forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა
Pages: (135) « პირველი ... 56 57 [58] 59 60 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ნევროზი, დეპრესია და სტრესი
gvelis_wiwila
ზეკაცთა შორის უზენაესი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6652
წევრი No.: 4870
რეგისტრ.: 13-April 04

გამოგზავნილია: 18 Oct 2008, 17:41  #11228221      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
ჯიმი ლევი

ტკივილებს გრძნობდი მკერდის არეში?

სავარაუდოდ მეც ნევროზი მაქვს და შენს სიმპტომებს ვიზიარებ, თუმცა შიშის მომენტი გადავლახე უკვე, რაღაც-რაღაცეები მაინც მაწუხებს, მათ შორის ხანდახან გული ( ან რომელიმე მიმდებარე ელემენტი) მტკივა ხოლმე. აუტანელი ტკივილი არ არის, მაგრამ ნუარასასიამოვნოა ძალიან. გქონდა ესეთი რაღაცა?


--------------------
http://unsignedhelp.blogspot.com/

Try this trick and spin it, yeah
ჯიმი ლევი
Judge Dredd


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 31813
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 19 Oct 2008, 00:33  #11231818      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gvelis_wiwila
შიშის მომენტი გადალახე რას ჰქვია , ცოტა კონკრეტულად ამიხსენი თუ შეგიძლია .
გულის ტკივილი არ მქონდა . მქონდა არითმია , სპაზმები და ა.შ.
გულის ტკივილები ( და ჰაერის უკმარისობა ) მქონდა მანამდე . თუ ( როცა ) სანერვიულო შემხვდებოდა , ან სტრესული მდგომარეობა მქონდა სამსახურში , მაშინ ვგრძნობდი ხოლმე ჩხვლეტებს . თAნამშრომელ ქალებს მივადგებოდი ხოლმე და წვეთებს ვთხოვდი . მე გულს ვაბრალებდი , თურმე ნევროზი მქონია და არ ვიცოდი smile.gif .


--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
texasuri jleta benzoxerxit
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2032
წევრი No.: 56445
რეგისტრ.: 23-March 08

გამოგზავნილია: 19 Oct 2008, 04:49  #11233256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
georgy
ჯიმი კევის დიაგნოზში კორექტივს შევიტან და ვიტყვი,რომ სახეზეა სუბდეპრესიული მდგომარეობა მინიმუმ,ან მსუბუქი,შეიძლება საშუალო სიმძიმის დეპრესიაც.ფსიქოლოგიის განყფილებაში არის დეპრესიის ტოპიკი,შედი,გაეცი დეპრესიის კრიტერიუმებს პასუხი და მერე ვნახოთ.
CCCP
შენი მგომარეობაც დეპრესიიას გავს,თ ფიზიკურ სიმპტომებში გადაიზარდა-ამას სომატიზირებული,სენიღბული დეპრესია ქვია.თუმცა დეპრესიული აფექტი და სომატური(ფუნქციური,არაორგანული) სიმპტომები უხშირესად თანაარსებობს!
Giji-Gogo-Zeppelin
Corpus Hypercubicus


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4517
წევრი No.: 8396
რეგისტრ.: 22-January 05

გამოგზავნილია: 19 Oct 2008, 14:15  #11235208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც ვიზიარებ თქვენს სიმპტომებს და ბოლო დროს განსაკუთრებული სიმძაფრით....


მე მსუბუქ ფორმებში არ მაქვს სამწუხაროდ ნერვოზი......



გამოსავალი ???? ან რომელი წამლების მიღება შეიძლება ექიმის გარეშე?


--------------------
LED i ZEPPELIN

A dog is the only thing on earth that loves you more than he loves himself.

"Standing on a hill in my mountain of dreams,
Telling myself it's not as hard hard hard as it seems..."
iraklixxxxx
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 456
წევრი No.: 63171
რეგისტრ.: 1-June 08

გამოგზავნილია: 19 Oct 2008, 15:06  #11235640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე ეკლესიაში სიარული, მოკლედ ისეთ საშინელ მდგომარეობაში ვიყავი რო ხალხს ჩემი სახის დანახვაზე გული უწუხდებოდა, საშინელ დღეში ვყავი, აი ენით ვერ აღვწერ..
მინდა ცოტა ვრცელი სტატია დავდო, და ამის წაკითხვის შემდეგ ალბად ბევრ რამეს მიხვდებით..



„არ უგულებელყოთ აღსარების საიდუმლო, - ამბობს დიდი ათონელი ბერი მამა პაისი, - ის მეტად დიდი რამ არის. სრულიად ცვლის ადამიანს და განაქარვებს დემონთა ძალაუფლებას მასზე. იმდენად დიდი ცვლილებები შეიმჩნევა სინანულის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომ ზოგიერთს ვეუბნები კიდეც, ფოტოსურათი გადაიღოს აღსარებამდე და მის შემდგომ, მაშინ დაინახავს, განსხვავება როგორი აშკარაა და დიდი. როდესაც სინანულის საიდუმლომდე სახეზე იხატება სისასტიკე, შფოთი, ბრალეულობის განცდა და ა.შ. აღსარების შემდეგ სულ სხვა სურათია - მდუმარება და სიმშვიდე მოიცავს ხოლმე კაცს“.

ბევრმა სათანადოდ არ იცის, რომ ხშირად ჩვენი შფოთვის, ნერვიულობის, მოუსვენრობის, ადვილად წყობიდან გამოსვლის მიზეზი მოუნანიებელი ცოდვებია. როცა ისინი გროვდება - მცირე თუ დიდი, ბოროტი ამას მეტად კარგად იყენებს და კალაპოტიდან აგდებს ადამიანს, უძლიერებს შინაგანი მოუსვენრობის, უიმედობის, გაღიზიანების შეგრძნებას, იწვევს სხვადასხვა დამთრგუნველ უარყოფით განცდათა მოძალებას ჩვენთან. ზოგი ვერ ხვდება, რა მიზეზით არის ეს განპირობებული, რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში, ცდილობს აიყვანოს თავი ხელში, მოაგვაროს ის ცხოვრებისეული პრობლემები, რომელიც, მისი აზრით, განაპირობებს მის ასეთ მდგომარეობას, ფსიქოლოგსაც კი შეიძლება მიმართოს დასახმარებლად, მაგრამ მარტოოდენ ეს ხშირად რას უშველის - მაშინ, როცა უპირველესი წამალი მაინც ცოდვათა მონანიებაა. ამის გარეშე ძირეულ გაუმჯობესებას ადგილი არ ექნება, აუცილებელია მოშორდეს ცოდვების შედეგად გაჩენილი ის სულიერი ჭუჭყი, რომელზე კაუჭის მოდებითაც ბოროტს საშუალება ეძლეოდა დაევანა კაცთან. როცა კი აღსარების შედეგად ცოდვების მოტევება ხდება, ჩამოცლა ხდება ჭუჭყის იმ ფენისა, რომელსაც დემონური ძალა იყენებდა ჩვენდა საწინააღმდეგოდ.

