forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ახალი პეძიკ-მიუზიკლი "ქეთო და კოტე", შეგირცხვათ თავ-პირი
kaxa-lom
მე ქართველი ვარ

****
ჯგუფი: Registered
წერილები: 486
წევრი No.: 67054
რეგისტრ.: 10-July 08

  გამოგზავნილია: 15 Aug 2011, 21:01  #26919332      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · im
გულის ამრევია ახლა რაც ხდება, თავიდანვე მივხდი როცა რეკლამა ვნახე და თვითმფრინავში გამომწყვდეული უცხოპლანეტური სამოსელით სოფია, რადგან მის მეტს ვეღარავის ვხედავთ იგი ალბათ საქართველოს დედოფლად იქნება უკვე გამოცხადებული, მერე აჩვენეს ფრაგმენტი სიკო და ნიკოს გამოსვლისა, რომელსაც პიდარასტული ბრეცვითა და გრეხვით დაქნეული არსება სტეფანე ასრულებდა, რომელიც თურმე ვარსკვლავი ყოფილა. ტფუი სირცხვილო, აქ რაც ხდება... ტფუი. ესაა ახალი? ესაა სიახლე და შოტლანდიელი სუხიშვილები?

This post has been edited by kaxa-lom on 15 Aug 2011, 21:03

--------------------
რა ქენი გუდუნა ეს ?
nerio
Super Member

****
ჯგუფი: Registered
წერილები: 195
წევრი No.: 134350
რეგისტრ.: 1-August 11

გამოგზავნილია: 16 Aug 2011, 12:01  #26926030      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბევრი სხვა რამ იყო იქ კახა smile.gif შენს ადგილზე მხოლოდ რამდენიმე წამიანი რეკლამის საფუძველზე არ გავაკეთებდი ასე შორს წამსვლელ დასკვნებს. მე პირადად დავესწარი და მომეწონა. (შენც ამას გირჩევ) სოფოც და ნიკაც, შესანიშნავად მოერგენ მთავარ როლებს. ნანი თავის წლებთან შედარებით, შეუდარებელი იყო, ქათამაძე როგორც ყოველთვის შთამბეჭდავი. (თუმცა ცოტათი სასაცილო მის კოსტუმში smile.gif )მუსიკა - ძაან მაგარი იყო, სარკეებმაც ვფიქრობ რომ გაამართლა.

ნუ რას იზამ, სტეფანე ეს მთელი საქართველოს ტკივილია smile.gif MТV -ის კონცერტზეც რა იყო რას გავდა smile.gif მაგრამ დადებითი გაცილებით მეტი ქონდა ვიდრე უარყოფითი ამ ოპერას!!!
Emma Rouault
Super Member

****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 136
წევრი No.: 134811
რეგისტრ.: 15-August 11

გამოგზავნილია: 16 Aug 2011, 12:44  #26926571      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
სტეფანე ეს მთელი საქართველოს ტკივილია

biggrin.gif
iago pavlovna
Super Member

****
ჯგუფი: Registered
წერილები: 137
წევრი No.: 131700
რეგისტრ.: 25-May 11

გამოგზავნილია: 17 Aug 2011, 01:07  #26937570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არაფერი არ იყო სამარცხვინო, კრიტიკა ყველაფრისაა შესაძლებელი, მაგრამ არ ნიშნავს რომ ცუდია. არ შეიძლება ყველაფერზე იძახო ცუდია და სამარცხვინოაო!
SCO
hikikomori

*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18372
წევრი No.: 89380
რეგისტრ.: 20-April 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2011, 01:21  #26937725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

