forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (70) « პირველი ... 28 29 [30] 31 32 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კონტრაცეფციის მეთოდები და კონტრაცეპტივები.
Suleluka
ஜBaD㋡GirLஜ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16266
წევრი No.: 16508
რეგისტრ.: 23-January 06

გამოგზავნილია: 5 Sep 2008, 21:15  #10756188      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
blblbl
ჩემი დაქალი უკვე 2 წელია რაც ვაგინალური სანთლებით იცავს თავს და რა ვიცი ჯერ არ დაფეხმძიმებულა smile.gif

მარა მე იამც სპირალი Fორევა biggrin.gif


--------------------
УМНАЯ ЖЕНЩИНА ДАРИТ СЧАСТЬЕ,
глупая - ждет его ✿


● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ●
მომენატრა Yahoo-ს გულიანი გადახარხარება :(
● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ● ●
blblbl
bl miyvarxar


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37323
წევრი No.: 58030
რეგისტრ.: 9-April 08

გამოგზავნილია: 5 Sep 2008, 21:21  #10756249      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ჩემი დაქალი უკვე 2 წელია რაც ვაგინალური სანთლებით იცავს თავს და რა ვიცი ჯერ არ დაფეხმძიმებულა

თუ სწორად დაიცავ არ დაორსულდები მარა იმდენი სიზუსტე უნდა რო biggrin.gif ინსტრუქცია წავიკითხე იმ დღEს და მანამ მაგ ყველაფერს გავაკეთებ არაფერი აღარ მენდომება lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


--------------------
bll miyvarxar dzalian dzalian :* ♥
nichivo xo she rava xar :D
ME ♥ BL
dushamberi :*

me namdvili saswauli vnaxe,imedia male am saswauls Cven erTad vnaxavt sayvarelo ♥



.
macaco-fast65
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4162
წევრი No.: 38762
რეგისტრ.: 23-July 07

გამოგზავნილია: 6 Sep 2008, 00:10  #10757781      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
blblbl
მანამ მაგ ყველაფერს გავაკეთებ არაფერი აღარ მენდომება


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
vivien
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 130
წევრი No.: 28808
რეგისტრ.: 23-January 07

გამოგზავნილია: 10 Sep 2008, 19:42  #10810409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
პატენტექს ოვალი ჯობია თუ ფარმატექსის აბები? (და არა სანთლები) ვისაც ორივე გამოცდილი გაქვთ იქნებ დაწეროთ თქვენი მოსაზრება? გთხოვთ smile.gif
ჰერმიონ
Evil Dead


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13738
წევრი No.: 22129
რეგისტრ.: 29-July 06

გამოგზავნილია: 11 Sep 2008, 12:14  #10817759      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ექიმის გარეშე როგორ იღებთ ამ აბებს არ მესმის

აქ კითხვას არ ჯობია, ექიმს კითხოთ?


--------------------
She loved mysteries so much that she became one

გენთალ :უსერ:
blblbl
bl miyvarxar


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37323
წევრი No.: 58030
რეგისტრ.: 9-April 08

გამოგზავნილია: 11 Sep 2008, 14:00  #10819193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ექიმის გარეშე როგორ იღებთ ამ აბებს არ მესმის

დასალევ აბებს არ გულისმობს ვაგინალურია და ამას პირდაპირ იღებენ ეხოლმე.
sexi-bicola
სექსი-ბიცოლები ვჭამოთ?


********
ჯგუფი: Members
წერილები: 31420
წევრი No.: 24050
რეგისტრ.: 5-October 06

გამოგზავნილია: 15 Sep 2008, 15:44  #10866758      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მე 2 წელი ვსვავდი ეკიმის მიერ დნაისჰნულ ლინდინეტეს
მერე ერთიც აღმოჩნდა რო რაგაცცც ცოტა დაუზიანებიასმაგვარი და რეკმენდაცი ამქონდა შეწყვეტის
ხოდა 1 წელია აღარ დამილვიაა

მაგრმა ისეთი მშიშარა ვარ რო კონტრაცეპტივების დროსაც კი პრეზერვატივს ვხმარობდით


--------------------
აქ იყო სიგნეიჩარი რომელიც მოდერებმა შემაცვლევინეს

▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6353
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 23 Sep 2008, 17:03  #10957497      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn


--------------------
It's not so much where you stand in life, but in what direction you are moving
imichael



******
ჯგუფი: Members
წერილები: 6931
წევრი No.: 46845
რეგისტრ.: 14-November 07

გამოგზავნილია: 23 Sep 2008, 22:02  #10960357      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხალხნო პრეზერვატივი ტროჯანი (Trojan) საქართველოში თუ იცით იყიდება ???
sexi-bicola
სექსი-ბიცოლები ვჭამოთ?


