Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
Resend Validation Email
თბილისის ფორუმი
...
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
ჩატი
TBILISIS FORUMI
->
თემატური ფორუმი
->
ჯანმრთელობა და მედიცინა
Pages:
(6)
« პირველი
...
3
4
[5]
6
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
ოსტეოქონდროზი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
maxmmm2007
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 430
წევრი No.: 38456
რეგისტრ.: 18-July 07
გამოგზავნილია:
10 Jan 2011, 14:59 #23387854 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
·
aim
გამარჯობათ! ერთი შეკითხვა მეც მექნება, უფრო იმ კლინიკის შესახებ სტატიის ავტორთან...
თიაქარი და ოსტეოქონდროზი ერთიდაიგივეა? მოკლედ მითხრეს ოსტეოქონდროზი, ჯერ ტომოგრაფია არ გადამიღია...ფიზიოთერაპია ჩავიტარე 5 კურსი...მწვავე ტკივილები არ მაქვს, უფრო უსიამოვნო შეგრძნება და მცირე ტკივილი შეიძლება დავარქვათ ამას...
ვიცი უმოძრაობის ბრალია..მალე დავიბრუნებ ძველ ფორმას, მაგრამ რამდენად მისაღებია ვარჯიში და საერთოდ კვალიფიციური ადამიანის რჩევა კარგი იქნებოდა...
წინასწარ მადლობა!
პ.ს.ფიზიკურად ვერ ვახერხებ ამ ეტაპზე ზემოთაღნიშნულ მისამართზე მისვლას, თორემ აქ არ დავსვადი შეკითხვას...
·
ციტირება
·
^
SweetGirl
hunter
ჯგუფი: Registered
წერილები: 397
წევრი No.: 118146
რეგისტრ.: 8-July 10
გამოგზავნილია:
28 Apr 2011, 17:22 #25197780 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
მე არანაირი ტკივილი არ მაქვს კისრის არეში, მარტო ყურის წუილი დამეწყო ეს 1 თვეა. მივედი ლარინგოლოგთან და ყურშI არაფერი გჭირს, კისრის ვარჯიშები აკეთეო. ჩემმა ექიმმა კიდე ეტყობა ოსტეოქონდროზი გაქვსო, აქტიურად იმოძრავეო და ეგააო რა
რაღAცნაირად დავიგრუზე. რადროს ჩემი ოსტეორაღაცეებია, მითუმეტეს რომ ბევრს ვმოძრაობ ისედაც
და რა ვარჯიშები არ შეძლება?
·
ციტირება
·
^
Qetucha
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2754
წევრი No.: 130505
რეგისტრ.: 24-April 11
გამოგზავნილია:
28 Apr 2011, 20:43 #25200743 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
მე კიდე ესე ვიცი რო ოსტეოქონდროზის დროს აკრძალულია მასაჟებით მკურნალობა
აქ საპირისპიროები წავიკითხე ვეღარ გავიგე რომელია მართალი იქნებ გამარკვიოთ?
--------------------
,, მინდა ვიცხოვრო ისეთ ქალაქში... სადაც იმეფებს სიკეთის სითბო, სადაც არავის სჭირდება ფული და ერთ ღიმილზე ყველაფერს გითმობს...
მინდა ვიცხოვრო ისეთ ქალაქში, სადაც ბოროტი ვერ გაიხარებს, სადაც თუ ვინმეს გაუჭირდება, არავინ შველას არ დაიზარებს. ''
·
ციტირება
·
^
katokato
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8604
წევრი No.: 86535
რეგისტრ.: 13-March 09
გამოგზავნილია:
29 Aug 2011, 02:18 #27109361 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
რამდენიმე დღის წინ ტრამვის შედეგად დარჩენილი ტკივილის გამო გადავიღე რენტგენი კისერზე . რენტგენოლოგმა მითხრა ოსტეოხონდროზის საწყისი სტადია გაქვსო, თან თავი მოიკლა, შენს ასაკში ძალიან ადრეაო... გამომიწერა წამალი ნერმო პლუსი.
მაინტერესებთ, თუ იცით მედიკამენტოზურის გარდა სხვა მეთოდები მკურნალობის? ან ვარჯიშები, ან ხალხური მედიცინიდან რამე?
