forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (27) « პირველი ... 23 24 [25] 26 27   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პატრიარქი სტალინზე
U-33
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10852
წევრი No.: 134645
რეგისტრ.: 10-August 11

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 16:26  #37457596      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
AM0N
QUOTE
ზატო სტალინი ძნნნნნნნნნნნ მაგარი პოლიტიკოსი იყო


მაგარი შეიძლება იყოს ადამიანი ,რომელიც სიკეთეს თესავს და თავისუფლებისთვის იბრძვის,მაგრამ მაგარიც შეიძლება იყოს პიროვნება ,რომელიც დიდი დედა#####ული ვინმეა და ბოროტებას აკეთებს.
აბა ყველა ბოროტი და ახვარი სუსტი და დებილი რომ ყოფილიყო, ქე იქნებოდა ეს დედამიწა სიმშვიდეში და განცხრომაში.

ანტისტალინისტების მთავარი შეცდომაა.- სტალინი დებილი იყო, სტალინი დურაქი და ასე შემდეგ. მაგაზე გედავებიან სტალინისტები.
ხოდა უთხარით რაღა, მაგარი ქე იყო მარა, ნაბიჭვარი ტირანი და ჩათლახი იყო პახოდუთქო
ეგება დაგთანხმდნენ ეგეთ ვერსიას. lol.gif


--------------------
სანამ იკითხავ არსებობს თუ არა ღმერთი, მანამ შენ თავს კითხე–არსებობ თუ არა როგორც ადამიანი. U–33 სიბრძნეებიდან

''ბრძენი სულელისგანაც სწავლობს, სულელი კი ვერავისგან.''
''ფული ადამიანებს ფენებად ყოფს, განათლება - კატეგორიებად''
webtura
სხვა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14307
წევრი No.: 46293
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 16:26  #37457597      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Joker13
QUOTE
მიშა გეზიზღებოდეს და სტალინი მოგწონდეს ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია


პოლიტიკოსზე ითქვას მომწონს და მიყვარსო, არის სრული ალოგიკურობა. პოლიტიკოსზე უნდა იმსჯელო მისი პოლიტიკის შედეგებით. გვირგვლიანი და უამრავი კიდევ რომ ჩახოცა სააკაშვილის პოლიციამ, ამაზე ხომ ლაპარაკობენ, მაგრამ იმაზეც ლაპარაკობენ აგვისტოს ავანტიურით როგორ დაკარგა ტერიტორიები, მაგრამ თუ თავის პოლიტიკით ამ რეგიონებს შემოიერთებდა, მაშინ ხომ ამის გამო ქებასაც ხომ დაიმსახურებდა და ამაზეც იქნებოდა დადებითი შეფასებები.
ასე რომ, ნამდვილობის პრეტენზიის ,მქონე ისტორიამ მხოლოდ ცალმხრივად არ უნდა შეაფასოს პიროვნებების პოლიტიკური მოღვაწეობა.
Moor
Dreamer in Chief +


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22304
წევრი No.: 111995
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 16:27  #37457606      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · icq · aim · yim · msn
QUOTE (grou @ 31 Jul 2013, 16:06 )
Moor
QUOTE
ზეგ რომ ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ, მერე რას იტყვიან აქაური ასიდები!?

ნეტარ კი არიან მორწმუნენი, მაგრამ გწამდეს, რომ პუტინი და მისი რუსეთი თვითონ რამეს დაგვიბრუნებს მაინც ნამეტანია. smile.gif

თვითონ არ დაგვიბრუნებს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს რომ ჩვენ დაგვიბრუნდეს

პატრიარქს სიტყვა მიცა

თან ივერიის გაბრწყინების ჟამიც ახლოვდება

ყველაფერი დიადი გეგმის მიხედვით მიდის


--------------------
Missing in action
webtura
სხვა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14307
წევრი No.: 46293
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 16:35  #37457713      · პროფილი · პირადი მიმოწერა
სხვათა შორის, აჭარის ცენტარლური ხელისუფლებისადმი დამორჩილება და მოსეპარატო ასლანის გაძევება პლიუსში ეთვლება სააკაშვილს, ასევე ქურდების ინსტიტუტზე დიდი დარტყმის მიყენება, ქვედა რგოლებში კორუფციის მოსპობა და ბიუჯეტის შევსება, მაგრამ, სამწუხაროდ, პარალელურად იმდენო ზიანი მიაყენა ქვეყანას, რომ ამ ბოროტებამ გადასწონა გაკეთებული სიკეთეები.
* * *
U-33
QUOTE
ხოდა უთხარით რაღა, მაგარი ქე იყო მარა, ნაბიჭვარი ტირანი და ჩათლახი იყო პახოდუთქო
ეგება დაგთანხმდნენ ეგეთ ვერსიას. lol.gif


ჰო, ტირანისა და ჩათლახის პერიოდში იბადებოდა ასი ათასი ქართველი ყოველწლიურად, განათლებას იღებდა, პროფესიას იძენდა, მუშაობდა, ოჯახს ქმნიდა და პერსპექტივას ხედავდა ცხოვრებაში.
ტირანები და ჩათლახები ან 20 წლის მანძილზე იყვნენ საქართველოში, გაანახევრეს ერი, ჯოჯოხეთად უქციეს მილიონობით ქართველს საქართველოში ცხოვრება და შიმშილსა და ავადმყოფობაში ხოცავენ.
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5425
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 17:26  #37458353      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Joker13
QUOTE
QUOTE
პუტინი და მედვედევი რას აღიარებენ არ ვიცი, მაგრამ კატინის საქმე რომ ამოტრიალდება და ეგ ფალსიფიცირებული დოკუმენეტები თავზე რომ დაეხევა იგივე რუსეთის პროკურატურას, რომელმაც დასავლეთის შეკვეთითა და ფულის აღებით შეთითხნა ეგ საქმე, ბოლომდე გაირკვევა და ეგ კარგად არის მაგ ფილმში დამტკიცებული, მაგრამ ზოგიერთებს წიგნის წაკითხვაც ეზარება და ფილმის ნახვაც და მხოლოდ სატელევიზიო პროპაგანდის სჯერა.


