forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (42) « პირველი ... 15 16 [17] 18 19 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ღირს თუ არა ეხლა მშენებარე სახლში ფულის შეტანა ?, ბინების გაიაფება ხომ არ არის მოსალოდნელი ?
sexi-bicola
სექსი-ბიცოლები ვჭამოთ?


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32699
წევრი No.: 24050
რეგისტრ.: 5-October 06

გამოგზავნილია: 26 Jan 2009, 11:53  #12380686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=4436&ct=4

ამ სტატიაზე იკაიფეთ რააა


--------------------
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █
გიო-წერო-გიო
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 67
წევრი No.: 82914
რეგისტრ.: 21-January 09

გამოგზავნილია: 26 Jan 2009, 13:02  #12381434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=4436&ct=4

ამ სტატიაზე იკაიფეთ რააა


ეტყობა რომ აქსის მს. კრიზისი არ შეხებია biggrin.gif
karaoke
Life Is Too Short


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9236
წევრი No.: 23972
რეგისტრ.: 3-October 06

გამოგზავნილია: 26 Jan 2009, 17:27  #12384779      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
უკვე მერემდენედ უნდა ავხსნა ეს ამბავი:
300 დოლარი მშენებლობა ჯდება შავი კარკასი.

ტელეფონის ნომერი დაიდოს მშენებელი ფირმის.
შევგროვდებით 10 კაცი ჩვენც და ვიყიდით მწას . მერე კი აშენების ფასზეც მინდა დაცელაპარაკო. 6 კაცს ვიცნობ ათენში ვინც ჩემთან ერთად წამოვა ამ საქმეზე.
ფულის ნაწილს თავიდან მივცემთ და დანარჩენს დავაწევთ მალევე. მოკლედ ერთი ერთ პადიეზდიანი ბინა დაბლა მარაზიისთვის ფართით და დაშენებული
5 სართულით თოთო სართულზე ორი ბინით .ფართი 120 კვადრატზე არანაკლები თითო.

ფასი დაწერეთ მარტო აშენების და შეგეხმიანებით.
ასევე მიაწერეთ მიწის სავარაუდო ფასიც.
ან საბურთალო ან ავლაბარი.

მაინტერესებს სრული ფასი. თუ ვინმე შემოდის ამშენებელი აქ. ვიმეორებ ხალხს მე შევკრიბავ.


--------------------
დიქტატ 2 ები ,ორატ 2 ები,ღ 2 ები
ყველა ერთი სახეობის სხვადასხვა განშტოებებია . საერთო წინაპარი ყავდათ მაშ....

გვახსოვდეს svani67
merabk
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1395
წევრი No.: 56751
რეგისტრ.: 26-March 08

გამოგზავნილია: 26 Jan 2009, 19:12  #12386046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
თუ ვინმე შემოდის ამშენებელი აქ. ვიმეორებ ხალხს მე შევკრიბავ.
წარმატებას გისურვებ.
სად იყავი ერთი წლის წინ, მშენებლობაში თემა იყო მაგაზე. მეც ვჩალიჩობდი მაგ ამბავს მაგრამ ხალხის შეკრება ვერ მოვახერხე. რამდენჯერაც შევკრიბე იმდენი დაიფანტნენ. ბოლოს მომბეზრდა და შევეშვი.
მაშინ გაანგარიშებები ვაკეთეთ.
QUOTE
მოკლედ ერთი ერთ პადიეზდიანი ბინა დაბლა მარაზიისთვის ფართით და დაშენებული 5 სართულით თოთო სართულზე ორი ბინით .ფართი 120 კვადრატზე არანაკლები თითო.
პატარა ფართობია შედარებით ძვირი დაჟდება ერთეული სასარგებლო ფართი. მაშინდელი გათვლებით 500-600 $.

This post has been edited by merabk on 26 Jan 2009, 19:15


--------------------
ლომბარდის პროგრამა
http://soft.lombardebi.ge
karaoke
Life Is Too Short


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9236
წევრი No.: 23972
რეგისტრ.: 3-October 06

გამოგზავნილია: 27 Jan 2009, 11:59  #12392646      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
პატარა ფართობია შედარებით ძვირი დაჟდება ერთეული სასარგებლო ფართი. მაშინდელი გათვლებით 500-600 $.

