forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> "როცა არ არის შენი საქმე ლექსის წაკითხვა, უნდა, დაანებო თავი, ჩემო საყვარელო თიკა კანდელაკო..."
სურამელი
კარლსონიკო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3486
წევრი No.: 143324
რეგისტრ.: 19-February 12

გამოგზავნილია: 26 Sep 2013, 16:09  #38161992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
"როცა არ არის შენი საქმე ლექსის წაკითხვა, უნდა დაანებო თავი, ჩემო საყვარელო თიკა კანდელაკო..."


- მაპატიეთ, მაგრამ თიკა კანდელაკი ვინ არის, ჩვენ რომ იმას მოვთხოვოთ, ლექსი გამართულად რატომ არ წაიკითხა? თუ თიკამ კომენტარი გააკეთა ლექსზე ამას და ამას ეძღვნებაო და სინამდვილეში ასე არ არის, თუ თქვა, სუსტი ლექსიაო, მაშინ ეს ჩემი სფეროა და ყველანაირად ვალდებული ვარ ვუპასუხო...

- საზოგადოების მხრიდან ამას მწვავე კრიტიკა მოჰყვა... სოციალურ ქსელებში ხუმრობის საგანი იყო მთელი დღე. თქვენ ამ ხალხს რას ეტყოდით?

- ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვს, მთელი საქართველო გადაირია?! თიკა კანდელაკი როგორ წაიკითხავს ლექსს, ეს არის ახლა ჩვენი პრობლემა? აგერ რუსეთი ყოველ დღე მცოცავი ანექსიით მოდის საქართველოსკენ და ვინც იმაზე აღშფოთდა, თიკა კანდელაკმა ლექსი ვერ წაიკითხაო, ის არის სულელი. კარგად რომ წაეკითხა მერე რა, რა მოგვემატებოდა ამით? ან ძალით წაიკითხა ცუდად, აგერ ნახეთ, ასეთი ცუდი ლექსები იწერება საქართველოშიო? უბრალოდ დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობს და ალბათ ქართული დაავიწყდა. ლამაზი გოგოა, სანდომიანი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ქართული დავიწყებოდა?!. თქვა, "ჭკვნება, ჭკვნებაო", კი ბატონო, რა მერე?! ქვეყანა დაიქცა ამის გამო? ქართული რომ არ იცის, იმიტომაც წავიდა რუსეთში და არის რუსული ტელევიზიის დიქტორი. ჩვენ ქვეყანა თავზე გვენგრევა, რუსი ყოველდღე ხუთ კოლომეტრს გვაჭრის საცაა თბილისში მოვა, ამ დროს იმდენად გამოჩერჩეტდა და გამოყრუვდა ერი, რომ ვნებათაღელვაა ატეხილი იმაზე, თიკა კანდელაკმა ლექსი კარგად არ იცისო. მას რომ დაედო დასკვნა, აი რა სუსტ ლექსებს წერდა გალაკტიონიო, მაშინ სხვა საქმეა... სხვათა შორის, რამდენიმე ახალგაზრდა ქართველმა პოეტმა ეგეც კი განაცხადა გალაკტიონი ბანძი იყოო... მსოფლიოს მეოცე საუკუნის უპირველეს პოეტზე თქვეს ასე. იმ თავხედებს არ უპასუხა ქართველმა ერმა, ამ "მაღალი გემოვნების მქონე", ჩემმა უსაყვარლესმა ქართველმა ხალხმა და ვიღაც თიკა კანდელაკი რატომ ვერ კითხულობს ლექსს კარგადო, ამაზე არიან გამწარებული? მე რადიკალურად ვემიჯნები ასეთ შეფასებას, რადგანაც თიკა კანდელაკს არ წაუკითხავს ცუდად ლექსი, მან უბრალოდ უკეთესად ვერ წაიკითხა. პროფესიონალ ქართველ მსახიობებშიც კი ლექსის კარგად წამკითხველი დღეს ძალიან ცოტაა. სულ ცოტა ხნის წინ, ლექსის ყველაზე ბრწყინვალედ წამკითხველი ადამიანი– გურამ საღარაძე წავიდა ამ ქვეყნიდან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძალიან ძნელია ქართული ლექსის უშეცდომოდ წაკითხვა, მაგრამ თუ არ შეუძლიათ, არ ჯობია თავი აარიდონ უკვდავი ლექსის დამახინჯებით წაკითხვას?

- ამას მე რატომ მეკითხებით, თიკა კანდელაკს კითხეთ... შეიძლება, იცოდა ბავშვობაში და დაავიწყდა, ამისთვის გავასამართლოთ? თუმცა, ეგეცაა, რომ როცა არ არის შენი საქმე, უნდა დაანებო ლექსის წაკითხვას თავი, ჩემო საყვარელო თიკა კანდელაკო.


http://www.kvirispalitra.ge/public/18814-q...kandelakoq.html
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27766
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 26 Sep 2013, 16:14  #38162039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სურამელი


რაც მაგ "კვირის პალიტრის" დამფუძნებელ/დამაარსებელი გარდაიცვალა, მის მერე ეგ გაზეთი აღარ მაინტერესებს და აქ რატომ გვატენი მის სტატიებს ასე გულმოდგინედ, მაინც ვერ გავიგე....


--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.

გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
ცერცვა
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19872
წევრი No.: 121535
რეგისტრ.: 25-September 10

გამოგზავნილია: 26 Sep 2013, 16:17  #38162070      · პროფილი · პირადი მიმოწერა
forumeli64
QUOTE
მის მერე ეგ გაზეთი აღარ მაინტერესებს

up.gif ჭორბიუროა სუფთა....



ხალხს აღარ შეუძლიათ ნორმალური გაზეთების დაბეჭდვა, ჭორის ან ზღაპრების გარეშე.


--------------------
"ვინც, თუნდაც ერთი ადამიანი გადაარჩინა, მან გადაარჩინა მთელი სამყარო!" © თალმუდი


"ეჰა, მეომარნო ქრისტესანნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ!" © დავით აღმაშენებელი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0281 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]