ადრეულ სტადიაზე თუ არის შესაძლებელი შეჩერება, რომ არ განვითარდეს?
This post has been edited by
katokato
on 29 Aug 2011, 02:18
·
ციტირება
·
^
tatusia
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3256
წევრი No.: 38812
რეგისტრ.: 24-July 07
გამოგზავნილია:
29 Aug 2011, 11:39 #27111662 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
katokato
კი არის შანსი შეაჩერო, სისტემატური ვარჯიშით და პერიოდულად მასაჟებით,
პლეხანოვზე ორთოპედიის ინსტიტუტია. მანდ არიან კარგი ორთოპედები და მასაჟისტები. თუ დაინტერესდები ჩემი შვილის მასაჟისტის კოორდინატებს მოგცემ პმ-ში
--------------------
მზე იცინის, ჩიტი გალობს დელიაა......
·
ციტირება
·
^
katokato
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8604
წევრი No.: 86535
რეგისტრ.: 13-March 09
გამოგზავნილია:
29 Aug 2011, 21:51 #27120208 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
tatusia
QUOTE
კი არის შანსი შეაჩერო, სისტემატური ვარჯიშით და პერიოდულად მასაჟებით,
პლეხანოვზე ორთოპედიის ინსტიტუტია. მანდ არიან კარგი ორთოპედები და მასაჟისტები. თუ დაინტერესდები ჩემი შვილის მასაჟისტის კოორდინატებს მოგცემ პმ-ში
დიდი მადლობა
·
ციტირება
·
^
Natuka NGN
მეოცნებე
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18889
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05
გამოგზავნილია:
30 Aug 2011, 00:14 #27122569 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
არის უზარმაზარი თემა. გადახედეთ ხოლმე გზამკვლევს,
ოსტეოქონდროზი
--------------------
http://natalimade.wordpress.com/
http://psiqea.wordpress.com
https://www.facebook.com/TrendyHandmadeBeadsByNatalie
·
ციტირება
·
^
katokato
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8604
წევრი No.: 86535
რეგისტრ.: 13-March 09
გამოგზავნილია:
30 Aug 2011, 00:53 #27123184 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
Natuka NGN
QUOTE
არის უზარმაზარი თემა. გადახედეთ ხოლმე გზამკვლევს,
ოსტეოქონდროზი
ვეძებე გუშინ და ვერ ვიპოვნე, ჩავთვალე, რომ არ იყო. უკაცრავად
* * *
luna
QUOTE
სპც ვარჯიშები და ასე შემდეგ.
ეს ვარჯიშები როგორია დაახლოებით, შეგიძლიათ ახსნათ?
ალბათ ერთი კვირა მაინც ვერ მოვახერხებ ექიმთან მისვლას და მანამდე სახლში წავივარჯიშებდი.
თან ტრამვის გამო უკან გადაწევისას მტკივა კისერი .... ალბათ ამან უნდა გამიაროს სანამ ვარჯიშს დავიწყებ, ხო?
და თუ გსმენიათ პრეპარატი ნერმო პლუსი. დამინიშნა ავერსის ექიმმა , ალბათ ავერსის წარმოებისაა და შეიძლება იგივე პრეპარატი სხვა დასახელებით არის უკეთესი...
·
ციტირება
·
^
*WTF*
ჰაჰ, თაითლის შეცვლის შესახებ აღმოვაჩინე
ჯგუფი: Members
წერილები: 6195
წევრი No.: 67888
რეგისტრ.: 23-July 08
გამოგზავნილია:
16 Sep 2011, 15:18 #27403559 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
პირველი წამალი საწყის ეტაპზე არის ცურვა - პრევენცია სრული მასშტაბის ოსტეოქონდროზის ჩამოყალიბებისთვის. ზოგადად ფიზიკური აქტიურობა, ჯანსაღი კვება და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესი
))
მე ეს რჩევა მომცა ექიმმა
--------------------
არ უნდათ და იმასუქენით!~
მოგიტ*ანთ გენდერული თანასწორობა! ~
·
ციტირება
·
^
Ordu
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4200
წევრი No.: 32376
რეგისტრ.: 2-April 07
გამოგზავნილია:
19 Sep 2011, 15:42 #27447831 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
კისრის ოსტეოქონდროზი
23.01.2009
ხერხემლის ოსტეოქონდროზი დაავადებაა, რომელსაც ამერიკელმა პროფესორმა ჯ. ჰუიტმა ზურგში ჩასახლებული ჭინკა უწოდა. ადამიანთა მოდგმა ამ დაავადებით მრავალი საუკუნეა იტანჯება. ამის დასტურია ხერხემლის დამახასიათებელი ცვლილებები, რომლებიც ფარაონთა მუმიებსა და რომაელი პატრიციუსების ნეშტებს აღმოაჩნდათ.
