forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> "ქართველობა ქართველობით განისაზღვრებ, და არა რელიგიით" -საიდ მულიანი
სურამელი
კარლსონიკო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3662
წევრი No.: 143324
რეგისტრ.: 19-February 12

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 14:12  #39028891      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საიდ მულიანი: "ქართველობა ქართველობით განისაზღვრება და არა რელიგიით"

10-12-2013
"ჩემს ქართული სკოლაში იმდენი მსურველი მოვიდა, რომ ნამდვილად, ნემსის ადგილიც აღარ იყო"

"ფერეიდნელმა ქართველებმა არ დაივიწყეს ქართული ენა, რომელიც მთელს მსოფლიოში უნიკალურია"

"ძალიან გვჭირდება მხარდაჭერა, რომ ირანში ქართულმა სკოლებმა იარსებონ"


ფერეიდნელი ქართველი, პროფესიით ისტორიკოსი საიდ მულიანი უკვე რამდენიმე წელია, ირანში ქართული ენის და დამწერლობის გავრცელებას ცდილობს. საიდს რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული. მან დიდი შრომის შედეგად ირანში ირანში ქართული სკოლების გახსნა მოახერხა. საინტერესო და ამაღელვებელია სოციალურ ქსელში მის გვერდზე განთავსებული სიტყვები, რომლებიც საიდმა ისჰაჰანის ქართული სკოლის გახსნის პირველ დღეს დაწერა:

"გუშინ ჩემს ისპაჰანის ქართულს სკოლაში, იმ ოთახში, სადაც მე უნდოდა ვასწავლო ქართული წერა–კითხვა, ოთახის კარი აღარ იხურებოდა და სწავლის დასრულებამდე ვერც დავხურეთ.

ალბათ მიხვდით, ეს უბრალო მოვლენა რატომ არის მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო.
ქართველნო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ვყოფილვარ ასეთი გახარებული. იცით, რატომ არ იხურებოდა კარი?
ჩემს ქართული სკოლაში იმდენი მსურველი მოვიდა, რომ ნამდვილად, ნემსის ადგილიც აღარ იყო. დაუჯერებელი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი, კინაღამ სიხარულისგან ვიტირე. შაჰ-აბასის დედაქალაქში, სადაც ის გეგმავდა ქართველთა გადაშენებას, ქართული ენის სწავლის მიზნით ამდენი ხალხი მოვიდა. 200 კილომეტრი გზის გავლის შემდეგ დაღლილობა უცებ გაქრა, 2 საათი გაგრძელდა ეს გაკვეთილი, ისე მიხაროდა, რომ არ გავეჩერებინე, დილამდე ვასწავლიდი.

ღმერთო, უზომოდ მადლობელი ვარ, რომ ეს დღე მანახე და რომ ბედნიერი ვარ, უამრავი ხელოვნური და ბუნებრივი პრობლემის მიუხედავად, ვემსახურო ჩემს ქართველობას!"

საიდ მულიანი "კვირის პალიტრას" საკუთარი თავის და მოღვაწეობის, აგრეთვე, საქართველოს და ქართული სკოლების შესახებ ესაუბრა.

საიდ მულიანი:

- უპირველეს ყოვლისა, მინდა მივესალმო ჩემს "თანაფესვებს" და "თანანერგებს", ჩემს და-ძმებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მე ვარ მე-16 თაობა იმ ხალხისა, რომლებიც მე-17 საუკუნეში იძულებით გადაასახლეს კახეთიდან ირანში. სოფელ ჩუღურეთში დავიბადე. პროფესიით ისტორიკოსი გახლავართ, ამჟამად პენსიონერი. თუმცა,, მინდა იცოდეთ - 40 წლის ვარ. პენსიაზე განგებ გავედი ადრე, რომ რითაც გატაცებული ვარ, იმის კეთებით ვისიამოვნო, ანუ ქართველობას ვემსახურო.

- ხშირად სტუმრობთ ხოლმე საქართველოს? რა შეგიძლიათ, ჩვენს ქვეყანაზე თქვათ?

- საქართველოში წელიწადში 4–5 ჯერ ჩამოვდივარ. ვცდილობ, 26 მაისს ყოველთვის საქართველოში ვიყო. საქართველო არის ულამაზესი, უსაყვარლესი ქვეყანა, თავისი სტუმართმოყვარე ხალხით.

- ფერეიდანში ცხოვრობთ. ქართულ დიასპორაზე რას იტყვით?

