forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამეწარმეო რეესტრი, მეწარმეთა რეგისტრაცია/ცვლილება
Did_Giorgi
ოციათასლარიარდერი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10207
წევრი No.: 72856
რეგისტრ.: 30-October 08

გამოგზავნილია: 24 Jan 2010, 15:16  #17602903      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
2010 წლის 1 იანვრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
აღნიშნული სიახლე საინფორმაციო ბაზის მნიშვნელოვან დახვეწას, სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებას, ინფორმაციის საჯაროობას და „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვას  ემსახურება.


საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ამოქმედდება  ასევე მომსახურების ახალი ვადები და საფასური. თუკი აქამდე სარეგისტრაციო მომსახურების საფასური  360 ლარამდე მერყეობდა,  1 იანვრიდან  ეს გადასახადი შეადგენს 100 ლარს (მომსახურების მიღება განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღეში).  ასევე ამოქმედება დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურება (ანუ რეგისტრაცია განცხადების წარდგენისთანავე და მისი ღირებულება შეადგენს 200 ლარს ). 


საკანონმდებლო ცვლილებებით აღდგება ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში პარტნიორთა წილების რეგისტრაცია, რაც  აისახება  სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერში და უზრუნველყოფს შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში წილების მიმოქცევის გამჭვირვალობას.


წყარო: http://napr.gov.ge/index.php?m=8&newsid=462


მოკლედ ასე თუ ისე გამარტივდა და უფრო ხელმისაწვდომი გახდა მეწარმეთა რეგისტრაცია/ინფორმაციის მოპოვება

მონაცემები ნებისმიერი რეგისტრირებული მეწარმის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ აქ >> https://public.reestri.gov.ge/enreg/main.php

მოკლედ ამ თემაში ვისაუბროთ სამეწარმეო რეესტრზე: ფასები, შენიშვნები, პრეტენზიები და ა.შ.


მიმაგრებული სურათი
reestri.JPG


--------------------
1.117.11
格鲁吉亚
BAYERN!!!
არაფერი ისე არ ათბობს გაყინულ სულს, როგორც ერთი კათხა ცივი ლუდი.
vimpel
Andrew Carnegie


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 757
წევრი No.: 27800
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 24 Jan 2010, 19:53  #17607545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

ძალიან კარგი რაღაც გააკეთეს, მაგრამ წესდებებს და სხვა დასკანარებულ დოკუმენტებს DJVU ფაილში რატომ ინახავენ, ან როგორ გავხსნათ ეგ მაინც გვითხრან biggrin.gif


--------------------
არავინაა დამარცხებული, სანამ თვითონ არ ჩათვლის თავს დამარცხებულად.
სიმდიდრე ამ ქვეყანაზე თავდაპირველად იდეების სახით მოდის!
gogilord
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6399
წევრი No.: 83335
რეგისტრ.: 26-January 09

გამოგზავნილია: 24 Jan 2010, 20:28  #17608140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
Did_Giorgi

არაფერი არ გამარტივებულა
პირიქით:
1. 1 იანვრამდე, შპს-ს რეგისტრაციას ჭირდებოდა 30 წუთი. ეხლა მინიმუმ 1 სამუშაო დღე, ისიც მინიმუმ თორემ რეალურად 2 დღე მაინც უნდა.
5. 1 იანვრამდე მომსახურება ოპერატიულობის და მომსახურე პერსონლი კვალიფიციურობის დონით ზალიან მაღალი იყო. ეხლა არის ქაოსი და გაურკვევლობა. ვერც პერსონალი დაიკვეხნის კვალიფიციურობით.

რა გახდა უკეთესი????
თუ გულისხმობთ წილების განაწილებას და ა.შ. მაშინ ესეც იყო ადრე საგადასახადოში და ამოიღეს უბრალოდ.
მე მგონია რომ უფრო აქ არის მცდელობა საჯარო რესტრი გახადონ ისეთივე თავკომბალა როგორიც დღეს შსს-ა. ანუ შეითავსოს ყველას და ყველანაირი ფუნქცია ქვეყანაში.

