forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მითები და ანტიდისკრიმინაციული კანონი, ეს თუ ზუსტაფ ასეა, მაშინ - დ ა ი შ ა ლ ე თ!..
Lаki
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13669
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13

  გამოგზავნილია: 5 May 2014, 09:01  #40823831      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მითები და ანტიდისკრიმინაციული კანონი
ოთარ ზოიძე


ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ბევრი მითი შეიქმნა. ამ მითების საპირისპიროდ, კანონი არ აღიარებს ერთსქესიანთა ქორწინებას (ქორწინების საკითხებს აწესრიგებს მხოლოდ სამოქალაქო კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს ქორწინებას(მუხლი 1106: „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი...“; ეს მუხლი უცვლელი დარჩა), არ აუქმებს არასრულწლოვანთა დაცვის ღონისძიებებს (მაუწყებლობის შესახებ კანონი, მუხლი 56.5: „იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს,“ - ეს პუნქტიც უცვლელი დარჩა), არ კრძალავს განსახვავებული სექსუალური ურთიერთობის მოხსენიებას ცოდვად (იკრძალება მხოლოდ შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია. იხ. მაუწყებლობის შესახებ კანონის 56.5 მუხლი, რომელიც ასევე უცვლელი დარჩა; ქრისტიანული მოძღვრების შესაბამისადაც, უნდა გვძულდეს ცოდვა და არა ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი).

კანონის შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს კანონის რამდენიმე მუხლი, რომელიც მკაფიოდ ადგენს უმცირესობების (მათ შორის, სექსუალური უმცირესობების) შემზღუდავ ნორმებს. მაგალითად,მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები უშვებს მათ ჩაყენებას სხვებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში, თუ „ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს,აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლოგამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.“


კანონის მე-5 მუხლით კი პირდაპირაა დადგენილი რელიგიური უფლებების უპირატესობა უმცირესობების უფლებების მიმართ:

„1. ამ კანონის არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი გულისხმობდეს რელიგიური გაერთიანებისათვის, რელიგიის თავისუფლებიდან გამომდინარე, უფლებების, მათშორის, რელიგიური მსახურების უფლების შეზღუდვას, იმ პირობით, რომ ამ უფლებებით სარგებლობა არ არღვევს საჯარო წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვათა უფლებებს.
2. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და "საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის" კონსტიტუციურ შეთანხმებას.
3. დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართულმა ღონისძიებებმა ან ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშნების მქონე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებამ/დაცვამ არ უნდა ხელყოს საჯარო წესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან/და სხვა პირთა უფლებები.“

ამ მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ უკრძალავს სექსუალურ უმცირესობებს მათი უფლებების განხორცილებისას სხვათა უფლებების ხელყოფას. ეს ნორმა ნიშნავს იმას,რომ სექსუალური უმცირესობები ვერ მოითხოვენ ვერც ეკლესიურ ჯვრისწერას (რადგან მოთხოვნის დაკმაყოფილება ხელყოფს ქრისტიანთა რელიგიურ უფლებებს), ასევე, უკრძალავს მშობლების ნების საწინააღმდეგოდ ურთიერთობა ჰქონდეთ არასრუწლოვნებთან (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს:„ მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება,“ - ეს ნორმა უცვლელი დარჩა), რაიმეთი შეზღუდონ მშობლების ნება არასრუწლოვანთა აღზრდა-განათლების სფეროში: სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი: „1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.“ ეს ნორმაც უცვლელი დარჩა). არათუ სხვათა ამორალური ქმედებებისგან, არამედ, არასრულწლოვანი თავისი მშობლების ამორალური ქმედებისგანაცაა დაცული და ამასაც სამოქალაქო კოდექსი ადგენს (სამოქალაქო კოდექსი 1206, ნაწილი 2: „მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა“. ეს მუხლიც უცვლელია).

მაუწყებლობის კანონში, შრომის კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა კანონებში სექსალური უმცირესობების დისკრიმინაცია ამ კანონამდე დიდი ხნით ადრე იყო აკრძალული. ამის შესახებ უკვე თქვა უსუფაშვილმა.

