forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სოფლის ნობათი, რძის პროდუქციის მწარმოებელი
salamikvelas
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1018
წევრი No.: 2283
რეგისტრ.: 10-June 03

გამოგზავნილია: 24 Jun 2010, 13:41  #20331712      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მართლა ნატურალური რძისგან მზადდება მაგათი პროდუქცია? სად ყიდულობენ ამდენ რძეს?
"ჩუდოს" ხაზიც მაგათია (ვიმბილდამია ორივე) და ერთიდაიგივე პროდუქცია ხომ არ არის შეფუთული?
იცით რამე დეტალები ამ კომპანიაზე?


პს. მოდერს: შეიძლება იყო ასეთი თემა, მაგრამ ვერ მივაგენი და აქ გავხსენი
5nizza
davita


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 662
წევრი No.: 30822
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 30 Jun 2010, 12:35  #20433477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ნატურალური რძით რო დაამზადო პროდუქცია , უნდა გააკეთო რძის მიმღები პუნქტები რეგიონებში, რომ მოაგროვო რძე . საქართველოში რძე ძალიან ცოტაა და ჩვეულებრივ "მერძევეები" აგროვებენ . მე რამდენადაც ვიცი ყოველ შემთვევაში როცა ვიმბილდანი საქართველოში შემოვიდა რძის მიმღები პუნქტები არ გაუხსნიათ .
რძის მიმღები პუნქტები ქონდა მარტო სანტეს 2009 წლის ბოლომდე 6 თუ 9 სხვადასხვა რეგიონში. მომავალში აპირებდნენ მიმღები პუნქტები 25 მდე გაეზარდათ . მე მგონი გაზარდეს იმიტო რო ოპიკმა 10 მილიონ დოლარიანი კრედიტი დაუმტკიცა და აითვისეს კიდეც თანხა . ( ანუ დღეისათვის სანტე ყველაზე მაგარი და ჰიგიენური რძის ქარხანაა საქართველოში და დანადგარებიც, სხვათაშორის ტექნოლოგებიც აღმოსავლეთ ევროპიდან შემოიტან შემოიყვანეს .
რაც შეეხება რძის მიღებას "მერძევეებმა " რძე 55 თეთრი დააფასეს ლიტრი 2009 წელს მაგრამ სანტემაც კი რძე არ იყიდა , იმიტომ რო ცხიმგაცლილი რძის ფხვნილი ბელორუსიაში 1,45-1,65 დოლარი ღირდა . 1 კგ არდგენილი რძის ფხვნილი = 10 ლიტრ რძეს ამიტომ ჩვენი ქართული რძე კონკურენციას ვერ გაუწევდა ბელორუსიულ ფხვნილს . 2010 ში ფხვნილი გაძვირდა და შესაძლებელია რიგმა ქარხნებმა ისევ დაიწყეს რძის მიღებაზე ფიქრი .
ისე რძის პროდუქტებს ჩვენი ტექნოლოგები რძეზე კარგად ფხვნილისგან ამზადებენ. მაგალითად არაჟანში რძეს ვერ დებენ . მოკლედ რძეს მარტო მაწონში და ტეტრაპაკში ასხავენ ხშირად გარკვეულ პროცენტს.
anatoreli
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16690
წევრი No.: 12045
რეგისტრ.: 6-August 05

გამოგზავნილია: 30 Jun 2010, 14:16  #20435503      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ნატურალური არა იხვი....მეტი საქმე არ აქვს იაკობაშვილს biggrin.gif


--------------------
(გადავიწეროთ პიჯვარი სამჯერ)

წითელი ვარდი და რევოლუცია

ვერვინ იტყოდა სათქმელს ამგვარად
რაც თქვა ქართულმა ევოლუციამ
უფალმა სისხლი აღარ დაღვარა
მხოლოდ ვარდი!!! და რევოლოცია
max-14
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1337
წევრი No.: 104227
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 30 Jun 2010, 18:49  #20440199      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ნატურალური არა იხვი....მეტი საქმე არ აქვს იაკობაშვილს

100 პროცენტით გეთანხმები yes.gif
iko-iko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1790
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08

გამოგზავნილია: 30 Jun 2010, 19:19  #20440668      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
100% ნატურალური რძისგან ამზადებენ, ძალიან ბევრი მიმღები პუნქტები გახსნეს გამაციებელი ტანკებით და პატარა ცისტერნები ყავთ რომლითაც ყოველდღიურად შეაქვთ ქარხანაში რძე, მაგ ქარხანასთან ახლოს ვცხოვრობ და მაქედან ვიცი. რომელი პროდუქტიც ფხვნილზეა აწერია რო ფხვნილზეა, მგონი ხაჭოებს ამზადებენ ფხვნილისგან. ამჟამად ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია ვიმბილდანს აქვს. მე 100%-ით ვენდობი.
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22922
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 30 Jun 2010, 19:55  #20441064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
salamikvelas
QUOTE
სოფლის ნობათი, რძის პროდუქციის მწარმოებელი

მე როგორც ვიცი, ყველაზე მეტი რძის მიმღები პუნქტი სწორედ მაგათ აქვთ.