********
ჯგუფი: Members
წერილები: 31420
წევრი No.: 24050
რეგისტრ.: 5-October 06

გამოგზავნილია: 23 Sep 2008, 23:12  #10961206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
imichael

პირველად გავიგე ვაბშე ეგეთი სახელი

არადა მე დახე დურქსი რო ვნახე ამერილული ვაბშეე დიდი განსხვავებააა
imichael



******
ჯგუფი: Members
წერილები: 6931
წევრი No.: 46845
რეგისტრ.: 14-November 07

გამოგზავნილია: 23 Sep 2008, 23:28  #10961435      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sexi-bicola
საერთოდ პირველ ადგილზე ტროჯანია ვიდრე დურექსი yes.gif
მაგრამ თბილისში ვერა და ვერ ვნახე რა
Oscar Schindler
      


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1098
წევრი No.: 53228
რეგისტრ.: 12-February 08

გამოგზავნილია: 24 Sep 2008, 18:14  #10970327      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Natia_N_N
კონტრაცეფცია არის არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ხერხები.
დღეისათვის არსებობს კონტრაცეფციის მეთოდების დიდი რაოდენობა, რომელთა შორის ყველა ქალი იპოვნის მისთვის მოსახერხებელს.
წყვილების დიდი რაოდენობა არ იყენებს არცერთ მეთოდს და ეყრდნობა პარადოქსალურ მოსაზრებებს, როგორიცაა „თუ გოგომ არ განიცადა ორგაზმი ორსულობაც არ დადგება“, „პირველ ჯერზე დაორსულება გამორიცხულია“, „თ ძალიან ხშირად დაკავდები სექსით, ჩასახვა არ მოხდება“ და ბევრი სხვა. თუმცა ეს ძალიან სარისკო პრაქტიკაა.

