forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (101) « პირველი ... 42 43 [44] 45 46 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კითხვა კარდიოლოგთან, პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზე
ADAMIANI
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 22
წევრი No.: 53576
რეგისტრ.: 16-February 08

გამოგზავნილია: 13 May 2008, 20:23  #9593671      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამოხმაურებისთვის დიდი მადლობა, რაღაც რაღაცეები ვნახე , კერძოდ ის რომ გერმანიაში და ყაზახეში შეიძლემა ამ წამლის შოვნა.
zviadcardio
ვინმე მესხი, არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2883
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 13 May 2008, 21:39  #9594564      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ADAMIANI
არაფერს!
ისე, დიდებული ანტიარითმული მედიკამენტია და სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში მის რეგისტრირებაზე არ ფიქრობენ!

წარმატებებს გისურვებთ.


--------------------
– ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია © შოთა
– სამაგიეროდ, - ჩემში რაც არი, - სხვისი არაა ერთი მისხალი © მუხრანი
– ვიცი, ერთხელ რაც მე უნდა ვთქვა, სხვა ვერავინ, ვერასოდეს იტყვის! © სულაკაური
– Only Evidence Based Medicine
– QRS-ში ჩაფლული...
xato_22
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 57773
რეგისტრ.: 7-April 08

გამოგზავნილია: 13 May 2008, 23:07  #9595749      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ველინის სინდრომზე ინფორმაციას ხომ ვერ მომაწვდით. წინასწარ გიხდით მადლობას
xato_22
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 57773
რეგისტრ.: 7-April 08

გამოგზავნილია: 15 May 2008, 17:15  #9618613      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
უკაცრავად, უნდა იყოს ველენის სინდრომი
iza
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8447
წევრი No.: 58620
რეგისტრ.: 16-April 08

გამოგზავნილია: 19 May 2008, 17:22  #9673109      · პროფილი · პირადი მიმოწერა
სალამი. კითხვა მაქვს და გეხვეწებით მიპასუხეთ რა. მოკლედ, ძალიან გადაღლილი ვარ. მეტად შრომატევადი სამსახური მაქვს და სანერვიულოც ხშირად მხვდება (პროფესიით იურისტი ვარ და ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობ). დიდი ხანი მაწუხებდა გულზე ჩხვლეტები და აჩქარებები, მაგრამ ვერა და ვერ მივაღწიე ექიმამდე. ბოლოსდაბოლოს მივედი გასული წლის ნოემბერში ცნობილ პროფესორთან. გადავიღე კარდიოგრამა და ეხო. აღმომაჩნდა ექსტრასისტოლა და ბლოკადა გულზე. მითხრეს ამოვარდნები გაქვსო. დამინიშნა კორვიტოლი და რექსეტინი. მკურნალობის შედეგად, არც ტკივილები მქონდა და არც ჩხვლეტები. მერე სამსახურში რაგაც ნერვიულობა შემხვდა და ისევ დამეწყო. ექიმმა დანიშნულება შემიცვალა და ადაპტოლი და ბეტალოკ-ზოკი გამომიწერა. ეს უკანასკნელი 50 მილიგრამიანი დღეში ერთხელ. ადაპტოლს 2 თვეს ვსვავდი, მერე შევწყვიტე. ეხლა მხოლოდ ბეტალოკ-ზოგს ვსვავ და კარგად ვარ. გული აღარ მტკივა. კარდიოგრამა გადავიღე და ამოვარდნები აღარ მაქვს, მაგრამ ბლოკადა მაინც მაქვს. ჩემმა ექიმმა მითხრა, ეგ ბლოკადა სულ გექნება, ვინმემ არ მოგატყუოს ეგ რომ რჩებაო, მთავარია ამოვარდნები არ იყოსო. ეგ არაფერი არ არი და არ ინერვიულო, საშიში არ არიო, მაგრამ რომ მიტხრა არ რჩებაო და სულ გექნებაო, კინაღამ დეპრესიაში ჩავვარდი. საშინლად ვინერვიულე. ეხლა კარგად ვარ. ცხვირის ოპერაციას ვიკეთებ, ძგიდესაც ვისწორებ და პლასტიკასაც, ოღონდ ნარკოზით. ექიმი მეუბნება თავისუფლად შეგიძლია გაიკეთო, შენ ისეთი არანაირი პრობლემა არ გაქვს გულზე და ნარკოზი არანაირ ზიანს არ მოგიტანსო.
გეხვეწებით ამიხსენით ეს ბლოკადა რა არის? როგორც ექიმმა ამიხსნა და დამამახსოვრდა, გამტარობაა ცოტა დაქვეითებული, თუმცა ბოლომდე კარგად ვერ გავიგე რას ნიშნავს. სამედიცინო ენით ამიხსნა და იმიტომ. კიდე მითხრა, ბავშვობაში გადატანილი მიოკარდიუმის კვალიც ჩანსო და შეიძლება ამის ბრალია ეს ბლოკადაო. რამდენად საშიშია ბლოკადა და შეიძლება თუ არა ნარკოზის გაკეთება? ასაკით 27 წლის ვარ
* * *
შალვა პეტრიაშვილთან დავდივარ და მართლა ძაან მაგარი ექიმია. პირველ რიგში კარგი ადამიანია. ძალიან კმაყოფილი ვარ მისით! ასე რომ ყველა მსურველს მასთან ვურჩევ მისვლას!
* * *
აუ ჩემს კითხვაზე რატომ არ მპასუხობთ? მიპასუხეთ რა გეხვეწებით