ისე, ზოგს საკუთარი რძეც აქვს:

კიდევ ერთ ახალ ქსელს კომპანია "კოდა" ქმნის. მან პირველი სუპერმარკეტი გამსახურდიას გამზირზე ივნისის დასაწყისში "ნატურალ პლუსის" სახელით გახსნა და წლის ბოლომდე მათ რიცხვს 12-მდე გაზრდის. სუპერმარკეტი კომპანიას მილიონი ლარი დაუჯდა. "კოდაში" არ მალავენ, რომ სუპერმარკეტებს ძირითადად საკუთარი პროდუქციის სარეალიზაციოდ აკეთებენ. კომპანიამ, რომელიც ადრე მხოლოდ ქათმის ხორცისა და კვერცხის მწარმოებელი იყო, ცოტა ხნის წინ მეცხოველეობის საკუთარი ფერმა მოაწყო და რძის პროდუქტები "ნატურალ პლუსის" სახელით ჯერ იმ ქსელში შეიტანა, რომლებიც კონკურენტებს ნაკლებად ჰქონდათ ათვისებული. ამიერიდან კი საკუთარ ქსელში ქათმის ხორცთან ერთად საქონლის ხორცპროდუქტებსაც შეიტანს, რასაც, როგორც კომპანიაში ამბობენ, კონკურენტებზე იაფად გაყიდიან.

სუპერმარკეტების ქსელს აფართოებს "იოლიც", რომელმაც ქსელი სწორედ საკუთარი წარმოების ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის სარეალიზაციოდ გააკეთა (იმავე მიზნით გააკეთეს მაღაზიათა ქსელი "ნიკორამ" და "მითანამ". მაგრამ ეს უკანასკნელი სუპერმარკეტების ბაზრიდან გავიდა. "მითანამ" მაღაზიები წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო დახურა, რისი მიზეზიც არასწორი მენეჯმენტი გახდა).
http://www.kvirispalitra.ge/economic/4036-...thq-ugeben.html



This post has been edited by Geronti on 30 Jun 2010, 20:03


--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
datosia
Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1105
წევრი No.: 836
რეგისტრ.: 11-April 02

გამოგზავნილია: 1 Jul 2010, 14:11  #20452195      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
iko-iko

ჩუდოს ბრენდის პროდუქციას აქ ამზადებენ თუ შემოაქვთ?
iko-iko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1790
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08

გამოგზავნილია: 1 Jul 2010, 20:12  #20457645      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
datosia
ვიკითხავ და გეტყვი, მაგრამ მემგონი შემოაქვთ.
5nizza
davita


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 662
წევრი No.: 30822
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 1 Jul 2010, 23:55  #20461249      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
datosia
შემოაქვთ ჩუდო დელიოს და სანტეს ჭიქის იოგურტს მირჩევია.

iko-iko

2 წელი ვიმუშავე რამდენიმე რძის ქარხანაში ლოჯისტიკისა და შეყიდვების მენეჯერად ხოდა სანტეს გარდა არცერთი არ ამზადებდა 2009 წლის ბოლომდე ნატურალური რძისგან პროდუქციას , სანტეც 10 ტონა რძეზე მეტს ვერასდროს ვერ დებდა პროდუქტში იმიტომ რო რძე არ არის საქართველოში არც კომუნისტების დროს იყო !!!! კიდევ იმიტო რო რძის მიმღები ერთი პუნქტი 17 ათას ევრომდე ჯდება რომ მოაწყო + უნდა გქონდეს სატრანსპორტო ცისტერნიანი საშუალებები რო ამ პუნქტიდან მიიტანო ქარხნამდე + უნდა იყიდო მიმღები ტანკები ერთი 60 ტ რძისთვის რაც ერთი 60 70 ათასამდე დაგიჯდება თავის თერმო ჯავშნით შეიძლება მეტიც გააჩნია წარმადობას + ათასი ნასოსი რძის გამაციებელი და შესანახი ტანკები + დეაერატორი + რძის ბაქტოფუგა + ფირფიტოვანი გამაციებელები + ცხიმის სეპარატორი და ათას რაღაცეებს ვეძებდი ყველგან 14 საათი დრეში . მითუმეტეს ეხლა ვიმბილდანი რუსული ადმინისტრაციით საქართველოში შემოვიდა შემოიტანა მინიმუმ ნახევარი მილიონი ევროს დანადგარები და დაიწყო რძის ჩადება და მთლიან პროდუქციას უშვებს რძიით ??? , როცა რუსეთში თვითონ ვიმბილდანის ქარხნებში რძეს აშრობენ ? biggrin.gif თუ ერთ წელში ფერმები მოაწყო ? სისულელეაა რძე არა ლაქტოხვრიპი . რძეს დებდა თქო სანტე 2008 ში პროდუქციის 18 -25 % ში . რასაც აწერია ნატურალური რძისგანო არის ბოლი !!!! ყველა ქარხანა აწერს ტრუხაზე ნატურალური რძისგანო !!!!! ნატურალური რძისგან არა Yსგან .

