forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (10) « პირველი ... 7 8 [9] 10   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კამელინი, თუ იცით რამე?
toki
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 95
წევრი No.: 98108
რეგისტრ.: 19-August 09

გამოგზავნილია: 13 May 2010, 18:59  #19584557      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · msn
Natuka NGN
კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეზე როგორ იმოქმედებს ნეტა? ექიმები ნიშნავენ ამ პრეპარატს?


--------------------
----------------------------------------------------------
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20619
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 13 May 2010, 21:30  #19587383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
toki
არა ექიები არ ნიშნავენ. ვინ უშვებს წამალს, ისინი ნიშნავენ, აქვთ საიტი. მაგრამ კუჭქვეშა ჯირკვლაზე აბა რა გითხრა. ეს ერთ-ერთი მძიმე სიმსივნეთაგანია რომლის ავთვისებიანი ფორმა ძლაინ იშვიათად ექვემდებარება რაიმე მკურნალობას. თუ სიმსივნე მეტასტაზირებულია კანელინს საერთოდ არ გირჩევ. კუჭქვეშაჭირკვლის სიმსივნისათვის არის როშეს ერთი პრეპარატი, სახელს ვერანაირად ვერ ვიხსენებ, სავსეა მისი სარეკლამო პლაკატებით ონკლოგიურიც და "მედულაც". იმუნომოდულატორია და 30 აბი 5000 ათასი ლარი ღირს. ეს პრეპარატი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, მაგრა, წარმოუდგენლად ძვირია. ეს ახალი მეთოდია სიმსივნის მკურნალობაში, როშეს წამალზე გეუბნები. მართლა ვერ მივცემ თავს უფლებას რაიმე ან კატეგორიულად აგიკრძალო ან გირჩიო.
* * *
გამახსენდა წამლის სახელი - ტარცევა. ჩვენთან შარშან 5 ათასი ღირდა.
http://www.rlsnet.ru/tn_index_id_35091.htm ეს წამალია და ფასი რუსეთში აი ესენია: http://www.vse-apteki.ru/lekarstva/tartseva.htm


--------------------
http://natalimade.wordpress.com/
http://psiqea.wordpress.com
https://www.facebook.com/TrendyHandmadeBeadsByNatalie
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20619
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 14 May 2010, 18:23  #19602333      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამახსენდა წამლის სახელი - ტარცევა. ჩვენთან შარშან 5 ათასი ღირდა.
http://www.rlsnet.ru/tn_index_id_35091.htm ეს წამალია და ფასი რუსეთში აი ესენია: http://www.vse-apteki.ru/lekarstva/tartseva.htm

მიმაგრებული სურათი
5_tetri_da_duta.JPG
LIKA-KHATIA
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29024
წევრი No.: 49830
რეგისტრ.: 22-December 07

გამოგზავნილია: 2 Jun 2010, 13:32  #19942607      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
და ალერგიაზე გამოდგება ეს კამელინი , როგორც იმუნომუდულატორი?!


--------------------
Big Kitten is watching You !

ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5185
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 20 Aug 2010, 15:23  #21202530      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE (INA-INA @ 19 Jan 2010, 14:09 )
გამარჯობათ.
იქნებ მითხრათ სად იყიდება კამელინი თბილისში?
მადლობა.

მეც ეს საკითხი მაინტერესებს, სად ხდება ამ პრეპარატის შეძენა?


--------------------
მანახე შენი პოსტები და გეტყვი ვინა ხარ შენ
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20619
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 20 Aug 2010, 16:10  #21203226      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ZAZAi
დაძებნეთ mis.ge-ზე, არის მითითებული აფთიაქები, თემის წინა გვერდებზე მითითებულია მათი საიტი და ისინიც ყიდიან როგორც ვიცი.
aseaisea
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1454
წევრი No.: 100055
რეგისტრ.: 16-September 09

