forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დოლარის კურსი ლართან მიმართებაში, პროგნოზი
oto_terabyte
Giraffe Elder


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1720
წევრი No.: 63593
რეგისტრ.: 5-June 08

  გამოგზავნილია: 1 Oct 2011, 12:24  #27630006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
როგორ ფიქრობთ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში როგორი იქნება შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში? მაგალითად საახალწლოდ, აიწევს თუ დაეცემა? ანაბრის გახსნა მინდა და ლარში გავხსნა თუ დოლარში ვერ გადამიწყვეტია.


--------------------
იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია ვთხოვო მამაჩემს, ახლავე აქ გამიჩინოს ანგელოზთა თორმეტზე მეტი ლეგიონი?
ბექექს
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29969
წევრი No.: 53221
რეგისტრ.: 12-February 08

გამოგზავნილია: 1 Oct 2011, 14:42  #27631683      · პროფილი · პირადი მიმოწერა
დაცემით არამგონია,მაგრამ მაინც რთულია წინასწარ თქმა


--------------------
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.

ჯორჯ ბერნარდ შოუ
dubrovski
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 43
წევრი No.: 136456
რეგისტრ.: 30-September 11

გამოგზავნილია: 1 Oct 2011, 16:32  #27633154      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ინვესტორები დოლარს მიაწყდნენ მთელს მსოფლიოში, ეს კრიზისული ხანისთვის დამახასიათებელი მოვლენაა: ნდობა ფასიანი ქაღალდებისა და თვით საინვესტიციო მეტალებისადმი დაბლა იწევს, ასეთ დროს დოლარი იმატებს წონაში, ვფიქრობ, ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება კარგა ხანს... თუმცა, ეგეც რომ არ იყოს, ლარის ნაირი "ფანტიკების" ნდობა ბოლომდე არასდროს არ შეიძლება. რაც შეეხება ლარის დღევანდელ კურსს ეს ჩათლახობაა და მეტი არაფერი, რომელიც ხელისუფლებისა და მისი ჯიბის ბანკების მიერაა ხელოვნურად თავსმოხვეული, რაც მოსახლეობის გაძარცვას და მმართველი კასტის ყულაბების გადავსებას ემსახურება. მაგრამ ეს არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს და ამიტომაც ადრე თუ გვიან ლარს სერიოზული პრობლემები ელის. ეგეც არ იყოს და ინფლიაციაც ორნიშნა რიცხვებზეა და რა გამოდის - წლის ბოლოს ლარებში აღებული დივიდენდები იმავ ინფლიაციის მიერ უკვე გადასანსლული იქნება.
._.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1534
წევრი No.: 79131
რეგისტრ.: 18-December 08

გამოგზავნილია: 2 Oct 2011, 13:49  #27647019      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
dubrovski
QUOTE
რაც შეეხება ლარის დღევანდელ კურსს ეს ჩათლახობაა და მეტი არაფერი, რომელიც ხელისუფლებისა და მისი ჯიბის ბანკების მიერაა ხელოვნურად თავსმოხვეული, რაც მოსახლეობის გაძარცვას და მმართველი კასტის ყულაბების გადავსებას ემსახურება.


მარქსისტი ხართ?smile.gif
თუმცა მარქსისტებსაც კი ჭირდებათ ლოგიკურად დასაბუთება რაღაცეების -- აბა რას გულისხმობთ აგვიხსენით? ლარი ძლიერი რომაა ის არის ცუდი თუ ლარი სუსტი რომ არის -- პრობლემები რატომ შეექმნება დაგვისაბუთედ ეგეც ოკ?

oto_terabyte
მე ვფიქრობ რაღაც პერიოდი სტაბილური იქნება 1.63-1.70 ფარგლებში -- დეპოზიტი ლარში ძალიან კარგი იდეაა მითუმეტეს დოლარზე ერთწლიანი 8%ია ლარზე 12%..
გარდა ამისა, ხომ ლარში გაქვთ ხარჯები? ხო და დოლარში რომ დააკონვერტიროთ ლარები (დეპოზიტის გასახსნელად) და მერე სახარჯავად ისევ ლარებში გადმოაკონვერტიროთ დაახლოებით 2-3% საკომისიოები გაქვთ -- ახლა გამოაკელით ეს ზემოთნახსენებ 8% და გამოვა, რომ დოლარზე მხოლოდ 5-6% აკეთებთ და ლარზე 12%.