დაიკიდეთ, დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს

--------------------
To become immortal and then die
kaxa-lom
მე ქართველი ვარ

****
ჯგუფი: Registered
წერილები: 486
წევრი No.: 67054
რეგისტრ.: 10-July 08

გამოგზავნილია: 17 Aug 2011, 09:39  #26939533      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · im
რაღა ნახვა უნდა მაგას თუ ძმა ხარ, გული ამერია გავიქეცი და ქანცის გაძრობამდე ვანთხიე smile.gif)))))) ნანი, ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე, ნინო ანანიაშვილი ამათზე საუბარი არაა, მარა რაში გაყვეს თავი smile.gif)) არ ეკადრებოდათ ჩემი აზრით ამ ბავშვობანა რაღაცაში მონაწილეობა, ვაიმე დოიიიიიი ვგიჟდები შენ საოცარ რეჟისორობაზე და ნიკა გონებას ვკარგავ შენ ნიჭზე, ნუ სუხიშვილები ხო საერთოოოოდ. ერთი მაგათიც... ხოლო ნინო ქათამაძე კიდე არის ცოცხი, გადარეული გაწეწილი ქალი, სულ ფეხზე მკიდია მაგისი უაზრო კივილი და წივილი სახემიბნედილი ნაკაიფნარი მორდით, აი ეგ მკიდია. ეგეთი თანამედროვეობა თქვენ ეზოებსა და სახლებში ატარეთ.
* * *
გავკარი დროსაც და ეპოქასაც, როცა ადამიანი კარგავს ზნეს, მორალს, აგინებს საკუთარ კულტურას, გავკარი ისეთ თანამემამულეს, რომელსაც ფეხზე კიდია საკუთარი ერი, სამშობლო და ზარ ზეიმით და გენაცვალეთი მტერთან გუგუნით ნაფლეთ ნაფლეთ მიქცევს საქართველოს - ჩემ საქართველოს, გავკარი იმ თანამემამულეს, რომელიც იტყვის : რა ვქნა უნდა ავყვე მე ამ თარეშს უნდა ავიღო მეც ნამუსზე ხელი და ერის გახრწის დაწერილ პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც ბოლო იმედი და სიყვარული იყო ქართველი ერისა, ახლა კი სხვის აზრი და მორალიც უკვე აღარ მაინტერესებს, არც ის ხალხი მაინტერესებს რუსული და ინგლისური ტექსტებით გამონათქვამებს რომ ჩააკოპირებენ და ვითომ ბრძნულ სტატუსს მიიწერენ (რომელიც ამ ფორუმზე ოხრადაა), რამ გაგიღარიბათ ასე სამეტყველო არე.

ნიფხავი გამოიკეროს ზოგიერთმა, შრომის ფასი გაიგოს, ბაქი-ბუქები მოიშალოს და დაყენებული მორდები გაისწოროს, რომელზედაც დაყენებულ ხმის ტემბრს უთავსებს, სხვის გაქილიკებას თავი დაანებოს, პური მოიყვანოს და ღმერთს მადლობა შესწიროს რომ ცხოვრებას აზიარა.

კაი საქმეში კი შემოგევლოთ ჩემი თავი, ქართულ საქმეში...

This post has been edited by kaxa-lom on 17 Aug 2011, 09:56
ooooo3333
Super Member

