forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ექიმთა სერთიფიცირება და ზედამხედველობა, ვინ და როგორ უნდა განახორციელოს?
makvala
კახელი დემოკრატი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3972
წევრი No.: 19727
რეგისტრ.: 14-May 06

გამოგზავნილია: 8 Jul 2006, 20:30  #3395981      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ხელფასებამდე ხალხო, სისტემური რეფორმებია საჭირო

ხელფასები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი ზრდა ექიმის ცოდნის ხარისხს უნდა მიჰყვეს თორემ შრომის ანაზღაურების გარეშე ნებისმიერი რეფორმა ჩაიშლება

ამ სისტემას სახელმწიფო დაწესებულებებში ხელფასის ზრდა ვერ უშველის.

სხვათა შორის ექიმები ვიცი, ვისაც თვეში 8000 ლარზე მეტი მიაქვს სახლში(სუფთად). საქართველოს პირობებში ეს იგივეა, რომ ნიუ–იორკში ცხოვრობდე და იქ 200 000 გქონდეს წლიურად, მაგრამ ასეთი ერთეულებია, უმეტესობას კი 200 ლარი შემოსავალი არ აქვს.

მთავარი უბედურება ისაა, რომ ექიმის ცოდნასა და მის შემოსავალს შორის საქართველოში კორელაცია არ არსებობს, ნულია!

პირადი შარმი, ძველ სახელიან დაწესებულებაში გაპრიალებულ კაბინეტში ჯდომა პლიუს ორიოდ ტერმინის და წამლის დასახელების ცოდნა და მორჩა! ესაა ბევრი წარმატებული ქართველი ექიმი დღეს...

შარმი იცოცხლე, პაციენტების "შებმა–დაბოლება" მაგრად ისწავლა ყველამ....

რა გვეშველება, ოფთალმოლოგი რომ დამჭირდეს საქმეში არავის ვიცნობ (ან საიდან, მე სხვაგან ვიხედები) და როგორ გავიგო ვის რა უყრია თავში....


--------------------
ვირებში თუ ხარ უნდა შენაც ტლინკები ყარო..

ZDZ-ს ექოსკოპები დიდებული აპარატებია (c) xanga
რაც ნაკლებად შეახედებ გინეკოლოგებს საშოში, მით უკეთესად წავა საშოს საქმე...(პერიფრაზი patriciia-საგან)
http პროტოკოლით მუშტის გადაცემა რომ შეიძლებოდეს პოლიტიკის განყოფილება აღარ იარსებებდა (c) DICOM
PFU
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12263
წევრი No.: 12290
რეგისტრ.: 20-August 05

გამოგზავნილია: 8 Jul 2006, 20:47  #3396091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მთავარი უბედურება ისაა, რომ ექიმის ცოდნასა და მის შემოსავალს შორის საქართველოში კორელაცია არ არსებობს, ნულია!

გამარჯობა შენი smile.gif ამიტომაც ვისაც კი აქვს ტვინი ყველა გარბის მანდედან... smile.gif სისტემა ისეა დამპალი რომ ნამეტანი დიდ ხანი დაჭირდება მაგის შეცვლას, მაგრამ სანამ ეკონომიკაში ცოტა უფრო უკეთესი მდგომარეობა მაინც არ შეიქმნება არაფერი არ გამოსწორდება ჯანდაცვაში...
QUOTE
პირადი შარმი, ძველ სახელიან დაწესებულებაში გაპრიალებულ კაბინეტში ჯდომა პლიუს ორიოდ ტერმინის და წამლის დასახელების ცოდნა და მორჩა! ესაა ბევრი წარმატებული ქართველი ექიმი დღეს...

პლიუს კიდევ კაბინეტის კარებთან გაკრული აბრა მედ მეცნ დოქტორი ან მედ მეცნ კანდიდატი... biggrin.gif ეეჰ რამდენი ვიცი ეგეთი უტვინოები... sad.gif


--------------------
Absolute zero is cool...

Black hole sucks...
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 8 Jul 2006, 21:04  #3396182      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ეეჰ რამდენი ვიცი ეგეთი უტვინოები...

yes.gif yes.gif yes.gif


--------------------
amore,
more,
ore,
re
makvala
კახელი დემოკრატი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3972
წევრი No.: 19727
რეგისტრ.: 14-May 06

გამოგზავნილია: 8 Jul 2006, 21:07  #3396200      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
PFU

წაიკითხე რა პოსტი, რომლითაც თემა გავხსენი
PFU
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12263
წევრი No.: 12290
რეგისტრ.: 20-August 05

გამოგზავნილია: 8 Jul 2006, 21:37  #3396347      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
PFU

წაიკითხე რა პოსტი, რომლითაც თემა გავხსენი

წავიკითხე, მაგრამ მე მაგ საქმეში პას... მაგდენი ცოდნა არ მაქვს რომ ეგეთ მექანიზმებზე ვიმსჯელო... რამე უფრო მარტივი მკითხეთ... biggrin.gif

roo
23°


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8203
წევრი No.: 6145
რეგისტრ.: 26-August 04

