ერთი ამპულა ვენოფერს ხსნიდნენ 200 მლ. ფიზიოლოგიურში და ზუსტად 30 წუთი მისხავდნენ. კლინიკა ,,ჰემა''-ში. თან პირველ ორ გადასხმაზე მაკვირდებოდნენ. შენით ვერ გააკეთებ

ბევრი უკუჩვენება აქვს. პირველი გადასხმებისას დაკვირვების ქვეშ უნდა იყო აუცილებლად. + კოკარნიტს მიკეთებდნენ 3 დღეში ერთხელ. ოოო, ისეთი გასაკეთებელია, ცხოვრებაში არ დაგავიწყდება

10 უნდა გამეკეთებინა და 5-ის მეტი ვერ შევძელი. წარმოუდგენელი რაღაცაა. მაგრამ აუცილებლად ჩათვალეს. მერე ბ-კომპლექსი დამინიშნეს ტაბლეტები და ფერუმლეკის საღეჭი ტაბლეტები 2ჯერ დღეში.ცუდი გემო აქვს და რომ სიმართლე ვთქვა ვერ ვღეჭავდი,6-7 ნაწილად ვყოფდი და ბევრ წყალს ვაყოლებდი თორემ გულს მირევდა. ორი თვე ვსვავდი, ყოველ თვეს ანალიზს მთხოვდნენ ჰემოგლობინზე. სულ ეს იყო ჩემი მკურნალობა. ახლა ყოველ 6 თვეში უნდა ვაკონტროლო.
This post has been edited by tamti1 on 17 Oct 2011, 10:07