გამოგზავნილია: 20 Aug 2010, 17:05  #21204053      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეგ კამელინი ეპშტეინზეც კარგი იქნება არა? თუმცა 5000 ლარს ვე მივცემ ჩემი ყელის გამო. არადა დამტანჯა უკვე ამ ყელმა.
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20619
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 20 Aug 2010, 17:15  #21204181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
aseaisea
არაა, აკმელინი კი არ ღირს მაგდენი... ტარცევა ღირს, კამელინის ახლანდელი აფსი არ ვიცი, მაგრამ მე თავს შევიკავებდი. ცოტა არ იყსო მეშინია თაფლის პროდუქტების.
Angel1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 507
წევრი No.: 49875
რეგისტრ.: 23-December 07

გამოგზავნილია: 20 Aug 2010, 17:20  #21204266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რატომ გეშინია ?.. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. ..
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20619
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 20 Aug 2010, 17:27  #21204380      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Angel1
არ არის ბოლომდე კლინიკურად შესწავლილი, მხოლოდ ამაზე არ ვამბობ. იგივე ფუტკრის რძე. ძლაიან უცნაური პროდუქტია. თუ ფუტარი ამს არ მიიღებს, შთამომავლობას ვერ იძლევა. და ა.შ. მე მაგალითად მიყვარს თაფლი, მაგრამ დეიდაშვილს ისეთ ალერგიულ შოკში აგდებს რომ... ახლა დრო არ მაქვს, მერე შეიძLება დავწერო მეტი.
geremika
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2270
წევრი No.: 86813
რეგისტრ.: 17-March 09

გამოგზავნილია: 22 Aug 2010, 11:09  #21225476      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კამელინი M-2 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი-ანტიოქსიდანტი, იმუნომოდულატორი
აძლიერებს ჰუმორალურ და უჯრედოვან იმუნიტეტს, ხდება ციტიკონების - iL-1, iL-6, iL-12 -ის გამონთავისუფლება.

ჩვენება -ვირუსული ინფექციები
ბაქტერიული ინფექციები
სოკოვანი ინფექციები
სიმსივნური დაავადებები
პოლინეიროპატია
სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები
პოსტოპერაციული პერიოდი
კურსის ხანგრძლივობა 20 დღე, თითო კაპსულა სამჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე, კურსის ღირებულება 130 ლარი
ამპულირებული კამელინი თითო ამპულა ორჯერ დღეში კუნთებში ღრმად, შეიყვანეთ მაქსიმალურად ნელა (წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მტკივნეულია) ესეც 20 დღე, ფასი 120 ლარი.. აფთიაქი ,,36,6'' კალხოზნიზე, პეესპეში და ავერსში გაცილებით ძვირია

ეხლა რაც შეეხება ეფექტს, მე ჩავიტარე 20 დღიანი კურსი, შედეგად ღვიძლის ზომა შემცირდა 165 მმ -დან 156-მდე. საშუალომარცვლოვანება ალაგდა. . . ღვიძლის ფუნქციები აბსოლუტური ნორმაა. . .

დანარჩენს ვნახავ და დრო გვაჩვენებს. . .კიდევ უნდა ჩავიტარო 2 კურსი
almanaxi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 175
წევრი No.: 114260
რეგისტრ.: 20-April 10

გამოგზავნილია: 30 Aug 2010, 21:06  #21351992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საინტერესოა. პროფილაქტიკისთვის თუ გამოიყენება ნეტა?
abelo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17351
წევრი No.: 63570
რეგისტრ.: 5-June 08

გამოგზავნილია: 14 Dec 2010, 15:11  #22963882      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ახლა ვნახე ეს თემა.


QUOTE
არა ექიები არ ნიშნავენ. ვინ უშვებს წამალს, ისინი ნიშნავენ, აქვთ საიტი.

წამალს ნიშნავენ ექიმები, შესაბამისად ეს წამალი იყიდე ჯი-პი-სის, პე-ეს-პეს და ავერსისი ნებისმიერ აფთიქაში.
QUOTE
ცოტა არ იყსო მეშინია თაფლის პროდუქტების.