პ.ს. პირადად ჩემთვის ეს ცვლილება დადაებითია ბიზნესის თვალსაზრისით

ვისაც შპს-ს რეგისტრაცია გინდათ, "ფლიზ" PM-ში და პრობლემები არ გექნებათ.




* * *
წაიშალა

2.
3.
4.
პუნქტები
იყო

2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან კეთდებოდა 30 წუთში, იყო უფას, ეხლა 1 კალენდარული დღე უნდა და თან ფასიანია.
3. რაც შეეხება მომსახურების გაიაფებას, ეგეც ბლეფია იყო 160 ლარი და ამოვარდნილი იყო ნოტარიუსი, ეხლა 100 ლარი+ნოტარიუსი და მასთან დაკარგული დრო.
4. რაც შეეხება წილების განაწილებას და დამფუძნებლების შესახებ ინფორმაციას, ადრე ეგეც იყო საგადასახადოსიდა ეგეც საჯარო იყო. უბრალოდ მერე გააუქმეს და ეხლა ისევ აღადგინეს


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება!!!
sofo-fofo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 244
წევრი No.: 20353
რეგისტრ.: 9-June 06

გამოგზავნილია: 24 Jan 2010, 21:05  #17608811      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
gogilord
QUOTE
ვერც პერსონალი დაიკვეხნის კვალიფიციურობით.


არადა იგივე კადრებია

QUOTE
2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან კეთდებოდა 30 წუთში, იყო უფას, ეხლა 1 კალენდარული დღე უნდა და თან ფასიანია.

და ასეთი ამონაწერის შემთხვევაში სხვა ყველა სახის ინფორმაციას რაც ახლანდელ ამონაწერში არის ასახული ცალ-ცალკე ცნობების სახით იღებდა
QUOTE
3. რაც შეეხება მომსახურების გაიაფებას, ეგეც ბლეფია იყო 160 ლარი და ამოვარდნილი იყო ნოტარიუსი, ეხლა 100 ლარი+ნოტარიუსი და მასთან დაკარგული დრო.

მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არ იყო აუცილებელი წესდების წარდგენა თუმცა რეგისტრაციის შემდეგ აუცილებლად ყველა რეგისტრირებული სუბიექტი რა თქმა უნდა ინდ.მეწარმის გარდა მიმართავდა ნოტარიუსს წესდებისა და ხელმოწერის დასამოწმებლადsmile.gif)))




--------------------
cxovreba mshvenieria roca gimshveniereben mas
gogilord
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6399
წევრი No.: 83335
რეგისტრ.: 26-January 09

გამოგზავნილია: 24 Jan 2010, 21:49  #17609657      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
sofo-fofo
QUOTE
რეგისტრაციის შემდეგ აუცილებლად ყველა რეგისტრირებული სუბიექტი რა თქმა უნდა ინდ.მეწარმის გარდა მიმართავდა ნოტარიუსს წესდებისა და ხელმოწერის დასამოწმებლად


ეს იყო საკუთარ ნება სურვილზე დამოკიდებული და არ იყო სავალდებულო.

ბანკში წესების წარდგენა არ იყო საწირო და ხელმოწერის დადასტურება პირდაპირ საგადასახადოსი ხდებოდა.

QUOTE
და ასეთი ამონაწერის შემთხვევაში სხვა ყველა სახის ინფორმაციას რაც ახლანდელ ამონაწერში არის ასახული ცალ-ცალკე ცნობების სახით იღებდა


მაგრამ 30 წუთში და უფასოდ. და არა 1 კალენდარულ დღეში დაისიც ფასიანს.
არა???
sofo-fofo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 244
წევრი No.: 20353
რეგისტრ.: 9-June 06

გამოგზავნილია: 24 Jan 2010, 22:40  #17610675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
gogilord
QUOTE
მაგრამ 30 წუთში და უფასოდ. და არა 1 კალენდარულ დღეში დაისიც ფასიანს. არა???