და ახლა ცოტას არ დააკლებენ ?
მეორე პადიეზდიც რო იყოს ეს ფასი კვადრატულზე 350$-400$ ამდე არ ჩამოიწევს?
თავის მიწიანად ვგულისხმობ.
merabk
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1395
წევრი No.: 56751
რეგისტრ.: 26-March 08

გამოგზავნილია: 27 Jan 2009, 16:17  #12395808      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მიწა დაჯდება ძვირი. გარდა ამისა, სასარგებლო ფართს გარდა, დამხმარე ფართიც ასაშენებელილა.

რაც შენ დაწერე ეგ რომ გავთვალოთ, ძალიან უხეშად.
5 სართული თითო 250 კვადრატული სასარგებლო ფართი (სულ - 1250) + სადარბაზო + აივნები = სადღაც 300კვადრატი. ე.ი. ფუნდამენტი უნდა დაითვალოს 300 კნადრატზე.
1 სართული მაღაზიის - 300 კვ.მ. აქედან სასარგებლო ~250.
საძირკველი და შესაბამისად სარდაფი - 300 კვ.მ. ოღონდ გასათვალისწინებელია რომ საძირკველი და სარდაფის სართული ბევრად უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ჩვეულებრივი სართული, მიწის სამუშაოების და არმატურის და ბეტონის დიდი ხარჟის გამო.
ესეიგი, სულ ასაშენებელია 2100 კვ.მ. აქედან სასარგებლო ფართია 1500.

მაშინ მშენებლებს რომ ველაპარაკე, შავ კარკასამდე მიყვანა, იმ შემთხვევაში თუ სუფთა მიწა იქნებოდა და ძველი შენობის დანგრავა და გატანა არ იქნება საჭიროო, დამიფასეს 250$-დან. ნუ ყველა თავის ფასს ამბობდა. 250 ყველაზე ნაკლები მითხრეს, ისიც იმ შემთხვევაში თუ თეთრ კარკასამდე ჩვენ მივიყვანთო. თან ნაცნობობით.

ახლა მიწა. 1500კვადრატი სასარგებლო ფართი რომ ააშენო მიწა უნდა გქონდეს 1500/K ფართობის, მაგრამ არანაკლებ 300+ტექნიკური ზონა. ტექნიკურ ზონაზე ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს გეტყვი, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. (ისე ზოგადად შენობის გარე კედლიდან 5 მეტრია, მაგრამ ეს პირობა ყოველთვის შესასრულებელი არ არის. მოკლედ ამაზე მე ზუსტად ვერ ვილაპარაკებ).
რაც შეეხება K-ს. კოეფიციენტები არის 2, ერთი განსაზღვრავს ამ კონკრეტულ ნაკვეთზე რამდენი სასარგებლო ფართის აშენება შეიძლება მიწის ფართობიდან გამომდინარე. ასაშენებელი სასარგებლო ფართი = მიწის ფართი * კოეფიციენტზე. და რაც უფრო დიდია კოეფიციენტი მით მეტი ღირს მიწა. კოეფიციენტები თუ არ ვცდები 0-დან 4-მდეა.

გავიოფლე ამდენი წერიღ smile.gif

* * *
QUOTE
მეორე პადიეზდიც რო იყოს ეს ფასი კვადრატულზე 350$-400$ ამდე არ ჩამოიწევს?
ფასმა რომ დაიწიოს შენობა სიგანეში კი არა, სიმაღლეში უნდა გაიზარდოს. smile.gif
მეორე კოეფიციენტი დამავიწყდა, ეს კოეფიციენტი განსაზღვრავს ფართობის რა ნაწილი შეიძლება აითვისო მშენებლობისათვის. აივნები და სადარბაზო არ ითვლება.
ე.ი. თუ გაქვს მიწა 1000კვ.მ 0.5 კოეფიციენტით, შეგიძლია ააშენო შენობა 500კვ.მ + სადარბაზო.
natasha21
დედამიწა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9894
წევრი No.: 11807
რეგისტრ.: 27-July 05

გამოგზავნილია: 27 Jan 2009, 22:35  #12400214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (merabk @ 27 Jan 2009, 15:17 )
მიწა დაჯდება ძვირი. გარდა ამისა, სასარგებლო ფართს გარდა, დამხმარე ფართიც ასაშენებელილა.