კამელინი თაფლის ერთ-ერი ფრაქციისგან მზადდება და ის არ შეიაცვს თაფლის არცერთ ალერგენს.
პრე და კლინიკური კვალევებით ეს უჯერ კიდევ 70-იან წლებში დამტკიცდა და გადამოწმების მიზნით იგივე კვლევა ჩატარდა 2004 წელს (თუ წელი არ მეშლება smile.gif )

ცოტა მარტივად რომ ავხსნა - კიბოს შემთხვევაში ეს პრეპარატი (M1, M2) გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება:
პრე და პოსტ ოპერაციის დროს როგორც საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებელი.
ქიმიო და სხივური მკურნალობის დროს როგორც ინტოქსიკაციის მოსახსნელი საშუალება, ასევე ალოპეციის თავიდან ასაშორებლად.

პრეპარატის ფართო გამოყენების არის და მისის დანერგვა და კვლევა დღემდე მიმდინარეობს.
ბოლო კვლევების შეჯამება და განხილვა მოხდა კონფერენციაზე, რომელიც კვირას ჩატარდა "მეტეხი პალასში".
კონფერენციაზე მომხსენებლად ის მედიკოსები იყვნენ მოწვეულნი, რომლებიც პრეპარატ "კამელინის" სამეცნიერო-კლინიკურ კვლევებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
კვლევა სხვა და სხვა მმართულებით ტარდებოდა.
შესაბამისად კონფერენციას მრავალმხრივი მიმართულება ჰქონდა:
1. კლინიკურის კვლევის შედეგები დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიების დროს.
2. "კამელინი" იმუნური სისტემის სრული რეაბილიტაციის საქმეში დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიების დროს.
3.კლინიკური კვლევების შედეგები ოსტეოართრიტების და ოსტეოქონდროზების დროს.
4. "კამელინი" უროლოგიური დაავადებების : ბაქტერიული პროსტატის, ქრონიკული ურეტრიტების, ადენომის დროს.
5. კამელინი M4 " სანთლები რექტალურ ვაგინალური თვალსაზრისით.
6. "კამელინი" ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში.

Natuka NGN რომ მცოდნოდა, რომ პრაქტიკოსი ექიმი იყავი, აუცილებლად მოგიწვევდი კონფერენციაზე smile.gif
შემდეგ კონფერენციაზე აუცილებლად მოგიწვევ.
და თუ კიდევ ვინმეს ექნება ინტერესი და შეკითხვები, მასაც.




--------------------


მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი
Ge2Ge
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 714
წევრი No.: 115808
რეგისტრ.: 19-May 10

გამოგზავნილია: 18 Feb 2011, 22:39  #24071398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
abelo
როგორ ჩაიარა აღნიშნულმა კონფერენციამ და სად შეიძლება მოვიძიოთ უახლესი მასალები ''კამელინის'' შესახებ?


აქვე, ამ სტატიას გადავაწყდი ახლა და თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე ფორუმელებო?

სენსაციური მიგნება სიმსივნის დასამარცხებლად

კიბო 21-ე საუკუნეშიც განუკურნებელ სენად ითვლება. მას ადამიანები ახალ-ახალი საშუალებებით და გამოგონებებით დღესაც ებრძვიან. მედიკოსები კაცობრიობის დაუძინებელი მტრის წარმომქნელად მაინც სტრესს ასახელებენ, რადგან სტრესის ჰორმონებს შეუძლია დააზიანოს ადამიანის უჯრედის გენეტიკური აპარატი ისე, რომ წარმოიქმნას სიმსივნური უჯრედი. ასე რომ, ეცადეთ, როგორღაც აიცილოთ სტრესი, თუკი ამის საშუალება არსებობს!

ალექსანდრე თავართქილაძე პროფესიით ექიმი, ონკოლოგი, მეცნიერების დოქტორია. დოქტორანტურის ეტაპები გავლილი აქვს საფრანგეთში - პასტერის უნივერსიტეტში, კიურების უნივერსიტეტში, ტრენინგები - ჟენევის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტში გაიარა. გამოცდილება აქვს მოლეკულურ ბიოლოგიაში, მოლეკულურ და ექსპერიმენტულ ონკოლოგიაში, უმუშავია თურქეთში ულუდაგის უნივერსიტეტში, სადაც ცნობილი ონკოდიაგნოსტიკური ცენტრია.

