forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (8) « პირველი ... 2 3 [4] 5 6 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დისბაქტერიოზი, ვინმემ ხომ არ იცით?
Romina
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 707
წევრი No.: 50382
რეგისტრ.: 30-December 07

გამოგზავნილია: 7 Sep 2009, 19:16  #15400850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
SOULFUL
QUOTE
დისბაქტერიოზი,როგორც დაავადება არ არსებობს!!!!!!!!!ეს არის რუსული სკოლის გადმონაშთი!!!!!!!!ვერც ერთ ამერიკულ თუ ევროპულ ლიტერატურაში მაგას ვერ იპოვი! ეგ არის უბრალოდ სინდრომი!!!! მითუმეტეს დისბაქტერიოზის ხარისხების დადგენა დიდი სისულელეა. შენმა ახლობელმა ჯობია კარგად გამოიკვლიოს რა პრობლემა აქვს!



yes.gif yes.gif სამაგიეროდ ამ დიაგნოზის სახელით უამრავი არაფრის მაქნისი პრობიოტიკი საღდება და მდიდრდებიან ფარმაცევტული კომპანიები.


--------------------
Cause the future's uncertain and the end is always near!
irusha
მაშასადამე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 8803
წევრი No.: 84820
რეგისტრ.: 17-February 09

გამოგზავნილია: 8 Sep 2009, 12:34  #15413132      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
და ისა ლუდი არ შეიძლება ხო? rolleyes.gif


--------------------
Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны.

ეს კაცი უცნაურს ეძახდა ყველაფერს, რაზეც ჭკუა ვერ მიუწვდებოდა და ამიტომაც, სულ მუდამ უცნაურობებით იყო აღსავსე მისი ცხოვრება...

Can you imagine what I would do if I could do all I can?

‎- А чего это грейпфруты на полу?
- А мне так нравится.
upwave
რაღაცნაირი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7656
წევრი No.: 83426
რეგისტრ.: 28-January 09

გამოგზავნილია: 8 Sep 2009, 14:32  #15415172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
irusha
ჰეჰ, ეხლა ლუდიც მოინდომა! biggrin.gif


--------------------
უფ, რამდენი დამიწერია!
giorgi33
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 939
წევრი No.: 76943
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 9 Sep 2009, 00:31  #15425119      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ორი თვის წინ გავიკეთე ანალიზი დისბაქტერიოსზე ავერსში, ამოითესა კლაბსიელა უხვი ზრდით, 20 დღე ვსვავსი ბიფიკოლს, ეხლა ბაქტერიოფაგში ავიღე ანალიზი და კლაბსიელა აღარ ამოითესა, ანტიბიოტიკის გარეშე შეიძლება გამქრალიყო? დისბაქტერიოზის მეორე ხარისხი დამიდგინეს ორივეგან, რა წამლებია ამ დროს ყველაზე ეფექტური?
Miss tata
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1249
წევრი No.: 84801
რეგისტრ.: 17-February 09

გამოგზავნილია: 9 Sep 2009, 19:42  #15436970      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვიცი შეგაწუხეთ ამდენი შეკითხვებით მაგრამ ვიცი რომ ტკბილეული არ შეიძლება, მაგრამ ზუსტად რა სახის ეგ აღარ ვიცი...
აი მაგალითად თაფლი თუ მეჭმევა... ან უკრემო პეროგები.. user.gif


--------------------
"Laugh, and the world laughs with you:
Weep, and you weep alone;"
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 25980
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 9 Sep 2009, 19:45  #15437009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მაწონი მეგობრებო !!!!!!
-
ქართული ხალხური მაწონი მიირთვით!!!!!.

თუ ფაღარათი გაწუხებთ - გაწურეთ.







--------------------
საყდრისი საქართველოა - საქართველოს ვერ მოკლავთ!

უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში...
[IMG]http://a.pix.ge/l/p0tzt.jpg[/IMG]
N2O
-V-ETTEL Coming Soon


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7042
წევრი No.: 57004
რეგისტრ.: 28-March 08

გამოგზავნილია: 15 Sep 2009, 22:40  #15537045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მოკლედ ვარ 17 წლის ბაქტერიო ფაგში დამისვეს რაღაც დიაგნოზი დისბაქტერიოზე თუ მოკლედ რო ვთქვა პრობლემა მაქვს კუჭის მომნელებელ სისტემასთან და გამომიწერეს რაღაც წამლები, მეზიმ ფორტე, და ფლორანორმი წამის წინ 20 წუთით ადრე გუშინ დავიწყე დალევა დღესაც დიეტაზე ვიყავი პიურეს, ბრინჯის და უცხიმო ხაჭაპურის მეტი არაეფერი მიჭამი (სახლში გაკეთებულის) მარა მაინც არანაირი შედეგი, რისი ბრალი შეიძLება იყოს?