თანამედროვე მედიცინა აღჭურვილია კონტრაცეპტივების საშუალებების და მეთოდების მთელი არსენალით, რომლის შერჩევას ახორციელებს მხოლოდ ექიმი სპეციალური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ასაკის, ქრონიკული დაავადებების, ქალის ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით.
არსებობს კონტრაცეფციის შემდეგი სახეები:
კალენდარული მეთოდიის ემყარება ოვულაციის დროის გამოთვლას, რომელიც ხდება ციკლის 14 (+/– 2) დღეს და ოვულაციის წინა პერიოდში სქესობრივი აქტების შეზღუდვას. კვერცხუჯრედის სიცოცხლისუნარიანობის (48 საათი) და სპერმატოზოიდის სიცოცხლისუნარიანობის (48 საათი) გათვალისწინებით, სქესობრივ აქტს თავი უნდა ააცილოთ ციკლის 10–დან 18 დღემდე.
„საშიში დღეების“ გამოთვლის წესები:
• დააკვირდით მინიმუმ 6 მენსტრუალურ ციკლს, რადგან ყველა ქალის ციკლი რეგულარული არ არის.
• ყველაზე გრძელი თქვენი ციკლის დღეების რაოდენობას გამოაკელით 11 (დაზღვევისთვის შეიძლება 8–11დღის გამოკლება). ამით თქვენ განსაზღვრავთ თქვენი ციკლის უკანასკნელ ფერტილურ (განაყოფიერებისუნარიან) დღეს.
თქვენი ყველაზე მოკლე ციკლის დღეების რაოდენობას გამოაკელით 18 (დაზღვეულობისთვის შეიძლება 19–21დღე) დღე. ასე თქვენ განსაზღვრავთ თქვენი ციკლის პირველ ფერტილურ დღეს.
ფერტილურ დღეებში მოერიდეთ სქესობრივ კავშირებს ან გამოიყენეთ კონტრაცეფციის მეთოდები.
ბარიერული მეთოდი.ბარიერულ კონტრაცეპტივებს მიეკუთვნება პრეზერვატივები, ხუფები და დიაფრაგმები. ისინი ერთნაირი პრინციპით მოქმედებენ – ისინი ქმნიან მექანიკურ წინააღმდეგობას სპერმატოზოიდებისთვის და ისინი ვერ ხვდებიან საშვილოსნოს მილებში, სადაც უნდა მოხდეს განაყოფიერება.
პრეზერვატივები ერთჯერადი კონტრაცეპტივებია. მას იყენებს მამაკაცი, ისინი საკმაოდ ადვილია მოხმარებაში და ადვილია მათი ყიდვა აფთიაქში. ყიდვისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ვადას. პრეზერვატივების ვარგისიანობის ვადაა 5 წელი.
ხუფები და დიაფრაგმები არის მრავალჯერადი გამოყენების კონტრაცეპტივები. მათ იყენებს ქალი და შერჩევისა და სწორი გამოყენებისთვის აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სხვისი ხუფი ან დიაფრაგმა!
ჩვენს დროში ბარიერული მეთოდები, განსაკუთრებით პრეზერვატივები, გამორჩეულად აქტუალურია, რადგან სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებების, მათ შორის შიდსის რისკი ძალიან მაღალია.
თუ თქვენ ერთზე მეტი პარტნიორი გყავთ ან ამყარებთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს, აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი! ასე თქვენ თავს დაიზღვევთ არა მხოლოდ ორსულობისგან არამედ დაავადებისგან.
ბარიერული მეთოდები არ ითვლებიან ძალიან ეფექტურად, მაგრამ თუ მათ გამოიყენებთ სპერმიციდულ საშუალებებთან ერთად, დაორსულების ალბათობა მნიშვნელოვნად შემცირდება. გარდა ამისა, სპერმიციდები კლავენ პათოგენურ მიკროორგანიზმებს და ამცირებენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკს.
ქიმიური მეთოდიეს ერთერთი ყველაზე გავრცელებული და საკმაოდ ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდია. ის დაფუძნებულია ე.წ. სპერმიციდების გამოყენებაზე, რომლებიც სპერმატოზოიდებს არააქტიურებს ხდიან ეაკულაციის (სპერმატოზოიდების შესვლა საშოში) შემდეგ.
