forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მთავრობა სავიზო რეჟიმს ამკაცრებს, რა აუცილებლობაა ამის?
rusa1960
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11796
წევრი No.: 85324
რეგისტრ.: 24-February 09

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 14:36  #38774049      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საქართველოს მთავრობა სავიზო რეჟიმს და იმიგრაციულ პოლიტიკას ამკაცრებს. საქართველოში სადღეისოდ უვიზოდ შემოსვლა და
360 დღის განმავლობაში დარჩენა მსოფლიოს 118 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, მათ კი, ვისაც ვიზა ესაჭიროება, გამარტივებულად – უმეტეს შემთხვევაში საზღვრებზე იღებს. ამიერიდან
კანონი აღარ მოიცავს იმ ქვეყნების ნუსხას, რომლის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცემათ. აღნიშნული ქვეყნები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
საქართველოში უცხოელთა ყოფნის საფუძვლები, ვიზის და ბინადრობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული პროცედურები, ასევე საქართველოდან უცხოელთა გაძევების საფუძვლები და პროცედურები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტით მთლიანად გადაიხედა. ამ მიმართულებით სრულიად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიამ მოამზადა და ის პარლამენტს უკვე წარედგინა.
კანონის მოქმედი რედაქციით, საზღვარგარეთ ვიზას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები გასცემენ, საზღვარზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო ქვეყნის შიგნით მყოფ უცხოელებზე ვიზის მოქმედების ვადას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტო.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად კი, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს უცხოელებზე ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება ერთმევა. საქართველოს ვიზის გაცემა მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების მიერ მოხდება და მხოლოდ ცალკეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ამას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე. ვიზის გაცემის განსაკუთრებული შემთხვევები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
პარლამენტში წარდგენილი ინიციატივით, ვიზის კატეგორიებს საიმიგრაციო ვიზა დაემატება, ხოლო სამსახურეობრივი ვიზის კატეგორია, სპეციალური ვიზის კატეგორიით იცვლება. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება ვიზის ორი ტიპი - მოკლევადიანი და გრძელვადიანი.
პროექტით, მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. მრავალჯერადი ვიზა იმ უცხოელებზე გაიცემა, რომელთაც წინა წელს მიღებული აქვთ საქართველოს ერთი ვიზა მაინც, რომელიც გამოიყენეს და არსებობს მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნის საფუძველი. გრძელვადიანი ვიზა კი, გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით 90 კალენდარული დღის მოქმედების ვადით და წარმოადგენს დიპლომატიური აკრედიტაციის ან ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობას.
იცვლება ბინადრობის ნებართვის გაცემის წესებიც. კერძოდ, გაუქმებულია მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობა პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო. იზღუდება იმ პირთა წრეც, რომელზეც ოჯახის გაერთიანების საფუძვლით ბინადრობის უფლება გაიცემა. კერძოდ, გაუქმებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შვილიშვილზე, და-ძმაზე, ბაბუასა და ბებიაზე ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობა.

კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლეა უცხოელების საქართველოდან გაძევების დეტალური რეგლამენტაციაა. პროექტით, გაძევების მიმღებ ორგანოდ შსს განისაზღვრება და უცხოელი საქართველოდან შეიძლება გაძევებული იქნას, რამდენიმე მიზეზით, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, თუ იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში. თუმცა, ქვეყნიდან არ შეიძლება გაძევებული იქნეს უცხოელი, რომელიც საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, უცხოელი 180 ლარით დაჯარიმდება იმ შემთხვევაში თუ, ის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან სამ თვემდე პერიოდში, ქვეყანას არ დატოვებს. თუ უცხოელი ამ ვადას სამ თვეზე მეტხანს გააგრძელებს, ის 360 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის წესების დარღვევა 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო თუ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები, ან ფიზიკური პირები უცხოელების ან მოქალაქეობის არ მქონე პირების მოწვევას, მომსახურებას, საქართველოში ცხოვრებას, მუშაობასა და სწავლას, არსებული წესის დარღვევით უზრუნველყოფენ, ისინი 1000 ლარით დაჯარიმდებიან. ამასთანავე, თუ გადამყვანი კომპანიები კანონით დადგენილ წესებს დაარღვევენ, სახმელეთო ტრანსპორტირების შემთხვევაში, მათი დაჯარიმება 300 ლარის ოდენობით მოხდება, საზღვაო ტრანსპორტის შემთხვევაში 1000 ლარით, საჰაერო ტრასპორტის შემთხვევაში კი, 1500 ლარით.
"არსებული სავიზო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში დაურეგულირებელი იმიგრაციული პროცესები წარმოიშვა, რომელთა მოსაწესრიგებლად, უპირველეს აუცილებლობას სავიზო პოლიტიკის შეცვლა და უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა წარმოადგენს, რომელიც განახორცილებს კონტროლს ქვეყანაში უცხოელთა ლეგალურად შემოსვლაზე და ყოფნაზე", – განმარტავს პროექტის ავტორი და ინიციატორი სამთავრობო კომისია.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...-amkacrebs.html

ერთი შეკითხვა:
კანონი აღარ მოიცავს იმ ქვეყნების ნუსხას, რომლის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცემათ. აღნიშნული ქვეყნები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
რუსეთი და თურქეთი იქნება ამ სიაში?


