forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (102) « პირველი ... 39 40 [41] 42 43 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ყველაფერი ბუღალტერიის შესახებ, ნაწილი XIII
Shagrent
Fou


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6482
წევრი No.: 78296
რეგისტრ.: 12-December 08

გამოგზავნილია: 2 Apr 2013, 08:50  #35848168      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩამოვრჩი ეტყობა ცხოვრებას, ი/მ შემთხვევაში ქონების დეკლარაციის ამბავში რამე შეიცვალა?


--------------------
,,le peau de shagrent"
Rafael: rien de souvenir ne cout de mourir!
© Balzak
georgy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5858
წევრი No.: 1516
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 2 Apr 2013, 11:27  #35849107      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ვინმემ ამიხსენით ბუღალტრულად რა დატვირთვა აქვს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას მომსახურებაზე, რომელზეც უკვე არსებობს ხელშეკრულება, ინვოისი, საბანკო გადარიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა.

არის თუ არა სადმე (კანონში) გაწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საჭიროება, აქვს თუ არა საგადასახადოს სადავო გახადოს გაწეული მომსახურება და ანგარიშსწორება მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე როდესაც უკვე არსებობს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები.

P.S. ის, რომ მიღება-ჩაბარების აქტი კომპანიებს შორის სადავო საკითხების მტკიცებულებად შეიძლება იქნას გამოყენებული, ეს მესმის.


--------------------
ლაივლაინ ჩეთი
გაცნობისა და გართობის უფასო სატელეფონო სერვისი
(032) 2-474-000

-------------------------
ცუგები ცვივა და ცუგებიი მღეერიააან
გამოდით, გამოდით, ცუგები გელიააან
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5954
წევრი No.: 126786
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 2 Apr 2013, 11:32  #35849163      · პროფილი · პირადი მიმოწერა
georgy

"იყოს, რას აშავებს"


"თუ იქნება, ძალიან კარგია"



თუ ა/ფ არსებობს, მაშინ მიღება-ჩაბარება არ არის აუცილებელი. თუ ა/ფ-ის გამომწერი არ არის ორგანიზაცია, მაშინ ოპერაციის დახურვისთვის მიღება-ჩაბარება აუცილებელია.


--------------------
კაცს დააწვენენ საგიჟეთში, რომელიც პერიოდულად იძახის: "გაგაწარმოვებ, გაგაწარმოვებო..."

მეორე გიჟი ეუბნება: "მე ვერ გამაწარმოვებ, e ხარისხად x ვარო".

ანეგდოტი მათემატიკოსებისათვის :))
Maribeli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 268
წევრი No.: 152908
რეგისტრ.: 13-August 12

გამოგზავნილია: 2 Apr 2013, 11:39  #35849228      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (georgy @ 2 Apr 2013, 11:27 )
ვინმემ ამიხსენით ბუღალტრულად რა დატვირთვა აქვს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას მომსახურებაზე, რომელზეც უკვე არსებობს ხელშეკრულება, ინვოისი, საბანკო გადარიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა.

არის თუ არა სადმე (კანონში) გაწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საჭიროება, აქვს თუ არა საგადასახადოს სადავო გახადოს გაწეული მომსახურება და ანგარიშსწორება მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე როდესაც უკვე არსებობს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები.

P.S. ის, რომ მიღება-ჩაბარების აქტი კომპანიებს შორის სადავო საკითხების მტკიცებულებად შეიძლება იქნას გამოყენებული, ეს მესმის.

ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტები ცალ ცალკე სხვადასხვა დანიშნულებისა,,
1. ხელშეკრულება -შეთანხმებაა , რაც სულაც არ ნიშნავს რომ ის რაზეც შეთანხმდნენ კომპანია შესრულდა
2.ინვოისი- გადასახდელი თანხის მოთხოვნაა, და არც ეს არ ადასტურებს რომ მომსახურება გაწეულია
3.საბანკო გადარიცხვა- ასევე მხოლოდ თანხის გადარიცხვას ადასტურებს და არა სამუშაოს შესრულებას, მით უმეტეს უმეტესი ორგანიზაციები ავანსაც ითხოვენ თანხების გადარიცხვებს.
4. აი ა/ფაქტურა კი წარმოადგენს იმის დასტურს რომ გარკვეული სამუშაო შესრულდა, ხოლო ა./ფაქტურის გამოწერას ჭირდება თავისი საფუძველი და სწორედ ამიტომ ფორმდება მ/ჩაბარების აქტი.
ზოგიერთ კომპანიამ შეიძლება არც მოითხოვოს მ/ჩაბარების აქტი მომსახურებაზე, მაგრამ გააჩნია მომსახურებასაც, მაგალითად იჯარაზე, ქირავნობებზე ზოგადად არავინ ითხოვსხოლმე მ.ჩაბარების აქტს, მაგრამ აი მშენებლობაზე ან რემონტებზე აუცილებლად ფორმდება მ/ჩაბარების აქტი ე.წ ფორმა #2

და ბოლოს და ბოლოს , თუ მე მომსახურების შემკვეთი მხარე ვარ, არც მე არ დავადასტურებ ა.ფაქტურას ისე თუ არ მექნა შესრულებული სამუშაოს აქტი (ფორმა #2 ) ვინაიდან არამარტო ა/ფაქტურის საფუძველია ასევე ამ ფორმა #2 ში არის ჩემი კუთვნილი მასალებიც რომელიც შემსრულებელმა ფირმამ გახარჯა და მათ ჩამოწერის საფუძველიც არის ეს აქტი.

