forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქალას შიდა წნევა, ბავშვებში
VENDETA
Bella Stronza


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5256
წევრი No.: 223
რეგისტრ.: 20-July 01

გამოგზავნილია: 26 Apr 2006, 01:17  #2972835      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ვინმეს შეუძლია მოკლედ და გასაგები ენით ამიხსნას რა არის ქალის შიდა წნევა, რა იწვევს მას ბავშვებში და რა უარყოფითი მხარეები აქვს?


--------------------
Es gibt tage da hält man besser die Klappe

Mi ami davvero?
ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 26 Apr 2006, 01:25  #2972887      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მე ერთადერთი ის ვიცი, რომ ძალიან დაუდევრად სვამენ მაგ დიაგნოზს. ბავშვი ერთხელ ენას გამოყოფს და უკვე მაგ დიაგნოზს უსვამენ და წამლებს უნიშნავე ტყუილად. ეგ ძალიან ხშირად ხდება. ხოდა თუ ბავშვს თავი არ ტკივა (არ ტირის უმიზეზოდ ხშირად) მაშინ ეგ დიაგნოზი საეჭვოა.
იმედია ექიმები შემოვლენ და ახსნიან დაწვრილებით, მეც მაინტერესებს.


--------------------
obsessed...
-----------------
pirvelad saqartveloshi - pitagoras gatvlebi!
VENDETA
Bella Stronza


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5256
წევრი No.: 223
რეგისტრ.: 20-July 01

გამოგზავნილია: 26 Apr 2006, 01:33  #2972939      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ancho
არაფერიც არ ტკივა და არც ტირის, უბრალოდ ძილის დროს (როცა გვერდულად წევს) ძაან აქვს თავი უკან გადაწეული.
ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 26 Apr 2006, 01:48  #2973035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

QUOTE
უბრალოდ ძილის დროს (როცა გვერდულად წევს) ძაან აქვს თავი უკან გადაწეული.

ექიმი არ ვარ, მაგრამ მარტო იმაზე დაყრდნობით, რომ თავს უკან წევს არ შეიძლება მაგ დიაგნოზის დასმა. ყველგან პირველ რიგში ის წერია, რომ დილაობით თავი უნდა ტკიოდეს და გული ერეოდეს. ეგეთია სიმპტომები.

This post has been edited by ancho on 26 Apr 2006, 02:02
Plessi pike
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2183
წევრი No.: 14474
რეგისტრ.: 12-November 05

გამოგზავნილია: 26 Apr 2006, 17:07  #2975888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
დილაობით თავი უნდა ტკიოდეს და გული ერეოდეს. ეგეთია სიმპტომები.

yes.gif მაგრამ რატო მარტო დილაობით?
QUOTE
რა არის ქალის შიდა წნევა, რა იწვევს მას ბავშვებში და რა უარყოფითი მხარეები აქვს?

ეს არის რამდენადაც დამეჯერება წნევის მომატება ოღონდ ლოკალიზებულად ქალას არეში ანუ ტვინის ბასეინში. იქ რიგი ანგიოლოგიური კაზუსების გამო სისხლმომარაგების რაღაც ჩიხური ვარიანტია. მოკლედ თუ ზოგადი წნევა მაღალია შიდა ქალას წნევაც იმატებს, მაგრამ შეიძლება ზოგადი უკვე ნორმაში იყოს მაგრამ იმ ჩიხში დარჩეს მაღალი. გაასინჯე ოკულისტს თვალის ფსკერი და უცებ გეტყვის ან თუ შენთვის უფრო მოსახერხებელია გადაუღე ექოენცეფალოსკოპია (ეეგ-ში არ შეგეშალოს) იქ ეწერება მესამე პარკუჭის პულსაცია - თუ იქნება 30%-ზე მეტი, ესე იგი ყოფილა. თუმცა 45%-ის მაღლა ითვლება მისახედად.
QUOTE
უბრალოდ ძილის დროს (როცა გვერდულად წევს) ძაან აქვს თავი უკან გადაწეული.

ჯერ მაინც დალაპარაკებოდი პედიატრს, იქნებ კისრის კუნთების დაჭიმვა აქვს, ნუ ნივთიერებათა ცვლის გარკვეული მოშლის გამო (ვთქვათ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა) ან სხვა პრობლემები ხომ არ ჰქონია (შეიძლება ეს დამზოგავი პოზაა )
მოკლედ, თუ აქვე გვეტყვი რამდენი წლისაა და ბოლო პერიოდში რაიმე ხომ არ აწუხებდა ამის გარდა, შეიძლება უფრო ფოკუსირებულად გირჩიოთ რამე. yes.gif
LKLK
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5790
წევრი No.: 3634
რეგისტრ.: 18-November 03