- აქაური დიასპორა ისტორიული დიასპორაა, ის მართლა განსხვავდება სხვა დიასპორებისაგან. თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში იყო სრულიად დავიწყებული, არავითარი კავშირი არ ჰქონდა საქართველოსთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფერეიდნელმა ქართველებმა არ დაივიწყეს ქართული ენა, რომელიც მთელ მსოფლიოში უნიკალურია. აქაური ქართველები ძალიან პატიოსანი, კანონმორჩილი და ავტორიტეტიანი ხალხია. აქ ჯერ ქართველს ქართველი არ მოუკლავს. დანაშაულის დონე ქართულ სოფლებში და ქართულ ქალაქებში ძალიან მცირეა და ამას თვითონ ირანელები აღიარებენ. ეს შემთხვევით არ არის, რომ შაჰ-აბასის პირველი სპასალარი ქართველი იყო და მის დროს უამრავი თანამდებობა ქართველებს ეკავათ. ისინი სანდო ხალხი იყვნენ, გულში ღალატს არასდროს ივლებდნენ.

- რას გვეტყვით ფერეიდანში ქართული სკოლების გახსნასთან დაკავშირებით? საიდან და როდის გაგიჩნდათ ეს იდეა? ალბათ, ამ ჩანაფიქრის განხორციელება რთული იყო...

- მოგეხსენებათ, ჩვენმა წინაპრებმა სხვადასხვა მიზეზის გამო დაივიწყეს ქართული დამწერლობა. მაგრამ ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ცოდნა შეენარჩუნებინათ და შემდეგ - აღედგინათ. 2000 წელს პირველად გავბედე და გავხსენი საზაფხულო ქართული სკოლა, რომელმაც დაახლოებით 4 წელიწადი იარსება. ხან სკოლებში, ხან უნივერსიტეტში ვატარებდით გაკვეთილებს, ზოგჯერ სხვადასხვა პრობლემების გამო მინდორშიც, გარკვეული ხანი კი ჩემს საკუთარ სახლშიც კი. სამწუხაროდ, ბოროტმა და შურიანმა ძალებმა სკოლა დაგვიხურეს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ზოგჯერ ამ საქმის მთავარი ხელისშემშლელი ქართველიც კი იყო. თუმცა, მადლობა ღმერთს, იმედი არასოდეს არ დაგვიკარგავს და ღვთის წყალობით რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, წელს გაიხსნა ეს სკოლები. მე თვითონ ძალიან გამიჭირდა ქართული ენის სწავლა, ამიტომ ვიფიქრე, რომ სხვებისთვის რაიმე უნდა მომემოქმედებინა. ჯერ წიგნი ჩემს ძმასთან, კახასთან ერთად შევადგინე და სხვა, ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად გავხსენი სკოლა. აქ ისწავლიან ანბანს, თანამედროვე ქართულს, ქართულ პროზას და პოეზიას, ლიტერატურას. უნდა აღვნიშნო, რომ თუ ირანის და საქართველოს მთავრობებისგან არ იქნება მხარდაჭერა, არ ვიცი, რა ბედი ელის ჩვენს სკოლას. ამას სჭირდება სერიოზული ფინანსური და მორალური მხარდაჭერა. გვჭირდება სახელმძღვანელოები და სამწუხაროდ, მათი საქართველოდან ჩამოტანა სხვადასხვა მიზეზის გამო ძალიან ძნელია, აქ გამოცემას კი დიდი ფული სჭირდება, რაც არ გაგვაჩნია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემებს დავძლევთ.

- საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თუ ადევნებთ თვალს? 9. მოგწონთ ის, რაც აქაური მდგომარეობის შესახებ იცით?

- ჩვენთან 8 ქართული არხია. ყველა მოვლენას თვალს ვადევნებ. ზოგი მომწონს, ზოგი - არა. საერთოდ, ვისურვებდი, ქართული და ადამიანური ფასეულებები უფრო ჩანდეს, ვიდრე პარტიული და კერძო ინტერესები. ერთმანეთი უფრო უნდა გვიყვარდეს და პატიება შეგვეძლოს, მოთმინებაც მეტი უნდა ვიქონიოთ.

- ქართველების ნაწილი თვლის, რომ ნამდვილი ქართველი აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა იყოს. ისინი ქართველობას და მართლმადიდებლობას ერთმანეთთან აიგივებენ. თქვენ რას იტყვით ამაზე?

- ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ სულ 16–17 საუკუნეა, რაც საქართველოში ნამდვილი ქართველები ცხოვრობენ, მანამდე ნამდვილი ქართველები არ ყოფილან. მე მიმაჩნია, რომ ქართველობა ქართველობით განისაზღვრება და არა რელიგიით. სანამ ზოროასტრები გახდებოდნენ, ჩვენი წინაპრები ქართველები იყვნენ, სანამ ქრისტიანობას მიიღებდნენ, მაშინაც და სანამ მუსლიმები გახდებოდნენ, მანამდეც ქართველები იყვნენ. ქართველი თუ ხარ, მუსლიმობამდე და მუსლიმად გახდომის შემდეგაც ქართველი ხარ, რწმენა ძალიან პირადია. სხვადასხვა რელიგია ღვთისკენ მიმავალი სხვადასხვა გზაა. ამ მწვერვალზე ყველა მართალი რელიგიის მიმდევარს შეუძლია ასვლა, თუ ადამიანობა ექნება. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და ძალიან კომპეტენტური მიდგომა უნდა, ღრმად უნდა იყო ჩახედული. გაგიგიათ ალბათ: "მირჩევნია აქ გურჯი დამიძახონ, ვიდრე საქართველოში თათარიო".

- ბოლო პერიოდში დაძაბულობა იყო ქართველ მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის. ალბათ, იცით საქართველოში, კერძოდ სოფელ ჭელაში მომხდარი ამბავი მინარეთის მოხსნასა და შემდეგ, დადგმასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ხედავთ და აფასებთ მსგავს მოვლენებს?

- საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ტოლერანტობით. ჩვენი მეფეები მუსლიმთა დღესასწაულებს ესწრებოდნენ და მათ დიდ პატივს სცემდნენ. არა მარტო მუსლიმთა მიმართ, არამედ ყველა სხვა რელიგიის მიმდევართან ასე იქცეოდნენ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი დიდებული წინაპრებისაგან. თუმცა ეს ყველა ქვეყანაშია, რომ უმცირესობამაც უნდა იცოდეს თავისი უფლებები და ეცადოს, ისე მოიქცეს, რომ შემდგომ უმრავლესობის პატივით და მხარდაჭერით ისარგებლოს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს დაძაბულობა და რა შეიძლება, რომ ქართველებმა მოიმოქმედონ იმისთვის, რომ ის თავიდან აირიდონ?

- მოთმინება უნდა ვიქონიოთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ და პატივი ვცეთ. ის, რაც ხდება ერთ ოჯახში ძმათა შორის, სულ პატარა კონფლიქტია და არ უნდა გახდეს ქართულ ოჯახში განხეთქილების მიზეზი. რადიკალ ძალებს არ უნდა მიეცეთ დაძაბულობის გაჩენის უფლება. დაუჯერებელია, ეს შეუძლებელი იყოს იმ ქვეყნის ერთ პატარა სოფელში (მაგალითად, ჭელაში), რომლის დედაქალაქშიც საუკუნებია, ყოველ ას მეტრში მდებაროებს მეჩეთი, ეკლესია და სინაგოგა.

http://www.kvirispalitra.ge/public/19840-s...eqskluzivi.html
REGINALD AUBREY FESSENDEN
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11377
წევრი No.: 10094
რეგისტრ.: 10-May 05

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 14:21  #39028981      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
საიდ მულიანი: "ქართველობა ქართველობით განისაზღვრება და არა რელიგიით"


QUOTE
დეკანოზი დავით ისაკაძე: „თქვენ გჯერათ, რომ, მაჰმადიანი ქართველი მართლა ქართველია?“


რომელია ამ ორიდან დასაფასებელი?


--------------------
незаметно подкрался сланец
dega
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45157
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 14:29  #39029090      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
ბატონო საიდ
როგორც შენმა ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუამ შეიცვალა(შეაცვლევინეს),ასევე შეგიძლია შეიცვალო და ფესვებს დაუბრუნდე,,,
ძალიან მარტივია


--------------------
რომელ მსაჯულს ვკითხო სამართალია , ვის შევჩივლო ანდროპოვი მკვდარია
masai11
ნარომანტიკოსალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3878
წევრი No.: 22395
რეგისტრ.: 11-August 06

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 14:54  #39029383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მართლმორწმუნ მუსლიმი ვერ იქნება ქართული კულტურისა და ტრადიციის მატარებელი.
ნომინალურად მუსლიმი კი, რაცხას მოახერხებს.
ნომინალურად ქრისტიანებით სავსეა ჩვენი ქვეყანა. ისე "ჯვაროსანი ვაჰაბიტები" ჭარბობენ.
ქვეყანაც ნომინალრად ვართ და ქართველებიც.

საქართველო ნომინალური რესპუბლიკა - უნდა გვერქვას ჩვენ!