ანუ, ლარი უნდა გაუფასურდეს 1.76--მდე რომ დოლარის დეპოზიტი ჯობდეს. ამის წინაპირობას ნამდვილად ვერ ვხედავ.. ასე, რომ გირჩევ ლარის დეპოზიტს


* * *
QUOTE
ეგეც არ იყოს და ინფლიაციაც ორნიშნა რიცხვებზეა და რა გამოდის - წლის ბოლოს ლარებში აღებული დივიდენდები იმავ ინფლიაციის მიერ უკვე გადასანსლული იქნება.


ინფლაცია ორნიშნა რიცხვებზე არ არის, მაგრამ რომც იყოს ეგ რა შუაშია? დოლარში რომ გახსნას დეპოზიტი ინფლაცია არ იმოქმედებს ამ დეპოზიტზე?
Marcha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1145
წევრი No.: 122044
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 2 Oct 2011, 14:04  #27647215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
._.
QUOTE
მერე სახარჯავად ისევ ლარებში გადმოაკონვერტიროთ დაახლოებით 2-3% საკომისიოები გაქვთ


ეს ადგილი კარგად ვერ გავიგე, 2-3% როგორ გამოვიდა?


--------------------
"ჩემი თავის პატრონი მე ვარო, - თქვა მონამ და ფეხი მოიჭრა"

ჯობია არ გამოთქვა აზრი თემაზე, როცა ასე საფუძვლიანად დეზინფორმირებული ხარ
._.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1534
წევრი No.: 79131
რეგისტრ.: 18-December 08

გამოგზავნილია: 2 Oct 2011, 14:07  #27647240      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Marcha
1%-1.5% ლარიდან დოლარში დაკონვერტირება (დეპოზიტის გასახსნელად); იგივე 1-1.5% დოლარიდან ლარში (ლარის დასახარჯად საქართველოში). ჯამში 2-3%.
Marcha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1145
წევრი No.: 122044
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 2 Oct 2011, 14:43  #27647703      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხოდა ეს 1-1,5% კონვერტირებისას როგორ იკარგება დაწერე 100 დოლარისთვის
._.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1534
წევრი No.: 79131
რეგისტრ.: 18-December 08

გამოგზავნილია: 2 Oct 2011, 15:48  #27648548      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დავუშვათ მაქვს 168 ლარი (ვუშვებ, რომ შემოსავლები ლარში მაქვს -- უმრავლესობას შემოსავალი ლარში გვაქვს)..
გადავწყვიტე დოლარში დადეპოზიტება -- გადავახურდავე დოლარში
(დავუშვათ ოფიციალური კურსია 1.66 -- ბანკები ყიდულობენ ლარს 1.68ში, დოლარს 1.64ში).
ანუ გამომივიდა 100 დოლარი... დავადეპოზიტე 100 დოლარი 1 წლით 8%ში.
წლის ბოლოს 108 დოლარი ავიღე და ვინაიდან დოლარს ვერ ვხარჯავ დავაკონვერტირე ლარში (დავუშვათ კურსი არ შეიცვალა, ანუ მიკონვერტირებენ 1.64ად).
გამომივიდა 108*1.64=177.12 ლარი...
თავიდან მქონდა 168 ლარი -- გამომივიდა, რომ წელიწადში გავაკეთე 177.12/168-1=5.42% (და არა 8%)...

ალტერნატივა იყო ჩემი 168 ლარი დამედეპოზიტებია 12%ში (კონვერტაციების გარეშე), წლის ბოლოს გამიხდებოდა 168*1.12=188.16 ლარს...

ახლა დავთვალოთ, რა უნდა ყოფილიყო კურსი წლის ბოლოს ლარი/დოლარის, რომ დოლარში ღირდეს დადეპოზიტება:

188.16/1.0542=1.7849 -- ანუ ლარის კურსი თუ არ დაეცა 1.7849მდე ლარში მირჩევნია დეპოზიტი.
dubrovski
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 43
წევრი No.: 136456
რეგისტრ.: 30-September 11

გამოგზავნილია: 2 Oct 2011, 17:23  #27649903      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
._.
QUOTE
მარქსისტი ხართ?