ხო ვიმბილდანს იმდენი რძე აქვს თურმე რო პირიქით აშრობს და რუსეთში გააქვს ექსპორტზე 1,5 %იანი ფხვნილი თანაც ზამთარში აშრობსო biggrin.gif უბრალოდ რატო უნდა გახსნა რძის მიმღები პუნქტი თავიდანვე ახალ ბაზარზე როცა ტექნოლოგიურად მეტნაკლებად მაინც რძის ფხვნილიდანაც კონკურენტუნარიან პროდუქტს გამოუშვებ ვიდრე ქართველი დალბაიობი ტექნოლოგები უშვებენ ? თუ ახალ ბაზარზე რუსები ცოცხალი და საღი რძით შემოვდნენ ? biggrin.gif თუ მაგის თავი ქონდათ ტეტრაპაკის დანადგარსაც იყიდიდნენ ახალს 1 200 000 -ს ევროდ რაღა ჯღანი 70 000 იანი ელოპაკის შესაფუთი იყიდეს ?? აი შენ რო ყოფილიყავი ნახევარ მილიონს (მინიმუმ) ჩადებდი რძის მიღებაში როცა ფხვნილს უფრო იაფად შემოიტანდი ?

ამ პოსტს ვწერ ობიექტურად და მიუკერძოებლად ყველა რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია მკიდია მაგრად

This post has been edited by 5nizza on 2 Jul 2010, 00:16
bum
Lazibuma ©


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2122
წევრი No.: 17697
რეგისტრ.: 27-February 06

გამოგზავნილია: 2 Jul 2010, 00:01  #20461384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
მე ვყიდულობ ყოველდღე ერთ-ერთი ფირმის რძის პროდუქტებს და დიდი ასოებით აწერია ნატურალური პროდუქტიაო, და ხზ სიმართლეა თუ ტყუილი user.gif


--------------------
ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგად ცხოვრებას
და მცნების ნათლით ზე-აღზიდულ, ამაღლებული
ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,
იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული,
უქმისა დრტვინვით, გულის-წვითა მწარე ცრემლს დაღვრის,
მაგრამ არ ირწმენს, წამებულო, შენს აღდგენასა...
5nizza
davita


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 662
წევრი No.: 30822
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 2 Jul 2010, 00:21  #20461785      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ტყუილიაააააააააააააააააააა ამალთეა დებსო რძეს biggrin.gif
AvtandiL 169
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1431
წევრი No.: 54493
რეგისტრ.: 27-February 08

გამოგზავნილია: 4 Jul 2010, 19:43  #20507619      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეკო ფუდმა კახეთის რძის უმეტესი ნაწილი ჩემიაო. გვატყუებენ თუ რაშია საქმე


--------------------
rogorc aseti
manutd777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2201
წევრი No.: 80585
რეგისტრ.: 28-December 08

გამოგზავნილია: 5 Jul 2010, 00:00  #20511405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბოლო 2 ყიდვა რძეს ობის გემო დაკრავდა ,

ისე არასდროს არ ვყიდოლობ თუ სხვა ფირმის ნაწარმი გაწყდა მხოლოდ მაშინ.
ამაზე საშინელი ფირმა არ არსებობს, არც პროდუქტით და არც მომსახურებით down1.gif down1.gif down1.gif down1.gif


QUOTE
სანტეს გარდა არცერთი არ ამზადებდა 2009 წლის ბოლომდე ნატურალური რძისგან პროდუქციას

არადა მარტო ამათ აწერია დამზადებულია რძის ფხვნილისგანო smile.gif
თუმცა მე ყველაზე ძაან ეგ რძე მომწონს. გემრიელია smile.gif

