forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (147) « პირველი ... 57 58 [59] 60 61 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ყველაფერი ბუღალტერიის შესახებ, ნაწილი XII
rezi0881
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 375
წევრი No.: 144220
რეგისტრ.: 11-March 12

გამოგზავნილია: 24 Dec 2012, 17:10  #34463702      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ანუ, რა დასკვნა გამოვიტანოთ, იბეგრება თუ არა?

იბეგრება
ivani
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 192
წევრი No.: 141160
რეგისტრ.: 4-January 12

გამოგზავნილია: 24 Dec 2012, 17:43  #34464189      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ORIS (DEMO)ის ვარიანტი დამილინკეთ გთხოვთ yes.gif yes.gif
The DoctoR
Number 46


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2026
წევრი No.: 114377
რეგისტრ.: 22-April 10

გამოგზავნილია: 24 Dec 2012, 17:55  #34464369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lchko
3120 ნუ გამოიყენებ საერთოდ.
მე ასე გავაკეთებდი
ხელშეკრულების გაფორმება
დ 1410 -
კ 4410 -

თანხების ჩარიცხვა
დ 1210
კ 1410

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება

დ 4410
კ 6110





--------------------
Only Easy Day Was Yesterday
NNina
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2913
წევრი No.: 55148
რეგისტრ.: 7-March 08

გამოგზავნილია: 24 Dec 2012, 18:09  #34464543      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ivani
http://oris.ge/index_geo.htm
დაგილიკნეთ,მაგრამ შენ რატომ ვერ მიხვდი,საიდან გადმოიწერო?



This post has been edited by NNina on 24 Dec 2012, 18:17


--------------------
http://www.buddhadoodles.com/
http://www.ng.ru/ng_exlibris/2014-08-14/6_kostik.html
https://www.youtube.com/watch?v=y1ZPWkfzM9w
ivani
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 192
წევრი No.: 141160
რეგისტრ.: 4-January 12

გამოგზავნილია: 24 Dec 2012, 18:20  #34464692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
NNina
დიდი მადლობა. ცოტა "დებილი" ვარ და ... 2kiss.gif
Red Hot Chili Peppers
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 275
წევრი No.: 131646
რეგისტრ.: 24-May 11

გამოგზავნილია: 24 Dec 2012, 20:28  #34466351      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim
დაქირავებულ ფართში რემონტი შეიძლება ხარჯებში გავუშვა?
lolita da me
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 167
წევრი No.: 122707
რეგისტრ.: 19-October 10

გამოგზავნილია: 24 Dec 2012, 21:14  #34467007      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვინც ორისში მუშაობთ იქნებ დამეხმაროთ საქონელი მივიღეთ თურქეთიდან, დაახლოებით 500-600 დასახელება იქნება, სამეურნეო გატარებით მინდა გავატარო ორისი კარგად ანაწილებს ხარჯებს, ხო და ეს ამდენ დასახელებასმანამ შევიყვან უცებ რომ წამეშალოს ან პროგრამამ გამომაგდოს როგორ გავაკეთო სხვანაირად ხარჯების გადანაწილება ხომ ვერ დამეხმარებით?
Toxic:)
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1241
წევრი No.: 81577
რეგისტრ.: 5-January 09

გამოგზავნილია: 25 Dec 2012, 10:21  #34472420      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მაინტერესებს ორგანიზაციას თუ შეუძლია ფიზიკური პირისთვის საქველმოქმედო თანხის გადარიცხვა? და იბეგება თუ არა?


ფიზიკური პირის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით აძლევ თანხას , ალბათ შენს შემთხვევაში არადაქირავებულ პირზეა ლაპარაკი.
კოდექსში წერია რომ გადახდის წყაროსთან იბერგება პირი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა, თუ ქონების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს აღემატება, ანუ ქონებრივი განაცემი იბეგრება გადახდის წყაროსთან და ფულადი განაცემის შემთხვევაში თუ შენ არ გადაიხდი მისი სახელით საშემოსავლოს მაშინ მიმღებმა უნდა ჩართოს ერთობლივ შემოსავალში ეს თანხა და თვითონ გადაიხადოს გადასახადი,
* * *
QUOTE
დაქირავებულ ფართში რემონტი შეიძლება ხარჯებში გავუშვა?