****
ჯგუფი: Registered
წერილები: 264
წევრი No.: 130859
რეგისტრ.: 3-May 11

გამოგზავნილია: 17 Aug 2011, 15:18  #26943894      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE (kaxa-lom @ 17 Aug 2011, 09:39 )
რაღა ნახვა უნდა მაგას თუ ძმა ხარ, გული ამერია გავიქეცი და ქანცის გაძრობამდე ვანთხიე smile.gif)))))) ნანი, ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე, ნინო ანანიაშვილი ამათზე საუბარი არაა, მარა რაში გაყვეს თავი smile.gif)) არ ეკადრებოდათ ჩემი აზრით ამ ბავშვობანა რაღაცაში მონაწილეობა, ვაიმე დოიიიიიი ვგიჟდები შენ საოცარ რეჟისორობაზე და ნიკა გონებას ვკარგავ შენ ნიჭზე, ნუ სუხიშვილები ხო საერთოოოოდ. ერთი მაგათიც... ხოლო ნინო ქათამაძე კიდე არის ცოცხი, გადარეული გაწეწილი ქალი, სულ ფეხზე მკიდია მაგისი უაზრო კივილი და წივილი სახემიბნედილი ნაკაიფნარი მორდით, აი ეგ მკიდია. ეგეთი თანამედროვეობა თქვენ ეზოებსა და სახლებში ატარეთ.
* * *
გავკარი დროსაც და ეპოქასაც, როცა ადამიანი კარგავს ზნეს, მორალს, აგინებს საკუთარ კულტურას, გავკარი ისეთ თანამემამულეს, რომელსაც ფეხზე კიდია საკუთარი ერი, სამშობლო და ზარ ზეიმით და გენაცვალეთი მტერთან გუგუნით ნაფლეთ ნაფლეთ მიქცევს საქართველოს - ჩემ საქართველოს, გავკარი იმ თანამემამულეს, რომელიც იტყვის : რა ვქნა უნდა ავყვე მე ამ თარეშს უნდა ავიღო მეც ნამუსზე ხელი და ერის გახრწის დაწერილ პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც ბოლო იმედი და სიყვარული იყო ქართველი ერისა, ახლა კი სხვის აზრი და მორალიც უკვე აღარ მაინტერესებს, არც ის ხალხი მაინტერესებს რუსული და ინგლისური ტექსტებით გამონათქვამებს რომ ჩააკოპირებენ და ვითომ ბრძნულ სტატუსს მიიწერენ (რომელიც ამ ფორუმზე ოხრადაა), რამ გაგიღარიბათ ასე სამეტყველო არე.

ნიფხავი გამოიკეროს ზოგიერთმა, შრომის ფასი გაიგოს, ბაქი-ბუქები მოიშალოს და დაყენებული მორდები გაისწოროს, რომელზედაც დაყენებულ ხმის ტემბრს უთავსებს, სხვის გაქილიკებას თავი დაანებოს, პური მოიყვანოს და ღმერთს მადლობა შესწიროს რომ ცხოვრებას აზიარა.

კაი საქმეში კი შემოგევლოთ ჩემი თავი, ქართულ საქმეში...

100 პროცენტით ვეთანხმები ამ ადამიანს, ნეტავ ბევრი იყოს შენნაირად მოაზროვნე, საღად მოაზროვნე.
gesetz
Junior Member

**
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 134875
რეგისტრ.: 17-August 11

გამოგზავნილია: 17 Aug 2011, 20:51  #26948792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24297874.html
ავტორი გიორგი გვახარია
ვაა!

იქნებ მაინც ღირს ბათუმში წასვლა „ქეთო და კოტეს“ სანახავად? ხუმრობა ხომ არ არის? - საქართველოს პატრიარქმა ამ წარმოდგენაზე თქვა, ეს არის რევოლუცია სცენაზეო, მიხეილ სააკაშვილმა კი პირდაპირ განაცხადა, მიუზიკლ „ქეთო და კოტეთი“ ქართულ კულტურაში ახალი ეტაპი იწყებაო! უფრო მეტიც - ეს არის ახალი ჟანრის დაბადებაო...

საქართველოს პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ჩემი კოლეგა გახდა. ხელოვნების შესახებ ჟურნალს რომ გამოვცემდე, მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად დავუთმობდი რუბრიკას სახელწოდებით „პრეზიდენტის აზრით“; გავარკვევდი, მაგალითად, რას ნიშნავს ეს „ახალი ჟანრი“ და რატომ იყო, როგორც თავად აღნიშნა, მისი „სისუსტე“ ბათუმის ოპერის თეატრის განახლება.

ასლან აბაშიძის სისუსტე საბავშვო ოპერა იყო, მიხეილ სააკაშვილის სისუსტე კი ახალი „ქეთო და კოტე“ აღმოჩნდა.

საქართველოს პატრიარქსაც დავუთმობდი რუბრიკას - „პატრიარქი ხელოვნებაზე“. მართლა მაინტერესებს, რა არის ამისთანა ეს „ქეთო და კოტე“, რომ ილია მეორეს სიტყვა „რევოლუცია“ წამოაცდენინა!