ამიტომაც ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გაკეთდეს მაშინ, როცა ადამიანი გამოსულია წყობიდან, ატყობს, რომ ამოვარდნილია კალაპოტიდან, ადვილად ღიზიანდება, ხშირად ნერვიულობს, ეძალება სასოწარკვეთილებითი თუ სხვა უარყოფითი განცდები, არის ის, რომ საჩქაროდ წავიდეს და აღსარება თქვას. სინანულის საიდუმლო ამ შემთხვევაში წამალივითაა, რომელსაც რაც ადრე მიიღებ, მით უფრო მალე დაიწყებ გამოჯანმრთელებას და თუ ასე არ გააკეთე, მეტად გაგეწელება დრო, თან ძირეულ გარდატეხასაც ადგილი არ ექნება. სამწუხაროდ, აღსარების, როგორც ერთ-ერთი უპირველესი სულიერი, ფსიქოლოგიური დახმარების საშუალების, დიდი მნიშვნელობა ბევრს სათანადოდ არ ესმის, კარგად არა აქვს გაცნობიერებული, მათ შორის, უნდა ითქვას, მრევლის არცთუ მცირე ნაწილსაც. ალბათ დადგა დრო, რომ დღეს განსაკუთრებით გაესვას ხაზი სინანულის საიდუმლოს სწორედ ამ მხარეს.

სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი კანონია ის, რომ ბოროტის მხრიდან წარმოებულ აზრობრივ ბრძოლას ჩვენდამი, რაც ხშირად სხვადასხვა სახის უარყოფითი, დამთრგუნველი აზრების, წარმოდგენების, განცდების გაჩენაში გამოიხატება, მეტად კარგად აქარვებს, აფერმკრთალებს სინანულის საიდუმლო. მამა იოსებ ათონელი წერს: „გინდა შემოსურო გველის თავი0 თქვი შენი ფიქრების შესახებ აღსარების დროს. ეშმაკის ძალა ცბიერ აზრებშია, თუ შენთან აკავებ - ის იმალება, სინათლეზე გამოგაქვს და ქრება. ხარობს მაშინ მაცხოვარი, გულისხმიერი ლოცვაც ძლიერდება და ნათელი მადლის კურნავს, ამშვიდებს შენს გულს და გონებას“.

ადრე მონასტერში ასეთი ჩვევა არსებობდა, მისი წევრები დღის ბოლოს მიდიოდნენ მოძღვართან და უყვებოდნენ იმ ფიქრების, აზრების შესახებ, რომლებიც დღის განმავლობაში აშფოთებდათ, აწუხებდათ მათ, დავუშვათ, თუ შურის გრძნობა გაჩნდებოდა ვიღაცის მიმართ, გაღიზიანების ან კიდევ სხვა, იგი აღნიშნული იქნებოდა მღვდელთან საუბარში. ეს საშუალებას იძლეოდა, ყურადღება მიექციათ თავის ფიქრთა მსვლელობისთვის, მოძღვრის დახმარებით დროზე შეემჩნიათ, დაეჭირათ ის არასწორი აზრები, გრძნობები, რომელსაც კი შეეძლო თავი წამოეყო, ადგილი ჰქონდა მათ ეკლესიურ გზაზე, ამით კი ხელ-ფეხს უბორკავდნენ ეშმაკს, რომელიც განაპირობებდა კიდეც ამგვარ განცდათა მოძალებას მათთან.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დემონური ძალა განსაკუთრებით მხილებას ვერ იტანს და როცა აღსარებაში ითქმება ამა თუ იმ ვნებითი გახელების შესახებ, ამით დიდი დარტყმა მიეყენება მას, ასეთ დროს ქრება, საგრძნობლად სუსტდება ის უარყოფითი მუხტი, რომელიც თან ახლავს ხოლმე სულიერ ბრძოლას. ეკლესიურ ცხოვრებაზე დაკვირვებით ნათლად ჩანს, რომ ხშირად მრისხანების, სასოწარკვეთის, მრუშული აღტყინების თუ სხვა რომელიღაც ვნების გამძაფრების შემთხვევაში, მარტოოდენ აღსარებაში მათი თქმის შემდეგ აქვს ხოლმე გარდატეხას ადგილი, საგრძნობლად მცირდება ის დაძაბულობა, რომელიც აწუხებს კაცს, იგი თავის პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება, იმ მდგომარეობას, რომელსაც ვნებით გახელებამდე ჰქონდა ადგილი.

ხშირად აღსარების შემდეგ არა მხოლოდ სულიერად გრძნობენ შვებას, დამშვიდებას, უბრუნდებათ რწმენა, იმედი ღვთისა, განცდა აქვთ სიხარულის, არამედ ფიზიკურადაც კი შეიგრძნობენ სინანულის საიდუმლოთი მოტანილ დიდ მადლს. გრძნობენ სიმსუბუქეს სხეულში, განთავისუფლებას დაძაბვის, შებოჭვის შეგრძნებებისგან, თითქოს რაღაც მძიმე ლოდი ჩამოეხსნათო ზურგიდან, უფრო მჩატე გახდაო სხეული.

