forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (6) « პირველი ... 3 4 [5] 6   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რეინოს სინდრომი, ვის რა გსმენიათ ამ დაავადების შესახებ
avicena
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 41
წევრი No.: 44592
რეგისტრ.: 22-October 07

გამოგზავნილია: 25 Oct 2007, 18:02  #7086096      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ტიკუშა ნუ ნერვიულობ მე ბევრი პაციენტები მყავს რეინოს სინდრომით და ყველა საღ სალამათია. ეს არ არის დაავადება რომელიც სიცოცხლისათვის საშიშია თუ ჩემი უწინდელი რჩევა ყურადღებით წაიკითხე და ყველაფერს ისე გააკეთებ წამლების ჩათვლით რაც გირჩიე არაფერი სხვა არ გცირდება. რეინოს ქირურგიულად არ მკურნალობენ, ეს სპაზმია და კიდევ ერთხელ სჭირდება კალციუმის არხის ბლოკატორები. მაგალითად: ვერაპამილი. ამლოდიპინი, ნიფედიპინი, დილთიაზემი პატარა დოზით დღეში ერთხელ. ეს რევმატოლოგიური დაავადება და შეიზლებ დაკავშირებული იქნას სხვა ისეთ დაავადებებთან როგორიცაა სკლეროდერმა : ყლაპვის მოშლა, კანის კოლაგენის გასქელება და ელასტიურობის დაკარგვა, ქონდოკაცინოზი, და რეინო ერთად. დაუჯერე დათოს თორემ ორ დღეში შვებულებაში აღარ ვიქნები და ასე ხშირად რჩევას ვეღარ მოგცემ, ფინანსური ანაზღაურების გარეშე(: შეგიძლია ნახო რევმატოლოგი(ოგონდ არა პროფანი) რომ დიაგნოზი დასვას ლაბორატორიით და ფიზიკალური დათვარიელებით. ამის გარდა ყველაზე დიდი საშიშროება რაც შეიზლება გელოდეს ეს არის კიდურის მოყინვა და ამპუტაცია, ამიტომ ზამტარში ტეპლიე ვარიშკი ი ნოსკი თუ გუდაური ან ბაკურიანი, მოკლედ სითბო ყველაზე დიდი მკურნალი. აი ასე ჩემო თიკო. თუ ხელები გისივდება ეს სხვა რამე შეიძლება იყოს მაგალითად რევმატოლოგიური ართრითი. ამის დიაგნოზსაც გასინჯვა და ლაბორატორია, შესაღლოა ხელების რენტგენოგრამა დასჩრირდეს.
თუ კიდე რამე დაგჩირდეს არ მოგერიდოს. საუკეთესო სურვილებით.
დათო
donvaso
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6578
წევრი No.: 27638
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 25 Oct 2007, 20:42  #7087724      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
და რეინოს ფენომენს "ორმხრივი გულმკერდის გამოსვლის სინდრომ"-ს რატომ გამორიცხავთ????????


--------------------
..........................................
avicena
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 41
წევრი No.: 44592
რეგისტრ.: 22-October 07