"ჩემი მიზანია, საქართველოში დავნერგო ონკოლოგიური პაციენტების რაფინირებული მკურნალობის მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულ პაციენტს დაენიშნოს კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც მას კონკრეტულ მომენტში სჭირდება და არა მასებზე გათვლილი მკურნალობის მეთოდი, როდესაც იქამდე მკურნალობენ, სანამ სამკურნალო პრეპარატების ჩამონათვალი არ გამოილევა."

ალესანდრე თავართქილაძეს და დინარა კასრაძეს ონკოლოგიაში ახალი და საკმაოდ სენსაციური მიგნება აქვთ: სიმსივნის ხელოვნურად დაჩქარებული გაზრდით - კიბოს მკურნალობენ. რაც უფრო ჩქარა გაიყოფა და გამრავლდება სიმსივნე, მით მკვეთრად შემოკლდება მისი სასიცოცხლო დრო. სიმსივნურ უჯრედს, ისევე როგორც ჯანმრთელ უჯრედს, ერთი თვისება აქვს, იგი რამდენიმე საათში ერთხელ იყოფა და მისგან ორი სიმსივნური უჯრედი მიიღება. ისინი გარკვეულ დროში იზრდებიან, რომელთაგან უკვე ოთხი უჯრედი მიიღება. და ასე მრავლდებიან. სიმსივნურ უჯრედს საწყის ეტაპზე აქვს თვისება – ყოველ ახალ წარმოქმნილ უჯრედს აქვს ფუნქცია, რომ ერთით ნაკლები უჯრედით გამრავლდეს. ანუ საბოლოოდ მიიღება ნულოვანი უჯრედი, რომელიც ავტომატურად ნადგურდება. ჩვენი მიზანია, დავაჩქაროთ სიმსივნის გაყოფის დრო - თუ სიმსივნემ უნდა იცოცხლოს ხუთი წელი და მერე მოკვდეს, ჩვენ მას ვაცოცხლებთ ორ ნახევარი წელი, თუმცა სიმსივნე დაჩქარებულად მოასწრებს ყველა ეტაპის გავლას. ის ტოკსინებსაც გამოიმუშავებს და პაციენტი მკურნალობის პერიოდში ბევრად უფრო მძიმედ იქნება. ამიტომ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სისხლის გაფილტვრა. ექსპერიმენტი ცხოველებზე გაკეთდება.

"ჩვენ ამ მეთოდით უკვე დავაინტერესეთ მსოფლიოს წამყვანი ონკოცენტრები, რომლებმაც გამოყვეს სერიოზული თანხები, რომ ჩვენ ცენტრი დაგვეარსებინა."


ორი წელია, რაც ალექსანდრე თავართქილაძემ ტოკიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიოსენსიტიური ტესტირების დეპარტამენტთან და კანადის მონრეალის უნივერსიტეტთან ერთად ტოკსიური ტესტირების ალგორითმი შექმნა: პაციენტის სისხლიდან გამოყოფს სიმსივნურ უჯრედებს და მერე მასზე სხვადასხვა ანტისიმსივნური პრეპარატით მოქმედებს. კვლევა 12-14 დღე გრძელდება. შედეგად მიიღება პასუხი, თუ რომელი პრეპარატი იმოქმედებს ყველაზე უკეთესად ამ პაციენტზე. ალექსანდრე და დინარა პაციენტისგან აღებულ სიმსივნურ უჯრედებზე გამოცდიან მსოფლიოში რეგისტრირებულ 147 მედიკამენტს. რომელ პრეპარატზეც ყველაზე დადებითი რეაქცია ექნება, პაციენტი იმ საშუალებით ჩაიტარებს მკურნალობას.

"ციტოტოქსიური ანუ ქიმიოსენსიტიურ ტესტირებაზე გვყავს უცხოელი პარტნიორები, მაგრამ ვაპირებთ, საქართველოში დამოუკიდებლად ვიმუშაოთ.