ბევრმა არ იცის, რომ აღსარება მეტად შველის კაცს სხვადასხვა სახის შიშის გამძაფრების შემთხვევაშიაც, იქნება ეს სიკვდილის, ავადმყოფობის თუ სხვა სახის ნევროზული განცდები - დახურული სივრცის, სახლში მარტო დარჩენის და ა.შ. ბოროტი ძალის ადამიანზე ზემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი ხერხია ის, რომ გაამძაფროს, გააზვიადოს რაც მისი ბუნებისთვის არის დამახასიათებელი, დაამახინჯოს, პათოლოგიურ დონემდე მიიყვანოს იგი. თავისთავად შიშის განცდა, რადგანაც იგი დამახასიათებელია ჩვენთვის, განკვეულ დადებით ფუნქციასაც ასრულებს, ხშირად ის სიფრთხილისკენ მოუწოდებს კაცს, საჭიროების შემთხვევაში აყოვნებს, რათა ნაბიჯი არ წადგას განსაცდელის მიმართულებით, ხელს უწყობს აერიდოს მას. მაგრამ შესაძლოა ამ განცდამ მეტად დამთრგუნველი სახეც მიიღოს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის, დიდი ნერვიულობის მიზეზიც გახდეს ჩვენთვის. გვხვდება ისეთი სახის პანიკური შიშები, რაც ქცევის დეზორგანიზაციას, არევას იწვევს კაცთან, ხელს უწყობს სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობებს. ასეთ დარღვევებს ხშირად აქვს ადგილი ნევროზის, შიზოფრენიის, სხვა ფსიქიკური აშლილობების დროს, მაგრამ ამასთან, მათ შესაძლოა ამ აშლილობებისგან დამოუკიდებლად ყველა ადამიანის ცხოვრებაშიც ჰქონდეს ადგილი. ვის არ მოძალებია ზოგჯერ დაუძლეველი შიში სიკვდილის, ჩაუთვლია, რომ მეტად სერიოზული, მძიმე დაავადება აქვს, ძალიან შეშფოთებულია საკუთარ მომავალზე. ბევრი ასეთ დროს ვერ ხვდება, რომ ამ გაძლიერებული შიშის უკან ბოროტი დგას, რომ ამ განცდის ამგვარი მოძალება მისი აზრობრივი ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია. ისიც არ იციან, თუ ამ სახის შემოტევებს როგორ აქარწყლებს, ასუსტებს აღსარებაში იმის აღწერა, საჭიროების შემთხვევაში ხშირად იმის თქმა, თუ როგორ გამძაფრებულად შემოდის ეს შიში შენთან, რა გამოვლინებები აქვს მას. სინანულის საიდუმლოს შემდეგ არცთუ იშვიათად შეიჩმნევა, თუ როგორ კარგავს თავის სიმძაფრეს სიკვდილის, ავადმყოფობის, სხვა სახის შიში, როგორ შვებას განიცდის ხოლმე ასეთ დროს კაცი. რაც მეტჯერ აღიწერება, ითქმება ამგვარ განცდათა მოძალებისას აღსარებაში, ეს კი განსაკუთრებით მათი გამძაფრების პერიოდზე ითქმის, მით უფრო კარგია ჩვენთვის, მეტი დარტყმა მიეყენება ბოროტს.

მეტად მნიშვნელოვანია აღსარების კიდევ ერთი მხარე. ის, რომ იგი ძალას გაძლევს ებრძოლო შენს ნაკლოვანებებს, მავნე ჩვევებს, უარყოფით მიდრეკილებებს. ამის გარეშე კი უმთავრესად საკუთარი თავის გამოსწორების მცდელობას შედეგი არ მოაქვს. მართლმადიდებლობა პიროვნული სრულყოფის რელიგიაა და ამ სარწმუნოების მთავარი მიზანი ადამიანის სულიერი ზრდაა, დახვეწა, რათა იგი დაემსგავსოს უფალს, რომლის სახედ და ხატადაც ის შეიქმნა. სხვადასხვა ეკლესიური წესის შესრულება კი უმთავრესად ამას ემსახურება. ამ დროს მოხვეჭილი ღვთაებრივი მადლის შემწეობით შევძლოთ საკუთარი თავის შველა. როცა კი ამის გარეშე თავად ცდილობენ გამოსწორებას, მარტოოდენ მეტად მწირი ადამიანური შესაძლებლობებით ძირითადად არაფერი გამოდის, უფალს მინდობის შემთხვევაში კი, როდესაც მისი დახმარებით ინდომებენ საკუთარი ბუნების სრულყოფას, უკვე სულ სხვა სურათია. ღმერთი გაძლევს ძალას, გეხმარება, დაძლიო მრავალრიცხოვანი ნაკლოვანებები, მავნე ჩვევები, გიმართავს ხელს ამა თუ იმ კრიტიკულ ვითარებაში.

თუ არა აღსარებაში ნაკლოვანებების, მავნე ჩვევების დასახელება, ისე როგორც ცხოვრება, ნათლად გვიჩვენებს, ძალიან ხშირად ჩვენი წამოწყება რაიმე შევცვალოთ ცხოვრებაში ენთუზიაზმის დონეზე რჩება, გადის მცირე ხანი და კაცი ისევ ძველ ყოფას უბრუნდება. განსაკუთრებით კარგად ეკლესიური ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანური ბუნების სუსტი მხარეების დაძლევის თვალსაზრისით კარგად მ;ღავნდება ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის შემთხვევაში. თუ არა აღსარება, ლოცვა,. ტაძარში სიარულის დაწყება, ისე ადამიანი უმთავრესად უძლურია სძლიოს მათ. ნარკომანის და ლოთის განკურნება უფლის სასწაულს უკავშირდება და ყველა სხვა ხერხს, თუნდაც მეცნიერულს, მათ შორის ფსიქოთერაპიულსაც, ძირითადად უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ დროებითი გაუმჯობესება მოაქვს. ისინი დამხმარე საშუალებად შეიძლება იქნას გამოყენებული, ხოლო უმთავრესი კი მაინც ღვთის შეწევნაა, მარტოოდენ ასე შეიძლება გამოსწორდეს ამ ვნებით შეპყრობილი, სძლიოს საკუთარ თავს. ამისთვის კი აუცილებელია ამ მავნე ჩვევათა გამოვლინებების ხშირად აღსარებაში დასახელება, აღწერა, ამასთან მონდომებაც სძლიო მათ. საკუთარი თავის იძულებასაც, სურვილს, ძალისხმევას შეებრძოლო ამგვარი სახის მიდრეკილებებს, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ თავად არ მოინდომე ბრძოლა, მარტოოდენ აღსარებაში ხშირად თქმა რას გიშველის, ღმერთი მას ეხმარება, ვინც გამოსწორებას ცდილობს, ის კი, ვინც მარტოოდენ საუბრობს ამის შესახებ, საქმის მხოლოდ ნახევარს აკეთებს, ნაწილს, რომელსაც შედეგი ნაკლებად მოაქვს. როცა კი ორივე ეს მხარე სახეზეა, სინანულის საიდუმლოს აღსრულებისას აღინიშნება საკუთარი ნაკლოვანებების, მავნე ჩვევების შესახებ, თან, ამასთან, მცდელობაცაა დაუპირისპირდე მათ, თავს იჩენს ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება „შეუძლებელ კაცთათვის, შესაძლებელია ღვთისათვის“ და ადამიანი მართლაც დიდ ნაბიჯს დგამს თავისთა სასიკეთო მიმართულებით.

