვს, კარგად ააწყობს ყველაფერს.


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
burkina-faso
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8622
წევრი No.: 120550
რეგისტრ.: 5-September 10

გამოგზავნილია: 10 May 2013, 01:49  #36358382      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Solveig
შენ გაიხარე ამომწურავი პასუხისთვის smile.gif


--------------------
იყო ცოცხალი, ეს ყველაზე დიდი მოვალეობაა



"ლაჩრები იმავე დროს სასტიკნიც არიან" - გარიბალდი
nastie
Doukipudonktan


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5115
წევრი No.: 8460
რეგისტრ.: 25-January 05

გამოგზავნილია: 10 May 2013, 02:09  #36358608      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ახლა ეს ლაბორატორია რომ აშენდა ალექსეევკაში, პრაქტიკულად იგივე უნდა ეკეთებინა, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აკეთებდა და არ მესმის, რატომ უნდა ყოფილიყო ჩვენნაირ პატარა სახელმწიფოში ორი ერთნაირი და თან, სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრი, თან ერთ ქალაქში.
არ არია აუცილებელი რაღაც საფრთხობელების ძიება ყველგან.


როგორ არის ერთი და იგივე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორია ვერ იმუშავებს რეგიონალური მასშტაბი.

ლუგარის ცენტრის დირექტორი ადრე ანა ჟვანია იყო, საგარეო დაზვერვის ექს შეფი, ახლანდდელი დირექტორიც ამ რანგის მენეჯერია?

ამონარიდი ამერიკის ხმის სტატიიდან:

" საქართველოს დედაქალაქის გარეუბანში უნიკალური კვლევითი ცენტრი რვა ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდა, ლაბორატორიას გააჩნია ადამიანებისა და ცხოველთა დაავადებების კვლევებისა და დიაგნოსტიკისათვის ულტრათანამედროვე საშუალებები; პათოგენთა საცავი საქართველოს ენდემური პათოგენების საცნობარო შტამებისათვის და ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის შესაძლებლობა. ლაბორატორია ერთადერთია კავკასიის რეგიონში და ინფექციურ დაავადებებზე ზედამხედველობის ინტეგრირებული რეგიონალური ცენტრის ფუნქცია უნდა იტვირთოს. ახალი ლაბორატორიის დირექტორად ანა ჟვანია დაინიშნა, რომელიც მანამდე საქართველოს მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, მათ შორის მუშაობდა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად. ...."

"„ზოგიერთი დაავადების მხრივ საქართველო არის ენდემური კერა. ჩვენთან არის ჯილეხის, ბრუცელოზის შემთხვევები, რომლებიც საკმაოდ სერიოზული დაავადებებია. მათ შესაბამისი დიაგნოსტიკა სჭირდებათ. ეს ეხლაც საკმაოდ ეფექტურად ხორციელდება, თუმცა ეს ლაბორატორია მოგვცემს საშუალებას, რომ დიაგნოსტიკა პირველ რიგში და შემდეგ რეაგირება ამ დაავადებებზე ძალიან სწრაფად განხორციელდეს და შესაბამისად სერიოზულად შეამციროს დაავადების გავრცელების საფრთხე. თბილისის კვლევითი ცენტრი დაგეგმილია, როგორც რეგიონალური ლაბორატორია კავკასიის მაშტაბით და ასევე, სავარაუდოდ მის გარეთაც. ლაბორატორია განიხილება, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საკოლაბორაციო ცენტრი, როგორც დაავადებათა ეპიზედამხედველობის ინტეგრირებული სისტემა. ეს გულისხმობს, როგორც ადამიანის, ისე ცხოველის ჯანმრთელობის პრობლემების კვლევას, იმ დაავადებების დიაგნოსტიკას, რომელიც ადამიანების და ცხოველებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ლაბორატორია ასევე იქნება ძალიან დიდი კვლევითი ცენტრი, რომელშიც საერთაშორისო დონის კვლევები სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელდება.“
http://www.amerikiskhma.com/content/cphrl-...994/534557.html

დავადებათა კონტროლის ქვეშ ამ რანგის ლაბორატორიის გადატანა ნიშნავს მის დაქცევას.
ასე, რომ არ ყოფილიყო თავიდანვე ერთ სტრუქტურად ჩამოაყალიბებდნენ და დაუქვემდებარებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ერთ ერთ სსიპ-ს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს.
უბრალოდ ახლა ცდილობენ ყველასათვის უმტკივნეულოდ, ლამაზად შეფუთონ ლაბორატორიის გაუქმება. აბა, პირდაპირ ხომ არ გვაჯახებდნენ ვანადგურებთო

This post has been edited by nastie on 10 May 2013, 02:14


--------------------
Настроение бодрое, идём ко дну!