ამ კანონის მოწინააღმდეგეების ლოგიკით, თუ დაშვებული იქნება სექსუმცირესობების დისკრიმინაცია (არა მხოლოდ არასრუწლოვანთა დაცვის მიზნით), აუცილებელი გახდებოდა ანკეტაში (თუ სივი-ში) გრაფის გაჩენა სექსუალური ორიენტაციის შესახებ, რადგან ამ ნიშანს უკვე გაუჩნდებოდა სამართლებრივი მნიშვნელობა - იგი გახდებოდა სამართლებრივი კრიტერიუმი. გაჩნდებოდა პასუხისმგებლობა სექსუალური ორიენტაციის დამალვის გამო, გაჩნდებოდა ექსპერტიზების აუცილებლობა და ა. შ. რა ქვეყანა იქნება ის, სადაც ამგვარი სამართლებრივი სისტემა იქნება? „ზნეობრივი პოლიციის“აჩრდილების ქვეყანა? ვის სურს ამგვარ ქვეყანაში ცხოვრება?

ამდენად, ანტიდისკრიმინაციული კანონი, გავრცელებული მითების საწინააღმდეგოდ, არ შეიცავს რაიმე ამორალურს, არც ორმაგ მორალს, არც რაიმეს - არაქრისტიანულს. სხვათა შორის, ადამიანის ცოდვილობის აღიარება, ადამიანის ისე დანახვა, როგორიც არის იგი, სწორედ ქრისტიანული დამოკიდებულებაა ადამიანისადმი.

ცოდვა არ არის სამართლებრივი კატეგორია და დაუშვებელია ცოდვის კრიმინალიზაცია მანამდე, სანამ ცოდვა არ ხელყოფს სხვათა უფლებებს და ამით ცოდვა არ გადაიზრდება დანაშაულში. სრულწლოვანთა შორის განსხვავებული სექსუალური ურთიერთობა ცოდვაა და არა დანაშაული. იგი დანაშაულად იქცევა მაშინ, როცა მას პროპაგანდას უწევენ არასრულწლოვანებში. ჩვენი კანონმდებლობით კი, როგორც ზემოთ მივუთითე, არასრულწლოვანები ამისგან დაცულები არიან.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. თანამედროვე ადამიანს ბევრი კერპი აქვს, მათ შორის, თავისდაუნებურადაც, გაუცნობიერებლად. ერთ-ერთი ამდაგვარი კერპი არის სამართალი, რომელსაც ხშირად აბსოლუტური მნიშვნელობა ენიჭება. არადა, ძალიან მარტივია: ადამიანთა ცხონება არ არის, არანაირად არ არის დამოკიდებული ამქვეყნიურ სამართალსა და კანონმდებლობაზე. კანონი ცოდვას ვერ აქცევს სათნოებად. ამ თეზისს ვერ აუქმებს ის გარემოება, რომ ცუდმა კანონმა შეიძლება დააბრკოლოს ბევრი ადამიანი. გადამწყვეტია არა კანონი, არამედ თვით ადამიანის გადაწყვეტილება და დამოკიდებულება ცოდვისადმი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რას დაადგენს კანონი, ქრისტიანებს და ეკლესიას შეუძლიათ შექმნან აბსოლუტურად შეუწყნარებელი დამოკიდებულება სექსუალური ურთიერთობების ცოდვისადმი და შექმნან ამ ცოდვაში მყოფ ადამიანთა მიმართ სიყვარულის, თანალმობის ატმოსფერო და ასე დაძლიონ და დაამარცხონ ამქვეყიური სამართლის ნებისმიერი ხარვეზი. რწმენას არ ეშინია კანონებისა. კანონებისა ეშინია უმეცრებას, ურწმუნოებას, სიძულვილს...

დაბოლოს, მამა ალექსანდრე შმემანის სიტყვები:

„ქრისტიანთა ცნობიერება,რომელშიც მოწამეობის გამოცდილებით ანთებული იყო რელიგიური თავისუფლების სახარებისეული იდეალი, დიდი ხნით იქნება დაბრმავებული ქრისტიანული თეოკრატიის მსოფლმხედველობით, რომელსაც ადამიანი არა მხოლოდ მადლით, არამედ კანონითაც მიჰყავს ქრისტემდე. და გაივლის დიდი დრო, სანამ გაცნობიერებული იქნება ამ თეოკრატიის წარმართული ხასიათი. თეოდოსი დიდიდან ეკლესია უკვე არის არა მხოლოდ კავშირი ადამიანებისა, რომლებმაც ირწმუნეს, არამედ იმათი კავშირიც, რომლებიც ვალდებულნი არიან სწამდეთ. სახელმწიფოს სანქცია ეკლესიას მანამდე არარსებულ ძალას მიანიჭებს, და, შესაძლოა, მართლაც, ბევრს მიიყვანს რწმენამდე და ახალ ცხოვრებამდე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იგივე სახელმწიფო სანქცია ქრისტიანული სამყაროსათვის გახდება საწყისი მისი ამჟამინდელი დაშლისა და რღვევისა, ეკლესიის წინააღმდეგ თვით სამყაროს ამბოხებისა.”
http://blogs.liberali.ge/ge/blog/1852/118455/