ჩვენ რომ კარგი ქვეყანა ვიყოთ, ახალ „ქეთო და კოტეზე“ ინფორმაციას ჟურნალ-გაზეთებიდან შევიტყობდით; კრიტიკოსების მოსაზრებებს გავეცნობოდით, რეცენზიებს წავიკითხავდით. რა მაგარი იქნებოდა: „ასავალ-დასავლის“ რეცენზენტი წერს, რომ „ქეთო და კოტე“ მართლაც არის „პოსტმოდერნისტული კიტჩი“, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ თეატრალური მიმომხილველი ამტკიცებს, რომ დოიაშვილს „ჟანრის კრიზისი“ აქვს, „ალია“ კი „ქეთო და კოტეში“ პიტერ ბრუკის გვიანდელი შემოქმედების გავლენას ხედავს.

რა მოხდა, არ შეიძლება? ჟურნალ-გაზეთების ნაკლებობას ხომ არ ვუჩივით? თეატრმცოდნეები, არტკრიტიკოსებიც ბლომად გვყავს. ეგაა, რომ ძალიან რთული და სახიფათოც კი გახდა საქართველოში ხელოვნების კრიტიკა. უწინ კრიტიკულს იტყოდი რამეს და დიდი-დიდი მხატვარი (ან რეჟისორი) დაგხვედროდა სადარბაზოსთან, დიდი-დიდი სახეში ეხეთქა და შეეგინებინა. ახლა... ახლა, შესაძლოა, მთელი ერის მოღალატედ შეგრაცხონ, რუსეთისგან დაფინანსებულად. „ბოღმად“, „შურიანად“... ახლა შესაძლებელია, მთლად საქართველოს პრეზიდენტმა დაუქნიოს თითი კრიტიკოსს. რადგან იგი არა მარტო არტკრიტიკოსი გახდა, არამედ ავტორიც - მხატვარი, რეჟისორი, რესტავრატორი...

კარგი, ავტორი თუ არა, „თანაავტორი“ მაინც!

და რატომ, იცით? ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა, რომ ხალხი არა ჰყავს. გენიოსები დასავლეთში წავიდნენ. აქ ვინც დარჩა, კარგი ხელოვანი, სომხებზე ბოდავს სისულელეებს... რაღაც „აკადემიებში“ ერთიანდება და შეთქმულებებზე მსჯელობს. არავინ დარჩა, არავინ! ისეთი, თან ნიჭიერიც რომ იყოს, თანაც ქვეყნის „პოლიტიკურ კურსს“ რომ იზიარებდეს. დავიწროვდა ეს წრე და ერთი და იგივე ხალხმა ყველაფრის კეთება დაიწყო - თან ქანდაკებებს დგამენ, თან კოსტიუმების მხატვრები არიან, თან რეჟისორები, თანაც - მუსიკოსები, მსახიობები; დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო...

და საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი!

ეს წრე, „ხელოვანთა წრე“ იმდენად დავიწროვდა, რომ ქართულ კულტურაში ჟანგბადის კატასტროფული დეფიციტი გაჩნდა. ხელისუფლება მიხვდა, რომ რამდენიმე სახელი დატვირთვას ვეღარ გაუძლებდა. ახალი სახეების ძებნა კი იმ ხალხს, ვინც კულტურის პოლიტიკაზე აგებს პასუხს, რა თქმა უნდა, დაეზარა (როდის ჰყვარებიათ საქართველოში სიახლე?!). ამიტომაც გასულ კვირაში საოცარი ახალი ამბავი შევიტყვეთ: პაატა ბურჭულაძემ, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ნაციონალურმა ტელეარხებმა ლამის სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს, „ქეთო და კოტეში“ შეასრულა ერთ-ერთი როლი, თამარ გვერდწითელმა კი - ხო, სწორედ აი ამ თამარმა - ხელისუფლების დაფინანსებულ „ქოლგებში“ იმღერა, მიშელ ლეგრანთან ერთად. პოლიტიკური კურსის არათანმიმდევრულობა ახლა კულტურაზე აისახა... აისახა ლოგიკურად: როცა სივრცეს ავიწროვებ, გეშინია ახალი სახელების და, რაც მთავარია, კრიტიკის, დგება ეტაპი ფასეულობების, პრინციპებიის სრული აღრევისა, ეს ყველაფერი ლოგიკურად სრულდება „ქეთო და კოტეთი“, რომელსაც სახელისუფლო არხების გოგონებმა (კულტურის მიმომხილველებმა) უკვე უწოდეს „პოსტმოდერნისტული სტილის“ (!) სპექტაკლი.