რაც შენ დაწერე ეგ რომ გავთვალოთ, ძალიან უხეშად.
5 სართული თითო 250 კვადრატული სასარგებლო ფართი (სულ - 1250) + სადარბაზო + აივნები = სადღაც 300კვადრატი. ე.ი. ფუნდამენტი უნდა დაითვალოს 300 კნადრატზე.
1 სართული მაღაზიის - 300 კვ.მ. აქედან სასარგებლო ~250.
საძირკველი და შესაბამისად სარდაფი - 300 კვ.მ. ოღონდ გასათვალისწინებელია რომ საძირკველი და სარდაფის სართული ბევრად უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ჩვეულებრივი სართული, მიწის სამუშაოების და არმატურის და ბეტონის დიდი ხარჟის გამო.
ესეიგი, სულ ასაშენებელია 2100 კვ.მ. აქედან სასარგებლო ფართია 1500.

მაშინ მშენებლებს რომ ველაპარაკე, შავ კარკასამდე მიყვანა, იმ შემთხვევაში თუ სუფთა მიწა იქნებოდა და ძველი შენობის დანგრავა და გატანა არ იქნება საჭიროო, დამიფასეს 250$-დან. ნუ ყველა თავის ფასს ამბობდა. 250 ყველაზე ნაკლები მითხრეს, ისიც იმ შემთხვევაში თუ თეთრ კარკასამდე ჩვენ მივიყვანთო. თან ნაცნობობით.

ახლა მიწა. 1500კვადრატი სასარგებლო ფართი რომ ააშენო მიწა უნდა გქონდეს 1500/K ფართობის, მაგრამ არანაკლებ 300+ტექნიკური ზონა. ტექნიკურ ზონაზე ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს გეტყვი, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. (ისე ზოგადად შენობის გარე კედლიდან 5 მეტრია, მაგრამ ეს პირობა ყოველთვის შესასრულებელი არ არის. მოკლედ ამაზე მე ზუსტად ვერ ვილაპარაკებ).
რაც შეეხება K-ს. კოეფიციენტები არის 2, ერთი განსაზღვრავს ამ კონკრეტულ ნაკვეთზე რამდენი სასარგებლო ფართის აშენება შეიძლება მიწის ფართობიდან გამომდინარე. ასაშენებელი სასარგებლო ფართი = მიწის ფართი * კოეფიციენტზე. და რაც უფრო დიდია კოეფიციენტი მით მეტი ღირს მიწა. კოეფიციენტები თუ არ ვცდები 0-დან 4-მდეა.

გავიოფლე ამდენი წერიღ smile.gif

* * *
QUOTE
მეორე პადიეზდიც რო იყოს ეს ფასი კვადრატულზე 350$-400$ ამდე არ ჩამოიწევს?
ფასმა რომ დაიწიოს შენობა სიგანეში კი არა, სიმაღლეში უნდა გაიზარდოს. smile.gif
მეორე კოეფიციენტი დამავიწყდა, ეს კოეფიციენტი განსაზღვრავს ფართობის რა ნაწილი შეიძლება აითვისო მშენებლობისათვის. აივნები და სადარბაზო არ ითვლება.
ე.ი. თუ გაქვს მიწა 1000კვ.მ 0.5 კოეფიციენტით, შეგიძლია ააშენო შენობა 500კვ.მ + სადარბაზო.

ეტყობა მიწა გაქვს..

მაგ კოეფიციენტებს ვუწერდი აქ ხალხს და კიდევ იმას რომ კომუნიკაციების შეყვანა ძაან აძვირებს კიდევ მშენებლოსბის ხარჯსsad.gif
არადა მშენებლობა ხალხს მხოლოდ არმატურა და ცემენტი ჰგონიაsad.gif


--------------------
ბედნიერი და ღიმილიანი:)