ურბანიზაციის, მცირე ფიზიკური აქტივობის, კვების არასათანადო რეჟიმისა და ხარისხის, ეკოლოგიური პირობების გაუარესების გამო
ხერხემლის ოსტეოქონდროზი დღეს დედამიწის მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. ქალებს ეს დაავადება უფრო ხშირად ემართებათ, მაგრამ გამწვავება უმთავრესად მამაკაცების ხვედრია. ოპერაციული ჩარევაც მათ უფრო ხშირად სჭირდებათ. ოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა. ყველაზე ადრე მალათაშუა დისკები ზიანდება, დეფორმირდება და აშრევდება. განსაკუთრებით სათუთია ხერხემლის კისრის ნაწილი. სწორედ აქ მდებარეობს საძილე და ხერხემლის არტერიები, რომლებიც თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. აქვეა ფარისებრი ჯირკვალი, სასულე. კისერი იჭერს თავს.
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. ჯერ ერთი, კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ამ მიდამოში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება, ზოგჯერ იმატებს ან მცირდება მგრძნობელობა, რის გამოც ადამიანს ღამით გაღვიძება და ხელის კუნთების დაზელა უხდება. ზოგჯერ ტკივილი მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება. არცთუ იშვიათად ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც აძლიერებს. ზოგიერთს პალტოს ჩაცმაც კი არ შეუძლია, რადგან ის უსაშველოდ მძიმე ეჩვენება.
ტკივილი ძლიერდება ხველებისას, ცემინებისას, გაჭინთვისას, ყველაზე მეტად - ჯანსაღ მხარეს გადახრისას. მოსალოდნელია მოძრაობის (განსაკუთრებით - ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობის) დარღვევა. როგორც წესი, ზიანდება ხერხემლის კისრის ნაწილის ქვედა 2-3 ფესვი. ზოგჯერ ყოველივე ამას ერთვის ენის, ხელების ან ფეხების დაბუჟება, ქავილი, ჩხვლეტა, ქვედა ან ზედა კიდურთა მოძრაობის შეზღუდვა, მგრძნობელობის დარღვევა. კისრის შაკიკის განვითარება ხერხემლის არტერიის დაზიანებაზე მიუთითებს. ირღვევა თავის ტვინის ნათხემის, ღეროსა და კეფის ნაწილების სისხლის მიმოქცევა. მუდმივი სიმპტომია თავის ტკივილი. ის, ჩვეულებრივ, კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა. ტკივილი მუდმივია. ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად - დილაობით, ან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის (მაგალითად, ტელევიზორის ყურების, მაგარ და მაღალ სასთუმალზე ძილის) შემდეგ. ეს მოვლენები შეიძლება იყოს ცალმხრივიც და ორმხრივად სიმეტრიულიც.
ხანში შესული ადამიანები ხშირად კარგავენ გონებას თავის მკვეთრი მობრუნებისას, რასაც წინ უძღვის თავბრუხვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის სიმახვილის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია გულმკერდის მარცხენა ნახევრისა და მარცხენა ხელის ტკივილი. ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება გულის არეშიც აღმოცენდება. ის შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მბურღავი და სტენოკარდიას წააგავდეს. დიფერენცირებისთვის გამოგადგებათ იმის ცოდნა, რომ ოსტეოქონდროზით გამოწვეული ტკივილი ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ არ გაივლის.