პრინციპში, მთელი პოსტი გასამუქებელია up.gif
იმედია შეფუთულად არაა ახსნილი... spy.gif

This post has been edited by Lаki on 5 May 2014, 09:05


--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"- რ. რეიგანი
"შეუძლებელია სწორად მართო ქვეყანა ღმერთის და ბიბლიის გარეშე!" – ჯორჯ ვაშინგტონი
ErK
† რწმენით შევიმეცნებთ ჲ


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8823
წევრი No.: 141936
რეგისტრ.: 21-January 12

გამოგზავნილია: 5 May 2014, 09:14  #40823869      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამომწურავი სტატიაა, მადლობა.
.
TobinFrost
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5990
წევრი No.: 150874
რეგისტრ.: 14-June 12

გამოგზავნილია: 5 May 2014, 09:16  #40823876      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ცოდვა არ არის სამართლებრივი კატეგორია

ცოდვა კანონიკური სამართლებრივი კატეგორიაა, რომელიც სხვა რელიგიური შიდა წესების გარდა ემყარება და ხორციელდება კონკორდატის საფუძველზე.

ხოლო ჩვენს კონსტიტუციაში სიტყვა ღმერთი პირველივე წინადადებაშია:

ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.

აქედან გამომდინარე, არის თუ არა ღმერთი სამართლებრივი კატეგორია და აქედან გამომდინარე ცოდვაც არის თუ არა იგივე კატეგორია როდესაც უამრავი კანონი მათ შორის სანქციების დონეზე ითვალისწინებს .ე.წ. საზოგადოებრივი და საჯარო ზნეობის ნორმების დარღვევებზე პასუხიმსგებლობას? საიდან მოდის ეს საზოგადოებრივი ზნეობის ნორმები?


ეს კანონი ზოგადად კარგი იმითაცაა, რომ ერთგვარ ლუსტრაციას მოახდენს.

triumpi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13053
წევრი No.: 71118
რეგისტრ.: 16-October 08

გამოგზავნილია: 5 May 2014, 09:36  #40823938      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
და როდესაც აქ ვწერდი, რომ ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი უდიდესი წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული სწორედ უმცირესობის მიერ უმრავლესობის უფლებების დარღვევისას --- ბევრი ვერ აცნობიერებს, თუ როგორ და რანაირად ხდება ეს.
ძალიან უბრალოდ:
როდესაც უმრავლესობა მტკიცედ და შეუვალად იცავს კანონს უმცირესობის შესახებ, ამავდროულად უმცირესობაც ხდება ვალდებული ვერ და არ დაარღვიოს უმრავლესობის უფლებები შესაბამისად.

უზნეობის და ძალადობის პროპაგანდა ისჯება და სწორედაც რომ დაცული უმცირესობა ვერ გადავა დაცვის ბარიერს უმრავლესობის საწინააღმდეგოდ და ვერც საკუთარი უფლებების დარღვევაზე ვერ გამართავს ვერანაირ აქტ-აქციას, თუ უმრავლესობა იცავს მკაცრად და შეუვალად ამ უმცირესობის საზღვრულ კანონს და უმცირესობაში ნებაყოფილობით გაწევრიანებულ-ფიქსირებული იტვირთება ავტომატიურად მოვალეობით, რომ თავადვე დაიცვას ეს საზღვრები, რადგან გადალახვისას უწევს პასუხისმგებლობა.


ხუმრობით ამასა ჰგავს: ,,გიჟი არის საგიჟეთში დაცული და დატოვებისას მას იქ იძულებით აბრუნებენ.''

უმრავლესობა, რომელიც იღებს კანონს და ისხავს სამართალდამცველის მანტიას --- მეტად აგებს პასუხს სწორედ თავისსავე მიღებული კანონის დარღვევაზე --- როგორც კანონდამრღვევი პოლიციელი.

პოლიციური სახელმწიფო კი --- შეიცავს-მოიცავს დიდ ალბათობებსაც ორ უკიდურესობაში გადასვლით...
ამიტომ დგება სასტიკი აუცილებლობა ძლიერი და შეუვალი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, რომელიც
დააბალანსებს ამ უკიდურესობებს განათლებით ---,, იცოდე კანონი და იქნები დაცული!''