--------------------
Tanz - mein Leben - tanz
Tanz mit mir,
Tanz mit mir noch einmal
In den puren Rausche der nackten Liebe!!!
zviadcardio
ვინმე მესხი, არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2883
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 20 May 2008, 13:14  #9684291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
iza
ალბათ ჰისის კონის ფეხის ბლოკადაზეა საუბარი!

QUOTE
შალვა პეტრიაშვილთან დავდივარ და მართლა ძაან მაგარი ექიმია. პირველ რიგში კარგი ადამიანია.

ეს მართალია! რაკი შალვამ არაფერიაო. ე.ი არაფერია.
არ ინერვიულოთ. ჩავთვალოთ რომ ეგ თქვენთვის ნორმაა.
არ რჩება კი არა, მანდ არც არაფერია მოსარჩენ-განსაკურნავი.
So... ყველაფერი რიგზეა.
* * *
xato_22
Wellen - ის ფენომენი ანუ ნიშანი ეს არის ეკგ ნიშანი - ღრმა სიმეტრიული ინვერტირებული T კბილები ვილსონის ყველა განხრაში, (ზოგიერთი მონაცემით V2,V3-ში). შესაძლოა მიუთითებდეს LAD-ის კრიტიკულ სტენოზზე.

რაც შეეხება სინდრომს, მასში ერთიანდება:
1. ჩესტ პეინ-ის ანამნეზი
2. კარდიული ენზიმების მცირე მატება ან ნორმალური დონე
3. პრეკორდიულად არ აღინიშნება პათოლოგიური Q კბილი
4. ST სეგმენტის ელევაცია ან არ არის, ან მცირეა
5. პრეკორდიული R კბილები ზომაში შემცირებული არ არის
6. ორფაზიანი T კბილები V2, V3-ში (ტიპი I), ან ღრმა ინვერტირებული T კბილები V2, V3-ში (ტიპი II)




xato_22
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 57773
რეგისტრ.: 7-April 08

გამოგზავნილია: 22 May 2008, 01:06  #9709320      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

zviadcardio
დიდი მადლობა დახმარებისთვის
iza
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8447
წევრი No.: 58620
რეგისტრ.: 16-April 08