ყოველდღე სჭირდებოდა ახალი რიცხვით smile.gif და პლიუს ყოველდღე ყადაღის და სხვა ფასიანი ცნობები smile.gif

ახლა ამონაწერი გაიცემა უვადოდ და სახლიდან გაუსვლელად ან ნებისმიერი ადგილიდან სადაც ნეტია მომენტალურად შეუძლია აიღოს იმ ერთხელ გადახდილი თანხის (15 ლარი) ფასად smile.gif
Did_Giorgi
ოციათასლარიარდერი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10207
წევრი No.: 72856
რეგისტრ.: 30-October 08

გამოგზავნილია: 24 Jan 2010, 23:21  #17611645      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ერთ-ერთი ყველაზე დადებითი რაცაა მგონია რომ სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწეროს ვადაა
ანუ
ადრე გაიცემოდა 5 დღიანები და ერთი ცნობა არ ყოფნიდა ადამიანს სესხის ასაღებად თუნდაც yes.gif
ეხლა აღარაა ასე.

თუმცა


მეორე საკითხია საჯარო რეესტრის ზოზინი
აი ძალიან ცუდად მუშაობენ რა
შესაბამისი თემა ალბათ სამართალის განყოფილებაში იქნება, თუ არა და აქ გავხსნათ და ვისაუბროთ მაგათ ხარვეზებზე mad.gif

This post has been edited by Did_Giorgi on 24 Jan 2010, 23:23
sofo-fofo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 244
წევრი No.: 20353
რეგისტრ.: 9-June 06

გამოგზავნილია: 24 Jan 2010, 23:32  #17611894      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
აი ძალიან ცუდად მუშაობენ რა შესაბამისი თემა ალბათ სამართალის განყოფილებაში იქნება, თუ არა და აქ გავხსნათ და ვისაუბროთ მაგათ ხარვეზებზე mad.gif


არა, ეგ არ არის ზოზინი ეგ არის კანონით დადგენილი ვადები

თუმცა პირველ ეტაპზე რამე ხარვეზებიც არ არის გამორიცხული ჯერ ორი კვირაა რაც საჯაროშია სამეწარმეო რეესტრი და სულ თოთოაsmile.gif თუმცა უკვე კმაყოფილი მოქალაქეც ბევრია

This post has been edited by sofo-fofo on 24 Jan 2010, 23:34
Did_Giorgi
ოციათასლარიარდერი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10207
წევრი No.: 72856
რეგისტრ.: 30-October 08

გამოგზავნილია: 24 Jan 2010, 23:45  #17612191      · პროფილი · პირადი მიმოწერა
sofo-fofo
QUOTE
ეგ არ არის ზოზინი ეგ არის კანონით დადგენილი ვადები

არა
ეგაა მიზეზობა
სამეწარმეოზე არ ვიძახი
უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციაზე
თიტქმის ყოველ მეორე ჯერზე აჩერებენ წარმოებას. მიზეზი უცვლელია: წარმოდგენილი დოკუმენტაციის ასლები ბუნდოვანია/არამკვეთრია
და რა ხდება მერე?
კლიენტი თავიდან იხდის იმ წყეულ 51 ლარს mo.gif
მე კიდე 4 დრეს ვკარგავ mo.gif
M-N
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 568
წევრი No.: 96514
რეგისტრ.: 26-July 09