შენ ხარ პროპაგანდის მსხვერპლი, კატინის ტრაგედიაზე ათეულობით წიგნია გამოცემული და მხატვრული ფილმიცაა გადაღებული, მაგრამ ადამიანს რისიც არ სწამს იმას ვერ დააჯერებ. შენ გწამს რომ სტალინი არ იყო ტირანი ხოდა ვერც იმას დაიჯერებ რომ კატინში პოლონელები მისი ბრძანებით დახვრიტეს

შეგიძლია დამისახელო ერთი წიგნი მაინც, რომელიც წაიკითხე, მასში მოცემული დოკუმენტები შეისწავლე, ამასთანავე მეორე მხარის უარმყოფელი მასალაც იყო ამ დოკუმენტში წარმოდგენილი და ამის შემდეგ მიიღე დასკვნა, რომ სტალინის მიერ იყო ნაბრძანები ეს ყველაფერი?



QUOTE
QUOTE
ვისაც გაინტერესებთ რა მოხდა კატინში რეალურად

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%...%80%D0%B5%D0%BB
მე მაინტერესებს რა მოხდა რეალურად კატინში. მაგრამ, რადგანაც შენ ასე მტკიცებით განაცხადე ასე მოხდაო, მარტო ამის გამო ვერ მივიღებ მაგ მტკიცებულებას. შენ თუ ეს ყველა მტკიცებულება შესწავლილი გაქვს, პასუხებიც არ უნდა გაგიჭირდეს იმ წინააღმდეგობებზე, რაც ამ "დოკუმენტებში" ჩანს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით მოყავთ (რაც ასევე შენს მიერ მითითებულ ლინკზეა მოყვანილი), არის კგბ-ს წარმომადგენლის, ვინმე შელეპინის, წერილი, რომელიც ხრუშჩოვს მიწერა თითქოს 1959 წელს. სრული წერილი იხილე აქ. წერილში ასეთ რამ არის მითითებული:
QUOTE
Вся операция по ликвидации указанных лиц проводилась на основании Постановления ЦК КПСС от 5-го марта 1940 года. Все они были осуждены к высшей мере наказания по учетным делам заведенным на них как на военнопленных и интернированных в 1939 году.
1) 1940 წელს კომუნისტური პარტიის სახელი არ იყო ЦК КПСС, არამედ იყო ЦК ВКП(б). რატომ ეშლება კგბ-ს წარმომადგენელს ეს ამბავი? 2) რატომ თხოვს კგბ-ს წარმომადგენილი ხრუშჩოვს ვითომ ყველა დახვრეტილზე არსებული დოკუმენტების განადგურებას, მაშინ როცა ხრუშჩოვი ამ შანს ხელიდან არ გაუშვებდა, რომ სტალინზე არათუ სიმართლე, არამედ სიცრუეც გაევრცელებინა (რაც კიდეც მოახერხა სხვა საკითხებთან დაკავშირებით)?
Joker13
მესები


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6222
წევრი No.: 120583
რეგისტრ.: 6-September 10

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 17:42  #37458521      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
webtura
QUOTE
ასე რომ, ნამდვილობის პრეტენზიის ,მქონე ისტორიამ მხოლოდ ცალმხრივად არ უნდა შეაფასოს პიროვნებების პოლიტიკური მოღვაწეობა.


მე ცალმხრივად არ ვაფასებ, სტალინმა მილიონობით ადამიანის რეპრესიით წამებით გაკულაკებით და დახვრეტით მიაღწია იმას რასაც მიაღწია... ასეთი ადამიანი ჩემთვის არასდროს იქნება არც მისაბაძი და არც საამაყო


vano_t
QUOTE

შეგიძლია დამისახელო ერთი წიგნი მაინც, რომელიც წაიკითხე, მასში მოცემული დოკუმენტები შეისწავლე, ამასთანავე მეორე მხარის უარმყოფელი მასალაც იყო ამ დოკუმენტში წარმოდგენილი და ამის შემდეგ მიიღე დასკვნა, რომ სტალინის მიერ იყო ნაბრძანები ეს ყველაფერი?


წიგნიც მაქ წაკითხული, სტატიებიც, დოკუმენტური და მხატრვრული ფილმები ნანახი, რუსეთის, პოლონეთის, გერმანიის ოფიციალური პირების განცხადებებიც მოსმენილი, დღეს ყველა ერთხმად აღიარებს რომ კატინის ტრაგედია სტალინის კისერზეა და რა უარმყოფელი არგუმენტი გინდა მოგიყვანო ? საბჭოთა კავშირის მემკვიდეეები რუსეთის მაღალჩინოსნები არ უარყოფენ ამ ფაქტს და მეტი დამადასტურებელი დოკუმენტი რა გინდა ?

თუ ფიქრობ რომ მთელი ცივილიზებული და არაცივილიზებული სამყარო საიდუმლოდ შეთანხმდა რომ კატინის ტრაგედია სტალინისთვის შეეტენათ ?