კისრის ოსტეოქონდროზის გართულებაა მხრის, იდაყვის, ლავიწის სახსრების ართროზი, რომელსაც თან სდევს მოძრაობის შეზღუდვა და ხელისა და მხრის ტკივილი მოძრაობისას. ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს, განსაკუთრებით - ხანში შესულ და ხანდაზმულ ასაკში, აღინიშნება რბილი ქსოვილების გამკვრივება. გამკვრივებული ადგილები შეიმჩნევა კისრის კუნთებში, კისრის მალების მორჩების მიდამოში, სხივ-მაჯის, იდაყვის სახსრებში, ლავიწზედა და ლავიწქვეშა ფოსოებში. ასაკთან ერთად ჩნდება ხელისგულების ნაწიბუროვანი შემსხვილებები, რომლებსაც მყესების სტრუქტურის ცვლილება იწვევს.
როგორ ვუმკურნალოთ კისრის ოსტეოქონდროზს
ოსტეოქონდროზისაგან განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ შედეგიანია.
მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოვლენილ იქნეს შინაგანი ორგანოების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, რადგან ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი უკუნაჩვენებია მაღალი არტერიული წნევის, სისხლძარღვოვანი კრიზების, აქტიური ანთებითი პროცესის დროს.
ოსტეოქონდროზის მკურნალობისას მიზნად არ უნდა დავისახოთ ”მარილების დაშლა ან გაწოვა” - ამ დროს ხდება არა ”მარილების დაგროვება”, არამედ რეაქტიული გაძვალება, ამიტომ ბუნებრივია, ვერავითარი ღონისძიება ვერ შეძლებს ”მარილოვანი წანაზარდების” დაშლას.
ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგადი პრინციპია მოძრაობის ადეკვატური რეჟიმის დაცვა და სამკურნალო ვარჯიშების შესრულება. ამასთანავე, კისრის ოსტეოქონდროზის დროს უნდა შესრულდეს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სრული უმოძრაობის პირობებში მნიშვნელოვან კუნთოვან დაძაბულობას იწვევს.
სწორედ ასეთ ვარჯიშებს (მათ იზომეტრიულ ვარჯიშებს უწოდებენ) ძალუძს კისრის კუნთოვანი ბოჭკოების გამაგრება და მიზანმიმართული წვრთნა. ასევე აუცილებელია კვების რაციონალური პრინციპის დაცვა (რაციონში ცილების, ვიტამინების შემცველობა საკმარისი უნდა იყოს. ცხარე კერძები და სპირტიანი სასმელების მიღება არ არის მიზანშეწონილი). სამკურნალო კვება მიმართულია სიმსუქნის წინააღმდეგ (საკვების ენერგეტიკული ღირებულება უნდა შემცირდეს ცხიმების, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცირების ხარჯზე; სასარგებლოა განტვირთვის დიეტები).
როგორ ავიცილოთ თავიდან ტკივილის სინდრომი
• ერიდეთ გაციებას და ორპირ ქარს - ამან შესაძლოა კუნთების დაძაბვა გამოიწვიოს, რაც ხშირად იქცევა ხერხემლის კისრის ნაწილის მწვავე ტკივილის მიზეზად.
• თავის ტკივილისას მსუბუქი წრიული მოძრაობით დაიზილეთ საფეთქლები ორ-ორი წუთის განმავლობაში. შესაძლოა, ამან ტკივილი შეგიმსუბუქოთ.
• ხერხემლის კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს თავის წრიული მოძრაობა უკუნაჩვენებია - ასეთი ვარჯიში მეტისმეტად ტვირთავს ხერხემლის კისრის ნაწილს და შესაძლოა, არა მარტო ტკივილის გაძლიერება, არამედ დაავადების მწვავე პერიოდის გახანგრძლივებაც გამოიწვიოს.
• სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე ნუ ისარგებლებთ კისრის მალების დამჭიმავი მოწყობილობით. კისრის მალები ძალზე მგრძნობიარეა ძალისმიერი დატვირთვის მიმართ. მცირედმა გაუფრთხილებლობამაც კი შეიძლება მალების ცდომა გამოიწვიოს და ზურგის ტვინის დაზიანების მიზეზად იქცეს.
• ნუ დატვირთავთ მტკივან ხელს დაავადების მწვავე პერიოდში. მცირე ტვირთის აწევასაც კი ერიდეთ.