This post has been edited by masai11 on 10 Dec 2013, 14:59


--------------------
თავისუფალი და ერთიანი კავკასიისთვის!
OldUncle
God Bless Georgia!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1544
წევრი No.: 56302
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 15:16  #39029646      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (dega @ 10 Dec 2013, 14:29 )
ბატონო საიდ
როგორც შენმა ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუამ შეიცვალა(შეაცვლევინეს),ასევე შეგიძლია შეიცვალო და ფესვებს დაუბრუნდე,,,
ძალიან მარტივია

შეცვლა და დაბრუნება, სულაც არაა მარტივი არაა მეგობარო...

გონივრული ეჭვი მაქვს ეს თავადაც იცი და ზოგიერთების დასატროლად დაწერე ასე smile.gif

რელიგია ფაქიზი თემაა და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს.

ფერეიდნელი ქართველები საქართველოს ცხელი გულის ნაწილის მატარებლები არიან. რა რელიგიის მიმდევრებიც არ უნდა იყვნენ, მათ ქართველობას ვეღარავინ დაავიწყებს, ვინაიდან მათმა ქართველობამ საუკუნეების გამოცდას გაუძლო...

რა თქმა უნდა უმჯობესი იქნებოდა, ფერეიდნელებიც, ისევე როგორც ჩვენი აჭარელი მუსლიმი ძმები, ერთ დღეს ქრისტიანულ რელიგიაში დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ეს არარეალურია. დაბრუნებას დრო სჭირდება, თაობების ცვლა და შეიძლება ისევ საუკუნეებიც...

მოძღვარი ისაკაძე, აშკარად ამოვარდნილია ქრისტიანული რელსებიდან და იმედია მის შესახებ, სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებენ...

ბატონ საიდ მულიანს კი, ღმერთმახელი მოუმართოს ქართულ საქმეში!


--------------------
"ღორთიმპერია რუსული
საშიშია და დიდია,
მაგრამ ვოვაჩკა პუტინი
სააკაშვილზე გვკიდია..."

ხალხური

"ძიშოვი" პროვოკატორების "სბროდად" იქცა, ერთ დროს უძლეველი ნაცმოქკავშირი... აწ ცოცხიანალური მოძრაობა...
maxvili
არასდროს დანებდე


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9062
წევრი No.: 136020
რეგისტრ.: 17-September 11

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 15:18  #39029663      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ირანს აწყობს მერე ქართული ენის პროპაგანდა თუ გამომრჩა და ფუნდამენტალიზმი შესუსტდა ?

0,01% - 7000 კაცისთვის ვინმე თავს შეიწუხებს ?


--------------------
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!
narikuda
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4225
წევრი No.: 118731
რეგისტრ.: 23-July 10

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 15:24  #39029732      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (dega @ 10 Dec 2013, 14:29 )
ბატონო საიდ
როგორც შენმა ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუამ შეიცვალა(შეაცვლევინეს),ასევე შეგიძლია შეიცვალო და ფესვებს დაუბრუნდე,,,
ძალიან მარტივია

და რომ არ დაუბრუნდეს რა მერე? აი ჩემი წინაპარი ქრისტიანი იყო ყველა. მეც მომნათლეს მართმადიდებლად და რა მერე? არც ეკლესიაში დავდივარ და სულ ფეხებზე მკიდია ყველა რელიგიური შეხედულებები. მაგრამ ქართველი ვარ, ჯარიც გამომივლია, ქვეყნისთვისაც მიმსახურია და ქართველ შვილებსაც ვუზრდი ქვეყანას. ქართულ სკოლაში დამყავს, ქართველ მწერლებს, პოეტებს, საზოგადო მოღვაწეებს, მეცნიერებს და ხელოვან ხალხს ვასწავლი. მაგრამ არ ვერევი და არ უდებ თავში მაინცამაინც მართმადიდებელი ან ბაბთისტი და ათასი ჯურის რელიგიის თაყვანისმცემელი იყავი მეთქი.


--------------------
ამ საიტის ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე დებილი და ყველაზე ბობოქარი ხალხის თავშეყრის ადგილი.

Umanko Serapioni
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 659
წევრი No.: 110450
რეგისტრ.: 25-January 10

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 17:27  #39031179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რომელი ხართ ამ კაცზე უფრო დიდი ქართველი, გამოდით უნდა დაგთვალოთ
ucelo
პაოლო უჩელო, იტალიელი მხატვარი, XV ს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5815
წევრი No.: 6157
რეგისტრ.: 27-August 04

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 17:30  #39031211      · პროფილი · პირადი მიმოწერა
dega
ჩემუ მელოჩიტსია.
ბარემ
QUOTE
როგორც შენმა ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუამ შეიცვალა(შეაცვლევინეს),ასევე შეგიძლია შეიცვალო და ფესვებს დაუბრუნდე,,,

კერპთაყვანიმცემლობასაც.