არა! უფრო პირიქით, მგონია ჩემი თავი.

QUOTE
თუმცა მარქსისტებსაც კი ჭირდებათ ლოგიკურად დასაბუთება რაღაცეების -- აბა რას გულისხმობთ აგვიხსენით? ლარი ძლიერი რომაა ის არის ცუდი თუ ლარი სუსტი რომ არის -- პრობლემები რატომ შეექმნება დაგვისაბუთედ ეგეც ოკ?

ლოგიკური დასაბუთება კი ისაა, რომ დროა ერთმანეთისგან ბუზებისა და კატლეტების გარჩევა ვისწავლოთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ერთ მხარეზე ერთი გაუბედურებული ქვეყნის ლარადწოდებული "ფანტიკებია" და მეორე მხარეს მსოფლიოს მთავარი ვალუტა-ნავსაყუდელი!
ეს ზოგადად.
კონკრეტულად კი იმას გეტყვით, რომ ვინაიდან ემიგრაციაში გადახვეწილი ქართველების უმრავლესობა სწორედ აშშ დოლარებში უგზავნის თავის ოჯახ-ახლობლებს საარსებო თანხებს და ამ თანხებით ეს ადამიანები პირველადი მოხმარების საგნებსა და სურსათს იძენენ უმთავრესად, ხელისუფლება და მისი ჯიბის ბანკები დაინტერესებული არიან ლარის მაღალი გაცვლითი კურსის არსებობით, რადგანაც კიდევ უფრო სქელი ქაფი მოხადონ ანუ მეტი ჩაიჯიბონ და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, რომ ეს ხელოვნურად დაჭერილი მაღალი კურსი დიდი შემაფერხებელია არა მარტო კონკრეტულად ექსპორტისათვის, არამედ საერთოდ ეკონომიკისათვის. ასევე თუ საქართველოს ხელისუფლების გაზრდილ მადებს და ძვირიანი ზიზილ-პიპილოებისადმი თითქმის ავადმყოფურ სწრაფვას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ რომ ეს ბუშტი აუცილებლად გასკდება და მაშინ ლარს შავი დღები დაუდგება.

QUOTE
ინფლაცია ორნიშნა რიცხვებზე არ არის, მაგრამ რომც იყოს ეგ რა შუაშია? დოლარში რომ გახსნას დეპოზიტი ინფლაცია არ იმოქმედებს ამ დეპოზიტზე?

მე მგონი რომ არის ორნიშნა და ამას ჩვენი სტატ-დეპარტამენტიც ადასტურებს.
ხოლო თუ რა შუაშია ეს დეპოზიტებთან, ასევე ციფრების მეშვეობით აგიხსნით, როგორც თქვენ ცადეთ ზემოთ ციფრებით ახსნა.
მაგალითად მაქვს 100 ლარი, რომელიც ერთი წლით განვათავსე დეპოზიტზე, იმ იმედით, რომ წლის ბოლოს ავიღო 112 ლარი, მაგრამ თუ წლიური ინფლიაცია 15% იქნება, თავად იანგარიშეთ რა გამოვა, ხეირში ვიქნები თუ ზარალში?
რაც შეეხება აშშ დოლარის რეალურ ინფლაციას მაგალითად მან 2010 წელს 1,5 % შეადგინა.
საქართველოში კი გვაქვს ეკონომიკისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, მე ვიტყოდი, საშინელი სიტუაციაც კი, როდესაც რეალური ინფლაცია ორნიშნა ციფრებში გამოიხატება, მაგრამ იმავდროულად ხელოვნურად ნარჩუნდება ეროვნული ვალუტის მაღალი გაცვლითი კურსი.
._.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1534
წევრი No.: 79131
რეგისტრ.: 18-December 08