გამოგზავნილია: 22 May 2008, 10:34  #9712692      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ხო მგონი ჰისის კონი ახსენა. ამ თვის ბოლოს მივდივარ და კიდე ვკითხავ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. იმდენი პაციენტები ყავს, მერიდება ზედმეტი შეკითხვების დასმა შალვასთვის. და ბლოკადა თვითონ რას ნიშნავს? ნარკოზი რაიმე ზიანს ხომ არ მომიტანს?
TomWaits
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4541
წევრი No.: 20024
რეგისტრ.: 29-May 06

გამოგზავნილია: 22 May 2008, 12:41  #9714192      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მარცხენა ხელი მაქ დაბუჟებული სამი დღეA? რაც არცთუ სასიამოვნო შეგრძნებაა. რა მჭირს და რა ზომებს მივმართო?


* * *
ნელნელა მგონი მთლიანად ვბუჟდები biggrin.gif მირჩიეთ რამე ხალხი არა ხართ? user.gif


--------------------


zviadcardio
ვინმე მესხი, არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2883
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 23 May 2008, 23:28  #9735578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
iza
ბლოკადა გამტარებლობის შეფერხებას ნიშნავს. ეს ეხება იმპულსის გატარებას. ამას პაციენტები ხანდახან არასწორად იგებენ და სისხლის მომარაგების შეფერხებასთან აიგივებენ.
ამაზე ნუ ინერვიულებთ, ჩათვალეთ რომ ჯანმრთელი ხართ.
შესაბამისად ნარკოზიც ისევე იმოქმედებს თქვენზე, როგორც ჯანმრთელზე.
So... No Problem!

TomWaits
თერაპევტს გაესაუბრეთ.
CVS
Press Ctrl-Alt-Del fоr mоre fun!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1171
წევრი No.: 50083
რეგისტრ.: 25-December 07

გამოგზავნილია: 25 May 2008, 00:40  #9749440      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
zviadcardio
წარმატებას გისურვებ, მართლა ეხმარები ხალხს smile.gif


--------------------
No, no! Windows isn't a virus! Viruses usually do something!
zviadcardio
ვინმე მესხი, არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2883
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 25 May 2008, 12:57  #9754160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
CVS
გმადლობ მეგობარო!
დიდი მადლობა!
ikagotso
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 62292
რეგისტრ.: 25-May 08

გამოგზავნილია: 25 May 2008, 19:52  #9758709      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვარ 14 წლის თქვენთან კითხვა მაქვს 3 დღის წინ დამეწყო ღამე გულის აჩქარება და კორზისი დავლიე და მერე შევძელი დაძინება მეორე დღეს წავედი კარდიოლოგთან და გადამიღო კარდიოგრამა იმ მომენტში პულსი 120 მქონდა. როცა ვწევარ უფრო მაშინ ვგრზნობ გულის ცემას თითქოს უნდა ამომივარდესო. კიდე გულის ფიცარს ხანდახან დზალას რო ვატან ან რო ვდგები მტკივა ცოტათი. ეხლა დაგიწერთ დიაგნოზში რა დამიწერა


P-120 რრ-0.50 პქ 0.12 ქრს 0.08 ქტ 0.30 სისტოლური მაჩვენებელი 60% (54%). გულის ელექტრული ღერძი +90 გრადუსი წერია რაგაც ეგ თქვენ გეცოდინებათ. დასკვნა: რიტმი სინუსური , სწორი პ-120 ვოლტაჟი საშუალო, გულის ელექტრული ღერძის ვერტიკალური მდებარეობა, პოზიცია ვერტიკალური
მგკ-ზე აღენიშნება სინუსური ტაქიკარდია
3 დღით გამომიწერა ანაპრილინი 10 მგ იანი და მერე მოდიო . მაინტერესებს რატო დამეწყო ეს ტაქიკარდია და მიოკარდის გადატანის ნიშნები ხო არ არის იმის წინა დღით სკოლაში გულის ადგილას საკმაოდ მიჭერდა და პიცარი მტკიოდა და რამე გართულებებს ხო არ შემიქმნის მომავალში და თუ ეშველება რამე
user.gif
texasuri jleta benzoxerxit
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2031
წევრი No.: 56445
რეგისტრ.: 23-March 08