--------------------
"ყველა ხალხს ის ხელისუფლება ჰყავს, რასაც იმსახურებს" - არისტოტელეს მიაწერენ

"აკი გადავარდაო?! "@ კ/ფ "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"

"მომეცით მე საინფორმაციო საშუალებები და ნებისმიერ ერს ვაქცევ ღორების კოლტად" - იოზეფ გებელსი
Roentgen
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2241
წევრი No.: 87347
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 17:35  #39031280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
საიდ მულიანი:

QUOTE
"ღმერთო, უზომოდ მადლობელი ვარ, რომ ეს დღე მანახე და რომ ბედნიერი ვარ, უამრავი ხელოვნური და ბუნებრივი პრობლემის მიუხედავად, ვემსახურო ჩემს ქართველობას!"



ვინმეს თავში მოუვა, რომ ეს "ღმერთო" სხვისი ღმერთიაო და ამიტომ ამ კაცის ამ საქმეს მადლი არ ექნებაო?

მოუვა, ხო?

ხო და გადაეცით, რომ უტვინოა.
ucelo
პაოლო უჩელო, იტალიელი მხატვარი, XV ს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5815
წევრი No.: 6157
რეგისტრ.: 27-August 04

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 17:37  #39031305      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Umanko Serapioni
QUOTE
რომელი ხართ ამ კაცზე უფრო დიდი ქართველი, გამოდით უნდა დაგთვალოთ

ეგ დეკანოზ დავითთან არ წამოგცდეს, თორემ შენც და საიდ ეფენდისაც შეგაჩვენებთ.
kikucha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2371
წევრი No.: 110890
რეგისტრ.: 29-January 10

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 17:39  #39031326      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
დეკანოზი დავით ისაკაძე: „თქვენ გჯერათ, რომ, მაჰმადიანი ქართველი მართლა ქართველია?“


ეს დეკანოზი უნდა დაკიდო ერთი ადგილით !
aivenho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9224
წევრი No.: 118735
რეგისტრ.: 23-July 10

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 18:12  #39031723      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
საიდ მულიანი

ფუ ხიხია

მუნიანი
მუნიანი
მუნიანი


--------------------
Homo sum, humani nihil a me alienum puto
180 პოლიტმატიმარი ჩეიდევით 180 © მადეირა
kardinali100
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6336
წევრი No.: 129212
რეგისტრ.: 24-March 11

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 18:39  #39031980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მაგარი კაცია up.gif მაგარ საქმესაც აკეთებს.....დახმარება სჭირდება და დაფინანსება.....ბიძო შენ რომ აფინანსებდი კუკარაჩა ჭანკვეტაძე დოლიძესნაირ სასტავებს ამ კაცს საქმით და მნიშვნელობით ვერცერთი ვერ შეედრება.....დააფინანსე და დაეხმარე ასეთ პატრიოტებს და ასეთ ეროვნულ საქმეებსyes.gif

This post has been edited by kardinali100 on 10 Dec 2013, 18:53
kea
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1742
წევრი No.: 65463
რეგისტრ.: 23-June 08

გამოგზავნილია: 10 Dec 2013, 20:20  #39033083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ამერიკაში გუშინ და გუშინწინ ჩასულ ქართველს ბავშვი რო გაუჩნდება დაბადებიდან ინგლისურად ელაპარაკება, არიქა საჭირო ენა დროზე ისწავლოსო და საბოლოოდ ვიღებთ ბავშვს, რომელიც ქართულის აზრზე არაა თუ საქართველოში არ გაუშვეს ცოტა ხნით მაინც.

ჩვენი მშობლების და მათი მშობლების თაობის "სვეცკი" წარმომადგენლები ოჯახშიაც რუსულად საუბრობდნენ, რითიც ხაზს უსვამდნენ თავიანთ "განათლებულობას" და "უპირატესობას" ქართულის დაკნინებით, რა თქმა უნდა.

ეს კაცი კიდე, სადღაც ჯანდაბაში რო გადაასახლეს მისი წინაპრები საუკუნეების წინ და ისევ ისეთ ჯანდაბად რო რჩება ის ადგილი, ინარჩუნებს ენას, ქართულ მეხსიერებას და იდენტობას და აქედან ისევ ჩვენ ვემართლებით, ფესვებს დაუბრუნდი თორემ ყალბი ქართველი ხარო.


--------------------
ღმერთო ერთი დაგვხედე, რა იქნება?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.5501 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]