გამოგზავნილია: 26 Oct 2007, 03:55  #7091656      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვასო მე არაფერს არ გამოვრიცხავ უბრალოდ სამედიცინო პრაქტიკაში რაც ხშირი არის უფრო ჯერ იმას ეზებ და მკურნალობ, რამდენი პაციენტი გინახიათ თქვენ ორმხრივი გამოსვლის სინდრომით და რამდენი გაგიშვიათ საოპერაციო მაგიდაზე? მე არც ერთი, სამაგიოროდ ჩემს სამედიცინო პრაქტიცაში ერთი 15 კაცი მაინც მყავს ზემოთ ხსენებული სიმპტომებით რომელსზც რეინოს დაავადება აქვთ და სიმპტომატურად ვმკურნალობ. გარდა ამისა გამოსვლის სინდრომი პოზიციიის შეცვლასთან ალბათ უფრო არის დაკავშირებული ვიდრე გარემოს ტემპერატურის ვარიაციასთან .თან ამ სინდრომს ნევროლოგიური გართულებებიც ახლავს როგორიცაა ხელების დაბუჟება. ასე რომ ჩემის აზრით ეს სინდრომი გამორიცხული არ არის მაგრამ ნაკლებად დასაშვებია(:
* * *
გამორიცხული არ არის რომ რაიმე მიზეზის გამო საქართველოში ეს პრობლემა უფრპ ხშირია ვიდრე დასავლეთში ამიტომ თუ რაიმე სხვა ინფორმაცია გაგაჩნიათ მოგვაწოდეთ და დიდად მოხარული დაგჩებით
donvaso
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6578
წევრი No.: 27638
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 26 Oct 2007, 10:45  #7092441      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
avicena
რა სპეციალობის ბრძანდებით კონკრეტულად???????
avicena
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 41
წევრი No.: 44592
რეგისტრ.: 22-October 07

გამოგზავნილია: 26 Oct 2007, 19:12  #7097733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მრავალი კითხვის ნიშანი რა ემოციის გამოხატულება განსაკუთრებული ინტერესის თუ უკმაყოFილების(: კონკრეტულადაც და აბსტრაქტულადაც ტერეპევტი ვარ ანუ ინტერნისტი
donvaso
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6578
წევრი No.: 27638
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 26 Oct 2007, 19:16  #7097784      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მრავალი კითხვის ნიშანი რა ემოციის გამოხატულება განსაკუთრებული ინტერესის თუ უკმაყოFილების(: კონკრეტულადაც და აბსტრაქტულადაც ტერეპევტი ვარ ანუ ინტერნისტი

ფორუმის წესების თანახმად ვცდილობ 30 ნიშნი გამომივიდეს თორემ ისე არ იპოსტება smile.gif smile.gif
avicena
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 41
წევრი No.: 44592
რეგისტრ.: 22-October 07

გამოგზავნილია: 26 Oct 2007, 19:23  #7097871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აა ახლა გასაგებია(: მე არ ვარ ასე გამოცდილი, ახალი წევრი ვარ
bato-bato
cvetka


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6578
წევრი No.: 25595
რეგისტრ.: 13-November 06

გამოგზავნილია: 11 Nov 2008, 01:56  #11477905      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
kalina
QUOTE
საერთოდ სიცივეს უკავშირდება. თუ ისეთი ასაკის ხარ, რომ სკოლის წლებში გაყინულ მერხზე, გაყინულ საკლასო ოთახში მოგიწია ჯდომა, ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ კანდიდატი ხარ


მე სკოლაში დამემართა ანუ
აი იმ დროს მომიწია გათბობები რომ ახალი გათიშული იყო : ((
ყოველ წელს ოდნავ აცივდება თუ არა ეგრევე მისივდება, მილურჯდებ-მიწითლდება, სითბოში მექავება, თითებს ისე ვეღარ ვამოძრავებ-ხოლმე
საშინლად მთრგუნავს : ((
ე.ი. რეინის სინდრომი მაქვს? sad.gif(
და განკურნება შესაძლებელია? თუ უიმედო ვარ : (((?


--------------------
radiatori.blogspot.com
Romina
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 707
წევრი No.: 50382
რეგისტრ.: 30-December 07