არ ვაპირებ მე აქ თეთრზე თეთრის მტკიცებას, არ გჯერათ და ნუ მაგ სიმართლით იარეთ ცხოვრების ბოლომდე up.gif

Президент СССР М. С. Горбачев передает Президенту Республики Польша В. Ярузельскому 13 апреля 1990 года копии документов о судьбах польских военнопленных
user posted image


Выявленные архивные материалы в своей совокупности позволяют сделать вывод о непосредственной ответственности за злодеяния в катынском лесу Берии, Меркулова и их подручных.
Советская сторона, выражая глубокое сожаление в связи с катынской трагедией, заявляет, что она представляет одно из тяжких преступлений сталинизма.

This post has been edited by Joker13 on 31 Jul 2013, 17:52


--------------------
სეთურიძე > მონტოია

LA_NY
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9704
წევრი No.: 13680
რეგისტრ.: 16-October 05

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 17:56  #37458664      · პროფილი · პირადი მიმოწერა
webtura

კეთილო, ისეთ წყაროებს და ფილმებს დებთ თქვენი პოზიციის გასამყარებლად რომელთა სანდოობის შესახებ არაფერია ცნობილი ძალიან რბილად რომ ვთქვათ. რამდენი ვინმე განსხვავებულ ხედვას წარმოადგენს ისტორიული მოვლენების, გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით, ფაქტად ვერ მივიღებთ. იგივე სუვოროვზე რომ ბრძანებთ, რაოდენ ლოგიკურადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ და ბევრ რამეს მეც ვეთანხმები და ის გადაცემაც კი მაქვს ნანახი სადაც ის ლონდონიდან დაუპირისპირდა ვოლკოგანოვს და სხვა საბჭოთა სამხედრო ისტორიკოსებს და ვთვლი რომ საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა, მაინც არავინ იცის რა წყაროებზე დაყრდნობით აწყობს თავის თეორიებს და ამიტომ მისი თეორიების უტყუარობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ჩვენ აქ ვერანაირ სიმართლეს ვერ დავადგენთ, მაგრამ არის უტყუარი ფაქტები რისი უარყოფაც შეუძლებელია და ეს არის მილიონობით დახოცილი და რეპრესირებული ადამიანი, გოლოდომორი, კოლექტივიზაცია, გულაგი, ტროიკა და 24 საათში დახვრეტილი ადამიანები და ასე შემდეგ. თქვენ ამბობთ რომ თუ ამ მილიონებს არ გაწყვეტდა მაშინ ომს ვერ მოიგებდაო, მე კი გეუბნებით ვინ არის სტალინი რომ მან გადაწყვიტოს მილიონობით ადამიანის ყოფნა არ ყოფნის საკითხი? ვინ არის ის ადამიანი რომელსაც ამის უფლება აქვს? ქრისტიანობის დამკვიდრებასტან ერთად კაცობრიობამ ამგვარ შურისმაძიებელ და დამსჯელ ღმერთებს უთხრა უარი და თქვენ თვლით რომ პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს ამის უფლება რაღაც ეფიმერული უფრო დიდი სიკეთის სანაცვლოდ თავს მოახვიოს ადამიანებს საკუტარი ნება და ვინც არ აღიარებს მოსპოს? ვინ არის სტალინი რომ მან წაართვას ადამიანებს არჩევანის უფლება და აიძულოს ყველამ იცხოვროს და იფიქროს ისე როგორც მას სურს? როგორ შეიძლება ამ ადამიანის როლის რაიმენაირად დადებითად შეფასება და მითომეტეს ქრისტიანული სარწმუნოების კონტექსტში? ჰიტლერმა მასზე ბევრად უფრო წარმატებული რეფორმები ჩაატარა გერმანიაში ბევრად უფრო ნაკლები მსხვერპლის ფასად. ისიც მოსაწონია? თუ ორი უდუდესი ბოროტების ბრძოლაში გამარჯვებულ ერთ ბოროტებას რამე ეპატიება? ასეთ მიდგომას საზოგადოება წარმატებამდე არ მიჰყავს.