გამოგზავნილია: 2 Oct 2011, 23:46  #27656006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
კონკრეტულად კი იმას გეტყვით, რომ ვინაიდან ემიგრაციაში გადახვეწილი ქართველების უმრავლესობა სწორედ აშშ დოლარებში უგზავნის თავის ოჯახ-ახლობლებს საარსებო თანხებს და ამ თანხებით ეს ადამიანები პირველადი მოხმარების საგნებსა და სურსათს იძენენ უმთავრესად, ხელისუფლება და მისი ჯიბის ბანკები დაინტერესებული არიან ლარის მაღალი გაცვლითი კურსის არსებობით, რადგანაც კიდევ უფრო სქელი ქაფი მოხადონ ანუ მეტი ჩაიჯიბონ და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, რომ ეს ხელოვნურად დაჭერილი მაღალი კურსი დიდი შემაფერხებელია არა მარტო კონკრეტულად ექსპორტისათვის, არამედ საერთოდ ეკონომიკისათვის. ასევე თუ საქართველოს ხელისუფლების გაზრდილ მადებს და ძვირიანი ზიზილ-პიპილოებისადმი თითქმის ავადმყოფურ სწრაფვას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ რომ ეს ბუშტი აუცილებლად გასკდება და მაშინ ლარს შავი დღები დაუდგება.


კი მაგრამ თუ ამდენ დოლარს აგზავნიან მაშინ ლოგიკურია რომ ლარი ძლიერი იყოს არა?
თვითონ ამბობთ რომ დოლარი ძირითადი სარეზერვო ვალუტა არისო -- ანუ, როგორც ადრე ოქრო ამაგრებდა ადგილობრივ ვალუტას, დღეს დოლარის რეზერვები ამაგრებს ხო?
საქართველოს დოლარის რეზერვები შეადგენს 2.8 მლრდ დოლარს, ლარის მთლიანი მასა 3 მლრდ ლარს -- ანუ დოლარის რეზერვები 50%-ით აღემატება ლარის მთლიან მასას...
არაფერი გასაკვირი არ არის, რომ ლარი გამყარდა წლის განმავლობაში

QUOTE
რაც შეეხება აშშ დოლარის რეალურ ინფლაციას მაგალითად მან 2010 წელს 1,5 % შეადგინა.


არა -- ახალ ორლეანელ ზანგს რამდენი აქვს ინფლაცია, მე დეპოზიტის დადებისას საქართველოში არ მაინტერესებს -- ჩემთვის დოლარის ინფლაცია არის ლარის ინფლაცია + გადაცვლის კურსის ცვლილება -- თუ ლარის ინფლაციაა 7% და ლარი დოლართან გამყარდა 3%ით, დოლარის ინფლაციაა 10%..
ანუ -- ინფლაციის ორნიშნობა (წელს ნამდვილად არ არის ინფლაცია ორნიშნა, საშუალო წლიური ორნიშნა გამოდის ჯერ კიდევ შარშანდელი ინფლაციის გამო -- წელს დაახლ 7%ია) დეპოზიტის დადებისას ლარში თუ დოლარში არ მაინტერესებს -- მაინტერესებს გადაცვლის კურსი
dubrovski
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 43
წევრი No.: 136456
რეგისტრ.: 30-September 11

გამოგზავნილია: 3 Oct 2011, 00:25  #27656687      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
._.
QUOTE
კი მაგრამ თუ ამდენ დოლარს აგზავნიან მაშინ ლოგიკურია რომ ლარი ძლიერი იყოს არა?
თვითონ ამბობთ რომ დოლარი ძირითადი სარეზერვო ვალუტა არისო -- ანუ, როგორც ადრე ოქრო ამაგრებდა ადგილობრივ ვალუტას, დღეს დოლარის რეზერვები ამაგრებს ხო?

გამოდის, რომ ლარი არანაირი ვალუტა არ არის, უბრალოდ გადასაყვანი ქაღალდია და მეტი არაფერი, მაშინ ხომ არ სჯობს, თავი დავანებოთ იმით მარიაჟობას, რომ ეროვნული ვალუტა გვაქვს და ავდგეთ და უბრალოდ დოლარზე გადავიდეთ?!
ცნობისათვის ეს უკვე გააკეთეს პანამამ (1904წ.), ეკვადორმა(2000წ.), სალვადორმა(2001წ.) და კიდევ ერთი ათმა კუნძულოვანმა ქვეყანამ, ისევე როგორც ევროზე გადავიდა ანდორა, ვატიკანი, სან-მარინო, მონაკო, კოსოვო და ჩერნოგორია...
ასეა თუ ისე მე პირადად დოლარს უფრო ვენდობი,ვიდრე იმ გადასაყვან ქაღალდებს ლარი რომ ჰქვია და რომლის სიძლიერე-სისუსტე და საერთოდ არსებობაც კი იმავე დოლარზე ყოფილა დამოკიდებული და არა ნაციონალურ ეკონომიკაზე.
._.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1534
წევრი No.: 79131
რეგისტრ.: 18-December 08