გამოგზავნილია: 11 Nov 2008, 10:50  #11479468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ამ თემაში ცოტა ერთმანეთშია არეული ზამთარში თითების მოყინვა და რეინოს სინდრომი (ან დაავადება). სიცივეში ყველას ეყინება და უწითლდება თითები და მერე ეწვის wink.gif რეინოს სინდრომის დროს კი უფრო ასეთი გამოვლინებაა: უფრო ხშირად სიცივეში, თუმცა შეიძლება სითბოშიც ვითარდება ხელის ან ფეხის თითების, იშვიათად ცხვირის წვერის და ყურის ნიჟარების გაფერმკრთალება, უფრო სწორად გათეთრება (ამიტომ ამ სიმპტომს "მკვდარი თითის" სიმპტომს უწოდებენ), თითი ცივია და მგრძნობელობა თითქმის მთლიანად დაკარგული. ამის შემდეგ გათეთრება შეიძლება შეცვალოს სილურჯემ და აღინიშნოს ძლიერი ტკივილიც.
უამრავი მიზეზი არსებობს,რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეინოს დაავადება და სინდრომი: კოლაგენოზები, სვადასხვა ეტიოლოგიის არტერიიტები, დამატებითი ნეკნის არსებობა, ვეგეტატიური ცენტრების დისფუნქცია და ა.შ.
რეინოს სინდრომი ხშირად არის კოლაგენოზების, ყველაზე ხშირად სკლეროდერმიის და სისტემური წითელი მგლურას ადრეული გამოვლინება, ამიტომაც იყო ამ თემაში აღნიშნული LE უჯრედები (რომლებიც მგლურას ერთ-ერთი მარკერია) თუმცა რეინოს სინდრომის დროს სხვა უამრავ მარკერზე კეთდება ანალიზი.
ვისაც გაქვთ ასეთი სიმპტომი ჯობია პირველ რიგში რევმატოლოგთან მიხვიდეთ. სამწუხაროდ ზოგჯერ ბევრი ძვირადღირებული ანალიზის და გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო რეინოს მიზეზის დასადგენად sad.gif ზოგჯერ კი საერთოდ ვერ დგინდება მიზეზი.
QUOTE
საერთოდ სიცივეს უკავშირდება. თუ ისეთი ასაკის ხარ, რომ სკოლის წლებში გაყინულ მერხზე, გაყინულ საკლასო ოთახში მოგიწია ჯდომა, ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ კანდიდატი ხარ

no.gif ეგ არაფერ შუაში არ არის.

This post has been edited by Romina on 11 Nov 2008, 10:58


--------------------
Cause the future's uncertain and the end is always near!
krasusi_92
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 535
წევრი No.: 118048
რეგისტრ.: 5-July 10

გამოგზავნილია: 27 Dec 2010, 22:37  #23170927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ზუსტად ეგ სინდრომი მჩირს და დამტანჯა ნორმალურად ვერც ვარჯიშობ და ვერც საკრავს ვკიდებ ხელს ბლიად, რამე წამალი არსებობს მითხრით რა?
chipmunck
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 274
წევრი No.: 85737
რეგისტრ.: 2-March 09

გამოგზავნილია: 10 Jan 2011, 23:35  #23397220      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

რეინოს დაავადება რატომ ეკუთვნის ტრამვატოლოგებს არ მესმის ეს ხომ პერიფერიული არტერიების დაავადებებშია გაერთიანებული და შესაბამისად ანგიოლოგს უნდა ეკუთვნოდეს, რავიცი რავიცი...
ისე უნდა ვუმკურნალოთ არა შედეგს არამედ მიზეზს!
რეინოს დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზები ხანგრძლივი გაციება, თითების ქრონიკული ტრავმატიზაცია, ზოგიერთი ენდოკრინული ორგანოს ფუნქციის დარღვევა: ფარისებრი ჯირკვალი და სასქესო ჯირკვალი; მძიმე ფსიქიკური დაზიანებები.

ისე დღევანდელიდან გამომდინარე ხშირია ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების დაავადებები და იქნებადა ჯერ ეს გამოგეკვლიათ და მერე მიგეხედათ რეინოსთვის. როცა მოიწესრიგებთ ფარისებრ და სასქესო ჯირკვლის ჰორმონებს მერე რეინოზე მკურნალობა შეიძლება არც კი დაგჭირდეთ.