პატრიარქს რაც შეეხება, ეს ადამიანი არის ერთადერთი არხი რუსეთთან რაღაც ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. მაგრამ ამ ადამიანს ვუშვებთ მოლაპარაკებაზე და ველოდებით შედეგს ისე რომ მას არანაირ საპირწონეს, კარტს არ ვატანთ რომ რაიმეზე მოილაპარაკოს და რუსებს შესთავაზოს და ამ დროს ველოდებით შედეგს და დათმობებს რუსებისგან. რატომ? რუსებს აბსოლუტური გავლენა აქვთ ჩვენ სახელმწიფოზე და შეიძლება ითქვას მძევლად ვყავართ, ქვეყნის უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს და მათ ნებისმიერ მომენტში ოცი დაღესტნელი ვაჰაბიტის ან ცხინვალიდან გამოსული 10 გადაცმული დივერსანტის მეშვეობით შეუძლია ქვეყნის პარალიზება და დესტაბილიზება და რის საფასურად გინდათ ათქმევინოთ ამაზე უარი რუსებს? თუ მოლაპარაკება და მათთან ურთიერთობების ნორმალიზება გვინდა რას ვტავაზობთ? რეალურად ჩვენ ვართ დამარცხებული მხარე და ისინი გამარჯვებული, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტში. არაფერს ან მე არ ვიცი და ამიხსენით. ის რის გამოც "გვსჯიდა" რუსეთი ბოლო 23 წლის განმავლობაში ისევ დღის წესრიგში დგას და რატომ უნდა დაგვითმონ რამე იქნებ ამიხსნათ? ავტომატების ხელში აღება, კაბინეტებიდან გამოსვლა და ტყეში გასვლა ჩვენ არ გვინდა და ქვეყნის ჩეჩენიზაციას ვერიდებით (ალბათ მართებულადაც). ხვალ შეუძლიათ აფხაზეთში და ცხინვალში რეფერენდუმი ჩაატარონ და ადგილობრივებს ათქმევინონ რომ რუსეთზე შეერთება უნდათ და შეიერთონ კიდევაც და რას ვაძლევთ წაგებული და დამარცხებული მხარე ისეთს რომ ამ ცთუნებაზე ამ უხეშმა ძალამ უარი თქვას? ეხლა პატრიარქი თუ თვლის რომ სტალინის დიდებით, მოძმე ერების თეორიით, საერტო სარწმუნოებით, კულტურული სიახლოვით და ასე შემდეგ რაღაც კომუნიკაციის და პოზიციების დაახლოება შეიძლება რათა უფრო სერიოზულ თემებზე შევძლოთ საუბარი, ეს მისი გადასაწყვეტია მიუხედავად იმისა რამდენად მისაღებია ეს ჩვენთვის. როცა სხვა კომუნიკაციის არხი რუსებთან არ არსებობს და ამ ადამიანს მივანდეთ, მაშინ დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ კი შედეგებით ვიმსჯელებთ. მაგრამ აქ ჩვენ ერთმანეთს ვუმტკიცოთ სტალინი დიდი პიროვნება იყო, ქრისტიანი იყო, ქართველების და ქრისტიანობის დამცველი იყო და ასე შემდეგ უბრალოდ თავის მოტყუებაა სხვა რამე რომ არ დავარქვათ.
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5425
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 18:15  #37458851      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Joker13
QUOTE
დღეს ყველა ერთხმად აღიარებს რომ კატინის ტრაგედია სტალინის კისერზეა და რა უარმყოფელი არგუმენტი გინდა მოგიყვანო ?
ვინ აღიარებს ეს ნაკლებად საინტერესოა და არ წარმოადგენს დამადასტურებელ საბუთს. ისტორიული საბუთი ისტორიული საბუთია და არა ამათუიმ პიროვნების აღიარება. რაც შეეხება მეორე მხარის არგუმენტებს და მტკიცებულებებს, ეს არგუმენტები და მტკიცებულებები საბჭოთა კავშირის მიერ 1943 წელს ჩატარებულმა კომისიამ გამოაქვეყნა. იქ მნიშვნელოვანი საბუთებია მოყვანილი, რომელიც გერმანელთა ბრალეულობას ამტკიცებს.

QUOTE
საბჭოთა კავშირის მემკვიდეეები რუსეთის მაღალჩინოსნები არ უარყოფენ ამ ფაქტს და მეტი დამადასტურებელი დოკუმენტი რა გინდა ?
რითი არის ეს დამადასტურებელი დოკუმენტი? ამ მემკვიდრეებიდან კატინის ტრაგედიაში ვინმე უშუალოდ მონაწილეზე გვაქვს საუბარი თუ რას გულისხმობ?

QUOTE
თუ ფიქრობ რომ მთელი ცივილიზებული და არაცივილიზებული სამყარო საიდუმლოდ შეთანხმდა რომ კატინის ტრაგედია სტალინისთვის შეეტენათ ?

არ ვაპირებ მე აქ თეთრზე თეთრის მტკიცებას, არ გჯერათ და ნუ მაგ სიმართლით იარეთ ცხოვრების ბოლომდე  up.gif
თეთრით შავზე მტკიცებას არ გთხოვ. აშკარა წინააღმდეგობაზე მიგითითე და ახსნას ვერ იძლევი ჯერჯერობით - აი ეს არის ფაქტი.
Joker13
მესები


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6222
წევრი No.: 120583
რეგისტრ.: 6-September 10

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 18:28  #37458998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
vano_t

და რა ისტორიული საბუთი გინდა დაგიდო ? გეუბნები რომ მთელი მსოფლიო მათ შორის დღევანდელი რუსეთის მთავრობაც აღიარებს, რომ კატინის ტრაგედია სტალინის კისერზეა, გორბაჩოვმა 90-წელს პოლინეთის პრეზიდენტს გადაცა კატინთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და ბოდიშიც მოუხადა საბჭოთა კავშირის ხალხის სახელით ამ ტრაგედიის გამო, კატინის ტრაგედიაზე გადაიღეს მხატრვული ფილმი, უამრავი დოკუმენტური მასალა და სტატია არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით და მეტი ახლა აიფონით გადაღებულ ვიდეო კადრებს ვერ დაგიდებ თუ როგორ ხვრიტავენ კატინის ტყეში ნკვდს ჯალათები პოლონელ ოფიცრებს
Umanko Serapioni
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 659
წევრი No.: 110450
რეგისტრ.: 25-January 10

