forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სიყვარული, სიყვარული, სიყვარული..., სიყვარულის ქვეყანა.
dylan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10194
წევრი No.: 86401
რეგისტრ.: 11-March 09

გამოგზავნილია: 25 Dec 2013, 21:37  #39210205      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სიყვარული გადაგარჩენთ.
გიყვარდეთ დედა, მამა, ბიძიები, გიყვარდეთ შალვა და ამირანი, გიყვარდეთ მოყვასი და ნაყვასი.
სიყვარული, სიყვარული, სიყვარული....
გადავსებულია ფბ-ს თუ სხვა ქსელების თუ გაზეთების გვერდები სიყვარულის მოწოდებით.

შენ, ვინაც ამას მომიწოდებ, შენ კი გიყვარს ყველანი?
ნუთუ მართლაც ასეთი უკიდეგანოა შენი სიყვარული?
თუ დაფიქრებულხარ შენსავე შიგნით არსებულ სიყვარულზე ან იმაზე, საერთოდ გაგაჩნია კი სიყვარული?

სიყვარული ადამიანებს სამწუხაროდ გვეძლევა მხოლოდ ბიოლოგიურად ახლობლების მიმართ - დედა, მამა, ძმა... ასევე გვიყვარს გემრიელი საჭმელი და ლამაზი ჩასაცმელი თუ კომფორტი.
ძალზე ვიწროა ჩვენი თანდაყოლილი სიყვარულის არეალი.
მე დავფიქრდი და ვიცი, რომ მართალს ვამბობ.
შენ კი, ასეთი სიამაყით რომ მოგვიწოდებ, რომ მიყვარდეს ყველანი,
- შენ თუ დაფიქრდი?
დაფიქრდი და როცა გულწრფელად დაფიქრდები, მეტყვი, - მართალი ხარ, ასე მარტივად არ ყოფილა ყველაფერი.
როცა ასეთი მომენტი დაგიდგება, სიყვარულის მოწოდებათა კოპირებას შეწყვეტ...
შენს საკუთარ მოწოდებებსაც შეწყვეტ.
შეგრცხვება და გაიფიქრებ - ჰო, მე აბსტრაქტულად ვიცი, რომ კარგია სიყვარული, მაგრამ მე ამას ცოცხლად არ განვიცდიდი - თავს ვიტყუებდი.
ჩემში არ არის ეს სიყვარული!
თუ აღმოგაჩნდა მაძიებლის იმპულსი, მაშინ ძიებასაც დაიწყებ.
იმის ძიებას, როგორ აღმოაცენო შენში ნამდვილი, რელიგიური და ყოვლისმომცველი სიყვარული.

მერე ქვევით ნათქვამსაც დაეთანხმები მორხცვად და დანანებით -

ხოლო ის დიდი სიყვარული, ქრისტე რომ გვესაუბრება და მისი მოციქულები, ჩვენში არ არის თავისთავად მოცემული.
არც ქრისტეს მოწაფეებს ჰქონდათ ეს სიყვარული, სანამ მათ ქრისტესგან არ მიიღეს ცოდნა, როგორ აღმოეცენებინათ მათ საკუთარ თავში ასეთი სიყვარული.
მათ სიყვარული რომ "ესწავლათ," ამისთვის დასჭირდათ გამოეღოთ უდიდესი ძალისხმევა და ამ ძალისხმევას მათში საოცარი ძალით აძლიერებდა მაცხოვართან სიახლოვე და მისგან მომდინარე ღვთაებრივი სიყვარული და მისი მოძღვრების ნათელი.

სიყვარული მოსაპოვებელია და არა ნაჩუქარი და დაბადებითვე თანშობილი.
ფულის მოპოვება რომ ისწავლო, რამდენი წელი უნდა გაატარო სასწავლებლებში?

ქიმია რომ შეიმეცნო რაღაც დონემდე, რამდნი წელი უნდა გაატარო სასწავლებელში?
ან ელექტრონიკა ან რომ გახდე მარქშეიდერი?
რამდენი წლის შრომა დაგჭირდება რომ მოიპოვო გამოფიტული დიპლომი?
ბევრი...

და სიყვარული რომ ისწავლო, რაც ფულზე მილიონჯერ ძვირფასია და ქიმიაზე, ან მარექშეიდერიზმზე და ყოველივეზე, რაც რამ კი არის, იყო და მოდის, განა ამისთვის არაფერია საჭირო, - არც შრომა, არც სწავლა და სიყვარული ჩვენი წვერიანი მოძღვრისგან მოგვეცემა როგორც საჩუქარი?

თუ გულწრფელი ხარ, იტყვი, რომ საქმე არ არის შენ რომ გეგონა ისეთი მარტივი.
ჩაუჯდები აღმოსავლურ თუ დასავლურ რელიგიურ მოძღვრებებს.
მანდ მართლა შეიძლება მიაგნო გზას, რომელიც სიყვარულამდე მიგიყვანს, მაგრამ თუ ძალისხმევა არ გეყოფა და ერთგულება, მალევე, თავს მოგაბეზრებს ეს ყველაფერი და ქვიშაში ჩავარდნილი მარცვალივით მყისიერად გაიდგამ ვითომ ფესვებს და მყისიერადვე შემოგახმება ეს ეფემერული ფესვები...
კვლავ დაბრუნდები.
იქ დაბრუნდები სადაც იყავი და კვლავ დაიწყებ მოწოდებებს - გიყვარდეთ შალვა და გურამი და გარდანქეშანი!