იმდენი ქნეს, მაინც ჩამრთეს, პოლიტიკის განყოფილებაში, ფორუმ.გე-ზე:(
არადა ცხოვრებაში არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც ამის შემდეგ ვაპირებ.
ძირს ყველა პარტია!:))))))))
lashadzia
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6531
წევრი No.: 25885
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 27 Jan 2009, 23:42  #12401211      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (natasha21 @ 24 Jan 2009, 23:53 )
QUOTE (lashadzia @ 23 Jan 2009, 21:42 )
სამშენებლოები თუ გაკოტრდებიან თავიანთი პრობლემაა, 5-10 მაგ მოგებაზე მუშაობდნენ,ფასები გაბერილი იყო საპნის ბუშტივით, რეკლამებით დააბოლეს ხალხი,რომ უძრავი ქონების მეტი ბიზნესი და ფულის დაბანდება არ არსებობდა, ზოგი ისევ იმ რაზგონზეა,
ბოლო ბოლო შეიკრიბება 20-25 ადამიანი, ჩამოაყალიბებენ კოოპერატივს და თვითონ აიშენებენ თავიანთ სახლს, უკვე ვიცი ერთი მასეთი, 10 კაცი იშენებს 20 ბინიანს, კვადრატული ადგილის ყიდვიანად 200 დოლარიც არ უჯდებათ, ეს ჩვენი სამშენებლოებიც მასე არ არის? ჯერ არ დაუწყიათ შენება და უკვე ყიდიან ბინებს, თან ისეთ ფასებად, რომ იმ ფულით სამშენებლოს პატრონებმა უნდა იმოგზაურონ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ამ მშენებლობისთვის აღებული კრედიტები უნდა ხარჯონ, გასაყიდ ფასში ამ კრედიტების დასაფარი ფულიც უნდა გადაგახდევინონ და კორპუსის აშენებისაც საეჭვო ხარისხით, ხო და მოგებაც უნდა ნახონ, აბა შვილები ყავთ და პორშე კაიენები უნდათ იმათ,

მიწის ღირებულების გარეშე თეთრი კარკასი (კომუნიკაციების შეყვანის თვითღირებულების დამატების გარეშე ) ჯდება 300 $ მდე.
ეხლანდელი გაიაფებული არმატურის ფასებით.. ეხლა მაგას დაამატეთ მიწის ღირებულება და კომუნიკაციების ნებართვების და შეყვანის ხარჯები და მერე ვისაუბროთ... (რაც უფრო პრესტიჟულ ადგილასაა მიწა, მით უფრო აძვირებს ეს ბინის აშენების თვითღირებულებას)

და გინდა დაიჯერეთ ეხლა ეს ფასები და გინდ არა.

ხოდა ძალიან მაინტერესებს ვინ იშენებს და სად იშენებს და რითი იშენებს 200 $ად რა...

ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება რომ 200 $ ჯდებაო, ამის დამწერი აზრზე არაა მშენებლობის ხარჯების და ან იურისტია და ან მსახიობი.. user.gif

იურისტი ვარ, ასევე ეკონომისტის დიპლომიც მაქვს და მართვის მოწმობაც BC კატეგორიის gigi.gif
თან მათემატიკა ვიცი კარგად,

ariman
QUOTE
უკვე მერემდენედ უნდა ავხსნა ეს ამბავი:
300 დოლარი მშენებლობა ჯდება შავი კარკასი. ამას დაამატეთ ლიფტები, გაჯი, სატიაჟკა, მოსაპირკეთებელი მასალები, კარფანჯარა და სვა. გახდება400, ისიც სამშენებლო ფართი.



რა უნდ დაანგარიშებას?
ახლავე ვიანგარიშებ 100 კვ.მ-ს (10მX10მ)აშენების ფასს ელიავას ფასებით,
არმატურა ტონა ღირს 700$ დღეს ვკითხე, 100კვმ-ს დასჭირდება
2500 გრძივი მეტრი (ზომა 14) დსხმისთვის, ანუ 1 კვმ-25 მეტრი
წონით იქნება 2500X1.208კგ დაახლოებით 3 ტონა 2800X1.67=4676ლარი ანუ 4700 ლარი
ნუღარ დამაწერინებთ დაწვრილებით და კოლონები 30 გრძივი მეტრი მოიხმარს 250მეტრ არმატურას წონა დაახლოებით 0.5 ტონა, რიგელი 60 მეტრი- ესეც 360 გრძივი მეტრი ანუ 0,5ტონა
განსხვავებები იმიტომ არის რომ ზომებია სხვადასხვა
ანუ მთლიანად არმატურა საჭიროა დაახოებით 4 ტონა ანუ
4X700=2800$
2800X1.67=4676 ანუ არმატურა საჭიროა 4700ლარის