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 18:28  #37459003      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
"ილია მეორე: ძმები ვიყავით და ძმებად დავრჩებით", - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა Кавказская Политика ნადეჟდა კევორკოვას ინტერვიუს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვტილია, თუმცა საქართველოს პატრიარქი ხუთი წლის განმავლობაში რჩება საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად, რომელიც რუსეთში ჩადის და არა მხოლოდ მოსკოვის პატრიარქ კირილს ხვდება, არამედ - ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც.
"საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გავლენა უპრეცედენტოა. ამერიკული გამოკვლევების თანახმად, მისი რეიტინგი 92%-ზე ქვევით არ ჩამოდის. ხუთი წლის წინ პატრიარქი პირადად ესაუბრა რუსეთის სამხედრო უწყებას და პირადად ჩავიდა საომარი ქმედებების ზონაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხედრების საქართველოში გადმოსასვენებლად", - წერს ნადეჟდა კევორკოვა და დასძენს, რომ რუსეთში ვიზიტამდე ილია II კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენი რამ აერთიანებთ რუსეთსა და საქართველოს გარდა მართლმადიდებლობისა – მათ შორის კულტურა, ტრადიციები, საერთო ისტორია, პოეტები და საბჭოთა კავშირის თვით ყველაზე გავლენიანი და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლიდერი იოსებ სტალინი.
"პირველ რიგში, მინდა ყველას მივმართო – ის დაძაბული ურთიერთობები, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის წარმოიშვა – ხელოვნურად შექმნილია. მიუხედავად ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული რთული ურთიერთობებისა, ჩვენმა ეკლესიებმა შეინარჩუნეს ძმური, ჩვენმა ხალხმა კი თბილი ურთიერთობები. ჩვენ დიდი სიყვარულით ვხვდებით რუსულ მრევლს და ისინი ესწრებიან ჩვენს ღვთისმსახურებას, თავის მხრივ ქართველებიც ხშირად სტუმრობენ რუსულ წმინდა ადგილებს", - განაცხადა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და დასძინა, რომ დაძაბული ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან რუსეთშიც და საქართველოშიც არსებობენ კეთილი ძალები, რომლებიც გამოასწორებენ ამ გაუგებრობას. მისივე თქმით, აფხაზეთიცა და ცხინვალიც კვლავ იქნება საქართველოს შემადგენლობაში.
"ჩვენ შევინარჩუნეთ თბილი ურთიერთობები აფხაზებთანაც და ოსებთანაც. როგორც იცით, მე ვლადიკავკაზში დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე და კარგად ვიცნობ ოსებს. ეს კეთილი, ნიჭიერი ხალხია. რაც შეეხება აფხაზეთს, 11 წლის განმავლობაში ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და ჩვენს შორის რაიმე დაძაბულობის ერთ შემთხვევასაც ვერ გავიხსენებ. ვფიქრობ, რომ არ არსებობს არც ჩიხი, არც – კედელი. როდესაც ჩვენ წინ აღმართულ კედელს ვაწყდებით, მას გვერდი უნდა ავუაროთ და ან კარი უნდა ვიპოვოთ, ან ფანჯარა, ან – გასასვლელი", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
რუსულ გამოცემასთან საუბარში ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.
"ჩემი აზრით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვა სასულიერო პირებსაც და ელიტის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. ამას ხელს არაფერი უშლის მით უმეტეს, რომ უკვე ათი თვეა, რაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც მზადაა მოლაპარაკებებისთვის და ვფიქრობ, ეს მოლაპარაკებები შედგება", - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა და დასძინა, რომ თავად არ აწარმოებს მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით პოლიტიკური რანგის. მისივე განცხადებით, ყოველთვის ღიად აფიქსირებს საკუთარ აზრს და ფიქრობს, რომ დაუშვებელია თვალის დახუჭვა რუსეთსა და საქართველოს შორის შექმნილ სირთულეებზე.
"მიმაჩნია, რომ ჩვენ ვიყავით ძმები და ძმებად დავრჩებით. მთავარია, ერთმანეთისადმი გულწრფელები ვიყოთ. ამას წინათ, მაგალითად, 300 მეტრით გადმოწიეს საზღვარი. რუსეთისთვის ეს არაფერს ნიშნავს, საქართველოსთვის კი ეს ძალიან ბევრია", - განაცხადა რუსულ გამოცემასთან საუბრისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთის მხირდან ქვეყნის პრეზიდენტია, საქართველოს მხრიდან კი - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ისინი უნდა შეხვდნენ და გადაჭრან ეს საკითხები.
"საქართველო ღვითისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მისი დანაწევრება არ შეიძლება. ამას არ დაუშვებს ღვთისმშობელი. ეს დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე. აფხაზეთი და ცხინვალი – საქართველოს ტერიტორიის ნაწილია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს ამ რთული სიტუაციიდან. ძალიან მიყვარს რუსეთი, სადაც სასულიერო სემინარიაში მივიღე განათლება და აკადემია დავამთავრე", - განაცხადა ილია მეორემ.
რუსულ გამოცემასთან საუბრისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ რუს და ქართველ ხალხს არა მხოლოდ მართლმადიდებლობა, არამედ კულტურა აერთიანებს.
"საქართველოს ძალიან უყვარს რუსული კულტურა. ქართველები კითხულობენ და ძალიან უყვართ რუსეთის ლიტერატურა და ფილოსოფია, განსაკუთრებით XIX საუკუნის. მახსოვს, როცა სემინარიისა და აკადემიის სტუდენტი ვიყავი, საბჭოთა პერიოდში ეს ლიტერატურა აკრძალული იყო, თუმცა მაინც ვახერხებდით ამ წიგნების კითხვას", - აღნიშნა ილია მეორემ.

http://www.kvirispalitra.ge/ras-weren-chve...-ibadebian.html
Georgian_90
თემურ, რა გამოსავალს ხედავ ?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8531
წევრი No.: 70388
რეგისტრ.: 4-September 08

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 18:33  #37459059      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მეტი ახლა აიფონით გადაღებულ ვიდეო კადრებს ვერ დაგიდებ თუ როგორ ხვრიტავენ კატინის ტყეში ნკვდს ჯალათები პოლონელ ოფიცრებს


აზრი ? მაგაზეც გეტყვიან დადგმულიაო lol.gif lol.gif lol.gif სურათს აჩვენებ ფოტოშოპიაო დაიკიდე რა lol.gif


--------------------
ტოტენჰემის ფეხბურთელებმა ყვერები რო მოიჭრან და ისინი გამოუშვან სათამაშოდ ყვერები მოუგებენ დინამოს (c) Goli
PANZERKOPF
Schlosser


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7106
წევრი No.: 41666
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 18:51  #37459273      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ჰუმანიზმის, ზნეობის და კეთილშობილობის ეტალონები: ბ-ნი ვიაჩესლავ მოლოტოვი, ბ-ნი იოსებ სტალინი და ბ-ნი ნიკოლოზ იეჟოვი.