This post has been edited by manutd777 on 5 Jul 2010, 00:04
iko-iko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1790
წევრი No.: 62988
რეგისტრ.: 30-May 08

გამოგზავნილია: 5 Jul 2010, 21:03  #20525906      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
5nizza
სანტეს ერთერთი მიმღები პუნქტის რძის ტანკი პირადად ჩამოვატანინე გერმანიიდან და 1000 ევრო დაუჯდა, ეგ მეც ვიცი ვინ რას როგორ აკეთებდა და გეთანხმები რო მხოლოდ სანტე ხმარობდა ნატურალურ რძეს. მეცხოველეობის სფეროში ჭიპი მაქვს მოჭრილი და თითქმის ყველა სტრუქტურაში ვიცი რა ხდება smile.gif მიდი სოფლის ნობათის ქარხანაში და დაითვალე რამდენი რძე შემოაქვთ პუნქტებიდან. ჩემი სოფელი რძის მწარმოებელია და საკმაოდ კარგად ვერკვევი თუ რა ძნელია დღეს საქართველოში რძის ჩაბარება, ადრე სანტეს ვაბარებდით მერე კი აახვია ჩვენი ტანკიანად. ეხლა სოფლის ნობათს ვაბარებთ რძეს. მარტო ჩვენი სოფლიდან 3-4 ტონა გააქვთ. რძე კი საკმარისია საქართველოში მარა გადახდა არ უნდათ. ზაფხულში გლეხი რო ვეღარ აუდის რძეს მაშინ წიხლს აჭერენ და ლამის 60 თეთრს ქვემოთ ჩამოაგდებენ ხოლმე ფასს. ამწუთას სოფლის ნობათი 65 თეთრს იხდის და ზამთარში 75 ან 80 თეთრს გადაიხდის, გააჩნია ბაზარზე რა მოხდება ყოველშემთხვევაში მინიქარხნები უკვე ჩაძირა. რძეს ჩვენს სოფელში ვეღარ ღებულობენ.
5nizza
davita


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 662
წევრი No.: 30822
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 7 Jul 2010, 17:15  #20558580      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
iko-iko

გადახდა იმიტო არ უნდათ რო ძვირია 65 თეთრი ფხვნილთან შედარებით , ძვირი იმიტომაა რო ბევრი რძე არ არის!! ბევრი რო იყოს 75 თეთრი არ ეღირებოდა . შენ რა გინდა ეხლა რძე შენგან იყიდონ 65 თეთრად და ფხვნილი არ იყიდონ ტონა სამიათასად ? biggrin.gif რძე შეიძლება არის მარა არ ჭირდება ძვირი რძე არავის , იმ დღეს იყიდა ჩემმა მეუღლემ ნობათის რძე ( ფეხმძიმედაა ) და ბოზი შვილი ვიყო თუ არ გადაგვეღვარა იმიტო რო ნადუღი დაცურავდა შიგ .
ზამთარში საერთოდ არ იღებენ რძეს იმიტომ რო ბენზინი უფრო ძვირი დაჯდება რეგიონში რო გაუშვა მანქანა და იქიდან ორი ტილიანი ძროხის 40 ლიტრი რძე წამოიღო .
სოფლის ნობათს ააქვს ქარხანა ფონიჭალაში და შეიძლება მიმდებარე სოფლებიდან იღებდეს რძეს პირდაპირ უშვებდეს მანქანებს და პირდაპირ მიქონდეს ქარხანაში 3 -4 ტონა რძეს რო იღებს ეგ არ ნიშნავს რო ვიმბილდანს მიმღები პუნქტები აქვს . ნაწილობრივ შეიძლება მიიღონ თქო ზემოთაც ვთქვი მარა პროცენტული წილი იქნება 10- 25 % ი თქო მაქსიმუმ .
1000 ევროდ სატრანსპორტო არ წამოგიღებს ტანკს გერმანიიდან თუ დაკეცავ ჯართად წამოგიღებს biggrin.gif მარა დაკეცილ ნერჟავეიკასაც ვერ იყიდი გერმანიაში 1000 ევროდ არა თუ ცისტერნას თავის გამაციებლით . შენ რატო არ გიცნობ თუ სანტეში მუშაობდი მე უნდა გიცნობდე. ისე დამიპიემე თუ მაგ ფასში გეგულება ხოლმე ტანკები ლუდისთვის ვიყიდი .
კარგია თუ შენი სოფლელები რძეს ვიმბილდანს აბარებთ მარა ეს იმას არ ნიშნავს რო რძეს ვიმბილდანი ნინოწმინდაშიც იბარებს ან საგარეჯოში,
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0352 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]