რემონტის დანახარჯის კაპიტალიზება ხდება ცალკე ჯგუფად და ღირებულების 15 % შეგიძლია ცვეთის სახით გამოქვითო წლიურად. იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისას აღნიშნული ჯგუფის ღირებულება განულდება ოღონდ დარჩენილი თანხას ხარჯებში ვერ გამოქვითავ და დღგიც უნდა დაბერგო ეს ნარჩენი ღირებულება. თუ მინდინარე რემონტზეა ლაპარაკი მე მაგალითად პირდაპირ ვქვითავ ხარჯებში.


--------------------
A journey of a thousand miles begins with a single step
Natalita11
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 59
წევრი No.: 150887
რეგისტრ.: 14-June 12

გამოგზავნილია: 25 Dec 2012, 12:39  #34473579      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბანკის ამონაწერში რომ მხვდება "ინკასოს საკომისიოს გადატანის" საფასური და ეს ცალკეა და საურავი ცალკე, ეს რა ხარჯია? საურავს უნდა დავამატო თუ საბანკო ხარჯებში გავუშვა?


--------------------
და ისიც ვიცით, რომ არასოდეს მობრუნდებიან უკან ისინი,
ვისზეც ძილის წინ,
მხოლოდ საბნის მიღმა თუ ვფიქრობთ..
Nobel
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 640
წევრი No.: 50643
რეგისტრ.: 4-January 08

გამოგზავნილია: 25 Dec 2012, 12:46  #34473670      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მოკლედ, ასეთი ვითარებაა:
მაქვს პატარა შპს, რომელიც კომპიუტერული მომსახურების სფეროში საქმიანობს რამდენიმე თვე, თვეში საშუალოდ შემოსავალი მომსახურებიდან არის 500 ლარი. სულ დაგროვილია 2500 ლარამდე.

მაქვს შემდეგი ხარჯები:
არ მინდა რომ არაგონივრულად გავაკეთო და ეს თანხა ხელფასის სახით გამოვიტანო, რომელსაც შემდეგ 20% საშემოსავლო დააკლდება (მოგეხსენებათ მცირე ბიზნესისთვის ეს გაუმართლებლად დიდი ტვირთია, არადა სამწუხაროდ ჩვენთან არ ექცევა მცირე ბიზნესის შეღავათებს ყურადღება, რაც უსამართლოა). რადგან რეალურად მაქვს ხარჯები, რომლის შეტანაც მინდა ამ კომპანიის ხარჯებში, რადგან ისინი სულ კომპანიას ხმარდება, ესენია:
  • სამაგიდო კომპიუტერი
  • სამაგიდო კომპიუტერის სხვადასხვა დამატებითი აქსესუარები
  • სამაგიდო კომპიუტერის მონიტორი
  • პრინტერი
  • ძველი ლეპტოპი
  • ძვირადღირებული მობილური ტელეფონი (მიკრო კომპიუტერივითაა)
  • ზემოთ აღნიშნული მობილურის სხვადასხვა დამატებითი აქსესუარები
ასევე მაქვს ავტომანქანა, რომელიც კომპანიას ხმარდება, საჭიროა მისი ხარჯების შეყვანაც:
  • ავტომანქანის ცვეთა
  • ავტომანქანის საწვავი
  • ავტომანქანის ნაწილების შეცვლა
  • ავტომანქანის მიმდინარე რემონტი
  • ავტომანქანის საბურავების შეძენა
  • ავტომანქანის რეცხვა
ასევე მაქვს მომსახურების ხარჯები, რომლებიც კომპანიას ხმარდება:
  • მობილური ტელეფონის ოპერატორის მომსახურება
  • ინტერტნეტ ტელეფონის პროვაიდერის მომსახურება
  • კლენტებთან საქმიანი შეხვედრა-მოლაპარაკების ხარჯები კაფეში, ეგრეთ წოდებული ბიზნეს-ლანჩი
ცოტაოდენი ჩემს გამოცდილებაზე:
ეს ყველაფერი სიის სახით ჩამოწერილი მაქვს, უმეტესობაზე მაქვს ჩემს სახლზე შესყიდვის დოკუმენტები. მე პირადად, გარკვეული თეორიული გამოცდილება მაქვს ბუღალტრულ აღრიცხვაში, დიდი ხნის წინ ბუღალტრადაც კი ვმუშაობდი, ვიცი ბუღალტრული გატარებების გაკეთება. ასევე ნანახი მაქვს ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს როგორ ატარებენ ამერიკაში. მაგრამ არ მაქვს საქართველოში არსებული პრაქტიკის გამოცდილება.