Rome, thou hast lost the breed of noble bloods!

Who you are speaks so loudly I can't hear what you're saying...
Mentir, moi, jamais, la vérité est bien trop amusante
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 44723
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 10 May 2013, 02:13  #36358642      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nastie
QUOTE
ლუგარის ცენტრის დირექტორი ადრე ანა ჟვანია იყო, საგარეო დაზვერვის ექს შეფი, ახლანდდელი დირექტორიც ამ რანგის მენეჯერია?

spy.gif
ანა ჟვანიას ისევე გაეგებოდა რამე დაავადებების გამომწვევების შესახებ, როგორც მე გამეგება ახლა ჩინური ენის გრამატიკა. არც ბიოლოგი იყო და არც ექიმი.
რა მენეჯმენტზე საუბრობთ. თუ არ იცნობ დარგს (მით უფრო ისეთ სპეციფიკურ დარგს, როგორიც ინფექციური დაავადებების გამომწვევების ბიოლოგიაა), როგორ უნდა მართო, რა საინტერესოა.

ან რეგიონული მასშტაბი რა შუაშია. რატომ ვერ იმუშავებს ვითომ? რა მნიშვნელობა აქვს, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს დაწესებულება თუ რეგიონულით, თუ საკვლევი ობიექტი ერთი და იგივეა?

QUOTE
დავადებათა კონტროლის ქვეშ ამ რანგის ლაბორატორიის გადატანა ნიშნავს მის დაქცევას.


ნუ აჭარბებთ, თუ შეიძლება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თავად თანამშრომლობდნენ ამერიკელები, როგორც აღვნიშნე. 2000 წლიდან, თუ არ ვცდები,. ყოველ შემთხვევაში, 2003 წელს ჯილეხის პროექტი უკვე მიდიოდა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არაა აუცილებელი, ყველგან საშინობლების და რუსების ძებნა.

This post has been edited by Solveig on 10 May 2013, 02:16
FRIDRIX
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12637
წევრი No.: 135242
რეგისტრ.: 29-August 11

გამოგზავნილია: 10 May 2013, 02:16  #36358673      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ტროცკის სახელობის გახდეს ან ორჯონიკიძის რუსების მონა ოლოგარქმა ასიამოვნოს პატრონებს

რეიგანის ძეგლიც აიღონ და დადგან ელცინის ან პუტინის ერთმორწმუნე მეზობელი პრეზიდენტები არიან
რათ გვინდა გეიების და მაოსნების პრეზიდენტის ძეგლი



This post has been edited by FRIDRIX on 10 May 2013, 02:18


--------------------
თქვენზე დესტრუქციული და ავანტიურისტი ქართულ პოლიტიკაში მეორე არ არის © Moor

Fედერალნი ოკრუგ გრუზია გუბერნატარ ბორის ივანიშვილი

"მივმართავ ყოველ ჩეჩენს რომელსაც შეუძლია ხელში იარაღის აღება მოკლას იმდენი რუსი რამდენსაც შეძლებს"

ახმად კადიროვი
nastie
Doukipudonktan


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5115
წევრი No.: 8460
რეგისტრ.: 25-January 05

გამოგზავნილია: 10 May 2013, 02:16  #36358676      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Solveig
QUOTE
ნუ აჭარბებთ, თუ შეიძლება.


ჯერ შეისწავლეთ სსიპ-ის ფუნქციები და მოვალეობები და მერე გამოიტანეთ დასკვნა, ვაჭარბებ თუ არა.
ეს მოვლენა მედიცინას სცდება, უსაფრთხოების და პოლიტიკის ნაწილია.

და კიდევ, ერთეულ უცხოურ პროექტებს, რომელიც ყველა სამინისტროში დარგისდამიხედვით ხორციელდება ნუ ადრით ამას:

QUOTE
ლაბორატორია განიხილება, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საკოლაბორაციო ცენტრი, როგორც დაავადებათა ეპიზედამხედველობის ინტეგრირებული სისტემა.


ლაბორატორია, რომელიც ლამის მსოფლიო დონეზე ფუნქციონირებისთვის იყო გათვლილი, გადავიდა სსიპის დაქვემდებარებაში. ეს არის რეალობა.

This post has been edited by nastie on 10 May 2013, 02:20
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0373 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]