გამოგზავნილია: 27 Apr 2006, 14:38  #2981069      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
VENDETA
მე როგორც ვიცი ჩემი პედიატრისგან, რომელსაც ძალიან ვენდობი, ქალის შიდა წნევა არის უიშვიათესი და ძალიან რთული პათოლოგია. საქართველოში კი ლამის ყველა მეორე ბავშვს უსვამენ იმიტომ რომ ჩვენს ექიმებს თავის დროზე არასწორი განათლება მისცეს. ასე რომ არა მგონია ძილის მანერის გამო ბავშვს ვინმემ ეგ დიაგნოზი დაუსვას.
VENDETA
Bella Stronza


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5256
წევრი No.: 223
რეგისტრ.: 20-July 01

გამოგზავნილია: 28 Apr 2006, 09:23  #2985386      · პროფილი · პირადი მიმოწერა
LKLK
6 თვისაა და არაფერი აწუხებდა, თუ მცირე ხიხინებს არ ჩავთვლით.
შეიძლება ეგ ბავშვის წოლის მანერა იყოს? ამას იმიტომ ვფიქრობ, რომ გვერდზე წოლის დროს ტაკოც იგივენაირად აქვს გამობზეკილი smile.gif
LKLK
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5790
წევრი No.: 3634
რეგისტრ.: 18-November 03

გამოგზავნილია: 28 Apr 2006, 09:40  #2985404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
VENDETA
ჩემსასაც მასე ძინავსsmile.gif
არა მგონია ეგ რამე პრობლემაზე მეტყველებდეს. და საერთოდ ვინ გითხრა, რომ ამის მიზეზი ქალის შიდა წნევა შეიძლება იყოს?
VENDETA
Bella Stronza


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5256
წევრი No.: 223
რეგისტრ.: 20-July 01

გამოგზავნილია: 28 Apr 2006, 10:18  #2985482      · პროფილი · პირადი მიმოწერა
LKLK
ჩემს ექიმს არ უთქვამს, მეგობრის ბავშვს ეძინა ეგრე და ჯანამ დაასკვნა ქალის შიდა წნევა აქვსო. ნუ ჯანა რამდენად სანდოა ეგ ცალკე თემაა smile.gif
augun-446
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 236
წევრი No.: 17612
რეგისტრ.: 25-February 06

გამოგზავნილია: 28 Apr 2006, 11:42  #2985712      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გტხოვთ შეასწოროთ: ქალის არასწორია; ქალას შიგა წნება.
მარტო ერთი ნიშნით დიაგნოს ნუ დასვამთ, მიყვანეთ პედიატრთან, ნევროპათოლოგთან-თუნდაც პოლიკლინიკაში. ჩაუტარეთ გამოკვლევები, ამის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი.

This post has been edited by augun-446 on 28 Apr 2006, 11:46
Plessi pike
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2183
წევრი No.: 14474
რეგისტრ.: 12-November 05

გამოგზავნილია: 28 Apr 2006, 16:01  #2987250      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (VENDETA @ 28 Apr 2006, 08:23 )
LKLK
6 თვისაა......გვერდზე წოლის დროს...... smile.gif

spy.gif ....და როცა ზის, ფეხიფეხზე გადადებაც ხომ არ უყვარს? baby.gif
პ.ს. თუ ნი ტო ხუმრობა გამოვიდა ვწუხვარ, მაგრამ მართლა ასე მეგონა აქამდე რომ მაგ ასაკში ბავშვებს ჯერ კიდევ გულაღმა სძინავთ.
თუ ხიხინი ჰქონდა, მოასმენინე ახლაც ბრონქები (ფილტვისთვის ეგ პოზა მართლა დამზოგავია) ან მინიმუმ, დაუთვალე სუნთქვა - წუთში 17-18 არის ნორმა, თუ გახშირებული ექნა, პედიატრთან აუცილებლად.


This post has been edited by Plessi pike on 28 Apr 2006, 16:55
LKLK
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5790
წევრი No.: 3634
რეგისტრ.: 18-November 03

გამოგზავნილია: 29 Apr 2006, 12:18  #2991767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Plessi pike
ნუ მაშინებ.

ძინავს ყველა პოზაში. მათ შორის გვერდზე თუა თავგადაწეულსაც, გულაღმაც და მუცელზეც. საერთოდ ძილის დროს უამრავჯერ იცვლის პოზას - დედას გავს. ერთ მხარეს მიდევს თავი და რომ ვიღვიძებ მეორე მხარეს ვარ.
ფეხის ფეხზე გადადება უყვარს მას მერე რაც ჯდომა ისწავლა საერთოდ. არა დიდივით კი არ გადაიდებს, კოჭებს გადააჯვარდინებს ხოლმე ერთმანეთზე. ექიმს პროფილაქტიკის მიზნით სისტემატურად ვესინჯებთ.
სუნთქვით ხშირი სუნთქვა არ აქვს - ნორმის ფარგლებშია ყველაფერი.
და რა ვიცი არაფერს ვუჩივით. კბილები ამოგვდის მგონი და გაღიზიანებულები ვართ ცოტა მეტად.
და რა ფეხის ფეხზე გადადება რამეზე მიანიშნებს????
Plessi pike
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2183
წევრი No.: 14474
რეგისტრ.: 12-November 05

გამოგზავნილია: 29 Apr 2006, 17:28  #2993280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LKLK
დავიბენი კაცო , ხიხინები გვქონდაო ვენდეტამ არ თქვა?
QUOTE
ნუ მაშინებ.