სპერმიციდების შემადგენლობაში შედის სურფაქტანტები (ნონოქსინოლი) და აქტიური ფერმენტების ინგიბიტორები. ეს აქტიური ინგრედიენტები ამცირებენ სპერმატოზოიდების მოძრაობისუნარიანობას და ხელს უშლიან მის შეღწევას საშვილოსნოს არეში.
სპერმიციდებს მიეკუთვნებიან სხვადასხვაგვარი კრემები, გელები, აეროზოლური ქაფები, სუპოზიტორიები. სპერმიციდების გამოყენება უკეთესია სხვა ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა პრეზერვატივი. მხოლოდ სპერმიციდებს იყენებს ქალების 3%, რადგან ეს ადვილი და მოსახერხებელია.
აღმოჩნდა, რომ სპერმიციდები არ არის ისეთი ეფექტური, როგორც მოსალოდნელი იყო. სქესობრივი კავშირის ასი შემთხვევიდან განაყოფიერებახდება 30–ში. და თუ დაორსულება მოხდა და ქალი განაგრძობს სპერმიციდების გამოყენებას, მათ შეიძლება არასასურველი გავლენა იქონიონ ჩანასახზე.
მეორეს მხრივ, სპერმიციდები იცავენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. ნონოქსიკოლს, რომელიც შედის სპერმიციდის შემადგენლობაში, აქვს გონოკოკების, ჰერპესის ვირუსის, ტრიქომონადების მოკვლის უნარი.
საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივები ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ორსულობისგან თავის დასაცავად ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საზღვარგარეთ ასეთი კონტრაცეფცია უკვე არ სარგებლობს პოპულარობით. ქალების 70–80% იყენებს ორალურ კონტრაცეპტივებს. შიდასაშვილოსნოს სპირალები შეიცავენ სპილენძს, გესტაგენებს.
მოქმედების მექნიზმები: საშვილოსნოს კონტრაცეპტივები არღვევენ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას, რაც დაკავშირებულია საშვილოსნოს მილების აჩქარებულ პერისტალტიკასთან და ამით განპირობებულ კვერცხუჯრედების არასრულფასოვნებასთან ან ენდომეტრიუმის იმპლანტაციისთვის ხელსაყრელი პირობების არ ყოფნასთან: სპილენძი ახორციელებს ბაქტერიციდულ და სპერმიციდულ მოქმედებას.
სპირალის კონტრაცეპტიული ეფექტის თეორია:
1. აბორტული მოქმედების თეორია. ხდება სპირალით ენდომეტრიუმის ტრავმირება, იმატებს საშვილოსნოს კუნთოვანი სისტემის ტონუსი პროსტაგლანდინების გამოყოფის შედეგად და ემბრიონი აბორტირდება.
2. საშვილოსნოს მილების პერისტალტიკის აჩქარების თეორია. კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოში დროზე ადრე, საშვილოსნოს მილები გაძლიერებულად პერისტალტირდება და რადგან ტროფობლასტი ამ დროისთვის არასრულფასოვანია, კვერცხუჯრედი არ იმპლანტირდება.
3. ასეპტიკური ანთების თეორია. სპირალი, როგორც უცხო სხეული იწვევს პოლიმორფობირთვულ ლეიკუციტარულ ინფილრაციას, რაც იწვევს დიდი რაოდენობით მაკროფაგების გამოყოფას, ლიზოციმის გამოყოფის მომატებას და ჩნდება ციტოტოქსიკური ეფექტი. ამის შედეგად ირღვევა ენდომეტრიუმის ციკლური განვითარება, რაც იწვევს იმპლანტაციის დარღვევას.
4. სპერმატოქსიკური მოქმედების თეორია. მაკროფაგების მიერ სპერმატოზოიდების ფაგოციტოზი და სპილენძის იონების დამატება აძლიერებს სპერმატოქსიკურ ეფექტს. სპირალი შეყვანილი უნდა იქნეს გარკვეულ პირობებში და უკუჩვენებების არ არსებობის შემთხვევაში.