მიმაგრებული სურათი
1.jpg


--------------------
ზეინკალ-თეორეტიკოსი, ქლიბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
სახანძრო-მათემატიკური ინსტიტუტის ბრანდსპოიტ-დიფერენციალური ანალიზის კათედრის გამგე.
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5425
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 19:00  #37459391      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Joker13
QUOTE
და რა ისტორიული საბუთი გინდა დაგიდო ?
აი ეს მასალა, რასაც ამბობ:
QUOTE
უამრავი დოკუმენტური მასალა და სტატია არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით
ეს დოკუმენტური მასალა მაინტერესებს.

ან კიდევ ეს:
QUOTE
გორბაჩოვმა 90-წელს პოლინეთის პრეზიდენტს გადაცა კატინთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი
რა დოკუმენტებია ესენი? შენ თუ გაქვს ეს დოკუმენტები წაკითხული?

ამ დოკუმენტებში, ის, ზემოთ ნახსენები წერილიც არის, თითქოს კგბ-შნიკის დაწერილი, რომელიც აშკარად სიყალბეს წარმოადგენს. დაგისვი ამაზე კითხვა, შემდეგ გავიმეორე მეორე პოსტში და შენ პასუხი არ გაგიცია. ჯერ მაგ კითხვას გაეცი პასუხი და შემდეგ დანარჩენ დოკუმენტებზე ვისაუბროთ.

გავიმეორებ:
QUOTE
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით მოყავთ (რაც ასევე შენს მიერ მითითებულ ლინკზეა მოყვანილი), არის კგბ-ს წარმომადგენლის, ვინმე შელეპინის, წერილი, რომელიც ხრუშჩოვს მიწერა თითქოს 1959 წელს. სრული წერილი იხილე აქ. წერილში ასეთ რამ არის მითითებული:
QUOTE
Вся операция по ликвидации указанных лиц проводилась на основании Постановления ЦК КПСС от 5-го марта 1940 года. Все они были осуждены к высшей мере наказания по учетным делам заведенным на них как на военнопленных и интернированных в 1939 году.
1) 1940 წელს კომუნისტური პარტიის სახელი არ იყო ЦК КПСС, არამედ იყო ЦК ВКП(б). რატომ ეშლება კგბ-ს წარმომადგენელს ეს ამბავი? 2) რატომ თხოვს კგბ-ს წარმომადგენილი ხრუშჩოვს ვითომ ყველა დახვრეტილზე არსებული დოკუმენტების განადგურებას, მაშინ როცა ხრუშჩოვი ამ შანს ხელიდან არ გაუშვებდა, რომ სტალინზე არათუ სიმართლე, არამედ სიცრუეც გაევრცელებინა (რაც კიდეც მოახერხა სხვა საკითხებთან დაკავშირებით)?
Gruber
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 351
წევრი No.: 166786
რეგისტრ.: 7-May 13

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 19:03  #37459433      · პროფილი · პირადი მიმოწერა
სტალინი რო სატანა იყო და მისი მოყვარულებიც სატანის მიმდევრები არიან ფაქტია !!!!
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23397
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 31 Jul 2013, 19:57  #37459989      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დავით ზურაბიშვილი war.gif

თავისუფლების ფასი (ნაწილი მესამე)
http://kalmasoba.com/sazogadoeba/447-thavi...ili-mesame.html

იმპერიის საპასუხო დარტყმა

სანამ საქართველოში ეროვნული მოძრაობა დუღდა და გადმოდუღდა, როგორღაც ისე მოხდა, რომ ეთნოცენრული ნაციონალიზმის ჩრდილქვეშ შეუმჩნევლად იწყო ჩასახვა რელიგიური იზოლაციონიზმისა და შეუწყნარებლობის ტენდენციებმა. მთლად შეუმჩნევლად მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან ტრადიციული რელიგიური მრწამსისა და ინსტიტუტების აღმავლობა საერთოდ დამახასიათებელი იყო პერესტროიკული საბჭოეთისთვის და არც საქართველო გახლდათ გამონაკლისი. მახსოვს, იპოდრომზე რომ მიტინგები ტარდებოდა, უნივერსიტეტიდან დაძრული სტუდენტების კოლონა მე-9 საავადმყოფოსთან. პატარა სკვერში, ილიას ბიუსტთან იჩოქებდა, წმ, ილია მართალს შესთხოვდა შეწევნას და მერე ისევ აგრძელებდა მსვლელობას. მიტინგებზე „მამაო ჩვენოს“ კითხვა და სასულიერო პირების გამოსვლა ხომ ჩვეულებრივი ამბავი იყო.

თუმცა, ეს ყველაფერი მაინც ჩვეული, ანუ ეთნოცენტრული ნაციონალიზმის ფარგლებში იჯდა. ტრადიციული ისტორიული ნარატივის მიხედვით ქრისტიანობა ქართველებისთვის უპირველეს ყოვლისა ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნების საშუალებად განიხილებოდა. ამ ნარატივში კონკრეტულ კონფესიას (მართლმადიდებლობას) მაინც და მაინც დიდი დატვირთვა არ გააჩნდა. ქართულ კლასიკურ ლიტერატურაში სიტყვა “მართლმადიდებლობას” საერთოდ იშვიათად შევხვდებით, ისტორიულ წყაროებშიც აქცენტი კონფესიაზე ძირითადად სომხურ გრიგორიანულ აღმსარებლობასთან დაპირისპირების კონტექსტშია ხოლმე დასმული. ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულების თაობაც რელიგიური მრწამსის მნიშვნელობას უფრო იდენტობის შენარჩუნების ისტორიულ ინსტრუმენტად მოიაზრებდა, ვიდრე ამ იდენტობის განმსაზღვრელად.