სამედიცინო უნივერსიტეტის მორფოლოგიური დეპარტამენტის პროფესორ დინარა კასრაძესთან ერთად ამ დიაგნოსტიკური ცენტრს ივნისის შუა რიცხვებიდან ვხსნით. იაპონიიდან და ჰოლანდიიდან რამდენიმე დონორმა ორგანიზაციამ გამოგვიყო სრული აპარატურა. ჩვენი დიაგნოსტიკური ცენტრი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბაზაზე, საუნივერსიტეტო კლინიკის სახით გაიხსნება. ეს იქნება ჰოლანდიური ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ცენტრი. ეს არ იქნება ქართული, თუმცა დაკომპლექტებული იქნება ქართველი სპეციალისტებით. ჩვენ ქართველ სტუდენტებს ვასწავლით და დავასაქმებთ, შემდეგ კი მათ სტაჟირებაზე გავუშვებთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში."

"ნოვოგენი"

"ნოვოგენი" სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც ოფიციალურადაა რეგისტრირებული საქართველოში და ყოფილ დსთ-ს ქვეყანებში. მისი რეგისტრაციით ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიც დაინტერესდა.

ამ პრეპარატის შექმნაში ალექსანდრესთან ერთად მონაწილეობდა დეა ყოლბაია (ექიმი). მაშინ ისინი სტუდენტები იყვნენ. თითქმის უკვე ათი წელია, რაც პრეპარატი არსებობს. მისი აქტიური კომპონენტია მელატონინი - ეს არის ტვინში წარმოქმნილი ნივთიერება, რომელსაც ძლიერი პროტექციული მოქმედება აქვს. იმ ადამიანებს, ვისაც ორგანიზმში მელატონინის რაოდენობა მაღალი აქვს, არასდროს არ უვითარდებათ სიმსივნე. ამიტომ, შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანს კიბო არასდროს არ უჩნდება. არც ათეროსკლეროზი და წნევები აწუხებს. "ნოვოგენი" მკვეთრად ამცირებს სიმსივნის ზრდის პროცესს, ასუსტებს და თრგუნავს სიმსივნურ უჯრედებს, მათ გამრავლებას უშლის ხელს. დასუსტებულ სიმსივნურ უჯრედებზე უკვე ადვილად ზემოქმედებს ორგანიზმის იმუნური სისტემა. ასევე იცავს სისხლწარმომქმნელ აპარატს. გააჩნია ღვიძლის დამცავი და ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედება.


60 წლის წამალი - კამელინი

ქართველი მხატვრების ოჯახი საბჭოთა პერიოდში, გარდაქმნის დროს, ატლანტაში აღმოჩნდა. ეს იყო საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა. ხელოვნებით დაინტერესებულმა ერთმა ამერიკელმა, ავთანდილ მახარობლიძე, მისი მეუღლე ქეთევან მაღლაკელიძე და მათი ქალიშვილი ლელა, გალერეაში გამოფენის მოსაწყობად მიიწვია. პირველ წარმატებულ გამოფენას მეორეც მალე მოჰყვა. მხატვრების ოჯახი ნახატებს ამერიკაში გზავნიდა, იქ კი, გალერეები გამოფენებს აწყობდნენ. პარალელურად ევროპის სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებშიც იღებდნენ მონაწილეობას. 2000 წლიდან მახარობლიძეებს ამერიკელი არტ-მენეჯერი ჰყავდათ, რომელმაც საგამომცემლო კომპანია - "ქოლექტერ ედიშენთან" დააკავშირა. კომპანია ტილოს ორიგინალის ასლს - ჟიგლეს, შეზღუდული რაოდენობით ბეჭდავდა. ჟიგლე ტილოზე იბეჭდებოდა და იგი ორიგინალისგან არაფრით განსხვავდებოდა. "ამ გამომცემლობამ ჩვენი საშუალებით შვიდას გალერეასთან დაამყარა ურთიერთობა. მთელს ამერიკაში წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ტილოების ასლები. დღესაც, ამერიკის ნებისმიერ გალერეაში რომ შეხვიდეთ და იკითხოთ, ნებისმიერი გეტყვით ჩვენს სახელს." - იხსენებს ავთანდილ მახარობლიძე.