გამოგზავნილია: 26 Jan 2010, 12:01  #17635254      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შპს-ს ამონაწერი ერთხელ უკვე განვაახლეთ ამ თვეში და რომ დაგვჭირდა ამოვბეჭდეთ საიტიდან. ახლა რომ დაგვჭირდება კიდევ უნდა მივიდეთ და განვაახლოთ? თუ იგივე ამოვბეჭდოთ? ანუ ისევ 10 დღიანი ვადა აქვს თუ უვადოა?
P.S. ტენდერებისათვის მჭირდება ხოლმე.
Did_Giorgi
ოციათასლარიარდერი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10207
წევრი No.: 72856
რეგისტრ.: 30-October 08

გამოგზავნილია: 26 Jan 2010, 12:03  #17635291      · პროფილი · პირადი მიმოწერა
M-N
აწი უვადოა
იმიტომ რომ ნებისმიერი ცვლილება უკვე ელექტრონულ ბაზაში აისახება yes.gif
ძირიტადი პლიუსი ესაა ამ საკითხის ჩემი აზრით yes.gif
M-N
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 568
წევრი No.: 96514
რეგისტრ.: 26-July 09

გამოგზავნილია: 26 Jan 2010, 12:09  #17635354      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Did_Giorgi
QUOTE
აწი უვადოა იმიტომ რომ ნებისმიერი ცვლილება უკვე ელექტრონულ ბაზაში აისახებაძირიტადი პლიუსი ესაა ამ საკითხის ჩემი აზრით

დიდი მადლობა. ე.ი. აღარ დამჭირდება ყოველ ჯერზე 15 ლარის გადახდა.
თუ შეგიძლია მიპასუხო ,,რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის,, ცნობაზე როგორაა? ეგ ჯერ არ გამიკეთებია. ეგეც ფასიანი გამხდარა. ყოველ გაკეთებაზე უნდა გადავიხადო თანხა? rolleyes.gif
Did_Giorgi
ოციათასლარიარდერი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10207
წევრი No.: 72856
რეგისტრ.: 30-October 08

გამოგზავნილია: 26 Jan 2010, 12:35  #17635670      · პროფილი · პირადი მიმოწერა
M-N

ეგ ზუსტად არ ვიცი, თუმცა სამეწარმეოს საიტზე >> https://public.reestri.gov.ge/enreg/main.php მომსახურების სახეში მითითებულია პუნქტები:
ლიკვიდაციის პროცესის დაწყება
სუბიექტის რეორგანიზაცია
ჰოდა სავარაუდოდ ეგეც აღარ უნდა დაგჭირდეთ, თუ რამეა ცვლილება ავტომატურად გავრცელდება სამეწარმეოს ამონაწერზეც IMHO
goga_g
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2243
წევრი No.: 62032
რეგისტრ.: 22-May 08

გამოგზავნილია: 30 Jan 2010, 01:11  #17703349      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
M-N
QUOTE
რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის,, ცნობაზე როგორაა?

4 სამუშაო დღის ვადაში - 10 ლარი
1 სამუშაო დღის ვადაში 20 ლარი
QUOTE
ყოველ გაკეთებაზე უნდა გადავიხადო თანხა?

სავარაუდოდ კი.
merabk
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1395
წევრი No.: 56751
რეგისტრ.: 26-March 08

გამოგზავნილია: 30 Jan 2010, 11:11  #17706466      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
აღნიშნული სიახლე საინფორმაციო ბაზის მნიშვნელოვან დახვეწას, სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებას, ინფორმაციის საჯაროობას და „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვას  ემსახურება.
და კიდევ იმას რომ საგადასახადომ რამდენიმე დღის დაგვიანებით გაიგოს რეგისტრაციის შესახებ smile.gif
რამდენიმე შემთხვევა ვიცი როდესაც მეწარმემ ბანკში ანგარიშის გახნის შემდეგ, ანგარიში რამდენიმე დღე ვერ გამოიყენა იმის გამო, რომ საგადასახადომ არ იცოდა ასეთი მეწარმის არსებობის შესახებ.
იმედია ამ საკითხსაც მოაგვარებენ


--------------------
ლომბარდის პროგრამა
http://soft.lombardebi.ge
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0361 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]