ბეტონი
რიგელზე 0.4X0.4X60=9,6 კუბ.მ
კოლონაზე 04X0.4X30=4.8
პლაშადკა 0.15X10X10=15 კუბმ

ანუ მთლიანად ბეტონი 29.4 ანუ 30 კუბ.მ ერთი კუბმს ფასია 120-130ლარი, ჩავთვალოთ 140
30X140=4200ლარი
ხელობა კვ.მ და კოლონა- რიგელის გრძივი მეტრი ავიღოთ 25ლარი (ბირჟის ფასია, სამენებლო ნაკლბს უხდის)
30+60+100=190
190X25=4750 დავამრგვალოთ 4800


არმატურა ბეტონი სულ 8900, საშუალოდ 9000ლარი
ხელობა 4800
სულ 9000+4800=13800 დავამრგვალოთ
14 000ლარი

ახლა კედელი 3მ სიმაღლე 4კედელი 10 მ სიგრძე თითოეული
კარი-ფაჯარას არ ვაკლებ ანუ 3X40=120კვ.მ გარე კედლები,
1კვ.მ-ს აშენებს 12.5ცალი ბლოკი
120X12.5=1500 ბლოკი
ერთი ბლოკის დადება ხელობა ღრს სადღაც 70-80 თეთრი
ყველაფერი დავამრგვალოთ მეტობით, ანუ ისე როგორც აქამდე და ჩავთვალოთ 1 ბლოკის ფასი+დადება+ცემენტი+ქვიშა 3 ლარი
მერწმუნეთ მაგდენი არანაირად არ გამოვა მაგრამ იყოს,
1500X3=4500ლარი
სწიაჟკა ხელობა მასალით 1 კვმ 10 ლარი
100X10=1000 ლარი
კიბე ხელობა მასალით იყოს 1000 ლარი

სულ
კედლები 4500
კიბე 1000
სწიაჟკა 1000
სულ 6500


მანამდე იყო 14 000
ახლა მიემატა 6 500

სულ 20 500

ახლა ჩავსვათ კარი და ფანჯრები 7 კვ.მ მეტალოპლასმასი საკმაისია. სადღაც 100 $ კვ.მ რკინის კარიც 500 გელა ნუ სულ იყოს 1000$ ანუ 1700ლარი
კედლები გავლესოთ გაჯით შიგნიდან, ხომ არის 120 კვ.მ 1კვ.მ არ დაჯდება 10 ლარზე მეტი ხელობიანად 1200 ლარიც ეგ,
გარედან ლესვაც უხეშად იგივე 1200ლარი
ანუ ლესვა 2400ლარი

სანტექნიკა კანალიზციის ორი სტაიაკით და მილებით მასალა ჯდება ჰა ჰა 100-150 ლარი იგივე დენის გაყვანლობაც, ხელობიანად იყოს 1000 ლარი
ანუ
დენი-წყალი 1000
ლესვა 2400
კარ-ფანჯარა 1700 სულ
5 100

მანამდე იყო 20 500
დაემატა 5 100
სულ 25 600


რა მივიღეთ? 100 კვ.მ ფართი გარე კარფანჯარა ჩასმული გალესილი, დენი წყალი შეყვანილი, მოჭიმული იატაკით, ანუ თეთრი კარკასი,
რა დაჯდა?
ისევ ვამრგვალებთ მეტობთ,

26 000 ლარი
ანუ კვ.მ 260 ლარი

გაითვალისწინეთ, რომ დიდი ობიექტი არ შენდება ელიავას ფასებში, მითუმეტეს სამშენებლო ფირმაც არ ყიდულობს ელიავაზე და არც მუშას უხდის ამდენს, მათთვის ეს ყველაფერი გაცილებით იაფია, მითუმეტეს ყველაფერი ვიანგარიშე და ვამრგვალე მეტობაში, არც სადარბაზო გაზრდის ფასს ძალიან, მითუმეტეს კიბე ნაანგარიშები მაქვს რამის ორმაგად, ფასი გაიზდება მაგრამ ისე არა როგორც თქვენ ამბობთ

