ეგ ჩისტა ფსიგოლოგიური მომენტია და არა მარტო პოკერში ხდება. რამდენჯერ ყოფილა ავტობუსის ან სამარშრუტო ტაქსის ლოდინში რო აუ როცა მე მინდა, მაინცდამაინც მაშინ არ მოდის რა. არადა რამდენჯერ ყოფილა, როცა ჩვენ გვდომებია და ეგრევე მოსულა

ეგეთ შემთხვევებს ვივიწყებთ ხოლმე და ჩვენთვის არასასურველი შედეგის მქონე შემთხვევები დიდხანს და მტკივნეულად გვამახსოვრდება ხოლმე.
ფული ისეთი რაღაცაა, როგორც წესი სულ გჭირდება. უფრო სწორად ბევრი რაღაცაა, რაშიც უცბათ და ძალიან შეიძლება დაგჭირდეს. მაგ: ჯანმრთელობის პრობლემები, ძმაკაცის თავანი, ბანკის ვალი, ან სულაც ზაფხულში დასასვენებლად წასვლა.
ძალიან ცუდი მომენტია და მეც გამომიცდია ეგ საკუთარ თავზე და მეც მითქვამს, რომ რაღა ეხლა, რაღა მაინცდამაინც დღეს როცა ასე მჭირდება. თავი ყველაზე უიღბლო ადამიანი მგონებია დედამიწაზე, მარა ეხლა ცივი გონებით რომ ვუყურებ იმდენივე მომენტი მახსენდება როცა მაშინ როცა დამჭირვებია მომიგია და მომიგია არაადეკვატურად ბევრი იმ მომენტთან შედარებით.
ჩემგან ჭკუის დასარიგებლად არ მიიღო, პროსტა შენს პოსტებს რომ ვაკვირდები პროგრესულად აზროვნებ და სწორი მიდგომა გაქვს. ეხლა რთული პერიოდი გაქვს და თავში გაგიელვებს გენერატორის გაუმართაობის, ვარკეთილის ip-ის იღბლიანობის და სხვა მრავალი ცრურწმენები. მარა მაგით უფრო დაამძიმებ სიტუაციას, უბრალოდ შეეგუე რაც არის და როგორც არის და დაიცადე. ვიცი გეჩქარება, ვიცი დრო არ გაქვს (იმიტომ რომ გეჩქარება ფული) მარა სიჩქარით და ნერვების შლით უფრო დაამძიმებ სიტუაციას. და ეს შენც კარგად იცი.
წარმატებები და ცოტა ხანში მაგ სვინგის გაქრობის შესახებ დაგვიპოსტე ამავე ფორუმზე.