• საწოლი უნდა იყოს მკვრივი, ბალიში - კვადრატული და დაბალი.
• კისრის ოსტეოქონდროზის დროს მუცელზე წოლა უკუნაჩვენებია. ასე წოლას რომ გადაეჩვიოთ, ღამით კისრის დამჭერი გაიკეთეთ.
• კისრის დამჭერი გაიკეთეთ ისეთი სამუშაოს დროსაც, რომელიც თავის დახრას და კისრის კუნთების დაჭიმვას მოითხოვს (კითხვა, ავტომობილით მგზავრობა და ა.შ.).
• ხშირად იცურავეთ. თქვენთვის რეკომენდებულია ბრასის სტილით და ზურგზე ცურვა.
• ჩაიტარეთ სამკურნალო მასაჟის 10 სეანსი წელიწადში ორჯერ მაინც.
• თუ სისტემატურად გიწევთ კომპიუტერთან ჯდომა, ეცადეთ, ეკრანი თვალების დონეზე დაიდგათ. ეს ტელევიზორის ეკრანსაც ეხება.
• რეგულარულად შეიმოწმეთ მხედველობის სიმახვილე. თავი დაიბანეთ შხაპის ქვეშ, რადგანაც ხანგრძლივად თავის დახრამ შესაძლოა კისრის კუნთების გადაძაბვა გამოიწვიოს.
• იარეთ თავაწეულმა. მაგიდასთან დიდხანს თავდახრილი ნუ დაჯდებით.
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს შესასრულებელი ვარჯიშები:
მათი შესრულებისას მზერა პირდაპირ უნდა გქონდეთ მიპყრობილი.
1. შუბლი ძლიერად მიაჭირეთ ხელისგულს, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
2. ხელისგული მთელი ძალით დაიჭირეთ კეფაზე, კეფით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
3. არც თავი და არც ხელისგული ზეწოლის დროს არ უნდა მოძრაობდეს.
4. მარჯვენა საფეთქელი ძლიერად დააჭირეთ მარჯვენა ხელისგულს.
5. იგივე გააკეთეთ მარცხენა საფეთქლითა და მარცხენა ხელით.
ზეწოლისას საფეთქელიც და ხელისგულიც უძრავი უნდა დარჩეს.
• ნიკაპი ხელისგულს დააჭირეთ და ძლიერად დააწექით, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
• ყოველი მოძრაობა გაიმეორეთ 3-5-ჯერ 7-10 წამის განმავლობაში.
• სცადეთ, ნიკაპი კისერთან მიიტანოთ, ხოლო თხემი მაღლა ასწიოთ.
• ნიკაპი ასწიეთ და თავი ბოლომდე მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (გაიმეორეთ 5-ჯერ).
• თავი დახარეთ და მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (5-ჯერ).
• თავი ოდნავ უკან გადასწიეთ. შეეცადეთ, მარჯვენა ყურით შეეხოთ მარჯვენა მხარს. იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მარცხენა მხარეს (5-ჯერ).
კისრის ოსტეოქონდროზს მხოლოდ კისრის კუნთების რეგულარული ვარჯიშით თუ მოვირჩენთ. ეცადეთ, ვარჯიშები შეასრულოთ დღეში 2-ჯერ, თავდაპირველად - 10-10 წუთის განმავლობაში, მერე და მერე კი ვარჯიშის დრო ყოველთვიურად თითო წუთით გაახანგრძლივოთ.
·
ციტირება
·
^
BOY-911
თავისუფლება ლომთა ხვედრია
ჯგუფი: Members
წერილები: 5037
წევრი No.: 105121
რეგისტრ.: 17-November 09
გამოგზავნილია:
17 Jan 2012, 09:36 #29242292 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
საკმაოდ საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა, დიდი მადლობა
Ordu
რომ შეწუხდით და მოგვაწოდეთ ეს ინფო, მე მიწევს მთელი დღე კომპთან ჯდომა და რაღაც ოსტეოქონდროზული ნიშნები მაქვს და ვეცდები შეძლებისდაგვარად შევასრულო ხოლმე ეს ვარჯიშები
--------------------
გიო.... you will always be in my heart :(
საქართველო უპირველეს ყოვლისა!