მოკლედ, ქართველი საბჭოთა ნაციონალისტისთვის ქრისტიანობა იყო არა იმდენად რელიგიური კულტი, რამდენადაც წარსულის მემკვიდრეობის კულტურული ძეგლი, თავის დროზე რომ უშუალო ფუნქცია ჰქონდა და ახლა უფრო ტრადიციისადმი პატივისცემის ნიშნადაა შემორჩენილი.

იმავდროულად ეკლესია, როგორც სისტემისთვის პოტენციურად საშიში ინსტიტუცია, საბჭოთა კაგებეს ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. არსებობდა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის თანამდებობა, რომლის პირდაპირი მოვალეობაც იყო რელიგიური ინსტიტუტების კონტროლი. თვით სასულიერო პირებს შორის არცთუ ცოტანი იყვნენ უშიშროების მიერ შეგზავნილნი და გადაბირებულნი. მეორეს მხრივ, ქართული სამღვდელოება არ გამოირჩეოდა დიდი ინტელექტუალიზმით და პრაქტიკულად ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ პროცესებზე. ეს სტატუს ქვო მეტ-ნაკლებად ნარჩუნდებოდა პერესტროიკის დაწყებამდე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ინტელიგენციის წრეში საკმაოდ პოპულარული იყო და ერუდირებული, პატრიოტი პიროვნების რეპუტაციით სარგებლობდა,

სიტუაციის ცვლილება იწყება 80-იანი წლებიდან, როდესაც პერესტროიკის ტალღაზე მკვეთრად გაიზარდა ინტერესი რელიგიისა და ეკლესიის მიმართ. თბილისში გაიხსნა სასულიერო აკადემია, სადაც ბევრი ახალგაზრდა წავიდა სასწავლებლად.

სასწავლებელი კი გაიხსნა, მაგრამ სასულიერო ლიტერატურა ქართულ ენაზე არც ისე ბევრი იყო. დეფიციტის შევსება რუსეთიდან შემოტანილი წიგნებით ხდებოდა, რუსული რელიგიური ტრადიციისთვის კი ყოველთვის დამახასიათებელი იყო ანტიდასავლური და მესიანისტური მოტივები, სადაც მთელი დასავლური კულტურა მოიაზრებოდა მართლმადიდებლობის მტრად და ანტიქრისტეს ტახტის სამკვიდროდ. პერესტროიკის დროს შავრაზმული სულისკვეთების ლიტერატურა რუსეთში უკვე ტონობით იბეჭდებოდა და შემდეგ საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.

ქართული სამღვდელოება ასეთი ექსპანსიისთვის აშკარად მოუმზადებელი აღმოჩნდა, მათი ერთი ნაწილი კი ისედაც ამგვარ ლიტერატურაზე იყო აღზრდილი და უბრალოდ საშუალება არ ჰქონდა საკუთარი შეხედულებები სახალხოდ გაევრცელებინა. სასულიერო აკადემიის გახსნა მათთვის ასპარეზის გახსნის ტოლფასი იყო. ქართული სამღვდელოების ის წარმომადგენლები, რომლებიც არ იზიარებდნენ ამ იმპორტირებულ ანტიდასავლურობას, ჯერ ერთი ბევრნი არ იყვნენ, თანაც მათი მომზადების დონეც არ იყო მაღალი და ვერ უწევდნენ ჯეროვან წინააღმდეგობას მდიდარი წყაროებით ზურგმომაგრებულ იზოლაციონისტებს. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა რაფაელ კარელინი - იგივე მამა რაფაელი, ქართულ სამღვდელოების ფონზე განათლებული და განსწავლული მოძღვარი, რომელიც ანტიდასავლურ დისკურსს აყოლილი ახალგაზრდებისთვის ნომერ პირველ ავტორიტეტად იქცა

მე ნამდვილად არ ვიცი რა როლს თამაშობდნენ ამ პროცესში რუსეთის სპეცსამსახურები ან თუ თამაშობდნენ რაიმე როლს, მაგრამ დასავლეთის დისკრედიტაცია რომ რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდა და შედის, ეს ეჭვგარეშეა. ეკლესიასა და მრევლში ანტიდასავლური სულისკვეთების გაღვივება საკმაოდ კარგი საშუალებაა საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის. გარკვეული აზრით, ანტიდასავლურობის იმპორტი მართლმადიდებლობის სახელით თავისუფლად შეგვძლია რუსეთის იმპერიის საპასუხო დარტყმად განვიხილოთ, თუმცა, რამდენად იყო ეს დარტყმა შეგნებულად და გააზრებულად განხორციელებული, სხვა საკითხია. იმ სიტუაციაში, რომელიც სადღეისოდაა შექმნილი, “მოსკოვის ხელის” ძიება სულაც არ არის საჭირო, რადგან ამ ხელის ფათურის ალბათობა რომც გამოვრიცხოთ, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა. .