This post has been edited by triumpi on 5 May 2014, 09:48
badriany
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4481
წევრი No.: 45580
რეგისტრ.: 3-November 07

გამოგზავნილია: 5 May 2014, 10:39  #40824285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ანტიდისკრიმინაციული კანონი, გავრცელებული მითების საწინააღმდეგოდ, არ შეიცავს რაიმე ამორალურს, არც ორმაგ მორალს,
ეს არ არის სიმართლე - კანონი უშვებს დისკრიმინაციას და ეს ბუნებრივია ეწინააღმდეგება კანონის არსს, მის იდეას, მის მორალს/ეთიკას...



--------------------
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)
attool
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10146
წევრი No.: 97108
რეგისტრ.: 3-August 09

გამოგზავნილია: 5 May 2014, 10:52  #40824409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ეს არ არის სიმართლე - კანონი უშვებს დისკრიმინაციას და ეს ბუნებრივია ეწინააღმდეგება კანონის არსს, მის იდეას, მის მორალს/ეთიკას

დაუწერელი კანონიც კარგი რამეა. დაწერილი კანონები მონახაზია უბრალოდ. რობოტები ხომ არ ვართ რომ პროგრამირება გვჭირდებოდეს, რაღაცეები ჩვენც ნორმალურად გავიგოთ.
badriany
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4481
წევრი No.: 45580
რეგისტრ.: 3-November 07

გამოგზავნილია: 5 May 2014, 10:59  #40824477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რაღაცეები ჩვენც ნორმალურად გავიგოთ.
დისკრიმინაციის კანონისმიერი დაშვების (თანაც "ანტიდისკრიმინაციული" კანონით smile.gif ) ნორამლურად გაგება შეუძლებელია - ეს უბრალოდ სირცხვილია...

This post has been edited by badriany on 5 May 2014, 11:00
merkuriela
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16524
წევრი No.: 114108
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 5 May 2014, 11:05  #40824529      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ამ მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ უკრძალავს სექსუალურ უმცირესობებს  მათი უფლებების განხორცილებისას სხვათა უფლებების ხელყოფას. ეს ნორმა ნიშნავს იმას,რომ სექსუალური უმცირესობები ვერ მოითხოვენ ვერც ეკლესიურ ჯვრისწერას (რადგან მოთხოვნის დაკმაყოფილება ხელყოფს ქრისტიანთა რელიგიურ უფლებებს),


QUOTE
რადგან მოთხოვნის დაკმაყოფილება ხელყოფს ქრისტიანთა რელიგიურ უფლებებს


ჩვენ დემოკრატიაში ამერიკას უნდა მივბაძოთ.(ასე სჩანს)


ამიტომ, ის რომ ჯვრისწერა არ მოხდება არის ტყუილი იმ ფონზე როცა ამერიკაში ცოლიანი ქალი ეპისკოპოსიც არსებობს. ჰოდა მივიდნენ ეხლა უმტკიცონ რომ ამერიკელები(პროტესტანტები) ქრისტიანები არ არიან.


ასეთი ქრისტიანობის დამკვიდრება უნდათ ალბათ. ამიტომ გაჰყვირიან ქრისტიანობა ტოლერანტობას ქადაგებსო.




--------------------
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.

თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.

ესენი უნდა მახსოვდეს.
Tocadero
Moon Hunter


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6067
წევრი No.: 14828
რეგისტრ.: 24-November 05

გამოგზავნილია: 5 May 2014, 11:27  #40824745      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
და რაზე გაგუდეს მღვდლებმა ეგ მაინც დაგეწერათ

ვერაფერი გავიგე

აქ წერია რომ მშვიდობა და სოლიდარობააო

მღვდლები იძახიან დეგვენძრაო

განმარტეთ რაა პრობლემა რაშია?


--------------------
Dove Erekle
mepar
პრაფესორი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5082
წევრი No.: 108151
რეგისტრ.: 2-January 10

გამოგზავნილია: 5 May 2014, 11:29  #40824771      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tocadero
QUOTE

განმარტეთ რაა პრობლემა რაშია?

პრობლემა ამაშია
QUOTE
მღვდლები იძახიან დეგვენძრაო

წვერიანი ოხროხინეები შემოგვაჯდნენ თავზე


--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!
triumpi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13053
წევრი No.: 71118
რეგისტრ.: 16-October 08

გამოგზავნილია: 5 May 2014, 11:38  #40824848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tocadero
QUOTE
განმარტეთ რაა პრობლემა რაშია?