--------------------
Infiniti Red Bull Racing© - ზედიზედ 4 გზის ჩემპიონი "წვენების გუნდი"
El Capitano 7
Jesé Rodríguez 20
პროსტა ვინ უნდა გაგვაჩეროს?....
coopcamaro
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 79
წევრი No.: 86056
რეგისტრ.: 6-March 09

გამოგზავნილია: 22 Sep 2009, 12:39  #15640942      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რავი მე როგორც მგონია და ვფიქრობ ყველაზე ნორმალური ექიმი არის მაჭავარიანი პეკინზე მუშაობს სადღაც და კი ვაკეში გვილია. ინტერკლინიკაში.
tristeza
Diana


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1345
წევრი No.: 100505
რეგისტრ.: 21-September 09

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 20:16  #15741917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რით შეიძლება რომ ავირიდოთ ეს ყოველივე??????????


--------------------
დიკოს + გიო = ნიკუშას <3
Miss tata
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1249
წევრი No.: 84801
რეგისტრ.: 17-February 09

გამოგზავნილია: 30 Sep 2009, 20:57  #15773155      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tristeza
ვსვათ რაც შეიძლება ნაკლები წამლები, კონკრეტულად ანტიბიოტიკები და ვიკვებოთ სწორად...
მგონი ასე biggrin.gif
მე 2 თვეა ვმკურნალობ, უკეთესობა მაქვს მაგრამ ბოლომდე ჯერ მაინც ალბათ კაი ხანი ვერ გამოვკეთდები.... ისე გავხდი გული მისკდება , 45 კილო ვარ უკვე sad.gif
N2O
-V-ETTEL Coming Soon


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7042
წევრი No.: 57004
რეგისტრ.: 28-March 08

გამოგზავნილია: 2 Oct 2009, 00:46  #15793172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
დის ბაქტერიოზს ინგლისურად რა ქვია ან ზოგადად რას ეძახიან ამ დაავადებას
likalika1889
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 34
წევრი No.: 100248
რეგისტრ.: 18-September 09

გამოგზავნილია: 21 Nov 2009, 21:58  #16574484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
იქნებ ამიხსნათ რა არი დისბაქტერიოზი?

ამ დროს ორგანიზმში მიმდინარე რა პროცესები ირღვევა?



help.gif help.gif help.gif help.gif help.gif help.gif help.gif
niniaa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4944
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08

გამოგზავნილია: 21 Nov 2009, 22:19  #16574866      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დისბაქტერიოზი არის სასარგებლო ბაქტერიების ნაკლებობა ორგანიზმში .
ნაწლავური დისბაქტერიოზი – სინდრომი, რომელიც ხასიათდება ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევით. თუკი ჯანმრთელ ადამიანებში წვრილი და მსხვილი ნაწლავების დისტალურ ნაწილებში სჭარბობენ ლაქტობაქტერიები, ანაერობული სტრეპტოკოკები, ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკები და სხვა მიკროორგანიზმები, დისბაქტერიოზის დროს წონასწორობა ამ მიკროორგანიზმებს შორის ირღვევა, უხვად ვითარდება ლპობითი ან დუღილის ფლორა, სოკოები, უპირატესად Candida – ს ტიპის, ნაწლავებში ვლინდება მიკროორგანიზმები, რომლებიც ნორმის დროს მისთვის დამახასიათებელი არ არის, მიკრობთა დიდი რაოდენობა იმყოფება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილიში და კუჭის შიგთავსში. აქტიურად ვითარდება პირობით – პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც ჩვეულებრივ ვლინდება მცირე რაოდენობით ნაწლავის შიგთავსში, ნაწლავის ჩხირის არაპათოგენური შტამების ნაცვლად (ეშერიხიები) ხშირად ვლინდება მისი პათოგენური შტამები. ამგვარად დისბაქტერიოზის დროს აღინიშნება მიკრობული ასოციაციების რაოდენობირივი და თვისებრივი შემადგენლობის ცვლილებები კუჭ – ნაწლავის ტრაქტში (მიკრობული პეიზაჟი).

ეტიოლოგია და პათოგენეზი. მიზეზები შესაძლოა იყოს ანტიბიოტიკების ხანგრძლივი, არაკონტროლირებადი მიღება, განსაკუთრებით ფართო სპექტრის, რომლებიც თრგუნავენ ნორმალურ ნაწლავურ მიკროფლორას და ხელს უწყობენ იმ მიკროორგანიზმების განვითარებას, რომლებიც მდგრადნი არიან ამ ანტიბიოტიკებისადმი. დისბაქტერიოზის დროს ირღვევა ნაწლავის მიკროფლორის ანტაგონისტური აქტივობა პათოგენური და ლპობითი მიკროორგანიზმების მიმართ.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია დისპეფსია, მადის დაქვეითება, უსიამოვნო გემო პირში, გულისრევა, მეტეორიზმი, ფაღარათი ან შეკრულობები. განავლოვან მასებს აქვთ მკვეთრი ლპობითი ან მჟავე სუნი. ხშირია ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, აღინიშნება მოდუნება, ქვეითდება შრომისუნარიანობა. დიაგნოზი დასტურდება ფეკალური მიკროფლორის განმეორებითი გამოკვლევებით. დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს საჭიროა განვასხვავოთ დისბაქტერიოზები, რომლებიც ვითარდებიან ანტიბაქტერიული პრეპარატების არარაციონალური მიღებით, სისტემატურად არასწორი კვების შედეგად და დისბაქტეიოზები, რომლებიც თან ახლავს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს. ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპოვიტამინოზები. ნაწლავს დისბაქტერიოზის ზოგიერთი სახეები შესაძლოა გარდაიქმნან გენერალიზებულ ფორმაში (სეფსისი).