--------------------
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....

ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare
ცერცვა
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19828
წევრი No.: 121535
რეგისტრ.: 25-September 10

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 14:37  #38774060      · პროფილი · პირადი მიმოწერა
rusa1960
QUOTE
რა აუცილებლობაა ამის?

სერიოზულად კითხულობ? spy.gif




QUOTE
რუსეთი და თურქეთი იქნება ამ სიაში?

არა მგონია....

This post has been edited by ცერცვა on 18 Nov 2013, 14:38


--------------------
"ვინც, თუნდაც ერთი ადამიანი გადაარჩინა, მან გადაარჩინა მთელი სამყარო!" © თალმუდი


"ეჰა, მეომარნო ქრისტესანნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ!" © დავით აღმაშენებელი
dega
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 41957
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 14:41  #38774105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
თურქმენეთში საბავშვო ბაღშიაც კი აღარ ღებულობენ ბავშვებს თუ არ აქვთ დამადასტურებელი მოწმობები მათი სამი თაობის შესახებ,,,,
ვინ არიან,რას აკეთებდნენ,ვინ იყვნენ მათი ბებიები ბაბუები და ასე შემდეგ,,,
ყვავის თურქმენეთი

აქ კიდევ ჩორტიოზნაეტ ვინც გინდა შემოვიდეს???
გასამკაცრებელია რათქმაუნდა იმიგრაციული პოლიტიკა....


--------------------
Не могу определиться, что слушать, оригинал или ремастер?
ერისკაცი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2963
წევრი No.: 127496
რეგისტრ.: 15-February 11

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 14:45  #38774140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არცერთ ქვეყანასთან არ უნდა გვქონდეს, ცალმხრივად უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
brutal_88
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10944
წევრი No.: 73439
რეგისტრ.: 4-November 08

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 14:47  #38774165      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვისთან ამკაცრებენ?
გაამკაცრონ აფრიკულ ქვეყნებთან სადაც მშპ 3 000 დოლარზე ნაკლებია, ახლო აღმოსავლურ ქვეყნებთან, საიდანაც მიგრაციის დიდი საფრთხეა ( მდიდარი მიგრანტები პაჟალუსტა, ისე არ გვინდა) დანარჩენ სოფლიოსთან გაამარტივონ.


აზიური მიმართულებით ცუდად მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რატომ უნდა ჰქონდეს ტაილანდს, ინდონეზიას, მალაიზიას, ინდოეთს წარმომადგენლობა ერევანში და არა თბილისში?!
Werner Voss
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4517
წევრი No.: 101680
რეგისტრ.: 5-October 09

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 14:48  #38774183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ალილუია !!!!
არ მეგონა ოდესმე ვინმეს თუ მოაფიქრდებოდა.
bum65
ეგაა რა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8836
წევრი No.: 76364
რეგისტრ.: 28-November 08

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 14:49  #38774193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
სულ ეგაა გამკაცრება?
.........................


--------------------
სისულელეზე პასუხს არ გაგცემთ
41.694934,44.786742

კლავიატურას ამოფარებული წრუწუნა, ქართული რეალობაა
ვიღაცაგადარეული
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3420
წევრი No.: 77645
რეგისტრ.: 8-December 08

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 14:50  #38774206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძაან კაი.

____________________________________


--------------------
-ხომ არ იცი, ორი ორგაზმის პონტი როგორც გავუკეთო?
-ერთის გაკეთებისას დავი უთხარი (c) OTO_777
natalir
:)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8791
წევრი No.: 22351
რეგისტრ.: 9-August 06

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 14:52  #38774242      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (brutal_88 @ 18 Nov 2013, 14:47 )
ვისთან ამკაცრებენ?
გაამკაცრონ აფრიკულ ქვეყნებთან სადაც მშპ 3 000 დოლარზე ნაკლებია, ახლო აღმოსავლურ ქვეყნებთან, საიდანაც მიგრაციის დიდი საფრთხეა ( მდიდარი მიგრანტები პაჟალუსტა, ისე არ გვინდა) დანარჩენ სოფლიოსთან გაამარტივონ.