პირობები
მთლიანად გამოკვლეული ქალი. კონტრაცეპტივი შეყავთ მენსტრუაციის 4 – 5 დღეს, შესაძლოა აბორტის ან მშობიარობის შემდეგ შეყვანა. პირველი 10 დღის მანძილზე საჭიროა დაკვირვება. სპირალი იდგმება 2 – 2,5 წლით.

ჰორმონალური შიდასაშვილოსნო საშუალებები
ჰორმონალური სპირალი – ეს არის ჩვეულებრივი სპირალის ანალოგი, რომელიც შეიცავს ჰორმონს ლევონორგესტრელს. ასეთი სპირალების საიმედოობა გაცილებით მაღალია, რადგან „უცხო სხეულის“ ეფექტის გარდა კონტრაცეპტიულ მოქმედებას ახდენს სპირალის შემცველობაში შედის ჰორმონი.
ჰორმონის მცირე დოზა თანაბრად გამოიყოფა სპირალიდან და ცვლის ენდომეტრიუმს, რითაც იცავს არასასურველი ორსულობისგან. ჰორმონის ასეთი მცირე რაოდენობა არ მოქმედებს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაზე! ჰორმონალური სპირალის გამოყენება არ იწვევს წონის მომატებას, გულის რევას და ა.შ.