--------------------
ნიკოლო მაკიაველის კარდინალმა დ'ამბუამ დამცინავად უთხრა: "თქვენ, იტალიელებს, ომის არაფერი გაგეგებათ". მაკიაველიმ კი მიუგო: "თქვენ, ფრანგებმა, არაფერი იცით სახელმწიფოს მართვის შესახებ. სხვანაირად, ეკლესიას არასდროს დართავდით ნებას გამხდარიყო ასე ძლიერი."
onlyfighter
მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4342
წევრი No.: 116333
რეგისტრ.: 29-May 10

გამოგზავნილია: 25 Dec 2013, 21:42  #39210248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
up.gif



--------------------
არსებობს ერთადერთი სიკეთე-ცოდნა, არსებობს ერთადერთი ბოროტება-უვიცობა

--------------------
ყველაზე მძიმე დანაკარგი - დროა

--------------------
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!
attool
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7157
წევრი No.: 97108
რეგისტრ.: 3-August 09

გამოგზავნილია: 25 Dec 2013, 21:43  #39210253      · პროფილი · პირადი მიმოწერა
რა იყო დილან, სიზმარი ნახე ჭეშმარიტებისsmile.gif .
goglimogli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1725
წევრი No.: 173428
რეგისტრ.: 15-September 13

გამოგზავნილია: 25 Dec 2013, 21:45  #39210275      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თავმდაბლობის გარეშე, არ იქნების სიყვარული.


--------------------
პარიზი, ლუვრი, მეტალის კოშკი და სადღაც ზდუმან, ზარზმა და ოშკი...
axalirevolucia
Super Mishist


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8481
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 25 Dec 2013, 22:29  #39210852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
საზოგადო სიყვარულის, რომ გადაგვარჩენს იმ სიყვარულის რეცეპტი -
1.
განათლება

2. განვითარებულობა

3. პერსონალ სპეისის დაცვა

4. მასის თავხედის მიერ ადვილად დაჩმორებადობის დასრულება.


--------------------
revolucia modis! rogori revolucia modis?
ახალი!
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
Choncxis mzera
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8268
წევრი No.: 136506
რეგისტრ.: 1-October 11

გამოგზავნილია: 25 Dec 2013, 22:45  #39211090      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sa.gif up.gif up.gif up.gif


--------------------

M A N E R A
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4800
წევრი No.: 87331
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 25 Dec 2013, 22:51  #39211188      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
სიყვარული, სიყვარული, სიყვარული..., სიყვარულის ქვეყანა




--------------------
არ ჩავიციკლოთ !
ბეჟანბეჟანი
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14474
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11

გამოგზავნილია: 25 Dec 2013, 22:59  #39211320      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
dylan
QUOTE
ნაყვასი.

ეს რაა?
QUOTE
შენ კი, ასეთი სიამაყით რომ მოგვიწოდებ, რომ მიყვარდეს ყველანი,
- შენ თუ დაფიქრდი?

მიტომ მოგიწოდებ, რომ მეც დავფიქრდი და იქნებ შენ გაქაჩო ჩემზე მეტად...
QUOTE
სიყვარული ჩვენი წვერიანი მოძღვრისგან მოგვეცემა

უფ, შე კაცო. ამით დაგეწყო givi.gif


--------------------
ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს.
სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს.
/ციცერონი/
ვაშა! მეგობრებო. ოცნება არ მუშაობს
/დავით ბაქრაძე/
iaiameri
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 18596
წევრი No.: 76357
რეგისტრ.: 28-November 08

გამოგზავნილია: 26 Dec 2013, 00:15  #39212520      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სიყვარული აქტუალური არაა თორე ისე კაი რამეა
Xoshgeldi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6616
წევრი No.: 87774
რეგისტრ.: 30-March 09

გამოგზავნილია: 26 Dec 2013, 01:56  #39213683      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა







როცა სიყვარული გტოვებს, ცხოვრება ხდება უფერული და მერე ცდილობ სხვადასხვა იაფფასიანი რამე რუმეებით მოახდინო მისი კომპენსირება, უნდა გაწუხებდეს ეს და თუკი ტკივილსაც არ განიცდი ტეხავს,
ემოციურად კვდები და რაც მთავარია თავი არ უნდა მოიტყუო და არ უნდა თქვა რომ ყველაფერი რიგზეა,
მწუხარება და სევდა ზოგჯერ უფრო სასარგებლოა ვიდრე უაზრო გართობა და რაღაცით გატაცება,
საკუთარ თავში ჩაღრმავება ყველაზე ძნელია, მაშინაც კი როდესაც მარტო ხარ ფიქრები გარბის, უკეთეს შემთხვევაში ხვალინდელი დღის პრობლემების გადაწყვეტისკენ, უარეს შEმთხვევაში ფიქრები თავისით ფიქრობს, ხტება აქეთ იქით და ხშირად შენთვის კი არ ფიქრობ, არამედ ვიღაცას რაღაცას უმტკიცებ, გაქვს თუ არა უნარი იყო გულახდილი საკუთარ თავთან, ზოგჯერ შეხედო გვერდიდან, მიუკერძოებლად და გაერკვიო რა გინდა, რეალურად რას ფიქრობ და სადაა ნამდვილად შენი აზრი და არა სხვისთვის ნათქვამი და მომზადებული ფრაზა//////////////////