საქართველოში ამ მხატვრებზე არაფერი იციან. ავთანდილი იმპრესიონისტულ მანერაში ბოჰემურ რეტრო სტილის ქალებს, კაფეებს ხატავს. ქეთევანი ადამიანის, ბუნების მშვენიერებას, ლელა კი ძირითადად პეიზაჟებზე მუშაობს. მათი ტილოები ამერიკაში 8-12 ათას დოლარად იყიდება, ხოლო ასლები - 900-დან 1500 დოლარამდე.

"კამელინი"

ქეთევანის მამამ, პროფესიით ექიმმა, ბენედიქტე მაღლაკელიძემ პრეპარატი "კამელინი" გამოიგონა. საბჭოთა კავშირის დროს ამ წამალმა ისეთი წარმატება მოიპოვა, რომ იმდროინდელ პრესაში ხმაურიანი სათაურებით ქვეყნდებოდა პრეპარატზე სტატიები - კიბო დამარცხებულია! წამალს საბჭოთა კავშირის მასშტაბით საავადმყოფოებში იყენებდნენ. ინტერესი დიდი იყო, მაშინ ცდაც ჩაატარეს. ცხოველს ჯერ "კამელინი" შეუყვანეს, მერე კიბოს უჯრედი და სიმსივნე არ განვითარდა. მეორე ვირთაგვას, რომელსაც მხოლოდ კიბოს უჯრედი შეუყვანეს, სიმსივნე განუვითარდა. საქმე წამლის აფთიაქში გამოსვლამდე იყო მისული, რომ უეცრად ბენედიქტე (ქალიშვილის ქორწინების წინა დღით) გარდაიცვალა. მეუღლემ, გუგული აბაშიძემ (პროფესიით ქირურგმა) სახლის პირობებში გააგრძელა წამლის დამზადება და პრეპარატის შექმნის საიდუმლოება შვილს, ნიაზს შეუნახა, რომელიც მაშინ მოსკოვში სწავლობდა. ნიაზმაც აქტიურად მოჰკიდა ხელი "კამელინის" გამოშვების საქმეს, მაგრამ მოულოდნელად ისიც გარდაიცვალა. ერთხელაც, "დროებაში" გასული სიუჟეტის შემდეგ მახარობლიძეების სახლი ხალხით გაივსო და წამალს ითხოვდნენ. ქეთევანი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ატირდა, ავთანდილმა კი ერთი კვირა ითხოვა წამლის დასამზადებლად. "ერთი კვირა არ გვიჭამია და არ გვიძინია, თან სახატავიც გვქონდა, ამერიკაში უნდა წავსულიყავით ნახატებით.

ჯანდაცვის სამინისტრომ არსებული მასალების თავიდან აღდგენა მოითხოვა, პრეპარატი დაჩქარებული წესით უნდა დარეგისტრირებულიყო. კვლევები თავიდან დაიწყო. ორჯერ გადაგვაკეთებინეს საწარმო. მერე პრეზიდენტი შეიცვალა და შესაბამისად - მინისტრიც. მოკლედ, პრეპარატის სამი ფორმა, როგორღაც დროში გაწელილად დავარეგისტრირეთ (მოგვიანებით მეოთხეც მიემატა)" - ამბობს ქეთევანი.

"კამელინს" საინექციო ფორმით, კაფსულების, მალამოსა და სანთლების სახით უშვებენ. ეს ძლიერი იმუნომოდულატორი, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიპლასტომურია. როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, პროფილაქტიკის მიზნით ყველას შეუძლია მისი მიღება. "მამაჩემის სიცოცხლეში ცნობილი აკადემიკოსი, კოწია ერისთავი "კამელინზე" სამეცნიერო მუშაობას ხელმძღვანელობდა და ამბობდა: - უნდა დავნერგოთ ამ პრეპარატის პროფილაქტიკურად მოხმარება, რომ ამ სენით არავინ ავად არ გახდესო. იმ იმ პერიოდში, არ ეზარებოდათ და წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე "კამელინის" ნემსებს იკეთებდნენ და დიდხანსაც იცოცხლეს. ჩვენ კაფსულებს ვსვამთ. გრიპის დროს ანტიბიოტიკთან ერთად სასურველია "კამელინის" მიღება, რომ დისბაქტერიოზი და იმუნიტეტის დაქვეითება ავიცილოთ თავიდან. ხშირად ეშინიათ - კიბოს წამალი როგორ დავლიოო? უნდა დაასწრო. მერე უკვე, კიბოს შემთხვევაში, მეოთხე სტადიაში, განკურნების ერთეული შემთხვევაა. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია. დასაწყის სტადიაში წამალი გაცილებით ეფექტურია. წამალი უკვე სამი წელია აფთიაქში იყიდება. იგი მეტნაკლებად ცნობილია საზოგადოებაში. პრეპარატი თავისთავს თვითონ უკეთებს რეკლამას".