This post has been edited by Maribeli on 2 Apr 2013, 11:42
georgy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5858
წევრი No.: 1516
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 2 Apr 2013, 11:40  #35849238      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Mr-Banks
QUOTE
"იყოს, რას აშავებს"
"თუ იქნება, ძალიან კარგია"

ჰო მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ ბუღალტრების უმეტესობამ ხომ იცი როგორ იცის, დააბრეხვებენ ისეთ რაღაცას, რასაც არავითარი კანონი არ ამყარებს და გიმტკიცებენ, რომ "აუცილებელია", "ამის გარეშე არ შეიძლება", "ყველა ასე აკეთებს" biggrin.gif





* * *
Maribeli
ნუ ასე მიღება-ჩაბარების აქტის სისწორესაც სჭირდება დასკვნა და ექპერტიზის ჩატარება, რომ ესა და ეს მომსახურება ნამდვილად შესრულდა და სწორია.

კანონით არის გაწერილი რა შემთხვევაში რა დოკუმენტაცია არის საჭირო?

This post has been edited by georgy on 2 Apr 2013, 11:46
Maribeli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 268
წევრი No.: 152908
რეგისტრ.: 13-August 12

გამოგზავნილია: 2 Apr 2013, 11:50  #35849337      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (georgy @ 2 Apr 2013, 11:40 )
Mr-Banks
QUOTE
"იყოს, რას აშავებს"
"თუ იქნება, ძალიან კარგია"

ჰო მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ ბუღალტრების უმეტესობამ ხომ იცი როგორ იცის, დააბრეხვებენ ისეთ რაღაცას, რასაც არავითარი კანონი არ ამყარებს და გიმტკიცებენ, რომ "აუცილებელია", "ამის გარეშე არ შეიძლება", "ყველა ასე აკეთებს" biggrin.gif

კანონებით რომ საუბრობთ, აბა ის მითხარით მაშინ ა.ფაქტურა რომ გამოწერე მაგის გამოწერას რომელიმე კანონი გავალდებულებდა???

გამოწერე იმიტომ რომ შემკვეთმა მხარემ მოგთხოვა,თორე დაგებეგრა მარტო დღგ-თი და მორჩებოდა ვინ გექაჩებოდა რო წერდი დღგ0-ს ? რომელ კანონში ამოიკითხე რომ აუცილებლად ა.ფაქტუაც უნდა დაწერო ??? მაგრამ დაწერე ა.ფაქტურა იმიტომ რომ შემკვეთმა მოგთხოვა
ხოდა ანალოგიურად თუ მოგთხოვს ფორმა #2 ისიც უნდა დაუწერო და ის კი არა ფორმა #3 იც რომ მოგთხოვონ ისიც უნდა დაუწერო , იმიტომ რომ შემკვეთს რა ფორმითაც და რომელი დოკუმენტითაც სურს იმ ფორმით ჩაიბარებს შესრულებულ სამუშაოს, უნდა მარტო ა.ფაქტურით ჩაიბარებს და უნდა მარტო მ.ჩაბარების აქტით.
georgy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5858
წევრი No.: 1516
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 2 Apr 2013, 11:59  #35849421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Maribeli
QUOTE
კანონებით რომ საუბრობთ, აბა ის მითხარით მაშინ ა.ფაქტურა რომ გამოწერე მაგის გამოწერას რომელიმე კანონი გავალდებულებდა???


საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №84 (2005 წლის 14 თებერვალი), მუხლი 3:

3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია საქონლის (მომსახურების) მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს მიმღებს მიუხედავად იმისა, ეს უკანასკნელი არის თუ არა გადასახადის გადამხდელი.
Maribeli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 268
წევრი No.: 152908
რეგისტრ.: 13-August 12

გამოგზავნილია: 2 Apr 2013, 12:02  #35849456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (georgy @ 2 Apr 2013, 11:59 )
Maribeli
QUOTE
კანონებით რომ საუბრობთ, აბა ის მითხარით მაშინ ა.ფაქტურა რომ გამოწერე მაგის გამოწერას რომელიმე კანონი გავალდებულებდა???


საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №84 (2005 წლის 14 თებერვალი), მუხლი 3:

3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია საქონლის (მომსახურების) მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს მიმღებს მიუხედავად იმისა, ეს უკანასკნელი არის თუ არა გადასახადის გადამხდელი.