მოკლედ ვიცი იმიტომ რომ გამიკეთებია და კიდევაც ვაპირებ, შევაგროვო ჯერ ხალხი,

ამდენი მიწვალია და მიწერია, ხოდა არგუმენტი, რომ აი ვიცი და თუ გინდა დაიჯერე და კვადრატული ჯდება ამდენი და იმდენი აღარ მიიღება,
ანგარიში დაიდოს



--------------------
Понты - понятие нам не близкое...
ugvino
ანუ ფხიზელი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 867
წევრი No.: 50592
რეგისტრ.: 3-January 08

გამოგზავნილია: 28 Jan 2009, 01:18  #12402607      · პროფილი · პირადი მიმოწერა
lashadzia
biggrin.gif არ გეწყინოს, საკმაოდ ზერელე დაანგარიშებაა. თეთრი კარკასი 260 ლარი???

ბევრი რამ გამოგრჩა დააგნარიშებაში (ბეტონის ტრანპორტი, პომპა, ხის მასალა აპალოვკისთვის, ამრატურის წონებიც არასწორია, მავთული, დ.ა.შ.)
თუ გაინტერესებს დეტალურად მომწერე

karaoke
მე ვაშენებ ეხლა 4 სართულიან სახლს ვერაზე, შეკვეთითი. სულ ასაშნებელი არის 750 კმ, შავი კარკასი ჯდება დაახლოებით 200 $ (დღგ/ს ჩათვლით, მიწის, პროექტის, კატლავანის, მოგების გარეშე) საცხოვრებელი ფართი რჩება 420 კმ (თითო სართულზე 140 კმ) და 120 კმ გარაჟები და სარდაფი. ამაზე იაფად ამჯერად მშენებლობა შეუძლებელია - თუ რათქმაუნდა მასალების ხარისხს და რაოდენობას დაიცავ.

თეთრი კარკასი ანუ დამატებით ტიხრები, გაჯით ლესვა, ელექტროკაბელი, მოჭიმვა დამატებით 80-100 $
ამას დაამატა მშენებლის მოგება (20-30 %)
და მიიღებ სასურველ ფასს.

თუ კონკრეტულად გაინტერესებს, მომწერე


--------------------
ესეც გაივლის
lashadzia
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6531
წევრი No.: 25885
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 28 Jan 2009, 01:38  #12402888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ugvino
QUOTE
არ გეწყინოს, საკმაოდ ზერელე დაანგარიშებაა. თეთრი კარკასი 260 ლარი???

ბევრი რამ გამოგრჩა დააგნარიშებაში (ბეტონის ტრანპორტი, პომპა, ხის მასალა აპალოვკისთვის, ამრატურის წონებიც არასწორია, მავთული, დ.ა.შ.)
თუ გაინტერესებს დეტალურად მომწერე

ზერელე ნათქვამია,
თუ იცი აქ დაწერე,
კორუსის მშენებლობაზე ბოლოს როდის ნახე ფიცრის აპალოვკა რიგელზე კოლონაზე ან პლაშადკაზე?
QUOTE
წონით იქნება 2500X1.208კგ

ეს დავწერე 14-იან არმატურაზე, სად არის შეცდომა წონაში?
ugvino
ანუ ფხიზელი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 867
წევრი No.: 50592
რეგისტრ.: 3-January 08

გამოგზავნილია: 28 Jan 2009, 02:51  #12403685      · პროფილი · პირადი მიმოწერა
lashadzia
შენთან კამათს არ ვაპიებ, უბრალოდ მიგანიშნე არასწორად ანგარიშობ მეთქი.

რაც არ უნდა გამოიყენო აპალოვკაზე, სხვა მასალა ფული არ ღირს? რკინის "დომკრატები" ან პლასმასის ან მდფ-ის პლიტები უფრო ძვირია

14 ინაის წონა ზუსტია, თუმცა მონოლითს 12 ყოფნის (და ზოგი 10საც დებს)
20 იანი არმატურა 1 მეტრი 2,5კგ-ია, რიგელი 360 მეტრი 0,9 ტონაა (ვერ გავიგე რამდენიანით აკეთებ),
კოლონაზე 3 მეტრი რომ დაგრჩეს სიმაღლე, მინიმუმ 40სმ ემატება გადაბმის, 20სმ მონოლითის, ასე რომ 10 ცალი 8 იანი კოლონა 10X8X3,60X2.5 უდრის 0,720 ტონა არმატურას...