"კამელინი" უახლესი აპარ­ატურითა და ტექნოლოგიით მზა­დდება. პირველად ამიერკავკასიაში, გერმანული საამპულე მანქანა სწორედ ამ პრეპარატს ემსახურება. დახურული ამპულა გერმანიიდან ჩამოდის, ეს აპარატი ამპულას ხსნის, ხსნარს ასხამს და ისევ ხურავს. პრეპარატისთვის ყველაფერი გერმანიიდან და შვეიცარიიდან შემოდის. მთავარი შემადგენელი - ქართული, განსაკუთრებული ხარისხის თაფლია. ფლაკონზე წარწერაც ოქროს პროცენტების შემცველი ნივთიერებით აქვს გაკეთებული.


--------------------
''დაიმარხე შენს გულში, რომ შენი ცოდვები დვირე არს, ხოლო შენი ძმის ცოდვები - ჩხირი'' (წმ. პიგმენი)

,,ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე, მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ."

,,სულმდაბალი ღირსეულს ლანძღვით გაუსწორდება,
როცა ხედავს ღირსებით, რომ ვერ გაუტოლდება."
MAGIC_WOMAN
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1573
წევრი No.: 103981
რეგისტრ.: 3-November 09

გამოგზავნილია: 8 Jun 2011, 10:39  #25877000      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Natuka NGN
QUOTE
ძლაინ ინდივიდუალურია იცი? მამაჩემი უფრო დაამძიმა. არც ტკივილები გაუყუჩა და არც აარფერი. სხვა შემთხვევაში პირიქით იყო. აგერ ჩემი თანამშრომელი ღვიძლისათვსი იკეთებს, იმას მეტასტაზები არა აქვს და ის სიმსივნური უჯრედები მცირდება. ასე რომ, ვერავინ გირცევს. თუმცა აქ დადეს, რომ ემტასტაზირებულზე არაა სასურველი. იცი ყევლაფერი ძალიან ინდივიდუალურია. 


მეც ასე ვფიქრობ რომ კამელინი კი არა ზოგადად ნებისმიერი პრეპარატი ინდივიდუალურად მოქმედებს სხვადასხვა სახის დაავადებაზე.
http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id...id=8&jurn_id=52
ამ სტატიის ამონარიდიდან მაგალითად:
,,ასევე, ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა სიმსივნე ყელზე, მეოთხე სტადია. მან რამდენიმე წლის წინ გაიკეთა ოპერაცია, მაგრამ მეტასტაზები წავიდა მარჯვენა ფილტვზე. როდესაც სურათი გადაუღეს, აღმოჩნდა, რომ ის მთლიანად თეთრი იყო. ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, მისთვის „კამელინი“ გაეკეთებინათ. პირველი ნემსის გაკეთებისთანავე, პაციენტმა იგრძნო შვება, სუნთქვა გაუუმჯობესდა. ორი კურსის ჩატარების შემდეგ კი გადაიღო რენტგენი და აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელი იყო, რამაც ექიმების გაკვირვება გამოიწვია. მკურნალობის ხუთი კურსის ჩატარების შედეგ პაციენტი სრულიად განიკურნა, თავს მშვენივრად გრძნობდა და „კამელინის“ გამოყენებას უკვე სხვებსაც ურჩევდა.''
ამას რომ წაიკითხავ მაინც გიჩნდება ადამიანს იმედის ნაპერწკალი. ჩვენც დავიწყეთ კამელინის კურსი, იმედი მაქვს უკეთესობისკენ შეიცვლება მდგომარეობა .
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) « პირველი ... 7 8 [9] 10  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.2409 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]