რას უნდა მიექცეს ყურადღება აღსარების ჩაბარების დროს. მღვდელთან საუბრის სწორად წარმართვას, მის თანმხლებ განცდებს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მთავარ ნაკლოვანებებზე, ცოდვებზე, რაც შეიმჩნევა ჩვენთან მიმართებით და რაზეც ყველაზე მეტად გვქეჯნის სინდისი. გამოცდილ მართლმადიდებელ მამათა მიხედვით თითოეულ კაცთან ერთი რომელიღაც ვნება გამოიყოფა, ყველაზე მეტად რომ ებრძვის მას, აგდებს კალაპოტიდან, ის უნდა განისაზღვროს და მასთან დაპირისპირებაზე გაკეთდეს განსაკუთრებული აქცენტი. ზოგი სასოწარკვეთილებისკენ არის მიდრეკილი, ზოგიც მრისხანებისკენ, ზოგიერთთან კი სხვა ვნება მძლავრობს. ამასთან, დროის ყოველ მოცემულ მონაკვეთში შეიძლება უფრო ძლიერად რომელიღაც სხვა ვნებამ წამოყოს თავი, ნაკლოვანებამ, ან ის შეიძლება რამდენიმეც იყოს. სწორედ მათი აღნიშვნა, განსაკუთრებით გამოყოფაა საჭირო, იმ მთავარი შეცდომების, ცოდვების შემოსაზღვრა, რომელიც ყველაზე მეტად გაგდებს კალაპოტიდან, უარყოფითად მოქმედებს შენს სულიერ მდგომარეობაზე, სარწმუნოებრივ ზრდაზე. ჯერ ამას უნდა მიექცეს სინანულის საიდუმლოს დროს ყურადღება, შემდეგ კი უკვე შესაძლებელია უფრო ნაკლებმნიშვნელოვანით, მეორეხარისხოვნითაც დაკავდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიური შეხედულებით რვა მთავარი ვნება გამოიყოფა, რომელთა გახელებაც განსაკუთრებით აზიანებს სულს, იწვევს ადამიანის უფალთან დამოკიდებულების გამრუდებას. ესენია ამპარტავნება, მრუშობა, სასოწარკვეთილება, მრისხანება და ა.შ. ამ ვნებების გამოვლინებებს, მასთან დაპირისპირების ხერხებს გვამცნობს ისეთი რელიგიური დისციპლინა, როგორიცაა „ასკეტიკა“. მას ზოგიერთი გამოცდილი ქრისტიანი მოღვაწე ერთგვარ ფსიქოლოგიურ განხრასაც კი უწოდებს ეკლესიის წიაღში და ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ საგნადაც კი გამოყოფს ჩვენთვის. სწორედ ამ რელიგიური დისციპლინით განსაზღვრულ რვა უმთავრესი ვნების გამოვლინებებს უნდა მიექცეს აღსარების დროს განსაკუთრებული ყურადღება და შევეცადოთ ვისწავლოთ მათთან ბრძოლა.

თან შეგრძნებაც ძალიან ხშირად ისეთია, რომ არის ცოდვები, რომლებიც მართალია უარყოფითად მოქმედებს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, მეტად კარგი იქნებოდა, თუ არ ჩავიდენდით მათ, მაგრამ მაინც ჩვენი სუსტი, დაცემული ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ძნელია ავცდეთ ამგვარ გამოვლინებებს, ხშირად დიდი დროა საჭირო განვთავისუფლდეთ მათგან. ისინიც გვაშორებენ ღმერთს, მაგრამ მაინც არა ისე, როგორც ზოგიერთი. განა ერთია, ვთქვათ სხვისი განკითხვა, ზედმეტად ჩაცმაზე ყურადღების გამახვილება და სხვასთან სასტიკი ჩხუბი, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა. არის ცოდვები, რომელთა ჩადენისასაც განსაკუთრებით გრძნობს კაცი თუ როგორ სცილდება ის უფალს და სანამ აღსარებაში არ იტყვის მათ შესახებ, ვერ თავისუფლდება ბოროტის მარწუხებიდან, სრულფასოვნად ვერ დგება კავშირი ღმერთთან. ამასთან არის შეცოდებები, რომლებსაც თუ შევეცდებით არ გავიმეოროთ, დავნებდეთ მათ, გარკვეული ხნის შემდეგ, თითქოს ეს მონდომება აღსარების გარეშეც გვიდგენს კავშირს ღმერთთან, ისევ გვაახლოებს მას. შეგრძნება ისეთია, რომ უფალი მალე კვლავ ბრუნდება ჩვენსკენ. რა თქმა უნდა, შემდეგში სინანულის საიდუმლოს აღსრულების დროს ისინიც უნდა იქნას აღნიშნული, მაგრამ მაინც მათი დასახელება, თითქოსდა არც ისე საჩქაროა.

მოძღვართან საუბრისას ერთი მხრივ, უმრავლეს შემთხვევაში უნდა ვერიდოთ ზედმეტ დაწვრილმანებას, დეტალურად იმ ვითარების, პირთა აღწერას, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყვეს ჩვენს ცოდვით დაცემას, გვატკინეს გული, მაგრამ ამასთან არც ძალიან ზოგადი უნდა იყოს ჩვენი მონათხრობი. თუ ვთქვათ მეზობელმა გაწყენინა, შენ კი ვრცლად აღწერე ის სიტუაცია, როცა მოხდა ეს, დაასახელე მისი სახელი, წარმომავლობა, დაწვრილებით მოყევი დიალოგზე თქვენს შორის, ამით სასულიერო პირსაც გადაღლი და შენც ზედმეტ დროს დახარჯავ საამისოდ. ამასთან, დავუშვათ თუ მრუშობის ვნება მძავრობს, თავის გამოხატულებას ფიქრებში, წარმოსახვაში პოულობს, ურცხვი კადრების ყურებაში ტელევიზორში და მხოლოდ ზოგადად ითქვას ამის შესახებ, მისი გამოვლინების სახეთა დაუსახელებლად ესეც არ იქნება სწორი. თან დაწვრილებით იმ ფიქრთა, წარმოდგენათა, ნანახ კადრთა აღწერაც არ იქნება გამართლებული. რაღაც ფორმა უნდა მოინახოს ყველაზე კარგი, ისე, რომ არცერთ უკიდურესობაში არ გადავარდეს კაცი. თან ისიც აღსანიშნავია, რომ ალბათ ყოველი აღსარების დროს მუდმივად უნდა მოინახოს ინტუიტურად ეს ფორმა, ზოგჯერ უფრო დაწვრილებით აღწერაა საჭირო, ხანდახან კი არა, გამომდინარე იქიდან, რას მოითხოვს შენი შინაგანი მდგომარეობა. ყოველივე ეს ჩვენი განსასაზღვრია და მეტად მნიშვნელოვანია მოხერხდეს იგი.