ვგონებ პრობლემა ამაშია, რომ არ და ვერ დაფიქსირდეს ოფიციალურ ჰომოსექსუალად ადამიანი, რადგამ სხვანაირად ვერ იჩივლებს უფლებების დარღვევაზედ და ვერც დაუფიქსირებელს დაერევიან.

იატაკქვეშეთს ერხევა ,,მოშნად''.... gigi.gif
attool
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10146
წევრი No.: 97108
რეგისტრ.: 3-August 09

გამოგზავნილია: 5 May 2014, 11:41  #40824880      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
მღვდლები იძახიან დეგვენძრაო
განმარტეთ რაა პრობლემა რაშია?

იდენტობისტებიც იძახიან დისკრიმინაცია შენარჩუნდაო. კიარ ამბობენ რა აწუხებთ მე ვიყო ჯიქურ თავისუფალი )
მანგია
Bill Hubbard


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6207
წევრი No.: 81515
რეგისტრ.: 5-January 09

გამოგზავნილია: 5 May 2014, 12:58  #40825697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merkuriela
QUOTE
ამიტომ, ის რომ ჯვრისწერა არ მოხდება არის ტყუილი იმ ფონზე როცა ამერიკაში ცოლიანი ქალი ეპისკოპოსიც არსებობს. ჰოდა მივიდნენ ეხლა უმტკიცონ რომ ამერიკელები(პროტესტანტები) ქრისტიანები არ არიან

ჯვრისწერა შიდასაეკლესიო რიტუალია და მასში ვერ ჩაერევა სახელმწიფო, ისევე როგორც ეკლესია ვერ ჩაერევა სახელმწიფოს საქმიანობაში, მაგალითად კანონშემოქმედებაში. ამერიკაში კი არ არსებობს ცოლიანი ქალი ეპისკოპოსი, არამედ კონკრეტულ პროტესტანტულ ეკლესიაში, ეს კი ამ ეკლესიის კანონიკის საკითხია. თუკი მართლმადიდებლური ეკლესია შეცვლის კანონს და დაუშვებს ასეთ რამეს, მხოლოდ მაშინ მოხდება ეს, სხვა შემთხვევაში ვერა

This post has been edited by მანგია on 5 May 2014, 13:01


--------------------
რეგისტრირდები რა ფორუმზე უკვე შედიხარ პოლემიკაში მის ყველა წევრთან © Taba
daniel_kowalski
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9339
წევრი No.: 152433
რეგისტრ.: 27-July 12

გამოგზავნილია: 5 May 2014, 13:36  #40826009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანტიდისკრიმინაციული კანონის სრული ტექსტი სად შეიძლება ვნახო?


--------------------
Вот Так!



Мой мир — это маленький островок боли, плавающий в океане равнодушия.
merkuriela
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16524
წევრი No.: 114108
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 5 May 2014, 13:41  #40826057      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მანგია
QUOTE
ამერიკაში კი არ არსებობს ცოლიანი ქალი ეპისკოპოსი, არამედ კონკრეტულ პროტესტანტულ ეკლესიაში,

მე ის ვთქვი რომ ჯვრისწერაც ხდება ამერიკაში. (ზოგან რათქმაუნდა)

რატომ არ უნდა ლახავდეს ეს იმ სწავლებას და მისი მიმდევრების ღირსებას ,რომელიც მათ ასწავლის, რომ ეს ერთერთი უდიდესი ცოდვაა.

ქრისტიანობა მას სიბილწეს უწოდებს.

შეიძლება სიბილწე და სიწმინდე ერთმანეთს შეურიო?

(ეშმაკის კოქტეილია ეს. და დაღუპვისაკენ მიდის)

უფალი ამბობს არ ეზიაროთ მათ ცოდვებს. გამოდით ბაბილონიდან. ბაბილონი კი სხვა არაფერია თუ არა სიბილწეების მშობელი და დამფუძნებელი.(დამკანონებელი)


და თუ არ იქნება ეკლესიური ჯვრისწერა , სამოქალაქო ქორწინების დაკანონებას რა შეუშლის ხელს. (ჩვენი პარლამენტარები კი ან თავს იტყუებენ ან ხალხს ატყუებენ არ იქნებაო ქორწინება)




გაერო მოითხოვს ამ კანონების შემოღებას და ეხლა მათ ვინ გადაუდგება მე არ ვიცი.

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0235 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]