ჰორმონალური, ისევე როგორც ჩვეულებრივი სპირალი უნდა ჩადგას ექიმ – გინეკოლოგმა. მათი ტარება შეიძლება არა უმეტეს 5 წელი.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ ჰორმონალური სპირალის გამოყენება კონტრაცეფციისათვის, არ დაგავიწყდეთ თქვენი და თქვენი პარტნიორის გამოკვლევა სქესობრივ ინფექციებზე. სპირალი არ დაგიცავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან.
კონტრაცეფციის ქირურგიული მეთოდები ქალის სტერილიზაცია კონტრაცეფციის მუდმივი მეთოდია, რომელიც ხორციელდება ქირურგლიული გზით. ოპერაციის მიზანია – გაუმტარი გახადოს საშვილოსნოს მილები. კონტრაცეპტიული ეფექტი მიიღწევა იმით, რომ სპერმატოზოიდები ვერ ხვდებიან კვერცხუჯრედებს და ვერ ანაყოფიერებენ მას.
თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ეს მეთოდი განსხვავდება ყველა სხვა მეთოდისგან და იწვევს მის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, როგორც ექიმების, ისე თავად ქალების მხრიდან. საქმე იმაშია, რომ ამ მეთოდის გამოყენება სამუდამოდ გამორიცხავს ჩასახვის და ბავშვის გაჩენის შესაძლებლობას და ეს უნარი აღარ აღდგება.
მსოფლიო პრაქტიკაში მომხდარა შემთხვევები, როდესაც ქალი მილების გადაკეტვის შემდეგ დაორსულებულა, მაგრამ ასეთი შემთხვევები იმდენად ცოტაა და მიკროქირურგიული ოპერაცია, რომელიც ტარდება ამ მიზნით იმდენად რთულია, რომ არ უნდა იქონიოთ იმედი, რომ თქვენ მოხვდებით გამონაკლისთა რიცხვში.
სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო პრაქტიკაში ჩნდება სიტუაციები, როდესაც სტერილიზაცია წარმოადგენს შეუცვლელ საშუალებას. როგორც წესი, ეს დაკავშირებულია დაავადებების ან დარღვევების მთელ რიგთან, როდესაც ბავშვის დაბადება შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად საშიში დედის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის და ამასთან, ყველაზე საიმედო კონტრაცეპტივების გამოყენება (ჰორმონალური ან საშვილოსნოს) დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან ჯანმრთელობისათვის ან საერთოდ უკუჩვენებითია.
ასეთ სემთხვევაში დახმაების აღმოჩენა შეუძლია ნებაყოფლობით ქირურგიულ სტერილიზაციას და მის შემდეგ ქალს შეუძლია სრულყოფილი სქესობრივი ცხოვრების გაგრძელება ისე, რომ არ ეშინოდეს დაორსულების შესაძლო ნეგატიური შედეგებისა.
საშვილოსნოს მილების გადაკეტვის შესაძლებლობა ეძლევათ ქალებს უფროს რეპროდუქტიულ ასაკში (35 წლის შემდეგ), რომელთაც ყავთ უკვე თუნდაც ერთი ბავშვი და არ აქვს სურვილი იყოლიოს ბავშვები მომავალში. მასთან კონსულტაციაზე აუცილებლად უნდა იყოს გაანალიზებული უკანასკნელის ჯანმრთელობა და ოჯახური ურთიერთობების სტაბილურობა. ასეთი მკაცრი ზომები ტარდება, რადგან ბავშვის ყოლის იმედით სტერილიზაციის შემდეგ ექიმებს მიმართავენ სწორედ ისეთები, ვინც გადაწყვეტს ახალი ოჯახის შექმნას ან ბავშვის გარდაცვალების შემდეგ.
ყველა ამ ასპექტის მიღმა, სტერილიზაციას გააჩნია იურიდიული მხარეც. სანამ საბოლოოდ გადაწყვეტს ქალი ამ ოპერაციის გაკეთებას, ქალმა ხელი უნდა მოაწეროს რიგ დოკუმენტებს, რომლებიც ოფიციალურად დაადასტურებს მის თანხმობას. შესაძლოა, ვინმეს ამგვარი პროცედურა ზედმეტად ბიუროკრატიულად მოეჩვენოს, მაგრამ ის იძლევა კიდევ გარკვეული დროის საშუალებას მოსაფიქრებლად, და პრაქტიკაში უკვე არსებობს შემთხვევები, როდესაც ბოლო მომენტში პაციენტმა შეცვალა თავის გადაწყვეტილება.
როდესაც მიღებაზე ექიმთან მიდის ახალგაზრდა უშვილო ქალი და საუბრობს საშვილოსნოს მილების გადაკეტვის სურვილზე, ექიმის პირველადი მოვალეობაა მოძებნოს ალტერნატივა ასეთი მკაცრი მეთოდისა. მძიმე პათოლოგიის არსებობის დროსაც კი, რომელიც წარმოადგენს დიდ საშიშროებას ორსულობისას, ყოველთვის რჩება გამოჯანმრთელების შანსი სამედიცინო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო. სტერილიზაციის შემდეგ ბავშვის ყოლის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია, და ექიმების ძირითადი მიზანია – არ დაუშვან, რომ ქალმა ინანოს ჩადენილი საქციელი.
კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებები, განსაკუთრებით მათი სწორი შერჩევა, იძლევა პრაქტიკულად ასპროცენტიან ეფექტს, და ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობის განხილვა ღირს მხოლოდ აბსოლუტური მაჩვენებლების არსებობის შემთხვევაში.