მიუხედავად იმისა, რომ აღსარების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთავარი ნაკლოვანებების, ვნებების, ცოდვების გამოყოფას და მათ თქმას, მაგრამ, ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ შედარებით ნაკლებად მძიმე ცოდვები დავივიწყოთ და არ მოვყვეთ მათ შესახებ. დიდ ოპტინელ ბერ მამა მაკარისთან ორი ქალი მივიდა. ერთს დიდი ცოდვა აწუხებდა, უფორიაქებდა სულს და ამიტომაც მეტად დათრგუნული იყო იმის გამო, მეორე კი ხალისიანად გამოიყურებოდა, რადგან რაიმე მძიმე ცოდვას ვერ ხედავდა თავისთან. მამა ამბროსიმ ორივეს მოუსმინა და მდინარის ნაპირას გაუშვა. ერთს დაავალა ყველაზე დიდი ქვა მოეტანა იქიდან, რის ზიდვასაც შეძლებდა, ხოლო მეორეს კი უბრძანა კაბის კალთის ქვეშ პატარა ქვები მოეგროვებინა და ისე მისულიყო მასთან. როცა მათ დავალება შეასრულეს, ბერმა ისევ უკან გაუშვა და მოტანილი ქვების თავთავიანთ ადგილას დაწყობა მოსთხოვა. პირველმა ადვილად მოახერხა ეს, რადგან ერთი ქვა ჰქონდა დასადები, მეორემ კი ვერ შეძლო იგი, ყველა იმ ადგილის გახსენება, სადაც კი ჰქონდა პატარა ქვები მოგროვილი. მამა მაკარის ახსნით, ყოველივე ეს მათ ცოდვებს განასახიერებდა, პირველს სულ ახსოვდა თავისი დიდი ცოდვის შესახებ და ნანობდა მას, ამიტომაც შეეძლო მოეცილებინა ის, მეორე კი არ აქცევდა რა თავის ბევრ წვრილმან ცოდვას ყურადღებას და დავიწყებული ჰქონდა რა ისინი, ვერ ახერხებდა სინანულის საიდუმლოთი განწმენდილიყო მათგან.

მოძღვართან აღსარების დროს ცოდვებზე, ნაკლოვანებებზე საუბრისას დიდი მნიშვნელობა აქვს, მთელი გულით ინანიებ მათ, თუ ეს ყველაფერი ფორმალურ ხასიათს ატარებს. როცა აღსარების საიდუმლოს დიდი სინანულიც ახლავს თან, შესაბამისი ემოციური განწყობა, გრძნობათა დატვირთვა შეინიშნებ, ამ დროს, ბუნებრივია, ეს უფრო სათნო, მისაღებია უფლისთვის, ვიდრე ის, როცა ცივად, შესატყვისი განცდების გარეშე ხდება მღვდელთან საუბარი. სულიერ ცხოვრებაზე დაკვირვება ნათლად მიგვანიშნებს, რომ ღმერთი განსაკუთრებით გვეხმარება სწორედ იმ ნაკლოვანებების, მავნე ჩვევების დაძლევაში რისი გამოსწორებაც გულით გვინდა, რასთან დაკავშირებითაც დიდი წუხილი, შფოთვა შეიმჩნევა ჩვენთან. თუ რა მნიშვნელობა აქვს შესაბამის განწყობას, სინანულს აღსარების ჩაბარებისას, ამაზე მიგვითითებს სხვადასხვა შემთხვევა მართლმადიდებელ მამათა ცხოვრებიდან, მიგვანიშნებს მათი მრავალი დარიგება. „მამა ზაქარიასთან აღსარების ჩასაბარებლად ორი ქალი მიდიოდა. ერთი მთელი გზა დიდ სინანულს განიცდიდა თავის ცოდვებთან დაკავშირებით და გულში ამბობდა: „უფალო, რა ცოდვილი ვარ, მე ხომ ასე და ასე გავაკეთე, ის განვიკითხე, გთხოვ შემინდე ღმერთო! გულით და გონებით თითქოს დაცემული იყო უფლის ფეხებთან და მოთქვამდა: „მაპატიე, მაპატიე, მომეცი ძალა, რომ აღარ შეურაცხგყო, შემინდევ ჩემი ცოდვები. მთელი თავის ცხოვრება გადასინჯა და სულ ინანებდა და ინანებდა.

მეორე კი მშვიდად მიდიოდა. მივალ და ვიტყვი აღსარებას, ფიქრობდა ის, აღვნიშნავ, რომ ყველაფერში ცოდვილი ვარ, ხვალ კი ვეზიარები. ახლა იმაზე ვიფიქრებ, რა მატერია ვუყიდო ჩემს შვილს კაბისთვის, რა შევურჩიო კი მის სახეს რომ მოუხდეს. ამგვარი ყოფითი აზრებით იყო ის დაკავებული.

ისინი ორივე ერთად შევიდა მამა ზაქარიასთან. მან პირველს მუხლებზე დაჩოქება უბრძანა და უთხრა, რომ ცოდვებს მიუტევებდა. „როგორ, მამაო, მე ხომ ჯერ არაფერი მითქვამს“, - აღმოხდა ქალს... არ არის თქმა საჭირო, მიუგო ბერმა, მათ შესახებ შენ სულ ეუბნებოდი უფალს, მთელი გზა ინანიებდი მათ, მე კი ყველაფერი მესმოდა, ასე რომ, ახლა წაგიკითხავ შენდობის ლოცვას, ხვალ კი კურთხევას მოგცემ, რომ ეზიარო.