მსუბუქ შემთხვევებში მკურნალობა ამბულატორულია, შედარებით მძიმე შემთხვევებში – სტაციონარულ პირობებში. წყვეტენ ანტიბაქტერიული საშუალებების მიღებას, რომელთაც შესაძლოა გამოეწვიათ დისბაქტერიოზი, ინიშნება ზოგადი მასტიმულირებელი და მადესენსიბილიზირებელი თერაპია (ვიტამინები, ანტიჰისტამინური პრეპარატები და ა. შ.). პროფილაქტიკა გულისხმობს ანტიბიოტიკების რაციონალურ დანიშვნას, სრულფასოვან კვებასა და ზოგად მასტიმულირებელ თერაპიას იმ პირებში, რომლებმაც გადაიტანეს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მძიმე ზოგადი დაავადებები.

This post has been edited by niniaa on 21 Nov 2009, 22:26
lgogokhia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 927
წევრი No.: 23871
რეგისტრ.: 1-October 06

გამოგზავნილია: 23 Nov 2009, 11:31  #16597573      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
იქნებ ამიხსნათ რა არი დისბაქტერიოზი?

ასეთი დაავადება ცალკე ნოზოლოგია არ არსებობს. არსებობს სხვადასხვა გენეზის გასტროენტერიტები რომელიც მალაბსორბციის, ენტეროპათიების, ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების(მათ შორის ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად), გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS) და ა.შ. ფორმით ვლინდება. განავალში E.coli-ს დათვლით (ჯერ კიდევ საკითხავია როგორ ითვლება) ან სისხლიან აგარზე ჰემოლიზის უნარის მიხედვით ენტეროჰემორაგიული კოლის გამოვლინება, როგორაც ხდება ე.წ. "დისბაქტერიოზის" დიაგნოზის დასმა ლაბორანტების მიერ აბსოლუტურად არ არის სწორი რომელსაც ექიმი ხშირად შეცდომაში შეყავს. ყველანაირი გასტროენტერიტების გაერთიანება და გაიგივება დისბაქტერიოზთან არის შეცდომა და ექიმმა ეს ანალიზი საერთოდ არ უნდა დაუნიშნოს პაციენტს. აბსოლუტურად არაინფორმატიულია კლინიკურად. დისბაქტერიოზი არის მიკრობიოლოგიური ტერმინი და შესაძლოა სიმპტომადაც ჩავთვალოთ, რომელიც არა მარტო ნაწლავში, არამედ შეიძლება საშოშიც, კანზეც, პირის ღრუში და სხეულის სხვადასხვა ადგილას, რომელიც სტერილური არ არის. დისბაქტერიოზი ხშირად ყველანაირი ჩარევის თუ მკურნალობის შედეგად სწორდება.

ეს ისე ტერმინებით რომ ვილაპარაკო.. ისე likalika1889 შენთვის როგორც პაციენტისთვის ნიშნავს იმ ექიმის დაბალ კვალიფიკაციას რომელმაც ამ ანალიზზე გაგაგზავნა. არაფერს არ ნიშნავს საერთოდ და რა პრობლემა გაქვს ვერ იგებს შენი ექიმი.. თუ კონკრეტულად შენზეა ლაპარაკი.. თუ ზოგადად გაინტერესებს იმედია ჩემი აზრი დისბაქტერიოზზე გაიგე რაც გამოვთქვი ზემოთ..

This post has been edited by lgogokhia on 23 Nov 2009, 11:38


--------------------
Be yourself, everyone else is taken..
Who let the dogs out???
Glamour Girl
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 380
წევრი No.: 96389
რეგისტრ.: 24-July 09

გამოგზავნილია: 29 Nov 2009, 21:10  #16702231      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
რავი მე როგორც მგონია და ვფიქრობ ყველაზე ნორმალური ექიმი არის მაჭავარიანი პეკინზე მუშაობს


მაინტერესებს ვინმეს თუ გიმკურნალიათ მაჭავარიანთან დისბაქტერიოზი, და რამდენად შედეგიანად . ბაქტერიოფაგში სადაც ანალიზი გავიკეთე, მასთან მკურნალობა მირჩიეს.

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) « პირველი ... 2 3 [4] 5 6 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0491 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]