აზიური მიმართულებით ცუდად მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რატომ უნდა ჰქონდეს ტაილანდს, ინდონეზიას, მალაიზიას, ინდოეთს წარმომადგენლობა ერევანში და არა თბილისში?!

სხვა ქვეყნებზე არ ვიცი, და სომხეთში ინდოეთის ელჩს ვკითხე და მიპასუხა - დაგეგმილი გვაქვს, და რამდენიმე წელიწადში გაიხსნება საქართველოშიც საელჩო. უბრალოდ საკმარისი კადრები არ გვყავს და ახლა ვამზადებთო (მილიარდსჩემტო ქვეყანაში საკმარისი კადრები არ ჰყავთ help.gif )


--------------------
If tolerance becomes a one way street it leads to cultural suicide

А что подумал Кролик - никто не узнал. Потому что он был очень воспитанный
geosubtitles
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1809
წევრი No.: 117616
რეგისტრ.: 25-June 10

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 14:53  #38774256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
არცერთ ქვეყანასთან არ უნდა გვქონდეს, ცალმხრივად უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.


+++++++++!

არ გვიშვებენ ჩვენ, ჩემი Y ჩეიდონ, არც ჩვენ არ უნდა შემოვუსვათ!

ვოტ
evgena
Aviator


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2982
წევრი No.: 68414
რეგისტრ.: 28-July 08

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 14:54  #38774266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
up.gif
ამას დამატებით უნდა გადაიხედოს ბოლო პერიოდში უცხოელებზე გაცემული მოქალაქეობის საქმე, და მიშას მიერ ორდენების ამგვარად:
http://www.ambebi.ge/politika/90492-saakas...daajildova.html
გაცემის საკითხი.

უნდა გამოცხადდეს შეურაცხადად და უპრაგონოდ დარიგებული მოქალაქეობები მაინც უნდა გაუქმდეს.
თურქები, ირანელები, აფრიკელები, ჩინელები რა @#$$#@-ბაა ეს :@ აიკლეს თბილისი ამათი @#$%$#@%$#@%$#@#$^@#$@$#!@%


--------------------
Though I fly through the Valley of Death... I shall fear no evil. For I am at 80,000 feet and climbing

so Japanese Domestic Market :drug:

უსათაურო არის ადგილი,
მშვენიერი და ოდნავ გარყვნილი,
გასხმა/გამოსხმა/ხოცი ფეილი,
აქ ბოზებზეა დიდი სეილი! (c) Risley
München
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3853
წევრი No.: 69490
რეგისტრ.: 8-August 08

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 14:54  #38774270      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
იყო ამაზე თემა, ძალიანაც კარგი, ყველა მივესალმებით


--------------------
Ich liebe den Geruch von Napalm am Morgen. Es riecht irgendwie wie Sieg

Sie ist nicht meine Herzallerliebste! Sie ist nur 'ne Freundin, mehr nicht! Ich helf' ihr bloß schwanger zu werden!

Ich Dich führen? Lady, guck mich an, meistens weiß ich selber nich wo ich bin!
S&W
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11059
წევრი No.: 28588
რეგისტრ.: 18-January 07

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 15:01  #38774340      · პროფილი · პირადი მიმოწერა
rusa1960
QUOTE
რა აუცილებლობაა ამის?


საკუთარი სახლის კარებზე რამდენი საკეტი გიყენიათ?

მე მაგალითად ორი.
benito-
ი ნ შ ყ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11687
წევრი No.: 62549
რეგისტრ.: 28-May 08

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 15:02  #38774353      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
რა აუცილებლობაა ამის?

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif


--------------------
Люди не меняются, они лишь на время играют нужную роль ради своих интересов.

როცა წერთ ცოტა ტვინი დააყოლეთ, კლავიატურა თქვენი მონაა და ისეთ რამეს ნუ დაწერთ კლავიატურის მონები გახდეთ © შაბეშა

сиски правят миром (.)(.)
markes
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9087
წევრი No.: 124113
რეგისტრ.: 25-November 10

გამოგზავნილია: 18 Nov 2013, 15:05  #38774380      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ახლა იმ მოქალაქეებსაც მიაკითხონ ვინც ამ ბოლო დროს მიიღო მოქალაქეობა კანონის დარღვევით – ენა არ იციან და ისტორია.
გამოცდა ჩააბარებინონ


--------------------
Тьму победить нельзя, тьма — непобедима. Но всегда можно включить свет

Заведите себе собственное мнение. Оно тяжело в уходе, требовательно, но это того стоит.

Не люблю когда алюминиевый чайник строит из себя хрустальную вазу
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0322 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]