სხვა ინფორმაცია პირადად მე ბათუმის ოპერის თეატრის წარმოდგენაზე არ მაქვს. მთავრობაში ერთი ნაცნობიც არ მყავს, რომ დავურეკო და აზრი ვკითხო (ბუნებრივია, ახალი „ქეთო და კოტეს“ სანახავად მთელი მთავრობა მიაშურებდა ბათუმს)... სხვა, აბა, ვინ მოხვდებოდა პრემიერაზე? სპექტაკლს 1500 სტუმარი დაესწროო - გვაუწყა „რუსთავი 2“-მა. ვინ იყვნენ ეს სტუმრები, არ დაუკონკრეტებიათ. რა საჭიროა? ისედაც ვიცით. საქართველოს პრეზიდენტი მეუღლითურთ, საქართველოს პატრიარქი, პარლამენტის თავმჯდომარე. ალბათ, ვერა იქნებოდა კიდევ, ქობალია. ხელისუფლების ერთგული რამდენიმე ჟურნალისტი და ასევე რამდენიმე, ხელისუფლების ერთგული, ოპოზიციონერი...

ესაა დღეს ის საქართველო, რომელიც ტელევიზორში ჩანს, რომლის შესახებ წერენ საქართველოს ჟურნალ-გაზეთები. დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო...

„ქეთო და კოტეა“ საქართველო - „პოსტმოდერნისტული სტილის“ ქვეყანა.
aramisi111
Member

***
ჯგუფი: Registered
წერილები: 60
წევრი No.: 134832
რეგისტრ.: 16-August 11

გამოგზავნილია: 18 Aug 2011, 23:04  #26966793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (kaxa-lom @ 17 Aug 2011, 09:39 )
რაღა ნახვა უნდა მაგას თუ ძმა ხარ, გული ამერია გავიქეცი და ქანცის გაძრობამდე ვანთხიე smile.gif))))))  ნანი, ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე, ნინო ანანიაშვილი ამათზე საუბარი არაა, მარა რაში გაყვეს თავი smile.gif)) არ ეკადრებოდათ ჩემი აზრით ამ ბავშვობანა რაღაცაში მონაწილეობა, ვაიმე დოიიიიიი  ვგიჟდები შენ საოცარ რეჟისორობაზე და ნიკა გონებას ვკარგავ შენ ნიჭზე, ნუ სუხიშვილები ხო საერთოოოოდ. ერთი მაგათიც... ხოლო ნინო ქათამაძე კიდე არის ცოცხი, გადარეული გაწეწილი ქალი, სულ ფეხზე მკიდია მაგისი უაზრო კივილი და წივილი სახემიბნედილი ნაკაიფნარი მორდით, აი ეგ მკიდია. ეგეთი თანამედროვეობა თქვენ ეზოებსა და სახლებში ატარეთ.
* * *
გავკარი დროსაც და ეპოქასაც, როცა ადამიანი კარგავს ზნეს, მორალს, აგინებს საკუთარ კულტურას, გავკარი ისეთ თანამემამულეს, რომელსაც ფეხზე კიდია საკუთარი ერი, სამშობლო და ზარ ზეიმით და გენაცვალეთი მტერთან გუგუნით ნაფლეთ ნაფლეთ მიქცევს საქართველოს - ჩემ საქართველოს, გავკარი იმ თანამემამულეს, რომელიც იტყვის : რა ვქნა უნდა ავყვე მე ამ თარეშს უნდა ავიღო მეც ნამუსზე ხელი და ერის გახრწის დაწერილ პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც ბოლო იმედი და სიყვარული იყო ქართველი ერისა, ახლა კი სხვის აზრი და მორალიც უკვე აღარ მაინტერესებს, არც ის ხალხი მაინტერესებს რუსული და ინგლისური ტექსტებით გამონათქვამებს რომ ჩააკოპირებენ და ვითომ ბრძნულ სტატუსს მიიწერენ (რომელიც ამ ფორუმზე ოხრადაა), რამ გაგიღარიბათ ასე სამეტყველო არე.