გამოგზავნილია: 25 May 2008, 21:22  #9759838      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (ikagotso @ 25 May 2008, 19:52 )
ვარ 14 წლის თქვენთან კითხვა მაქვს 3 დღის წინ დამეწყო ღამე გულის აჩქარება და კორზისი დავლიე და მერე შევძელი დაძინება მეორე დღეს წავედი კარდიოლოგთან და გადამიღო კარდიოგრამა იმ მომენტში პულსი 120 მქონდა. როცა ვწევარ უფრო მაშინ ვგრზნობ გულის ცემას თითქოს უნდა ამომივარდესო. კიდე გულის ფიცარს ხანდახან დზალას რო ვატან ან რო ვდგები მტკივა ცოტათი. ეხლა დაგიწერთ დიაგნოზში რა დამიწერა


P-120 რრ-0.50 პქ 0.12 ქრს 0.08 ქტ 0.30 სისტოლური მაჩვენებელი 60% (54%). გულის ელექტრული ღერძი +90 გრადუსი წერია რაგაც ეგ თქვენ გეცოდინებათ. დასკვნა: რიტმი სინუსური , სწორი პ-120 ვოლტაჟი საშუალო, გულის ელექტრული ღერძის ვერტიკალური მდებარეობა, პოზიცია ვერტიკალური
მგკ-ზე აღენიშნება სინუსური ტაქიკარდია
3 დღით გამომიწერა ანაპრილინი 10 მგ იანი და მერე მოდიო . მაინტერესებს რატო დამეწყო ეს ტაქიკარდია და მიოკარდის გადატანის ნიშნები ხო არ არის იმის წინა დღით სკოლაში გულის ადგილას საკმაოდ მიჭერდა და პიცარი მტკიოდა და რამე გართულებებს ხო არ შემიქმნის მომავალში და თუ ეშველება რამე
user.gif

გეშველება.მართლაც მანამდე რამე ვირუსული ინფექცია ("გაცივება")ხომ არ გქონდა?გლანდები ამოჭრილი გაქვს?თუ არა,ხშირად გაქვს ყელის ტკივილი?
ხომ არ დაგეწყო შფოთვა,ნერვიულობა.ადვილად ღიზიანდები და ბრაზდები,ადვილად გამოდიხარ მწყობრიდან?
კუჭის მოქმედება გაგიხშირდა?
სახსრები?

აუცილებლად ვტვლი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევას(TSH,FT4,FT3) და ექოკარდიოსკოპიას. დალშე ბუძეტ ვიდნო...
ikagotso
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 62292
რეგისტრ.: 25-May 08

გამოგზავნილია: 25 May 2008, 21:35  #9760031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არა ინფექცია არ მქონია არაფერი და გლანდებიც ამოჭრილი მაქვს კიდე ექიმმა მკითხა ცხვირით ხო კარგად სუნთქავო და მეც ვუთხარი ჩვეულებრივად მეთქი , კიდე ყელში ფარისებურ ჯირკვალზე მომკიდა ხელი მგონი ისე არაფერი ვირუსი არ მქონია და არ ვნერვიულობ არაფერი არ მაქ სანერვიულო biggrin.gif კუჭიც ნორმალურად მუშაობს და სახსრებიც უბრალოდ მარჯვენა ხელის სახსარზე სასახსრე ჩანთის ტიაქარი მაქ კაი ხანია და არა მგონია ეგ რამუ შუაში იყოს რია ვიცი 3 შაბათს უნდა მივიდე ექიმთან ვნახოთ ანაპრილინი როგორ იმოქმედებსო

This post has been edited by ikagotso on 25 May 2008, 21:36
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) « პირველი ... 42 43 [44] 45 46 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0664 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]