გამოგზავნილია: 9 Jul 2006, 00:10  #3397293      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სანამ დაზღვევა არ იქნება არაფერი არ გამოვა.
SOULFUL
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 995
წევრი No.: 21184
რეგისტრ.: 27-June 06

გამოგზავნილია: 22 Sep 2010, 12:09  #21708149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვინმემ ახალი ხომ არაფერი იცის ამ საკითხზე ?????????
* * *
როგორც მოვიძიე ექიმთა სერტიფიცირებაზე პასუხისმგებელი ორგანოა, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო :

თანამდებობა ინსპექციის უფროსი
გიორგი თვალავაძე
უფროსის პირველი მოადგილე
სოსო ლობჟანიძე
უფროსის მოადგილე
გივი იმნაიშვილი
უფროსის მოადგილე
თემურ პირველაშვილი

http://moh.gov.ge/page.php?76

ეს კი მათი დებულება :
http://moh.gov.ge/ge_pdf/debuleba/samedicino_saqmianoba.pdf

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. სააგენტო ხელმძღვანელობს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტების და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების (მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას.
4. სააგენტო საქმიანობის სფეროდან გამომდინარე წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს.
5. სააგენტო ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.
6. სააგენტოს აქვს ბეჭედი, ბლანკი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიკა, რომელიც რეგისტრირებულია დადგენილი წესით.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი. ალ. ყაზბეგის N23.
მუხლი 2. სააგენტოს მოვალეობა და საქმიანობის სფერო
სააგენტოს მოვალეობა და საქმიანობის სფეროა:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზირებისათვის და ნებართვისთვის საჭირო საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, სამინისტროს სხვა სტრუქტურებთან და დარგობრივ კომისიებთან თანამშრომლობა;
გ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
დ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების შედეგად შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ე) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიცირების (რესერტიფიცირების) ორგანიზაციული უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;
ვ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სასერტიფიკაციო (სარესერტიფიკაციო) გამოცდების შედეგების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ლიცენზიების და ნებართვების გაცემა და უწყებრივი რეესტრის წარმოება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში უცხო ქვეყნის სპეციალისტების დასაქმების პროცესის განხორციელება;
ი) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებშიმოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
ლ) ლიცენზიის მოსაპოვებლად საჭირო სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება (საჭიროების შემთხვევაში);
მ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
ნ) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობის სახეებზე ლიცენზიით (ნებართვით) განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ო) უკანონო სამედიცინო საქმიანობის (ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობის ულიცენზიოდ წარმართვა) ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
პ) უკანონო საექიმო საქმიანობის ან/და სეტიფიკატით განსაზღვრული პირობების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ჟ) სამედიცინო დაწესებულებათა სალიცენზიო პირობების მოთხოვნების შემუშავებაში და მათ დინამიურ სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;
რ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;
ს) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავალებების შესრულება;
ტ) საექიმო და სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ და იურiდიულ პირთა საქმიანობის კონტროლის დროს, ლიცენზიით და სერტიფიკატით განსაზღვრული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის ფაქტების გამოვლენისას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის გასატარებელ ღონისძიებათა პროექტების და წინადადებების მომზადება და წარდგენა;
უ) კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში დადოს ხელშეკრულებები როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან;
ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიავლინოს საზღვარგარეთ თანამშრომლები და მიიღოს უცხოელი სპეციალისტები;
ქ) დადგენილი წესით დაამუშაოს და გაავრცელოს თავისი საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაცია;