ეხლა რაში მინდა თქვენი რჩევა და დახმარება:
ეხლა მინდა საგადასახადო-საბუღალტრო საქმეში კარგად გამოცდილი სპეციალისტის რჩევა, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ხარჯებს საბუღალტრო სტანდარტების მიხედვით და კოდექსის დაცვით შემაყვანინებს. რისთვისაც რათქმაუნდა მზად ვარ გადავუხადო.

ან დამირეკეთ ტელეფონზე ან მომწერეთ, საკონტაქტო ინფორმაცია არის ამ ბმულზე http://www.dasaqmeba.com/showthread.php?p=5541
გთხოვთ დროულად დამიკავშირდეთ, ეს საკითხი ამ წლის ბოლომდე უნდა მოვაგვარო.

This post has been edited by Nobel on 25 Dec 2012, 12:51


--------------------
შემოგვიერთდი Android-ის კლუბში Facebook-ზე --- http://www.facebook.com/groups/androidgeorgia

Samushao.Com - www.Samushao.Com - დასაქმების ფორუმი - ყველაფერი დასაქმების შესახებ !
giorgi510
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 453
წევრი No.: 19373
რეგისტრ.: 18-April 06

გამოგზავნილია: 25 Dec 2012, 15:32  #34475904      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · icq
კოდიფიცირებული საგადასახადო კოდექსი ხომ არ გაქვთ ვინმეს
Maribeli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 268
წევრი No.: 152908
რეგისტრ.: 13-August 12

გამოგზავნილია: 25 Dec 2012, 18:21  #34478108      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Nobel

1.რადგან შპს ეა "მცირე ბიზნესის " სტატუსით და შესაბამისად ამ სტატუსის შეღავათებით ვერ ისარგებლებთ (ვინაიდან კოდექსით მცირე ბიზნესის სტატუსი მხოლოდ მეწარმე ფიზიკურ პირს შეიძლება მიენიჭოს ანუ ინდმეწარმეს)
2.კომპიუტერული ტექნიკა- ბუღალტრული სტანდარტებით არის ძირითადი საშუალებები და ხარჯებში გამოქვითვას ექვემდებარება ცვეთის სახით ნაწილ-ნაწილ, თუმცა საგადასახადო მიზნებისათვის 1000 ლარამდე ძირითადი საშუალებებები ეგრევე გამოიქვითება. მაგრამ შენ რომ ამბობ ჩემს სახელზე მაქვს შესყიდვის დოკუმენტებიო, ფიზიკური პირის სახელით ნაყიდს კომპანიის ხარჯში ვერ გამოიქვითავ.

3.ავტომანქანა- ეს ავტომანქანა ან კომპანიის ბალანსზე უნდა იყოს ან იჯარით მაინც უნდა იყოს აღებული რომ შეძლო მასთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვა

4.ტელეფონის ხარჯები- ტელეფონები გაფორმებული უნდა იყოს ამ კომპანიის სახელზე , სხვა შემთხვევაში შენ ხარჯში ვერ გაიქვითავ

5.ბიზნეს-ლანჩი- რა საბუთი გაქვს ამ მომსახურების შეძენის ??? და რითი ამტკიცებ რომ ეს ბიზნეს შეხვედრა იყო და არა მაგალითად მეგობრებთან ერთად კაფეში ლანჩი ?? მაგი ცალკე თემაა როცა საბუთებიც კი წესრიგშია მხოლოდ ფინანასური კუთხით ვუშვებთ ხარჯში, ხოლო საგადასახადო მიზნებისათვის ეგ არ გამოიქვითება, ან საშემოავლოთი დაბეგრავ და ისე გამოიქვითება.

და ბოლოს ყველაზე მთავარი, რომ ამბობ ეს ხარჯები თან ბასს (ბუღალტრული სტანდარტებით) უნდა შევიყვანოვო და თან საგადასახადო კოდექსის დაცვითო, მინდა თავიდანვე იცოდე რომ ეს ორი არღიცხვა ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდება, ბევრი რამ არის რაც ბასს ით თუნდაც ხარჯში აღიარდება ხოლო საგადასახადო მიზნებისთვის არ გამოიქვითება და კიდევ უამრავი განსხვავებებია.
qondara
თვით მე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 885
წევრი No.: 122967
რეგისტრ.: 26-October 10

გამოგზავნილია: 25 Dec 2012, 18:46  #34478434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim
Maribeli

დაბრუნებას გილოცავ


--------------------
ცოფიანი კანფეტების ახალი პარტია მივიღე
Nobel
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 640
წევრი No.: 50643
რეგისტრ.: 4-January 08

გამოგზავნილია: 25 Dec 2012, 19:07  #34478678      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Maribeli
უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა პასუხებისთვის.