გზაჯვარედინი

ზემოაღნიშნული პროცესები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ფაქტობრივად ეროვნული მოძრაობის პარალელურად მიმდინარეობდა, რაც ერთგვარ პარადოქსულ სიტუაციას ჰქმნიდა. თავად ეროვნული მოძრაობა მთავარ მტრად რუსეთის იმპერიას თვლიდა და დასავლურ სამყაროს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ერთის მხრივ მოკავშირედ, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფო მოწყობის სამომავლო მოდელად მიიჩნევდა. ეროვნული მოძრაობა ასევე ხშირად აპელირებდა ქრისტიანობაზე - ეკლესიის გავლენის ზრდა, ყოველი ახალი ტაძრის გახსნა აღიქმებოდა, როგორც დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამ დროს კი ეკლესიაში, როგორც არასდროს, ისე ძლიერდებოდა სწორედ რუსული იმპერიალისტური თვალთახედვა ქრისტიანობასა და მართლმადიდებლობაზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იმ დროისათვის უფრო პროდასავლური ორიენტაციის ფიგურად მოიაზრებოდა და მის მიმართ იზოლაციონისტური პოზიციიდან არაერთი კამპანია იქნა წამოწყებული. პატრიარქისგან ითხოვდნენ ეკუმენიზმის, როგორც „ერესთა ერესის“ დაგმობას და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გასვლას .

ამავე პერიოდში საქართველში ძალიან მომრავლდა ახლად გახსნილი ტაძრები და სამლოცველოები, ასევე მასობრივად მოხდა აკადემიის კურსდამთავრებული ახალგაზრდების მღვდლად კურთხევა. მათ შორის კი ანტიდასავლური და იზოლაციონისტური განწყობები უკვე საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო. შედეგად მივიღეთ ეკლესიის წიაღში ამგვარი განწყობების სერიოზული ზრდა, იმდენად სერიოზული, რომ პატრიარქი, სქიზმის თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება მიეღო. ეს იყო პირველი კომპრომისი, რომელსაც სხვებიც მოჰყვა. საბოლოო ჯამში განხეთქილება კი იქნა თავიდან აცილებული, მაგრამ ამასობაში ანტიდასავლური იზოლაციონიზმი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდა.

უფრო თვალსაჩინოდ რომ წარმოვიდგინოთ რა პროცესთან გვაქვს საქმე, როცა ქართულ იდენტობაში ეთნოცეტრიზმის მართლმადიდებლობით ჩანაცვლებაზე ვლაპარაკობთ, მოკლედ შევაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული:

ა) ეთნოცენტრული ნაციონალიზმი იყო ქართული იდენტობის განმსაზღვრელი ატრიბუტი.

ბ) ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში მოხდა ეთნოცენრული ნაციონალიზმის დისკრედიტაცია ინტელიგენციაში, ანუ იმ ელიტარულ ფენაში, რომელიც დიდწილად განსაზღვრავდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

გ) ეთნოცენტრული ნაციონალიზმის დისკრედიტაციამ გამოიწვია იდენტობის კრიზისი, ელიტარული ჯგუფები კი უძლური აღმოჩნდნენ შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის რაიმე ახალი ღირებულებითი საყრდენი.

დ) ამ პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში ანტიდასავლური სულისკვეთების დამკვიდრება რუსეთიდან იმპორტირებული ლიტერატურისა და მათი პროპაგანდისტების მეშვეობით.

ასეთი სიტუაცია შეიქმნა საქართველოში 90-იანი წლების შუახანებისთვის. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი იმისთვის, რათა ეთნოცენტრული ნაციონალიზმის ნაცვლად მართლმადიდებლური (რელიგიური) ნაციონალიზმი გამხდარიყო ქართული ნაციონალური იდენტობის განმსაზღვრელი დისკურსი. ეს ყველაფერი - იდენტობის კრიზისი, პირველი ლიბერალების დესტრუქციული ნეგატივიზმი, ეკლესიაში რუსულ-ანტიდასავლური გავლენების ზრდა - ალბათ მხოლოდ გარდამავალი პერიოდის ბიწიერ ეფექტად ჩაითვლებოდა, თუკი პროდასავლური ორიენტაციისა და ლიბერალურ დემოკრატიაზე განაცხადის შედეგი იქნებოდა წარმატებული ქართული სახელმწიფო და მოქალაქეთა ცხოვრების პირობების თვისობრივი გაუმჯობესება.

რაღაც ამდაგვარი ტენდენცია საქართველოში თითქოს ჩაისახა კიდეც 1995-97 წლებში, როდესაც ფაქტობრივად დასრულდა გვარდიის, მხედრიონის და სხვა გასამხედროებული ფორმირებების უკონტროლო თარეში. ამ ფორმირებათა ლიდერებიდან ზოგი დაიღუპა, ზოგი დააპატიმრეს და ზოგი საქართველოდან გაიქცა. ერთიმეორის მიყოლებით ამუშავდნენ მაღაზიები, რესტორნები და კაფეები, მანამდე რომ პრაქტიკულად ვერ ფუნქციონირებდნენ მუდმივი რეკეტის გამო; ამოქმედდნენ პარალიზებული სახელმწიფო სტრუქტურები. საგრძნობლად მომრავლდნენ უცხოური ფონდები და წარმომადგენლობები. მოკლედ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოდიოდა გადატრიალების შემდგომი ქაოსიდან, რამაც სტაბილურობისა და განვითარების პერსპექტივის განცდა გააჩინა. თუმცა, ეს იყო მხოლოდ ტენდენციის ჩანასახი და არა შეუქცევადი პროცესი. ასეთ გარდამტეხ მომენტებში კი, როგორც ზევით ავღნიშნეთ, ძალიან დიდი, შეიძლება ითქვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ელიტარული ჯგუფების პოზიციას, რომლებიც ან თვითონ ჰქმნიან საზოგადოებრივ აზრს, ან უშუალო ზეგავლენას ახდენენ მის ფორმირებაზე.

და სწორედ ამიტომაც აღმოვჩნდით იქ, სადაც ვართ და არა იქ, სადაც თითქოს შეიძლება ვყოფილიყავით.

და ა.შ.
პირველი-მეორე წერილებიც საინტერესოა...


--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (27) « პირველი ... 23 24 [25] 26 27  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1026 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]