როდესაც შეიყვარებ შენს ცხოვრებას და მიიღებ


--------------------
მე ვარ მიშისტი მაშასადამე მე ვარ მართლმადიდებელი---098


Ορθοδοξία ή θάνατος!
Православие или смерть!
Q 7
o


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5919
წევრი No.: 42847
რეგისტრ.: 28-September 07

გამოგზავნილია: 26 Dec 2013, 02:14  #39213850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · aim

up.gif








--------------------
we are all one
ErK
† რწმენით შევიმეცნებთ ჲ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7879
წევრი No.: 141936
რეგისტრ.: 21-January 12

გამოგზავნილია: 26 Dec 2013, 02:35  #39214005      · პროფილი · პირადი მიმოწერა
დილან, მოცემული როგორ არაა, მარცვალი არის და გაღვივება უნდა... "არეალი" რომ გაფართოვდეს...


--------------------
რესეტი გადაარჩენს მსოფლიოს
axalirevolucia
Super Mishist


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8481
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 26 Dec 2013, 06:55  #39214667      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
დილან

ვერ მიგიხვდნენ სიყვარულის მასშტაბებს.

პატრიოტიზმი ჰქვიან მაგ სიყვარულს და წესიერება.
დაუზუსტე
თორე გადავიდნენ ბაილამოოო-ზე.





იმის მაგივრად რომ ბობ დილანი გაახსენდეთ.



სასიყვარულო მუსიკა ან სიმღერები
წაით ამ თემაში, ვინც დილანს ვერ გაუგეთ.

This post has been edited by axalirevolucia on 26 Dec 2013, 07:31
დიაბლო
*                      *


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14973
წევრი No.: 98286
რეგისტრ.: 22-August 09

გამოგზავნილია: 26 Dec 2013, 08:58  #39214770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
სიყვარული აქტუალური არაა თორე ისე კაი რამეა

მოგიკვდი user.gif
dylan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10194
წევრი No.: 86401
რეგისტრ.: 11-March 09

გამოგზავნილია: 26 Dec 2013, 08:58  #39214772      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Xoshgeldi
QUOTE
როცა სიყვარული გტოვებს, ცხოვრება ხდება უფერული და მერე ცდილობ სხვადასხვა იაფფასიანი რამე რუმეებით მოახდინო მისი კომპენსირება, უნდა გაწუხებდეს ეს და თუკი ტკივილსაც არ განიცდი ტეხავს,
ემოციურად კვდები და რაც მთავარია თავი არ უნდა მოიტყუო და არ უნდა თქვა რომ ყველაფერი რიგზეა,
მწუხარება და სევდა ზოგჯერ უფრო სასარგებლოა ვიდრე უაზრო გართობა და რაღაცით გატაცება,
საკუთარ თავში ჩაღრმავება ყველაზე ძნელია, მაშინაც კი როდესაც მარტო ხარ ფიქრები გარბის, უკეთეს შემთხვევაში ხვალინდელი დღის პრობლემების გადაწყვეტისკენ, უარეს შEმთხვევაში ფიქრები თავისით ფიქრობს, ხტება აქეთ იქით და ხშირად შენთვის კი არ ფიქრობ, არამედ ვიღაცას რაღაცას უმტკიცებ, გაქვს თუ არა უნარი იყო გულახდილი საკუთარ თავთან, ზოგჯერ შეხედო გვერდიდან, მიუკერძოებლად და გაერკვიო რა გინდა, რეალურად რას ფიქრობ და სადაა ნამდვილად შენი აზრი და არა სხვისთვის ნათქვამი და მომზადებული ფრაზა//////////////////

როდესაც შეიყვარებ შენს ცხოვრებას და მიიღებ



yes.gif yes.gif

ErK
QUOTE
დილან, მოცემული როგორ არაა, მარცვალი არის და გაღვივება უნდა... "არეალი" რომ გაფართოვდეს...


მეც ამას ვგულისხმობ "აღმოცენებაში."

axalirevolucia
QUOTE
დილან

ვერ მიგიხვდნენ სიყვარულის მასშტაბებს.

პატრიოტიზმი ჰქვიან მაგ სიყვარულს და წესიერება.
დაუზუსტე
თორე გადავიდნენ ბაილამოოო-ზე.





იმის მაგივრად რომ ბობ დილანი გაახსენდეთ.



სასიყვარულო მუსიკა ან სიმღერები
წაით ამ თემაში, ვინც დილანს ვერ გაუგეთ.


პატრიოტიზმი მახეა მრავალთათვის.

ეროვნული და ზეეროვნული
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0538 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]