აქვე დავაზუსტებ რადმენიმე პუნქტს:
1. კი, ვიცი რომ შპს-ს არ ანიჭებენ "მცირე ბიზნესის" სტატუსს, ეგ მიმაჩნია რომ არ არის სამართლიანად გადაწყვეტილი თავის დროზე და ინერციით შემორჩა, ჩვენთან მცირი ბიზნესი დაჩაგრულია, საერთაშორო მოწინავე პრაქტიკაში ასე არაა. შპს-ს რომ ენიჭებოდეს "მცირე ბიზნესის" სტატუსი ამდენ არ ვიწვალებდი. მაგრამ ეხლა ამ თემაში არ განვიხილავ მაგ საკითხს. თან ვხედავ რომ არავის ანაღვლებს "მცირე ბიზნესის" სტატუსი ექნება თუ არა შპს-ს, ყოველშემთხვევაში მე არ გამიგია.

2. ტექნიკა ყველაფერი ცალ-ცალკე 1000 ლარზე ნაკლები ღირს.
მაგრამ მთავარი ის არის ჩემს შეკითხვებში, რომ ხომ შეიძლება ეს თითეული ტექნიკა ჩემს მიერ მიეყოდოს შპს-ს? და ამ შემთხვევაში ყველაფერი შპს-ს კუთვნილება იქნება, გატარდება მის ხარჯებში. მაგრამ არ ვიცი ეს ყიდვა-გაყიდვა დოკუმენტალურად როგორ უნდა გაფორმდეს, როგორი საბუღალტრო გატარება უნდა გაკეთდეს და მე, როგორც გამყიდველს რამე ვალდებულება დამეკისრება თუ არა საგადასახადოს წინაში? ამ საკითხებში მინდა გამოცდილი სპეციალისტის დახმარება.

3. კი, ვაპირებ ავტომანქანაც მივყიდო შპს-ს და შესაბამისად ცვეთას, დაზღვეევას და სხვა ავტომანქანასთან დაკავშირებულ ხარჯებს შპს-ში გავატარებ.

4. კი, გადავაფორმებ ყველა ტელეფონს შპს-ზე, გამიგია რომ ორგანიზაციები ასე აკეთებენ,მაგრამ ეს როგორ ხდება მეც მინდა ვიცოდე, რომ მეც ასე გავაკეთო.

5. ბიზნეს-ლანჩი თუ კანონით დასაშვებია, რომ ხარჯებში გატარდეს, მე არ გამიჭირდება მაგის დამტკიცება, მითხრან რა არის მაგის დასამტკიცებლად საჭირო და წარმოვადგენ ნებისმიერ რამეს: კაფედან ჩეკს, ასევე დაპატიჟებული კლიენტის ხელმოწერას ცნობაზე რომ იგი ნამდვილად იყო ამ საქმიან მოლაპარაკებაზე, ასევე გადაღებულ ფოტოსურათს, ასევე თუ საჭიროა ვიდეოს, ...
და მგონი "ბიზნეს-ლანჩი" წარმომადგენლობით ხარჯებათ აღიქმება და მის ხარჯვაზე საგადასახადოს ლიმიტი აქვს დაწესებული წლიური ბრუნვის 1%, ასე ნამდვილად?


და ბოლო პასუხზე, კი სამწუხაროდ როგორც აღნიშნავენ გარკვეულ სტანდარტებში არ არის ბასს-ის და საგადასახადო კოდექსის თანხვედრა. ამ შპს-ს მცირე ზომის და სხვა ყველაფერის გათვალისწინებით უპირატესობას ვანიჭებ საკადასახადო კოდექსთთან სრულ შესაბამისობას. მინდა რომ საგადასახადო კუთხით ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, რომ მე ჩემი საქმე მშვიდად ვაკეთო.

This post has been edited by Nobel on 25 Dec 2012, 19:25
AGN
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 131
წევრი No.: 156734
რეგისტრ.: 5-December 12

გამოგზავნილია: 26 Dec 2012, 10:12  #34486761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
იქნებ დამეხმაროთ ამ საკითხთან დაკავშირებით:
შეუძლია შპს-ს მომსახურების ბოლოს ერთიანად გამომიწეროს ა/ფაქტურა? ანუ ეხლა წარდგენენს ფორმა 2-ებს - სამუშაოს შესრულების აქტებს.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (147) « პირველი ... 57 58 [59] 60 61 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0733 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]