- შენ კი, - მიმართა მეორეს გარკვეული ხნის შემდეგ, - წადი და იყიდე ქალიშვილის კაბისთვის მატერია, შეკერე როგორც ჩაიფიქრე და როცა მობრუნდება სინანულისკენ შენი გული, მაშინ მოდი აღსარებაზე. ახლა კი მე მას ვერ მივიღებ“.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეტად მნიშვნელოვანია აღსარების დროს არა ფორმალურად, ცივად ცოდვების ჩამოთვლა, არამედ სინანულის განცდის თანხლებაც, ამ შემთხვევაში, მაინც რა კარგად გაცნობიერებულიც არ უნდა ჰქონდეს კაცს ეს ყველაფერი, ესმოდეს მისი ღირებულება, ხშირად ვერ ხერხდება შესაბამისი განწყობის შექმნა. ძალიან ძნელია აიძულო თავი, რა შეგნებულიც არ უნდა გქონდეს შენი ცოდვების, ნაკლოვანებათა მავნებლობა, მათგან მოტანილი ზიანი თუ ბუნებრივად არ შემოვიდა ეს, ხელოვნურად გამოიწვიო მათდამი დიდი სინანულის შეგრძნება. ჩვეულებრივ, ასე ხდება, მივდივართ აღსარების სათქმელად და ცივად, ხშირად სინანულის განცდის გარეშე ვაკეთებთ ამას. არადა, მაინც რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ამ შემთხვევაში. უნდა ვიფიქროთ ის, რომ საკუთარი ცოდვების, ნაკლოვანებების, შეცდომების სულ უთქმელობას ისევ შესაბამისი განწყობის გარეშე თქმა სჯობს, ასეთ დროს ჩვენი უმწიფარობის, ნაკლოვანი ბუნების გამო ამასაც შეიწირავს უფალი, მასაც ჩაგვითვლის სათვალავში. თან ისიც გაუმართლებლად მოჩანს, ზედმეტად აიძულო თავი, ხელოვნურად შეიქმნა ცოდვების შესაბამისი განცდები. ჯობია რაც ხარ, იგივე იყო, არ მოიტყუო თავი და უფალს შეჰვედრო, მოგანიჭოს ჭეშმარიტი სინანულის შეგრძნება. ამგვარი სინანული მისი წყალობაა და ლოცვა-ვედრებაა საჭირო, რათა მოგვემადლოს ის.

ზოგჯერ პარალელს ავლებენ აღსარებასა და ფსიქოლოგთან საუბარს შორის და თვლიან, რომ ბევრი რამ არის მათ შორის საერთო, მაგრამ ხშირად აქ ყურადღების მიღმა რჩებათ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი რამ, კერძოდ ის, რომ სინანულის საიდუმლო თვისობრივად, მოტანილი შედეგის მიხედვით მაინც სულ სხვა შემთხვევაა ამ თვალსაზრისით. თავისთავად, როცა ადამიანი ყვება საკუთარი გასაჭირის, პრობლემების, განცდების შესახებ, იგი უკვე განმუხტვის, უარყოფითი ემოციებისგან დაცლის, მათი შესუსტების ერთ-ერთი საშუალებაა, ვისთანაც არ უნდა მოხდეს ეს, იქნება ფსიქოლოგი, მეგობარი თუ უბრალოდ ნაცნობი. თუ გამოცდილ ფსიქოლოგთან გვაქვს საქმე, რომელმაც იცის, როგორ წარმართოს საუბარი, ხელი შეუწყოს, რაც შეიძლება სრულად ათქმევინოს კაცს თავისი შემაწუხებელი ფიქრების, განცდების შესახებ, მაშინ შედეგი ხშირად სახეზეა, მაგრამ ეს მაინც ვერ შეედრება აღსარებით მოტანილ შვებას. ფსიქოლოგი ან თუნდაც სხვა ვინმე ცოდვებს ვერ მოგიტევებს, რის გამოც ის მიზეზები, რაც ხშირად განაპირობებს კიდეც ჩვენს წუხილს, შფოთვას, ნერვიულ აშლილობას, ისევ რჩება. მღვდელთან საუბრის შემდეგ კი, როცა იგი შენდობის ლოცვას კითხულობს, როგორი სულიერების, პიროვნული ღირსებით შემკულიც არ უნდა იყოს ის, სწორედ ამას აქვს ადგილი. ლოცვა წარხოცავს ჩვენს ცოდვებს და იგი დამოუკიდებელია მღვდლის პიროვნებისგან. როგორც იმის გარეშე არსებობს თავისთავად ქირურგიული ოპერაცია, ცუდი თუ კარგი ადამიანური ღირსებებით შემკული ექიმი აკეთებს მას, ზუსტად იგივე ხდებდა ამ შემთხვევაშიაც. თუმცა აქ აღსანიშნავია ერთი რამ - პრობლემა, რომელმაც გარკვეულწილად საკმაოდ იჩინა თავი დღევანდელ ვითარებაში. იმის გამო, რომ სასულიერო პირები არცთუ იშვიათად ამა თუ იმ მიზეზთა გამო სათანადო დროს ვერ უთმობენ თავისი მრევლის წევრებს, ზოგჯერ შეიმჩნევა ტენდენცია, დახმარებისთვის სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართონ ფსიქოლოგს და არა მოძღვარს. ამ შემთხვევაში არ არის ლაპარაკი იმ სფეროზე, რომელშიც პროფესიული ცოდნის, გამოცდილების გამო შესაძლოა ფსიქოლოგი უფრო კარგად ერკვეოდეს, ვიდრე ზოგიერთი სასულიერო პირი; აქ სხვა რამეშია საქმე, ხანდახან მას რასაც ვერ იღებენ მოძღვრისგან, ისწრაფვიან მოიპოვონ სხვა დარგის სპეციალისტისგან. არცთუ იშვიათად იმ სითბოს, ყურადღებას, რასაც ვერ გრძნობენ სასულიერო პირთან, სწორედ ფსიქოლოგისგან ღებულობენ, იგი საშუალებას აძლევს გაცილებით მეტად, ხანგრძლივად ილაპარაკონ თავისი განცდების, პრობლემების შესახებ, აღწერონ თავიანთი სატკივარი, ვიდრე ამას ზოგიერთი მღვდელი აკეთებს. პროფესიონალური ფსიქოლოგიური დახმარება აუცილებლად გულისხმობს ამ მომენტს. ასევე ფსიქოლოგიური მუშაობისას წინ არის წამოწეული ის მხარე, რომ იქნას მაქსიმალური ტაქტი გამოჩენილი ადამიანთან ურთიერთობისას, ეს კი ხშირად, უნდა ითქვას, სულაც არ შეიმჩნევა მოძღვრებს და მათთან მიმსვლელებს შორის დამოკიდებულებისას. ზოგჯერ შთაბეჭდილება ისეთი იქმნება, რომ ფიგურირებს აზრი, რახან სასულიერო პირია, ამიტომ ბევრის უფლება შეიძლება მისცეს საკუთარ თავს - აქ არ არის ლაპარაკი სიმკაცრეზე, რაც ზოგჯერ აუცილებელია გამოჩენილ იქნას მოძღვრის მხრიდან, არამედ იმ ფორმის შერჩევაზე, ტაქტზე, როგორადაც უნდა იქნას ეს გამოვლენილი. და საბოლოოდ რას ვიღებთ - ერთი მხრივ, სასულიერო პირი - რა თქმა უნდა, არა ყველა - კაცი, რომელსაც სულ სადღაც ეჩქარება, მოუცლელია, დროის დეფიციტის გამო ზღუდავს ურთიერთობას მრევლთან, თუ დაელაპარაკები, ისიც მეტად მცირე ხნით, ნაკლებ ყურადღებიანი, თბილი, ტაქტიანი - თუ უხეში არა, თან თავისი სხვა სისუსტეებით და ნაკლოვანებებით და მეორე მხრივ, ფსიქოლოგი, რომელიც თუნდაც თავისი პროფესიონალური ჩვევებიდან გამომდინარე, არის თბილი, ალერსიანი, ყურადღებიანი, ცდილობს თუ შინაგანად არა, გარეგნულად მაინც თანაგიგრძნოს, გაითავისოს შენი ტკივილი. შესაძლებელია ეს ყველაფერი ყალბი, გათამაშებული, ხელოვნურობის ნიშნით აღბეჭდილი იყოს, მაგრამ იგი მაინც სახეზეა და ერთგვარი სიამოვნების განცდას იწვევს კაცთან.