ხოდა გამარჯობა შენი, მოთხოვნის შემთხვევაშიო... მეც ეგ არ დაგიწერე აბა რა დავწერე სხვა ? მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გამოწეროთქო...
ხოდა თუ ფორმა #2 მოგთხოვა და ამის გარეშე არ ჩაიბარა მომსახურება, რის საფუძველზე წერ ა/ფაქტურას?
georgy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5858
წევრი No.: 1516
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 2 Apr 2013, 12:13  #35849600      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Maribeli
ფორმა #2 რის საფუძველზე ითხოვს?

აი კოდექსში კიდევ რა წერია:

3. ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში:
ა) მისი გამომწერი თავისუფლდება როგორც სასაქონლო ზედნადების, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერის ვალდებულებისაგან;
ბ) მისი მიმღები უფლებამოსილია გამოიყენოს იგი როგორც ტრანსპორტირების, ისე ჩათვლის დოკუმენტის სახით.


სად წერია, რომ ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის საფუძველი ფორმა #2 უნდა იყოს?

მომსახურების არ ჩაბარება რას ნიშნავს, თუ გავაფორმეთ ხელშეკრულება, გავწიე მომსახურება, გავუგზავნე ინვოისი და გამოვუწერე ფაქტურა. მაგალითად, გავუკეთე რეკლამა, ეს უნდა მანდამაინც მიღება-ჩაბარების აქტით უნდა დამეთანხმოს რომ მე ნამდვილად გავუკეთე რეკლამა თუ რა? smile.gif

This post has been edited by georgy on 2 Apr 2013, 12:15
temo_O
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 358
წევრი No.: 41904
რეგისტრ.: 15-September 07

გამოგზავნილია: 2 Apr 2013, 12:14  #35849617      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობა.

2 წელია დაახლოებით რაც ბალანსზე მიზის მისაღები თანხა 1000 ლარის ექვივალენტი. (მისაღებია სომხეთიდან).
პირს არ შეუძლია გადახდა. როგორ შეიძლება ამ თანხის აღიარება უიმედო ვალად და ჩამოწერა?
რამდენად აუცილებელია ხოლმე თუნდაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კომპანიების ვალდებულების ჩამოსაწერად 1 წლის გასვლის შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილება.


მადლობ.

This post has been edited by temo_O on 2 Apr 2013, 12:14


--------------------
Lack of money is the root of all evil. ~George Bernard Shaw
Fluorescent Adolescent
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 593
წევრი No.: 136974
რეგისტრ.: 14-October 11

გამოგზავნილია: 2 Apr 2013, 22:03  #35857344      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ურიელა ქალი
ურიელა შეშა
ურიელა ბიჭო
რამ გაგაშეშა
ურიელა ქალი
ურიელა შეშა
ურიელა ბიჭო
რა ჯანდაბამ გაგაშეშა
ჰეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე


ეს როგორ გავატარო? drug.gif


--------------------
http://www.youtube.com/watch?v=wKfq2KQuzfo
Nobel
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 644
წევრი No.: 50643
რეგისტრ.: 4-January 08

გამოგზავნილია: 2 Apr 2013, 23:32  #35858910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Fluorescent Adolescent
დებეტი ქეიფი
კრედიტი პახმელია
smile.gif


--------------------
შემოგვიერთდი Android-ის კლუბში Facebook-ზე --- http://www.facebook.com/groups/androidgeorgia

Samushao.Com - www.Samushao.Com - დასაქმების ფორუმი - ყველაფერი დასაქმების შესახებ !
TT-KK
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2211
წევრი No.: 94164
რეგისტრ.: 21-June 09

გამოგზავნილია: 2 Apr 2013, 23:54  #35859416      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Fluorescent Adolescent
Nobel


biggrin.gif biggrin.gif
თქვენ გაიხარეთ,ბავშვებო, რამდენი ხანია არ გამიცინია
KEROP
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 528
წევრი No.: 106569
რეგისტრ.: 4-December 09

გამოგზავნილია: 3 Apr 2013, 00:12  #35859762      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობათ

მე მაინტერესებს საბუთი მჭირდება სამუშაო სტაჟის სად უნდა ჩაიწეროს ეს სტაჟი , ისევ შრომის წიგნაგში (თუ ხო სად შეილება რო ვიყიდო) თუ რამე სხვა ფორმაა მაგისთვის ????????????
Magdala
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5409
წევრი No.: 140455
რეგისტრ.: 16-December 11

გამოგზავნილია: 3 Apr 2013, 00:29  #35860054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
KEROP
ცნობა რომ მოგცენ სამსახურიდან არა?
შრომის წიგნაკი აქვს ვინმეს კიდევ>? eek.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (102) « პირველი ... 39 40 [41] 42 43 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0659 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]