არაფერი არ გაქვს შესაშინებელი! შენ ეცადე საერთოდ რომ ფილტვების ან მუცლის ღრუს პრობლემები არ გამოგეპაროს (პრიორიტეტების ამბავში ვამბობ უბრალოდ), თორემ სხვა ისეთი ასაღელვებელი და სასწრაფო არაფერია, თუ ბავშვი ძუძუზეა მითუმეტეს.
რასაც შენ აღწერ, შეიძლება (და ალბათ) მანერაცაა.....თუ მაინც და მაინც ყველაფრისგან გინდა დაზღვევა (თუ მოუმატა წრიალს) მოდი, ყველაზე ელემენტარული გამორიცხე, დაუსვი შენს ექიმს კონკრეტული შეკითხვა: - "ეჭვი მეპარება რომ ბავშვის ორგანიზმი კალიუმს კარგავს" (უფრო ხშირად ასეა ხოლმე). და მოუსმინე.

თუნდაც გამართლდეს, ვფიქრობ რეჰიდრონი და ეგეთი რაღაცეები ისედაც გექნება სახლში და როგორც ჩანს მანდ არაფერია ისეთი თუნდაც კვირეების მანძილზე განვითარებული რომ ორ-სამ დღეში არ გამოსწორდეს.
love_princess
u_topi_eli


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 573
წევრი No.: 43265
რეგისტრ.: 4-October 07

გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 18:53  #9267547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim
QUOTE
შეიძლება ეგ ბავშვის წოლის მანერა იყოს? ამას იმიტომ ვფიქრობ, რომ გვერდზე წოლის დროს ტაკოც იგივენაირად აქვს გამობზეკილი


ეგრე საყვარლად იციან ხოლმე ძილი love.gif

P.S. მგონი, შიდა ქალის წნევის მატარებელი ვარ :| დილით მტკივა ხოლმე თავი.. გულისრევის შეგრძნებაც მაქვს ხოლმე.. ნუ, მოკლედ არ ვიცი.. ახლო მომავალში ნევროპათოლოგთან მივალ vik.gif


--------------------
"nurc mofrindebi, nurc gafrindebi"
(c) ?

"zedmetad dzlieri var imistvis, rom am samyarodan gaviqce da zedmetad susti, rom davrche . . !"
(c) nati

P.S. peplebi dafrinaven !

menatrebi, magram ara ise, rogorc monatrebas sheudzlia vinmes monatreba : love :
muzabello
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1526
წევრი No.: 7992
რეგისტრ.: 30-December 04

გამოგზავნილია: 24 Apr 2008, 22:55  #9345896      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ექიმი არ ვარ, მაგრამ მარტო იმაზე დაყრდნობით, რომ თავს უკან წევს არ შეიძლება მაგ დიაგნოზის დასმა.

VENDETA
QUOTE
არაფერიც არ ტკივა და არც ტირის, უბრალოდ ძილის დროს (როცა გვერდულად წევს) ძაან აქვს თავი უკან გადაწეული.

ჩემი 6 წლის გოგონას დაბადებიდან ეგრე ძინავს, თუმცა ქალა შიდა წნევების გამო ბევრი ვირბინეთ ნევროპათოლოგებში და ბევრი წამლებიც ვაყლაპეთ, მოყოლებული ჩვილობიდან. ვერ ვიტყვი რომ ტყუილად, ტიროდა ხოლმე ხშირად და ხელში ძლივს მეჭირა , გამუდმებით უკან ქაჩავდა თავს. ენასაც გვიყოფდა ხოლმე. tongue.gif
ყველაფერმა წლამდე გაუარა, მაგრამ ეხლაც, ძილის დროს ყოველთვის თავგადაწეული სძინავს. არ ვიცი ჩვევაში გადაუვიდა თუ რატომაა ესე.
მეორე გოგო 2 თვის მყავს და რომ ვადარებ იმის პატარაობას ახლაღა ვხვდები რა ბედნიერებაა ბავშვის გაზრდა, რომელსაც არაფერი აწუხებს, გაზებიც კი.


--------------------
ძლივს მეღირსა სიგნატურა......................................................
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0434 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]