გასაგებია, რომ მეტად მძიმეა მღვდელის სატარებელი ჯვარი, არ არსებობს ამქვეყნად უფრო რთული მისია, ვიდრე მათ აქვთ, რამდენი ადამიანი აბარიათ, უნდა დაეხმარონ, მივიდნენ ღმერთთან, ღირსეულად გაუძლონ გასაჭირს, გაუმკლავდნენ თავის პრობლემებს, საჭიროა ამა თუ იმ რჩევის მიცემა ცხოვრების სხვადასხვა ურთულეს სიტუაციაში, მართლაც რამდენ ერთს შეიძლება გასწვდე, გაუწოდო დახმარების ხელი, ამასთან იქ პანაშვიდია გადასახდელი, წესი ასაგები, კიდევ სხვა ბევრი სახრუნავი აქვს წუთისოფელს, მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს სასულიერო პირს. მან ისე უნდა გაანაწილოს დრო, რომ ყველაფერი მოასწროს, ამასთან, ჯერ მთავარზე - ადამიანის სულიერ აღზრდაზე, განვითარებაზე გაამახვილოს ყურადღება და შემდეგ უკვე სხვა საკითხებით დაკავდეს. არ შეიძლება იგრძნობოდეს გულგრილობა, უყურადღებობა სასულიერო პირის მხრიდან, უფრო სხვა მხარის წინ წამოწევა, ვიდრე ადამიანისადმი დახმარებაა. თუ ეს ასეა, შესაძლოა გაჩნდეს ტენდენცია მოძღვრის ფსიქოლოგით შეცვლის, ამ უკანასაკნელს უკეთეს შემთხვევაში მოღვაწეობის თავის სფერო აქვს, სადაც სულაც არ უწევს კონკურენციას მღვდელს, იგი მის დამხმარესავით გამოდის, რომელიც ასევე ცდილობს დაეხმაროს ხალხს, შეეშველოს თავისი პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ ის ბუნებრივია, ვერ შეცვლის მღვდელს.

აღსარებასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი მხარე, რომელსაც აუცილებელია, გაესვას ხაზი. ზოგჯერ ფიგურირებს ასეთი აზრი, რა საჭიროა სასულიერო პირი, მასთან ცოდვების მონანიება, მის გარეშეც ხომ შეიძლება გაკეთდეს ეს. უფალს თავად მივმართავ ამისთვის და შუამავალი სულაც არ მჭირდება. თუ სინანულს განვიცდი, ვთხოვ ღმერთს ცოდვების, შეცდომების მოტევებას, განა იგი საკმარისი არ არის მისთვის. ასეთი მიდგომა არასწორია და მცდარი. ღვთისათვის თავისთავად სათნოა ჩვენი სინანული, მაგრამ იმისთვის რომ ამ სინანულმა საბოლოო შედეგი გამოიღოს, მოხდეს ჩვენთვის ცოდვების მიტევება, მათგან განწმენდა, აუცილებელია სასულიერო პირთან აღსარების დროსაც ითქვას ეს. სახარებაში ვკითხულობთ: მიმართა მაცხოვარმა მოციქულებს: „ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ“ (იოანე 20,22-23). იგივე უნარი აქვთ მომადლებული სასულიერო პირებს და არაფრით არ შეიძლება ამის გაუბრალოება, არშეფასება. თავად სულიერ ცხოვრებაზე დაკვირვებაც ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დიდი განსხვავებაა ცოდვების ჩვენთვის მონანიებასა და მღვდელთან მათ აღნიშვნას შორის. მარტოოდენ აღსარების შემდეგ დგება ხოლმე გარდატეხის მომენტი და შეგრძნებაა მძიმე ტვირთისგან, ბორკილებისგან განთავისუფლების, მტანჯველური განცდების გაქრობის თუ არა, ყოველ შემთხვევაში, შესამჩნევად შესუსტების, შემცირების მაინც. თუ სინანულის საიდუმლოს აღსრულებას ადგილი არა აქვს, უმთავრესად განცდაა დაუსრულებლობის, იმ შედეგის არმოტანის, რასაც მოველოდით სინანულის გრძნობის გამო. შეიძლება დღეები, კვირეები, წლებიც კი გავიდეს და ისევ ისე მძაფრად დარჩეს დიდი ტკივილი ჩადენილი ცოდვების, შეცდომების გამო. მართალია აღსარების შემდეგაც ხშირად არ გვავიწყდება ჩადენილი ცოდვები, ერთგვარი ტკივილი, სინანული მაინც რჩება მათთან დაკავში


--------------------
bedi ar maq ra... mara chakiduls magrad vsvav :D
texasuri jleta benzoxerxit
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2032
წევრი No.: 56445
რეგისტრ.: 23-March 08

გამოგზავნილია: 20 Oct 2008, 01:16  #11241269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Giji-Gogo-Zeppelin
ექიმის გარეშე არც ერტი მსგავსი (და საერთოდ არანაირი)წამლის მიღება არ შეიძლება!!!!
Venera
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5359
წევრი No.: 16003
რეგისტრ.: 7-January 06

გამოგზავნილია: 20 Oct 2008, 01:35  #11241446      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
iraklixxxxx
გეთანხმები, ეკლესია ძაან მაგარი დამხმარეა ამ დროს, და არა მარტო.. და საერთოდ რწმენა...
როგორ დავშორდი და ვეღარ დავდივარ ეკლესიაში ბოლო პერიოდი... sad.gif(((


--------------------
Beliefs are the determinants of what one experiences...