მუხლი 3. სააგენტოს სტრუქტურა
1. ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული მოვალეობის და საქმიანობის განხორციელების მიზნით სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან:
ა) სააგენტოს აპარატი;
ბ) სამედიცინო და საექიმო საქმიანობის კონტროლის სამსახური;
გ) ლიცენზირებისა და შესაბამისობის სამსახური;
დ) ინფორმაციულ-ანალიტიკური სამსახური;
ე) პროფესიული რეგულირების სამსახური.
2. სააგენტოს აპარატის მოვალეობა და საქმიანობის სფეროა:
ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მუშაობისა და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) შინაგანაწესის შესრულებისა და საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობა, სააგენტოს უფროსის თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება;
დ) მიღებულ დავალებათა რეგისტრაცია და კონტროლი;
ე) საკადრო საკითხთა გადაწყვეტის შესახებ წინადადებების შემუშავება და სააგენტოს კადრების აღრიცხვა;
ვ) მატერიალური რესურსების უზრუნველყოფა;
ზ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
3. სამედიცინო და საექიმო საქმიანობის კონტროლის სამსახურის მოვალეობა და საქმიანობის სფეროა:
ა) მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
ბ) სალიცენზიო და სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა;
გ) უკანონო სამედიცინო და საექიმო საქმიანობის ფაქტების გამოვლენა;
დ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
ე) სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით და სამედიცინო სტანდარტების ფარგლებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების მიმდინარეობის და მოცულობის შესწავლა;
4. ლიცენზირებისა და შესაბამისობის სამსახურის მოვალეობა და საქმიანობის სფეროა:
ა) ლიცენზიის მაძიებელთა კონსულტირება და სალიცენზიოდ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოთხოვნათა ადგილზე შემოწმების უზრუნველყოფა;
დ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ე) სახელმწიფო ლიცენზიების და ნებართვების გაცემის და უწყებრივი რეესტრის წარმოების ორგანიზაცია;
5. ინფორმაციულ-ანალიტიკური სამსახურის მოვალეობა და საქმიანობის სფეროა:
ა) სააგენტოს მუშაობის შედეგების ინფორმაციულ-ანალიტიკური სისტემის ორგანიზაციის კოორდინაცია;
ბ) უკანონო სამედიცინო და საექიმო საქმიანობით დაკავებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაცემთა ბაზის შექმნა;
გ) სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
დ) სააგენტოს საქმიანობის ანალიზის საფუძველზე სათანადო დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება;
ე) სათანადო შუამდგომლობების მომზადება და სასამართლოში წარდგენა;
ვ) სასამართლო პროცესებზე სააგენტოს ინტერესების დაცვა;
ზ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა;
თ) სააგენტოს საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ი) სააგენტოს სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, სამართალწარმოების საკითხებში მონაწილეობის მიღება;
6. პროფესიული რეგულირების სამსახურის მოვალეობა და საქმიანობის სფეროა:
ა) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სასერტიფიკაციო (სარესერტიფიკაციო) გამოცდების შედეგების დასამტკიცებლად საჭირო ღონისძიებების გატარება;
ბ) შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და სათანადო რეესტრის წარმოების ხელშეწყობა;
გ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების შედეგად შეძენილი ცოდნისა და
უნარ-ჩვევების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ღონისძიებების გატარება;


--------------------
პედიატრი/ალერგოლოგი
Ge2Ge
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 713
წევრი No.: 115808
რეგისტრ.: 19-May 10

გამოგზავნილია: 15 Oct 2010, 15:08  #22052171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
პირველ რიგში მენეჯერთა პრობლემაა


კარგია, თუ ამას სახელმწიფო დონეზეც მიხვდებიან და მოხდება ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება. კარგი ექიმი არ ნიშნავს კარგ მენეჯერს, როგორც ეს საქართველოში ესმით და შედეგად მენეჯმენტი ნულია დღეს თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.
სადაზღვევოები რომელი ექიმის ხარისხს აწევენ, რომელსაც აიძულებენ ნაკლები დიაგნოსტიკა და მკურნალობა დანიშნოს? ჩემი მტერი იყოს მათ იმედზე. აი მაგათ უნდათ თუ უნდათ კონტროლი, მაგრამ რა კონტროლზეა საუბარი, როცა ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევა შემოგაქვს და სამედიცინო დაზღვევის შესახებ კანონიც კი არ გაქვს, რომელიც რეგულირების სფეროში მოაქცევს მთელ ამ საქმიანობას.
ვფიქრობ, მძლავრი არასამთავრობო სექტორია საჭირო და ამასთან ერთად პროფესიული კავშირები, რომელიც ფორმალურად კი არ იფუნქციონირებს, მართლა შეასრულებს იმ როლს, რისთვისაც მსგავსი სტრუქტურები იქმნება ნორმალურ ქვეყნაბში.



QUOTE
1. შრომის კოდექსში შევიდეს ცვლილება-- ყველა დამსაქმებელი ვალდებულია განსაზღვრული სამედიცინო და საპენსიო დაზღვევის პაკეტით დააზღვიოს დასაქმებული.


აი ამ აზრს კი თავიდან ბოლომდე ვეთანხმები smile.gif დღეს იმდენად ფორმალურია დამსაქმებლის პასუხისმგებლობა დასაქმებულის ჯანმრთელობაზე, რომ მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაც, პერიოდული სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების ჩატარებაც და მკურნალობის ხარჯის ანაზღაურებაც. ბიზნესში კი მოგეხსენებათ კეთილი ნება არ არსებობს. ამ საკითხზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ აქ ამის ადგილი ალბათ არაა. ერთს კი ვიტყვი: არ შეიძლება ეკონომიკა ჯანმრთელობის ხარჯზე აშენო.

This post has been edited by Ge2Ge on 15 Oct 2010, 15:09


--------------------
''დაიმარხე შენს გულში, რომ შენი ცოდვები დვირე არს, ხოლო შენი ძმის ცოდვები - ჩხირი'' (წმ. პიგმენი)

,,ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე, მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ."

,,სულმდაბალი ღირსეულს ლანძღვით გაუსწორდება,
როცა ხედავს ღირსებით, რომ ვერ გაუტოლდება."
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0800 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]