ნიფხავი გამოიკეროს ზოგიერთმა, შრომის ფასი გაიგოს, ბაქი-ბუქები მოიშალოს და დაყენებული მორდები გაისწოროს, რომელზედაც დაყენებულ ხმის ტემბრს უთავსებს, სხვის გაქილიკებას თავი დაანებოს, პური მოიყვანოს და ღმერთს მადლობა შესწიროს რომ ცხოვრებას აზიარა.

კაი საქმეში კი შემოგევლოთ ჩემი თავი, ქართულ საქმეში...

მე ბედმა გამიღიმა და დავესწარი წარმოდგენას.
ნამდვილად შთამბეჭდავი მეჩვენა.
ახლა წავიკითხე თქვენი გამოხმაურება.
სამშობლოს მოყვარული და თან თეატრის საკითხებში გარკვეული, მაგრამ რაღაც კერძოზე გაღიზიანებულ-გაბრაზებული ადამიანი უფრო ჩანხართ.
რამ გაგაღიზიანათ, ეს თქვენ იცით.

ჯერჯერობით ერთი პროფესიონალური აზრიც არ მომისმენია ამ სპექტაკლზე. ზოგი ამბობს, არ მინახავსო და ისე ,,შორიდან'' არჩევს, საკუთარ წინასწარ წარმოსახვებს აკრიტიკებს.

რეცენზენტები ახალი სპექტაკლის შეფასებისას ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ საკითხებზე, რომელზე პასუხის მოსმენაც თქვენგან, როგორც ამ წარმოდგენის ( ,,ქეთო და კოტე"") უკვე მნახველისაგან, ჩემთვის და ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა.
პრინციპში, არც სხვისი პასუხი იქნებოდა ინტერესმოკლებული .

1. არის თუ არა რეჟისორული ჩანაფიქრი საინტერესო. თუ იგი უკვე ცნობილი ნაწარმოების გასცენიურებას ახდენს, შეაქვს თუ არა თავისეულ ინტერპტრეტაციაში რაიმე თვალსაზრისით საყურადღებო სიახლე.

2. როგორ ახორციელებს რეჟისორი ამ ჩანაფიქრს. რამდენად ადევატურია კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული ჟანრის, - მიუზიკლის ,,ენა'' მისი ჩანაფიქრისა.

3. ქართული თეატრის ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, რომელი პასუხია სწორი:
ა. რეჟისორი უცვლელად იმეორებს უკვე არსებული ქართული თეატრალური მიუზიკლის ტრადიციას.
ბ. აქვეითებს ამ ტრადიციის ხარისხს.
გ. ავითარებს მას.

დიფერენცირებულად:

1.რამდენად მახვილგონივრულად და ოპტიმალურადაა ორგანიზებული სასცენო სივრცე და დრო (ამ დრო- სივრცის პარამეტრთა ჩამოთვლით არ გადაგღლით).
2. რამდენად სწორად არიან შერჩეული მონაწილე მსახიობები. იქმნება თუ არა მათი სიმრავლით ანსამბლი.
3. როგორია სპექტაკლის ვიზუალური პლანი.
4. მუსიკალური გაფორმება
5. ქორეოგრაფია...
და ა.შ.

დარწმუნებული ვარ, პროფესიონალი თეატრმცოდნენი ვიდრე რამეს დაასკვნიდნენ და მკითხველს გაუზიარებდნენ, , გაცილებით მეტ ასპექტებსაც ითვალისწინებენ, მაგრამ ჩემთვის ამ ჯერზე ესეც საკმარისია.