Never argue with idiots, they drag you down to their level and beat you with experience...
green 69
THE UNTACHABLE


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 67
წევრი No.: 52275
რეგისტრ.: 24-January 08

გამოგზავნილია: 20 Oct 2008, 20:56  #11248981      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხვალ დილის 9 საათზე სამხედრო კომისარიატში უნდა ვიყოო რამე მითხარიით ისეთი რო ნერვოზიის პონტში გამიტარონ და დამბრაკონ cry.gif


--------------------
fuck u fucking asshole
Blind_Torture_Kill
Punisher


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1743
წევრი No.: 28074
რეგისტრ.: 9-January 07

გამოგზავნილია: 20 Oct 2008, 21:13  #11249160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
უთხარი ცოტათი თუ მაინც მომიშლის ვინმე ნერვებს შეიძლება AK 47 ის მთელი 30 ტყვია თვალებზე მივაცალო ისეთი ფეთქებადი ვარო


--------------------








მეოთხე წელიწადი იქნება საოცარი
green 69
THE UNTACHABLE


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 67
წევრი No.: 52275
რეგისტრ.: 24-January 08

გამოგზავნილია: 20 Oct 2008, 21:16  #11249193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
smile.gif) მერე კაკრას ეგეთები უნდააათsmile.gif)))))))))))))))



არა რამე რეალურიი ცოოტა რააა sad.gif cry.gif
Blind_Torture_Kill
Punisher


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1743
წევრი No.: 28074
რეგისტრ.: 9-January 07

გამოგზავნილია: 20 Oct 2008, 21:27  #11249330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
green 69

რეალურს გეუბნები
ეგეთები არ უნდათ საიდან მოიტანე

სანამ იარაღს დაგირიგებენ უსაფრთხოების დოკუმენტაციაზე ხელს აწერ ხოდა არ მოაწერო ხელი და მიზეზად ეგ დაასახელე
თავს ვერ გავაკონტროლებ თუ წყობიდან გამოვედიო
ჯიმი ლევი
Judge Dredd


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 31813
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 20 Oct 2008, 22:35  #11250091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Blind_Torture_Kill
QUOTE
სანამ იარაღს დაგირიგებენ უსაფრთხოების დოკუმენტაციაზე ხელს აწერ ხოდა არ მოაწერო ხელი და მიზეზად ეგ დაასახელე
თავს ვერ გავაკონტროლებ თუ წყობიდან გამოვედიო

სიმულიანტობას , სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდები მიზნით , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი რომ ითვალისწინებს , იცი ?
ამას უკვე როგორც ნევროზიანი კი არა , იურისტი გეუბნები . smile.gif
green 69
QUOTE
ხვალ დილის 9 საათზე სამხედრო კომისარიატში უნდა ვიყოო რამე მითხარიით ისეთი რო ნერვოზიის პონტში გამიტარონ და დამბრაკონ 

ამისთვის ვიდექით წვიმაში ? smile.gif
AGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 700
წევრი No.: 31616
რეგისტრ.: 18-March 07

გამოგზავნილია: 24 Oct 2008, 18:59  #11290871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიმართეთ ბატონ დავით გიგაურს, მაგისნაირი ფსიქიატრი და ნერვოზ-ფსიქოზ-შიზოფრენიების მკურნალი საქართველოში არ მეგულება smile.gif


--------------------
ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი ბილწი, მრუში
რა მოშორდეს მოყვარესა გაამრავლოს სულთქმა უხვი
გული ერთსა შეაჯეროს კუშტი მოხვდეს თუნდაც ქუში
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტყლაშა-მტყლუში.
ambrozia
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 15
წევრი No.: 72162
რეგისტრ.: 25-October 08

გამოგზავნილია: 25 Oct 2008, 12:56  #11297262      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
green 69
QUOTE
ხვალ დილის 9 საათზე სამხედრო კომისარიატში უნდა ვიყოო რამე მითხარიით ისეთი რო ნერვოზიის პონტში გამიტარონ და დამბრაკონ

კაცი თუ ხარ, ამას არ უნდა წერდე.
რამ შეგაშინა,ტო, შენისთანები წაუყვანიათ?
ორადორი რაღაცაა რაც ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში გაგიშვებს - ან უნდა ისეთი რწმენა მიიღო, რაც ჯარს კრძალავს, ან არატრადიციული ორიენტაციის უნდა გახდე. პაცოფისტობაც შეიძლება, მაგრამ ვერ დაამტკიცებ.
ჰო და აირჩიე - ქრისტიანი ქართველი ვაჟკაცი ან იეღოველი პედერასტი!
მე არ ვხუმრობ, სადაც გინდა იკითხე ალტერნატიულ ჯარზე!

This post has been edited by ambrozia on 25 Oct 2008, 13:09
gvelis_wiwila
ზეკაცთა შორის უზენაესი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6652
წევრი No.: 4870
რეგისტრ.: 13-April 04

გამოგზავნილია: 26 Oct 2008, 18:31  #11308363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
ეჰ, ეკლესია კი ალბათ ნამდვილად შველის მაგ დროს, მაგრამ რა ვქნა რომ არც ერთ ეკლესიას არ ვაღიარებ sad.gif

იცით რა არის ყველაზე მურტალი პირადად ჩემთვის? არც შეტევების შიში მაქვს და არც პრისტუპების მეშინია, ამ დროს ჩემს თავს ვეუბნები , რომ ეს არაფერია და ამის გადალახვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

ყველაზე უფრო მაშფოთებს " ეგებ სხვა რამე მჭირს" ფიქრები. ანუ არა ნერვული სისტემიდან გამომდინარე, არამედ უშუალოდ ორგანული დაავადება რამე. ფილტვის კიბო, ტუბერკულოზი ან რამე ეგეთი biggrin.gif

texasuri jleta benzoxerxit

შენთან საერთოდ იმდენად დამნაშავე ვარ რომ ხმას არ ვიღებ cry.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (135) « პირველი ... 56 57 [58] 59 60 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0385 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]