ოხ ეს მედიცინა, დიდი იდუმალი სამყაროა biggrin.gif
ToyotaMR2
TOYOTA CLUB GEORGIA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12367
წევრი No.: 87649
რეგისტრ.: 28-March 09

გამოგზავნილია: 11 Jan 2011, 12:18  #23402933      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim · yim · msn
krasusi_92

პლაქსარინი ზუსტად არ მახსოვს ასე ერქვა მგონი და ბენევრონის 10 ამპულა დამინიშნა რევმატოლოგმა და გამიარა


--------------------
R154 TRASS WITH ACTION CLUTCH KIT.AEM FIC 8 PIGGY BACK AEM DRY FLOW AIR FILTER GREDDY PROFEC B BOOST CONTROLER GLOWSHIFT BOOST GAUGE AMS AFR HKS TURBO TIMER HKS SLD
CUSCO COILOVERS WORK VS KF RIMS RS TYPE 3 INCHES EXHAUST BLITZ FRONT MOUNT INTERCOOLER
Keti-Ket
ESTO ES MADRID


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2007
წევრი No.: 97390
რეგისტრ.: 7-August 09

გამოგზავნილია: 19 Mar 2011, 22:19  #24546811      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მედიკამენტების გარდა, რაიმე სხვა საშუალება არ არსებობს რეინოს სამკურნალოდ?

მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები ითვალისწინებს სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების გამოყენებას, რამდენადაც გავიგე, არადა სისხლძარღვთა გაფართოება ხომ მიგრენის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზია.


პირველად და მეორეულ სინდრომს შორის, რამე სხვაობაა?



--------------------
Together We Can!! Juntos podemos

Llevanos a la victoria
K_rati
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 147
წევრი No.: 126237
რეგისტრ.: 20-January 11

გამოგზავნილია: 20 Mar 2011, 21:00  #24561718      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Keti-Ket
რეინოს დაავადება,ანუ პირველადი რეინო არის იდიოპათური,ანუ მისი განვითარების მიზეზი უცნობია და არ არის დაკავშირებული სხვა დაავადებებთან.

რეინოს სინდრომი,ანუ მეორეული რეინო ვითარდება სხვადასხვა დაავადებების ფონზე,ძირითადად შემაერთებელ ქსოვილოვანი დაავადებების დროს(სკლეროდერმა, დერმატომიოზიტი,ელერ-დანლოსის სინდრომი,რევმატოიდული ართრიტი,შოგრენის სინდრომი და ა.შ)

მაქსიმალურად უნდა მოხდეს მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან აცილება,(მაგ. სიცივის დროს ხელთათმანების,ქუდის ტარება). ასევე უნდა შეიზღუდოს ის ფაქტორები რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების შევიწროებას(კოფეინი,სიგარეტი).
მედიკამენტებიდან გამოიყენება სისხლძარღვების გამაფართოებლები როგორც თქვენ აღნიშნეთ,რომელთა ერთერთი გვერდითი ეფექტი თავის ტკივილია,მაგრამ არა მიგრეინის ტიპის და სიმძიმის,რაც შესაბამისად არ ზღუდავს მათ გამოყენებას ამ მიზნით.
Keti-Ket
ESTO ES MADRID


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2007
წევრი No.: 97390
რეგისტრ.: 7-August 09

გამოგზავნილია: 20 Mar 2011, 21:07  #24561820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
K_rati
QUOTE
მედიკამენტებიდან გამოიყენება სისხლძარღვების გამაფართოებლები როგორც თქვენ აღნიშნეთ,რომელთა ერთერთი გვერდითი ეფექტი თავის ტკივილია,მაგრამ არა მიგრეინის ტიპის და სიმძიმის

ნევროპათოლოგმა უკვე დამიდგინა მიგრენი, რომლის შეტევების მოსახსნელადაც რელპაქსი დამინიშნა, რომლის ეფექტიც, როგორც წავიკითხე, საძილე არტერიების შევიწროებით მიიღწევა.
ანუ ერთი მედიკამენტი თუ ავიწროებს სისხლძარღვებს, მეორე აფართოებს (ჩემი დილეტანტური შეფასებით biggrin.gif ) და რა ეფექტი მიიღწევა მაშინ?


მადლობა პასუხისთვისsmile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) « პირველი ... 3 4 [5] 6  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0323 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]