This post has been edited by aramisi111 on 18 Aug 2011, 23:21
gesetz
Junior Member

**
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 134875
რეგისტრ.: 17-August 11

გამოგზავნილია: 19 Aug 2011, 12:03  #26971855      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (aramisi111 @ 18 Aug 2011, 23:04 )

დეტალების განხილვამდე ვერ მიდიხარ ვერა... რომ არ აეტეხათაჟიოტაჟი ესეთია და ისეთიათი არც არავინ მიაქცევდა ყურადღებას და მართლა მარტო პროფესიონალები დაწერდნენ ამის შესახებ, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი ხომ უნდა გააზვიადონ,, ბათუმი ნიცას ხომ უნდა შეადარონ და ანაკლია ბარსელონას...
GURAM
Cherokee

*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2313
წევრი No.: 49519
რეგისტრ.: 18-December 07

გამოგზავნილია: 19 Aug 2011, 12:07  #26971911      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nerio
QUOTE
რამდენიმე წამიანი რეკლამის საფუძველზე არ გავაკეთებდი ასე შორს წამსვლელ დასკვნებს.

და რეკლამის დანიშნულება რა არის? smile.gif

--------------------
Как пусто стало на Доске Почета!.. © В. Вишневский
REGVENI
Member

***
ჯგუფი: Registered
წერილები: 68
წევრი No.: 131919
რეგისტრ.: 30-May 11

გამოგზავნილია: 19 Aug 2011, 16:21  #26975238      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დოიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
შემაფურთხე რა
შენი უფანესი bis.gif bis.gif
pragmaticc
Crazy Member

*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2070
წევრი No.: 135030
რეგისტრ.: 22-August 11

გამოგზავნილია: 30 Aug 2011, 18:59  #27133268      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
gesetz
QUOTE
რომ არ აეტეხათაჟიოტაჟი ესეთია და ისეთიათი არც არავინ მიაქცევდა ყურადღებას

თქვენ რომ აჟიოტაჟს უწოდებთ - რეკლამა ქვია მაგას
და სწორედ მაგისთვის კეთდება - "ყურადღება მიაქციონ"!
თქვენდა უნებლიედ, სარეკლამო კამპანია მოუწონეთ, როგორც მინიმუმ biggrin.gif

--------------------
ხელისუფლებაც და ხალხიც ერთნაირად ანგარიშვალდებულია სახელმწიფოს წინაშე.
ამაშია დასავლური დემოკრატიის ძირითადი არსი.

საქართველოს ახალი ვებმისამართი - UKU.NET
hermion granger
Crazy Member

*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1482
წევრი No.: 131966
რეგისტრ.: 31-May 11

გამოგზავნილია: 1 Sep 2011, 17:15  #27165234      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მე არ დავსწრებივარ მაგრამ აღრფთოვანებულებიც ვნახე და ისინიც ვისაც ძალიან არ მოეწონა(რბილად რომ ვთქვათ) თუმცა მე იმათ ზრს უფრო ვენდობი ვისაც არ მოეწონაsmile.gif)სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ ძნელია შეაფასო, მაგრამ რა სოფიაsmile.gif და რა სტეფანეsmile.gif)) )ძალიან სასაცილოა(სატირელი) როცა ასეთ სპექტაკლებში ასეთი უნიჭო "კადრები" იღებენ მონაწილეობას, აღარაფერს ვამბობ სხვა მსახიობ მომღერლებზე და იმ "ხელოვანებზე" რომლებიც ამ სპექტაკლის დადგმაში იღებდნენ მონაწილეობას..რაღაცნაირი ხალხი ვართ რაა...ქაჯები!!!

This post has been edited by hermion granger on 1 Sep 2011, 17:16

--------------------
smart listens to the head,
stupid listens to the heart-be stupid(c)diesel

take everything out of your life, but just case, remember where you took(c)

lali_ko
Super Member

****
ჯგუფი: Registered
წერილები: 126
წევრი No.: 105848
რეგისტრ.: 25-November 09

გამოგზავნილია: 3 Sep 2011, 17:33  #27198822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
პრინციპში, ჩვეულებრივი მიუზიკლია, პლიუს-მინუსებით. პირადად მე ქორეოგრაფია ძალიან მომეწონა, დანარჩენი - ისე რა, საკამათოდ არც ღირს. ზედმეტმა რეკლამამ უფრო დააზარალა ეს უწყინარი სპექტაკლი smile.gif
Enter your Name

გამოხმაურება:

იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ

ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
Post Options  Enable emoticons?
 
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0499 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]