მამაკაცის სტერილიზაცია (ვაზექტომია)
კონტრაცეფციის ქირურგიული მეთოდი, ანუ სტერილიზაცია – ეს არის მეთოდი, რომლის გამოყენებაც შეუძიათ ოჯახებს, რომელთაც უკვე ყავთ ბავშვები და მყარად არიან დარწმუნებული, რომ მომავალში არ მოუნდებათ კიდევ შვილის ყოლა.
ქირურგიული კონტრაცეფცია ხორციელდება მხოლოდ ნებაყოფლობით, და ყველა წყვილს, რომელთაც განზრახული აქვთ მისი გამოყენება, უნდა ახსოვდეს, რომ ის შეუქცევადია. სტერილიზაციის ოპერაციის წინ ყოელთვის ტარდება კონსულტაციები, თუმცა ჩვენი ცხოვრება არაერთფეროვანია (გაშორება/გაქვრივება და ახალი ქორწინება, ბავშვის გარდაცვალება ან კიდევ ერთი შვილის ყოლის ბუნებრივი სურვილი), და გარკვეული რაოდენობის ხალხი კვლავ მიმართავს ქირურგებს შვილის ყოლის უნარის დაბრუნების თხოვნით. ექიმებს თითქმის არ აქვთ შესაძლებლობა მათი დახმარების.
დღეისათვის კონტრაცეფციის ქირურგიული მეთოდი საკმაოდ პოპულარულია მთელს მსოფლიოში: არანაკლებ 170 მილიონი წყვილი სარგებლობს ამ მეთოდით. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში მას ასეთი პოპულარობა ჯერ არ მოუპოვებია.
მათთვის, ვინც ყველაფრის მიუხედავად გადაწყვიტა ქირურგიული მეთოდის გამოყენება, აუცილებელია იმის ცოდნა,რომ:
შვილის ყოლის უნარის აღდგენა ნებაყოფლობითი ქირურგიული სტერილიზაციის შემდეგ – უკიდურესად რთული ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც მოითხოვს ქირურგის სპეციალურ მომზადებას და არ არის ყოველთვის წარმატებული – სტერილიზაციის ზოგიერთი მეთოდი შეუქცევადია.
შვილის ყოლის უნარის აღდგენა სტერილიზაციის შემდეგ ყოველთვის არ არის შესაძლებელი სხვა ბუნებრივი მიზეზების გამოც: რაახალგაზრდა ასაკი; დროის დინებასთან ერთად ჩასახვის უნარი მცირდება, ოპერაციის ჩატარების შეუძლებლობა (ასაკი და ქრონიკული დაავადებები ხშირად არის ნარკოზზე უკუჩვენების მიზეზი).
სტერილიზაციის ოპერაციის შექცევადობის შესაძლებლობა არადროს არ არის გარანტირებული შესაბამისი ჩვენებების არსებობის თუ ქირურგის უმაღლესი კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი;
კიდევ ერთი მახასიათებელი ჩასახვის უნარის აღდგენასთან დაკავშირებით სტერილიზაციის შემდეგ – ეს არის ფასი. დღეისათვის – ეს არის ერთ – ერთი ყველაზე ძვირი ოპერაცია დასავლეთში;
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქირურგიული ოპერაცია – ყოველთვის გულისხმობს გართულებების განვითარების შესაძლებლობას, რომელიც დაკავშირებულია ანესთეზიასთან და თავად ოპერაციასთან.
ორალური კონტრაცეპტივები120 – ზე მეტი სახის ჰორმონალური კონტრაცეპტივები აფერხებენ გონადოტროპინების წარმოქმნას და გამოყოფას ჰიპოფიზიდან, რაც განაპირობებს ანოვულაციას. ამ საშუალებების ერთ – ერთი უმთავრესი თვისებაა შექცევადობა, ანუ მათი მიღბის შემდეგ შესაძლებელია ნორმალური ორსულობა. ჰორმონალური პრეპარატები არსებობს აბების და კაფსულების სახით, რომლებიც
იმპლანტირდება კანქვეშ და უზრუნველყოფს გახანგრძლივებულ ეფექტს (5–7 წელი), ამ დროის განმავლობაში თანდათან იმპულსურად გამოიყოფა სისხლში გესტაგენი, რომელსაც შეიცავს კაფსულა და ინარჩუნებს ოვულაციის ინგიბირების მდგომარეობას. ძირითადი შემადგენელი კომპონენტები – ესტროგენი და გესტაგენი სხვადასხვა პროპორციებით აქვეითებენ მალუტენზირებელი ჰორმონის გამომუშავებას, რითაც აქვეითებს ოვულაციას. მოქმედების ეს მექანიზმი გააჩნია ყველა ორალურ კონტრაცეპტივს.
ორალური კონტრაცეპტივების კლასიფიკაცია:
კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები
ისინი შედგება ესტროგენული და გესტაგენური კომპონენტების კომბინაციისგან. როგორც წესი, შეიცავენ მათ ერთნაირ რაოდენობას, ან პროპორცია ვარირებს მენსტრუალური ციკლის ფაზიდან გამომდინარე. ამიტომ განარჩევენ: ა) მონოფაზურ პრეპარატებს (რომლებიც შეიცავენ გესტაგენებისა და ესტროგენების ერთნაირ რაოდენობას ყოველ აბში). ბ) მრავალფაზიანი: ორ და სამფაზიანები (ჰორმონების კონცენტრაცია იცვლება, ე.ი. ციკლის დასაწყისში იმატებს ესტროგენული კომპონენტი, შემდეგ ზრდას იწყებს გესტაგენების კონცენტრაცია) – ინარჩუნებენ რა ნორმალურ მენსტრუალურ ციკლს, მხოლოდ ოვულაციის გარეშე.
უპირატესობა ახალგაზრდა ქალებში ენიჭება სამფაზიან პრეპარატებს, რადგან ისინი აღადგენენ მენსტრუალური ციკლის რეგულაციას. ქალებში, რომელთაც თანდაყოლილი საშვილოსნოს ყელის ეროზიით, მასტოპათიით, ფიბროადენომატოზით, უპირატესობა ენიჭება მონოფაზურ პრეპარატებს, რადგან ისინი ხელს უწყობენ ეპითელიზაციას, ამცირებენ საკვერცხეების და სარძევეჯირკვლების სიმსივნის განვითარების რისკს.
მინი – პილი. შეიცავენ გესტაგენის მიკროდოზებს.
ნიშნავენ შეუწყვეტელ რეჟიმში ყოველდღიურად მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან 6 – 12 თვის მანძილზე.
კონტრაცეფციული მოქმედება დამყარებულია საშვილოსნოს მილების შეკუმშვითი აქტივობის დამუხრუჭებაზე, საშვილოსნოს ყელის არხში მომატებულ წებოვანებაზე და ენდომეტრიუმის ციკლური პროცესების დარღვევაზე. ამ პრეპარატებს გააჩნიათ გამოხატული გვერდითი ეფექტები და ხშირად იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას.
პოსტკოიტალური ორალური კონტრაცეპტივები.
რეკომენდებულია ქალებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ არარეგულარული სქესობრივი ცხოვრებით. კონტრაცეფციული მოქმედება დამყარებულია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციის თავიდან აცილებაზე ენდომეტრიუმის ცვლილებების შედეგად. ბევრი გვერდითი მოვლენა გააჩნია მენსტრუალური ციკლის დარღვევების სახით. არ არის რეკომენდებული 4 აბზე მეტის გამოყენება 1 ციკლის განმავლობაში.
გახანგრძლივებული მოქმედების კონტრაცეპტივები
დეპო – პროვერა ხშირად ამოიყენება ახალნამშობიარები ქალების მიერ, როდესაც მენსტრუალური ციკლი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი. დეპო – პროვერა შეიყვანება სამ თვეში ერთხელ. ნორპლანტი – არის გესტაგენის დეპო, მოთავსებული კაფსულაში, იმპლანტირდება კანქვეშ.

ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების ჩვენებები:
• კონტრაცეფცია;
• მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
• ენდომეტრიუმის სიმსივნის განვითარების რისკის შემცირება;
• საკვერცხეების და სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების სიხშირის შემცირება.
შეწყვეტილი სქესობრივი აქტიეს მეთოდი მდგომარეობს მამაკაცის პენისის ქალის საშოდან გამოყვანას სპერმის გამოყოფამდე, და ალბათ ეს ყველაზე ძველი მეთოდია.
შეწყვეტილის სქესობრივი აქტი საკმაოდ არაეფექტური კონტრაცეფციის მეთოდია.
ჯერ ერთი, ყველა კაცს არ აქვს უნარი წინასწარ იგრძნოს ეაკულაციის დადგომა და ამ მომენტში თავის კონტროლირება.
მერე მეორე,

პერმატოზოიდების გარკვეული ნაწილი გამოიყოფა აქტის დასაწყისშიც. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ეს სწორედ ყველაზე უფრო მოძრავი და სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდებია, რაც ჩასახვის ალბათობას განსაკუთრებით მაღალს ხდის.
ამას გარდა, განმეორებითი სქესობრივი აქტების დროს საშოში შესაძლოა მოხვდეს სპერმატოზოიდები, რომლებიც პირველი აქტის შემდეგ მამაკაცის საშარდე გზების კედლებზე დარჩა.
სტატისტიკის მიხედვით, 100 წყვილიდან, რომლებიც ამ მეთოდით იცავენ თავს, დაორსულება ხდება 20–25 შემთხვევაში.
ამ მეთოდის არასაიმედოობის გარდა, აღსანიშნავია მისი მავნებლობა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით–პენისის გამოყვანის აუცილებლობის გამო ირვევა ორგაზმის შეგრძნებები, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი აქტით დაუკმაყოფილებლობის პრობლემა.

არსებული და ჩამოთვლილი მეთოდების ეფექტურობა განსხვავებულია.



პს.ნუ ინფო ძალიან დიდია,მაგრამ დაინტერესებული პირები აუცილებლად გაეცნობიან,იმედია...
დაიცავით თავი და იყავით მშვიდად
გისურვებთ ჯანმრთელობას

P.S. ადგილობრივი კონტრაცეფცია ყოველთვის ნაკლებად უსაფრთხოა


მიმაგრებული სურათი
343677_9d85977b1212339d9b9110287a67bb9c_web.jpg


--------------------
He who saves a single soul,saves the world entire
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6353
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 24 Sep 2008, 22:20  #10973220      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
Oscar Schindler

შენ დაწერე, საიდანმე გადმოწერე, თარგმნე თუ რა? წყარო მიუთითე აუცილებლად

ყოჩაღ რო არ დაგეზარა ამდენის წერა up.gif
Oscar Schindler
      


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1098
წევრი No.: 53228
რეგისტრ.: 12-February 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2008, 15:41  #10980423      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
mtvareuli
QUOTE
წყარო მიუთითე აუცილებლად

არ მახსოვს რომელიღაცა საიტზე ვნახე და შევინახე კომპში
სამწუხაროდ ვერ მიუთითებ წყაროს user.gif
M43DL0
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16217
წევრი No.: 17244
რეგისტრ.: 15-February 06

გამოგზავნილია: 6 Nov 2008, 17:39  #11427373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
არადა 70 ლარზე მეტი არ ჯდება

საიდან მოიტნეთ 150-200


--------------------
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari

mchedlo.com - my own blog

starlet.ge/mchedlo @mchedlo
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (70) « პირველი ... 28 29 [30] 31 32 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.2987 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]