F U C K - R U S S I A ! ! !
BMW E36 318i ///M-Pac - KTX-100
BMW E 36 320i - ORO-646 - sold
Opel Vectra B - ZIZ-601 - sold
Opel Astra F - BOY-911 - sold
·
ციტირება
·
^
Raven
INSIEME
ჯგუფი: Members
წერილები: 24089
წევრი No.: 8588
რეგისტრ.: 4-February 05
გამოგზავნილია:
18 Jan 2012, 12:53 #29260054 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
ოლფენი
ნეირორუბინი
რეიტოილი
ტერაფლექსი
დიმექსიდი 50მლ
ხონდროქსიდ გელი
ეს წამლები გამომიწერეს მხარზე მჭირს რაღაც და რომლიოს ამოგდება შეიძლება მაყუთის ამბავში ძვირი გამოდის და თან ვიცი რო ყველა არ იქნება აუცილებელი
--------------------
Temporary unsignatured
·
ციტირება
·
^
sanduxa
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 9
წევრი No.: 142468
რეგისტრ.: 1-February 12
გამოგზავნილია:
10 Feb 2012, 17:14 #29648911 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
ძალიან საინტერესო თემაა!
აქ სწორადაა მითითებული, რომ ოსტეოქონდროს ძირითადად იწვევს უმოძრაობა და შესაბამისად მისი შეჩერების ძირითადი საშუალება აქტიური ცხოვრების წესია.
სპეციალისტის მიერ შერჩეული სწორი ვარჯიშები (და არა თვითნებური).
თუ ექიმი არ გასწავლის როგორი ვარჯიშები უნდა გააკეთო, ჩათვალეთ, რომ 2-3 თვეში ისევ მასთან მოგიწევს მისვლა სამკურნალოდ
·
ციტირება
·
^
elene2011
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 86
წევრი No.: 139609
რეგისტრ.: 27-November 11
გამოგზავნილია:
13 Feb 2012, 12:35 #29694192 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
მე ვიცი ძალიან კარგი მასაჟისტი, 45 წლის კაცია, პროფესიონალი,ძალიან ყურადღებიანი, მთელი ჩემი ოჯახი (მეუღლე,ბავშვები) მისი კლიენტები ვართ...უცხოეთში მუშაობდა 10 წელი და ახალი დაბრუნებულია თბილისში...ასწავლის კიდეც მასაჟებს, მასტერკლასებზეც ეძახიან სხვადასხვა სპა–ში...თან ტყუილად არაფერს დაგპირდებათ. სამკურნალო მასაჟზე, თუ მისი პაციენტი არ ხართ, ხელს არ მოგკიდებთ,ვარიანტი არაა...ჩვენთან სახლში მოდის ხოლმე კვირაში ერთხელ (4 მასაჟში 100 ლარს ვაძლევთ),ისე მგონი მის ბინაშიც იღებს (ნაძალადევის მეტროსთან ცხოვრობს მგონი) და კაბინეტი მარჯანიშვილზე აქვს...თუ ვინმეს აინტერესებს მართლა ძლიერი და პროფესიონალი მასაჟისტი (+ სამკურნალო და გასახდომი ფიტნესი იცის უმაღლეს დონეზე) ყველასთვის: ბავშვები, ქალები,მამაკაცები, შემიძლია, პმ–ში მოგწეროთ მისი ტელეფონი...
·
ციტირება
·
^
rusudani7
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 133
წევრი No.: 141725
რეგისტრ.: 18-January 12
გამოგზავნილია:
14 Feb 2012, 10:22 #29708177 ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ელფოსტა
რამდენ ხანს შეიძლება მივიღო კალცი 3-დ, ხარ 53 წლის , ჩემს ძვლებს ტკაცატკუცი გაუდის......
* * *
4 მასაჟში 100 ლარი ზალიან ძვირი სიამოვნებააააააააა........
·
ციტირება
·
^
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
«
შემდეგი ძველი თემა
|
ჯანმრთელობა და მედიცინა
|
შემდეგი ახალი თემა
»
Pages:
(6)
« პირველი
...
3
4
[5]
6
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+5 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+7 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- აზარტული სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+3 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0416 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by
Invision Power Board
(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.