გამოგზავნილია: 3 Oct 2011, 13:56  #27661192      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
გამოდის, რომ ლარი არანაირი ვალუტა არ არის, უბრალოდ გადასაყვანი ქაღალდია და მეტი არაფერი, მაშინ ხომ არ სჯობს, თავი დავანებოთ იმით მარიაჟობას, რომ ეროვნული ვალუტა გვაქვს და ავდგეთ და უბრალოდ დოლარზე გადავიდეთ?!


ბენდუქიძე სწორედ მაგას ითხოვდაsmile.gif მე მაგას არავინ მეკითხება, მაგრამ წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ -- ამით თავიდან ავიცილებთ მონეტარული პოლიტიკის გატარების აუცილებლობას, შესაბამისად დიიიდ რისკს რომ რაღაცას არასწორად გავაკეთებთsmile.gif
მე არ მითქვია დოლარს არ ენდო-თქო -- უბრალოდ დღესდღეობით ლარის დეპოზიტი ჯობია ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო...

ლარის სიძლიერე-სისუსტე ნამდვილად დოლარის სიძლიერე-სისუსტეზეა დამოკიდებული ვინაიდან ეკონომიკა 85% (რა თქმა უნდა დაახლოებით -- ზუსტ ციფრს ვერავინ გეტყვით) დოლარიზებულია
boone
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5287
წევრი No.: 130701
რეგისტრ.: 28-April 11

გამოგზავნილია: 30 Apr 2013, 00:12  #36229574      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · msn
აუ ვერავინ დამილინკავს დოლარის ინფლაციას 1990 2013 წლებში რამდენით გაუფასურდა
ekonomika
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 873
წევრი No.: 130202
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 30 Apr 2013, 02:21  #36230972      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რრავი დღეს დღეობით ლარში გავხსნიდი ანგარიშს......

და თუ მით უმეტედს 3-7 თვე ყველა ვარინატში

სანამ არის სექტემბერი იქმდე ლარი გამყარდება

რადგან სოფლის მეუბრბობის პროდუქტები ამ პერიოდში აწვება ბაზარს ( მოსავლის აღებაა) ყვეალ ლარში ყიდის, + ყველა ყიდის დოლარებს და ყიდულობს ლარებს რომ დაისვენონ და გერთოს, ლარით იყიდონ საჭმელები რესტორნებში და იგულაონ .

და შესაბამისად მოთხოვნა ხდება ლარზე სტაბილურდება ,და ძლიერდება ლარი
მერე სექტებმერი - დეკემბრიდ დასაწყისი . ყველა ნამატ ლარებს ახურდავებს და ინახვას დოლარებში .

დეკემბრის ბოლო. ყიდიან დოლარებს რომ იყიდონ საახალწლოდ საჩუქრები და ისევ საჭმელი .... საახლალწლო სუფრა ....

მით უმეტეს კიდევ დეფლაციააა ქვეყანაშI :

მიმდინარე ინფლაცია (მარტი, 2013)
შემდგომი განახლება 02.05.13
წლიური -2.1%
საშუალო წლიური -1.1%
მიზნობრივი ინფლაცია (2013-2014 წწ.)
წლიური 6.0%


ლარს მიაწექ smile.gif))))
Picki-119
///AMG


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2122
წევრი No.: 123077
რეგისტრ.: 29-October 10

გამოგზავნილია: 11 May 2013, 19:26  #36379568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ლარი მაგარია უფრო სტაბილურია ჩვენი ეროვნული ვალუტა smile.gif
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,


--------------------
www.Mercedesclub.ge

///AMG
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.6238 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]