მოკლედ პროექტს გააჩნია, 1 სართულიან სახლს ამდენი არც უნდა.

QUOTE
თუ იცი აქ დაწერე

პროექტი გამომიგზავნე, და ზუსტ ხარჯთაღრიცხვას დაგიწერ.

sleep.gif
karaoke
Life Is Too Short


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9236
წევრი No.: 23972
რეგისტრ.: 3-October 06

გამოგზავნილია: 28 Jan 2009, 08:41  #12404330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მიწა რა ღირს თბილისში ყველაზე იაფი კერძო მშენებლობისთვის მთლად გადაქაჯულში რო არ იყოს და კომუნიკაციები მიყვანილი იყოს.
ბელეტაჟზე გასაგებია 100X100 ეს სუფთა ფარტი არაა არა? ნუ კედლები გარედანაა 100X100 ზე ხო?
ugvino
ანუ ფხიზელი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 867
წევრი No.: 50592
რეგისტრ.: 3-January 08

გამოგზავნილია: 28 Jan 2009, 19:47  #12411071      · პროფილი · პირადი მიმოწერა
karaoke
მიწის ფასები აქ ნახე www.saqme.ge
daiv
WARRIOR OF LIGHT


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2690
წევრი No.: 5900
რეგისტრ.: 9-August 04

გამოგზავნილია: 29 Jan 2009, 11:21  #12417493      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
მონოლითს 12 ყოფნის (და ზოგი 10საც დებს)

გააჩნია დატვირთვებს და კონსტრუქციის ტიპს smile.gif
ჩვენ ერთ ერთ ნაგებობის კოლონაში მაგალითად 32მმ არმატურასაც კი ვიყენებთ.
ზოგადი სტატისტიკისთვის 1კბ.მ რკინებეტონ კონსტრუქციაში არმატურის მოცულობა საშუალოდ 0.135-0.150ტ-მდე მერყეობს


--------------------
infinity...
kea
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1848
წევრი No.: 65463
რეგისტრ.: 23-June 08

გამოგზავნილია: 29 Jan 2009, 11:23  #12417507      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lashadzia

საინტერესო დაანგარიშებაა. სულ ორი კითხვა მაქვს მხოლოდ.
გაჯით ლესვისას 120 კვადრატულზე რო ანგარიშობ, შიდა ტიხრებს ხომ უნდა გალესვა. მე ბოლოს 120 კვადრატი რო გავალესინე ბინის ფართი 3-ზე გადამიმრავლეს უხეშად რო დაეანგარიშებინათ. შეიძლებოდა გამეზომა ცალკე კედლებიც, მაგრამ არა მგონია დიდი სხვაობა მოეცა, თან რაღაც ატკოსების და სხვა ჯანდაბების კიდე ცალკე უნდა გაეზომათ. თუ თეთრ კარკასს გულისხმობ და სტიაჟკამდე მიდიხარ, ესე იგი გაჯით გალესილი შიდა ტიხრებიც უნდა ჩათვალო. ახლა ჭერი? იმასაც გალესვა უნდა,არა?ნუ მე მაგალიტად პირდაპირ გიფსოკარდონი ავაკარი მარა გაჯით ჯობია გალესოს კაცმა თუ ეკონომიაზე ფიქრობს.
ეს ერთი და მეორე კიდე სახურავი მაინტერესებს, მაგასაც თუ დავამატებთ როგორ გაიზრდება ფასი?იმასაც ხო გააჩნია რა მასალის იქნება.
მე უბრალოდ მიწის ნაკვეთი მაქ ქალაქგარეთ და პატარა სახლის აშნებას ვგეგმავ შორეულ მომავალში smile.gif თან ამ საქმეში დიდი ხვითო არ ვარ და მაგიტო დამაინტერესა. smile.gif


--------------------
ღმერთო ერთი დაგვხედე, რა იქნება?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (42) « პირველი ... 15 16 [17] 18 19 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0470 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]